არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ტარიელ ხარხელაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Apr 10, 2009 10:27 pm

სერიიდან ”ფიქრის სხეული”

***
ეხ, კლდეო, კლდეო!
მარადიულო ფიქრის დედავ, დუმილის ხატო და სანთელო, ჟამგადასულო ღვთაებავ, მარტოკაცო და მარტოსულო! არც დასაწყისი იცი შენ და არც ის - სად და როდის დასრულდები. ვერც არას ტალღა გაკლებს ყოველდღიური ლოკვითა და ვერც არას ქარი, შენს ხერხემალზე წიოკით მავალი.
ხომ ასე დიდი და დიადი ხარ, მდგრადი და შეუღწეველი, მაინც საბრალოდ და ბეჩავად მეჩვენები.
ვინ იცის, რა გაწუხებს, ისე როგორ გადაკეტე გულის კარები, რომ სატკივარს ამოოხვრის საშუალებაც არ მიეცი, როგორ დავიჯერო, რომ არც არა გაწუხებს და არც არა გიხარია რა.
როგორ დავიჯერო, როგორ.


Exclamation

აი, ეგრე ელაპარაკება ტარიელ ხარხელაური კლდეს...

Sad

ეეჰ, საითა ხარ, ნეტავ, ტარიელო?..
ახალ რეერთ ლექსებ დასწერე, ნეტარა?..
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Apr 10, 2009 10:34 pm

***
კბილებზე მადევს ხრილივით
ძვლები, ნახრავი მაჯისა,
მთვარევ, შენა ხარ მოწამე
ჩემი უზომო ტანჯვისა.
ზედ გულის კოვზთან მიბრუნავს
წვერი სამყაროს ხანჯლისა,
როგორც რამ მადლი ღვთიური,
საწუთისუფლო გარჯისა.


Idea
Back to top Go down
gio gurji
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 34
Age : 36
Registration date : 27.02.09

PostSubject: . . .   Sat Apr 11, 2009 1:08 pm

***
მე შევძლებ, შენით სამყარო შევქმნა,
მე შენით შევძლებ სიკვდილზე ვწერო,
ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთან
და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო!
ქარია ახლა და სადაც ვდგავარ,
უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები,
ვჩანვარ, ასეა, შენითა ვჩანვარ,
გამწირავ - შენით გავიწირები.
ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი,
ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება,
შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალი
და ჯერ ართქმული აქვითინება.


magari leqsia.
Back to top Go down
View user profile http://www.poetry.com
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sun May 10, 2009 9:18 pm

ბატონო ტარიელ,თქვენ გაიხარეთ, თქვენ ჰყავდით ძალიან დიდხანს თქვენს საფიცარ და ბედუკუღმართ საქართველოს! მშვიდად ვერ დავრჩიო, არც პათეტიკის დაბრალების შემეშინდა და არც სიყვარულის გამომჟღავნების შემრცხვაო... ჩემი ტკივილი ამოვიკვნესეო...
ჩემი გუშინდელი დარდების გაგრძელებაც იყო თქვენი ეს ლექსი "ფრთხილად ჩემო საქართველოვ, ფრთხილად"ო.
ერთი რამე ხომ მართლა ყველამ შევიგნოთ, რომ კარგი მთავრობა არ არსებობს. არც იმედი უნდა გვქონდეს, რომ ოდესმე მთავრობა იქნება კარგი. ვინაა ეს მთავრობა ბოლო-ბოლო? ჩვენ და ჩვენი ახლობლები. ვართ კარგები?..
აკი ფსალმუნი გვასწავლის, ვაი კაცსა ვინც კაცს მიენდო და არა ღმერთსაო. უნდა გავძლიერდეთ ლოცვაში, მარხვაში, ერთმანეთის სიყვარულში, ეკლესიურ ცხოვრებაში. არ უნდა მივცეთ ვინმეს საშუალება, თავისი ვიწრო მიზნებისთვის გამოგვიყენოს. აი, მაშინ ღმერთიც გადმოგვხედავს.
ჩვენ რომ ვდგავართ და ან ერთ მხარეს ვლანძღავთ ან მეორეს, უკვე ცოდვაში ვდგებით. განკთხვის ცოდვაში.არადა,რომ არც ის შეგვიძლია, ენას კბილი დავაჭიროთ და ჩვენ-ჩვენი საქმე ჩუმად ვაკეთოთ? რა ვქნათ, ბატონო ტარიელ, რომ ამ ხუთი წლის მანძილზე არც ამ ხელისუფლებამ დაავალა სათანადო უწყებებს რომ ეზრუნათ გლდანის მეოთხე მიკრო-რაიონიდან ნადიკვრებამდე 2 კილომეტრი გზის დაგებაზე და ალბათ ოპოზიციონერთაგანაც არც თქვენ გეიმედებათ ბევრი, ვინც ამ გზაზე და ამ გზის სახით ხალხის პრობლემებზე საზრუნავად ცდილობს ქვეყნის სათავეში მოსვალს?
ეს პოზიცია-ოპოზიციაც რომ სულ ჩემიანები და თქვენიანები არიან? აბა, გულზე ხელი დავიდოთ, ან მომიტინგეთა შორის, ან დიდ და პატარა თანამდებობებზე რამდენი ჩვენიანი გავგულება? რამდენ ვინმეს ვხედავთ დღეს კვლავ ქუჩაში გამოსულს, ამ ხუთი წლის წინაც რომ მთავრობის სასახლესთან იდგა? ვის დავუჭიროთ მხარი-ვის წინააღმდეგ? რა ვქნა, მე რომ ორივენი მიყვარხართ ამ სცენის მაღლაც და დაბლაც? რა ვქნა?

"ფრთხილად ჩემო საქართველოვ, ფრთხილად!"

მიხო, ახლაღა ჩამინელდა დილანდელი ემოცია და შევეცდები იმ უამრავიდან რაც თქვენთვის სათქმელად მინდა და მემეტება მცირედი მაინც ვთქვა. არც ვიცი ვის, ალბათ, განგებას უნდა დავუმადლო, ჯერ მარიამ წიკლაურთან და მერე შენთან რომ შემახვედრა. საერთოდაც უამრავი კარგი რამ რომ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ წელიწადნახევრის განმავლობაში. აბა, როგორ არ ვუმადლოდე ბედს, ბატონმა ტარიელმა რომ მრავალთაგან გამომარჩია, დღეს დილას დამირეკა და ეს ფანტასტიკური, ახლათახალი ლექსი ჩემზე შეამოწმა. ასეთი რამ ხომ შემთხვევით არ ხდება?
ჰო, ჰო, მიხო ბატონო, ასეთი სასწაულები არ ხდება შემთხვევით! საინტერესოზე-საინტერესო პიროვნებები, ადამიანი-სამყაროები, თავის ახლობელზე უახლოესივით მკითხულობდნენ და ნაფირაქლს მიზიარებდნენ...
დიდი მადლობა, მიხო, ძალიან დიდი მადლობა და არ მეჩხუბო ამ აღიარებისათვის. ბატონი ტარიელივით არც მე მერიდება, ამჯერად სიხარულის ამოთქმის.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sun May 10, 2009 10:57 pm

კაცოოო!
ნუ მაქებთ, თორო - დაგწყვეტავთ სუყველასა!
ვინ გამიხდით თქვენა, ვაააა!

”წაგასლეკთ თავებსა!” - ეგრე იმუქრებოდა ხოლმე გოდერძი ჩოხელი და მეც იმას გავიმეორებ!

ვააა!

ვინა ხართ თქვენა?!!!
Back to top Go down
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Jun 05, 2009 9:36 pm

ვინც მე ამ უსაყვარლესი პოეტის წიგნს მაშოვნინებს, "ჩემი სული ალალ მისი"! Exclamation Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 09, 2009 12:56 am

უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ასეთი პოეტის ეპოქაში მიწევს ცხოვრება.... უდიდესი პოეტი და უსაყვარლესი ადამიანი


***
წინ ველი მიდევს ნამცვრევი
სისხლის, ცრემლის და ძვალისა,
სამყარო, წესად ნაქცევი,
გამგე ცოდვა და ბრალისა.
ძნელად საცნო და სამჩნევი
ჩვეულებრივი თვალისა.
არც მართლა უსრულებელი,
არც მართლა ერთი წამისა.


***
არავინ არ ხარ... თუ საკუთარ
ნაგრილს უფრთხები
და შენი ყოფნა დარხეული ფოთლის
ჩქამია.
მონა ხომ არ ხარ... გიხაროდეს
თავისუფლება,
რომელიც მხოლოდ გაელვების
ერთი წამია...


***
წლები ილევა, შინ ვზივარ,
უმძრახადა ვარ მთვარესთან,
ნაცარში ვწერ და ვკითხულობ,
აღარ გავდივარ გარეთა.
ნაცარში ვხატავ სახეებს
ჩემფერა მგლოვიარეთა,
ფიქრების ცეცხლი მინთია,
შიგ სტრიქონებს ვწყავ მდარეთა.
ბევრჯერ წასულა უკანა
მზე ჩამომდგარი კარებთან.
ცაზე გამქრალან ვარსკვლავნი,
მე დავა მქონდა ქარებთან.


***
ბევრს არასა გთხოვ, ღრუბელო,
ცვარს რომ ულოკავ გვიმრასა.
ამ სერს გადაღმა, კლდის ძირას
ერთ ბუერასა სძინავსა.
ნუ შეაწუხებ ძალიან,
ნუ მოაჭარბებ წვიმასა,
ნუ დამიმატებ ტკივილსა,
გულს ნუ შემიჭმევ გმინვასა.
ბევრს არასა გთხოვ, ღრუბელო,
ცვარს რომ ულოკავ გვიმრასა.


***
სერდასერ ჩამოვიარე,
ნისლში თვალები ვბანეო.
რა შემზარავად ღრიალებ,
ფიქრებს რად მიმღვრევ, იორო.
საცაა დაიწვერება
საყორნის მთაზე მთვარეო.
მივდევ,
მივფერობ გვირილებს,
სამზეო გავიიოლო.
რა ძაან დაჯღანული ვარ,
რა ძაან დავიღალეო.


***
ჩემს უმცროს მეგობარს,
ია მაჭავარიანს.

მზემ თავისი ჰქნა საქნარი,
გათბა და მოხვედ, იაო.
მთიდან აიწევს ზამთარი
ცრემლებად ჩამოცვივაო.
შევატყვე, ჩემი ნათქვამი
გულმა არ დაიმჩნიაო.
დაიძრნენ შავი ნისლები,
სერდასერ ჩამოდიანო,
იარონ, მაგათ წესია,
მე არას დამიშლიანო.


***
ბევრზე ვთქვი ბევრჯერ უარი,
თავს ამით კი არ ვიმართლებ,
ვერც სხვა მიქამდა უარესს,
რაც საკუთარ თავს დავმართე.
მზის ცხელი მედო ლაგამი,
ვღეჭდი, ვამტვრევდი, ვღუნავდი,
ვიყავი, როგორც საგანი,
მაგრამ მიკრული უნაგირს...
ვიარე,
სად არ ვიარე,
სად ვის ვუმტვრიე კარები,
ვიყავი, როგორც იარა,
ცივი და შეუბრალები...
სისხლი მაძლიეს - სისხლი ვსვი,
მჩეხდნენ, ვიბრძოდი,
ვკიოდი...
და სიცოცხლიდან სიკვდილში
ნისლივით მიმოვდიოდი.
ნალეწი მზის და მთვარისა
ჩემ წინ ლოდებად ეყარა,
ღია მაქვს თხემი თავისა,
შიგ შენსას ვხარშავ ქვეყანას...
არ ვჯავრობ არარც არაზე,
არც რას ვიტკიებ ადვილად
და სამყაროთა გავაზე
დავცურავ მგლისფერ ნაგრილად.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Jul 02, 2009 11:05 pm

study

***
ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
შენს ხმას მაგონებს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.
წევს ლურჯი ბინდი მწვერვალთა ზედა
და ღრუბლებს ზემოთ მთვარე მიცურავს,
მთვარეში მხოლოდ შენს სახეს ვხედავ,
მუხლს
მოვიდრეკ და კრძალვით ვლოცულობ.
ვერ შევიშლები ამაზე მეტად,
თავს არ გაბრალებ და არც გაწონებ,
მცდარი აზრია, რად ფიქრობ, ნეტა,
რომ უშენობა გამომასწორებს.
თავს მოვასვენებ ფესვებზე დეკის,
ზევიდან ნისლის კალთას ვიფარებ,
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი,
რაც ვთქვი - ან ისიც რატომ გითხარი.
თავით ვარსკვლავი ცისკრის მინთია,
რომ დილით დამსვას კალთაზე ზეცის,
მწყურიხარ, ესეც დროებითია -
დროებითია, გული რომ კვნესის.
ქარაფზე ქარის სიმღერას ვისმენ,
სიმღერა შენ გგავს, სიცოცხლევ ჩემო,
მოჰნატრებიათ სიმაღლე ნისლებს
და იწევიან ზემოთ და ზემოთ.


Exclamation


Last edited by ბობო on Sat Jul 04, 2009 3:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Jul 02, 2009 11:09 pm

დასტურ!

უნაზესი სულის ვაჟკაცი!!!!!!!!! flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Jul 03, 2009 9:04 am



გემოვნებიანი მკითხველის სიყვარული_
უფრო დიდი პრემია წარმოუდგენელია,
ხოლო ისეთ ქვეყანაში,სადაც ყველაფერი ყირაზეა დაყენებული,ჭეშმარირტი პოეტები უმრავლეს შემთხვევაში ამა თუ იმ პრემიის(ამ პრემიის კოზირი ფულია)გარეშე რჩებიან_თუნდაც შოთა რუსთველის პრემია ისეთ მჯღაბნელებსა აქვთ დათრეული,მუხრან მაჭავარიანივით შესძახებ:ბნელა?!
...
ბნელა და თანაც როგორ!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sat Jul 04, 2009 3:14 pm

... 20 წუთია ამ გვერდზე ვარ და რაღაცის დაწერა მინდა... დავწერ წავშლი, დავწერ წავშლი...

სხვა დროს იქნებ შევძლო რამის დაწერა... ახლა ტარიელის ერთ ლექსს დავტოვებ...


***

- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
ხომ გაიგონე,
იმედავ,
კვნესა მუხისა?!
ვინ იცის,
ღიმილი უღირს რად ცასა,
სხვისა ტკივილი სხვასა,
სხვისა სიხარული სხვასა...
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
იმედავ!
- ტოტი მოსტყდა
და კვნესოდა იმითაო, -
მითხარი,
ზურგი შეატრიალე,
გამცილდი და უშნოდ გაიღრიჯე,
ვირისთავო.
მუხა კი კვნესოდა...
მესმოდა...
და გული მიბრაგუნებდა ბეჭიდან.
სხვას როგორღა ვუთხრა,
იმედავ,
როცა ტკივილი მუხისა,
უშნოვ,
შენც ფეხებზე გეკიდა.
- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა.
დაგაყრუოს გამჩენმა, იმედავ!..
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Aug 07, 2009 10:00 pm

ჩამოვა ხოლმე ტარიელ ძია... ალალმართალი ადამიანის სიძლიერით ჩაგვიკრავს გულში, მამურად მოგვეფერება... რომ წავა ხოლმე მერე დიდხანს მყოფნის მისი ღიმილი, მისი ჩახუტება, თითქოს უფრო კარგი, კეთილი ვხდები ცოტა ხნით მაინც...
ის რომ არა, სადაც ვარ იქ დიდხანს ვერ გავძლებდი... ალალად ვამბობ ამას, ვისაც უნდა გაიგოს, სულ არ მეშინია Smile

***
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბევრის არა ვარ მდომელი,
არა ვარ მგელი, ყორანი,
ხარბი და გაუძღომელი.
საბალახოდაც ფიქრი მაქვს,
ფიქრისავე ვარ მძოვნელი,
თვალი სულ გზებზე მიჭირავს,
მუდამ ვიღაცას მოველი,
არც სიყვარული მაკლია,
დარდი მაქვს აუწონელი.
სუყველა მიყვარს, რაც სუნთქავს,
გველიც _ მიწაში მძრომელი.
სიცოცხლეც მიყვარს, სიკვდილიც,
სამზეო განუზომელი.
ცაზე ვარსკვლავნი, ძირს მიწა
მადლით მკვებავენ რომელნიც,
მზე, მთვარე, ქარი, ნისლები,
ჩემი ცრემლების მწოველნი.
ცვარი ასხმული ბალახზე
მალაღებს, ვტკბები ცქერითა,
როგორც მიწაზე ვარსკვლავნი
გასხმულნი უფლის ხელითა,
ხან ყინვა მაზრობს,
ვიწვები
ხან ამინდებით ცხელითა,
ხან ვიწროდ მიჩანს საწუთრო,
სამყაროებით ვრცელითა.
ხან ნათელი ვარ მზესავით,
ხან დაფარული ბნელითა,
ხან თითქოს მთელი სამყარო
მე მიკავია ხელითა...
არვის ვვნებ ჩემი ცად ასვლით,
არც ვინმეს ჩამოქცევითა,
თუ რამე მტკივა, სხვას არ ვთხოვ,
მე თვითონ ვკურნავ ცრემლითა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Aug 07, 2009 10:39 pm

***
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,
ბევრის არა ვარ მდომელი,
არა ვარ მგელი, ყორანი,
ხარბი და გაუძღომელი.
საბალახოდაც ფიქრი მაქვს,
ფიქრისავე ვარ მძოვნელი,
თვალი სულ გზებზე მიჭირავს,
მუდამ ვიღაცას მოველი,
არც სიყვარული მაკლია,
დარდი მაქვს აუწონელი.
სუყველა მიყვარს, რაც სუნთქავს,
გველიც _ მიწაში მძრომელი.
სიცოცხლეც მიყვარს, სიკვდილიც,
სამზეო განუზომელი.
ცაზე ვარსკვლავნი, ძირს მიწა
მადლით მკვებავენ რომელნიც,
მზე, მთვარე, ქარი, ნისლები,
ჩემი ცრემლების მწოველნი.
ცვარი ასხმული ბალახზე
მალაღებს, ვტკბები ცქერითა,
როგორც მიწაზე ვარსკვლავნი
გასხმულნი უფლის ხელითა,
ხან ყინვა მაზრობს,
ვიწვები
ხან ამინდებით ცხელითა,
ხან ვიწროდ მიჩანს საწუთრო,
სამყაროებით ვრცელითა.
ხან ნათელი ვარ მზესავით,
ხან დაფარული ბნელითა,
ხან თითქოს მთელი სამყარო
მე მიკავია ხელითა...
არვის ვვნებ ჩემი ცად ასვლით,
არც ვინმეს ჩამოქცევითა,
თუ რამე მტკივა, სხვას არ ვთხოვ,
მე თვითონ ვკურნავ ცრემლითა.

...
მაგარი პოეტი
და უერთგულესი მეგობარია ტარიელი. king cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Aug 07, 2009 11:32 pm

ღმერთოოოო, რა ბედნიერება მარგუნა გამჩენმა, რომ ტარიელ ხარხელაურს დამადარა. პირველად რომ მივდიოდი ინტერვიუს ჩასაწერად, სულ მუხლები მიკანკალებდა. დედაჩემის ნაამბობით ვიყავი გაბევრებული და იმიტომ. მაშინ მისი კრებულიც კი არ მენახა თვალით, მაგრამ რომელი კრებული შეედრებოდა ჩემი ბავშვობის ბიბლიოთეკასთან შეზრდილ ერთ პატარა ბროშურას – ხელნაკეთს, ხელით გადაწერილს, სტუდენტების ხელიდან ხელში ნასათუთარ–გადაცრეცილს. დღესაც სახლში მაქვს ის კუსტარულად მწვანეყდაშემოვლებული ,,კრებული." ჩემი მომთაბარე ცხოვრების გადამკიდე, ძველებურად თვალდახუჭული ვეღარ ვპოულობ წიგენბს, თორემ ფოტოზე აღვბეჭდავდი და თქვენც გაჩვენებდით. ჰოდა, ის ჩემი პირველი ინტერვიუ მახსოვს ასე დავიწყე: დედა მიყვებოდა–თქო, თქვენ რომ თბილისში გამოჩენილხართ, ასე უთქვამთ, მეორე ვაჟა გვესტუმრა ქალაქშიო. მახსოვს ისე კეთილად ჩაიღიმილა, როგორც ჩვევია და რას ბრძანებთო... არ გასულა 2 წუთი და აკიღა თავად გამენდო: მთა რომ მომენატრებოდაო, ქალაქში ხეების გარშემო რომ პატარა მიწის ნაგლეჯია შემოსაზღვრულიო, იქ დავდგებოდი ხოლმეო ცოტა ხნით.
მერე დიდი დრო გავიდა და მწერალთა კავშირში გავფრინდი, მახსოვს. ტარიელ ხარხელაურის კრებულის პრეზენტაცია იყო სახელწოდებით ,,აქ ბინდისფერი გასრულდა ჭალა." იმ ტკივილ–სიხარულიან ზვავზე აღარაფერს ვიტყვი, რაც იქ დაეშვა, მაგრამ გველის ნაკბენივით მახსოვს ერთი პოეტის ,,შენიშვნა" – რა ამბავია, რა ყველაფერი ერთად დაუბეჭდავს, უნდა გამოეზოგაო...
რა უნდა გამოეზოგა, ხალხოოოოო?
აბა, ამ კრებულის წინათქმას გადახედოს ვინმემ:
,,ბექა... შეუნდე მამაშენს, თუ ამ წიგნზე მეტი ვერა გამონახა რა, შენი სულის უკვდავსაყოფად... ეს წიგნი ჩემი შეშლილი სულია. შენი სიკვდილით დამძიმებული და ლანდი გაუბედურებული კაცისა...ღმერთმა ხომ იცის, როგორ უზომოდ მიყვარდი და, ალბათ, ეს სიყვარული სასჯელია ჩემი აქაური ყოფნისა... ვწუხვარ, რომ თუკი რამ ცოდვა მიმიძღვის, უფლის წინაშე, შენი სატვირთველი გახდა..."
აბა, მე რაღა ვთქვა მეტი?
ჩემო თბილო და სველ ნაბადში ღამენათენო, ლექსებად აარმურებულო პოეტო, შენ გაგაძლიეროს ყველა წმინდანმა და სალოცავმა! მე კიდევ იმ ლექსით შევეხმიანები ამ პატიოსან საზოგადოებას, იმ სტუდენტურ ,,კრებულში" რომ მიმითითა დედამ და დღემდე გულით დავატარებ.

შემომკარით მზის სხივი
ხანჯალივით ყბაში,
ანდა შუბლი
გამიხეთქეთ ირიბად,
ჰე, ხეებო,
დაუკარით ტაში,
ვტირივარ.
გვირილების ანთებული სინაზე
გამიტარეთ გულში,
მერე ყველა გუთნისდედის ჯინაზე
მარცვალივით გადამაგდეთ ხნულში.
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sat Aug 08, 2009 2:51 pm

ეს პოეტი უფრო მიყვარს, თუ ეს ადამიანი, ვერაფრით გავრკვეულვარ... flower
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sun Aug 16, 2009 1:30 am

Guest wrote:



”ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ საით წახვალ, ხმელო ფოთოლო” - ტარიელის ამ ლექსზე იაკობ ბობოხიძის სიმღერა არის დაწერილი და აბა, თუ ვინმე ნახავს ინტერნეტში დადებულს, ჩვენც შემოგვაშველეთ იმისი ბმული...

იმდენი ხანი ვეძებე, მთელი სამეგობრო და უცხოებიც ავაწრიალე და მაინც მივაგენი Smile
http://myftp.ge/download.php?id=8CD385821
ხმელო ფოთოლო-ს აქედან გადმოიწერთ Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Nov 27, 2009 1:21 am

Quote :
აბა, ამ კრებულის წინათქმას გადახედოს ვინმემ:
,,ბექა... შეუნდე მამაშენს, თუ ამ წიგნზე მეტი ვერა გამონახა რა, შენი სულის უკვდავსაყოფად... ეს წიგნი ჩემი შეშლილი სულია. შენი სიკვდილით დამძიმებული და ლანდი გაუბედურებული კაცისა...ღმერთმა ხომ იცის, როგორ უზომოდ მიყვარდი და, ალბათ, ეს სიყვარული სასჯელია ჩემი აქაური ყოფნისა... ვწუხვარ, რომ თუკი რამ ცოდვა მიმიძღვის, უფლის წინაშე, შენი სატვირთველი გახდა..."

ვაი Sad

გვირგვინი ადვილი საშოვნელია წვრილმანების მაღაზიაშიც კი. აი პოეზიის მეფეობაა ძნელი...


***

ჩამოვალაგე ხეების ჩრდილში
შიშით
თავის ქალები დამტვერილი.
ჩამოვუწმინდე დაჟანგული შუბლები,
კბილები ჩამოვურეცხე დილის ცვარით,
მივესალმე,
დაღრეჯილ სახეებს მივუახლოვდი,
მივიცვალე.
ადგილი გამოვნახე,
მორიდებით მოვჯდები,
ჯერ კიდევ გაუხრწნელი გვამიდან ამოვიძახებ:
- კარგ ყმად ვინა ვთქო, ვაჟებო!

cheers
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Dec 16, 2009 11:47 pm

***
ძაღლს მაინც აიდევნებდი,
ცერად რომ გასჭერ ჭალაო,
მიზეზობ ძებნას ცხენისას,
გუმანს მიგიხვდი, ქალაო,
ახლა თუ ცოდვა დავიდე,
ზიდოს ლაშარის ჯვარმაო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Mar 12, 2010 8:11 am

***
მთაზე ვარ –
დაბლა მდინარე
ბორგავს,
აწყდება ნაპირებს,
ზოგჯერ პირს მოვიმძინარებ,
ხან ისევ ავდარს ვაპირებ.
ისე ვარ განრისხებული –
ცეცხლი სწვავს
გულის ნაპირებს,
აღარც არავის არ ვებრძვი,
აღარც არავის ვაკვირვებ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino nadiradze
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 106
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : მუსიკა, კითხვა...
Humor : მყოფნის... :)
Registration date : 21.01.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Apr 26, 2010 8:59 pm

menatreba batoni tarieli, rom gamotbeba amodit chemtano da iqneb avidet... martlac ra bednierebaa mis epoqashi cxovreba...
Back to top Go down
View user profile
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 22, 2010 11:32 am

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 22, 2010 11:33 am

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 22, 2010 11:33 am

Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 22, 2010 11:34 am



ტარიელ ხარხელაური და მინდია ხაიაური
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
დადა
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 62
Age : 33
Location : კომპიუტერთან
Job/hobbies : Wandern, Bücher, Reisen...
Humor : Humorvoll
Registration date : 23.01.10

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jun 22, 2010 11:36 am




გელა დაიაური და ტარიელ ხარხელაური
Back to top Go down
View user profile http://uferula.blogspot.com/
Sponsored content




PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ტარიელ ხარხელაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: