არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მანანა ჩიტიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: მანანა ჩიტიშვილი   Sun Nov 30, 2008 12:54 pm



მანანა ჩიტიშვილი (1954 წლის 13 ნოემბერი)
ცხოვრებისეული კრედო: "პოეზიაშიც და ადამიანებთან ურთიერთობაშიც ყველაზე მეტად სინათლეს, უბრალოებას და გულწრფელობას ვაფასებ. მჯერა, რომ ღმერთის რწმენის გარეშე შეუძლებელია ყოფა, აზროვნება, შემოქმედება. მინდა, შვილი აღვზარდო სიკეთის რწმენით და ადამიანების სიყვარულით"

დაბადების ადგილი - ლენინგორის რ - ნის (ახლანდელი ახალგორი) სოფელი კორინთა, მშობლები - დედა - ოლღა თინიკაშვილი, მამა - ვასილ ჩიტიშვილი, დაამთავრა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი 1974 წ., მეუღლე ემანუილ მარგიშვილი, ჰყავს შვილ(ებ)ი ლაშა, ფილოლოგი, პოეტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი, 1974 - 1981 წ. მუშაობდა ლენინგორის რაიონულ გაზეთში ჯერ პასუხისმგებელ მდივნად, შემდეგ კი რედაქტორის მოადგილედ, 1982 - 1985 წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი. ლექსების წერა დაიწყო ადრეულ ასაკში. მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, თურქულ, იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო თემაა: " ნიკოლო მიწიშვილი. ცხოვრება და შემოქმედება (მონოგრაფია)", დაიცვა 1986 წ., არის ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის საკავშირო ახალგაზრდული, საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიების ლაურეატი, არის შემდეგი ორგანიზაციის წევრი: საქართველოს საერთო ეროვნული კავშირი, საქართველოს მწერალთა კავშირი, უყვარს წიგნების კითხვა

ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია: ქ. თბილისი, კ. გამსახურდიას გამზირი 14ა, ბინა 42, ტელ. ბინის: 38-48-84, სამსახურის: 99-53-00.

:idea:

"გაზაფხულმა რაც მათქმევინა"
ლექსების ციკლი



სამასი არაგველის გახსენება
ბაბუა ალუდაურს

წვიმს და მთებს არყევს ქუხილის ხმები,
ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ,
თუ არაგველთა თამამი ხმლები
კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.

”ხახმატის ყმა და ქართვლის მონა ვარ!~ –
ბაგეზე უცხო ცეცხლი ვარვარებს...
სამას კაი ყმას, მთებით Mმომავალს,
ბარში სამასი უცდის სამარე.

თუმცა გულიც და გორდაც ვარგობდა,
შავად ჩამოდგა იმ დღეს დაისი...
ჯავრმოუშუშებ საარაგვოდან
კვლავ სისხლმდინარი მოჩანს კრწანისი.

ნისლო, რა მწარე ნაღვლით ითვრები, –
სული ვერ მოკლა მომხდურის დანამ,
დღესაც არაგვის მრისხანე მთები
ომში მიმავალ მოლაშქრეთ ჰგვანან.

წვიმს და ცას არყევს ქუხილის ხმები,
ღრუბლები ელვის შუბებს ლეწავენ,
თუ არაგველთა თამამი ხმლები
კრწანისის ველზე სიკვდილს კენწლავენ.


* * *
რამდენი დარდით ვნებულხარ,
გულო, ამყოლო ქარებსა,
რამდენჯერ დავუღუპივარ
ჩემს სიმართლ-სიალალესა.

რამდენჯერ დამიკოცნიხარ,
ცისკარო, ქართლის ჭალებსა,
მუხლჩოქვით შეგვედრებივარ
არგათენებას მალესა.

რამდენჯერ მჩეხეს უწყალოდ,
ნაღველს მასმევდნენ მწარესა,
შუბლზე ნათელი უფლისა
ღვთის რისხვად ჩამითვალესა.

ძმათაგან ბეჭში დაჭრილი,
წყლულს არ ვუჩენდი მთვარესა,
რამდენჯერ გაბრუნებულხარ,
ცრემლო,
მომდგარო თვალებსა!



ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო

ეგრე ნუ მიგლოვ, დედაო,
ცრემლის ნუ გიდგას გუბები,
ნაშობი ცისკრის სხივიდან
ბნელში ვერ ჩავიღუპები.

ტანი რომ მიწაზე მიდგას,
თმას მივარცხნიან ღრუბლები,
ჟამდაჟამ კარი იღება,
ცად უფალს ვესაუბრები.


თუ ისე მიმტრო საწუთრომ

თუ ისე მიმტრო საწუთრომ,
ერთად დამიმხო ცხრა კარი,
დავლად წაიღო მომხდურმა,
ჩემი ნათიბი, ნამკალი.
თუ მტერს ვერ გადავეწიე,
გული ჯავრისგან დავკალი,
ვერ ჩამიხვია სწორფერმა
მთვარით ნაფერი მხარ-მკლავით.
ნურცავის ზღაპრად უამბობ,
არცვის უჩვენო გზა-კვალი,
ვინ მე და სულის განლევა,
სიკვდილთან თრთოლა-კანკალი,
მოდი და ლექსის სტრიქონი
გულზე ხმალივით დამკარი.


მამულისადმი

ხან თუ სევდიან სტრიქონებს ვწერდი,
ხანაც მზე მწვავდა შორი ცის...
ვიდრე გჭირდები,
რომ გყავდე გვერდით, –
სწორედ იმდენ ხანს მოვიცდი.


ხმამაღლა ვერ ვთქვი ამ მიწის ტრფობა,
სევდით გავყურებ ჭაუხებს...
დედასავით რომ ჩამიკრავს გულში,
მაშინ ჩურჩულით გავუმხელ.



საღამო არაგვზე

ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, –
ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს,
ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ,
მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.

რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა,
ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ,
თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან,
აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.

ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის,
აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს,
მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი,
რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.

ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს
და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის,
და არაგვიდან წამოსული მზე
ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.


გადაძახილი

აღარ ვიცი,
ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს
უცხო მუმლი მისევია,
ქართლი,
როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე
მისვენია.

გვერდით მიდევს
ვერცხლისფერი ამულეტი,
თვალს ვარიდებ გადამტვრეულ,
პირბლაგვ მახვილს,
”რა უყავით,
რა უყავით მამულები?!~ –
ტირილის ხმით
ვიღაც გაღმით გამომძახის.

ეს ხმა
ათას ჩემისთანა გულთან დაობს,
ხან მრისხანებს,
ხანაც გლოვის ისმის ზარი –
”ვის მიეცით
ეს წყალ-ჭალა საიგავო,
უფლისაგან
სასოებით ნაბოძვარი?! ~

ამობრწყინდი, მზეო,
ღამის გამთენებო,
ჩვენ თუ არა,
სხვა ვინ შეცვლის ამგვარ ამინდს...
გაიღვიძეთ,
გაიღვიძეთ, ქართველებო! –
დამდგარია
ტანზე თაფლის წასმის ჟამი.

აღარ ვიცი,
ვინ ან როგორ შევაჩვენო,
ქსანს და არაგვს
უცხო მუმლი მისევია,
ქართლი,
როგორც გაროზგილი დედაჩემი,
გადატყაულ მუხლისთავზე
მისვენია.


ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე

იის თვალები მათრობდა,
ყაყაჩოს მწვავდა ბაგენი,
შენც იმათ შუა გეძებდი,
ვერ იქნა, ვერ მოგაგენი.

ტრფობის მორევმა წამიღო,
რისი ნავი და რა – გემი,
ყაყაჩოს ბაგე დავკოცნე,
შენი ხო მქონდა ნაგემი.


Last edited by ადმინისტრატორი on Sun Mar 01, 2009 12:53 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   Mon Dec 01, 2008 12:04 pm

შემოდგომა. მაღაროსკარი

რაც უნდა ჩამიარაკონ,
აქ სულ სხვა ფიქრით ვღელავ,
ტიალო, ფშავის არაგვო,
ვაჟას ცრემლებისხელავ.

თუ ეს დღეც ღმერთმა ინება,
არ ვარ საწუთროს მდურვით,
რამდენი ეკვლევინება
გულზე გადავლილ სურვილს.

ფოთლის ოქროსფერ ვარაყით
ტყე რომ სიტურფეს ჩემობს,
ამოქუხდება ხარ-ლაღი
მაღაროსკარის ზემოთ.

გულო, შე ჯავრით ნადაღო,
ნალესო ცრემლის კირით,
ნეტავი შენა, ხარლაღო,
მოგენატრება, -
ჰ ყ ვ ი რ ი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   Thu Feb 12, 2009 6:12 pm

მანანა მართლა ძალიან კარგი პოეტია და მისი ლექსები ძალიან ვაჟკაცურია.

რომელიღაც ლექსში აქვს:
"ავიწიე და გაკოცე
ჩემგან გაჩეხილ მხარზედა".

და კიდე ეს ძალიან მომწონს

"შენ ნუ მიმატოვებ ოღონდ ნურსად,
ქარში ფრიალებენ პეპელები,
ქსანზე რომ ბალახს ხელს გადვუსვამ
მთელ საქართველოს ვეფერები"...

Smile

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   Mon Mar 09, 2009 5:32 pm

საღამო არაგვზე

ამაღამ ისევ ძველ სიზმრებს ვნახავ, –
ჭინჭრის ღერივით მწველსა და მსუსხავს,
ვისაც ვეძებდი, თითქოს ის არ ხარ,
მაინც რატომღაც გელტვი და მსურხარ.

რა ახლოს ჩანან ჯვარი და მცხეთა,
ღრუბლები ქართლის ზეცას კაფავენ,
თუკი ვიცოცხლე, დავრჩები შენთან,
აქ წავყრი ამ გულს ლაგამ-სადავეს.

ვით დედოფალი ზღაპრულ მისრეთის,
აგიხდენ ყველა ნატვრას და სურვილს,
მე თვით სიკვდილიც მინდა ისეთი,
რომ შენს მუხლებთან ამომხდეს სული.

ჯერ კი ეს ძეწნა ტრფიალით მიმზერს
და თავბრუს მახვევს სურნელი ვარდის,
და არაგვიდან წამოსული მზე
ჩემს ულამაზეს თვალებში ჩადის.




მეც განსაკუთრებულად მიყვარს მანანას ლექსები...

sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   Sun Jun 19, 2011 10:58 am

მანანა ჩიტიშვილი

დაიბადა 1954 წლის 13 ნოემბერს, ქსნის ხეობაში, ახალგორის რაიონის სოფელ კორინთაში. 1974 წელს დაამთავრა გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სალიტერატურო მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. იბეჭდებოდა ჟურნალებში ,,ცისკარი”, ,,მნათობი” და გაზეთში ,,ლიტერატურული საქართველო”. გამოცემული აქვს ლექსების რვა კრებული. მიღებული აქვს 6 ლიტერატურული პრემია. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით. მისი ლექსები თარგმნილია იტალიურ, ინგლისურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. 2003 წელს ამერიკის ბიოგრაფიის უნივერსიტეტმა შეიტანა კრებულში ,,თანამედროვე ეპოქის ცნობილი ადამიანები”. 2011 წლის 9 თებერვალს მიიღო დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია ნომინაციაში “ერის ტკივილი ლექსად” – http://premia-davit.congress-georgia.org/laureates/2011/manana-citisvili/


ჩიტიშვილი, მანანა

მაინც საქართველო ერქვა : [ლექსები] / მანანა ჩიტიშვილი ; [რედ. ბაბუა ალუდაური ; გარეკანის მხატვ. გურამ ღლონტი ; წინათქმა ბორენა ჯაჭვლიანი]. - თბ. : ინტელექტი, 2010. - 228გვ. ; 18სმ.. - ISBN: 978-9941-420-76-4[MFN: 142509]

შინაარსი: გადაძახილი; სიტყვის ტაძარში; ლექსებს ვკითხულობ; გამომიღეთ ზეცის კარი; წუთისოფლისადმი; საღამო ქართლში; არაგველების მონოლოგი; ავტოპორტრეტი; შინდი შემოდგომის ტყეში; ***რამდენი დარდით ვნებულხარ; ფერისცვალება; სამშობლოს ვეძებ; ქსნის წყალთან; საღამო ჯვრის მონასტერთან; ფრთები; ნისლო, მთას გადამავალო; ილაპარაკონ ამ გვირილებმა; სიყვარულის ყვავილი; ერთი სიკვდილი რას მომკლავს [და სხვ.]
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მანანა ჩიტიშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
მანანა ჩიტიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: