არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Wed 29 Apr 2009 - 18:40

ფოტოზე...

სატელეფონი ხაზებში დაარქივებული შემოდგომა...
მზე თავისივე ნაფეხურებს აგროვებს
პროსპექტებზე...
მე შენს მაგიდაზე მდგარ საათს ვუცვლი
დროს...
უკვე ბაბუაწვერაც იხდის ილუზიას - ტანს,
საღამოს ყდაში ეხვევა...
ღამე პიქტოგრამებს ხაზავს
სახურავებზე...
კედლებს შენი სუნი ასდით,
შიშველი გაქვს თვალები...
ჩვენი თითები კითხულობენ სულს...
ქუჩები ფოტოებს რომ გვიღებენ,
იმ ფოტოზე მე შენ ხარ...
შენ კი... მე...


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 3 Sep 2013 - 20:53; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Wed 29 Apr 2009 - 18:41

ჩვენი სიგიჟე...

ვაძინებთ ღამეს...
ქუჩები თვლემენ დედამიწის ტანზე...
ვიპარებით შიშველი ტერფებით...
ერთია ნაბიჯი...
ვართ...
ერთ_სულნი...
შენი სუნთქვაა ჩემი...
კიბეზე დადის ჩვენი სიგიჟე...
ელექტროსადენებს ვუყოფ ვარსკვლავებს...
ინთება დროის ყველა კაფე...
ჩემს მაჯებზე შენს ნათითურებს
ვუწერ
წერილებს...
დუმილი ივსებს ხელისგულებს
შენი სახელით...
და...
ვთენდებით...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Wed 29 Apr 2009 - 20:26

ფოფოს...

ყოველი წამი დუმილიდან
თითო-თითოდ
თვლებად ამოვქსოვე...
ხეები საკუთარ ჩრდილებს ზრდიდნენ...
ჩვილის ასაკიდან...
შენ დაიხარე...
ქვიშაში გააბნიე ნიავი...
ხელები მიატყუპე
და...
ასე უბრალოდ
გაზაფხულად ააფოთლე ჩამავალ მზეზე
ცისარტყელას ნაფეხურები...
მკლავებზე თითებით მეჩურჩულე...
ეძებდი ლოცვანს...
დღეს...
შენ პირველად ეზიარე...
ხელში აგიყვანე...
ხის სკამზე დარჩენილი ლოცვანით
ქუჩები დავიმგზავრეთ...
ღამით...
სიტყვებს დახუჭული თვალებით ვისურვებდი...
მქონოდა ათასი სიცოცხლე
და
შენთვის მომეცა...



კი,ნიკა,გამიხარდა ქეთის გვერდი აქ,არმურზე...
მისი შემოქმედება,სულ სხვა ფერია და თბილი...

sunny
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 110
Age : 30
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 30 Apr 2009 - 0:29

თვალებით...

ღამე ნარკომანივით ეძებს ცას,
სახიდან იხდის შიშველ ანარეკლს...
სუნთქვის აპარატზე რთავს სულს...
ფუნჯებში მშიერი შრიფტები ჩადიან,
სიგიჟის ტონებით უვსებენ სურვილებს ფილტვებს...
ქარი მინებზე...
წვიმის პროცესიამ ეს ცა ჩამოსწია...
შენ მოძრაობ,
მიბჯენილი გაქვს ჩემი მაჯისცემა...
გახმოვანებული ცხრაწახნაგა წამები მზეებს შობენ...
ფერის სიხშირე...
იმ ყვითელ მთვარეს უკვე საყდართან ძინავს...
თვალებით ვათენებ ღამეს...
მოგენდე
და...
ჩემი ფრთები შენში გავშალე...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 110
Age : 30
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 30 Apr 2009 - 0:29

მე შენთვის...

წვიმის სახლში ცხოვრობენ ღამეები...
ძიძებივით ზრდიან მთვარეს,
რომელიც თითებით თხზავს ქუჩებს...
ჩემს ფურცელზე ისევ სიტყვებია... უძილო...
და...
შენი თვალებიდან ვწერ ჩემს სიჩუმეს...
amabile...
ვისმენთ ცას...
მხოლობითია სუნთქვა,
ვთენდებით...
ვისულდგმულე შენი გული...
ჩვენი მხატვარია ახლა ეს სამყარო...
ყველა ფერი - ჩვენი...
მე შენთვის...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 110
Age : 30
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 30 Apr 2009 - 0:31

ჩემი

მთვარის სიზმრებიდან მოვიდა ღამე...
მეგონა დამიძახე...
ხმით...
სიტყვებით...
ან არც...
მხოლოდ სიჩუმით...
...
შენში ვისმენ ახლა ჩემს თავს...
...
ხელისგულებით გიწვდი ცას...
თვალებით ვწერ მზერას...
...
ფიქრები შეეხიზნენ ვარსკვლავებს...
თითებით ვლოცულობ...
შენს სახეზე...
ხარ ჩემი...
...
შენში ვისმენ ახლა ჩემს თავს...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 110
Age : 30
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 30 Apr 2009 - 0:32

tbili...satuti...dzalian,dzalian sufta... yvitelguliani...chemi qeti Smile I love you
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 32
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 30 Apr 2009 - 6:35

ქეთ, გამიხარდი აქ, ახლოსფერო sunny
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 30 Apr 2009 - 17:31

.


Last edited by maiakiladze on Wed 25 Jun 2014 - 19:39; edited 1 time in total
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Tue 5 May 2009 - 20:16

ჩვენს მისამართზე...

ჩვენს მისამართზე დღეს კალათით გამოვგზავნე ჩიტის ბუდეები...
შენი ნაჩუქარი ჩიტებისთვის...
ბარათებზე დავწეროთ მათთვის სახელები...
და...
ერთმანეთს გავუცვალოთ...
ან არც...
მე მაინც მხოლოდ შენს დაწერილ სახელებს დავარქმევ...
...
დილით ვნახე შენი დახატული მინდვრის ყვავილები...
მიყვარს რომ მჩუქნი ხოლმე...
მზე ფერებით მესაუბრება ღია სარკმლეთან...
შენი დახატული მინდვრის ყვავილები ყველგან დამყავს...
როგორც...
პატარა არსებები...
მეჩქარები...
სუნთქვაში...
ვიცი, რომ ჩვენს მისამართზე შენ და შენი ნაჩუქარი ჩიტები მელოდებით...
სულის კვალს მოვყებით...
მე...
და...
შენი დახატული მინდვრის ყვავილები...






Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 3 Sep 2013 - 20:53; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Wed 6 May 2009 - 14:36

zevsis daqali wrote:
dzalian gamixarda. . .

gavtbi. . .

nikas da qetis mimoceras eblitfoze vkitxulobdi xolme suntqvashekruli. dadet ra is dialogebi.

aq dasasveneblad shemoval xolme :*



ჰო,მაი,ეგ დრო მეც თკბილად მაგონდება...Smile

გაიხარეთ,ნიკა,ქეთი... გიორგობას გილოცავთ...Smile

sunny
Back to top Go down
View user profile
xelovani

avatar

Female
Number of posts : 13
Age : 28
Location : sxva qucha
Job/hobbies : photography
Humor : me var
Registration date : 11.05.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Mon 11 May 2009 - 19:03

gavTbi.. gavTbi..
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 14 May 2009 - 14:39

მერვე დღე

სარეცხის თოკზე გაფინეს დედამიწა
(სამაგრებით)...
დრო მგლოვიარეა,
მე ახლა უხელ-ფეხო ღამე მტკივა
და
ვიგონებ თერაპიულ სიზმრებს.
ჩემს ხმას ჰგავს შენი სიჩუმე.
ვივიწყებ წვიმის ამნეზიას,
ვრთავ პატეფონს,
ფირფიტა წვიმას უკრავს...
თითებით ვცვლი
ქუჩებზე მიკრულ ნაბეჭდ მაისს.
ვხრი სიახლოვეს
(ციკლურ ძახილამდე)...
მე შენი წარწერა ვარ,
უწერტილო კარდიოგრამა.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Fri 22 May 2009 - 14:25

პარანოია

მისიონერი ქუჩები...
გუგებიდან მდის ღამე.
მონეს "ქრიზანთემები" ესიზმრებათ
ცარიელ ფურცლებს.
ხანძრიანი მზე იპარავს ელექტრობოძებს...
სტრიქონებგარღვეული თვალები...
ხის ფუღუროში
ნელსაცხლებლებს ისვამს უფორმო დედამიწა.
ვარდისფერი ფორთოხალი
და
ჩემი ტერფების გრავიურა...
დრო ეშაფოტზე გარდაიცვალა.
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Fri 5 Jun 2009 - 18:29

ტროტუარები

ჯიბის რადიო.
ჩემი სენტიმენტალური ვალსი
ოცდამეორე დროში.
სანამ
მენაყინე ბოლო ნაყინს გაყიდის,
მზე ფსკერამდე ჩაყვება დედამიწას,
გაიხდის
ორი ზომით დიდ ფეხსაცმელს
და
ჰალსტუხს შეუკრავს ღამეს.
დასურათებული ამინდები...
როცა
ჩვენ წავუკითხავთ მას
ილანკუღას ზღაპარს,
სუიციდი
ნიველირებულ პლასტებს შეეზრდება.
მე_ცარიელე დაიწერს
მუყაოს შემოდგომას...
მუსიკით მივაბი უჩემო ელექტროველებს
სიჩუმის ტროტუარები.
პანთეისტი ფანჯრის მინებიდან
შევწყვეტ წვიმას.
წვიმს...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
xelovani

avatar

Female
Number of posts : 13
Age : 28
Location : sxva qucha
Job/hobbies : photography
Humor : me var
Registration date : 11.05.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Mon 8 Jun 2009 - 17:16

Postportret

დროობით
უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე
თვალებში.
ვაქუცმაცებ ჩემივე განცდებს.
სანამ კედლებზე ძვრება უიღბლო დილა,
შრება უწვიმო ამინდი.
ვითხოვ ხმაურის განაჩენს.
ვნებდები ჩემი თავის
უსახელო პალატებს,
ქუჩების კარიკატურებს
და
ვგრძნობ...
თოვს თმებიდან.
ხელჯოხით დადიან
პარადოქსული მისამართები.
უცვლელი არტიკულაციით გგრძნობ...
პოსტპორტრეტულ სიშავეს
ტრანზიტულ ხმებზე
ვკვეთ.
დროობით
უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე
თვალებში.
გამდნარ ხელებს მისინჯავს ანტიპირეტიკი.
ვითხოვ ხმაურის განაჩენს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Mon 8 Jun 2009 - 17:34

Postportret

დროობით
უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე
თვალებში.
ვაქუცმაცებ ჩემივე განცდებს.
სანამ კედლებზე ძვრება უიღბლო დილა,
შრება უწვიმო ამინდი.
ვითხოვ ხმაურის განაჩენს.
ვნებდები ჩემი თავის
უსახელო პალატებს,
ქუჩების კარიკატურებს
და
ვგრძნობ...
თოვს თმებიდან.
ხელჯოხით დადიან
პარადოქსული მისამართები.
უცვლელი არტიკულაციით გგრძნობ...
პოსტპორტრეტულ სიშავეს
ტრანზიტულ ხმებზე
ვკვეთ.
დროობით
უცნაური ხსნარი მიდგება ხოლმე
თვალებში.
გამდნარ ხელებს მისინჯავს ანტიპირეტიკი.
ვითხოვ ხმაურის განაჩენს.



Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 3 Sep 2013 - 20:53; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Fri 19 Jun 2009 - 14:50

ჩვენს მისამართზე

ჩვენს მისამართზე დღეს
კალათით
გამოვგზავნე
ჩიტის ბუდეები
შენი ნაჩუქარი ჩიტებისთვის.
ბარათებზე დავწეროთ მათთვის სახელები
და
ერთმანეთს გავუცვალოთ
ან არც...
მე მაინც
მხოლოდ
შენს დაწერილ
სახელებს
დავარქმევ.
დილით ვნახე შენი დახატული
მინდვრის ყვავილები,
მიყვარს რომ მჩუქნი ხოლმე.
მზე ფერებით მესაუბრება ღია სარკმლეთან...
შენი დახატული მინდვრის ყვავილები
ყველგან დამყავს,
როგორც
პატარა არსებები.
მეჩქარები...
სუნთქვაში...
ვიცი, რომ
ჩვენს მისამართზე
შენ
და
შენი ნაჩუქარი ჩიტები მელოდებით.
სულის კვალს მოვყებით.
მე
და
შენი დახატული მინდვრის ყვავილები...
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 106
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 22.01.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Fri 10 Jul 2009 - 18:17

ბაბუაწვერა (მზეს - ნინო ნადირაძეს)

ინტერლუდია ჩემს და შენს შორის -
თოვს...
კედლის დაობებულ მხრებზე
ჭიკარტებით მიკრული ამინდები.
ვბეზრდები.
ვბეზრდები ემპირიულ სიმშვიდეს.
ვგრძნობ შენს ემბლემებს ჩემში,
ზოლიან ხილვებს,
გადამწვარ მზეებს,
ღამის ფიტულებს,
ვმუნჯდები...
მეათე სპექტაკლში - ჩემი მუსიკა.
მუყაოს ხელებით გიჩრდილავ შუბლს,
თვალებში - ცა.
გესმის
იესო.
იესო...
თითებზე ხმები,
როცა ვხატავდი თოვლს.
სიყვითლე ქარის.
შიშველი ბაბუაწვერები...
სარა,
წვიმები
ნავსადგურებს მიღმა
მთავრდებიან.
ინტერლუდია ჩემს და შენს შორის -
თოვს.



უჩემესი ადამიანი.

ქეთიუს..მიყვარხარ Smile
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 276
Age : 36
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 6 Aug 2009 - 15:53

შენი ლექსი

და მერე... ღამე გაეცლება ჟანდარმერიას.
მეძებდი? ახლა ისევ გგავარ. ვგრძნობ შენს თავს ჩემში.
გფიქრობ. კოლოფში სიგარეტის ერთი ღერია.
ჩემს სუსტ მაჯებზე აღარ ჩანან ფანჯრები. ქეშად
აწყვია დღეთა ტონიკური მელანქოლია
და დიფუზური სიმახინჯე ტროტუარების.
მე და შენს შორის მედიუმი ახლა თოვლია,
ხოლო ქარები, რახანია, თმებში გაებნენ.
მომძებნე, მოდი, თოვს, საშინლად, თვითმკვლელობამდე.
ერთფეროვნება სარკასტული სჭირთ ისევ დღეებს.
მაგ დაღლილ მხარზე, სულ უბრალოდ, ლოყას მოგადებ,
ჟანდარმერიას გაეცლება ღამე და მერე
მე ალბათ შევძლებ შენთვის ჩემი სუნთქვის დაწერას,
დამთავრდებიან ნავსადგურებს მიღმა წვიმები,
დღეს ისევ ვგავარ, სარას - შიშველ ბაბუაწვერას,
მოდი, ვგიჟდები, შევიშალე, ვკვდები, მინდება
შენი ტერფების უძილობა, მზე გადამწვარი.
მომიახლოვდი, ხელებით ვშლი ანარქიულ ხმებს,
ყრუ ბოძებს შორის დარჩენილი სივრცე მაწვალებს
და სულ ახლოა მზის დაშვება ავარიული.




Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue 3 Sep 2013 - 20:54; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 32
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Thu 6 Aug 2009 - 21:36

Quote :
მომწონს საშინლად..


მეც ძალიან მომწონს... flower
Back to top Go down
View user profile
nino nadiradze
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 106
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 22.01.09

PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   Wed 12 Aug 2009 - 22:59

მომწონს კი არა... ვერ გამოვდივარ ამ ლექსიდან...
იდეალურია...
გენიალური..

სიტყვები მეკარგება...
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)   

Back to top Go down
 
ქეთი ჩხარტიშვილი (ხელოვანი)
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: