არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ვაჟკაცობისას ამბობენ

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Tue Jun 30, 2009 2:59 pm

გორგი
--------
მაისტელთ გაურიგებავ
გორგისად შაკვრა გზისაო,
გორგის ნუ მაჰკლავთ,ქისტებო,
მა უთურგაის შვილსაო!
თუ მაჰკლავთ,ხელს კი ნუ მასჭრით,
ბრალია კაი ყმისაო;
არ დაიჯერეს ქისტებმა;
გორგიმაც ესრე ქნისაო,
გორგის ციხეზედ აკრავის
თორმეტ მარჯვენა მტრისაო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Wed Jul 01, 2009 9:25 am

მიხა ხელაშვილი

***
გეყოფა ქარი და თოვლი,შავო ღრუბელო ცისაო,
იკმარე,ღმერთო ზარალი ფშავეთში ფშავლებისაო!
აღარ თუ გაქვისთ შაძლება,სალოცავებო მთისაო,
აღარ თუ გვწყალობს დავლათი ლაღის ლაშარის ჯვრისაო?!
ცოდვით და სისხლით აგავსეს,ნაპირო არაგვისაო,
სისხლს ოთხი ვაჟკაცისასა ,ნეტარ,როგორა ზიდაო?
წინეთაც ეგრე ყოფილა ჩვენზე მოსევა მტრისაო,
მრავალნი იხოცებოდნენ თოფებითა და ხმლითაო.
ერთ პირი ჰქონდა მაშინა,ერთურთს არვინა ყიდდაო,
ააყუდიან დროშანი,ხატს უკითხავდენ პირსაო,
ნათქომსა ქადაგისასა არ ჩააგდებენ ძირსაო,
ეხლა ამბათღა დამრჩალა დროება წინაჟმისაო.

1918 წელი,მარტი,
ბარისახო.
...
როგორ გიხარია და როგორ გტკივა,რომ ეს ბრწყინვალე ლექსი 18 წლის ფშაველი ბიჭისაგანაა დაწერილი.
რომ ეცოცხლა,ვინ იცის კიდევ რამდენ მარგალიტს შესძენდა მიხა ხელაშვილი ქართული პოეზიის საგანძურს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Thu Jul 02, 2009 9:40 am

მიხა ხელაშვილი ძალიან დაამშვენებდა მელექსეთა განყოფილებას(სადაც ფარხა და ძმანი მისნი ბრწყინავენ).
”პოეტების ქვეყანაშიც” ბევრია ისეთი,მიხა ხელაშვილს რომ ვერ შეედრებიან.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Jul 03, 2009 9:42 am



მიხა ხელაშვილი
- - - - -
(1900,25 იანვარი_1925,25 იანვარი...მოკლეს)

ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ბელადი ჩოლოყაშვილი შეუდრეკელი გულითა
სამშობლოს უარს არა ჰყოფს,რო დასჭრა ხერხით,ცულითა.
ფიქრით მჭევრი და ამაყი,მაღალი ზნით და სულითა,
რაზმელებს მოგვიალერსებს მშობლიურ სიყვარულითა.
ჩვენც მასთან სალხინოდა ვთვლით თუნდაც სიკვდილის წამებსა,
ჩვენც მასთანა ვართ,ვივიწყებთ ძმებსა, დებსა და მამებსა,
იმისი წინამძღოლობით ქვეყანას ვარგებთ რამესა.
არ მივცემთ თავის სამშობლოს ჩვენის სისხლ-ხორცის მჭამლებსა,
იმედი არის_მივართმევთ ბალღამით სავსე ჯამებსა,
კაცი არ მომეწონება,მეტ წილს ვუყურებ მტერადა.
მეტისმეტ ქების ღირსთაცა ძვირად შევაქებ,ძნელადა,
მაგრამ ბელადი, რო გითხრათ,კარგია სახილველადა,
ვით მთები დაუმონავი,ცამდი აწვდილი მცველადა.
სამშობლოს დამხსნელ რაზმებით კაცი გასული ველადა,
ქვეყნისთვის გამეტებული სისხლ-ხორცის შემწირველადა
მზად არი ყოველწამიერ მტრის თავზე დასასხმელადა,
გაჩენილია მტრისათვის საფლავის გასათხრელადა.
ჩვენის ბელადის სიკეთეს ყოველდღე განვიცდიდია,
სრულად ვხედავდი ყოველსა მცირე იყო თუ დიდია.

1922წელი,ალავერდი.
...
მიხა ხელაშვილის შემოქმედება მრავალფეროვანია:რაღას არ ეხება მისი მადლიანი კალამი_სიყვარულს,ვაჟკაცობას,სამშობლოს ბედისწერას,წუთისოფელს;აქვს რელიგიური თუ სალაღობო-საკაფიაო ხასიათის ნაწარმოებები...
ღირსია,გამოჩნდეს გარაშვილის,წიკლაურის,ბაიაშვილის,ჭრელას და მათი სულიერი ძმების გვერდით.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Jul 17, 2009 8:55 am

უშიშა ოჩიაური
---------------------
ჭიმღის კლდეთ ყეფდა ყორნები,
ერთი უძახებს სხვასაო:
”ველთ მოის ოჩიაური,
გავხყვათ ამაგის კვალსაო; cheers king king king king
ჩვენის მისვლისად გასწირავს
ყორის წყალაზე მკვდარსაო.
უშიშა არ დაგვაკლებდა
სახრაოდ ღილღვლის ძვალსაო.”
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Jul 31, 2009 8:33 pm



სისხლის აღება
---------------------


ელოდებიან ჩანთელსა,
ქისტეთ წასულა ხმლიანი,
სისხლის აღება უნდარის,
მტერს უნდა უყვას ზიანი.
ძმობილის მომკლავს დეეძებს,
შვიდ წელი ხდება მთლიანი,
მერვე წელს შეხვდა გზაზედა,
დღე დაუბნელა მზიანი.
ქისტსა ,ძმობილის მომკლავსა,
გულში მოარტყა ტყვიანი,
შვიდ წელს ტანთ შავად ჩაცმულმა
თვალებ იწმინდა წყლიანი.
ახლა მიდ-მოდის მღერითა
ჩანთელი სახელიანი,
ხელები ციხეს მიაკრა,
ბუზვნი სჭამენ და ჭიაანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Wed Aug 05, 2009 8:21 pm



ნისლაურისძე
--------------------------

ნისლაურისძე ხირჩლაი
კლდისა ვეფხვია მწკლიანი.
სიბერე ლომსა არ უშლის,
ას მაინც სახელიანი.
ბევრჯელ ჩავიდა ღილღოსა
საომრად გულ-ჯავრიანი,
ბევრჯელ ისრივა ხირიმი,
მთა და ბარს ედგა გრიალი,
ბევრკან დააგდა ღილღველი
დაჭრილი,პირ-სისხლიანი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Tue Sep 01, 2009 5:52 pm



შატილ მოვიდის ლაშქარი
-------------------------------


შატილ მოვიდის ლაშქარი,
ლეკისა ბუსურბნისაო,
ვაკესა დადგის ლაშქარი,
ზურნას დაუკვრენ,სტვირსაო...
იკითხვენ ჯალაბაურსა,
შუღლ მამად მაუდისაო,
ჩუას ლაგაზას იკითხვენ,
გმირია წინიჟმისაო.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Sep 18, 2009 7:27 pm

სხვიხ ცოლის მდომელს ვაჟკაცსა
სამოთხე დაეკვეთება,
ცხრა ადლი ნაგრეხი ჯაჭვი
კისერზე დაეკიდება,
ვერ უპოვნია სამოთხე,
დადის და დაეხეტება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Wed Sep 30, 2009 8:00 pm

ცხენ_კარგის დედას დავნატრი:
ლაშქარს წინაწინ წადგება!
მემრე თოფ-კარგის დედასა_
ერთის ნასროლით დარჩება!
მემრე ცოლ-კარგის დედასა_
ქმრის სწორთ ლამაზად დაჰხვდება!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Oct 02, 2009 1:27 pm



***
მთიელო,მთაში გაზრდილო,
ხმალს როდი მოგიშივდება,
ომში შეხვალ და გამოხვალ,
გული არ შაგიშინდება, king cheers
სისხლისა ნაგუბარზედა
ფეხი არ მოგიცურდება,
უკან დახევა არ იცი,
სისხლი რო შაგიხურდება.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Thu Oct 29, 2009 4:12 pm



***
ხან ვიტყვი გაჯავრებული,
მოვკვდე,რადა ვარ მთელია!
ხან ვიტყვი,ვიყო ცოცხალი,
მუდამ ვაჯავრო მტერია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Oct 30, 2009 12:01 am

ვაჟა ხორნაული wrote:


***
ხან ვიტყვი გაჯავრებული,
მოვკვდე,რადა ვარ მთელია!
ხან ვიტყვი,ვიყო ცოცხალი,
მუდამ ვაჯავრო მტერია!

ვაჟავ, ეგ შენი ტკივილი, საქართველოსებრ ძველია
ცრემლით თვალისა მსველია, გულის კოვზისა მწველია
შენ დარდი გადნობს, მეზობელს – გარმონი გაუწელია
და უდარდელად დამღერის – დელია, აბა დელია


Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Oct 30, 2009 9:33 am

კობა (მატეკარი) wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:


***
ხან ვიტყვი გაჯავრებული,
მოვკვდე,რადა ვარ მთელია!
ხან ვიტყვი,ვიყო ცოცხალი,
მუდამ ვაჯავრო მტერია!

ვაჟავ, ეგ შენი ტკივილი, საქართველოსებრ ძველია
ცრემლით თვალისა მსველია, გულის კოვზისა მწველია
შენ დარდი გადნობს, მეზობელს – გარმონი გაუწელია
და უდარდელად დამღერის – დელია, აბა დელია




...
ამგვარი მარგალიტები
ფოლკლორის ბაღში ბევრია_
იქიდნ გამოგიწოდეთ,
როგორც წინაპრის ცრემლია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Oct 30, 2009 10:51 pm

[quote="ვაჟა ხორნაული"][quote="კობა (მატეკარი)"]
ვაჟა ხორნაული wrote:


...
ამგვარი მარგალიტები
ფოლკლორის ბაღში ბევრია_
.

ბაღი კი არა, ტევრია,
ბადაგით სავსე ქვევრია
კაფიობაში ხევსური
იმგვარად ენამჭევრია
ბეჩავი იმერელისთვის
რაც შავძელ, ისიც ბევრია
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Fri Oct 30, 2009 11:24 pm

რაად ემდური შენს თავსა,
სიტყვა გჩვევია მჭრელია,
არც რითმა გაგმრუდებია,
არც ცეცხლი გამოგელია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sat Oct 31, 2009 9:36 am

ვაჟა ხორნაული wrote:
რაად ემდური შენს თავსა,
სიტყვა გჩვევია მჭრელია,
არც რითმა გაგმრუდებია,
არც ცეცხლი გამოგელია.

ვაჟასგან აღიარება
რა ამოდ მოსასმენია
უფრო მაღალი მსაჯული
წარმოსადგენად ძნელია

ნობელის კომისიაში
ვაჟაიც ჩასასმელია
იქნება მაშინ შედევრად
აღარ აკურთხონ ფსელია
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sat Oct 31, 2009 10:18 am



ყველა იტანჯა,ვისაც კი
ღმერთმა დაადო ხელია.

ამღვრეულია დროება,
გაღმა_გამოღმა მტერია... Arrow

ბოლოს ჩვენ ოქრო დაგვრჩება sunny
და მტარვალს_სამში გ.....ა.
lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sat Oct 31, 2009 9:33 pm

ვაჟა ხორნაული wrote:


ყველა იტანჯა,ვისაც კი
ღმერთმა დაადო ხელია.

ამღვრეულია დროება,
გაღმა_გამოღმა მტერია... Arrow

ბოლოს ჩვენ ოქრო დაგვრჩება sunny
და მტარვალს_სამში გ.....ა.
lol!

მტრისთვის რაც გაიმეტოდი
ხელს ვაწერ ორივ ხელითა.
თუმც ისიც მახსოვს, პატარძალს
რომ აშინებდნენ გრძელითა
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sat Oct 31, 2009 10:00 pm



სიგრძე და პარამეტრები Exclamation
კაცს აწერია ცხვირზედა. cheers

პატარძლებისა რა გითხრა_
გარბიან სექსის ლხინზედა. bounce queen bounce

ისე_ქალები,ჯიგარო,
პოემებს წერენ დიდზედა.
flower lol! cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sat Oct 31, 2009 11:46 pm

ვაჟა ხორნაული wrote:


სიგრძე და პარამეტრები Exclamation
კაცს აწერია ცხვირზედა. cheers

პატარძლებისა რა გითხრა_
გარბიან სექსის ლხინზედა. bounce queen bounce

ისე_ქალები,ჯიგარო,
პოემებს წერენ დიდზედა.
flower lol! cheers

მეც ეგ არა ვთქვი ვაჟაო?
ვისაც შენ შააგინეო
და სამში გრძელი უსურვე,
ოცნება აუხდინეო
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sun Nov 01, 2009 9:14 am

king ე მაგ ლამაზი სიტყვებით
ძმას ძმურად გაუცინეო.

ახლა ფოლკლორში ჩახედე,
ფურცლებს მზე დაუფინეო. sunny cheers

ლექსები ვაჟკაცობისა
ზოგჯერ შენც მოგვაწვდინეო. king king cheers king

თორემ გამრიგე "შეგვრისხავს",
გვაძახებს:"იმე_იმეო!"
lol! king lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sun Nov 01, 2009 10:07 am

მაშ ნაწყვეტს დავდებ ჩემი გამოკვლევიდან, რომელიც პრაქტიკულად ამ თემას ეძღვნება

ზნენი სამამაცონი – 5, ხალხური პოეზიიდან

ახლა ხალხურ საგმირო პოეზიას მივმართოთ და ვცადოთ გავერკვეთ - რას ნიშნავს საბრძოლო ხელოვნების ენაზე ქვემოთმოყვანილი ნაწყვეტები:

1. “ნუ ეხუმრებით მინდიას, მთების არწივის შვილსაო,
კაცია - გულად მამაცი, ქვასაც კი ხელით სთლისაო. ”
(ჩაგვიძეღ, ბერო მინდიავ)
ეს გამოთქმა, თუნდაც სალექსოდ გაზვიადებული, რაღაც საგანგებო ცოდნით გაოცების ნაყოფი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ალბათ იგულისხმება კიწანის (მტევნის გარე წიბო) დაკვრა.
2. “უბრძანა თავის საყმოთა, მთათ შამაავლო თვალია,
წელში ეტანა მათრახი შვიდკეცა, შვიდი მხარია.”
(გარაის ლაშქრობა ქისტებზე)
გარდა საწესჩვეულებო დანიშნულებისა (რაზეც მისი შვიდკეცობაც მეტყველებს), მათრახი ანგარიშგასაწევი საბრძოლო იარაღი გახლდათ. ერთ ხალხურ ლექსში შხამში ამოვლებულ მათრახზეც კია მინიშნება (ამ თემაზე უფრო ვრცლად მოთხრობილია თავში `საზეპელი იარაღი~).
3. “ჩოთათა გოგოთურამა ქავი აავსო მკვდრითაო,
სანამდი სხონ გაიგებდის, ერთ წინავ მაკლა ხითაო.”
(შურის ძევა)
ხის იარაღის შესახებ ვრცელ მასალას შეხვდებით შესაბამის თავში. ეს ტაეპი კი დასტურია იმისა, რომ საბრძოლო მომზადების მაღალი დონე ჩვენს მებრძოლს საშუალებას აძლევდა პირველივე ხელთმოხვედრილი საგნით მისტანებოდა მტერს, მით უმეტეს ხის იარაღით, რომლის ხმარებასაც იგი ადრეული ასაკიდან ეუფლებოდა. ამ შემთხვევაში კი გოგოთურს სულაც კუნძით მოუკლავს მომხდური.
4. “ჩამოდის როშკის ხორხშია ქუჩუმიანი ფარიო,
ციხეთ როშკის გორ ნადგომთა ჩაიცვეს მიგრის ტყავიო.”
(როშკას ჯარის მოსვლა)
მიგრის (ვიგრის) ტყავი ვახტანგ გორგასლის დროინდელ წყაროებშიც გვხვდება, როგორც ფარზე გადასაკრავი. სულხან-საბას განმარტებით ვიგრის ფარი – ვეფხის, ზღვის თევზის ან ხვითქის (ნიანგი) ტყავისაა. ამდენად საეჭვოა, რომ ასეთი ცხოველების ტყავი მთელს როშკას სცმოდა და აქ სხვა ახსნა უნდა მოიძებნოს.
5. “ხიდი ჩაუგდეს შვინდეთელთ, დიდი შვინდეთის წყლისაო,
მკვდარძაღლებ შვინდეთელებსა ჰყვანდა მცურავებ წყლისაო.
თორმეტ შამუა წყალშია, მგზავრულას გამოდისაო.”
(ნეიბი შვინდეთელათი)
თუ “მგზავრულა” ცურვის ნაირსახეობაა, გასარკვევია, რას წარმოადგენს, რადგან არც წყაროებში შეგვხვედრია და არც მთქმელთაგან გვსმენია.
6. “არღუნის ჭალას ჩადიან, ხანია შუღამისაო,
ფეხზე ფოლადის წრიაპი ჩქამობს მდინარის პირსაო.”
(ვაჟებმა შატილივნებმა)
თუ მდევარს წრიაპი ეცვა, ბუნებრივია, შეტაკების წინ გახდას ვერ მოასწრებდა და შერკინების დროსაც გამოიყენებდა (იხ. ილეთები: კოხი, ჩაძნეყვა და მისთანანი).
7. “ვაუგას, დუსხის ციხეო, თუშნი გარს მაგივლიანა,
ახვათ აუხდა ნანატრი, მკვდარსა მარხილით თრიანა,
შუბთა, ქუჯაის ნაკრავთა, ქისტნ ორნი ვერ დასწვდიანა.’
(დუსხის ციხე)
ეს ერთი იშვიათი შემთხვევათაგანია, როცა შუბის ხმარების ოსტატობაზეა ლაპარაკი (გვხვდება ასეთი სტრიქონიც - “ბეღელს აკერა მკვდარია”).
8. “ისევ იზრდების მგლის ლეკვი არწივთა ნაბუდვარშია,
დედა მკლავთ უპოხს მალ-მალე დილ-დილა თითბრის ჯამშია.’
(გაბურთ დალევა)
ზოგან ირმის ტვინია საპოხი, სხვაგან დათვის ქონი. ეს პროცედურა მომავალ მორკინალთ ადრეული ასაკიდან უტარდებოდათ. გამოცდილ ბებიაქალებს შეეძლოთ ახალშობილ ყრმაში ამოეცნოთ მისი ფიზიკური შესაძლებლობანი. თუ ბებიაქალი ჩათვლიდა, რომ ახალშობილისგან კარგი მეკოპარი (მეკობრე) დადგებოდა, ამ ბავშვს განსაკუთრებულ რეჟიმში ზრდიდნენ. ამისათვის არსებობდა წვრთნის, კვების, მასაჟის, სხეულისთვის ფორმის მიცემის სისტემა და სამარჯვები (საგანგებო ქამრები და ვარჯიშები). კარგი მეკოპარი თემისთვის სასარგებლო და საამაყო კაცად ითვლებოდა. “ვეფხისა და მოყმის” ბალადის ერთ ვერსიაში მოყმე განთქმულ მეკოპარად მოიხსენიება.
9. “თან ჩაიყოლა მაცნენი, სამსამნი კი ბღაჯიანნი…”
(ბადურა)
ბღაჯი განმარტებულია, როგორც ხელის მტევნის შიდა ზედაპირი, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ არ იგულისხმება კლანჭებიანი თათმანი (ხელის წრიაპივით), რომელიც აღწერით ვიცით, სახელს კი ვერ მივაკვლიეთ.
10. “წითელათანა გაივსა არხოტთ ნახოცი მკვდრითაო,
ბარაქალ, არხოტივნებო! ხელუკუღმ დახკვლენ ხმლითაო.’
(წითელათანა)
“ხელუკუღმ” ისეა ხაზგასმული (და არა მარტო ამ ლექსში), რომ რაღაც საინტერესო ილეთი უნდა იგულისხმებოდეს. თუ გავიხსენებთ ლექსს “მაღლა მთას მოდგა”, სადაც ნათქვამია “ხმალი ორპირი სისხლში სცურავდა…”, აგრეთვე იმას, რომ კავკასიაში ხმალი ხშირად ყუის მხრიდანაც ილესებოდა, ცხადია, ეს არსებითად აფართოებს ჩვენს წარმოდგენას ფარიკაობის ტექნიკაზე და ტერმინი “ხელუკუღმ” უფრო მკაფიო შინაარსს იძენს. თვით ცალპირნალეს ხმალსაც კი ნიღრის მხარეს ნესტრის სიახლოვეს აქვს გალესილი მცირე მონაკვეთი “საშარე” (”შაშარი”) და შესაძლოა ამ ილეთში მისი გამოყენება იგულისხმება.
11. “ოროლთა ზვიადის შვილთა ისარ აქვ ჯორის-ცალია,
ბუყიეს ჩამეეწივნეს, ისარს აუცხეს სხამია.”
(ხახაბოს დალაშქვრა)
ან
“-ვინც შენ ეგ მოგცეს, თორღვაო, მამა წაუწყდეს მკვდარიო!
ამაიწვადა ჩოთამა ისარი მჭვარტლიანიო…”
(თორღვა)
აქ საინტერესოა ხალხის, თემის დამოკიდებულება გმირის მიმართ მშვიდობიანობის ჟამს. თორღვას, ბრძოლაში თავისი თემის მემეტესა და იმედს, თემზე ხარკი ჰქონდა დაწესებული: ორიოდ ტომარა ნაცარი, რომ მოყინულ ბილიკზე მოეყარა და საისრე ორბის ფრთა, ანუ თბე. თუმც კი ამას ცოტა არ იყოს თავხედურად მოითხოვდა და ალბათ ამიტომ არის მისი მკვლელი ჩოთა შექებული.
რაც შეეხება ისრისთვის სხამის ასმას, ამ შემთხვევაში იგულისხმება მცენარე სხამა (შხამა, აბუტარატი), მაგრამ, ამოცანიდან გამომდინარე, გვხვდება სხვა შხამებიც (მაგ. სტრაბონის მიერ აღწერილი სვანთა მიერ ხმარებული საოცარი შხამი, ან ზუზია, რომელიც სულხან-საბას განმარტებით არის “გესლი სწრაფმაკვდინებელი”, აგრეთვე ტეტანუსის შემცველი ნაკელი, და სხვა). არდოტის ხეობის ჭინჭარაულებს კი, გველის შხამის მოპოვების გამო, “გველიწურიებს” ეძახდნენ თურმე.
12. ‘შამოგეყრება თორღვაი ღვთისაგან ნაწილიანი,
მარჯვნისას ჩამაგიარა, მარცხნივ-კი მოგცა ზიანი.~
(თორღვა)
ლაპარაკია საკმაოდ რთულ ილეთზე. შესაძლოა, იგულისხმებოდეს შეტევისას დაღალატებით წონასწორობადაკარგული მეტოქის გატარება და ჭრილობის მიყენება უკან დარჩენილ მარცხენა მხარზე, ხელზე ან ფერდზე.
13. “ვაჟისძის გადამღებელო, თორღვავ, რა გქონდა ფარადა?
სამკლავენ უხმარებიან, დანა ხქონიყო ხმალადა.”
(თორღვავ გიბარებს ბატონი)
სამკლავით (შეჭურვილი წინამხრით) ხმლის შეკავება უდავოდ საინტერესო და საკმაოდ რთული ილეთია. თუ აქვე გავიხსენებთ იმასაც, რომ სამკლავის იდაყვსუკან გამოჩრილი ნაწილი ხშირად ილესებოდა კიდეც, მჭიდრო შერკინების დროს ჯლიქვი და მუჯლუგანი უაღრესად ეფექტიანი ილეთები უნდა ყოფილიყო.
ამ ლექსში საინტერესოა ისიც, რომ მანამდე ვაჟის-ძემ (ალბათ ვაზუზიმ) თორღვას, თავისი დროის ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლს, ხმალი წაართვა. ამის შემდეგ თორღვამ მოულოდნელი შეტევის წყალობით დანით მოკლა მეტოქე. მიუხედავად იმისა, რომ მალექსებელი თორღვას მიმართ დიდ სიმპათიას არ ამჟღავნებს და ღალატით გამარჯვებაში ამხელს, იმას მაინც არ უკარგავს, რომ მან თავისი პირით აღიარა ხმლის დათმობის ფაქტი და არც წართმეული იარაღის უკან ართმევა იკადრა.
საჭურველის დიდი მნიშვნელობა ხაზგასმულია შემდეგ სტრიქონებშიც:
“ბაღათერაის დედამა თმანი დაიჭრა ძირითა:
- ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი, აწ გაძღას შენი ჭირითა!”
(ბაღათერა ჯაბუშანური)
“ადგა დემურ, შეიკაზმა, ტანთ ჩაიცვა საომარი:
“თუშნო, კარგად მოიხმარეთ სამკლავე და საფუხარი.”
(დემური)
თორღვას სიკვდილზე გამოთქმულ ლექსში კი ხაზგასმულია, რომ ამ დროს მას არ სცმია თავისი განთქმული ჯაჭვის პერანგი, რომელსაც გრძნეულ თვისებებს მიაწერდნენ (ჯაჭვის რგოლები იმ ადგილზე იყრიდნენ თავს, სადაც იარაღი უნდა მოხვედროდაო).
14. “წყალს გახეითელ ვაჟებსა საომრად აწევდიანო,
მინდიას, თეთრაულისძეს ხელითაც არჩევდიანო.”
(მინდია თეთრაულისძე)
ხელით არჩევა თურმე საგანგებო მიწვევას გულისხმობს და ამ პატივს გამორჩეული მეომარი იმსახურებდა. ამდენად, აღნიშნული სტრიქონი საგანგებო ანალიზს მოითხოვს - რატომ იყო დადგენილი ომში მიპატიჟების ასეთი ფორმა.
15. “დათვიას, გუდამაყრელსა, ნიავ ეშლების მთისაო,
გულზე ნაკანჭარ აწუხებს ახურათ ყმაწვილისაო,
სცოდნია გუდამაყრელსა ხელუკუღმ ცემა ხმლისაო.”
(გუროჩი ბაჩაყაური)
ნაკანჭარი ამ შემთხვევაში შესაძლოა ნაკეჭნს ნიშნავს. გულის არეში საშარით (ხმლის ნიღრის გალესილი ნაწილით) დაკეჭნა დიდი ოსტატობაზე მეტყველებს.
ა. ჭინჭარაულის აზრით კი გამოთქმა მეტაფორაა და არწივის მიერ კლანჭით დაკოდილს გულისხმობს, რადგან კეჭნაობა ხევსურეთში არ სცოდნიყოთ.
ტრადიციის მიხედვით, ნაკეჭნსა და ჭრილობას შუა დიდი ზღვარია. თუ კეჭნაობის (სავარჯიშო, სანახაობრივი ან სადგენი შერკინების) დროს მორკინე მეტოქეს კი არ დაკეჭნიდა, არამედ დაჭრიდა, შესაბამის ჯარიმასაც იხდიდა, როგორც მშიშარა და ნაკლები ოსტატი (ერთი დათქმული წესის მიხედვით ჭრილობის გასწვრივ ალაგებდნენ ქერის მარცვლებს ერთს სიგრძივ, მომდევნოს განივ და ასე მთელს სიგრძეზე. რამდენიც დაეტეოდა, იმდენი ძროხა უნდა გადაეხადა დამჭრელს დაზარალებულისთვის).
ასეთი სიმკაცრე განპირობებული იყო არა მარტო ოსტატობის მაღალი დონის მოთხოვნით, არამედ არასაბრძოლო შერკინებებში სერიოზული ზიანის გამოსარიცხად და მოვარჯიშეთა შორის შუღლის ასაცილებლად.
16. “მოვიდნენ პირიქითელნი საომრად ბარაქიანი,
მოგვდევენ თუშის შვილები, შვილდნი მოჰყეფენ რქიანი.”
(შაყრილან ფშავლის შვილები)
17. “მუქუში მშვილდი აჭეხდა, გოზა–წითელი რქიანი,
ისარნ ხოშარას მოვიდეს, თუშნ გორვენ ჩითაიანნი.”
(თუშების დაცემა ხოშარაზე)
შესაძლოა, 16–ე –17–ე ტაეპებში ნახსენებია რქის მშვილდები. სულხან–საბა ასევე მოიხსენიებს აჯის მშვილდს. ასეთი მშვილდი გამორჩეული იყო შორსმსროლელობით. ხაზგასმულია, რომ მუქუში ნასროლი ისარი ხოშარს უწევდა. რაც შეეხება გოზა–წითელს, ეს ტერმინი ქართული ხალხური პოეზიის IV ტომს დართულ ლექსიკონში განმარტებულია შემდეგნაირად:
გოზა – მშვილდის მარჯვენა და მარცხენა მხარე; “მშვილდის მწვერვალი” (საბა); ადგილი მშვილდის სახელურიდან წვერამდე, მშვილდის ფეხი. “მშვილდი გაგიტყდა ვაჟაო, მხართეთრი, გ ო ზ ა წითელი”.
საინტერესოა შეღებილობა – თეთრი მხარი და წითელი გოზა (თუ გავიხსენებთ ფრაზას “ისარი მჭვარტლიანიო”, ანუ შავი, სახეზეა ჩვენი ფოლკლორის სამივე საკრალური ფერი).
18. “არშით აყრილან ყვარანნი, საძელეს ბუდობდიანო,
ხელს ლოცვენ ხევსურისასა: “მშიერნი დაგვაძღნიანო.”
საძელით ხევსურთ შვილები ბლო–ღელეს ბურთობდიანო.
ბარაქალ, ხევსურთ შვილებო! წინათაც ეგრე ქნიანო.”
(ხევსურების გალაშქრება არშასა და სნოს)
ეს ლექსი უაღრესად საინტერესოა. საბრძოლო შეტაკების შემდეგ, გამარჯვებული ხევსურები ბურთაობით იქცევენ თავს, რაც აშკარად ადასტურებს ა. ციბაძის მოსაზრებას ორჭიდის (ნადირობა–ბურთაობა) შესახებ, გამოთქმულს “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონის “აღარ იბურთეს, დაშლა ქნეს თამაშობისა ორისა”–ს განმარტებისთვის.
იმავეს ადასტურებს როსტევანის ჩივილი: – “ანუცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა”, ან თუნდაც ტარიელის ნაამბობი – “მოსრნის მხეცნი და ნადირნი ისარმან ჩემგან სრეულმან, მერე ვიბურთი მოედანს, მინდორით შემოქცეულმან”, აგრეთვე ნაწყვეტი არჩილ მეფის “გაბაასებიდან”: “დილას შევსხდით, ვინადიროთ, შუადღისას შემოვიქცით, აწ ბურთობას ხელი მივჰყავთ, მუნ საძილოდ არ გავიქცით”.
საინტერესოა, რომ “ვეფხისტყაოსნის” გმირთაგან განსხვავებით, რომელნიც ნადირობის შემდეგ აპირებენ ბურთაობას, ხევსურები ამ წესს საბრძოლო შეტაკების შემდეგ აღასრულებენ.
ამგვარი თამაშობა ბრძოლის ჩაშლის შემდეგაც კი შემდგარა. მემატიანის ცნობით ლაშა, კარნუ–ქალაქის მიერ მორჩილების აღთქმის შემდეგ, “ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს”.
ნადირობისა და ბრძოლის (თუნდაც არშემდგარის) შემდეგ ამ წესის გარდაუვალი აღსრულება შესაძლოა შინ მობრუნებამდე დაძაბულობისაგან განმუხტვის (საბრძოლო მუხტის თამაშში გადაზავება–გახარჯვის) აუცილებლობით იყო განპირობებული და წინაპრის დიდი საბრძოლო გამოცდილებით მიგნებული საშუალება გახლდათ.
19. “ბეკმა თქვა, ბეკურაულმა – ხმალმა ვერ შამაშინაო,
გიგაურაის ფრანგულმა კოჭუკუღმ გამაფრინაო,
დაგლიჯა ფარის რგოლები, ბორბალა დამარბინაო!”
(ბეკი და გიგაური)
საინტერესოა აღწერილის რეკონსრტუქცია. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ბეკურაულმა დარტყმისგან უკუმალაყი გააკეთა. ასევე საინტერესოა დარტყმის ძალა სხვა თვალსაზრისითაც. ვგულისხმობთ ფრაზას “დაგლიჯა ფარის რგოლები”. საქმე იმაშია, რომ ხევსურული ფარი საკმაოდ დარტყმამედეგი გახლდათ. დასტურად იხილეთ სტატია “ფარი”.
20. “წინ დედა მაეგებებოდ, დაჰკოცნის ორსავ თვალებსა,
დედის იმედო თადიავ, გაზრდილო ცოდვა–ჭირითა;
ზევიდამ გახდის ტანსამოსს, დაპოხავს ირმის ტვინითა.”
(შატილს მოვიდა ხოხობი (თუშური ვარიანტი)
აქ პირდაპირაა მითითებული ირმის ტვინი. სამონადირეო ეპოსის თანახმად, ირემი “წმინდა ნადირი” იყო და მიცვალებულთათვისაც სასურველ შესაწირავად ითვლებოდა. საინტერესოა, ირმის ტვინის საპოხად გამოყენებაში მისტერიული შინაარსიც ძევს, თუ მხოლოდ სამკურნალო თვისების გამო იხმარებოდა.
21. “შორს დასხა ამხანაგები, მარტუამ მარტო გაიგდა,
ომს უჩვეული ვაჟები სახალისოდა ჩაუშვა.”
(ჭორმეშა)
საინტერესოა გამოცდილი მეომრის ქცევა. მებრძოლო რაზმის თავკაცმა ჭორმეშამ შეაფასა სიტუაცია და მიზანშეწონილად ჩათვალა გამოუცდელი ახალგაზრდები წინ გაეშვა საბრძოლო ნათლობის მისაღებად.
22. “აქედან კარატემდინა შიბ–თოკზე გასავალია,
ეგ აგრე გამავიარე, ვერვინ მამკიდის თვალია…”
ამგვარად დააღწია თავი იახსარმა მოკლული დევის სისხლის ტბაში დახრჩობას.
ახლა გავიხსენოთ თათბირი ნურადინ ფრიდონისა – “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, ასრე გავიდი საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან…”
ფრიდონი ამ გზით ქაჯეთის ციხეში შეღწევას ლამობს, ანუ, ორივე შემთხვევაში საბელი, იგივე შიბ–თოკი, ხიდია სამყაროთა შორის და ამ გზის გავლა განსაკუთრებულ ხელოვნებას მოითხოვს. ცხადია, რომ პირველწყარო აქ თქმულებაა და რუსთაველსაც აქედან აქვს ნასესხები და ეს თქმულება უძველესი რწმენა–წარმოდგენებიდან იღებს სათავეს. ასეთ შეხედულებას ანვითარებს ი. სურგულაძე ნაშრომში “საცხოვრებელი, დასახლება, სამყარო”.
ასე, რომ, “ესე ამბავი სპარსული” აშკარად ქართული წარმართული თქმულებებითაა ნასაზრდოები და შესაძლოა სწორედ ამიტომაა ესოდენ შენიღბული.
განა ასევე არ ჟღერს “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონი: “ნახეს – მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა” და მრავალი სხვა.
თოკზე სირბილს, ესოდენ შრომატევად ხელოვნებას, კაცი ოდენ მოსეირეთა გასართობად როდი ეუფლებოდა. იგი ერთ–ერთი სასარგებლო უნარი იყო მეომრისათვის, რომელსაც სხეულის ასეთი გაწაფულობა უდიდეს უპირატესობას ანიჭებდა ორთაბრძოლაში. მრავალი შერკინების მომგებ, საარაკო მეომრებს კი მომდევნო თაობა ღვთაებებად მოიხსენიებდა. ჩანს, ამ მიზეზთა გამო “შიბ–თოკი” – ხიდი სამყაროთა შორის, დრომედეგ სახედ იქცა.
23. “ბარაქელ ალუდაურო, უქნელს შენ სჩადი სხვისასა,
გახფრინდი არხოტის წყალსა, გაუფრინდალსა სხვისასა.”
(ჯარაის წყაროს)
ლექსის თანახმად, ალუდაური დაედევნა ძმის მკვლელს და სასიკვდილოდ დაჭრა. საინტერესოა ცნობილი ეთნოგრაფის ნიკო ურბნელის შენიშვნა ლექსის შესახებ ნარკვევში “ხევსურულ პოეზიაზე”:
“… ხშირად საკმაოა ერთი უბრალო ქისტი მოჰკლა, რომ გმირთა–გმირის სახელი გაითქვა; მაგალითებრ, სოფ. ჭიმღაში ეხლაც ცოცხალია ახოვანი ალუდაური, რომელმაც ამ რამდენსამე წლის წინათ თავისი ძმის მკვლელი ქისტი მოჰკლა. ეს ხომ უბრალო საქმეა, მაგრამ ალუდაურს–კი სიმღერა სხვანაირად იხსენიებს: “ნაქნარი ალუდაურის ანდერძად არ ითქმისაო!” რა არის აქ ისეთი, რაც ანდერძად არა თქმულიყვეს, არ გაგონილიყვეს.” (ეთნოგრაფიული ნაწერები, 1940, გვ. 117).
ერთი შეხედვით მკვლევარი მართალია, მაგრამ თუ პარალელურ წყაროს მივადევნებთ თვალს, შესაძლოა, აზრი მელექსის სასარგებლოდ შემოგვიბრუნდეს. ისტორია ასეთია: შეშის საჭრელად მყოფი ძმები, ალუდაური და მინდია, დაუნახავს შვილების სისხლის მაძიებელ ვინმე ახდოლას და, მიუხედავად იმისა, რომ ძმებს მისი სისხლი არ ემართათ, მაინც უსვრია და მინდია მოუკლავს. ალუდაური დასდევნებია გაქცეულ ქისტებს და სასიკვდილოდ დაუჭრია ძმის მკვლელი.
დევნისას იგი 5 საჟენის (10.65 მეტრი) სიგანის წყალზეც გადამხტარა. დაჭრილი ახდოლასთვის ალუდაურს ყური მოუჭრია და ძმის უმცროსობა უთქვამს. ხმაურზე არხოტიდან მაშველს მოუსწრია და დაჭრილისთვის თოფები დაუშენია, რაზეც ალუდაურს შეუძახნია: “უსაკადრევოდ ნუ გახდითავ, უსაკადრევოდ გახდილი არ მინდა ძმის უნცროსადავ”.
ამდენად, თუ მომხდარს მთლიანობაში განვიხილავთ, ურბნელის შენიშვნის გასაბათილებლად ჩნდება რამდენიმე დასაბუთება:
– ალუდაური რიცხვით უპირატეს მტერს დაედევნა;
– იგი არ შეუშინდა არც მდინარის სიგანეს და გადახტა. თუ ხუთი საჟენი გაზვიადებულია და ოთხის მეტი არც იყო, ეს მაინც მსოფლიო რეკორდს უტოლდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ გადახტომისას იგი იარაღასხმული და ჩაცმული იყო. ცხადია, ესეც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ამ ამბის მომსწრეებზე;
– ახლად ძმამკვდარი ალუდაური ინარჩუნებს გონიერებას და მაშველს უწყრება უკადრისი საქციელისთვის.
ამდენად, ალუდაურის გმირობა აქ მის მიერ დახოცილთა რაოდენობით კი არ განისაზღვრება, არამედ მისი სამაგალითო ქცევით. ქართულ საგმირო პოეზიაში გმირი ოდენ მოკლული მტრის რაოდენობით არ ფასდება. მეტიც, ერთ ხალხურ ლექსში მებრძოლი გაკიცხულია იმის გამო, რომ თორმეტი მტრის მოკვლის შემდეგ, დათქმული წესისამებრ, ხმალი ქარქაშში არ ჩააგო და ბრძოლა განაგრძო. საპირისპირო მაგალითია ლექსი “ხოგაის მინდი”, რომელშიც გმირი შექებულია ამ ტრადიციის დაცვის გამო – “თორმეტი მოკლა მინდიმა, დადგა, ჩააგა ხმალია”.


Last edited by კობა (მატეკარი) on Sun Nov 01, 2009 10:12 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sun Nov 01, 2009 10:09 am

კობა (მატეკარი) wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
king ე მაგ ლამაზი სიტყვებით
ძმას ძმურად გაუცინეო.

ახლა ფოლკლორში ჩახედე,
ფურცლებს მზე დაუფინეო. sunny cheers

ლექსები ვაჟკაცობისა
ზოგჯერ შენც მოგვაწვდინეო. king king cheers king

თორემ გამრიგე "შეგვრისხავს",
გვაძახებს:"იმე_იმეო!"
lol! king lol!

ნუ აჩქარდები ვოჟკაცი,
მიწა არ ძღება მტვრიანი,
ამაყი ადრე მაკვდება,
დიდხანს იცოცხლებს ჭკვიანი

*

...და სხვა მრავალი!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 61
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   Sun Nov 01, 2009 10:26 am

ვაჟო-კაცო გულოვანო,
ღვინისფერო, მცინარეო,
ხმლის სიმოკლე რას დაგიშლის,
ფეხი წადგი წინარეო
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ვაჟკაცობისას ამბობენ   

Back to top Go down
 
ვაჟკაცობისას ამბობენ
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”ვაჟკაცობისას ამბობენ” და "უკვდავებისა წყაროო" - სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან-
Jump to: