არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბასკი დავით კლდიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ბასკი დავით კლდიაშვილი   Sat May 02, 2009 11:15 am


აქ დავით კლდიაშვილი და ვაჟა-ფშაველა არიან...


და ესეც დავით კლდიაშვილი ხომ არ არის, ნეტავი? გაუსტუმრებია ვაჟა-ფშაველა, მუნდირი შავი პიჯაკით შეუცვლია და ასე გამოწკეპილი მისჯდომია თავის სამუშაო მაგიდას...

არის და თან არც არის...
არ არის, მაგრამ ძალიან რომ ჰგავს, ფაქტია.

ეს არის მიგელ დე უნამუნო -



ვიკიპედიიდან:
მიგელ დე უნამუნო (დ. 29 სექტემბერი, 1864 — გ. 31 დეკემბერი, 1936), ესპანელი ესსეისტი, ნოველისტი, პოეტი, დრამატურგი და ფილოსოფოსია.

ფელიქს დე უნამუნოსა და სალომე იუგოს ვაჟი მიგელი ბილბაოს შუასაუკუნოვან ცენტრში, ბასკეთში დაიბადა. სიჭაბუკეში ბასკურმა ენამ დააინტერესა და ბილბაოს ისტიტუტში სასწავლო მდგომარეობის კონკურენციასაც ეწეოდა საბინო არენას წინააღმდეგ. შეჯიბრი საბოლოოდ ბასკმა სწავლულმა რეზურექსიონ მარია დე ასკუემ მოიგო. უნამუნომ ყველა მთავარი ჟანრი სცადა: ესსეისტიკა, რომანი, პოეზია და დრამატურგია, და როგორც მოდერნისტმა სცადა ჟანრებს შორის მკვეთრი საზღვრები გაექრო. დღემდე გრძელდება დებატები იყო თუ არა უნამუნო '98-იანთა თაობის წევრი (ესპანეთის პოსტ ფაქტო ინტელექტუალ და ფილოსოფოს ლიტერატორთა ჯგუფი, რომელიც ხოსე მარტინეს რუისმა შექმნა, მაგალითად : ანტონიო მაჩადო, აზორინი, პიო ბაროჯა, რამონ დელ ვალე-ინკლანი, რამირო დე-მაეცუ და ანგელ გავინე მათ შორის.

სამწერლობო საქმიანობას უნამუნო ესპანეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაში მთავარი როლის თამაშს უხამებდა. ის სალამანკას უნივერსიტეტის რექტორად ორჯერ იქნა არჩეული 1900-დან 1924 წლამდე და 1930-დან 1936 წლამდე. ეს პერიოდი ესპანეთში დიდი სოციალურ-პოლიტიკური ვნებათაღელვის ხანად მოიხსენიება. უნამუნო პოსტიდან 1924 წელს მთავრობამ გადააყენა დანარჩენი ინტელიგენციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის გამო. ის 1930 წლამდე დევნილობაში ცხოვრობდა ფუერტევენტურაში (კანარის კუნძულები) საიდანაც საფრანგეთს შეაფარა თავი. უნამუნო სამშობლოში გენერალ პრიმო დე რივერას დიქტატორობის დასასრულ დაბრუნდა და რექტორის თანამდებობაც დაიბრუნა. გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტში დაბრუნების დღეს ლექციის დასაწყისში უნამუნოს თავისი გამოსვლა ამ ფრაზით დაუწყია : „როგორც გუშინ ვამბობდით...“.

რივერას დიქტატურის დამხობის შემდეგ ესპანეთმა მეორედ გამოაცხადა რესპუბლიკა, რაშიც ესპანელმა ხალხმა კიდევ ერთხელ სცადა ხელთ აეღო საკუთარი ქვეყნის მართვის დემოკრატიული სადავეები, თუმცა, მცდელობა დღენაკლული აღმოჩნდა. უნამუნო ინტელექტუალთა მცირე პარტიის - Al Servicio de la República-ის (რესპუბლიკის სამსახურში) წევრი გახდა. აყვავების პირზე მყოფი რესპუბლიკა ლამის დაქუცმაცდა, როდესაც სამხედრო გადატრიალების შედეგად სათავეში მოსულმა გენერალმა ფრანცისკო ფრანკომ სამოქალაქო ომის ესკალაცია გამოიწვია. ინტერნაციონალისტური იდეებით დაწყებული კარიერა უნამუნომ თანდათან ვიწრო ნაციონალიზმზე გაცვალა, რადგან მიაჩნდა, რომ საგარეო ფაქტორთა მოძალება ესპანეთს თვითმყოფადობას გაუნადგურებდა. ამგვარად, რაღაცა დროით უნამუნო კიდევაც მიესალმებოდა ფრანკოს ამბოხებას, როგორც აუცილებელს ესპანეთის გარე ძალთაგან დაცვის საქმეში.

1880-90 წლებში უნამუნო ბაკუნინის, ლასალიას, მარქსის სოციალისტურმა იდეებმა გაიტაცა. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტურ ყოველკვირეულში "ლუჩა დე კლასე" {კლასობრივი ბრძოლა}. 1898 წელს, სამი წლის ვაჟის მენინჰიტის ინფექციით გარდაცვალებით გამოწვეული რელიგიური კრიზისის შემდეგ, სოციალიზმს ჩამოსცილდა და ფილოსოფიური კონცეპციის შემუშავებას მიჰყო ხელი. დიდი გავლენა იქონია უნამუნოზე ავგუსტინის შემოქმედებამ და იდეებმა, დაეწაფა შუასაუკუნეების ესპანელ მისტკოსებს, გატაცებით კითხულობდა ბ.პასკალსა და ს. კერკეგორას, რისთვისაც მან დანიური შეისწავლა ტექსტების ორიგინალში საკითხავად.

ვაჟის დაღუპვა დონ მიგელმა აღიქვა როგორც მსოფლიო ტრაგედია, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს მარადიულად სურს ცხოვრება, მაგრამ არ ძალუძს. 1897 წლიდან დაწყებული და მთელი მისი შემოქმედების მანძილზე მის ნაწარმოებებში შეიმჩნევა ფიქრი რწმენასა და ურწმუნობაზე, სიკვდილსა და უკვდავებაზე, მის ყველა ტექსტს ტრაგიკული ნოტა გასდევს.

უნამუნო ავითარებს ღმერთის იდეას როგორც ფუნდამენტური ყოფიერების წყურვილის პროექციას უნივერსუმის უსასრულობასა და პირადი უნივერსუმისა და პირადი უკვდავების გარანტიაზე. უკვდავების რწმენის შენარჩუნების სურვილმა და ამავდროულად რელიგიურ ჭეშმარიტებებში დაეჭვებამ განსაზღვრა უნამუნოს მისწრაფება ე.წ. "კიჰოტიზმისკენ" , ანუ არარსებული იდეალის სახელით ბრძოლისაკენ რასაც გონება უაზრობად აღიქვამს. უნამუნოს ფილოსოფიის ცენტრალური პრობლემა - პიროვნების სულიერი ცხოვრებაა, რომელიც, მისი აზრით, მიმართულია სასრულისა და უსასრულოს წინააღმდეგობრიობაზე: პირადი უკვდავების სურვილს ეწინააღმდეგება რაციონალისტური დარწმუნებულობა არსის მოკვდავობაში, რწმენის მოთხოვნილებას კი - თანამედროვე გონებისთვის რწმენის შეუძლებლობაში.

უნამუნოს "აგონიის" ცნება შემოაქვს, როგორც ცხოვრების განსაკუთრებით ტრაგიკული აღქმა, რაც გონისა და რწმენის შეურიგებელი დუალიზმით არის გამოწვეული. ("ხალხისა და ადამიანების სიცოცხლის ტრაგიკული შეგრძნების შესახებ" 1913, "ქრისტიანობის აგონია" 1924.

Idea


მიგელ დე უნამუნო

ჩემი რელიგია

თარგმანი ესპანურიდან - მერი ტიტვინიძე

ერთი ჩემი ჩილელი მეგობარი მწერდა, აქ, ჩვენთან ერთი-ორ თქვენს ისეთ მკითხველსაც შევხვედრივარ, რომელსაც შემოუჩივლია: "კეთილი და პატიოსანი, მაგრამ ამ სენიორ უნამუნოს რელიგიისა ვერაფერი გავიგეო". არ მიკვირს, აქაც, ჩვენთანაც არაერთხელ უთქვამთ იგივე, მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, პასუხი გამეცა მათთვის და არც ვაპირებ, სანამ ღრმად არ გავიაზრებ თვითონ კითხვას.

განა ამქვეყნად ცოტანი არიან სულით უქნარა ადამიანები, ან თუნდაც ხალხი, რომელთაც სულაც არ უშლის ეს ხელს, ბეჯითად იმოღვაწეონ ეკონომიკურსა თუ სხვა მსგავს სფეროებში, რადგან ისინი, ეტყობა, უფრო დოგმატიზმისკენ არიან მიდრეკილი ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, რაღაც მიზნით, თუ სულაც უმიზნოდ. სულით უქნარობა კი მათს კრიტიკულსა თუ სკეპტიკურ პოზიციაზეც მიგვანიშნებს.


(განაგრძე კითხვა)


Last edited by ბობო on Sat May 02, 2009 11:34 am; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბასკი დავით კლდიაშვილი   Sat May 02, 2009 11:20 am



და აქაც ხომ ჰგავს მიგელ დე უნამუნო დავით კლდიაშვილს?

Wink
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბასკი დავით კლდიაშვილი   Sat May 02, 2009 11:24 am

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ბასკი დავით კლდიაშვილი   Sat Oct 16, 2010 8:21 pm

იმდენი იძახა აქ ვიღაცამ - ბასკი დავით კლდიაშვილი და ბასკი დავით კლდიაშვილიო, რომ ნამეტანი შეცდომაში შეიყვანა გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის ხელმძღვანელობა, რომელიც ადგა და ”ქართული პროზის საგანძურის” (ჟურნალ ”გზასთან” ერთად რომ გამოდის ხოლმე) მეათე ტომს დავით კლდიაშვილის ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს სურათი მიაბეჭდა ყდაზე.

ნახეთ:

ჩვენ ვიღებთ შენიშვნას და შეცდომის გამოსწორებაც შეგვიძლია

მეგობრებო! ”ქართული პროზის საგანძური” ჟურნალ ”გზასთან” ერთად, ძალიან დიდი და სოციალურად ორიენტირებული პროექტია. ყოველ კვირა მკითხველისათვის ერთი წიგნის მიწოდება მეტისმეტად დაძაბულ და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მუშაობას ითვალისწინებს - არადა, დღითი დღე იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც მთელი ”საგანძურის” შეგროვება გადაუწყვეტიათ. ამის შედეგად, ტირაჟიც განუხრელად იზრდება.

ახლა შესაძლოა, მავანმა იკითხოს - ეს შეცდომის უფლებას ხომ არ განიჭებთო? ..

ცხადია, - არა. მაგრამ არც შეცდომის თავიდან ასაცილებელი აცრა გამოუგონია ვინმეს, ამიტომ უბრალოდ გვსურს, დაგანახვოთ - რაიმეს შექმნას ყოველთვის ახლავს შეცდომის (მეტადრე ტექნიკურის) დაშვების ალბათობა. "საგანძურის" X ტომის ყდაზე დავით კლდიაშვილის ნაცვლად მიგელ დე უნამუნოს ფოტო დაიბეჭდა.

იმედია, დაგვეთანხმებით, რომ გამოჩენილი ბასკი მწერალი და ფილოსოფოსი მიგელ დე უნამუნო მართლაც, საოცრად ჰგავს გამოჩენილ ქართველ მწერალს დავით კლდიაშვილს (ისევე, როგორც ბევრი რამით ვგავართ ერთმანეთს ქართველები და ბასკები), აკი ერთ-ერთ საიტზე მის პორტრეტს ასეთი წარწერაც ახლავს - ”ბასკი დავით კლდიაშვილი” ...

დაბოლოს: როგორც თავშივე აღვნიშნეთ, არც შეცდომის აღიარება გვიჭირს და მისი გამოსწორებაც შეგვიძლია.

უკვე კვირაზე მეტია, დავით კლდიაშვილის ტომი ”ნამდვილი დავით კლდიაშვილის” ფოტოთი ჩაშვებულია წარმოებაში და, სავარაუდოდ, ერთ კვირაში თბილისში იქნება. ყველა მსურველს შეეძლება ”ბიბლუსის” წიგნის მაღაზიებში გამოცვალოს ”უნამუნო - კლდიაშვილიანი” წიგნი ”ნამდვილ კლდიაშვილიანში”. რა თქმა უნდა, უფასოდ ...

პ.ს. ყურადღებიან მკითხველს, ბატონ მალხაზ ხარბედიას, რომელმაც ამ ხარვეზზე პირველმა მიგვითითა (თუმცა თავად გამომცემლობაც უკვე მოქმედებდა მის აღმოსაფხვრელად), ყურადღებისა და აქტიურობისთვის, ”ქართული პროზის საგანძურის” აქამდე გამოსული ყველა ტომით ვასაჩუქრებთ.



კიდევ კარგი, რომ ბატონ მალხაზ ხარბედიას შეუმჩნევია ეს დასანანი შეცდომა და უთქვია გამომცემლობის მესვეურებისთვის, რომ დავით კლდიაშვილის ნაცვლად მიგელ დე უნამუნო იყო წიგნის ყდაზე დაბეჭდილი და დამსახურებული ჯილდოც - "საგანძურის" აქამდე გამოცემული ტომები საჩუქრად მიუღია.

ისევ მე თუ არ გითხარით, თქვენ ხომ სხვას არაფერს წაიკითხავთ, არმურის საფიხვნოს იქით არც ერთი არ იყურებით რაა...


ეს მეორედ გამოცემული იგივე ტომია, ამჯერად უკვე ნამდვილი დავით კლდიაშვილი არის დაბეჭდილი ყდაზე.

Razz
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ბასკი დავით კლდიაშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ბასკი დავით კლდიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: