არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თამაზ ჭილაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: თამაზ ჭილაძე   Wed Apr 29, 2009 11:54 pm

სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი _
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან _
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Wed Apr 29, 2009 11:54 pm

ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:08 pm

(ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი...)


ვერ გამოვძებნე შენთვის ადგილი
ამ კარჩამოხსნილ, ცარიელ გულში,
დაგკარგე კიდეც ასე ადვილად,
ასეთი ტანჯვით ნაპოვნი გუშინ.

როცა გაქრება ის, რასაც ვუძლებ,
ჩამოილევა სიზმარი ავი,
მხოლოდ ამას გთხოვ _ იქნებ შენს მუხლზე
ესვენოს ჩემი დაღლილი თავი...
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:11 pm

***
მე ამ კედელთან ბრმასავით დამსვეს,
წყალი დამიდგეს და მიმატოვეს.
და თუმცა უკვე მომედო ხავსი,
არ მეკარება ძილი სათოფედ.
იქნება სული მოვითქვა ცოტა.
ანდა სიფხიზლე რაღად მჭირდება–
თუ რამე ფიქრის მაგვარი მქონდა,
მთლად ამომკენკეს თეთრმა ჩიტებმა.
ახლა კი ლურჯი ხავსი მაცვია
და გამოღებულ კარივით ვდუმვარ
და აღარ ვიცი,აქნებ არცა ვარ,
რამ გამაჩუმა ამქვეყნად თუ ვარ?
მაგრამ თანდათან მეც დავმშვიდდები,
როგორც კედელთან ძველი ბორბალი..
საით გაფრინდნენ თეთრი ჩიტები,
სად გაქრნენ , თვალიც კი ვერ მოვკარი..


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:12 pm

Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:14 pm

[bთამაზ ჭილაძე

ბიოგრაფია

დაიბადა 1931 წ. 5 მარტს, ქ. სიღნაღში. 1938 წელს შეიყვანეს ბათუმის შოთა
რუსთაველის სახელობის სკოლაში. საშუალო სკოლა კი თბილისში დაამთავრა.
(ვაჟთა მე- 7 სკოლა), შემდეგ სწავლობდა თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი - ასპირანტურაში.
პირველი ლექსი 15 წლისამ დაწერა.
თამაზ
ჭილაძე მუშაობდა "ცისკარში" განყოფილების გამგედ (1958-1964); რუსთაველის
პრემიების კომიტეტში - პასუხისმგებელ მდივნად (1964-1972); ჟურნალ
"საბჭოთა ხელოვნებაში" - მთავარ რედაქტორად (1972-1981), მწერალთა
კავშირში--- მდივნად(1981-1987) ; ჟურნალ "მნათობის"მთავარ რედაქტორად
(1997-დღემდე).
თამაზ ჭილაძეს მიღებული აქვს რუსთაველის (1992),
სახელმწიფო (1997) და კიდევ რადენიმე სხვა პრემია, მათ შორის ალექსანდრე
ყაზბეგის, აკაკი წერეთლის, გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიები. 1996
წელს დასავლეთ გერმანიის რადიო მაუწყებლობამ მიანიჭა პირველი პრემია
პიესისათვის "სამოთხის კვარტეტი".
1999 წელს კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა 1999-2000 წლების "საერთაშორისო ადამიანის" წოდების ნომინანტად დაასახელა.
მწერალთა კავშირის წევრია 1957 წლიდან.[/b][/b]
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:15 pm

ფიჭვის სიზმარი

ნუ გააღვიძებ,
არწიე, ქარო...
ათასნაირი დროშის ჭინჭებით
ჩაცმულ-მორთული,
სოფლის გიჟივით,
სამოთხის ღრუბელს ესაუბრება...

ნუ გააღვიძებ...




სასამართლოს კანცელარი

ბიბინებს მაისი...
საათის ისარი
არ იძვრის,
არ დგება ჟამი შესვენების...

მეზობელ სახლიდან სარკის ათინათი
ეცემა მბეჭდავი გოგონას კულულებს...

ამ დროს კი კოდალა,
ფოლადის ნისკარტით,
კენკავს უკანასკნელ,
გაბნეულ იმედებს...
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:17 pm

იღება თოვლის საკანი.

იღება თოვლის საკანი,
ისევ წყალობით ღმერთის
და ჰა, აპრილის აკვარელს
ცვლის საღებავი ზეთის,
ზაფხული დარდის ნაკვალევს
ამსგავსებს მრავალწერტილს...

ისე თავდება ცხოვრება,
ვერ მოიცალე ჩემთვის...


თუმცა ისევ ძგერს..

თუმცა ისევ ძგერს, მაგრამ მკერდში აღარ ეტევა
გული _
ამქვეყნად აღარაფრის რომ აღარ სჯერა
და ჰგავს წინასწარ განწირული რაზმის შეტევას
მისი ამაო გაბრძოლება, იმედი, რწმენა.

გაქცევას ცდილობს _
ვინ ეძახის, ვისი აჩრდილი,
ან ვინ უღვიძებს მინავლებულ ცეცხლსა თუ ვნებას?
ვით მეომარი, ვერაგულად ზურგში დაჭრილი,
გაწბილებული,
ნირწამხდარი,
ღიმილით კვდება...


Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:32 pm

• • •

საღამოვდება...
მიბაკუნობს შარაზე არვე...
გარინდებულა
ყანჩასავით
ჭის
ოწინარი...

ჩანს ჰორიზონტზე
მზის წითელი,
დიდი ყურები...

ფეხს რატომ ითრევს,
რას ელის ჩემგან?

მზე ჩადის მძიმედ,
ჩემი წილი ქვეყანა მიაქვს...


• • •

წარმოიდგინეთ სიმარტოვე,
სიცივე,
ღამე,
ნავთქურის ახლოს მთვლემარე კატა
და კალენდარი შარშანდელი
(თუ უფრო ძველი),
ნოტების წიგნით გამართული
მაგიდის ფეხი.

როცა მარხავდნენ ჩემს მეგობარს,
ცალკე, კუთხეში,
მეგობრის დედა ფლეიტაზე უკრავდა ჩუმად…
გარეთ კი წვიმდა…
ღია კარში მოჩანდა ქუჩა…
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:33 pm

• • •

დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,
ცოცხალ ტკივილით მწარედ მბორგავი,
ხან ვით ხანჯალი, ყელს მობჯენილი,
ხან ეკლიანი ცრემლის გორგალი.

დე, ნუ შეგაკრთობთ ჩემი წერილი,
ლექსი - სისხლის ჯვრით გადასერილი,
დე, ნუ იქნებით მკაცრი მსაჯული,
თქვენ წინაშეა თქვენგან ტანჯული,
მსხვერპლი, სიკვდილით გადარჩენილი.

არ დამცდენია არც ერთი სიტყვა,
არც სინანულის, არც სამდურავის
და თუკი ღმერთი ჩემს ამბავს გკითხავთ,
ნუ გაამტყუნებთ ღმერთთან ნურავის...


• • •
ათი წელი გაილია, გაქრა,
ათი - ავდრის ღრუბელივით წელი,
მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,
მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.

თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,
თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს
და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,
ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია…
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Mon Jan 16, 2012 4:34 pm

• • •

დაარბია და დაბერტყა
დრომ
და დატოვა სახტად,
რა უცაბედად დაბერდა,
რა უცაბედად წახდა -
გუშინ არ იყო, გაზაფხულს
მაყარივით რომ ახლდა?!

ირგვლივ სიხარულს აფენდა,
სიკეთე ედგა ტახტად,
თუმცა თვალს ცრემლი უწვავდა,
შხამსაც ირგებდა შაქრად.
რამსიგრძე იყო სიცოცხლე
და ერთ წამში კი გაქრა...

რა უცაბედად დაბერდა,
რა უცაბედად წახდა...


• • •
პოსეიდონის სასახლე
( ამონარიდი )
• • •

როცა
გიხსენებ, გული მიცარიელდება. სიცარიელე, მკვდარ ოკეანესავით ავსებს
სივრცეს, ანგრევს გულმოდმინედ აშენებულ დავიწყების ჯებირებს, ფარავს იმედის
პაწაწინა კუნძულებს, რომელთა არქიპელაგიც, როგორც ნაკადულში ჩაყრილი
ქვები, მეორე ნაპირზე გადასვლას მშველოდა. ქრება ყოველდღიურ ფუსფუსში
თავისთავად გაჩენილი გულგრილობის ბეტონის გზა, უმოკლესი მანძილი ორ წერტილს
შორის – ყოფნასა და არყოფნას რომ აერთებს და მე წამით მარტო ვრჩები იმ
ლანდებთან, რომელთა გამოხმობაც, ჩემი მახსოვრობის წყალობით, ჩემდაუნებურად
მოხდა.

• • •

ადამიანის ცხოვრების გვერდით მისი
მახსოვრობის წყალუხვი მდინარე მიედინება. ზოგჯერ ის ნაპირზე გადმოდის და
ყელამდე გაყინულსა და მღვრიე წყალში ვდგავართ.
და ვისაც ამ წყლიდან ამოსვლა შეუძლია...

• • •

ტკივილი კი იბადება დიდი ხნის მერე, როცა ჩამავალი მზით შუქით განათებულ
ფანჯარასთან ვდგავართ და ადიდებულ მდინარეს გადავცქერით. რამდენი დრო
გასულა, რამდენი რამ გამქრალა, სული კი მაინც ციმციმებს პაწაწინა
სანთელივით, ჩვენი არსებობის თიხის კედლებს რომ ანათებს... ჩუმი ხმით,
თითქმის ჩურჩულით, გვეუბნება და გვანიშნებს, რომ მხოლოდ მას, ერთადერთს,
განუმეორებელს, ნათელსა და ბნელს ერთსადაიმავე დროს, დიდსა და მანუგეშებლად
მცირეს, შეუძლია დაიტიოს ჩვენი ფიქრი. უძილობისგან დაღლილი, სადღაც ბნელი
კუნჭულების ფსკერზე მალავს უამრავ ნათელ წერტილს: მეტეორს, კომეტას,
პლანეტას, ვარსკვლავს, გალაქტიკას. და უეცრად შუაღამისას, როცა ყველას და
ყველაფერს სძინავთ, როცა ტალღები მთვარის უცნაური ნებით ასკდებიან და
შორდებიან ნაპირს და როცა ვერცხლისწყლის მძიმე, ბრჭყვიალა წვეთებივით,
ხელისგულზე, თითებს შორის ქრებიან წამები, წუთები, და მარადისობის, დროისა
და სივრცის არტახები წყდებიან, თითქოს მისი საიდუმლო წიაღიდან ამოდის ჩვენი
სათქმელი სიტყვა:

აჰა, ჩვენ ვცოცხლობთ!

Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: თამაზ ჭილაძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
თამაზ ჭილაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: