არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ომარ დურმიშიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ომარ დურმიშიძე   Fri Mar 27, 2009 10:06 pm



ომარ დურმიშიძე

დაიბადა 1949 წლის 18 ივნისს ქ. თბილისში. 1964-1968 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1968-1973 წლებში აგრძელებს სწავლას ქ. თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მისმა სადიპლომო ნამუშევარმა “მშვიდი ძილი” ფრიადი დაიმსახურა. 1973 წლიდან მხატვართა ახალგაზრდული კავშირის წევრია. 1973 წლიდან მონაწილეობს თითქმის ყველა რესპუბლიკურ და საკავშირო გამოფენაში.

1974 წელს მიიღო მონაწილეობა სახვითი ხელოვნების ფესტივალში - დევიზით “ბალტიკა - მშვიდობისა და მეგობრობის ზღვა”. წარმოდგენილმა ტილომ “რაბერი - ღამით” დიპლომი დაიმსახურა.

პირველი პერსონალური გამოფენა - 1976 წ. - საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში.

მეორე პერსონალური გამოფენა - 1977 წ. - მარმელადის ფაბრიკაში, მიძღვნილი საბჭოთა კავშირის 60 წლისთავისადმი.

მესამე პერსონალური გამიფენა - 1978 წ. - აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლში.

მეოთხე პერსონალური გამოფენა - 1984 წ. - მხატვრის სახლში.

მეხუთე პერსონალური გამოფენა - 1984-85 წ. - მართვის სისტემების ინსტიტუტში.

მეექვსე პერსონალური გამოფენა - 1985 წ. - საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მეშვიდე პერსონალური გამოფენა - 1986 წ. - ქ. მოსკოვის საგამოფენო ცენტრ “ფიროსმანში”.

1977 წელს გამოფენა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც შეძენილ იქნა ფერწერული ტილო “ჭრელ აბანოებთან” სერიიდან “ღამის თბილისი”.

1979 წელს გამოფენა ქ. მოსკოვის ექსპორტ - სალონში

1980 წელს გამოფენა - იტალიაში , სადაც შეძენილ იქნა ფერწერული ტილო “კოჯრის ქუჩა” სერიიდან “ღამის თბილისი”.

1983 წელს გამოფენა მიძღვნილი “გეორგიევსკის ტრაქტატის” 200 წლისთავისადმი.

1984 წელს გამოფენა მიძღვნილი “საბჭოთა კავშირ-რუმინეთის ახალგაზრდების მე-4 შეხვედრა”.

1987 წელს გამოფენა რეტროპერსპექტივა “მხატვრის სახლში”.

1994 წელს გარდაიცვალა.

1995 წელს “კავკასიის მხატვართა გილდია” “კავკასიური სახლი” აწყობს ქართველ მხატვერთა გამოფენას, სადაც ომარ დურმიშიძის ნამუშევრებიც გამოიფინა.

1995 წელს გალერეა “ჰობი” აწყობს გამოფენას “მიძღვნა ფიროსმანს”, სადაც გამოიფინა მხატვრის ნამუშევრები მიძღვნილი ფიროსმანისადმი.

1995 წელს მხატვრის ავტოპორტრეტების პერსონალური გამოფენა “გაერო”-ს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლობაში, რომელიც მოაწყო ჟურნალისტი გალერეა სალონმა “ნეო”-მ

1995 წელს საქართველოს ეროვნულ გალერეაში “ცისფერი გალერეა” პერსონალური გამოფენა მიძღვნილი გარდაცვლილების წლისთავისადმი.

1996 წელს ეროვნულ გალერეაში ეწყობა ქართველ მხატვართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრის სამი ფერწერული ტილო.

1999 წელს - გალერეა TMS -ში პერსონალური გამოფენა მიძღვნილი 50 წლისთავისადმი.

2006 წელს გალერეა “ვერნისაჟი”, პერსონალური გამოფენა სახელწოდებით “ლერმონტოვის ქუჩა ღამით”.

ოთარ დურმიშიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. საზღვარგარეთ, კერძო კოლექციებში: საფრანგეთი, ამერიკა, იუგოსლავია, სირია, თურქეთი, იტალია, საბერძნეთი, გერმანია, ჰოლანდია, ქ. მოსკოვის გალერეებსა და კერძო კოლექციებში.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   Fri Mar 27, 2009 10:15 pm

Idea

"მთაწმინდის, სოლოლაკის, ავლაბრის და ჩუღურეთის ვიწრო ქუჩებს, ამ ქუჩებზე გადმომდგარ ძველისძველ სახლებს და სახლების თანატოლ ტოტებგაფარჩხულ ხეებს ბევრი ხატავდა, მაგრამ მოხერხებით ცოტა თუ ახერხებდა იმგვარ ზემოქმედებას, რომლის წყალობითაც ნახატის წინ შეჩერებული ადამიანი ფერწერის სამყაროდან პოეზიის სამყაროში ინაცვლებდა. ამ ცოტათაგან ერთ-ერთის ნამუშევრების ყურებისას ყოველთვის რომელიღაც ლექსი მახსენდებოდა, უმეტესად ოთარ ჭილაძისა – ან “მარინა, მაგრამ როგორ გაიგებ...” ან “ამ სახლში ისევ უკრავენ შოპენს და მავთულები ნაცრისფერ ცაში...” ეს “ერთ-ერთი” ომარ დურმიშიძე გახლდათ, დიდთვალება, ულვაშებაპრეხილი, კაფანდარა კაცი, რომელსაც სახელოსნო სადმე მზიან მანსარდზე კი არა, ნახევარსარდაფში ჰქონდა, თაგვი კუდს რომ ვერ მოიქნევდა, ისეთ მოცუცქნულ, ნესტიან ოთახში, სადაც ვერცხლის ქუჩის დამსკდარი ტროტუარიდან კიბის სამი საფეხურის ჩავლით უნდა მოხვედრილიყავი. დღის შუქი იქ ძლივს აღწევდა და ყველა კუთხე-კუნჭულში არყის, ღვინის და ლუდის ცარიელი ბოთლები ეყარა. როცა არ ხატავდა, ომარი მაგრად, გადაბმით, დღის ჩაუგდებლად სვამდა. ხანდახან, ძალიან რომ გადათვრებოდა, ანდა უსაშველოდ რომ გაუგრძელდებოდა სმის პერიოდი, წელზევით გაშიშვლდებოდა, ტანზე საბანს შემოიხვევდა და რუსთაველის პროსპექტზე გაბოდა ყვირილით. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის ხან მილიციელები იჭერდნენ, ხან სასწრაფო დახმარების ავტომობილი მიაქანებდა სამედიცინო გამოსაფხიზლებლისაკენ, რომელიც რკინიგზის სადგურთან ახლოს, გოგოლის ქუჩაზე მდებარეობდა..."

ზაალ სამადაშვილი - ”კვლავაც მოდური სილუეტები”.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   Fri Mar 27, 2009 10:17 pm

“მოხუცი მეთევზე”
(მინიატურა)

ერთხელ ჯუან-ძის ესიზმრა, რომ პეპელა იყო, მხიარულად მოფარფატე პეპელა და ვერ ხვდებოდა, რომ სინამდვილეში ჯუან-ძი იყო. მაგრამ უცებ გამოეღვიძა და ვეღარ გაიგო: ჯუან-ძის ესიზმრებოდა, რომ პეპელა იყო თუ პეპელას ესიზმრებოდა, რომ ჯუან-ძი იყო.

ჯუან-ძი (369 - 286 ქრისტეშობამდე) - “საგანთა თანაბრობის გამო”.




ამ ბოლო დროს ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, საკუთარ ქალაქში (და ქვეყანაშიც) ემიგრანტი მგონია თავი - ემიგრანტი, საგანგებოდ რომ შეუსწავლია აქ მცხოვრებთა სალაპარაკო ენა, მაგრამ ადამიანებს ვერ ცნობს, იმათი საქციელის ვერა გაუგია რა…

და ის თბილისი მენატრება, ოთხმოციანი წლების დასაწყისში რომ გვქონდა - სულ სხვანაირი…

მაშინდელ ქალაქში ფერმწერ ომარ დურმიშიძის ერთი კარგი გამოფენა მახსოვს, ხოლო განსაკუთრებით ვიგონებ მის ერთ ნახატთაგანს - “მოხუცი მეთევზე” ერქვა სახელად.

დაბინდული ქუჩის ტროტუარზე ჩამომჯდარა მოხუცი მეთევზე, წინ - ყუთზე ერთი თევზი დაუდია. ისე დამჯდარა, რომ პერანგის ნაკეცები და სახეზე გაჩენილი ნაოჭები დაახლოებით ერთნაირი მოხაზულობისაა და უსასოობის, მიუსაფრობის გრძნობას გიჩენს.

მიუახლოვდები ნახატს - იმედი უჩანს მოხუცს თვალებში, იქნებ შენ მაინც იყიდო მისი თევზი.

უკან-უკან დაიწევ, მოშორდები, ახლა შორიდან შეხედავ და - არა, აღარა ჩანს იმედის თეთრი ნაპერწკლები, არც შენ იყიდე ის თევზი.

მიუახლოვდები - იმედი უჩანს თვალებში, მოშორდები, - გაუქრება.

კი დაეჭვდები, ხომ არ მეჩვენებაო, მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეს ცდა, ყოველთვის იგივე შედეგს მიიღებ.

მაშინ ოცი წლის ვიყავი, თითქმის ყოველდღე დავდიოდი იმ ნახატის სანახავად და ისე კარგად დამხსომებია, რომ ახლაც თვალნათლივ ვხედავ.

არა, ვხედავ კი არა, ის მოხუცი მეთევზე თვითონ ვარ და მე შემოგყურებთ პატარა იმედით იმ ნახატიდან - იქნებ ვინმემ იყიდოს თევზი…

Sad
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   Fri Mar 27, 2009 10:24 pm



ომარ დურმიშიძე - ”მშვიდი ძილი”
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   Wed May 06, 2009 11:43 pm



ომარ დურმიშიძე - ”ლერმონტოვის ქუჩა”
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   Wed May 06, 2009 11:46 pm



ომარ დურმიშიძე - ”ნადიკვარის ქუჩა”
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ომარ დურმიშიძე   

Back to top Go down
 
ომარ დურმიშიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: მხატვრობა არმურზე: "ნიკალა და მარგარიტა"-
Jump to: