არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი   Sat Apr 11, 2009 10:10 pm

ვაჟიკა კაწალხეველი:

"ქართული ხალხური პოეზიის" 3-4 ტომები ეძღვნება გმირობის თემას,ხოლო მე-6 ტომი_სიყვარულისას.
ორივეგან მარგალიტების ცვენაა.
იქნებ გაგვეხსნა გვერდი გმირობის თემისათვის ასეთი სათაურით:"ვაჟკაცობისას ამბობენ",ან:"აი,ვინაა კაი ყმა."
სიყვარულის თემას, ალბათ, მოუხდებოდა სათაური: "უკვდავებისა წყაროო".
ეჭვიც არ მეპარება,რომ გამრიგე უკეთეს სათაურებს აღმოაჩენს.
...
დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი.


Exclamation

აჰა, ბატონო ვაჟა ხორნაულო, გაგიხსენით თქვენი მოთხოვნილი თემები და ამის მერე თქვენ თავად შეგიძლიათ გასხნათ აქ ის გვერდები, რომელთაც საჭიროდ ჩათვლით.

პატივისცემით,
გამრიგე
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი   Sun Apr 12, 2009 7:51 am

***
ჯარნი რო დაჯარდებიან,
ჯარზე თავდაბლად დასჯდოდი;
თარეშნ რო დაერჩევიან,
ცხენ შაჰკაზმოდი,შასჯდოდი;
თუ რო სახელის ქნა გინდა,
კაი ვაჟკაცთან დაზდგოდი,
ჩასვლით ჩახვიდი წინწინა,
გამოსვლით უკან დასდგოდი!

***
ის უუბნია დუშმანსა:
"აღარ არიან,წახდესო"'
ის კი აღარვის უთქომის,
თუ ლომს ლეკვები დაჰრჩესო,
აისხეს იარაღები,
სამტეროს გზაზე შადგესო,
ისევ მოიდენ ცოცხალნი,
მამის კერაზე დასხდესო. king king king queen king king

***
თუშნო,ფშაველნო,ხევსურნო,
ლაშქარი შავაზიაროთ,
ერთმანეთს ნუ უღალატებთ,
მტერი კი დავაზიანოთ.
დროშანი წითელ-ყვითელნი
საძელეს შავაპრიალოთ,
ცხენი დავსჭედოთ უკუღმა,
ხევისკე ჩავაგრიალოთ. king cheers king
სნო,ახალციხე გავსტეხათ,
კარკუჩა გავატიალოთ.
...
ამ ლექსში მოხევეების დალაშქვრაა გადმოცემული.
ფშაველ-ხევსურნი ოთხ დროშას_ლაშარის ჯვრის,გუდანის ჯვრის,კარატის ჯვრის და ხახმატის ჯვრისას_მიაბძანებდნენ ბზიანაში(მაღაროსკარში)...საქართველოს ომებშიც აქედან მიემგზავრებოდნენ თუშ-ფშაველ-ხევსურნი.


king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი   Sun Apr 12, 2009 8:19 am



დიდი მადლობა.
საერთო რუბრიკის("ვაჟკაცობისას ამბობენ" და "უკვდავებისაა წყაროო"_სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან)ქვეშ თუ არის შესაძლებელი,რომ ცალ-ცალკე(ერთმანეთის მიყოლებით_
ასე:
ვაჟკაცობისას ამბობენ
უკვდავებისა წყაროო)
გამოიყოს ეს ქვესათაურები(როგორც ავტორები არიან სანათასთან).
მერე შესაბამისად ჩავდებდი მასალებს.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი   Sun Apr 12, 2009 10:50 am

ვაჟა ხორნაული wrote:
***



***
თუშნო,ფშაველნო,ხევსურნო,
ლაშქარი შავაზიაროთ,
ერთმანეთს ნუ უღალატებთ,
მტერი კი დავაზიანოთ.
დროშანი წითელ-ყვითელნი
საძელეს შავაპრიალოთ,
ცხენი დავსჭედოთ უკუღმა,
ხევისკე ჩავაგრიალოთ. king cheers king
სნო,ახალციხე გავსტეხათ,
კარკუჩა გავატიალოთ.
...
ამ ლექსში მოხევეების დალაშქვრაა გადმოცემული.
ფშაველ-ხევსურნი ოთხ დროშას_ლაშარის ჯვრის,გუდანის ჯვრის,კარატის ჯვრის და ხახმატის ჯვრისას_მიაბძანებდნენ ბზიანაში(მაღაროსკარში)...საქართველოს ომებშიც აქედან მიემგზავრებოდნენ თუშ-ფშაველ-ხევსურნი.


king cheers king

Arrow

და რა ჰხდებისა აქა, რაად შაყრილან თუშ-ფშავ-ხევსურნი და მოძმე მახევეების დასალაშქრად რაად მიიჩქარიან?
იკითხავს ამას აუცილებლადა გულშემატკივარი ქართველი, რახან ყველა ესენი ერთი ჯიშ-ჯილაგიანი არიანა და რააააად უნდა ომობდნენ ერთურთშია, განა მტერ დაელიათ?..

და სად არი ნეტა არგანი, იმან კარგი თქმა იცის ამეებში...
და ვიდრე ის მასულა აქა, მარტო ამას დავძენდი:

თუშ-ფშავ-ხევსურნი კახეთის სამეფოსანი არიან, კახეთის მეფენი ამათ ჯვარ-ხატების მოდე-მოძმეებ არიან და მაგიტომ უდგანან მეფეებსა მხარში ხევისბერების ლოცვა-კურთხევითა.
ეს მახევენი კიდევა - ქართლის სამეფოსანი არიან და მაგიტომ გაჰხდომიათ დასალაშქრი კარკუჩა თუ კობი...

შიოლა ღუდუშაურის მკვლელობაც ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და მთრეხელს სულაც არ მაუკლავს შემთხვევითა გააზნაურებული შიოლა ღუდუშაური, რომელიც ასევე ქართლის სამეფოს მხარდამჭერი იყო...
მერე რაც შიოლა ღუდუშაურის დამ ჩაიდინა - თავისი ძმის მკვლელი რომ შეიფარა სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ადათით - ეს საქციელი ამ ქალს მსოფლიო ლიტერატურის უპირველეს პერსონაჟთა გვერდით მიუჩენს ალაგს: ამაზე სწერს სწორედ პოემას ტარიელ ხარხელაური, მე მოსმენილი მაქვს პირველი ნაწილი და მეორე ნაწილსაც ველოდები სულ მალე - ძალიან მაგარი პოემა იქნება, წინდაწინ ვიცი... ასე რომ, მე რო სუ მუდამ ვსაყვედურობდი მთის პოეტებსა, რომ იიიმ დიდი ვაჟაის მემრე პოემა ვეღარ გითქომთ ვერცვისა მეთქი, ეს დამუნათება წამიხდა უკვე - ვეღარ ვიტყვი ვერაფერსა ამ ჩვენი კარგი ტარიელის გადამკიდე...

ძაან მემენატრება ხოლმე მე ტარიელის წაკითხულებ, უფრო სწორად - ამათქმულები და სუ იმასა ვფიქრობ ხოლმე, რომ - ეგეთა დარდიან პოეტ ეგებ არცა გვყოლია ჩვენა...

Idea
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი   Sun Apr 12, 2009 11:25 am

[quote="ბობო"]
ვაჟა ხორნაული wrote:
***

და რა ჰხდებისა აქა, რაად შაყრილან თუშ-ფშავ-ხევსურნი და მოძმე მახევეების დასალაშქრად რაად მიიჩქარიან?
იკითხავს ამას აუცილებლადა გულშემატკივარი ქართველი, რახან ყველა ესენი ერთი ჯიშ-ჯილაგიანი არიანა და რააააად უნდა ომობდნენ ერთურთშია, განა მტერ დაელიათ?..

და სად არი ნეტა არგანი, იმან კარგი თქმა იცის ამეებში...
და ვიდრე ის მასულა აქა, მარტო ამას დავძენდი:

თუშ-ფშავ-ხევსურნი კახეთის სამეფოსანი არიან, კახეთის მეფენი ამათ ჯვარ-ხატების მოდე-მოძმეებ არიან და მაგიტომ უდგანან მეფეებსა მხარში ხევისბერების ლოცვა-კურთხევითა.
ეს მახევენი კიდევა - ქართლის სამეფოსანი არიან და მაგიტომ გაჰხდომიათ დასალაშქრი კარკუჩა თუ კობი...

შიოლა ღუდუშაურის მკვლელობაც ამ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს და მთრეხელს სულაც არ მაუკლავს შემთხვევითა გააზნაურებული შიოლა ღუდუშაური, რომელიც ასევე ქართლის სამეფოს მხარდამჭერი იყო...
მერე რაც შიოლა ღუდუშაურის დამ ჩაიდინა - თავისი ძმის მკვლელი რომ შეიფარა სტუმარ-მასპინძლობის უძველესი ადათით - ეს საქციელი ამ ქალს მსოფლიო ლიტერატურის უპირველეს პერსონაჟთა გვერდით მიუჩენს ალაგს: ამაზე სწერს სწორედ პოემას ტარიელ ხარხელაური, მე მოსმენილი მაქვს პირველი ნაწილი და მეორე ნაწილსაც ველოდები სულ მალე - ძალიან მაგარი პოემა იქნება, წინდაწინ ვიცი... ასე რომ, მე რო სუ მუდამ ვსაყვედურობდი მთის პოეტებსა, რომ იიიმ დიდი ვაჟაის მემრე პოემა ვეღარ გითქომთ ვერცვისა მეთქი, ეს დამუნათება წამიხდა უკვე - ვეღარ ვიტყვი ვერაფერსა ამ ჩვენი კარგი ტარიელის გადამკიდე...

ძაან მემენატრება ხოლმე მე ტარიელის წაკითხულებ, უფრო სწორად - ამათქმულები და სუ იმასა ვფიქრობ ხოლმე, რომ - ეგეთა დარდიან პოეტ ეგებ არცა გვყოლია ჩვენა...

Idea



გილოცავ ბზობის დიად დღესასწაულს.
მრავალს დაესწარი.
ეგ ლექსი კონკრეტულ ამბავთან_ხევის დალაშქვრასთანაა დაკავშირებული
და მაგის მიზეზი შენ კარგად ახსენი.
მეც მტკივა უარგანობა,არც მაგისი ტელეფონი ვიცი.ამგვარ საკითხებში
ძალიან საჭიროა მაგისი ჩარევა.
ტარიელი საოცარი პოეტია და...სიარული სცოდნია საოცარი_ჩარგლიდან რო ჩამოვედით king king თბილისში,რამდენიმე გაჩერების ფეხით გავლა მოგვიხდა.ძლივს მეღირსა ისეთ კაცთან სიარული,რომელიც არ მეტყოდა,ნელა იარე,კაცო, რა მიგაჩქარებსო.მივდიოდით მხარდამხარ და ვფიქრობდი,ნეტავი ამასთან მარბინა 20 კილომეტრიან ტრასაზე-მეთქი.ამ დილას 17 კილომეტრი მაქვს ფეხით გავლილიო,მითხრა საოცარმა კაცმა და ბრწყინვალე პოეტმა...
ერთი სიტყვით:ტარიელს როცა ვხვდები,ის დღე ჩემთვის სხვაგვარად ლამაზდება,მზეც სხვაგვარად ანათებს.
sunny ადამიანი_ლექსი!_ესაა ტარიელი.

cheers queen
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი   

Back to top Go down
 
დღეს საქართველოს განსაკუთრებით აკლია გმირობისა თუ სიყვარულის მადლი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”ვაჟკაცობისას ამბობენ” და "უკვდავებისა წყაროო" - სტუმრად ვაჟიკა კაწალხეველთან-
Jump to: