არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნადირათ გაგას კაფია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
გაგა
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 148
Age : 106
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: ნადირათ გაგას კაფია   Tue Mar 31, 2009 11:41 pm

ათიოდე წლის წინანდელი კაფია. Smile


X X X

გაღმიდან მთვრალი წამოველ,
გზაში დავკარგე ცხენია,
მოვდივარ დედის გინებით,
არცრა ხალხისა მრცხვენია.
წყალზე გადავლა მინდოდა,
ბოგირი იყო ცხელია,
გავბრაზდი, წყალში ვისკუპე,
წყალ შამხვდა ძრიელ თხელია,
ამოველ გადატყაული,
განა წყლისგანა სველია.
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგას კაფია   Thu Apr 02, 2009 10:49 am



მაგით არ დამთავრებულა drunken
ფათერაკები შენია_
წყალში თევზს დასჯახებიხარ,
ასტკივებია წელია,
კალმახებმ აგითვალწუნეს,
ჟამი დაგიდგა ძნელია,
ზედმეტ სახელად დაგარქვეს
"მელექსე_თევზთა მტერია!"
lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მელექსე

avatar

Male
Number of posts : 8
Age : 28
Location : tbilisi
Job/hobbies : dasda
Humor : adsad
Registration date : 15.02.10

PostSubject: ბექა ჯაგური   Thu Feb 18, 2010 3:05 am

ნუ მიწყენ ჩემო გაგა და
სიმთვრალე ცუდი გქონია
წყალში შერცხვათ და დაგინდეს
თევზისგან გამიგონია

გიჯობდეს ნუღარ დათვრები
ნუღად დაიწყებ მოთქმასო
თევზებმა თუკი დაგინდეს
კაცი შეგხვდება მოგკლავსო

თუ რამე ცუდად დავწერე მაპატიეთ და ძალიან გთხოვთ სწორად გამიგეთ
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგას კაფია   Sun Feb 28, 2010 6:13 pm



შაირ-კაფიას,ძმობილო,
არ შვენის რევერანსები,
ლექსები უნდა ისროლო
ეკლიანი და თარსები,
ზოგი არ დაგევასება,
ზოგს შენ არ დაევასები,
მოსწრებულ სიტყვას სჩვევია
ფორიაქი და ბრაზები,
პირველ "რაუნდში" გაჯობე-
ნოკაუტია სავსებით.
king cheers

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
შამილი



Male
Number of posts : 18
Age : 31
Location : tbilisi
Job/hobbies : football, hockey, cxenosnoba
Humor : შავი იუმორი
Registration date : 27.02.10

PostSubject: Re: ნადირათ გაგას კაფია   Sun Mar 21, 2010 4:05 am

ვაჟა ბატონთან შაირში
ძნელი ყოფილა რკინება
ლექსის რინგზე თუ მიგბეგვა
ძმობილო ნუ გეწყინება
ალესილ სიტყვით აღმართს ხნავს
როგორც წესია ფხოველთა
შენ გჯაბნის თორემ ვერ ბედავს
სიტყვის შაბრუნვას სწორებთან
Back to top Go down
View user profile http://www.kardu.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნადირათ გაგას კაფია   Sun Mar 21, 2010 9:32 am

გიგაურ-ანთაურები
ერთნი არიან ძირითა,
ანთა ჩემ პაპის პაპაა-
სიტყვით ვახსენებ ტკბილითა,
კაფიის ხმალი ავიღე,
გაგას "ვეომე" იმითა,
პატარაც წავუტრაბახე
გაცინებულის პირითა.

აქეთ მაიწი,შამილო,
კედელს რო ებრძვი ჩხირითა,
მაიყვა ჩემი ტოლები
ავსებულები ტვინითა,
ისე "დავბეგვო" ლექსითა,
სულს ძლივს იჭერდენ კბილითა,
შენ დაგაყოლებ დესერტად,
ექიმთან წახვალ ვირითა.


king cheers lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ნადირათ გაგას კაფია   

Back to top Go down
 
ნადირათ გაგას კაფია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: