არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული სამლოცველო ბასკეთში

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Mon Apr 13, 2009 2:50 pm

კვირას, 12-აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ესპანეთში, კერძოდ ბასკეთის დედაქალაქ ვიტორიაში, დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის, მეუფე აბრამის მხარდაჭერით, ყველა აქ მცხოვრები ემიგრანტი ქართველის და უშუალოდ აქ მოღვაწე ახალგახრდა საქმოსნების, ვანო ნინაშვილისა და ამირან ჟორჟოლიანის თაოსნობით, გაიხსნა ქართული მართმადიდებლური სამლოცველო, რასაც ყველა მართლმადიდებელ ქართველს ვულოცავ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობისგან არანაირი დახმარება და ყურადღება არ ყოფილა (ამ შემთხვევაში ღმერთმა დამიფაროს პოლიტიკური კომენტარებისგან), ღმერთის წყალობით ეს მაინც მოხდა.

სხვა ყველაფერთან ერთად ეს არის ამ დაღლილი, დატანჯული და უსამშობლო ხალხის სულმოსათქვამი ადგილი.

არის აგრეთვე იმედები ადგილობრივი მთავრობისგან მხარდაჭერის.

ამ დიდ სიხარულს, პირადად ჩემთვის, ახლდა აგრეთვე ის სევდის მომგვრელი ფაქტი, როცა ამ პატარა კუთხეში ამდენმა ემიგრანტმა ქართველმა მოიყარა თავი, თავიანთი ოჯახებით. მინდა ისიც ავღნიშნო, რომ აქ იზრდება საოცრად ნიჭიერი თაობა, რომელთაც არამცთუ წერა-კითხვა, ქართული მეტყველებაც ძლივს შერჩენიათ, ანუ, ქვეყანა კარგავს დიდ მომავალს, რაც მართლაც გულისამაჩუყებელია. ამიტომ მამაო სერაპიონის ლოცვა-კურთხევით (ალექსანდრე გრიგოლაშვილი) გაჩნდა იდეა იმისა, რომ სამლოცველოში დრო და ადგილი დაეთმოს (თუნდაც კვირაში ერთი დღე) ამ ბავშვების ქართულად აღზრდა-განათლებას, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ბავშვებს ესაუბროს რელიგიასა და პატრიოტიზმზე, ანუ, რელიგიისა და პატრიოტიზმის მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რათა მომავალ თაობაში ბოლომდე არ ჩაქრეს ის ქართველობა რომელიც ასე საამაყოა აქ მცხოვრები ნებისმიერი ქართველისთვის.

სკოლა გაიხსნება ანა კალანდაძის შესანიშნავი ლექსით "მოდიოდა ნინო მთებით".

იგეგმება აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებები ქარტული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის მოძმე ბასკეთში.

და ბოლოს, ყველა აქ მცხოვრები ქართველის სახელით, ვულოცავ მთელ საქართველოს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს!
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Mon Apr 13, 2009 9:34 pm

სოსო, მანდ მცხოვრებ ყველა ქართველს და აქ დარჩენილებსაც, ყველას ვულოცავ ამ სამლოცველოს გახსნას ბასკეთში...
დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველს გაუხარდება ეს ამბავი...

ეს პოსტი ”პოეტების ქვეყანაში” იყო და რაკი თემატურად უფრო ”არმურის საფიხვნოს მოამბეს” შეესაბამებოდა, აქ გადმოვიტანე.

---
პატივისცემით,
გამრიგე

P.S. კარგი იქნება, თუ მანდ მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შესახებ გვიამბობ ხოლმე...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Mon Apr 13, 2009 9:45 pm

Arrow

მეც ვულოცავ ბასკეთისა და სრულიად ქართველობას ამ სასიხარულო ამბავს...

სამშობლო არ დაგვიწყებოდეთ...

cheers
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Sun Apr 19, 2009 9:04 pm


ძალიან სასიხარულო ფაქტია ჩემთვისაც!
გილოცავთ...flower

აღდგომის მადლი შეგეწიოთ ბასკეთში მცხოვრებ ყველა ქართველს და სრულიად საქრისტიანოს!
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Sun Apr 26, 2009 12:26 pm

ეს არის მართლაც უმნიშვნელოვანესი საქმე...გულწრფელად გილოცავთ და უფალმა გაგაძლიეროთ!!!...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Sun Apr 26, 2009 12:39 pm

თუ იგეგმება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია ბასკეთში, მე შემიძლია, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილის’’ წარმომადგენელმა(www.profile.com.ge www.georgianbrand.ge)ადგილზე გავუწიო ორგანიზება საბავშვო და სხვა სახის წიგნების შეგროვებას და ბასკეთის ქართული მართლმადიდებლური სამლოცველოსთვის მის გადაცემას...დარწმუნებული ვარ, ყველა ქართული გამომცემლობა და ავტორი მიიღებს მონაწილეობას ამ საშვილიშვილო საქმეში...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Sun Apr 26, 2009 6:23 pm

უღრმესი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის. რა ვიცი ბევრ რამეს ვგეგმავთ რამდენად შევძლებთ ამ ყველაფერს არ ვიცი. ბატონო ელგუჯა სასიამოვნოა თქვენი ასეთი შემოთავაზება. ჩვენი მამაო აპირებს ჩამოსვლას თვის ბოლოს და ვეტყვი თუ შეძლებს იქნებ გნახო|თ კიდეც.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Mon Apr 27, 2009 12:15 pm

ბატონო სოსო! სიამოვნებით შევხვდებით მამაოს!...პრინციპში საპატრიარქოს პრესცენტრს არ გაუჭირდება ამისი ორგანიზება, რომ მოიწვიოს ჟურნალისტები და გაახმაუროს ამის შესახებ...როგორც გითხარით, ჩვენ მზად ვართ სათანამშრომლოდ...დარწმუნებული ვარ, ყველა გამომცემლობა გაიღებს გარკვეულ შემოწირულობას და შეგროვდება საკმაოდ საინტერესო ლიტერატურა...აქ შეიძლება ჩაერთოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი...თუ ეს აუცილებელი იქნება...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Fri May 01, 2009 11:17 am

ბატონო ელგუჯა გამომცემლობებს რომ შევეშვათ, ვფიქრობ პირადი შემოწირულობებითაც შეგროვდება მაგ კეთილი საქმისთვის
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Fri May 01, 2009 1:50 pm

მინდია wrote:
ბატონო ელგუჯა გამომცემლობებს რომ შევეშვათ, ვფიქრობ პირადი შემოწირულობებითაც შეგროვდება მაგ კეთილი საქმისთვის


მე პირადად სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.... სოსო, ურაკპარაკზე მოგწერე ამასთან დაკავშირებით Smile
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული სამლოცველო ბასკეთში   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
ქართული სამლოცველო ბასკეთში
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: