არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გურამ პეტრიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: გურამ პეტრიაშვილი   Wed Apr 29, 2009 10:52 am



***
ახალსოფელი, მარტყოფი,
დიდი ლილო და ნორიო...
აქეთ კასპი და გლდანია,
იქით ხაშმი და წნორიო...
ამით რომ დავტკბე, მჭირდება
სიცოცხლე ასჯერ ორიო.


Arrow

***
წითელწინწკალა თევზები
წყლიდან მალიმალ ხტებიან,
ჩამავალი მზის სხივებში
ლამაზად იდრიკებიან.
უნდა ავყვინთოთ ცაშიო,
ერთმანეთს ეჯიბრებიან.


Idea
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Wed Apr 29, 2009 1:34 pm

სამყოფი არის რო ასჯერ ორი?.. Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 1:38 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 1:39 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 1:39 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 1:40 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 1:40 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 9:27 pm

გურამ პეტრიაშვილი ლიბ.ჯი-ზე

Idea

***
საქართველოვ, უღრან ტყეში დაკარგულო თიკანო,
ვინ არ გდია კბილთა ღრჭენით, ბნელში თვალთა ბრიალით,
ყველა ისრის, ყველა ტყვიის სამიზნევ და ნიშანო!
გულს ნუ მიკლავ მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალით!
მიხვალ ბნელში, მიგაქვს ჯვარი, შუბლზე გამოხატული
და ციმციმი გზას გინათებს მანათობელ ჯვარისა.
მაგრამ მაგ შუქს ხედავს მტერიც, ავად წამომართული.
გაგცემს ჯვარი მოციმციმე და წკრიალი ზარისა.
მოდის მტერი ყოველი მხრით, ათასი ხმით მკივარი.
შენ კი ერთი უთვისტომო, ეული და მზებნელი...
მოდის ეშვი, კლანჭი, ბრჭყალი, ცეცხლი, ხმალი, ისარი,
ბნელს აწყდები უსასოო, ანთუ მხსნელთა მძებნელი.
ხან საცოდავ რქებსაც იქნევ, წრეში გამოკეტილი,
ხან ბედს ნისლში ემალები და ხანაც წინ მიუხტი,
მერე წამით მზე დაჩნდება – ზეცის თვალი კეთილი
და შენ ისევ მიბაკუნობ, საბრალო და ჯიუტი.
ისევა ხარ... გიმზერს მტერი, ავად წამომართული.
და არა და არ თავდება ბედის შავი ტრიალი
ან ეგ ჯვარი გშველის იქნებ შუბლზე გამოხატული
ან ღმერთს მოსწონს მაგ პაწია ზანზალაკის წკრიალი.


Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Thu Apr 30, 2009 9:39 pm

გურამ პეტრიაშვილი, გოდერძი ჩოხელი და თემურ ბაბლუანი - ჯგუფელები იყვნენ თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე...
სამივეს თავისებური კინოს გრძნობა ჰქონდა და ეს გამოავლინეს კიდევაც...

მე მიყვარდა გურამ პეტრიაშვილის ზღაპრები და ლექსები, მიყვარდა ფილმებიცა და პოლემიკური წერილებიც... ახლაც მიყვარს...

მაგრამ არაფრით მიყვარდა, როცა გურამ პეტრიაშვილი პოლიტიკაში იყო ჩართული - მეზღაპრეა, კინორეჟისორი და პოეტი, და - აბა, რა უნდოდა პოლიტიკაში?

Exclamation


გურამ პეტრიაშვილი

დაიბადა 1942 წლის 16 მაისს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა–მათემატიკის ფაკულტეტი, 1978 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). ამჟამად ცხოვრობს უკრაინაში.

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ელისა და რარუს თავგადასავალი ( 1986)
2. რად სტვენს ბულბული ( 1980)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ელისა და რარუს თავგადასავალი ( 1986)
2. რად სტვენს ბულბული ( 1980)

გადაღებულია ფილმებში:
1. ბრავო, ჯორდანო ბრუნო! - (1993)
2. ერთი ბედის ანოტაცია - (1991)
3. ალყა - (1990)
4. ზმანებანი აღლუმებს შორის - (1989)
5. ტურანდოტი - (1989)
6. ლუიზა - (1988)
7. გამოცხადება - (1988)
8. ნაზარის უკანასკნელი ლოცვა - (1988)
9. ქველი (კეთილისმყოფელი) - (1988)
10. ელისა და რარუს თავგადასავალი - (1986)
11. წერილი ნაძვებს - (1986)
12. ბატონი ავანტიურისტები - (1985)
13. ნეილონის ნაძვის ხე - (1985)
14. ადამიანთა სევდა - (1984)
15. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (ქმარი) - (1983)
16. მე დავბრუნდები - (1982)
17. გზის დასაწყისი - (1982)
18. რად სტვენს ბულბული - (1980)
19. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - (1978)
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: გურამ პეტრიაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
გურამ პეტრიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: