არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 უკვდავებისა წყაროო

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 16, 2009 9:10 am

***
შენ,მთვარევ მანათობელო,
მთა-ველი გაიარეო,
გადაანათე ტიალი,
ეგ გომეწრისა მხარეო,
უთხარი ერთსა ტურფასა:
იცოცხლე,გაიხარეო,
შენი გულისა არ ვიცი,
მე კი ვერ გავიხარეო,
დავკარგე ერთი იმედი,
სიცოცხლე გავიმწარეო,
რად არა მოვკვდი წინავე,
რის ვიყავ მაძებარეო...
გამომიგზავნე წერილი,
პირად მზევ,სავსე მთვარეო,
გამაგებინე ამბავი,
რაც რომ მე დაგიბარეო,
ჩემი გულისთვი გადმოდი,
მნახე და გამახარეო,
ან დაწერილის სიტყვებით
გულს ვარდი დამაყარეო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Fri Jun 19, 2009 7:27 pm

***
ალმასის ფანჯარაშია,
ქალ,დაგინახე პირი მე;
მას აქეთ შენს გონებაში
არ მამივიდა ძილი მე;
ღამეს ვათენებ თეთრადა,
დღე ვზივარ,გგონებ,ვტირი მე,
თუნდ მამკალ შენის ხელითა,
მოდი კი,შენი ჭირიმე!..
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Wed Jun 24, 2009 9:20 am

თეთრი ქორი გამოფრინდა
შავარდენის ბუდიდამა,
ქალმა ვაშლი გადმომიგდო, queen king
ამოიღო უბიდამა:
”ჩემეულად შაინახე,
არ გადმიგდო გულიდამა!” sunny flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 2:48 pm

არ გათენდება სთვლის ღამე,
ღამებნელობა კი არი...
მთქმელო,ვერ ამსრულებელო,
რაღა შენ სიცოცხლე არი!?
ნეტავი ვაჟად მაქცია,
ქალი არა მქნა თმიანი,
მემრე შაგვყარნა ერთადა
ორნივ ჭრელმათრახიანი,
ვერც მაშინ გაიგებდია,
რაც ჩემი გულის ზნე არი!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 3:35 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
არ გათენდება სთვლის ღამე,
ღამებნელობა კი არი...
მთქმელო,ვერ ამსრულებელო,
რაღა შენ სიცოცხლე არი!?
ნეტავი ვაჟად მაქცია,
ქალი არა მქნა თმიანი,
მემრე შაგვყარნა ერთადა
ორნივ ჭრელმათრახიანი,
ვერც მაშინ გაიგებდია,
რაც ჩემი გულის ზნე არი!

Arrow

ეს ხვარამზეს ლექსია, ვაჟიკავ, და რატო არ მიაწერე ავტორი?
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 7:21 pm

ვაჟა ხორნაული wrote:

ან შენ რამ დაგემართება, queen Question
მგმობი გავხდები ბედისა,
ან მე გამრიყავს ჭალებზე
ზვავი დაღესტნის მთებისა,
ან კლდეზე გადავვარდები,
ჯოგი დამესხმის მგლებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოგზავნილი მტრებისა!.. Question Exclamation
ჩამომყვებიან ყორნები,
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
სალეკეს მონაძოძდება
ნათოსი ჩემის ძვლებისა.
რა დედა ამიტირდება,
რა მამა შასწუხდებისა?
შენ მაინც დამიტიროდი, Sad queen Sad
ჩემებრ ტანჯულო ბედისა,
რა ვიცი,მე ჩემს გეძახი,
იქნება გახდე სხვებისა...

...
მთქმ.მზექალა არაბული,Cამწ.ნ.სახელაშვილი.
დავით გოგოჭურის პირადი კოლექციიდან.
...
ლექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ანთოლოგიას.
როგორ იგრძნობა სიყვარულის მადლი და სილამაზე,
სევდა და სიხარული!..


ბატონო ვაჟა! ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეს მზექალა არაბულის კი არა მიხა ხელაშვილის ლექსის "ჩემო მნათობო" (მიხა ხელაშვილი, "ლექსო ამოგთქომ ოხერო", 2006წ. თბილისი გვ.75)ნაწყვეტია, რომელიც ხევისჭალაში დაუწერია და 1924 წლითაა დათარიღებული. ასევე მიხა ხელაშვილია მინიშნებული ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორად ლელა თათარაიძის აუდიოდისკზე... Shocked Shocked
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 7:36 pm

სანათა wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:

ან შენ რამ დაგემართება, queen Question
მგმობი გავხდები ბედისა,
ან მე გამრიყავს ჭალებზე
ზვავი დაღესტნის მთებისა,
ან კლდეზე გადავვარდები,
ჯოგი დამესხმის მგლებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოგზავნილი მტრებისა!.. Question Exclamation
ჩამომყვებიან ყორნები,
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
სალეკეს მონაძოძდება
ნათოსი ჩემის ძვლებისა.
რა დედა ამიტირდება,
რა მამა შასწუხდებისა?
შენ მაინც დამიტიროდი, Sad queen Sad
ჩემებრ ტანჯულო ბედისა,
რა ვიცი,მე ჩემს გეძახი,
იქნება გახდე სხვებისა...

...
მთქმ.მზექალა არაბული,Cამწ.ნ.სახელაშვილი.
დავით გოგოჭურის პირადი კოლექციიდან.
...
ლექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ანთოლოგიას.
როგორ იგრძნობა სიყვარულის მადლი და სილამაზე,
სევდა და სიხარული!..


ბატონო ვაჟა! ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეს მზექალა არაბულის კი არა მიხა ხელაშვილის ლექსის "ჩემო მნათობო" (მიხა ხელაშვილი, "ლექსო ამოგთქომ ოხერო", 2006წ. თბილისი გვ.75)ნაწყვეტია, რომელიც ხევისჭალაში დაუწერია და 1924 წლითაა დათარიღებული. ასევე მიხა ხელაშვილია მინიშნებული ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორად ლელა თათარაიძის აუდიოდისკზე... Shocked Shocked

ასეთი რამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ ,რაც არაზუსტი კომენტარების ბრალია.მთქმელში ნაგულისხმევია ადამიანი,რომელმაც ესა თუ ის ლექსი ჩააწერინა სხვას.
სტილი აშკარად ხელაშვილისეულია.გმადლობთ გამოხმაურებისათვის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 8:16 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
სანათა wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:

ან შენ რამ დაგემართება, queen Question
მგმობი გავხდები ბედისა,
ან მე გამრიყავს ჭალებზე
ზვავი დაღესტნის მთებისა,
ან კლდეზე გადავვარდები,
ჯოგი დამესხმის მგლებისა,
ან ტყვია შემათამაშებს
გამოგზავნილი მტრებისა!.. Question Exclamation
ჩამომყვებიან ყორნები,
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
სალეკეს მონაძოძდება
ნათოსი ჩემის ძვლებისა.
რა დედა ამიტირდება,
რა მამა შასწუხდებისა?
შენ მაინც დამიტიროდი, Sad queen Sad
ჩემებრ ტანჯულო ბედისა,
რა ვიცი,მე ჩემს გეძახი,
იქნება გახდე სხვებისა...

...
მთქმ.მზექალა არაბული,Cამწ.ნ.სახელაშვილი.
დავით გოგოჭურის პირადი კოლექციიდან.
...
ლექსი,რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ ანთოლოგიას.
როგორ იგრძნობა სიყვარულის მადლი და სილამაზე,
სევდა და სიხარული!..


ბატონო ვაჟა! ძალიან დიდ ბოდიშს კი მოგიხდით, მაგრამ ეს მზექალა არაბულის კი არა მიხა ხელაშვილის ლექსის "ჩემო მნათობო" (მიხა ხელაშვილი, "ლექსო ამოგთქომ ოხერო", 2006წ. თბილისი გვ.75)ნაწყვეტია, რომელიც ხევისჭალაში დაუწერია და 1924 წლითაა დათარიღებული. ასევე მიხა ხელაშვილია მინიშნებული ამ ტექსტზე შექმნილი სიმღერის ტექსტის ავტორად ლელა თათარაიძის აუდიოდისკზე... Shocked Shocked

ასეთი რამის მოწმე არაერთხელ ვყოფილვარ ,რაც არაზუსტი კომენტარების ბრალია.მთქმელში ნაგულისხმევია ადამიანი,რომელმაც ესა თუ ის ლექსი ჩააწერინა სხვას.
სტილი აშკარად ხელაშვილისეულია.გმადლობთ გამოხმაურებისათვის.

...
როგორც ჩანს,ხევსურეთში გავრცელებული ყოფილა ლექსის ვარიანტები_ამ ვარიანტის ჩამწერია დავით გოგოჭური,განსხვავებული ვარიანტის მთქმელად მოხსენიებულია მზექალა არაბული...

მზექალასეული ვარიანტი ასე იწყება:

ან შენამც დაგემართება,მგმობი გახდები ბედისა,
ან მე გამრიყავს ჭალებზე ზვავი დაღესტნის მთებისა,
ან კლდეზე გდავვარდები,ჩრდილი დამფარავს მთებისა,
სალეკეს მონაძოძდება ნათოსი ჩემი ძვლებისა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 9:49 pm

ეგრეა_ლექსი ხვარამზესია.
ხვარამზე საქართველოსია.
საქართველო ვისია? drunken
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 9:53 pm

ეს პასუხი ეკუთვნის ბობოს ერთ-ერთ ლექსთან დაკავშირებით:
ავტორი-ხვარამზე არ მოგვიხსენებია.
ბოდიშს ვიხდით მკითხველის წინაშე.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 10:03 pm

ჩემო მნათობო
სიტყვა ფიქრია მღელვარე,
ეს გული კალმის წვერია,
ქაღალდზე შავი მელანი
დამდნარი გულის წვენია.
ამ გულის წვენით ნაწერი,
ქალავ , ალერსი შენია,
რაც ჩემ გულს ცეცხლად ედები,
მეორ-მესამე წელია.
გშორდები ფიქრი მატულობს
გულის, გონების მწველია,
ბედკრულს არავინ დამითმობს,
კარგის დათმობა ძნელია.
ხო იცი, წუთისოფელი
რამდენად ცუდის მქმნელია,
აგრე ვგრძნობ, აგრე მგონია.
ავ სიზმარ ამიხდებისა,
ან შენ რამ დაგემართება,
მგმობი გავხდები ბედისა,
ან მე გამრიყავს ჭალებზე
ზოვი დაღისტნის მთებისა,
ან კლდეზე გადავვარდები,
ჯოგი დამესხმის მგლებისა,
ჩამომყვებიან ყორნები,
ჩრდილი დამფარავს ფრთებისა,
სალეკოს მონათოსდება
ნაძოძი ჩემის ძვლებისა.
ან ტყვია შემათამაშებს
გამოსროლილი მტრებისა!..
შენს ნაცვლად ცრემლებს დამაყრის,
ცელქი ჩანჩქერი მთებისა
რა მამა დამიღონდება,
რა დედა ატირდებისა,
შენ მაინც დამიტიროდი,
ჩემებრ ტანჯულო ბედისა,
ჩემს გულში ჩემო მნათობო,
მჩაგვრელო ვარსკვლავებისა
რა ვიცი,მე ჩემს გეძახი,
იქნება გახდე სხვებისა.
მოსწამლე ჩემი სიცოცხლე
წუთები მოსვენებისა.
მშვიდობით მენაც მივდივარ,
დრო არი გამგზავრებისა.

აი, ეს არის ლექსის სრული ვარიანტი და ანალიზი თქვენთის მომინდვია, როგორც სპეციალისტისათვის!

ძალიან კარგად მესმის ბატონო ვაჟა, "მთქმელისა" და "გამომთქმელის" შინაარსი. ისიც კარგადაა ჩემთვის ცნობილი, რომ ფშავ-ხევსურეთში ხალხური და ინდივიდუალური ავტორების ლექსების უამრავი ვასრიანტები ვრცელდებოდა, ისიც კარგად მოეხსენება მკითხველ საზოგადოებას, რომ მიხა ხელაშვილის სახელს ძალიან დიდხანს ტაბუ ედო და დაახლოებით 10-15 წლის წინაც კი შეიძლება ბევრს არ სცოდნოდა, ამ ლექსის ნამდვილი ავტორი...
მაგრამ დღეს უკვე ყველამ იცის... თქვენ არ იცოდით ? თუ არ ჩათვალეთ საჭიროდ ავტორის ხსენება? არადა, სამართლიანობას რომ თავი დავანებოთ, ცხონებული მიხას სულს ბოლო-ბოლო ნათელი არ უნდა დაადგეს?!

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 10:18 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
ცაზედ მოდიან წერონი
მწკრივადა,ჯარის-ჯარადა;
ვერა ჰხედავთა,ტივლებო,
ცრემლი ჩამომდის ღვარადა? Sad
წადით,წაიღეთ ამბავი,
არსად დაჰკარგოთ შარადა;
უთხარით,ნუ დამივიწყებს flower
ქალასა,ტურფას ტანადა;
ნეტარ არ ვაგონდებია_
მე ხო ვსულდგმულობ ძალადა.
Question king Question



მიხა ხელაშვილი


ცაზედ მიდიან წერონი

ცაზედ მიდიან წერონი,
მწკრივად და ჯარის ჯარადა,
ვერა ჰხედავთა ტივლებო,
ცრემლი ჩამომდის ღვარადა.
წადით წაიღეთ ამბავი,
არცად დაჰკარგოთ შარადა,
უთხარით ნუ დამივიწყებს,
ქალას ტურფასა ტანადა,
ნეტავ არ ვაგონდებია,
მე რომ ვსულდგემულობ ძალადა.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Jun 30, 2009 11:15 pm

ზემოთ მოყვანილი ორივე ლექსი მიხა ხელაშვილის წიგნშია ერთმანეთის მიყოლებით დაბეჭდილი...

პირველ შემთხვევაში,ალბათ,არასრული ვარიანტია მიზეზი იმისა,რომ უნებლიედ დავუშვი შეცდომა...

მეორე შემთხვევაში კი მექანიკურად გამომრჩენია ავტორის გვარ-სახელი-ყველაფერი ხდება ამ დალოცვილ ქვეყანაზე:ადამიანს ზოგჯერ საკუთარი გვარ-სახელიც კი ავიწყდება.
...
მეორე ლექსის ავტორის გვარ-სახელი რატომაცაა აწყობილი დიდი შრიფტით,ჩემთვის გასაგებია.ამდენი კითხვის ნიშნებიც გასაგებია_თქვენ ძალიან გიყვართ მიხა ხელაშვილი-ჭეშმარიტად დიდი პოეტი.ალბათ,წაიკითხავდით:ხვარამზეს ლექსისთვისაც გამომრჩენია ავტორის ვინაობა და სამართლიანად დავიმსახურე მიხოს საყვედური.

ჩვენც გვიყვარს მიხა ხელაშვილი და ეჭვიც არ გვეპარება,რომ მისი სული მარადიულ ნათელშია.

...

კიდევ და კიდევ მადლობელი ვარ ასეთი შეხმიანებისა.

queen flower cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Wed Jul 01, 2009 9:04 am

მიხა ხელაშვილი

ნ ა ტ ვ რ ა
-----------

მამაგონდები,მაგრამა ნეტავ,არ მაგონდებოდე,
ნეტაი შენთან მამყოფა,აროდის მოგშორდებოდე.
ნეტავ მქნა ნათლის გვირგვინი,რო თავზე დაგედგმებოდი,
ანა მქნა ზეცის მნათობი,ცით შენთვის ჩამოვხდებოდი,
ან ზღვა მქნა კიდით უსაზღვრო,მთელს ხმელეთს გადავწვდებოდი,
ან გუნდრუკი მქნა სურნელი,რო შენს წინ დავიწვებოდი.
ანდა მაქცია ჩიტადა,უბეში ჩაგიძვრებოდი,
იმაზე მეტსა სიკეთეს სხვას რაღას შავესწრებოდი?
ანა მქნა სუდრის პერანგი,სიცოცხლით ჩაგეცმებოდი,
თავსა და ბოლოს მწდომელი საფლავში ჩამოგყვებოდი,
შენის სურვილით,ლამაზო,სიკვდილსაც დავნებდებოდი.

1920 წელი,ჩარგალი.

...
დიდი შინაგანი(და არამარტო შინაგანი) მსგავსებაა ამ ლექსსა და ხვარამზეს მარგალიტთან_”ვერცხლის თასადამც მაქცია.”
როგორც ცნობილია ხვარამზეს ლექსი ილია ჭავჭავაძეს ჩაუწერია საგურამოში ფშაველი დედაკაცისაგან და შედევრადაც მიიჩნევდა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Fri Jul 17, 2009 9:08 am

***
გაჰხედენ მელნისა ტბასა,
შიგ იაგუნდი დგებაო,
ნეტავი კიდევ მაჩვენა,
ვისთვისაც გული კვდებაო. king queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Fri Jul 31, 2009 8:47 pm



***
ქალი ვარ გასათხოვარი,
ცრემლით ვასველებ კერასა,
არ მათხუებენ ჯალაფნი,
ვემდური ბედისწერასა,
ხევსურის შვილსამც მიმცემენ
ტანათ დაბალსა,ქერასა,
გულიც რომ უძე მაგარი,
ხმალსაც რომ ირტყამს გრძელასა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Wed Aug 05, 2009 8:34 pm



ქალო,ამ ქალაქ ღამესა
შენთვინა ვდგევარ ბანზედა,
როდის იქნება,გათენდეს,
გამოხვიდოდე კარზედა,
გადაგეხვიო,გაკოცო
მარჯვენა ლოყის თავზედა.


king sunny queen


flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Tue Sep 01, 2009 5:58 pm



***

ქალო ალშავო,თვალშავო,
წამწამგიშერა,თმაშავო,
მასწავლე შენი საწოლი,
ია და ვარდი გავშალო.
flower cheers


sunny queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Fri Sep 18, 2009 7:23 pm




ლამაზო,საყდარს წავიდეთ,
დავლიოთ ხატის ნაბანი,
ნეტავი როდის გვეღირსოს,
ერთად გვებუროს საბანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Sun Sep 20, 2009 6:23 pm

***
პირდაპირ ჩამოხვიდოდი
ანგელოზების სახეო,
ხელში ჩხირ-წინდა გეჭირა,
ზედ ოქროს შიბი აძეო;
მკვდარი ვიყავ და გავცოცხლდი,
თვალით რო დაგინახეო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Wed Sep 30, 2009 7:55 pm

ტანად საროტანი ხარ,
პირად სახე მზოვანი,
წალკოტის ყვავილი ხარ,
საყნოსველად თოვანი,
გული შენგნით მოწყლულდა
ოხვრა ვალალოვანი,
ესრეთ ვკვდები სევდისგან,
დღე ბნელდება მზოვანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Fri Oct 02, 2009 1:36 pm



***
რომენ ხარ ნიჩბელაჩიგა,
ვაჟავ,ვინ უკრავ სტვირსაო,
ამაღამ ჩემთან ჩამოდი,
არ დაგაძინებ ძილსაო,
ქერით გაგიძღებ ლურჯასა,
ზედ დაგიკიდებ ლხინსაო,
თვალ შუაღმის დროს გაგახსნევ
ჩემის ფარაგის ღილსაო.


...
ფარაგი_მძივებით მორთული და ფერადი ძაფით მოქარგული გულისპირი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 2:07 am

ვაჟა ხორნაული wrote:


***
რომენ ხარ ნიჩბელაჩიგა,
ვაჟავ,ვინ უკრავ სტვირსაო,
ამაღამ ჩემთან ჩამოდი,
არ დაგაძინებ ძილსაო,
ქერით გაგიძღებ ლურჯასა,
ზედ დაგიკიდებ ლხინსაო,
თვალ შუაღმის დროს გაგახსნევ
ჩემის ფარაგის ღილსაო.

ერთი ავი ზნე სჭირსაო
შენი ფარაგის ღილსაო,
ვინც ხელს შაახებს, კაი ხნით
ემშვიდობება ძილსაო,
ამად ვზი ნიჩბელაჩიგა
და ვაჭყვიტინებ სტვირსაო.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 9:41 am



კობავ,ტრფიალის ლექსები
სასწაულია ღვთისაო,
ბევრიც არაა საიტზე_
თან მოპოვებაც ჭირსაო,
ხანდახან შემომეშველე
(გული ატირე მტრისაო)_
ჩააწყვე მარგალიტები
გინდ_შენი,გინდა_სხვისაო!
king cheers king

Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   Thu Oct 08, 2009 10:26 am

ვაჟა ხორნაული wrote:


კობავ,ტრფიალის ლექსები
სასწაულია ღვთისაო,
ბევრიც არაა საიტზე_
თან მოპოვებაც ჭირსაო,
ხანდახან შემომეშველე
(გული ატირე მტრისაო)_
ჩააწყვე მარგალიტები
გინდ_შენი,გინდა_სხვისაო!
king cheers king

Basketball

წაბლისთაფლისფერთვალავ

მიყვარხარ, თუმცა ეს უკვე იცი,
მაგ ეშმაკუნა თვალებმა გაგცეს,
შეფეთებისას იწყებენ ციმციმს,
მაბეჩავებენ ვერსაით გამქცევს.

მე კი, მას აქეთ, რაც ეს დამმართე,
ლექსად დამჩემდა ფიქრის გამართვა.
და აღარ მახსოვს სხვა მისამართი,
შენი სახლისკენ სავალის გარდა.

ერთხელაც მოვალ და გაგენდობი,
რომ აღარ ძალმიძს ყოფნა უშენოდ,
რომ გაბლანდულან სულში ბინდები
და შენი შუქით უნდა უშველო.

მოვალ და ერთად მოგიძღვნი იმას,
რაც სამყაროა ოცნებით მთვრალის…
გაჩუქებ ვერცხლის წვიმას
და ტბაზე ბილიკს მთვარის,
ცისკრის ვარსკვლავის ციაგს,
ციმციმს კამკამა ჩქერის,
ნავარდით დაღლილ ნიავს,
ათინათსა და ჩეროს
და, უპირველეს ყოვლის,
ვაშლის ყვავილის თოვლის
ქარქარა ნამქერ–ნამქერ
ბილიკებს გაგიკვალავ…
ჩემი ოცნების ქალავ,
წაბლისთაფლისფერთვალავ…
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Sponsored content




PostSubject: Re: უკვდავებისა წყაროო   

Back to top Go down
 
უკვდავებისა წყაროო
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 4Go to page : Previous  1, 2, 3, 4  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”ვაჟკაცობისას ამბობენ” და "უკვდავებისა წყაროო" - სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან-
Jump to: