არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 უკვდავებისა წყაროო

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:29 am

სანამ გაზაფხული არი

ვიდრე მეფობს გაზაფხული, ვის ახსოვს მწუხარება, არე-მარე ირთვება და ნაირფერად ენთება, თუმცა, ხანი გაივლის და ჭკნობა შეეპარება, გაფითრდება, გახუნდება და განაცრისფერდება.

ნურც შენ გავიწყდება, რომ მეფობენ დრონი, ყველაფერი ქრება, ეფინება მტვერი, მარადია მხოლოდ ზეცის საფირონი,
მეტი არაფერი.

ჰოდა, იქნებ გაიღიმო, გახსნა გულის კარები, სანამ გაზაფხული არი და დარობენ დარები, თუ ფიქრობ, რომ ბევრი დრო გაქვს და არსად გეჩქარება, ლოდინსა და არჩევანში წლები გაგეპარება.

ჯერ კი სანამ დროა ოცნების და ნატვრის და ვარდისფერ ხანძარს გინთებს ტოტი ატმის, სანამ ეს სიმღერა ემღერება სიმებს,
ნუ დაჰკარგავ იმედს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:30 am

სიყვარულისა

მიწიერი ვნებანი უკვალოდ გაქრა,
ვისღა ახსოვს მაშინდელი თავსახალი,
ზღაპარ-ქალაქი აგრაც დაიჩაგრა, მაგრამ
ვით სიყვარულის ქვადქცეული სული მაღალი
დგას ტაჯ-მაჰალი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:33 am

აქ, ვარსკვლავებთან ახლოს


პირგაზაფხულის წვიმა გამოჰპარვია ცას, ალერსით მოციმციმე უფოთლო ტოტებს რთავს, სანაკადულე თოვლი დაგუბებია მთას, ქარი უწეწავს ტინებს ნისლის ჭაღარა თმას.

აქ, ამ ტატანი ცის ქვეშ, განმარტოების ჟამს, ფიქრი იხელთებს თითქოს ჭეშმარიტების ჩქამს და დგება წამი, როცა გამოუტყდები თავს – წუთისოფელი ჩვენი თურმე რარიგად ჰგავს მთიდან დასხლეტილ ზვავს, გზად რომ ყველაფერს ნთქავს…

სულში სხვა განცდა სახლობს აქ, ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც გოროზი შხარა მწყემსავს ღრუბლების ფარას,

ამ მურყვამიდან უკვე ზეცას შეახებ ხელს, მზეს საგალობელს უკმევ, ქვეყნად ყველაზე ძველს, ხოლო მაჩუბის კართან ანგელოზი რომ დგას,
ნურვის დაუთმობ სხვას…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:34 am

მიილია ზამთარი

იწურება ზამთარი, ავდარია ჭოროფა, დარდი, ჭრელი აფთარი ნერვებს ეჯაჯგურება, არის ძნელასატანი შენგან შორი-შორობა, ბუხრისპირას კუნცხვა და მხართეძოზე გორება.

სუსხიან ქარს დაჰყვება სუსხიანი ჭორები – ბუჭუია ხო იცი, უშნოთ რო იფხორება, მისი ბიჭის დანიშნულს თურმე სხვა ნაყვარება და დღე-დღეზე ქალაქში მასთან გეიპარება…

ამნაირ დროს მალიმალ გახსენდება ჭურები, ებრძვის მოწყენილობას სუფრის ენამჭევრობა, თამადა გვყავს ისეთი, ევროპას რომ ემხრობა – სუმთლად ადრე, ბატონო, ჩვენ ვყოფილვართ ევროპა, აქაც მალე გვექნება შეძლებული ცხოვრება, ხრუშოვი და ბრეჟნოვი აღარც გვენახსოვრება…

უნაირო, უჟმური გაიჭიმა ჭოროფა, დაგვიჟია ლოგინი, დაგვიყენა ტბორები, თუმცა აწი, საცაა, მიწაც გაიზმორება, სუსხი გაიპარება, სითბო მოგვეპარება, წყაროდ დაიწურება მთათა თოვლის კირთები, ღირღილით დაგორდება გოჩგოჩანა ზვირთებად, მინდვრები მოირთვება, დაივსება კვირტები…
ნურაფერს შემპირდები!
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:37 am

ტაში ბიჭო, გიორგუნა

ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.

მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.

მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის. ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.

გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…

ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,

რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.

ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა.

მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:39 am

გინდა ღიმილის დაფარვა

გინდა ღიმილის დაფარვა,
ტუჩის კუთხეში მალავ,
ჩემს გულზე ფიფქად დაქარგვა
მოასწარ ნუკრისთვალავ,
ზღაპრიდან გამოპარულო,
ზაფრის დამცემო ძალავ,
ტრფიალის ალის მამდებო,
ბრიალა ნაპერწკალავ,
ისეთი შუქით ამავსე,
ისე მჩხიბავ და მთვალავ,
აგრე უღმერთოდ ლამაზი
რამ გაგაჩინა ქალავ…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:40 am

კესანეს გაღვიძებისა

ამ გორისა, კორკორისა, მშვენებაა კესანეო, პაწაწინა სარკე ცისა, საფირონად მკვესარეო, თითქო სიოც მისად ქრისა, ნამიც მისად გადმოდისა, იმოდენა იმაქნისა, ლექსად გამაქეზა მეო.

დედოფალი სიტურფისა და ფერია სინაზისა, გაგაქეზებს, მა რას იზამს, ცვარნამს მძივად რომ აისხამს და იმ ჟანტის ანაბზინით შემოგცინებს დილასისხამს, სიკამკამით მინანქრისა, პაწაწინა კესანეო.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:45 am

ატმის ყვავილი

როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას, ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.

არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი,
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.

ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი და ოცნებაში სულ თან დაგყვება …
შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:48 am

ბატონო ვაჟავ,

თქვენს მოწოდებას გამოვეხმაურე ჩემი ჭკუითა და ვიფიქრე - ერთი-ორი ლექსი მაქვს სატრფიალო და იმათ დავდებ აქა თქო.
ახლა გადავხედე და ეს რა ამბავი დამიდია.
თუმცა წაშლაც დამენანა და თავი ვიმართლე - კაცია და გუნება, ამ ჭრელაჭრულაში ვის რა მოეწონოს იქნებ და ვის რა მეთქი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 11:25 am



ძმაო კობა,
ერთმანეთი არ გვინახავს,მაგრამ საიტის სივრცეში იმდენჯერ შევხვედრივართ , თქვენობით აღარ დაგელაპარაკები...
კიდევ კარგი, რომ არ წაშალე ეს მშვენიერი ლექსები,რომელთაგან ზოგიერთი ჭეშმარიტად სიყვარულის საგალობელია...აქ ბევრი რამეა ისეთი,რაც ასე აკლია დღევანდელ ყოფას_ნაცრისფერ სინამდვილეს:ხალასი გრძნობა,პირველყოფილი მშვენიერების მადლი,ბრწყინვალე იუმორი,სუფთა გული და ნათელი გონება. cheers
...
"სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან"_კი აწერია ამ განყოფილებას,მაგრამ არა და არ ჩანან სტუმრები და ,აი,შენი სახით დიდებული სტუმარი გამოჩნდა.იმედია,არ დაივიწყებ იმ პატარა ქოხს,რომლის კარსაც აწერია:"უკვდავებისა წყაროო..."
sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 11:39 am

ვაჟა ხორნაული wrote:


ძმაო კობა,
ერთმანეთი არ გვინახავს,მაგრამ საიტის სივრცეში იმდენჯერ შევხვედრივართ , თქვენობით აღარ დაგელაპარაკები...
კიდევ კარგი, რომ არ წაშალე ეს მშვენიერი ლექსები,რომელთაგან ზოგიერთი ჭეშმარიტად სიყვარულის საგალობელია...აქ ბევრი რამეა ისეთი,რაც ასე აკლია დღევანდელ ყოფას_ნაცრისფერ სინამდვილეს:ხალასი გრძნობა,პირველყოფილი მშვენიერების მადლი,ბრწყინვალე იუმორი,სუფთა გული და ნათელი გონება. cheers
...
"სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან"_კი აწერია ამ განყოფილებას,მაგრამ არა და არ ჩანან სტუმრები და ,აი,შენი სახით დიდებული სტუმარი გამოჩნდა.იმედია,არ დაივიწყებ იმ პატარა ქოხს,რომლის კარსაც აწერია:"უკვდავებისა წყაროო..."
sunny

მაშ ვაჟათი მოგმართავ. ჩემთვის ეს სახელი იმდენად შინაურია, ბატონობას მართლა ვერ იტანს.
ერთი ლექსი მაქვს, რომელიც თითქოს ე მაგ შენს ქოხზეა დაწერილი. ახლა დავდებ აქა და აბა თუ ემთხვევა ჩვენი განცდა

წისქვილისა

ვიდრე ხანდარა მარტი დაიბეჩავებს ავდარს, ტყემლის ფიორა კვირტი ედიდგულება ზამთარს.
ქრის აბეზარი ქარი, თებერვლის ავი კუდი, ამღვრეულია დარი, თქეშს ენაცვლება ფრუტი.
ხან რომ შხაპუნა წვიმა დაუჭაქუნებს კრამიტს, ხანაც ჭიატი მცირე შემოაბრუნებს ამინდს.
ნიავს ჭორივით დააქვს ფთილა ფოშფოში ნისლის.
რა საამური ხმა აქვს ხევში გამართულ წისქვილს, უძირო გუდას ზღაპრის, თავადაც ლამაზ ზღაპარს, გზას შერჩენილი მგზავრის იმედს და თავშესაფარს.
ღარს დასხლეტილი წყალი ჩაუხვევია ბორბალს, კოტრიალობს და ბორგავს, როგორც აშიკი ცხარი. თავბრუდახვეულ დოლაბს კრიჭა უზოგავს ხორბალს, საკვამურს ცაში ბოლის აუკლაკნია ხიდი, მოღონიერდა ბინდი, ბორცვები გადახუნდა, ზის მეწისქვილე ბონდო, ბევრი არც არა უნდა, ცოტაოდენი მინდი, ორი იმდენი – ჭორი, აჰა, ეშველა მგონი, მგზავრი გამოჩნდა შორი.
მალე გუზგუზა ბუხარს მიუცუცქდება ორი და მონდომებით გაჩხრეკს ყოფიერების ავ-კარგს, მოიგონებენ ამბებს, გარდასულსა და გამქრალს, და ამ დუდუნის მიღმა სევდის ელფერი დაკრავს ღარში ნაკადის რაკრაკს და სარეკელას რიკრიკს,
წისქვილმა ფიქრი იცის, ფიქრი შორეთში მიქრის…
საიდუმლოსი, დიდის, მოგეძალება განცდა, წუთისოფელი, ფლიდი, რა დაუნდობლად გძარცვავს, როცა სიცოცხლეს შენსას ისე ღერღავს და ნაცრავს, როგორც ბუხარი წკირს და როგორც დოლაბი მარცვალს…
სმენას მოგტაცებს წამით შურშული ხმელი ისლის, ამ ბურდებიდან ღამით ჭინკის ფხაკურიც ისმის, ბუხარში ფიჩხი, სველი, ბრაზობს, ნაპერწკალს ისვრის, მოჰყვება ხიბლი ძველი ხევში გამართულ წისქვილს, სადაც ფიქრი და განსჯა ხანდახან ლექსად იშვის და იწრიტება ხვიმრა, როგორც საათი ქვიშის, სადაც დოლაბის ღირღილს უხამებს გული ძგერას და გაუმხელი შიშით ეპოტინება მზერა ნისლეულების გროვას, შორეულ ცაში მბოლავს
და თვალსაწიერს ჩვენსას,
ერთ უზარმაზარ დოლაბს.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 11:52 am




მშვენიერი ლექსია,გულიდან ამონათებული,ერთი ამოსუნთქვით ამოთქმული_ისეთი, უამრავ გაკეთებულ ლექსს რომ გადაგავიწყებს...ოღონდ, ამ თემიდან გამომდინარე,ლექსში ქალიც რომ კიაფობდეს,მართლაც,საოცრება იქნებოდა...Smile king cheers queen

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 12:05 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
[color=blue]


მშვენიერი ლექსია,გულიდან ამონათებული,ერთი ამოსუნთქვით ამოთქმული_ისეთი, უამრავ გაკეთებულ ლექსს რომ გადაგავიწყებს...ოღონდ, ამ თემიდან გამომდინარე,ლექსში ქალიც რომ კიაფობდეს,მართლაც,საოცრება იქნებოდა...Smile

აი აქ კი გაიკიაფებს ქალი, მაგრამ ჩემთვის ეს ქალი საერთოდ ფარავს ამ ცნებას

იმ ქუთაისელ თამადას

თავისუფლება როს დასამარდა, წამოგვიხშირდა პურისჭამები, სუფრასთან, ბოლო თავშესაფართან, მხარიმხარ ჩასხდნენ ჩვენი მამები, რამეთუ არსით, გარდა წარსულის, არ დარჩენოდა სულს გასაქანი…

თუნდ ვეება და უკიდეგანო, საკანი მაინც არის საკანი.

აქ დრო არავის ახსენდებოდა, აქ სიტყვა იყო საქმე, ქებული, ტყვეობის ვადაც ასე დნებოდა, ქართველობისთვის დაწესებული.

აჟღარუნებდნენ ენებს მამები, მომავალს ჭვრეტდნენ დაიმედებით, იკრიბებოდნენ, სათქმელს ჩურჩულით ეპარებოდნენ, ხოლო დედები ფერიებივით არაფრისაგან აკოწიწებდნენ ზღაპრულ პურმარილს, როდესაც ლუკმა იყო დათვლილი და მაინც ღვთისა იყო სტუმარი, რომ კაცებისთვის თუნდ ერთი ყლუპი ეჩუქებინათ თავისუფლების…

და იცლებოდა ფისო-ყულაბა, რომელსაც ერქვა “ლაკის ტუფლები”.

ნუნუას მადლით ისევ ღვიოდა სული, ბორკილით განაწამები, დრო მიდიოდა, მამებთან ერთად სასჯელს იხდიდნენ სელის სკამები,

და როცა სუფრა დააპირებდა განმარტოებას თავის ნაღველთან, სკამზე შემდგარი მასპინძლის ლეკვი შეუბერავდა მიმქრალ ნაღვერდალს:

“- ვინა სთქვა, თითქოს პატარა იყოს ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,

ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე, ვინ მოიგონა სიმცირე მისი…”

ღვიოდა სული, გულებს კი ხრავდა ავი დროების სუსხი მზაფრავი და იმედისკენ გაწელილ გზაზე ემატებოდა საფლავს საფლავი…

ნაბრძოლ-ნაგვემო თაობავ ჩემო, ჩემო ჭაღარა ლომების გუნდო, თავისუფლების რა იცის გემო, ვისაც არასდროს სდებია ხუნდი.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 12:26 pm



აჟღარუნებდნენ ენებს მამები, მომავალს ჭვრეტდნენ დაიმედებით, იკრიბებოდნენ, სათქმელს ჩურჩულით ეპარებოდნენ, ხოლო დედები ფერიებივით არაფრისაგან აკოწიწებდნენ ზღაპრულ პურმარილს, როდესაც ლუკმა იყო დათვლილი და მაინც ღვთისა იყო სტუმარი, რომ კაცებისთვის თუნდ ერთი ყლუპი ეჩუქებინათ თავისუფლების…

...
queen cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 12:37 pm

აქაც გაიკიაფებს რამდენიმეგან ქალი.
ესაა ჩემი პატარა ვეფხისტყაოსანი და ქართული მითოსის საგალობელი. ძალი და გული არ დამიკლია. უფრო სწორად, რა ძალამ დამაწერინა თავად არ ვიცი. რო მოვრჩი და წავიკითხე, ისეთი გაუცხოება მქონდა, რომ სერიოზულად შევშინდი - ეს ჩემგან როგორ გამოვიდა თქო, ან საიდან, ან რატომ ჩემგან...

ერკელია

ესეც კიდევ ტევრის კიდეე… მოარულო, აწი საით?

საცალფეხო ეს ქაშანი რახანია ჩაუქს ელის, სველი, როგორც ღაწვი შველის, არშავიანმინაშვერის.

რატომ გიხმობს, რას გიმზადებს, ანდა, თუკი სანდო არის, სამშვიდობოს თუ გაგიყვანს, ვით შიბ-თოკი იახსარის.

ხევის ხახა საზარელი ამოგცქერის როგორც არჩივს, აქ გუმანი თუ გიშველის და თამამი კვალი არჩვის.

ამ წავარნას რომ დალახავ, ჯილდოდ ნახავ, ცასთან ახლოს, ტინებს, ჯიქთა სათარეშოს და ორბების სამოსახლოს.

გლუ კოტორზე რომ შედგები, ხვდები, რატომ გინდა ფრთები.

ამ დროს გიჯობს იყო მარტო, მარტოობა არ იდარდო,

და ნურც ნურვის ნუ გაანდობ, ნუ გაუყოფ ქვეყნად ნურვის ამ ლიტაოს, ნისლით ბურვილს, სივრცის წყურვილს, დეკას სურნელს და გაფრენის გიჟურ სურვილს, სიკვდილამდე განუკურნელს.

***

თუმც ციცაბო ქარაფისკენ როდი არის გზა იოლი და ჭაუხის ირმიც შიბზე მიხვალ, როგორც მთვარეული.

იქ ოლე დგას, ხე ეული, შეუცნობი, შორეული, ობლისსევდამორეული შენი სულის ორეული, დროს შეუხრავს მისი გული სიცოცხლისჟამმოლეული, ფუტუროში მარჯვე ფუტკარს გაუმართავს გოლეული.

თუნდ გველფერნი განარისხო, შეუდექი ბილიკს მისკენ, რომ შეიცნო, რაა ის ხე, გახრეკილი სიბერისგან, ქარისა და გრიგალისგან წაფერდილი უფსკრულისკენ, ნატვრის ხეა, სიცოცხლის ხე, თუ კოპალას კიბე ცისკენ.

***

არ გეგონოს დაითარსე, სამიზნეში კარგად გახე, ამირანის ნატახტარზე რკოს მიირთმევს შავი ტახი. ახლა გინდა ორბის აღი, რომ დალაშქრო ზეცის თაღი, თორემ ტყეში წარამარა იკარგება ნიშანგეში.

და თუ ბედმა გაგიღიმა, იქნებ სადმე მოჰკრა თვალი, ნაკადულში, ქვაზე მჯდარი, ვით ივარცხნის დალალს ალი და კულული მისი, ჟღალი, ჩქერში როგორ ათინათობს და გრძნეული ხიბლი მისი როგორ გითრევს, როგორ გათრობს.

ალის ბებლით განათვალი წინ წახვალ და – ფაფუ ალი!

და ეს ბოლოც არის ახი – გახედავ და – ფაფუ ტახი!

***

ახლა ყოველ ნაბიჯს შენსას აყურადებს ალბათ დალი, ღიღილოსფერ მის თვალებში კვესავს ავი ნაპერწკალი.

გამოცდაა სიჩაუქის ხევის ფერდი და ფერცხალი.

თუმც გუმანი გაიმედებს, რომ ღმერთქალი, სარიდალი, არ გაგიშვებს ხელმოცარულს და რაიმეს გაიმეტებს…

გასწი ჯიხვო, რა ფეხს ითრევ, მიეფარე ა იმ გორას, თითქოს თავად ოჩოპინტრემ მოგაწება თოფის კორას, კამარა ჰკარ, განმერიდე, ჯანზე მყოფი თუ ხარ ხარი, თუ გივარგა ხორცი კიდევ, ან ტყავი გაქვს მოსახმარი.

***

დრო დამდგარა მზეჩაისი და ციბოლოც გაძლევს ნიშანს – გასრულდაო კოჭიმელზე კოტრიალი ბარბალისა.

სწორედ ამ დროს, შავი შაშვი დაისს გულს რომ მიაფიცხებს, ჩამავალ მზის ძველთა-ძველი საგალობლის სტვენას იწყებს.

უსიმღერებს, ყელს უღერებს და ისეთი ვნებით გალობს, თითქოს უნდა ამ ღვთაებრივ მელოდიით შეუთვალოს – მგალობელთა-მგალობელი მე ვარო თუ მაფშალია .

პირველობის რა მითქვამს და, ჰაუ რა ხნის მაშვრალია,

ახლა უნდა, რომ ბოლო სხივს გადაასკვნას თვისი ბგერა და ის სხივი მისმა მღერამ მგონი მართლა შეაჩერა…

და დასტურად მის ნისკარტზე გაკრთა დურცხი ათინათი…

… მეტოქეობს მაფშალიას მილიონი წელიწადი.

***

ვერცხლის შუქით დაფენილა მირა-მორა ყველა გორა.

გარინდულა იაკამი, მონუსხული ამგვარ ღამით, ჯერ დარია, ცა კამკამებს, თავს გახსენებს მხოლოდ ნამით.

ვარსკვლავებიც სარგებლობენ ცის ამგვარი სიკამკამით, ზიკზიკებენ, ციაგობენ არნახული სითამამით.

და ბარბალით მაძღარ მიწას მკერდი ხვატით თუ უხურდა, ახლა ყველა მის ნაპრალში სინოტივე ჩასადგურდა.

სადღაც, მყუდრო კადას ძირას შეაფარებს ფარას მწყემსი, ხმიადი და ხიწიწიც აქვს, მადიანად წასახემსი.

და სანამდის ძილს მიანდობს თაქნაბადის მყუდრო კალთებს, ფიჩხის გროვას უტრიალებს, გობრიალა კოცონს ანთებს.

***

იალკიალს ციცაგი ცვლის, პულას ემატება პულა, უჯმაჯურად შეიგრაგნა უწყინარი ღრუბლის ქულა.

მალე ალბათ ცის მჭედელი მოიმარჯვებს ზორბა უროს, ავდარი რომ გამოკვეროს, ქურა უნდა გაახუროს.

ახლა დროა მგელმა ბუნაგს, თაგვმა სოროს მიაშუროს, ბუკნაჭოტმაც წვიმის შრიალს ფუღუროდან მიაყუროს.

მანამდე კი მაცნე თქორი ეპკურება ფოთოლ-ღეროს, თითქოს უნდა სათითაოდ მოეფეროს, მიუმღეროს.

ზეცა მიწას აესვეტა, რას დაადგა ნეტავ თვალი, და ღრუბელიც აიჯაგრა, როგორც შარიანი მთვრალი, ულაყივით აღერღილი წაეფოფრა თავის რჩეულს, ჭალას, ცისნამმონატრებულს, მოფერებაგადაჩვეულს.

ხოლო ფიტი, ონავარი, სანამ კორტოხს დაჭანგავდა, გაღმა ღრუბელს მიაფრინდა, მასაც გაუმაჭანკალდა.

ვიდრე მიწა, მოწყურალი, დელგმის თასებს მოიყუდებს და რუკრუკა ნაკადულებს კალაპოტებს აუმტუტებს, რას განიცდის ნეტავ ჩიტი, წამხობილი თავის ბუდეს…

***

შენ კი დარანს შეეფარე, სხვა რა გზაა, დაიცადე, ანდაც სცადე, და ყოველი ცასთან ერთად განიცადე.

არმურს მიღმა ვარსკვლავები რახანია აღარ ჩანან, ქარი შფოთავს, მისმა ქსინვამ კედელს მიღმაც გაატანა.

დაიჭექა აქა-იქა, აფარფატდა ჭრაქის ალი, როგორც მოცეკვავე ქალი და ოთახიც, მის ლაციცში, შეფრთხიალდა ფერმიმკრთალი.

მიწამ ზეცა შეისრუტა, ზეცა მიწას ჩაეხუტა, ეს იმ მიწას ჩაეხუტა, დიდი ხნით რომ გაებუტა.

აქამომდე მოფაჩუნეს მისცემიათ გული რუებს, მალე ალბათ მათი ყეფა არე-მარეს დააყრუებს.

ამ ლელეხში თვით ეშმაკიც ეძებს თურმე თავშესაფარს, შენ კი გულში ღიღინს იწყებ, ამინდისთვის არშესაფერს:

– როცა სარკმელს წვიმა ლოკავს, ელვის შიშით ჩრდილი ტოკავს,

და საავდრო, ვეშა ღრუბელს ვნება ვეღარ მოუთოკავს,

ამ დროს ვერა შეედრება მონადირის მყუდრო სადგომს,

ჭრაქის შუქზე ჩამოჩხაპნილ სტრიქონს, გულით ამონათქომს,

ამ ღადარში შემწვარ სოკოს,

ოცნებაში – გაღმელ გოგოს…

ჰაიიი ჰაააა!

***

საჩალის წვერს პირიმზე ზის, კამარ-ქალის მამა ავი, აღერღილი, კოპშეკრული, საშინელი სანახავი, თითქოს ძილი არ აცალეს, უდროო დროს გააღვიძეს, დიდრონ თვალებს აღვარღვალებს, სამოსისხლოდ ეძებს სიძეს, რისხვას ანთხევს, ცაიერადს, აუწერავს კაცის ენით, ბასტის როკავს, მერეხს კაფავს მოელვარე ჯავარდენით.

აუშლია ღრუბლის ჯარი – ლეგა, ბენცი, თალხი, რუხი, არე-მარეს ატორტმანებს ზათქი, მათგან მონაქუხი.

ხოლო ქარი, ბობოქარი, ხევხუვებში დაშლიგინებს…

და ბუნებაც ამ საოცარ სახიობით გაგრძნობინებს – რა ფიორი და მინუნა არის თურმე შენი ნება…

შეხსენება უნდა ამის, განა შენი შეშინება.

***

თავზე ზვავი, ძირს – გვერძნელი, გზა გრძელი და ეგზომ ძნელი, ეს გზა მუდამ რჩეულს ელის, აქ ვერ ივლის ვინმე ტრელი, ჯინაგარი კაცის არის ეს გრძნეული იკანკელი, უთვალავჯერ გავლილი და უთვალავჯერ გასავლელი…

რატომ გიხმობს, არვინ იცის, გამოცანა ცის და მიწის, აქამომდე აუხსნელი სივრცე, სულის შესაძვრელი, ავგავანი უსამანო, სოფელს მიღმა გარესკნელი, ნადირის და მონადირის საზიარო სამყოფელი…

ანდა რატომ მეორდება ეს ამბავი, ძველზე ძველი…

იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 2:12 pm



გაიხარე,ძმაო კობა.
როგორი ფერმკრთალი და მოწყენილი იქნებოდა ქვეყანა უქალოდ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 29, 2009 4:06 pm

***
ჩაბალხეთით გადვიხედე,
წარბი წვრილად გადგეხარა,
წარბის გრილო პირზე გადგა,
თმა ნისლებურ გადგეყარა,
ერთი კიდევ შამამხედე,
შენი ჭირი შამეყარა.
queen sunny king flower cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Sun Nov 22, 2009 9:28 pm



* * *

შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ
კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ,
მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ,
იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ,
ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Sat Nov 28, 2009 9:14 pm

შატილის ასულო

შატილის ასულო, ლერწამო ხადიშათ,
სწორებში აგირჩევ ვაჟკაცის ხელითა,
შატილის მთებიდან თუშეთში წაგიყვან,
კლდეებზე მფრინავი საღარა ცხენითა.
ბიჭავ, მეც მათრთოლებს ხუჭუჭი თმები და
კლდეებზე ძგრიალი მაგ ცხენის ნალისა,
პატარძლად წამიყვა შატილის მთებიდან,
მაყრებად გაგყვება ვარსკვლავნი ღამისა.
ფრიალოს ბილიკზე ამ მკერდით გატარებ,
გრიგალში დაგიცავ მეცხვარის ნაბდითა,
კლდის ზვავის ნაჟურით დაგიბან მაგ თვალებს,
შეგმოსავ პირიმზით ნაქარგი კაბითა.
მზითვებად ცხვრის ფარას მოვრეკავ მთებიდან
და მაყრულს დავუკრავ შურთხების ქნარითა,
დღის სიცხეს დავადნობ წამწამთა ფრთებით და
ჯარჯივით დაყრილი ამ თმების ქარითა.
შევუღლდეთ, შევერთდეთ, ლერწამო ხადიშათ,
ვით მთათა ჩანჩქერნი ერთმანეთს ერთვიან,
თუშეთში მზე ნათობს ხევსური ქალისაც,
თუშთა და ხევსურთა დღეს ფიქრნიც ერთია.
ტრფიალი ვაკურთხოთ, ვაჟაუ, ცივი წყლით,
მირონი ავიღოთ ბორბალოს ხევიდან,
შატილის მთებიდან მოყვრობის ბილიკი
ალვნისკენ გადავჭრათ საღარა ცხენითა.
თუშ მოყმეს თვალთაგან ცრემლები დამცვივდა
მთებისკენ ცქერაში და ტიალ ლოდინში...
უშენოდ ალვანი ყინვა მწვავს და მცივა-
შავი კლდის შავ ნატეხს, იოსებ ლონგიშვილს.

1960 წლის აგვისტო
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Dec 01, 2009 5:32 pm



***

იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
შეგამკო სურნელებითა.

***
იმერეთი დამივლია,
ქართლი შემიჯერებია,
არ მინახავს შენისთანა,
ყელი მოგიღერებია.
წამწამსა და წამწამს შუა
ბაღი გაგიშენებია,
შიგ სურვილი ჩაგისახავს,
ყველა გაგიშტერებია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Dec 10, 2009 5:50 pm




თავფარავნელი ჭაბუკი


თავფარავნელი ჭაბუკი
ასპანას ქალსა ჰყვარობდა,
ზღვა ჰქონდა წინად სავალი,
გასვლას შიგ არა ზარობდა.
ქალი ანთებდა სანთელსა,
სანთელი კელაპტარობდა,
ერთი ავსული ბებერი
ვაჟისთვის ავსა ლამობდა,
სარკმელზე ანთებულ სანთელს
აქრობდა,აბეზარობდა,
თან ამას ეუბნებოდა;
–წინადაც ეგა გყვარობდა!
ვაჟი მიანგრევს ტალღებსა,
გულ–მკერდი არა ჩქამობდა.
ცალ ხელით დოლაბი მიაქვს,
ცალ ხელით ნიავქარობდა,
ზღვის გაღმა ერთი სანთელი
გამოღმა კელაპტარობდა.
ღამე ჩამოდგა წყვდიადი,
უკუნს რამესა ჰგვანობდა,
ტალღა ტალღაზე ნაცემი
ვაჟის ჩანთქმასა ლამობდა.
დაჰკარგა ფონი,შეშჭირდა,
მორევი ბობოქარობდა,
გათენდა დილა ლამაზი,
კეკლუცის თვალებს ჰგვანობდა,
წყალსა დაეხრჩო ჭაბუკი,
ჭოროხზე ეგდო,ქანობდა,
წითელი მოვის პერანგი
ზევიდან დაჰფარფარობდა,
ლეშს დასჯდომოდა ზედ ორბი,
გულს უგლეჯავდა,ხარობდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Dec 17, 2009 3:19 pm



***
ქალო,გიხდება ქამარი,
ვერცხლის ღილები წელზედა,
ისე მშვენივრათ დასდიხარ,
ვით წყაროს წყალი ქვებზედა.
ლამაზო,შენ ამასა გთხოვ,
ხელ ნუ აიღებ ჩემზედა,
სუ რო მუდამ დღე მე მწყევლო,
შემოგეხვევი ყელზედა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Sun Jan 17, 2010 6:34 pm

***
უძვირფასესად მივიღო,
თუმცა მიბოძო თმაია,
მალმალ დავხედო,ვაკოცო,
ხშირად ვიძახო "ვაია..."
ტანზედ სუდარი ჩამაცვი,
გულზედ დამადევ ქვაია,
ამავე წუთში მომკალი,
თუ მიჯნური გყავს სხვაია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Mon Aug 23, 2010 6:19 pm


***
ლალის ფერი გაქვს ლოყები,
თეთრ გედს მიგიგავს ყელია;
ლერწამის ტანი გერხევა,
თვალები კაცის მკვლელია!

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jan 11, 2011 5:26 pm


***
ამომავალ მზეს გამსგავსებ,
მინდორს რომ მოეფინება,
ქალო,შენს პატრონს შენთანა
რა ტკბილად დაეძინება.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   

Back to top Go down
 
უკვდავებისა წყაროო
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”ვაჟკაცობისას ამბობენ” და "უკვდავებისა წყაროო" - სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან-
Jump to: