არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Mon Dec 08, 2008 4:27 pm

nini wrote:

მიხო მოსულიშვილი.ინგლისური კლუბი,მკაცრი სტილი.სასმელი ირლანდიიური ვისკი.საზოგადოება რომელიმე ცნობილი ტრადიციული,ინგლისურენოვანი მწერალი და ბატონი გელა ჩარკვიანი.უკრავს მსუბუქი ბლუზი (ჯაზიც შეიძლება)აუცილებლად მაგარი სურნელოვანი სიგარა.(ჰავანური)და ინგლისური მაგარი ჩაის სურნელი აი პირდაპირ მიღიტინებს ცხვირში.Smile
დანარჩენში დამეხმარეთ Smile

სანათაზე იყოს ბობოს ფშავური ლიტერატურული ვირტუალური სტუმრობის გაფორმება

bounce Basketball king

ნინი, მე ვისკი მართლა მიყვარს ძალიან!
და მოვიდნენ, ვისაც უნდათ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Sat Dec 13, 2008 4:13 pm

იცი ,ბობო,მე მომწონს ახალგაზრდების მაქსიმალიზმი,მომწონს მათი ''გაფრენები'',დაუმორჩილებლობა ,შინაგანი ბობოქრობა,ცხოვრების ჟინი,წყურვილი, გიჟური იდეები.მიყვარს ნიჭიერი და გამორჩეული ადამიანები.ადამიანები,რომლებთაც აქვთ ქარიზმა,ენერგეტიკა,კრეატიულობა,რაღაც ამოუხსნელი ხიბლი და საერთოდაც ვფიქრობ,რომ 50-100 წლის მერე, ხელოვნებაში ღირებულს მხოლოდ ასეთი ადამიანები შექმნიან -ძალიან ნიჭიერები და თან'' არანორმალურები''.Smileსულ ვეძებ ასეთ ლიტერატორებს ,ქართულ ინტერნეტსივრცეში მაგრამ ვერ..
რატომ მიყვარს ბობო?ბევრი მიზეზის გამო,ერთ-ერთი ისაა რომ მასში აკადემიზმთან და კლასიციზმთან შერწყმულია სილაღე,ქარიზმა და ენერგეტიკა,''დრაივი'' .21 -ე საუკუნის კლასიკოსი ასეთად წარმომიდგენია ზუსტად.Smileდა ძალიან მაღიზიანებს -ნინო დარბაისელმა დაწერა ერთგან''კონსერვატორული კულტურული გარემო''ო- და მე დავამატებდი ქართველი ლიტერატორების საოცარი ლიტერატურული და მენტალური პროვინციალიზმი .არ გავხსნი ფრჩხილებს) ქართული ლიტერატურის ზოგადი სენი -ნიჭიერება ,მაგრამ ერთფეროვანი ,ერთნაირი და მდორე ნიჭიერება. ავტორები მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით...ვის ხედავ ასეთებად თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ?
მაინტერესებს სხვების აზრი ამ თემაზე.
და იდეა -ონლაინ პოეზიის საღამოები,დღეს ტექნიკური საშუალებებით ინეტში სულ ადვილია ადამიანების ხმის და გამოსახულების ''მიღება''.ონლაინ ლიტერატურული კონფერენციები.რატომ არ უნდა ვიყოთ პირველები???Smile Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Sat Dec 13, 2008 4:59 pm

ამ ქალაქში დღეს არის 25-30 ავტორი, რომლების შექმნილი ნაწარმოებებითაც წარმატებით იმუშავებდა ერთი კარგი ლიტერატურული ჟურნალი.
და ამ ნათქვამს ყველგან ვამბობდი ხოლმე, რითაც უნიჭოების მთელი არმია დავიმტერე...
მაგრამ არ მედარდება და აქაც ვიმეორებ...
და ვინ არიან ავტორები მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით?
გიო საჯაია, სანათა, რეზო გეთიაშვილი, ლუბა ელიაშვილი, ნინო დარბაისელი, ტარიელ ხარხელაური, მანანა ჩიტიშვილი, ეთერ თათარაიძე, ზვიად რატიანი, ჯარჯი ფხოველი, ბესიკ ხარანაული, ვაჟა ხორნაული, გოდერძი ჩოხელი იყო ეგეთი კიდევ და ასე შემდეგ...
კიდევ ბევრი შეიძლებოდა დამესახელებინა...
ეს მხოლოდ პოეტები გოდერძის გარდა და სხვა პროზაიკოსებიც არანაკლები გვყვანან - ზალიკო სამადაშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, კოტე ჯანდიერი, ირაკლი ჯავახაძე, აჩიკო ქიქოძე, ირაკლი ლომოური, ზაზა თვარაძე იყო კარგი კიდევ...
Rolling Eyes
და მე ყველაზე ძალიან ვერ ვიტან "ქართველი ლიტერატორების პროვინციალიზმს", მაგრამ რა გინდა, რომ ქნა?.. pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Sat Dec 13, 2008 6:48 pm

ჯიგარი ხარ,ბობოSmileარაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს.
აჩიკო ქიქოძე,ზაზა თვარაძე ესენი უცნობი ავტორებია ჩემთვის და ჩემი შეფასების შკალაზე ერთი ავტორს''გამოვაკლებდი'' ამ სიასSmile


და ონლაინ პოეზიის საღამო,ან ლიტერატურული საღამო ?თუნდაც მკითხველის შეხვედრა ავტორთან ონლაინ რეჟიმში.(ერთ-ერთ ჩვენს ძალოვან მინისტრს ერთ ცნობილი ფორუმზე უსმევდნენ ჩვეულებრივი ,ინეტის მომხმარებლები(იუზერები)კითხვებს და ისიც იქვე,ონლაინ რეჟიმში პასუხობდა.
შეიძლება ასე ქართველი ემიგრაციის წარმომადგენლების გაცნობა მკითხველისთვის..რა თქმა უნდა ეს სამომავლოდ,უბრალოდ იყოს იდეის დონეზე მაინცSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Sat Dec 13, 2008 6:54 pm

ბობოს გაუხსნია ცალკე გევრდი უკვე.
არალიტერატურული გამოთქმისთვის ბოდიში,მაგრამ მაინც ვიტყვი- მაგარია მიხო!
და ყოჩაღ,რომ გვიძლებსSmile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Tue Dec 16, 2008 1:44 pm

ბობო დიდი ამბებია ატეხილი-ყველაზე გამოჩენილი ქართველების ათეულის შედგენაზე.
1.ნეტავ ,როგორია ბობოს ეს ათეული?
კიდევ მოდი ასეთი შეკითხვაც დავამატოთ2. ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი-''ქართველი ''ცალკე და 3.''უცხოელი ''ცალკე.და ასეთი კითხვა4. ქართველი ლიტერატურული გმირები,რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავენ ქართულ ხასიათს( მის ნაკლოვანებებსაც და ღირსებებსაც)




პირველ კითხვაზე ჩემი პასუხია : ილია,დავით აღმაშენებელი,რუსთაველი, წმინდა ქეთევან დედოფალი,თამარ მეფე,ექვთიმე თაყაიშვილი,ივანე ჯავახიშვილი, ,.აი შემდეგ ბევრი ადამიანია და შეფასების შკალაზე უპირატესობის მინიჭება მაგალითად ქაქუცა თუ მერაბ კოსტავა ,ასევეა ხელოვნების მოღვაწეებში-ნინო სუხიშვილი თუ ვერიკო, მიჭირს. ამ ათეულში აუცილებლად უნდა შევიდეს ერთი ადამიანი მაინც, ეთნიკურად ქართველი,არაა აუცილებელი აღმსარებლობით მართლმადიდებელი, რომელმაც შეიძლება კონკრეტულად საქართველოსთვის არა,მაგრამ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობისთვის გააკეთა დიდი რამ.(ასეთი ადამიანის შესვლა აუცილებელია,თუნდაც იმიტომ რომ ქართულმა საზოგადოებამ პროგრესული კაცობრიობის წინაშე ერთგვარი ტესტი ჩაატაროს-დემოკრატიულ მზაობაზე.)


და აუცილებლად უნდა იყოს ერთი უცხოელიც-რომელმაც ქართული სახელმწიფოებისთვის,ან ქართული საქმისთვის ყველაზე ღირებული რამ გააკეთა.
ესეც ერთგვარი ტესტი იქნება-ჩვენს მადლიერებაზე .ვიცი, ზოგი იფიქრებს ,რომ დიდი ქართველების ათეულში აუცილებლად წარმოშობით ქართველი მაინც უნდა იყოსო,მაგრამ მე მიმაჩნია, რომ უცხოელი რომელმაც ღირებული გააკეთა ჩვენთვის ,არაანკლები ''ქართველია''.


4. კითხვაზე კი ყველაზე მეტად ლუარსაბ თათქარიძე . მეფე გიორგი და ბევრიSmile
დანარჩენ კითხვებზე უცებ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა მიჭირს.უნდა დავფიქრდეSmile
სხვების აზრიც მაინტერესებს...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Tue Dec 16, 2008 4:42 pm

1. დიდი ამბებია ატეხილი -ყველაზე გამოჩენილი ქართველების ათეულის შედგენაზე. როგორია თქვენი ეს ათეული?

- მე აქ ვადასტურებ ჩემ მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას ამ პროექტისადმი. წავიდეს დაჩი გრძელიშვილი თავისი ტელევიზიიანად და ეგ პროექტი იქ წაიღოს, საიდანაც უყიდეს და მოუტანეს.
ყველაფერი კი არ უნდა გავაპოპულარულოთ და გავაპიაროთ ეგრე უკუღმართად.
რატომ მარჩევინებ ჩემ იდენტურობის გამომხატველ პირებს მაინცდამაინც ათეულად?
ყველას თავისი ადგილი აქვს.
და მე სულაც არ მინდა, რომ დავით აღმაშენებელი იყოს "ცნობადი სახე" ამათებური გაგებით. ვინცა ჰყავთ ცნობად სახეებად, ისევ ისინი ჰყავდეთ.
გული აგიკვნესდება კაცს, ისე გააბანძეს ყველა ტელევიზია, გახედვა აღარ მინდა იმათკენ.


2. ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი - "ქართველი"?

- ლელთ ღუნია, ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი, ალუდა ქეთელაური, მინდია, ლუარსაბ თათქარიძე, ხევისბერი გოჩა, ჯემალ ქარჩხაძის "ბიძაჩემი იონა", რუსთაველის გმირები, გორა მბორგალი და დათა თუთაშხია, ერლომ ახვლედიანის "ვანო და ნიკო"... გოდერძი ჩოხელის "საზიარო ყვავი", რეზო ინანიშვილის პერსონაჟები - ყველა, გურამ რჩეულიშვილის "უსახელო უფლისციხელი", და კიდევ ბევრნი არიან...

3."უცხოელი ცალკე.

- მე ლიტერატურულ პერსონაჟებს აქაურებად და უცხოელებად ვერ ვყოფ, ამიტომ დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ზემოთვე რომ არ მეხსენებინა ესენი: დ'არტანიანი, იუჰან ნილსენ ნაგელი, იოზეფ კნეხტი, ჰაჯი მურატი, დონ კიხოტი, გარგანტუა და პანტაგრუელი, სელინჯერის ძმები გლასები, პაპას მოხუცი მეთევზე სანტიაგო, კოლა ბრონიონი, ულენშპიგელი, რასტინიაკი, მობი დიკი, ანუ თეთრი ვეშაპი - ეს ყველაზე ძალიან მიყვარს. და შექსპირის პერსონაჟები... უჰ, კიდევ ბევრნი არიან...

4. ქართველი ლიტერატურული გმირები,რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავენ ქართულ ხასიათს (მის ნაკლოვანებებსაც და ღირსებებსაც).

- რუსთაველის, ვაჟას და ილიას პერსონაჟები.


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 1:47 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 3:31 pm

როცა ლექსს ვკითხულობ,უნდა მარტო ვიყო.გამოთიშული რეალობას და დარჩენილი მარტო საკუთარ თავთან.ლექსის კითხვა რაღაც მაგიური რიტუალივითაა ჩემთვის.რაღაც საკულტო პროცესივით .მე არ მიყვარს როცა ლექსს ხმამაღლა კითხულობენ,არ დავდივარ ჩემი მეგობრების,საკმაოდ ცნობილი პოეტების საღამოზე.მოკლედ ლექსის დეკლამაციას ვერ ვიტან.

ლექსის კითხვა ჩემთვის გავს ლოცვის რიტუალს.თითქოს შევდივარ სხვა ადამიანის ღვთის სახლში და იქ სიჩუმის და მოწიწების აუხსნელი გრძნობა მიპყრობს ხოლმე.
ლექსის კითხვისას ხდება სულიერი და გონების ძაფებით ლექსთან (და აქდან გამომდინარე ავტორთან) შეხება.ეს შეხება ხან ''ლაითია'',ხან სასიამოვნო,ხან უსიამოვნო,ხან ხდება ასე-შენი სული,თითქოს ლექსის სულს (თუ ავტორისას) ეხება,ზოგჯერ იმდენად დიდია ზემოქმედების ძალა ლექსი შენში რჩება ,ჩაგეზრდება,ჩაგეხორცება.
მკითხველსა და პოეტს შორის კონტაქტი ხდება ამ ლექსით.
ლექსის კითხვა კიდევ ჩემთვის არის ,დაახლოებით აი რა საკულტო მსახურს ,ქურუმს(ავტორს) შევყავარ თავის საკულტო რიტუალის პროცესში-ლექსში.

ბობო,იქნებ შენ დასვა ასეთი კითხვა- რას გრძნობ ლექსის კითხვისას.აქ ცნობილი ლიტერატორები ხართ,მაინტერესებს თქვენი აზრები.ლექსის კითხვა,უფრო სწორად შეფასება თქვენი საქმეა.იცი, არ მშურს ადამიანის,რომლის საქმე ლექსის ანალიზი და შეფასებაა.ვფიქრობ,რომ ის რაღაც დიდს კარგავს ამით ,ჩემთან, უბრალო მკითხველთან შედარებით.
რას ფიქრობ ამაზე?რა არის შენთვის 1.ლექსი,2.ლექსის კითხვა და 3.ზოგადად პოეზია?
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 3:59 pm

ძალიან მოდაშია ბობო შენს საიტზე ქართველი პოეტების შემოქმედების ეროტიულ ასპექტში გააზრება თუ მოაზრება თუ ამ რაკურსით მათი შემოქმედების განხილვა.
ხომ შეიძლება სიმართლე ცოტა იუმორით?როცა წერ სულის სტრიპტიზს აკეთებ ანუ მკითხველს სულს უშიშვლებ. წერა .რაღაცით გაქვს ექსგიბიციონიზმს.საკუთარ სულს აშიშვლებ და ძალიან შენში,ძალიან ღრმა შინაგანში ახედებ მკითხველს.
ლექსი-მკითხველსა და პოეტს შორის ვერბალური შეხებაა -ვერბალური, მანძილზე სექსია?!

ამ ძალიან პრაგმატულ და მომხმარებელ საუკუნეში,მომიტევეთ ,ძალიან დიდი სინანულით და გულდაწყვეტით.ცინიკურად ვიტყვი,ლექსი არის არტპროდუქტი,რომელიც კარგად უნდა გაიყიდოს.. მე მკითხველი კი ვარ მყიდველი . მომხმარებლის ამპლუაში .
იცი,ბობო, მე მგონია არ შეიძლება ყველაფერზე ბოლომდე ლაპარაკი,რაღაც ძალიან წმინდა უნდა დარჩეს ხელშეუხებელი.
არ შეიძლება ყველეფრის დესაკრალიზაცია.Sadარ შეიძლება და ვსო!Smileანუ აკრძალვა კი არა,უბრალოდ არ შეიძლება.
კათოლიკურ ეკლესიაში წმინდანების შიშველი ფიგურები ზოგისთვის სიწმინდე და სალოაცავია,ზოგისთვის ხელოვნების ნაწარმოები,ზოგისთვის, ჩ,ემთვის მაგალითად, სხვისი სიწმინდე,რასაც პატივი უნდა ვცე და იგივე ზოგისთვის სექსუალური იმპულსების თუ სურვილების წყარო ხდება ან ელემენტარულად ეროტიული ასპექტით აღიქმება.
ალბათ...თითუეული ადამიანის შინაგან ფილტრზეა ხომ ეს?
ძალიან ვეძებ სიტყვებს ,ვუფრთხილდები და რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა ''კაჯდი დუმაეტ ვ მერუ სვაეი ისპორჩენნოსწი''.
სულ მიკვირდა რატომ ჩააცვეს მიქელანჯელოს შიშველ ფიგურებს და ადამიანებს ვინც ეს გააკეთეს,რაღაც დოზით ბარბაროსებად ვთვლი.იქნება და იმიტომ ჩააცვეს რომ მერე ვინმეს მათი სიწმინდის ეროტიულ ჭრილში მოაზრება არ მონდომებოდა.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 4:00 pm

Arrow

ძალიან კარგი შეკითხვა დასვი, ნინი და ამ შეკითხვაზე ახლავე გავხსნი შენსავე სადიკუსიო კლუბში ახალ თემას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 4:20 pm

რა მინდა გკითხო,ბობო.ზოგადი ადამიანური კონკრეტულ სიტუაციის ჭრილში.
როცა ადამიანი გიყვარს სულერთია როგორც მეგიბარი,ადამიანი,მოყვასი,ახლობელი,ნათესავი,ოჯახის წევრი .მე ვთვლი რომ სიყვარულმა (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით კი არა ფართო მოაზრებით ) არ უნდა მოგთხოვოს მსხვერპლი.არანაირი და ამ სიყვარულის ''დამტკიცება'',არ უნდა გატკინოს გული და თუნდაც თავისდაუნებურად არ უნდა ჩაგაგდოს ისეთ სიტუაციაში,რომ არჩევანის გაკეთების წინაშე დაგაყენოს.
აქ მე იმ სიტუაციას ვგულისხმობ,რაზეც ბევრი ვილაპარაკეთ და ერთი საიტიდან შენი წამოსვლის მიზეზი გახდა.
მე ასე ვთვლი,თუ ადამიანისთვის ძვირფასი ვარ,ის არ გამაკეთებინებს არჩევანს,არ შემიზღუდავს თავისუფლებას,და არ მომთხოვს მსხვერპლს.
თუ გარემოებებმა მოიტანა ასეთი სიტუაცია,ის თვითონ დაარეგულირებს ისე,რომ მე არ''გამჭყლიტოს''.
ელემენტარული მაგალითი პირობითად ამ საიტზე პირობითად მავან ადამიანს მინდა დავუწერო მწარე სიმართლე,მაგრამ მისი ან მეორე ადამაინის ხათრის,პატივისცემის ,ადამიანური ურთიერთობების გამო ვჩერდები და ამას არ ვაკეთებ.
ანუ გამოდის რომ სხვა ადამიანის პატივისცემის,სიყვარულის გამო ჩემს სურვილს და ნებას ვზღუდავ.
მე კი არ მიყვარს,როცა თუნდაც თავისდაუნებურად მზღუდავენ.Smile
ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე განვაზოგადოთ ეს სიტუაცია და რას მირჩევდი,ბობო?
თუ არათემატური პოსტია წაშალე.და იმედია პირადში გამცემ პასუხს.
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 5:11 pm

აბსოლუტური თავისუფლება არ არსებობს!
სიყვარული ყველაზე დიდი "არათავისუფლებაა "და მე ძალიან მიხარია ეს!



დამიძახეთ ხანჟა, კონსერვატორი, ჩამორჩენილი გოიმი და რაცრა გინდა ეფპითეტი მომარგეთ, მე ბედნიერი ვარ ამ ნიჭით და ამ "არათავისუფლებით".
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 5:29 pm

სანათა ძალიან კარგი ხარ და მიყვარხარ. უფლის სიყვარული გვაძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას.
.ჩემმა ყველა მეგობარმა,ნათესავმა და ჩემმა სიყვარულმა-ჩემმა მეუღლემ იცის,რომ აბსოლუტურ თავისუფლებას ვანიჭებ-ანუ წავა ჩემგან როცა მას უნდა,ყოველგვარი ახსნის და ჩემი მხრიდან საყვედურის გარეშე. როგორც კი მობეზრდება,დაიღლება ან არ ენდომება.
ასევე ნებისმიერი მეგობარი და ნათესავი.
მხოლოდ მადლობას ვეტყვი წასვლის წინ,რომ ის ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში და საერთოდ ვთვლი რომ ყველა ადამიანს,კარგი გაგიკეთა თუ ცუდი,თუ სულერთი იყო მადლობა უნდა მოუხადო,ის იყო შენს ცხოვრებაში და ის რომ შენი ადამიანური ცხოვრება დედამიწაზე შედგა ,მანაც მიიღო ამათუიმ ფორმით მონაწილეობაSmile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 5:46 pm

nini wrote:
ძალიან მოდაშია ბობო შენს საიტზე ქართველი პოეტების შემოქმედების ეროტიულ ასპექტში გააზრება თუ მოაზრება თუ ამ რაკურსით მათი შემოქმედების განხილვა.
ხომ შეიძლება სიმართლე ცოტა იუმორით?როცა წერ სულის სტრიპტიზს აკეთებ ანუ მკითხველს სულს უშიშვლებ. წერა .რაღაცით გაქვს ექსგიბიციონიზმს.საკუთარ სულს აშიშვლებ და ძალიან შენში,ძალიან ღრმა შინაგანში ახედებ მკითხველს.
ლექსი-მკითხველსა და პოეტს შორის ვერბალური შეხებაა -ვერბალური, მანძილზე სექსია?!

ამ ძალიან პრაგმატულ და მომხმარებელ საუკუნეში,მომიტევეთ ,ძალიან დიდი სინანულით და გულდაწყვეტით.ცინიკურად ვიტყვი,ლექსი არის არტპროდუქტი,რომელიც კარგად უნდა გაიყიდოს.. მე მკითხველი კი ვარ მყიდველი . მომხმარებლის ამპლუაში .
იცი,ბობო, მე მგონია არ შეიძლება ყველაფერზე ბოლომდე ლაპარაკი,რაღაც ძალიან წმინდა უნდა დარჩეს ხელშეუხებელი.
არ შეიძლება ყველეფრის დესაკრალიზაცია.Sadარ შეიძლება და ვსო!Smileანუ აკრძალვა კი არა,უბრალოდ არ შეიძლება.
კათოლიკურ ეკლესიაში წმინდანების შიშველი ფიგურები ზოგისთვის სიწმინდე და სალოაცავია,ზოგისთვის ხელოვნების ნაწარმოები,ზოგისთვის, ჩ,ემთვის მაგალითად, სხვისი სიწმინდე,რასაც პატივი უნდა ვცე და იგივე ზოგისთვის სექსუალური იმპულსების თუ სურვილების წყარო ხდება ან ელემენტარულად ეროტიული ასპექტით აღიქმება.
ალბათ...თითუეული ადამიანის შინაგან ფილტრზეა ხომ ეს?
ძალიან ვეძებ სიტყვებს ,ვუფრთხილდები და რა ვქნა ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა ''კაჯდი დუმაეტ ვ მერუ სვაეი ისპორჩენნოსწი''.
სულ მიკვირდა რატომ ჩააცვეს მიქელანჯელოს შიშველ ფიგურებს და ადამიანებს ვინც ეს გააკეთეს,რაღაც დოზით ბარბაროსებად ვთვლი.იქნება და იმიტომ ჩააცვეს რომ მერე ვინმეს მათი სიწმინდის ეროტიულ ჭრილში მოაზრება არ მონდომებოდა.

Arrow

აქ მოდა არ არსებობს - ჩვენ ყველას რაღაც მოგვწონს, რაღაც არ მოგვწონს და ამის მიხედვით ვიქცევით.

”ლექსი - მკითხველსა და პოეტს შორის ვერბალური შეხებაა - ვერბალური, მანძილზე სექსია?!”

არა მგონია, ნინი, რომ ლექსი მანძილზე სექსია.
ლექსი მხოლოდ სიტყვებით არის ჩაწერილი ქაღალდზე ან მონიტორზე, ლექსი თქმაში არსებობს. მკითხველი იმ ჩაწერილიდან აღადგენს ლექსს და ისე კითხულობს. ლექსი თქმით ცოცხლდება. ლექსის კითხვის სიამოვნების სექსთან შედარება - მე ძალიან სუსტი მგონია. კაცისთვის ღვინის სმაც სიამოვნებაა და ლექსის კითხვის სიამოვნებასთან შესადარებლად მაინც არ გამოდგება, მიუხედავად იმისა, რომ ღვინოსავით მათრობელაც არის ხოლმე პოეზია. ვერც რელიგიურ ექსტაზს შეადარებ კითხვის სიამოვნებას. მე მგონი, კითხვის სიამოვნება ადამიანის სულის დამოუკიდებელი მხარეა. ერთი მხრივ, მიაგავს სმასაც, სექსსაც, რელიგიურ ექსტაზსაც, მაგრამ სინამდვილეში არც ერთი არ არის - და არაფერს რომ არა ჰგავს, სწორედ ამაშია მისი ფასი. ”საღმრთოა და საღმრთოდ მოსასმენი, თუ კი იტყვის კაცი ვარგი”...

მახსოვს, დიდი წარმატებით გამოდიოდა ”სიყვარულის წიგნები”, სადაც სიყვარულზე დაწერილი ლექსები იყო ხოლმე თავმოყრილი. ეროტიკული კუთხით ლექსების შერჩევაც მსგავსი მიზნით არის, ალბათ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 6:09 pm

nini wrote:
რა მინდა გკითხო,ბობო.ზოგადი ადამიანური კონკრეტულ სიტუაციის ჭრილში.
როცა ადამიანი გიყვარს სულერთია როგორც მეგიბარი,ადამიანი,მოყვასი,ახლობელი,ნათესავი,ოჯახის წევრი .მე ვთვლი რომ სიყვარულმა (ამ სიტყვის ვიწრო გაგებით კი არა ფართო მოაზრებით ) არ უნდა მოგთხოვოს მსხვერპლი.არანაირი და ამ სიყვარულის ''დამტკიცება'',არ უნდა გატკინოს გული და თუნდაც თავისდაუნებურად არ უნდა ჩაგაგდოს ისეთ სიტუაციაში,რომ არჩევანის გაკეთების წინაშე დაგაყენოს.
აქ მე იმ სიტუაციას ვგულისხმობ,რაზეც ბევრი ვილაპარაკეთ და ერთი საიტიდან შენი წამოსვლის მიზეზი გახდა.
მე ასე ვთვლი,თუ ადამიანისთვის ძვირფასი ვარ,ის არ გამაკეთებინებს არჩევანს,არ შემიზღუდავს თავისუფლებას,და არ მომთხოვს მსხვერპლს.
თუ გარემოებებმა მოიტანა ასეთი სიტუაცია,ის თვითონ დაარეგულირებს ისე,რომ მე არ''გამჭყლიტოს''.
ელემენტარული მაგალითი პირობითად ამ საიტზე პირობითად მავან ადამიანს მინდა დავუწერო მწარე სიმართლე,მაგრამ მისი ან მეორე ადამაინის ხათრის,პატივისცემის ,ადამიანური ურთიერთობების გამო ვჩერდები და ამას არ ვაკეთებ.
ანუ გამოდის რომ სხვა ადამიანის პატივისცემის,სიყვარულის გამო ჩემს სურვილს და ნებას ვზღუდავ.
მე კი არ მიყვარს,როცა თუნდაც თავისდაუნებურად მზღუდავენ.Smile
ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე განვაზოგადოთ ეს სიტუაცია და რას მირჩევდი,ბობო?
თუ არათემატური პოსტია წაშალე.და იმედია პირადში გამცემ პასუხს.

Arrow

კარგი, ნინი, განვაზოგადოთ.

ჯერ ის ვთქვათ, რომ აბსოლუტური თავისუფლება - სიგიჟეა.
აბსულუტური სიყვარული - ღმერთი. პავლე მოციქული ამბობს - ”ღმერთი სიყვარული არს”.

ანუ
ადამიანის სიყვარულიც და თავისუფლებაც გარკვეულ შეზღუდვებშია.

როცა ადამიანი საზოგადოებაშია, ეს უფრო მეტი შეზღუდვაა. ჩემი თავისუფლება იქ თავდება, სადაც შენი თავისუფლება იწყებაო.

შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო არავის და რაც გინდა, ის დაუწერე. თავაზიანადაც მშვენივრად შეიძლება შენი სათქმელის თქმა, მე ეგრე მგონია.

და ასეთ ადამიანს რა ემართება, რომ ერთს პატივს სცემს და მეორესთვის სათქმელი ვეღარ უთქვამს? სხვაგან ეტყოდა, მაგრამ აქ იზღუდება? - მე მგონი, ეს ისეთი სათქმელია, რომელზედაც თავისი თავის პატივისმცემელ საზოგადოებაში ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, ანუ არავის შეურაცხყოფენ.

ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ასეთ საზოგადოებაში ყოფნა.

Smile

ერთხელ უკვე დავწერე, ნინი და აი, შენც გეტყვი - მე ვერ ვიტან ამ ეგრეთ წოდებულ ”დემოკრატებს”, რადგან ძალიან გამოამგვანეს ეს სამყარო კომუნისტურს და, ჩემი ჯიში და ჯილაგი სულ მაგათი მტრები ვიყავით...
მე ვერ ვიტან ”დემოკრატიულ” საიტებსაც, სადაც ნებისმიერს შეუძლია შეურაცხყოფა მოგაყენოს და არ წაუშალონ დაწერილი.

და ეს ჩემი და ბობორიკის გაკეთებული ფორუმი, ანუ ქართულად რომ გითხრა, საფიხვნო - არ არის ”დემოკრატიული”, იერარქიულია... აქ ვერავინ ვერავის შეურაცხყოფს - ბობორიკი მაშინვე წაუშლის...

Idea

ისე კი, თუ სწორად მახსოვს, ძველ ათენშიც ხომ მარტო მაშინ ”დემოკრატობდნენ” მდიდრები, როცა ბლომად მონები ჰყავდათ...

Razz


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 1:50 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 6:12 pm



იქ,სადაც ჭეშმარიტი სიყვარულია,ღმერთის მარადიული კანონების ნებით არსებობს მსხვერპლიც_ამ მსხვერპლში იგულისხმება სიკეთის უშურველი გაღება,ცოდვების(გარკვეულ ჩარჩოებში) მიტევება.ჭეშმარიტი სიყვარული მოკრძალების გარეშე წარმოუდგენელია.

***
თუ ვინმეს ჰგონია,რომ ხორციელ ვნებებს აყოლილი,ნახევრად შიშველი სხეულების თამამი საქციელი სიყვარულის თავისუფლებაა,ძალიან შემცდარა_ესაა უდიდესი მონობა,ხოლო დიქტატორი ამ შემთხვევაში ის მღვრიე ძალაა,რომელიც დღეს საოცარი სისასტიკითა და ექსტაზით ანადგურებს სულიერებას.


***
ოჯახში თუ ოჯახის გარეთ უნდა იცხოვრო მართალი ცხოვრებით,უნდა გაიღო გულისა და გონების სიკეთე,ყოველ ნაბიჯზე უნდა გრძნობდე(და გიხაროდეს),რომ ზვარაკი ხარ...და ესაა ის ბედნიერება,რომელსაც ქალბატონმა სანათამ მოსწრებულად უწოდა "ართავისუფლება."სწორედ ამ "ართავისუფლების" უმშვენიერესი ნაწილია ის თავისუფლება,ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებში რომაა გაცხადებული:"გიყვარდეს უფალი და გააკეთე,რაც გინდა"("რაც გინდაში",რა თქმა უნდა,კარგი საქმეები იგულისხმება).ამგვარი თავისუფლებისაგან,სამწუხაროდ,ძალიან შორს არიან ისინი,რომლებიც უკვე მოვიხსენიეთ.ისინი მღვრიე დინებას მიჰყვებიან და ვერა ხვდებიან(სულიერი სიბრმავე),რომ პრიმიტიულობით აღბეჭდილი აზრების მონები არიან და ჰგონიათ,რომ ესაა თავისუფლება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 6:29 pm

როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი,
თავს მაშინა ვდრძნობ ლაღადა...


ვაჟა-ფშაველა
"ჩემი ვედრება"
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Thu Feb 19, 2009 6:59 pm

არგანი wrote:
როცა გულს ცეცხლი მედება,
გონება მსჯელობს საღადა,
მაშინ ვარ თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი,
თავს მაშინა ვდრძნობ ლაღადა...


ვაჟა-ფშაველა
"ჩემი ვედრება"


და ისევ ვაჟა:
sunny
დამსეტყვე,ცაო,დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!...
...
თავისუფლების საგალობელი.


sunny cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 1:02 am

სანათა wrote:

სიყვარული ყველაზე დიდი "არათავისუფლებაა" და მე ძალიან მიხარია ეს!


Arrow

ამას, რასაც სანათა ამბობს, დრამატურგიაში ”აბრატკა” ჰქვია, ლიტმცოდნეობაში და მუსიკაში კონტრაპუნქტი და ფშაურად ”გამოჯავრება” - როცა პირიქით ამბობ, ქმნი პარადოქსს და ამით აძლიერებ სათქმელს.

ამ ხერხით ნაწარმოებების წერა ძალიან ძნელია...

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 4:55 pm

ბობო, საუბარი წავიკითხე ერთ ლექსზე.
და რას ვფიქრობ ზოგადად.ცნობილია კონოში,ლიტერატურაში,მოკლედ ზოგადად ხელოვნებაში როცა ავტორი ტოვებს ღიად კარს-ანუ სიტუაციის,კადრის ,ფინალის,გმირის ხასიათის და ასე ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს მკითხველს,მაყურებელს,ჩვეულებრივ ადამიანს .
საერთოდ ნებისმიერი ღირებული შემოქმედება იმითაა საინტერესო ,რომ განსხვავებული შეფასებების და განსხვავებული რაკურსით დანახვის საშუალებას იძლევა.თუ ძალიან ღირებულია ავტორი,გადის დრო და ხდება მისი შემოქმედების ახალ ჭრილშიც დანახვა,ან უბრალოდ ეს შემომქმედი რჩება აქტუალური და საინტერესო მკითხველისთვის,მკვლევარებისთვის.
ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი,როცა ცნობილ მოღვაწეებს უთქვამთ ,რომ მათი შემოქმედების საყოველთაოდ მიღებულ ინტერპრეტაციაზე მათ გაცინებიათ.რომ ზოგჯერ სულ არ უგულისხმიათ რაც კრიტიკოსს ან შემფასებელს დაუნახავს, ,ან აბსოლუტურად სხვა რამე ჩადეს და სხვანაირად იქნა გაგებული და გააზრებული.ბევრი ცნობილი ადამიანის პასუხია ინტერვიუებში,მე ასე დაწერე და ამის ანალიზი,გააზრება,შეფასება სპეციალისტებზე და მკითხველზე იყოსო.
და რას ვფქირობ ,იცი, როცა შემმოქმედი ყველანაირად დაღეჭილია და კრიტიკოსების მიერ ყველა ნიუანსი,სასაცილო წვრილმანებიც კი არის ''პა პოლაჩკამ'' დალაგებული, ის შემომქმედი აბსოლუტურად უინტერესო ხდება.
ადამიანური ურთიერტობაც ხომ ასეა. როცა ადამიანს ბოლომდე ''შიფრავ'' და'' იცნობ '',საინტერესო აღარაა ხოლმე პიროვნულად.
ანუ სადამდეა აუცილებელი დეტალური ანალიზი და შეფასება ამათუიმ ადამიანის კულტურული მემკვიდრეობის?
საზოგადოებისტვის ძვირფასი პიროვნებების ,შემოქმედების ბოლომდე ''დესაკრალიზაცია'' ალბათ არაა აუცილებელი?უნდა უბრალოდ დავუტოვოთ მკითხველს..
ანუ როგორც ადამიანში არ შეიძლება ბოლომდე შეღწევა ,მისი სულის ამობრუნება,მისი ყველაზე საკრალური, საიდუმლო სურვილების,განცდების,შეგრძნებების ჩიჩქვნა ,თუნდაც ძალიან გვაინტერესებდეს და მიმზიდველი იყოს ჩვენთვის.ადამიანის შემოქმედება ხომ ძალიან ინტიმური და პირადულია რაღაც გაგებით .ანუ ზოგადად მკვლევარისთვის,შემფასებლისთვის,კრიტიკოსისთვის რაღაც ზღვარი უნდა იყოს თუ არა,ანუ აკრძალვა არა,შინაგანი ცენზორი დაახლოებით სხვა ადამიანის შემოქმედების ,გინდაც ბიოგრაფიული დეტალების შეფასებისას.

და ერთიცაა თუ შენი შემოქმედება გამოგაქვს მზის სინათლეზე,ანუ საჯაროდ,მზად უნდა იყო ამისთვის ალბათ.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 5:13 pm

აი შენ და ''არგანი''ამბობთ ილიას ერთ ლექსზე რაღაც ახალს.
ბობო,რატომ უნდა დაგიჯეროთ?ან რატომ უნდა დავუჯერო განსხვავებული აზრის მქონე ვინმე ცნობილ ლიტერატორს?ანუ მოდი ასე ვთქვათ,რაც არ უნდა ცნობილი,ჭკვიანი,აღიარებული და რეგალიებით დატვირთული არ უნდა იყოს ადამიანი,ხელოვნების შეფასება ყოველთვის სუბიექტურია.მეტყვი,არის საზოგადო მიღებული,რაღაც საერთო კრიტერიუმებიო.
და რომ იცვლება ეს კრიტერიუმები ხოლმე?ალბათ ზუსტი საგნების მეცნიერებს გაუმართლათ,რადგან ორჯერ ორი მხოლოდ 4 შეიძლება იყოს.Smileთუმცა არაა გამორიცხული რომ იყოს რაღაც განზომილება,სადაც ეს შეიძლება იყოს 5,6,7 დაასეSmile
ანუ ზუსტი მეცნიერებების კანონებიც კი მოქმედებენ ჩვენი ადამიანური ცოდნის,გარემოს და შეფასების საზღვრებში.იმის იქით რაა,არ ვიცითSmile
როცა ლიტერატურის,ლექსის შეფასებასთან ან მის გააზრებასთან მაქვს საქმე ,ცნობილი კონოსი არ იყოს,რატომაა ვაჟას არწივი მაინცდამაინც საქართველო და არა უბრალოდ არწივიSmile ვიცი ,გეცინება ახლა.SmileმეცSmileმაგრამ ავიღოთ ბიბლია,ყველაზე დიდი სიბრძნის წიგნი.არ მიყვარს პათეტიკა,მაგრამ ასეა და.
ამ ერთი წიგნის სხვადასხვანაირი გააზრება და ცალკეული დეტალების ინტერპრეტაცია საფუძვლად უდევს აბსოლუტურად განსხვავებულ ,ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამორიცხავ რელიგიურ მიმდინარეობას.
ერთი წიგნია არადა..
და..
მოდი ასე დავსვამ კითხვას როცა ერთიდაიმავე ავტორზე არის ხოლმე სხვადასხვა ინტერპრეტაცია რატომ უნდა გენდო შენ ან შენს საწინაამდეგო აზრზე მყოფ კრიტიკოსს?როგორც წესი არგუმენტები ერთ მახრესაც აქვთ ხოლმე და მეორეს.
აქ ალბათ ადამიანური ნდობის ფაქტორია ''სახელებზე''?მოკლედ რა ქნას სწყალმა და უბრალო მკითხველმა,ბობო?Smile
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 6:18 pm

ჯანმრთელი პოეზია მიყვარს ,თქვა ბობომ.
იცი,ბობო ,ადამიანი კი არის უფლის შვილი და შემომქმედის ხატად და მსგავსად შექმნილი...მაგრამ ადამიანი საზოგადო ცხოველიცაა.ადამიანური ბუნება ძალიან მიწიერი და ცოდვილია.''დამპლურია''.ამ ადამიანური სიდამპლის ჩვენება პოეტის ,მწერლის მოვალეობაა.სწორი.ჯანმრთელი პოეზიის შემქმნელი ძალიან კარგ,მომგებიან და სწორ ამპლუაში წარმოგვიდგება .ზედმეტად კარგ და სუფთა.ზედმეტად თეთრი ხელთათმანებით.არ მიყვარს ადამიანები თეთრი ხელთათმანებით.ცხოვრებისეულ ნაგავში და ადამიანის შინაგანი ბუნების ნაგავში ქექვა მწერლის მოვალეობაა.
მკითხველს აინტერესებს შეულამაზებელი სიმართლე,ადამიანური ბუნების მრავალფეროვანი და საინტერესო მხარეები .ფსკერის ადამიანები,ფსკერზე ცხოვრება,დაცემული ადამიანი,ცოდვილი ადამიანი.ადამიანის ცუდი და მანკიერი თვისებები,ადამიანის ქვეცნობიერში ჩაღწევა ყველაზე საკრალური,საიდუმლო ,გინდაც საშინელის და ტაბუირებულის ამოტანა იქიდან.ადამიანს აინტერესებს აკრძალული,ტაბუირებული რამეები და ეს ცნობისმოყვარეობა უნდა''დაუკმაყოფილო'' მკითხველს.ადამიანს აინტერესებს აკრძალული,ტაბუირებული რამეები .მიმიზდველად საინტერესოა საზიზღრობები ,საშინელი,საშიში ცხოვრებისეული და ადამიანური სიბინძურე საზიზღრობამდე საინტერესოა ქვეცნობიერად ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის
არიან მწერლები ძალიან თბილი,ადამიანური ,უბრალო მოთხრობებით.ძალიან კარგ ამპლუაში გამოდიან.იცი მათ მიერ ნაჩვენები ცხოვრება ხანდახან ვარდისფერი სათვალითაა დანახული და ყალბია.
''როგორც მზეზე მოელვარე ფიფქებს აუცილებლად მოელით კვდომა, ასეთივე აუცილებლობით არის დასაცემად განწირული ჩემი სული . მას ხარკად მივეცი ტვირთად ქცეული,დატანჯული და ძლიერი სხეული .

ბევრი წმინდანია,რომლებიც ადრე დამნაშავეები იყვნენ.ცოდვა შეიძლება იყოს გზა სიწმინდისკენ, ცოდვა და დაცემა. ''ეს 25 წლის იყო მამა,რომ დაწერა.
ერტ კარგ პოეტს არმურზე ჩემმა მეგობარმა დაუწერა ''ასეთი ლექსების კითხვისას მრჩება წარმოდგენა, რომ პოეტი მოტყუებით მაჩეჩებს იმ ვარდისფერ სათვალეებს, რომელიც დიდი ხანია თავად დაემტვრა
ანუ დიდი მხატვრების მეფეთა პორტრეტები არასოდეს არაა ისეთი კარგი, როგორიც მაგალითად უბრალო უცნობი მოხუცის პორტრეტი.
იმიტომ რომ იქ მეფის დასანახად მიკეთებენ ვარდისფერ სათვალეს და აქ ცხოვრების...''''სწორი'' პოეზიის კითხვიასას მეც მრჩება ამის შთაბეჭდილება ხოლმე.
კიდევ როცა კარგი და სწორი მწერალი და პოეტი ხარ ..ზოგჯერ გაცილებით ძნელია იყო ''ცუდი'',ვიდრე კარგი, და შენ სხვა პოეტს და მწერალს აიძულებ რომ იყოს ''ცუდი'' და წეროს''ცუდზე'' და სწორად აჩვენოს ცხოვრების თუ ადამიანური ბუნების მანკიერი თვისებები .სხვა გზა არ რჩება იმ სხვა მწერალს ან პოეტს,ვიღაცამ უნდა აიღოს ამ ''ცუდის'' ,''არაჯანმრთელის'' ჩვენება.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 8:30 pm

nini wrote:
ბობო, საუბარი წავიკითხე ერთ ლექსზე.
და რას ვფიქრობ ზოგადად.ცნობილია კონოში,ლიტერატურაში,მოკლედ ზოგადად ხელოვნებაში როცა ავტორი ტოვებს ღიად კარს-ანუ სიტუაციის,კადრის ,ფინალის,გმირის ხასიათის და ასე ინტერპრეტაციის საშუალებას უტოვებს მკითხველს,მაყურებელს,ჩვეულებრივ ადამიანს .
საერთოდ ნებისმიერი ღირებული შემოქმედება იმითაა საინტერესო ,რომ განსხვავებული შეფასებების და განსხვავებული რაკურსით დანახვის საშუალებას იძლევა.თუ ძალიან ღირებულია ავტორი,გადის დრო და ხდება მისი შემოქმედების ახალ ჭრილშიც დანახვა,ან უბრალოდ ეს შემომქმედი რჩება აქტუალური და საინტერესო მკითხველისთვის,მკვლევარებისთვის.
ვიცით ძალიან ბევრი მაგალითი,როცა ცნობილ მოღვაწეებს უთქვამთ ,რომ მათი შემოქმედების საყოველთაოდ მიღებულ ინტერპრეტაციაზე მათ გაცინებიათ.რომ ზოგჯერ სულ არ უგულისხმიათ რაც კრიტიკოსს ან შემფასებელს დაუნახავს, ,ან აბსოლუტურად სხვა რამე ჩადეს და სხვანაირად იქნა გაგებული და გააზრებული.ბევრი ცნობილი ადამიანის პასუხია ინტერვიუებში,მე ასე დაწერე და ამის ანალიზი,გააზრება,შეფასება სპეციალისტებზე და მკითხველზე იყოსო.
და რას ვფქირობ ,იცი, როცა შემმოქმედი ყველანაირად დაღეჭილია და კრიტიკოსების მიერ ყველა ნიუანსი,სასაცილო წვრილმანებიც კი არის ''პა პოლაჩკამ'' დალაგებული, ის შემომქმედი აბსოლუტურად უინტერესო ხდება.
ადამიანური ურთიერტობაც ხომ ასეა. როცა ადამიანს ბოლომდე ''შიფრავ'' და'' იცნობ '',საინტერესო აღარაა ხოლმე პიროვნულად.
ანუ სადამდეა აუცილებელი დეტალური ანალიზი და შეფასება ამათუიმ ადამიანის კულტურული მემკვიდრეობის?
საზოგადოებისტვის ძვირფასი პიროვნებების ,შემოქმედების ბოლომდე ''დესაკრალიზაცია'' ალბათ არაა აუცილებელი?უნდა უბრალოდ დავუტოვოთ მკითხველს..
ანუ როგორც ადამიანში არ შეიძლება ბოლომდე შეღწევა ,მისი სულის ამობრუნება,მისი ყველაზე საკრალური, საიდუმლო სურვილების,განცდების,შეგრძნებების ჩიჩქვნა ,თუნდაც ძალიან გვაინტერესებდეს და მიმზიდველი იყოს ჩვენთვის.ადამიანის შემოქმედება ხომ ძალიან ინტიმური და პირადულია რაღაც გაგებით .ანუ ზოგადად მკვლევარისთვის,შემფასებლისთვის,კრიტიკოსისთვის რაღაც ზღვარი უნდა იყოს თუ არა,ანუ აკრძალვა არა,შინაგანი ცენზორი დაახლოებით სხვა ადამიანის შემოქმედების ,გინდაც ბიოგრაფიული დეტალების შეფასებისას.

და ერთიცაა თუ შენი შემოქმედება გამოგაქვს მზის სინათლეზე,ანუ საჯაროდ,მზად უნდა იყო ამისთვის ალბათ.

Arrow

ნინი, როცა ნაწარმოებს შენთვის კი არ ინახავ, არამედ აქვეყნებ, მაშინ იმისთვისაც მზად უნდა იყო, რომ ნაირ-ნაირ ინტერპრეტაციებს მოისმენ. ზოგიერთმა კრიტიკოსმა ვალოჟინმა შეიძლება ”პასიურ დემონიზმშიც” დაგდოს ბრალი - http://armuri.blogspot.com/2008/08/blog-post_106.html

და ეგეთი კაფიაც მიიღოს შენგან:


არჩანდას კაფია

დედაც ვუტირე დემონებს
პასიურ-აქტიურებსა.
ვოლოჟინ არის დემონი,
თავის ფიქრს ამზიურებსა!


lol!

იმას ჰქონდა უფლება, რომ ეგეთი რამე მოეფიქრებინა და დაეწერა.
მე მაქვს უფლება, არ დავუჯერო და გავიცინო.

ნაწარმოები შეიძლება მიიკარგოს საზოგადოების თვალთახედვიდან, მაგრამ თუ ფასეულია, უკან დაბრუნებაც იცის ნაწარმოებმა. თომას და ჰაინრიხ მანებს მესამე ძმა ჰყავდათ, რომლებიც ზღაპრებს წერდა და ამ ბოლო ათწლეულებში გაიხსენეს გერმანელებმა... მოკლედ, თავიანთ ჭკუაზე დადიან ნაწარმოებები ხოლმე.

ნაწარმოების შეფასებისას დიდ დროში მდგრადი და მყარი კრიტერიუმები არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ კიდევ თუ უნდათ ამა თუ იმ ნაწარმოების წაკითხვა. ასე რომ, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ რომ ცოცხლები აღარ ვიქნებით, შეიძლება ჩვენმა შვილთა შვილებმა აღარც ასე ძალიან მოიწონონ ”ჯაყოს ხიზნები” - ემილ ზოლასებრი აგებულების ნატურალისტური რომანია და გადაჭარბებულად არის გამძაფრებული თეიმურაზ ხევისთავის ხასიათიო, იმიტომ არის ეს გადაჭარბება, რომ ეროვნულ თავმოყვარეობაზე ზემოქმედება მოახდინოს მწერალმაო, - ვინ იცის?

ადამიანზეც დაახლოებით ასეა, - რას გაიგებ, ვინ რა სიღრმეზე ჩაწვდება ადამიანს. და ვინ დაგვიწესებს ჩვენ ზღვარს, რომ აქამდე გახსენი ადამიანის ხასიათი და ამის იქით - აღარო?

ერთიც არის - რასაც საქართველოში ტაბუ ადევს, ის, მაგალითად, საფრანგეთში - გახსნილი და გამოძიებული იქნებოდა აქამდე. მე აქ ვგულისხმობ აკაკი წერეთელი - ტასო - ივანე მაჩაბლის ეგრეთ წოდებულ სამკუთხედს, საიდანაც უგზო-უკვლოდ იკარგება ვანო მაჩაბელი...

ისე კი, მწერლებზე თავად მწერლებივე წერენ კარგად - მე ეგეთი წიგნების კითხვაც მიყვარს... ანდრე მორუას ბიოგრაფიული რომანები, მაგალითად - ბალზაკზე, დიუმებზე და ასე შემდეგ...


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 10:03 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 8:53 pm

nini wrote:
აი შენ და ''არგანი''ამბობთ ილიას ერთ ლექსზე რაღაც ახალს.
ბობო,რატომ უნდა დაგიჯეროთ?ან რატომ უნდა დავუჯერო განსხვავებული აზრის მქონე ვინმე ცნობილ ლიტერატორს?ანუ მოდი ასე ვთქვათ,რაც არ უნდა ცნობილი,ჭკვიანი,აღიარებული და რეგალიებით დატვირთული არ უნდა იყოს ადამიანი,ხელოვნების შეფასება ყოველთვის სუბიექტურია.მეტყვი,არის საზოგადო მიღებული,რაღაც საერთო კრიტერიუმებიო.
და რომ იცვლება ეს კრიტერიუმები ხოლმე?ალბათ ზუსტი საგნების მეცნიერებს გაუმართლათ,რადგან ორჯერ ორი მხოლოდ 4 შეიძლება იყოს.Smileთუმცა არაა გამორიცხული რომ იყოს რაღაც განზომილება,სადაც ეს შეიძლება იყოს 5,6,7 დაასეSmile
ანუ ზუსტი მეცნიერებების კანონებიც კი მოქმედებენ ჩვენი ადამიანური ცოდნის,გარემოს და შეფასების საზღვრებში.იმის იქით რაა,არ ვიცითSmile
როცა ლიტერატურის,ლექსის შეფასებასთან ან მის გააზრებასთან მაქვს საქმე ,ცნობილი კონოსი არ იყოს,რატომაა ვაჟას არწივი მაინცდამაინც საქართველო და არა უბრალოდ არწივიSmile ვიცი ,გეცინება ახლა.SmileმეცSmileმაგრამ ავიღოთ ბიბლია,ყველაზე დიდი სიბრძნის წიგნი.არ მიყვარს პათეტიკა,მაგრამ ასეა და.
ამ ერთი წიგნის სხვადასხვანაირი გააზრება და ცალკეული დეტალების ინტერპრეტაცია საფუძვლად უდევს აბსოლუტურად განსხვავებულ ,ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამორიცხავ რელიგიურ მიმდინარეობას.
ერთი წიგნია არადა..
და..
მოდი ასე დავსვამ კითხვას როცა ერთიდაიმავე ავტორზე არის ხოლმე სხვადასხვა ინტერპრეტაცია რატომ უნდა გენდო შენ ან შენს საწინაამდეგო აზრზე მყოფ კრიტიკოსს?როგორც წესი არგუმენტები ერთ მახრესაც აქვთ ხოლმე და მეორეს.
აქ ალბათ ადამიანური ნდობის ფაქტორია ''სახელებზე''?მოკლედ რა ქნას სწყალმა და უბრალო მკითხველმა,ბობო?Smile

Arrow

ვაი, ეს რა კაი საკითხი დასვი, ნინი...

მე ვისაც მინდა, დავუჯერებ და ვისაც მინდა, არა - როგორც გული და სული მიგრძნობს, ისე ვიზამ.
სულელი უნდა იყოს კაცი, რომ გინდა თუ არა მე დამიჯერეთო, - ეს აიკვიატოს.

ისე, კრიტერიუმებში არც ზუსტ მეცნიერებებს ”გაუმართლათ”, შენ წარმოიდგინე! - ეს მარტივ განზომილებებში არის ორჯერ ორი ოთხი, თორემ სხვა სისტემებში რომ გადავდივართ, ექვსიც ხდება, რვაც და, შენ წარმოიდგინე, - ცხრაც...
ფუნდამენტური მეცნიერება, თავის უმაღლეს გამოვლინებაში - პოეზია არის ჩემთვისაც, როგორც გული მიგრძნობს და კანონები, რომლებიც ურყევად გეჩვენება ერთ სისტემაში, მეორეში ძალადაკარგულია საერთოდ: ნიუტონის კანონები მექანიკაშია მართებული, მაგრამ როგორც კი აინშტაინის ფარდობითობის სამყაროში გადავდივართ, მაშინვე წყვეტენ არსებობას, უქმდებიან...

ბიბლია - წიგნთა წიგნია და ამას ვერსად გავექცევით. საქმე ის არის, ადამიანს სადამდე გაუწვდება ჭკუა და რას გამოიტანს ამ დიდი წიგნიდან. ჭკუა ხომ გაწვდენაზეა... Laughing

მკითხველზე კიდევ ეგრე მგონია, რომ არ არსებობს ”უბრალო მკითხველი”, არსებობს მკითხველი და გადამკითხველი (გალაკტიონი).

მოდი აქ მკითხველზე ვილაპარაკოთ, გადამკითხველებს თავის გზით გაუმარჯოს, თუ გამარჯვება ჰქვია გადამკითხველობას ზოგადად... Wink

მკითხველი - არაფრით ნაკლები არ არის მწერალზე, აღქმა და დანახვა შეუძლია მწერლის დაწერილისა. და მწერალი თავის პარტნიორად ხედავს ხოლმე ალბათ ეგეთ მკითხველს. მე რომ ჰერმან ჰესეს ”თამაშს ყალბი მარგალიტებით” ვკითხულობ, მაშინ ცოცხლდება ჰესე და იმისი შექმნილი იოზეფ კნეხტი და კასტალია - გამოგონილი პედაგოგიური პროვინცია, თავისი მუსიკით... უჩემოდ ეს ხომ მკვდარი წიგნია... და რაც უფრო მეტი წიგნის ”გაცოცხლებას” ვცდი, მით უკეთესი ჩემთვისაც და იმათი დამწერისთვისაც.

სწორედ გენიალური მკითხველი იყო დონ კიხოტი, სარაინდო რომანებმა რომ აიყოლია და ვითომ გააგიჟა. მაგრამ მეორე წიგნიდან ამ გადარეულმა კაცმა მარტო მაშინდელი ესპანეთის კი არ, მთელი სამყაროს ამოტიალებას მიჰყო ხელი და - შენ წარმოიდგინე - მართლა ამოატრიალა!..

cheers

ჯერ დონ კიხოტმა ამოატრიალა და ახლა კატო ჯავახიშვილი იმუქრება - ”ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროსო!”
და ვნახოთ! -
აღდგომა და, ხვალეო...

flower


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 10:07 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   Fri Feb 20, 2009 10:00 pm

nini wrote:
ჯანმრთელი პოეზია მიყვარს ,თქვა ბობომ.
იცი,ბობო ,ადამიანი კი არის უფლის შვილი და შემომქმედის ხატად და მსგავსად შექმნილი...მაგრამ ადამიანი საზოგადო ცხოველიცაა.ადამიანური ბუნება ძალიან მიწიერი და ცოდვილია.''დამპლურია''.ამ ადამიანური სიდამპლის ჩვენება პოეტის ,მწერლის მოვალეობაა.სწორი.ჯანმრთელი პოეზიის შემქმნელი ძალიან კარგ,მომგებიან და სწორ ამპლუაში წარმოგვიდგება .ზედმეტად კარგ და სუფთა.ზედმეტად თეთრი ხელთათმანებით.არ მიყვარს ადამიანები თეთრი ხელთათმანებით.ცხოვრებისეულ ნაგავში და ადამიანის შინაგანი ბუნების ნაგავში ქექვა მწერლის მოვალეობაა.
მკითხველს აინტერესებს შეულამაზებელი სიმართლე,ადამიანური ბუნების მრავალფეროვანი და საინტერესო მხარეები .ფსკერის ადამიანები,ფსკერზე ცხოვრება,დაცემული ადამიანი,ცოდვილი ადამიანი.ადამიანის ცუდი და მანკიერი თვისებები,ადამიანის ქვეცნობიერში ჩაღწევა ყველაზე საკრალური,საიდუმლო ,გინდაც საშინელის და ტაბუირებულის ამოტანა იქიდან.ადამიანს აინტერესებს აკრძალული,ტაბუირებული რამეები და ეს ცნობისმოყვარეობა უნდა''დაუკმაყოფილო'' მკითხველს.ადამიანს აინტერესებს აკრძალული,ტაბუირებული რამეები .მიმიზდველად საინტერესოა საზიზღრობები ,საშინელი,საშიში ცხოვრებისეული და ადამიანური სიბინძურე საზიზღრობამდე საინტერესოა ქვეცნობიერად ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის
არიან მწერლები ძალიან თბილი,ადამიანური ,უბრალო მოთხრობებით.ძალიან კარგ ამპლუაში გამოდიან.იცი მათ მიერ ნაჩვენები ცხოვრება ხანდახან ვარდისფერი სათვალითაა დანახული და ყალბია.
''როგორც მზეზე მოელვარე ფიფქებს აუცილებლად მოელით კვდომა, ასეთივე აუცილებლობით არის დასაცემად განწირული ჩემი სული . მას ხარკად მივეცი ტვირთად ქცეული,დატანჯული და ძლიერი სხეული .

ბევრი წმინდანია,რომლებიც ადრე დამნაშავეები იყვნენ.ცოდვა შეიძლება იყოს გზა სიწმინდისკენ, ცოდვა და დაცემა. ''ეს 25 წლის იყო მამა,რომ დაწერა.
ერტ კარგ პოეტს არმურზე ჩემმა მეგობარმა დაუწერა ''ასეთი ლექსების კითხვისას მრჩება წარმოდგენა, რომ პოეტი მოტყუებით მაჩეჩებს იმ ვარდისფერ სათვალეებს, რომელიც დიდი ხანია თავად დაემტვრა
ანუ დიდი მხატვრების მეფეთა პორტრეტები არასოდეს არაა ისეთი კარგი, როგორიც მაგალითად უბრალო უცნობი მოხუცის პორტრეტი.
იმიტომ რომ იქ მეფის დასანახად მიკეთებენ ვარდისფერ სათვალეს და აქ ცხოვრების...''''სწორი'' პოეზიის კითხვიასას მეც მრჩება ამის შთაბეჭდილება ხოლმე.
კიდევ როცა კარგი და სწორი მწერალი და პოეტი ხარ ..ზოგჯერ გაცილებით ძნელია იყო ''ცუდი'',ვიდრე კარგი, და შენ სხვა პოეტს და მწერალს აიძულებ რომ იყოს ''ცუდი'' და წეროს''ცუდზე'' და სწორად აჩვენოს ცხოვრების თუ ადამიანური ბუნების მანკიერი თვისებები .სხვა გზა არ რჩება იმ სხვა მწერალს ან პოეტს,ვიღაცამ უნდა აიღოს ამ ''ცუდის'' ,''არაჯანმრთელის'' ჩვენება.

Arrow

ნინი, მე მგონი, შენ სწორად ვერ გამიგე ”ჯანმრთელ ლიტერატურაში” რას ვგულისხმობდი.
განა ის ვთქვი, რომ ჯანსაღმა ლიტერატურამ ადამიანის მანკიერი მხარე არ უნდა ასახოს მეთქი.
ავადმყოფობაც და ადამიანური ბიწიერებაც უნდა აჩვენოს მწერალმა, რა თქმა უნდა, ამას სად წაუვა? მაგრამ მთელი ფოკუსი იმაშია, რომ რას ამბობ ნებისმიერი მოვლენის თუ პერსონაჟის ჩვენებით. მწერლის დაწერილ ტექსტში არაფერი იმალება - ყველაფერი ხელისგულზე გიდევს და თუ გაწაფული მკითხველი ხარ, ხვდები, ვინ არის, როგორ დაწერა, რა შეხედულება აქვს... რას ხედავს და რას ვერ ან არ ამჩნევს...

ფიქრობს მკითხველი ამეებზე და მიადგება იდეოლოგიას...

და, მოდი, აქ ისიც ვთქვათ, რომ ნამდვილი და ძლიერი ლიტერატურა იდეოლოგიაც არის, ოღონდ ისეთი იდეოლოგია კი არა, გუშინ რომ კომუნისტებს სჭირდებოდათ და დღეს კიდევ ”დემოკრატებს” უნდათ.
ლიტერატურის შემთხვევაში - კარგი ნაწარმოების ადამიანებზე ზემოქმედება საუკუნეების განმავლობაში გრძელდება.
ასე რომ, შუმერების დაწერილი ”გილგამეშიანი” შეიძლება დღეს უფრო მძაფრად მოქმედებდეს კაცობრიობის გონიერ ნაწილზე, ვიდრე გუშინ შექმნილი სხვა რომელიმე ნაწარმოები; ლაო ძის ”დაო დე ძინიც”, ”გველისმჭამელიც” და ”ვეფხისტყაოსანიც” ეგეთი ნაწარმოებები მგონია...

Arrow

აქ ჯანსაღი და არაჯანსაღ ლიტერატურაზე ჩემი სუბიექტური შეხედულებებია მხოლოდ, ზოგს მოეწონება, ზოგიც - დაიწუნებს... ამიტომ ჩემი შეხედულებით არაჯანსაღი ლიტერატურის მაგალითებს აქ არ დავასახელებ - ჩემთვის მეცოდინება... იმიტომ კი არ ვფიქრობ ნაწარმოებთა ერთ მწკრივზე, არაჯანსაღი ლიტერატურა არის მეთქი, რომ მერე ვინმეს ვეკამათო ამის თაობაზე... არა, მე ეს ჩემთვის ვიცი და ჩემ ჭკუისებს რომ ვფიქრობ ხოლმე, მაშინ მჭირდება...

Wink


Last edited by არჩანდა on Fri Feb 20, 2009 11:18 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო   

Back to top Go down
 
აქ ლაპარაკობენ ნინი და ბობო
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: სადისკუსიო კლუბი - სტუმრად ნინი მელივასთან-
Jump to: