არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სანდრო დგვარელი– სან_ტიბო

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Sat Apr 11, 2009 10:24 pm

მონატრება. (სიგიჟის დასტური)

მყრალი სიგარეტით ფილტვებს ვიხეთქავ და
ქუჩებს დავუყვები ფოთლებით დაფენილს.
(შვებას რამდენად მგვრის სულ სხვა საკითხია)
კრიტიკულ ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის.

იცი? უშენობას ისე მივეჩვიე...
შენი მონატრება მექცა პროფესიად.
ღმერთიც მივატოვე,ახლა მირჩევნია
ეს ნაცრისფერი ცა,ყველა კონფესიას.

და თუკი სიგიჟე ჰქვია ჩემ საქციელს
ამ ლექსსაც სიგიჟის დაერქვას დასტური.
ასეთად... ისევ და ისევ, შენ მაქციე
თუმცაღა ბედის მე არ ვარ უმადური.

რადგანაც სითეთრე და დეკემბერია,
მინდა შენთვის შევქმნა ფიფქის სონატები.
და რომ არსებობდეს,ნობელის პრემიას,
უთუოდ მომცემდნენ დარგში, მონატრების...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
სანდრო დგვარელი(san_tibo)



Male
Number of posts : 5
Age : 29
Location : თბილისი
Job/hobbies : ხეტიალი
Humor : მგონი :)
Registration date : 14.04.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Tue Apr 14, 2009 12:53 pm

namdvilad ar vtvlidi tavs girsad am donis avtorebis gverdze chemi tema yofiliyo.
Tumca sasiamovnoa ra tqma unda da didi madloba nelikkos :)samwuxarod es dgeebi ishviatad vaxerxeb komptan yofnas.
shemogiertebit shemdeg ufro aqtiurad.axla ert minimas davtoveb

თებერვალი

ეზოში მდგარ იასამნის ბუჩქს
ისე ვუყურებ,როგორც
ბოლო თვეებში მყოფი
მეუღლის მუცელს...
Back to top Go down
View user profile http://....
Guest
Guest



PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Tue Apr 14, 2009 1:20 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:41 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Mon Apr 20, 2009 5:41 pm

მირაჟული დასასრული

საგანთა ქაოსი.სახლია-ჰაერის სიმძიმით.
ნამთვრალევ განწყობას უხამებ-ოთახებს,არეულს.
თითქოსდა უშნოა ამ ღამეს ვარსკვლავთა ციმციმი
და მთვარე ასრულებს სიკვდილის,ჯერ უცნობ არიას.

არავინ.აღარ გრძნობ არაფერს.და მაინც, უფრორე
სიკვდილი დაერქვა განწყობას.სივრცეა- უცხო და
რატომღაც,ცარიელ კედლების ყრუ ხმათა ფურორი
მოგესმის სახლიდან,რომელშიც უფალიც ცხოვრობდა,

იყო დრო.მერე კი, რა დარჩა-გზებიღა, ირიბი.
და მათაც აქა-იქ შეამჩნევ.დაბურულ ფანჯრიდან
უყურებ დროებას,რომელიც ჭრელ-ჭრელი ფერებით
შეღებეს.წარსულის კადრები,და კითხვა:რა გრჯიდა?

პასუხი არ ისმის. და კვლავაც, ჰაერის სიმძიმე.
საათის ისრებიც გაჩერდნენ,მობეზრდათ.არავინ.
უაზრო ნახატებს უყურებ და ერთად იძინებთ.
შენს მიერ მოგონილ ღვთაებებს უხმობ და გფარავენ

სიზმრებში,რომლებსაც დაარქვი-კოშმარი,მარტივად.
კოშმარი,რომელიც დღეს ცხადზე ცხადია, და არც ეს
წარსული ყოფილა ვითომდა სიცოცხლის მოტივი...
ცარიელ ფურცელსაც არავინ არაფერს დააწერს.

ჰაერის სიმძიმე. ქაოსი. არც რამე. უბრალოდ:
მოგონილ მირაჟით,მოგონილ სიცოცხლეს ამთავრებ.


სანდრო _ ჩემი საყვარელი პოეტი... flower
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Mon Apr 20, 2009 10:45 pm

გასაუბრება საკუთარ თავთან

თავს მოიტყუებ, რომ არაფრის არ ხარ შუაში.
თითქოს დროს აცდი. დრო კი, მართლაც პროზაულია.
რომ ეპოქათა შენ მოყევი ავარიაში
და ყველაფერი ილუზიით მოკაზმულია.

ან როგორ გინდა პოეზიის გახსნა საელჩო
დედამიწაზე. მისით მთვარეც გადაიღალა.
აქ გადარჩენა უკვე არის ისე საეჭვო,
რომ უსათუოდ გადატენი ბოლოს იარაღს

და ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად
გაისვრი ტყვიას, თან კონკრეტულ ადრესატამდე.
ცივი გონებით, ცივი სახით, დაუნანებლად
თორემ რაღატომ, თორემ ვისთვის, თორემ სადამდე

უნდა ითმინო გარეწართა ცეკვა-თამაში.
ყველა ნიღბებით. ძალა არ მაქვს ამ მასკარადის.
სული შორსაა, გადაცურა ფიქრთა ლა-მანში...
წამით პაუზა... და მშვიდობით, აწ და მარადის!
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Tue Apr 21, 2009 5:37 pm

პოეტს ვხედავ ამ კაცში.. სადაც გადაგაწყდები ვერ გადამირჩები წაუკითხავი.. ძმა.. Smile

იყავი მაგრად..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Thu May 14, 2009 10:18 pm

ტრივიალური წერილი

ვიწყებ ტრივიალურ შედარებით
და მე თქვენ გიწოდებთ ესმერალდას.
ვიცი თქვენ გეკუთვნით შედევრები
თუმც არ შევიმჩნიე ეს მე. და რა
ამის პასუხია, რომ ეს ლექსი
არის კადნიერი ახირება.

ასე, დღეს სიმთვრალით თავს ვამართლებ,
როგორც უკანასკნელ რომანტიკოსს
თქვენდამი წერილით,მისამართზე
ქალაქი პარიზი...რომც არ იყოს
ქუჩა მიწერილი არა უშავს.
თბილისი. მაისი. შეღამება.

მთვარე თავს მადგება ჯაშუშივით,
თქვენსკენ ხედი ალბათ-ეიფელის.
ვგრძნობ გათენებამდე ჩამიშვებენ
ჰოდა მსხვერპლის როლი შევიფერე.
თქვენსკენ გაშლილია ელისეი
აქ ვიწრო ქუჩები ჯახირობენ.

კვლავ შტრაუსის ვალსი ღამის ფონი,
მინდა ამოვიღო ჩემი გული
და ის ჩამოვიდე ბოლო ფსონად,
თუმცა იღბლისაგან შერისხული
ვრჩები,კარგად ვხედავ გააშავებს
და ახლა განცდათა შეხამება...

თუ ვინმე ცხოვრების კაზინოდან
გავა წაგებული ეს მე...და რა
ამის პასუხია კვაზიმოდო
გავხდი,თქვენ კი დარჩით
ესმერალდად.

წერილს გწერთ მე ასეთ ტრივიალურს.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Mon May 18, 2009 1:57 am

* * *

საღამოობით, რომ ასრულებ შენს უქმ ხეტიალს,
უმოწყალობას, ერთხელაც რომ, ღმერთისას ამხელ,
როცა ბავშვობა ვარსკვლავებად ცაზე ხატია,
მიდიხარ სახლში და მაშინვე წვები დაღლილი.

(ანუ მთავრდები).

რომ მოისვენო, ძილში მაინც, თუნდაც ცოტა ხნით
და ენერგია აღიდგინო, თუნდაც მცირედით,
ელექსირად გაქვს არეული, ბნელი ოთახი
და ეს ლოგინი არის შენი ბოლო იმედი.

ანუ თავდებად

იყენებ, მაგრამ ჯიბრში გიდგას ღმერთი უთუოდ,
ძილსაც არ გაცლის და გასიზმრებს ისევ კოშმარებს
დაღლა და შიში გეფინება ერთად ქუთუთოს,
ასეთი სიზმრის ახდენა რომ ღმერთმა გაშოროს:

(ხერხით ნაცადით)

ანუ, მაშინვე დაფეთებით უშვებ ონკანს და
მოთქრიალე წყალს ლოცვასავით სიზმრებს უყვები,
აღარც კი გახოსვს ეშმაკები ალბათ როკავდნენ
მთლად აირიე ერთადერთი კითხვა ურყევი

დაგრჩა ასეთი:

ყოფნა, არყოფნა?! (გამოხვედი ახლა ჰამლეტიც)!
რას იზამ, როლი როლია და ასეა ალბათ:
თეატრი არის ეს ცხოვრება, ლექსი-პამფლეტი
და სამეფოში რაღაც კი არ, სამეფო დალპა.

(და ისევ ისე)

ანუ, თავიდან იწყები და უქმად ხეტიალს
აგრძელებ. (ვიღაც ნემსის ყუნწში ამაოდ გაძვრა).
ცაზე ბავშვობა ვარსკვლავებად აღარ ხატია
და ბადრაგივით დაგყვებიან მთვარე და ანძა.

Arrow
Back to top Go down
View user profile
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Fri May 22, 2009 12:08 am

შენ ერთი ძირძველი თბილისელი

თბილისის ძველ ქუჩებს დაუყვები
შენ ერთი ძირძველი თბილისელი.
გაღელვებს ქალაქის დაყრუება,
გშორდება მეგობრის თბილი ხელი.

თვალები - ჩამქრალი კელაპტრები,
ფილტვები - სახლები უჰაერო.
რას იზამ, თუ რაღაც გენატრება,
მთვრალი ხარ და ისევ აურიე.

გზადაგზა - მახინჯი ჯიხურები,
გზადაგზა - ბებერი აივნები.
ფანჯრიდან არავინ იყურება,
არავის მზერით არ დაიწვები.

გუნება ფუჭდება უსათუოდ,
შანსი გადარჩენის მიზერია.
ადრევე დაარქვი სათაურად,
გახსოვს შენ ცხოვრებას-მისტერია.

ისევ იმ ძველ უბნებს დაუყვები.
ქუჩები - საშინლად უჰაერო.
გაღელვებს თბილისის დაყრუება,
უბრალოდ მთვრალი ხარ, აურიე.

შენ ერთი ძირძველი თბილისელი...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Thu Jun 11, 2009 11:36 pm

მოგონილი რანდევუ

თქვენთან სიმშვიდე და მონმარტრია,
თბილისი მარტივად-ანტონიმი.
რაღაც უჩვეულოდ მომენატრა
და ვცხოვრობ წუთიერ ფანტომებით.
(იცით?მივეჩვიე,გამოვტყდები.
თითქოს ეს წერილიც მირაჟია).
ის დროა ერთხელაც გამოვტყვრე და
დავწერო,უკვე ხომ რიჟრაჟია.

მაშ,გწერთ ლექს-წერილებს დაჟინებით,
(ისე,გეგონება მავალებდნენ)!
თქვენ კი ალბათ დინჯი ნაბიჯებით,
გვერდით ვინმე ამაყ კავალერთან
ერთად, ბევრისათვის საოცნებო
ადგილებს მიყვებით და ხეების
უყურებთ პანტომიმს.პიანოებს
უსმენთ სიოების,არხეინად.

მე კი,ლამანჩელი რაინდივით,
ვეძებ არარსებულ ფათერაკებს.
ლექსიც მოგონილი რანდევუა
ვუშვებ საზეიმო ფოიერვერკს.
ვხედავ გაღებული ფანჯრებიდან,
როგორ ნათდებიან პლანეტები.
თქვენ ამ დროს მძივებით მარჯნების და
მხრებზე კი ხავერდის პალანტინით
დინჯად მიაბიჯებთ,ხოლო ირგვლივ
ისევ სიმშვიდე და მონმარტრია...
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Fri Jun 12, 2009 6:45 pm

* * *

ზაფხული. სიგიჟე წვიმების.
განწყობაც ასევე შეშლილი,
მთავრდება და ისევ იწყება
სახელად - პოეტის სიშიშვლე.

თაროზე ლოცვანი, ხატები.
და მაინც, კაცი ხარ, სისუსტე.
ფანჯარა. დგახარ და ხარბდები
ჰაერს და ბოლომდე ისრუტავ.

და ფილმი ნანახი მრავალჯერ.
(სადღაა ძალები სიახლის)!
მოგბეზრდა, ცხოვრებას აჯამებ
წამიც და საფეთქელს მიახლი

ცხელ ტყვიას. ქაოსი საგანთა.
ხელს გიწყობს წვიმების ფარდები.
მარტო ხარ. საფერფლე. ნაგანი.
მშვიდობით. წამებიც. მთავრდება...
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Fri Jun 12, 2009 6:45 pm

საღამო ვერანდაზე

მაია ცხვარაძეს

ვერანდა.ზაფხული.საღამო.ვსაუბრობთ.
თბილისი ნელ-ნელა ბურუსში იღვრება.
მშვიდია ამინდი, თუ მაინც აურევს,
ჰაერში გავავლოთ წვიმების ტიხრები.

ფუსფუსა ქალაქი აქედან კარგად ჩანს,
ნახევრად ევროპა, ნახევრად აზია.
ჩვენ ვერ გამოვუტანთ ვერავის განაჩენს
უბრალოდ ვსაუბრობთ.ფონი კვლავ ჯაზია.

(მისწრებას ვუწოდებ პირდაპირ ასეთ დროს
მსუბუქ ჯაზს). ჰაერიც მსუბუქი, ფაფუკი.
ვსაუბრობთ, დაიწყო, თუ როგორც,საერთოდ
გილგამეშიდან და მივედით კაფკამდეც.

მერე მე საქციელს ჩავდივარ კადნიერს-
ლექსებად გიყვები სიზმრებსაც მომავლის.
თან ისე, თითქოს ეს ნანახი კადრია
და თითქოს ნიჭივით ზეციდან მომმადლეს.

ხოლო შენ მაგ შენი ნათალი თითებით
(სანამ ეს წუთებიც თვალებში ჩაგვრჩება),
დახატე აბსტრაქტით ბავშვობის ტიტრები,
რომ მერე გადავცდეთ როგორმე ჩარჩოებს.

გავცდებით უთუოდ! ქარების ექსპრესით.
ეს მთვარეც ზეცისგან ავიღოთ არენდით.
მარლბოროს კოლოფი, ფინჯანი ესპრესსო
ვსაუბრობთ.საღამო.ზაფხული.ვერანდა.
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Fri Jun 12, 2009 6:46 pm

უაზრო წრებრუნვა

დავმთავრდი და ისევ,თავიდან ვიწყები.
აღვსდგები გაცრეცილ,შავ-თეთრი კადრიდან.
ვიცოდი ამ წასვლას,დასასრულს მიწყენდი,
ვბრუნდები,შემოვალ დღეს სულ სხვა კარიდან,
მე ხომ ვერ მოვიშლი ამ წრეზე სიარულს...

შენც იცი,დამჩემდა ბოლო დროს სიგიჟე.
ბოლომდე დამაწყდა ნერვების ძაფები.
და სულიც ვაჩუქე განწყობას მირაჟულს,
საოცარს,რომელიც სულ უფრო მძაფრდება
ოცნებით -ეახლოს ცის მეცხრე იარუსს.

ასეა,ვერ შევცვლით დადგენილ სიუჟეტს,
და,ვრჩებით:მე,შენ და ჩვენს შორის მსგავსება.
აბა,რას დავაკლებთ ბედის სიჯიუტეს,
როცა,ერთმანეთის ჩვენ აღარ გვავსებენ
თვალები,ჩვენივე მოგონილ სიცოცხლით.

დავიწყე,მაგრამ ვგრძნობ უკვე შენ მთავრდები.
ერთი და იგივე.(ხომ ხედავ ვიღლებით)
მაშ,მოდი,ერთმანეთს დავუდგეთ თავდებად,
სადაც შენ მთავრდები,მეც ხომ იქ ვიწყები...
და ვხედავთ იმას,რაც ყოველთვის ვიცოდით:

უაზრო წრებრუნვა...

cheers კარგი სანი გვყავს Smile
Back to top Go down
View user profile
irinka
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 110
Age : 29
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Tue Jun 16, 2009 1:26 pm

თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,მადმუაზელ!

თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,
მადმუაზელ!
ლამაზი თანწყობა:პრინცესა,პარიზი.
ალბათ ფრანგ ვაჟკაცებს გულები შუაზე
გადაუხლიჩეთ და უამრავ კაპრიზსაც
ვერაფრით ელევით.

ეს ისე,უბრალოდ და ერთი შეხედვით.
და იქნებ ეს ლექსიც წერილს გავს შაბლონურს.
ვწერ სულ სხვა რაკურსით,თქვენთან კი
შემთხვევით,
როდესაც სიშორით გტკივდება სამშობლო
სწორედ ის წუთია.

ჩემთან კი მაგიდა. ფოტოდან ღიმილი...
ჰო,თქვენი პროფილი და ჩემი სიბრმავე.
(ძნელია ეს ჩემებრ პაჟებმა იხილონ )
და ყველა პოეტიც გეტყოდათ იმავეს
აწევით ხელების!

რადგანაც ასეა ცხოვრების პრინციპი,
დასასრულს რითმებიც თავისით
დალაგდნენ.
მადმუაზელ პარიზი სავსეა პრინცებით
ხოლო თქვენს მშობლიურ,საყვარელ ქალაქთან
აპრილის მწუხრია.

ვზივარ და დრომოჭმულ რომანტიზმს
ვაღმერთებ,
ამ ლექსად წერილსაც არ დარჩა სხვა ხიბლი.
ავივლი როგორმე ისევ ამ აღმართებს,
თქვენ ანგელოზად კი ღიმილი გამხილებთ.

თქვენ ახლა პარიზში ცხოვრობთ,
მადმუაზელ!


ეს ლექსი მიყვარს ძალიან sunny
Back to top Go down
View user profile
სანდრო დგვარელი(san_tibo)



Male
Number of posts : 5
Age : 29
Location : თბილისი
Job/hobbies : ხეტიალი
Humor : მგონი :)
Registration date : 14.04.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Thu Jul 30, 2009 8:52 pm

ღია სარკმელთან

ღია სარკმელი.სარკმლის მიღმა დღეების მწკრივი.
სარკმლის აქეთ კი ისევ ისე უკუსვლა დროის.
ვდგავარ და ველი.(რას არც ვიცი).ქარი და წვიმა
მკიდებენ გულზე მოლოდინის კავალრის ორდენს.
და ისევ ისე,როგორც იყო დიდი ხნის წინათ:
ღია სარკმელი.მარტო ვარ და ვკითხულობ ბოდლერს.

და მერე ვგზავნი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას
პასუხად ისევ:\" სიგიჟეა,აჟიტირება\"...
ღია სარკმელი.ჰო სიგიჟე.შენ და დინება
დროის.და მერე თუ ბავშვივით აგიტირდები
არ გაიკვირვო.ეს ასეა ღმერთმა ინება.
ღია სარკმელი.სარკმლის მიღმა ლურჯი ტიტრები.

სიმბოლურია ლურჯი ფერი.მით უფრო ახლა.
მით უფრო ჩვენთვის,როცაა ცაა თვალების სარკე.
მინდა ხმამაღლა წაგიკითხო \"ოცნების სახლი\"
მერე გავიქცეთ იქით სადაც არავინ არკვევს
ვინ...სად... და მოკლედ, ტვინს უაზროდ არავინ ახლის
მსგავს აბდაუბდებს და ჯვარზედაც არავინ გაკრავს

სიყვარულისთვის.კვლავ სარკმელი.დღეების მწკრივი
სარკმლის აქეთ კი პოეტი, თუ მხატვარი ფუნჯით.
ვდგავარ და ველი.(როგორც წესი, ქარი და წვიმა).
თითების ენა,გაშლილი თმა,თვალები ლურჯი.
(ალბათ ეწერა სადღაც ასე დიდი ხნის წინათ)...
Back to top Go down
View user profile http://....
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Thu Jul 30, 2009 10:24 pm

გასაუბრება საკუთარ თავთან

თავს მოიტყუებ, რომ არაფრის არ ხარ შუაში.
თითქოს დროს აცდი. დრო კი, მართლაც პროზაულია.
რომ ეპოქათა შენ მოყევი ავარიაში
და ყველაფერი ილუზიით მოკაზმულია.

ან როგორ გინდა პოეზიის გახსნა საელჩო
დედამიწაზე. მისით მთვარეც გადაიღალა.
აქ გადარჩენა უკვე არის ისე საეჭვო,
რომ უსათუოდ გადატენი ბოლოს იარაღს

და ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად
გაისვრი ტყვიას, თან კონკრეტულ ადრესატამდე.
ცივი გონებით, ცივი სახით, დაუნანებლად
თორემ რაღატომ, თორემ ვისთვის, თორემ სადამდე

უნდა ითმინო გარეწართა ცეკვა-თამაში.
ყველა ნიღბებით. ძალა არ მაქვს ამ მასკარადის.
სული შორსაა, გადაცურა ფიქრთა ლა-მანში...
წამით პაუზა... და მშვიდობით, აწ და მარადის!

...
სისადავითა და სიახლით აღბეჭდილი მიგნებები იშვიათი არაა ამ,მართლაც,ნიჭიერი პოეტის შემოქმედებაში.

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანდრო დგვარელი(san_tibo)



Male
Number of posts : 5
Age : 29
Location : თბილისი
Job/hobbies : ხეტიალი
Humor : მგონი :)
Registration date : 14.04.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Mon Sep 07, 2009 4:39 pm

პროზაული ლექსი


ეს ხალხს გონია პოეტი ვარ,ლექსს ვწერ და ა.შ.
ვერავინ ხვდება,რომ შენ გიწერ უბის წიგნაკში.
ჰაერს ვეწევი მაგ თმებიდან მე,როგორც ჰაშიშს
და ვიწყებ მთვრალი...ეს ახლაა ასე,წინათ კი
არ მიწერია არაფერი,ახლაღა ვხვდები.
გადასაწერი არ მყოლია არავინ რადგან.
ახლა აზიურ ჰანგებს ვისმენ,წინ კი ზღვის ხედი.
ნახევარმთვარე დიადემად ზღვას თავზე ადგას.
მსუბუქი ქარი აშრიალებს ფინიკის პალმებს,
ირგვლივ ირევა ტურისტების უხვი ნაკადი.
წინ რუსის ბავშვი ზის და რას ვწერ დანახვას ლამობს.
მე მეღიმება,ნება-ნება ვწრუპავ კარკადეს.
ის ბოლოს ბედავს, მეკითხება სასაცილო ხმით:
\"Что вы пишите\"?(ცალი ხელით ისწორებს შორტებს).
მას არ ადარდებს ერთი წლის წინ ჩავლილი ომი,
არც მომავალი ომებისთვის მზა კოჰორტები.
და ჩვენც მაშინვე,სულ იოლად ვაწყობთ საუბარს.
სუფთაა ბავშვი.დიდ და ცისფერ თვალებს აცეცებს.
\"я пишу стихи\".(ქარი ისევ ზღვიდან უბერავს).
ვუთარგმნი ჩემს ლექსს.გვეღიმება ქართულ აქცენტზე.
მერე ვსაუბრობთ ყველაფერზე,ვუყვები შენზეც.
თუ როგორ ვზომავ მე ლექსებით მანძილებს ახლა.
ან რატომ დაძრწის ქარი ყველგან,ანუ რას ეძებს,
ან რას უყვება მარჯნის რიფებს მსუბუქი ტალღა.
ბოლოს ვახსენებთ რა თქმა უნდა ღმერთს და სამოთხეს.
დღეს მოსაუბრე თუ მინდოდა,ასეთი მსურდა.
დიდია ბავშვი.ბოლოს აქვე უნდა გამოვტყდე-
არ გაუგია ჩემი ლექსი სხვას ასე ზუსტად!
სხვები ხომ ისევ:პოეტია,ლექსს წერს და ა.შ.
შენც კი ვერ ხვდები ისე გიწერ უბის წიგნაკში.
როცა ვეწევი მაგ თმებიდან მე როგორც ჰაშიშს
ჰაერს და ვდგები ასე მთვრალი უფლის წინაშე.
Back to top Go down
View user profile http://....
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Mon Sep 07, 2009 4:57 pm

კარგად წერ.. მეგობარო.. ძალიან კარგად..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Wed Sep 09, 2009 1:06 pm

სანდრო დგვარელი(san_tibo) wrote:
პროზაული ლექსი


ეს ხალხს გონია პოეტი ვარ,ლექსს ვწერ და ა.შ.
ვერავინ ხვდება,რომ შენ გიწერ უბის წიგნაკში.
ჰაერს ვეწევი მაგ თმებიდან მე,როგორც ჰაშიშს
და ვიწყებ მთვრალი...ეს ახლაა ასე,წინათ კი
არ მიწერია არაფერი,ახლაღა ვხვდები.
გადასაწერი არ მყოლია არავინ რადგან.
ახლა აზიურ ჰანგებს ვისმენ,წინ კი ზღვის ხედი.
ნახევარმთვარე დიადემად ზღვას თავზე ადგას.
მსუბუქი ქარი აშრიალებს ფინიკის პალმებს,
ირგვლივ ირევა ტურისტების უხვი ნაკადი.
წინ რუსის ბავშვი ზის და რას ვწერ დანახვას ლამობს.
მე მეღიმება,ნება-ნება ვწრუპავ კარკადეს.
ის ბოლოს ბედავს, მეკითხება სასაცილო ხმით:
\"Что вы пишите\"?(ცალი ხელით ისწორებს შორტებს).
მას არ ადარდებს ერთი წლის წინ ჩავლილი ომი,
არც მომავალი ომებისთვის მზა კოჰორტები.
და ჩვენც მაშინვე,სულ იოლად ვაწყობთ საუბარს.
სუფთაა ბავშვი.დიდ და ცისფერ თვალებს აცეცებს.
\"я пишу стихи\".(ქარი ისევ ზღვიდან უბერავს).
ვუთარგმნი ჩემს ლექსს.გვეღიმება ქართულ აქცენტზე.
მერე ვსაუბრობთ ყველაფერზე,ვუყვები შენზეც.
თუ როგორ ვზომავ მე ლექსებით მანძილებს ახლა.
ან რატომ დაძრწის ქარი ყველგან,ანუ რას ეძებს,
ან რას უყვება მარჯნის რიფებს მსუბუქი ტალღა.
ბოლოს ვახსენებთ რა თქმა უნდა ღმერთს და სამოთხეს.
დღეს მოსაუბრე თუ მინდოდა,ასეთი მსურდა.
დიდია ბავშვი.ბოლოს აქვე უნდა გამოვტყდე-
არ გაუგია ჩემი ლექსი სხვას ასე ზუსტად!
სხვები ხომ ისევ:პოეტია,ლექსს წერს და ა.შ.
შენც კი ვერ ხვდები ისე გიწერ უბის წიგნაკში.
როცა ვეწევი მაგ თმებიდან მე როგორც ჰაშიშს
ჰაერს და ვდგები ასე მთვრალი უფლის წინაშე.

ra simSvidea am leqsSi...Smile
Back to top Go down
View user profile
სანდრო დგვარელი(san_tibo)



Male
Number of posts : 5
Age : 29
Location : თბილისი
Job/hobbies : ხეტიალი
Humor : მგონი :)
Registration date : 14.04.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Wed Nov 04, 2009 12:24 am

* * * (მე გეუბნები სულს ფერი აქვს...)

მე გეუბნები: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი
ფერის სულიდან მოვიპარე უსაზღვრო სივრცე!
მე გეუბნები: შემოდგომის მომაკვდავ ფოთოლს
მოვიტან სახლში და შევუკრავ ძველებურ ჩარჩოს.
და არც ვიდარდებ რომ დასასრულს ნაწვიმარ ქუჩის,
იქნებ ბრბო დამხვდეს და მათ ერთხმად კოცონსაც მიმცენ.
რადგან ჩვენ შევრჩით გადაცრეცილ ბავშვობის ფოტოს,
ხოლო იქ ისევ გულღია და ხალასი დავრჩით!

მე გეუბნები: მიფერადებ ნაცრისფერ დღეებს.
და კეთროვან ცას მზერით ამჩნევ იმედის ფრესკას.
მე გეუბნები: საუბრისას ვენდობი თითებს,
ხოლო თრობისას - თმათა ჰაშიშს, ბაგეთა თრიაქს.
მე გეუბნები,რომ სატანა მუშტებს მიღერებს
თუმცა ჩაიხრჩო გულში, რადგან ვერ ნახა ფსკერი.
მე გეუბნები: ბნელ ქუჩებში ლამპიონს მინთებ.
მე გეუბნები:ეს ლექსები ქარს ღმერთთან მიაქვს.

ან სულაც ვამბობ, რომ შენშია ღმერთი და ახლა
ამ მტვერსაც აქცევ სიცოცხლედ და ამხელა სივრცეს
არ უჩანს ბოლო, ამ ჰორიზონტს ბოლო არ უჩანს
და ხელს არავინ არ შეგიშლის რაც უნდა მოხდეს.
სხვები ამბობენ: მძვინვარეა საშინლად ტალღა.
არათუ სულს და ცასაც არ აქვს ფერიო. ცივა.
მე ვიმეორებ: სულს ფერი აქვს და შენი ლურჯი
ფერის სულიდან მოვიპარე ჩემი სამოთხე!
Back to top Go down
View user profile http://....
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Wed Nov 04, 2009 10:33 am

ძალიან კარგი ლექსია.. ძმაკაც.. ძალიან კარგი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
სანდრო დგვარელი(san_tibo)



Male
Number of posts : 5
Age : 29
Location : თბილისი
Job/hobbies : ხეტიალი
Humor : მგონი :)
Registration date : 14.04.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Wed Dec 02, 2009 12:30 pm

ტრიოლეტი

შენ ზიხარ, მშვიდი. ფანჯრებს მიღმა ლეგა ღრუბლები.
ამ ღრუბლებივით ამინდებზე ლექსიც გახშირდა.
ვიცი, რომ ხედავ ლურჯ სამყაროს, შორს იყურები.
შენ ზიხარ, მშვიდი. ფანჯრებს მიღმა ლეგა ღრუბლები.
დგება ზამთარიც. შენ, ლექსები, მე, ბეღურები
ერთად შევხვდებით ჩრდილოეთით მოსულ ქარიშხალს.
შენ ზიხარ, მშვიდი. ფანჯრებს მიღმა ლეგა ღრუბლები.
ამ ღრუბლებივით ამინდებზე ლექსიც გახშირდა.
Back to top Go down
View user profile http://....
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Wed Dec 02, 2009 2:27 pm

ტრიოლეტი

შენ ზიხარ, მშვიდი. ფანჯრებს მიღმა ლეგა ღრუბლები.
ამ ღრუბლებივით ამინდებზე ლექსიც გახშირდა.
ვიცი, რომ ხედავ ლურჯ სამყაროს, შორს იყურები.
შენ ზიხარ, მშვიდი. ფანჯრებს მიღმა ლეგა ღრუბლები.
დგება ზამთარიც. შენ, ლექსები, მე, ბეღურები
ერთად შევხვდებით ჩრდილოეთით მოსულ ქარიშხალს.
შენ ზიხარ, მშვიდი. ფანჯრებს მიღმა ლეგა ღრუბლები.
ამ ღრუბლებივით ამინდებზე ლექსიც გახშირდა.

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: სანდრო დგვარელი– სან_ტიბო   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
სანდრო დგვარელი– სან_ტიბო
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: