არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 
 ჟარგონის ლექსიკონი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts: 3482
Registration date: 09.11.08

PostSubject: ჟარგონის ლექსიკონი   Tue Mar 24, 2009 3:53 pm

ვჭედავ - განსაკუთრებულად ვარ გატაცებული რაღაცით. მე, მაგალითად, მთაზე ვჭედავ... "აუ, ამან ისევ გაჭედაო" - ამას რომ გეტყვიან, ეს ნიშნავს, რომ შენი ახირებული გატაცებით თავი შეაწყინე ვიღაცას. ეს სიტყვა საწყენი არ არის.

აჭრილი ვარ - ფსიქოლოგიურად არეული ვარ, აღელვებული ვარ... ეს კიდევ შეიძლება ეგრეც ვთქვათ "ჩემ მატორზე ვერა ვარ".

გავაპათოლოგე შენზე - ("პათოლოგია" [ბერძნულად pathos ავადმყოფობა და logos მოძღვრება] - 1. მეცნიერება, რომელიც სწავლობს ავადმყოფობის პროცესებს ადამიანისა და ცხოველი ორგანიზმში. 2. (გადატანით) ავადმყოფური გადახრა ნორმისგან; არანორმალურობა, სიმახინჯე. - ეს მიხეილ ჭაბაშვილის ლექსიკონიდან) - ავადმყოფურად, არანორმალურად მომწონხარ. კიდევ შეიძლება თქვან "ვაფანატებ შენზე"-ო, ან "ვაფანატებ ვინმეზეო ან რამეზეო". იგივე აზრი აქვს.

გამისწორე - მხარი დამიჭირე, მასიამოვნე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გიო
Way at Armury
Way at Armury

Male
Number of posts: 29
Age: 38
Location: Milky way galaxy
Job/hobbies: The tramp-poet
Humor: Moderate...
Registration date: 23.03.09

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Wed Mar 25, 2009 10:26 am

ვახ, მიხო-ჯან, ეს რა პელე თემა გაგიძრია, ტო? მაგრად გაასწორა! რამდენი ხანია ჯიგრულად არ მითომარია... რა დრო იყო არა, ძმაკაც? ჩაიწეოდი კაცი ბირჟაზე, ჩაუჯდებოდი სიყვარულოვიჩებს, გაიგდებდი ტისკს ყბაში მარადონას პასივით და მიდი-მოვდივარ - ნებისმიერ თემას აგვარებდი... დროც მაგარო იყო, ბიჭებიც მაგრობები იყვნენ და ქალაქი ხო ვაფშე - ჩემპიონ მირა! მარა სადღაა? ცოტა იყო და გათავდა! მაგარ შარში ვართ, ძმაკაც! იკაიფე, ამას წინათ გრიგოლიჩიდან ვარაზის ხევში დავგორდით მე და ჩემი ბრატი, იმან აიტეხა, საახალწლო იოლკასავით მკიდია მენტები და თბილისურად უნდა ჩავგორდეო, ჰოდა მერე შვიდი საათი ვუხსნიდით ამ ბორბლებიან სვეტაფორებს, რომ ერთ დროს ვარაზი ორმხრივი იყო და ის დრო გავიხსენეთთქო, მარა შენც არ მომიკვდე, ჩვენ მაგ დროს თბილისში არ ვცხოვრობდით და ეგეთი რამე-რუმეები არ გვახსოვსო, გვიპასუხეს და კაი მოშნი შტრაფსაც ჩამოგვიჩოთქავდნენ, აბანოს კრიმპოლს რომ არ მოეყენებინა, ესენი კიდევ ძველები აღმოჩნდნენ, გვიცნეს და სვეტაფორებს უთხრეს, მაგათ აღარაფერი ეშველებათ, სტაჟიანი გიჟები არიან და გაუშვითო. ეჰ, დედა აღარ ყავს ძმაო, ქალაქს... მერე და რა ბიჭები წავიდნენ? ბიძო გემახსოვრება შენ, ჟევი იყო მთაწმინდაზე, ერთხელ ძაღლებმა აბლავა მოუწყვეს ჩელუსკინელებზე, გააძრო ტყუპი რკინა და დააყარა. კენჭები რომ გამოელია, ადგა და ხიდიდან მტკვარში გაჭიმა. სადღა არიან ეგეთი ბიჭები... კაროჩე რა, გლაბალნად დაგვაჩმორეს ამ უკანალებმა! ვაფშე ვეღარ ვსაიმობ, ამ ბოლოების ხელში, რა ბაზარია ობში კატიოლში, ამიტომ ვზივარ სტროგად ხავერაში და ვწელავ გაგრამდე, ისეთ მანდრაჟში ვარ, ცხვირს ვერ ვყოფ კარმუშკაში, სასტავს ლამის კაბურიდან ვებაზრები. ისეთი აირია პალაჟენია, რომ თუ ცოტა მაინც წაიდერსკებ, გასუნავ გარეთ და გაგიჯიბავენ ან ფრანგულს, ან თეთრს, გაგიყრიან პოლნი კატუშკით და მეყოლე მერე ჩიტივით, გალიაში... სხვა რა გითხრა, ძმა? ამ ბოლო დროს პოეზიას მივაწექი მოშნად და რა ვიცი, ბაზრობენ, ჟორიკას ლექსები თუ არ ასწორებს, ყოველ შემთხვევაში, არც ტეხავსო... შენზე კიდევ, გავიგე, პროზაზე გაჭედაო და პროზიშვილივიყო მაგრად გამიხარდა, ჩავუჯდეთ მერე ერთი და გავაჯაზოთ ჩვენებურად. ახლა კი გავქუსლე, ძმა, პატარა იაღლიში მაქვს მოსაყომარებელი... თუ რამეა, ცინკი მომე და შენთან ვარ! აბა ჰე და აბა ჰო!
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nino nadiradze
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts: 106
Age: 28
Location: თბილისი
Job/hobbies: მუსიკა, კითხვა...
Humor: მყოფნის... :)
Registration date: 21.01.09

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Mon Mar 30, 2009 9:33 pm

გიო wrote:
ვახ, მიხო-ჯან, ეს რა პელე თემა გაგიძრია, ტო? მაგრად გაასწორა! რამდენი ხანია ჯიგრულად არ მითომარია... რა დრო იყო არა, ძმაკაც? ჩაიწეოდი კაცი ბირჟაზე, ჩაუჯდებოდი სიყვარულოვიჩებს, გაიგდებდი ტისკს ყბაში მარადონას პასივით და მიდი-მოვდივარ - ნებისმიერ თემას აგვარებდი... დროც მაგარო იყო, ბიჭებიც მაგრობები იყვნენ და ქალაქი ხო ვაფშე - ჩემპიონ მირა! მარა სადღაა? ცოტა იყო და გათავდა! მაგარ შარში ვართ, ძმაკაც! იკაიფე, ამას წინათ გრიგოლიჩიდან ვარაზის ხევში დავგორდით მე და ჩემი ბრატი, იმან აიტეხა, საახალწლო იოლკასავით მკიდია მენტები და თბილისურად უნდა ჩავგორდეო, ჰოდა მერე შვიდი საათი ვუხსნიდით ამ ბორბლებიან სვეტაფორებს, რომ ერთ დროს ვარაზი ორმხრივი იყო და ის დრო გავიხსენეთთქო, მარა შენც არ მომიკვდე, ჩვენ მაგ დროს თბილისში არ ვცხოვრობდით და ეგეთი რამე-რუმეები არ გვახსოვსო, გვიპასუხეს და კაი მოშნი შტრაფსაც ჩამოგვიჩოთქავდნენ, აბანოს კრიმპოლს რომ არ მოეყენებინა, ესენი კიდევ ძველები აღმოჩნდნენ, გვიცნეს და სვეტაფორებს უთხრეს, მაგათ აღარაფერი ეშველებათ, სტაჟიანი გიჟები არიან და გაუშვითო. ეჰ, დედა აღარ ყავს ძმაო, ქალაქს... მერე და რა ბიჭები წავიდნენ? ბიძო გემახსოვრება შენ, ჟევი იყო მთაწმინდაზე, ერთხელ ძაღლებმა აბლავა მოუწყვეს ჩელუსკინელებზე, გააძრო ტყუპი რკინა და დააყარა. კენჭები რომ გამოელია, ადგა და ხიდიდან მტკვარში გაჭიმა. სადღა არიან ეგეთი ბიჭები... კაროჩე რა, გლაბალნად დაგვაჩმორეს ამ უკანალებმა! ვაფშე ვეღარ ვსაიმობ, ამ ბოლოების ხელში, რა ბაზარია ობში კატიოლში, ამიტომ ვზივარ სტროგად ხავერაში და ვწელავ გაგრამდე, ისეთ მანდრაჟში ვარ, ცხვირს ვერ ვყოფ კარმუშკაში, სასტავს ლამის კაბურიდან ვებაზრები. ისეთი აირია პალაჟენია, რომ თუ ცოტა მაინც წაიდერსკებ, გასუნავ გარეთ და გაგიჯიბავენ ან ფრანგულს, ან თეთრს, გაგიყრიან პოლნი კატუშკით და მეყოლე მერე ჩიტივით, გალიაში... სხვა რა გითხრა, ძმა? ამ ბოლო დროს პოეზიას მივაწექი მოშნად და რა ვიცი, ბაზრობენ, ჟორიკას ლექსები თუ არ ასწორებს, ყოველ შემთხვევაში, არც ტეხავსო... შენზე კიდევ, გავიგე, პროზაზე გაჭედაო და პროზიშვილივიყო მაგრად გამიხარდა, ჩავუჯდეთ მერე ერთი და გავაჯაზოთ ჩვენებურად. ახლა კი გავქუსლე, ძმა, პატარა იაღლიში მაქვს მოსაყომარებელი... თუ რამეა, ცინკი მომე და შენთან ვარ! აბა ჰე და აბა ჰო!

გენიალური იყო Laughing cheers
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Fri Apr 03, 2009 10:19 am

drunken

ეე, გიო, მთაწმინდის უბნის და აქეთ მეზობელი სოლოლაკის და იქით მეზობელი ვერელების ბაზარი კიდე თუ მიაგავდა ერთმანეთს, დაშორებულ უბნების ბაზარს მაგარი აცდენილი იყო და ამისი გამრჩევიც ბევრი აღარ შემოგვრჩა - ერთ კაშილიოკში ხარშავენ მთელი ქალაქის უბნურ ლაპარაკებს და ეგ არი ჟარგონიო და სლენგიო... და სად არი, ძმაო, ეგრე? მამენტ, ავლაბრელი რო ბაზარში სიტყვას გააძრობდა, ის სიტყვა ჩვენსკენ მთლად ვერ სიტყვობდა და ეხლა ეს პრაფესორი ხალხი იძახის, რო ჟარგონი არი ესაო მთლიანადაო. და მე არა მჯერა და ვისაცა გჯერათ, იკითხეთ ის წიგნები და გეგონოთ ეგრე...
ეეე, მარტო ბიძო კი არა, ბევრნი წავიდნენ - აგერ, სუ ბოლო დროს ჯანგულა, რასტვარიტელის ჩემი მანქანით მძებნელი ხოლმე და ამისიც მთქმელი, რო - პროზიშვილი ვიყოო, ეგა საკაიფოებს უბერავს და რასაც შეგეკხთხებათ, მოუყევითო, სიმონ, არ გინდათ, რო მარტო უბანში კი არა, მაგის წიგნებშიც იტასაოთო?.. და მოვლენ, მომადგებიან - აი, ესა და ეს ეგრე და აეგრე მოხდა და მოგვივიდაო, ოღონდ სახელები არაო რა, არ ახსენოოო... და იასნია, რო სახელი უნდა შეიცვალოს...
მთაწმინდის უბნური მოყოლილების რვეული მაქ ერთი - ძაან მოშნი რამეა სისქის ამბავში და თან ყვითელი ფერისა და ამერიკიდან ჩამომიტანა ერთმა აქაურმა და იქ წასულმა და აქ ცოტაოდენი ფულით ჩამობრუნებულმა და იმ ფულით ტრუხა წამლის ამღებმა იმავ ღამეს და იმავ ჩამოსვლის ღამეს გაპარულმა იმ ფინაჩური წამლის კაიფით...
ჰოდა, იმ უბნური მოყოლილების რვეული ცოტა მისახედი მაქ და ვნახოთ, რა გამოვა...

შენა რო უნივერსიტეტის მხრიდან ვერეზე ამათთვის ნააბაროტ დაშვების ამბავს ჰყვები, ეგ აქეთაც მოსულა - არც ამათ ევასებათ ეგ ტრეუგოლნიკი, რო - მთაწმინდაზე რო კაიფობენ, ეგრე სადაო, მაგრამ, ჩვენებს, სიმონ, არავის აზრად არ მოუვიდოდა მაგ ტრეუგოლნიკის გამოგონებაო. და აი მაგიტო არი, ძმაოო, რო ყველამ კი არ უნდა იკაიფოსო - იჯექი რა შენთვის მაგ მერიის მოადგილის სავარძელში და ნუ ჩაიციკლები მაგნაირ რამეებზეო...

მოკლედ, მე რო ვუყურებ, ეს ქალაქი უკვე არი დიდი სოფელი და როდემდე უნდა ვჭედავდე მეთქი, და ვარ ეხლა ფაიზაღ სოფელში ჩემ ჭკუაზე - წამალი მე არა, აზრზე არიან და იქაურ ოცთეთრიან არაყში რო არ ჩავძვრე, აქ არი საკაიფო ანზორაული გამოხდილი, ნაღდი ჭაჭა... ჰოდა, თუ ნაღდი ჭაჭა არი, მაშინ ნაღდი წიგნიც იქ უნდა დაიწეროს და მაგ ამბავს ვეწვალები და ვნახოთ...

ისე, მთლად კი არ გადავკარგულვარ და ჩამოვალ და დავილაპარაკოთ, ჩვენ რო ვიცით...

Wink

Last edited by ბობო on Sun Jun 07, 2009 6:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Sun Jun 07, 2009 12:34 pm

ბატონო მიხო,დღეს თანამედროვე ქართული პროზის ძალიან მოდური ტენდეციაა- ჟარგონის მოჭარბებული დოზით გამოყენება .
ისიც მახსოვს ერთმა ''კრიტიკოსმა'' ჟარგონის ნაწერში გამოყენებაზე რა დაგიწერათSad ეს მაშინ იყო ''მიუღებელი'' და ''ყურისმომჭრელი'',თორემ დღეს გასაოცარი სლენგის გარეშე რომ წერს ადამიანი,ისაა.

ბატონო მიხო,როგორ თანდათანობიტ და საერთოდ რატომ დამკვიდრდა ასე მყარად საჟარგონო ლექსიკა ქართულ ლიტერატურაში ალბათ ვინმე სპეციალისტი რამე მცირე ესესაც მიუძღვნის როდესმე.
მე მაინტერესებს პირველი ''გზისგამკვლევი'' ვინაა ამ კუთხით.ვის ''ბრალდება ''(ბრჭყალებში,რასაკვირველია) ქართულ ლიტერატურაში ჯარგონის შემოტანა და დამკვიდრება?
მე ვფიქრობ,რომ რადგან თანამედროვე ახალგაზრდების ლექსიკაში ძალიან მყარად დამკვიდრდა ეს ჯარგონი,ეს ავტომატურად გადმოვიდა მერე პროზაში.რადგან თანამედროვე ქართველი მწერლების გმირები ძირითადად თანამედროვე ახალგაზრდები არიან,ამ ახალგაზრდების ყოფითი ენა-ჯარგონი ბუნებრივად ჩაჯდა მხატვრულ ნაწარმოებებშიც.
რადგან დღეს ყველაზე მეტად გაყიდვადია ეს ქუჩური ყოფის ,''რაზბორკების'' და შავი სამყაროს ცხოვრების ამსახველი ნაწარმოებები,ცხადია მოთხოვნილება ''ბადებს'' სწორად ამ ჟანრის ნაწარმოებებს. თანამედროვე გმირები გამართული,დახვეწილი ქართულით რომ მეტყველებდნენ ძალიან კომიკური იქნებოდა.
რამდენად საჭიროა რეალობის ასე შეულამაზებლად ასახვა და ''' არ გამხატვრულება''?

ყველაფერი აკრძალული საინტერესოა.რადგან ადრე საბჭოთა ცენზურა აკონტროლებდა და კრძალავდა ჟარგონის დამკვიდრებას,სლენგზე მეტყველი გმირები და მათი ყოფა სოციალური მტრის ლექსიკა და ყოფა იყო ,ცხადია მაშინ მწერლისთვის საინტერესო იყო ასეთი ადამიანების ლექსიკის და ყოფის ასახვა .მკითხველისთვისაც.
შემდეგ-ეს ერთგვარი პროტესტი გრძნობაც იყო საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მიმართ.(მაგალითად იგივე სოლჯენიცინის გენიალური ''გულაგის არქიპელაგი'') 'ქართულ საზოგადოებაში კი ამ პროტესტის მუხტი ყოველთვის ძალიან მაღალი იყო.

დღეს ,ჩემი აზრით მეორე უკიდურესობა მივიღეთ.იმენად გადამლაშებულია ლიტერატურა ამ ჟარგონით.იმდენად გულმოსუყებულია ქართველი მკითხველი ამით,რომ ...

მე ასე ვფიქრობ,''ჯარგონი'' უფრო ''ქურდული '' ყოფის პირობით ლექსიკაზე უნდა იხმარებოდეს ,ხომ არსებობს იგივე პროფესიონალური ჟარგონი ,იგივე თანამედროვე ინტერნეტტერმინების დამკვიდრება ჩვეულებრივ ყოფით მეტყველებაში და ასე.ამ შემთხვევაში უფრო უპრიანია ''სლენგის'' ხმარება.
ეს ორი სიტყვა,სინონიმია და მაინც ასოციაციურად ''ჟარგონი'' უფრო კრიმინალური სამყაროს ''ტერმინოლოგიის'' აღმნიშვნელია,პირადად ჩემთვის.

ისე ჩემმა ახალგაზრდა მეგობრებმა ასე ამიხსნეს -სიტყვა '' სლენგს ''სნობები ხმარობენო Smile
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Sun Jun 07, 2009 6:44 pm

პირველად ვინ, რომელმა მწერალმა გამოიყენა ჟარგონი, არ ვიცი...
ალბათ, ნაწარმოებები უნდა გადმოვიღოთ და ქრონოლოგიის მიხედვით დავადგინოთ...

ლევან ბრეგაძის "ქართული ჟარგონის ლექსიკონში" ბევრი მწერლის ნიმუშებია მოყვანილი, პირველი ვინ იყო, იქიდანაც ვერ გაიგებ...

ცხოვრებამ მოიტანა, კი.
თავიც რომ მოვაბეზრეთ მკითხველს ამ ჟარგონით - ესეც ფაქტია.

რაც ნატურალისტურად გამოიყურება, ყველაფერი რომ ნატურალისტური არ არის - ესეც ფაქტია... მე დამძახიან ხოლმე ნატურალისტური პროზის ავტორს და... ამიტომ ვამბობ... მე შეიძლება მხოლოდ ხერხი გამოვიყენო რომელიმე მიმდინარეობის, ისიც ჩემდაუნებურად და... სულ ეგ არის. არც ერთი მიმდინარეობა არ მომდის ჭკუაში და იმიტომ...

ვაი, ვაი, როგორ მთავარი დამნაშავესავით დავიწყე თავის მართლება რა... ჩემზე მეტად სხვებმა წერეს ჟარგონზე...

lol!
Back to top Go down
Guest
Guest

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Mon Jun 08, 2009 7:29 pm

ამიერიდან ამ ფორუმს ერქმევა ის, რაც ახლა აწერია სათაურად, რადგან აი, შეხედეთ ლევან ბრეგაძის წიგნს -

ათასზე მეტი ჟარგონული სიტყვა შედის მის მიერ შედგენილ ლექსიკონში, რითაც მართლა კარგი საქმე გააკეთა...

დღეს შემხვდა ლევან ბრეგაძე და მითხრა, რომ "არმურის საფიხვნოზე" შემოვდივარ და ვკითხულობ ხოლმეო...
სახიხარულოა, როცა ამ დონის კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე მოგვინახულებს ხოლმე და თუ დარეგისტრირდება და დაგველაპარაკება კიდევაც, შენიშვნებს მოგვცემს - ამას რა აჯობებს...

Idea

ჰოდა, რომ შემოვა და ამ თავის თემას ნახავს, ჩემი თხოვნა ის იქნება, რომ აქაც დადოს თავისი ნაგროვები სიტყვები და აგვიხსნას ხოლმე...

Exclamation
Back to top Go down
მინდია
Into Armury
Into Armury

Male
Number of posts: 174
Age: 29
Location: გადაღმა
Job/hobbies: მეზღაპრე
Humor: ჰორიზონტი სუფთაა
Registration date: 13.12.08

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Wed Aug 05, 2009 6:59 pm

სახლში მაქვს ეს ლექსიკონი.ზოგი საკმაოდ სახალისოცაა Very Happy ავტვირთავ მისვლისთანავე Smile
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts: 142
Age: 29
Location: თბილისი
Job/hobbies: პოეტი
Humor: კარგი
Registration date: 27.12.08

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Sun Aug 16, 2009 3:32 pm

გიო wrote:
ვახ, მიხო-ჯან, ეს რა პელე თემა გაგიძრია, ტო? მაგრად გაასწორა! რამდენი ხანია ჯიგრულად არ მითომარია... რა დრო იყო არა, ძმაკაც? ჩაიწეოდი კაცი ბირჟაზე, ჩაუჯდებოდი სიყვარულოვიჩებს, გაიგდებდი ტისკს ყბაში მარადონას პასივით და მიდი-მოვდივარ - ნებისმიერ თემას აგვარებდი... დროც მაგარო იყო, ბიჭებიც მაგრობები იყვნენ და ქალაქი ხო ვაფშე - ჩემპიონ მირა! მარა სადღაა? ცოტა იყო და გათავდა! მაგარ შარში ვართ, ძმაკაც! იკაიფე, ამას წინათ გრიგოლიჩიდან ვარაზის ხევში დავგორდით მე და ჩემი ბრატი, იმან აიტეხა, საახალწლო იოლკასავით მკიდია მენტები და თბილისურად უნდა ჩავგორდეო, ჰოდა მერე შვიდი საათი ვუხსნიდით ამ ბორბლებიან სვეტაფორებს, რომ ერთ დროს ვარაზი ორმხრივი იყო და ის დრო გავიხსენეთთქო, მარა შენც არ მომიკვდე, ჩვენ მაგ დროს თბილისში არ ვცხოვრობდით და ეგეთი რამე-რუმეები არ გვახსოვსო, გვიპასუხეს და კაი მოშნი შტრაფსაც ჩამოგვიჩოთქავდნენ, აბანოს კრიმპოლს რომ არ მოეყენებინა, ესენი კიდევ ძველები აღმოჩნდნენ, გვიცნეს და სვეტაფორებს უთხრეს, მაგათ აღარაფერი ეშველებათ, სტაჟიანი გიჟები არიან და გაუშვითო. ეჰ, დედა აღარ ყავს ძმაო, ქალაქს... მერე და რა ბიჭები წავიდნენ? ბიძო გემახსოვრება შენ, ჟევი იყო მთაწმინდაზე, ერთხელ ძაღლებმა აბლავა მოუწყვეს ჩელუსკინელებზე, გააძრო ტყუპი რკინა და დააყარა. კენჭები რომ გამოელია, ადგა და ხიდიდან მტკვარში გაჭიმა. სადღა არიან ეგეთი ბიჭები... კაროჩე რა, გლაბალნად დაგვაჩმორეს ამ უკანალებმა! ვაფშე ვეღარ ვსაიმობ, ამ ბოლოების ხელში, რა ბაზარია ობში კატიოლში, ამიტომ ვზივარ სტროგად ხავერაში და ვწელავ გაგრამდე, ისეთ მანდრაჟში ვარ, ცხვირს ვერ ვყოფ კარმუშკაში, სასტავს ლამის კაბურიდან ვებაზრები. ისეთი აირია პალაჟენია, რომ თუ ცოტა მაინც წაიდერსკებ, გასუნავ გარეთ და გაგიჯიბავენ ან ფრანგულს, ან თეთრს, გაგიყრიან პოლნი კატუშკით და მეყოლე მერე ჩიტივით, გალიაში... სხვა რა გითხრა, ძმა? ამ ბოლო დროს პოეზიას მივაწექი მოშნად და რა ვიცი, ბაზრობენ, ჟორიკას ლექსები თუ არ ასწორებს, ყოველ შემთხვევაში, არც ტეხავსო... შენზე კიდევ, გავიგე, პროზაზე გაჭედაო და პროზიშვილივიყო მაგრად გამიხარდა, ჩავუჯდეთ მერე ერთი და გავაჯაზოთ ჩვენებურად. ახლა კი გავქუსლე, ძმა, პატარა იაღლიში მაქვს მოსაყომარებელი... თუ რამეა, ცინკი მომე და შენთან ვარ! აბა ჰე და აბა ჰო!

მაგარი იყო Smile
მთელ ამ ძველბიჭურში მარტო ერთი სიტყ ვა ვერ გავიგე Smile
Quote :
სახლში მაქვს ეს ლექსიკონი.ზოგი საკმაოდ სახალისოცაა ავტვირთავ მისვლისთანავე

მინდი, სახლში ვეღარ მიხვედიიი? Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Tue Nov 17, 2009 3:30 pm

ქართული თანამედროვე ჟარგონი + როგორ ახსნიდა მას სულხან-საბა ორბელიანი

აბაროტის აღება - ნაცვლის მიგებად მცდელობა
აბიჟნიკი - წყენის მთესველი
აეწელა - ფიცხად წინა აღუდგა
ავარდნა - ჟინთ აშლა
აიწია - ფრიად განკჳრდა
ამტუტება - წესთ აღრევა
ანტიფრონცკი - ზმანითა მოამაყე, გინა კოხტაპრუწა
არიფი - ჰარიფთან ნახე
არღნის ჩიტი - მუდმივ სტუმრობისა და ცეკვა-თამაშის მოყვარულს დიაცზედ იტყჳან
ატაშოლი - ძმადნაფიცისა ძმობითგან განზიდვა
აუდე - წარსვლისათვის უკმეხი მოწოდება
აყლისთავება - ესე არს მუშტის შემოკვრით ყირამალა გარდასლვა; ანუ ფეხისა აცურებით ზურგზედ დაცემა;
გარნა აყლისთავებას უეცარი, გინა უცხო შეგრძნებისაგან თავბრუ დახვევაზეც იტყჳან
აჩათლახა - სახეზედ მუშტი ჰკრა
აწევა - თანა წარსაღებად თუ წარსაყვანად მობოჭვა
ახევა - წართმევა მძლავრისაგან
ახვევა - წარსლვა უპატიურისა
ახუჲლიშ - ოღონდაც
ახურუშებული - ქუჱნა გრძნობათ აყოლილი

ბაზარი - სიტყუა-პასუხი
ბაზრის შეყვანა - რა პირისა მოსაშინჯად სიტყუა განფინო, დაბაზრებასთან ნახე
ბაზარში წამოიკიდა - საუბრითა მტყუვან-ჰყო
ბათქი - ურთიერთ საშუღლო პაემანი
ბაიანი - ნემსიანი ჭურჭელი
ბაითი - ებრაელთა ენით: საყოფელი საბინადრო
ბაირამობა - აწ: შუჱბა ჴორციელი
ბალამუტი - აღრევის მოწადინეთა ჴმიანობა
ბანძი - ცუდუბრალო
ბასიაკი - მდაბალი მემთვრალე
ბაცანა - ლაწირაკი
ბაცნობა - უწვერულთ ყრმათა ლაღობა
ბესპონტაობა - საქნელთ ვერ-მოპოება
ბესპრიდელი - წესთ თაკილობა
ბირჟა - ესე ოდეს ყმანი საფიხვნოდ შეიყრებიან, უშვერებენ და ამპარტავნებენ
ბლატავი - გულ მაღლად საუბარი
ბლატი - ამა ქუჱყნის უაღრესისა მარგებლად ყოლა
ბოი-ფრენდი - ენგლიზელთა ენაზედ კუროსა ჰქვიან, სიძჳთ მტრფიალებელი
ბოლი - თრიაქთ წვისა მშრალი ნისლი
ბოლო პასადკა - დასკუნა რაიმესი; კვალად უწოდენ, ოდეს მეძავი გათხოვდეს

გააბლატავა - თჳსზედ უმცროსსა მედიდურებისათვის მწედ ეყო
გაბაზრება - ზურგთ-უკან რაიმესი მხელა, გამსკდართან ნახავ
გაბლატავდა - გული მოიცა
გაგება - წესი, მოძღურება, რომელ არს:
გაგება ქურდული, გინა შავი, ანუ წესი ავაზაკთა;
გაგება ქალაქური;
გაგება ძველი, ანუ ამპარტავანთ შეჯიბრება;
გაგება კაცური, გინა ვაჟკაცური, მრავალ ქურდულ დოგმატთაგან განწმენდილ;
გაგება ქუჩური, ბირჟის კვრისა წესი;
ესრეთ მოვალს გაგებისა კვალად მრავალი სახელი, აქა ესე ვიკმაე
გადაახტა - თავზედო, ამბობენ, ესე ვითარ არა ნიშნეულ ჰყო; კვალად მრავალ-ნაცადზედ იტყჳან ათას ყლეზედ გადანახტომს
გადირკვა - ვისიმე ფეხებ შუა ბურთისა გაძვრინება
გაედო - ფინთად დაენძრა
გათავება - თალიისა განსრულება
გათევზდა - რა მცირეს პირობასა გარდაჳდეს სხუათა უზიანებლად
გაკუზვა - წახრილისა ტყუნა
გალუბოი - სხუათა ენაა, ცისფერთან ნახე
გამაზვა - თჳსის ჰაზრის სისწორისა თავდებობა. რა ორთა გამმაზავთა შორის ერთი გამტყუვნდეს, გამტყუვნებულმან ფულითა გინა სხჳთა ზღოს;
გამაზვა სხუა არს პონტისაგან მოკლება;
არს ოდესმე გამაზვა ქრთამის მიცემაცა
გამოყლევება - დია მძიმე სიბრიყვე
გამოყლევებული - გამოყლევება ქმნილი
გამსკდარი - ურთიერთას თქმული, ამბავზედ იტყჳან, ხოლო განიყოფებიან ესე ვითარ: გაბაზრებული, რაჲცა არს ჩუმად გამხელილი და გახეთქილი, რაჲცა არს გამხელილი შფოთითა
განაბი - ქურდთაგან ბაძის ამღები
განდონი - საწულოთ საპყრობი; კვალად: კაცი ვერაგი
გაპროჭვა - ცემითა და მემთვრალეობით უგონობა
გაჟიმვა - მიწოლით მოტყუნა
გასაღება - ქირით მოკლვა
გასრიალდი - შენს მალ წარსვლას ვლამი
გარეკილი - ჭკვა მხიარული
გასროკვა - სროკზედ წარგზავნა
გატანა - ჭერ-ქუეშ ცარცვა
გატისკვა - უპატიური წურთნა
გატრაკება - უმიზეზოდ შფოთისა მოწადინება
გატრაკება საქმისა - საქნარისა დია გაჯანჯლება; გინა შეწუხება ფრიად ვინმესი
გატყდომა - წყენასავით
გატეხილშია - ხასიათ შემუსვრილია
გაუჩალიჩა - ავი შემართა
გაფრენა - ჭკჳთგან გარდასლვა
გაჩითვა - ჩუმი გაშინჯვა
გაჩითვა - წარმოჩენა
გაჩხერა - ძარღუთა შიგან ნემსისა წიაღყოფა
გაცვეტება - რაიმესი გამოწულილჳთ განხილვა. ხოლო გაცვეტებანი ესრეთ განიყოფიან:
უკეთუ კაცი რასმე ვინმესაგან საუბრით შეიმეცნებს, გაფაიზაღებად იწოდების;
ოდეს თუალითა თჳსით ჰნახავს, გინა გონებითა მიჰხვდების, გაიასნებად უჴმობენ.
გაწელვა - ბაითისა; ბაითი გაწელაო დიდის სახლის მაშენებელზედ ამბობენ
გახეთქვა - ქალწულთ შერყუნა
გახეთქვა - გამხელასაჳთ, გამსკდართან ნახე
გახურება - შუღლთ საბაბისა ძიება
გოიმი - კაცი მცირის დაბითგან ქალაქსა ჩასული, გარნა მუნ მკჳდრობისა ვერ-შემშუჱნებელი
გრევი - უსრული პადაგრევისაგან
გრეხი - კაცის მიმართ შენაცოდი რაჲმე;
განჰყოფენ საქციელთა, რაჲც გრეხია და რაჲც არ არის; ესრეთს გრეხსა გაგებაში ჩაჭრად უწოდენ, უკეთუ მძიმეა შეცოდებაჲ და ტეხავსო იტყჳან, ოდეს მცირედი შესცოდა
გულავი - თჳსისა სურჳლისამებრ დროის გატარება,
გარნა გულავი დედათა არს მიმო ტყნაური

დააბრეხვა - როყიო სათქუმელი თქუა
დააგოიმა - შეტყუილის დაჯერება აქმნია
დააზანგა - საქნელი რამე შეადვა
დაამუღამა - მუღამეულ-ჰყო
დააცმევინა - განაძო
დაახეთქა - ულოდნელი ისიტყუა რაჲმე
დაახუილა - ძლიერ დაარტყა
დაბმა - ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს
დაბაზრება - ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:
ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარჳთ განაძლიერებს;
ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს
დაბოლება - ბოლით დაბანგჳსათჳს მეცადინეობა
დაბოლილი - ბოლითგან დაბანგული
დაბრედა - ამა სოფლითგან მიფარვა
დაგინება - ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი
დაგრუზვა - გუემით ფიქრმეტყუჲლება
დადება - დატევებაზედ ამბობენ:
იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თჳსისა ანაბარად;
იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;
ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქჳან გადაგდება
დაენძრა - ფრიადი შეჭირვება ეწყო
დავასება - თუალ შევარდნით სიამე
დაზაგაჟნიკება - მოზაგაჟნიკება გასწავლის
დაიადა - თჳსს კერძოდ ჰყო
დაიზეთა - უარისათჳს საბაბი შეუჭირდა
დაიწვა - ვერ დაფარულ ეყო
დაკიდება - საფიქრალითგან განდევნა
დალივერება - თუალ-თუალის ყოფა
დაპადაგრევება - პადაგრევისა მიძღუნა
და რამე - რაჲც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა
დატყვნა - ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქჳან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა
დაუაბგონა - უკანა კერძად ჰყო
დაუადა - მცირედი ძღუჱნი მიართუა
დაურტყა - ულოდნელი საქციელი უქმნა
დახვოსტვა - კუდში მოლალეობა
დერსკობა - ამაყთ წარბ მაღლობა
დილიხორი - გამხელილი ხუაშიადი
დობრად - ძალთ უტანებელად

ეე! - ესრეთ იზრახვიან ჟამსა განკჳრვებისასა, ანუ გახარებისასა, ანუ იმედის გაცრუებისა გინა გარდაწურჳსასა; გარნა სხუაჲ არს ოდეს ესე ვითარად უამურს მოუწოდებდნენ ვისმე

ვაზვრატი - არა გამოსასყიდი, რომელ არს წარტაცებულის სულიერის მოყუანები-სათÂს მოთხოვნილი, არამედ ნაცარცჳს მოქცეჳსა სასყიდელი
ვალის დადება - მცირედის მადლისა ყვედრება
ვაჟნი - ცუდმედიდი
ვაფშე - ყოვლით კერძო
ვეში - ესე არს ავეჯი სახლისა და ჭურჭლეული, რაგინდრა (გლეხურად); კვალადვე ვეშად იწოდების თჳთეული ცალკე უსულო საგანი, ესრეთ, რომ უკეთუ რამე მოსწონთ, ამბობენ: მაგარი ვეშიაო.
ვზროსლი - წამოზრდილი, ესრეთ უმცროსნი ჰასაკითა თჳსზედ უფროსს იხსენიებენ

ზაიობი - ჯიუტი ახირება
ზაპოი - ესე ქართულად ანკანაკებაჲ არს, ზედიზედ ნადიმსა და სიმთვრალეს ნიშნავს
ზასი - ღია პირითა ურთიერთის კოცნა
ზასაობა - ზასთ გადაბმულობა
ზასკოკებიანი - ხუშტურთ ამყოლი
ზახოდი - მსხდომთაგან წრეში მოსატარებლად სამყოფელი რამ
ზონა - ავაზაკთ შესაწყუდეველი
ზუბი - ფარული ჯავრი

თალია - უწინ ძაძის ტომარას ერქუა, გარნა აწ სათულელი არს უწყაო: ესე ვითარ ერთი თალია იტირა ანუ ბევრი უტირნია, ერთი თალია გაათავა რა მამრმან მდედრისა ჟინი ერთგზის აისრულა
თესი - მიმალვა მეყუსეული
თესლი - ჭკჳსა ბოროტად მომხმარი
თითის მიცემა - საქნარის ქმნისათჳს ვისიმე კვალად იძულება (მდაბიურად)
თირვა - ქუჱშით ცქერა
თომარი - სიტყჳთ შექცევა

იაზვა - მწარედ მსიტყუჱლი
იასნი - თუალითა დანახული
იზმენა - რისამე ვერ-ყოფისათჳს გულისა ძრწოლა
იდეინი - ჰაზრით მაცხოვნე
იპარავს - სახელკეთილის დიაცის ქუეშ-ქუეშ ტყნაურობაზედ იტყჳან
ისპალნიტელი - ავისა გამეტებულად მოქმედი
ისტაბლიშმენტი - ერთობა დამკჳდრების მოსურნეთა
იუზგარი - ზნე-კეთილი

კაიფი - სიამე აღმატებული; გინა მიუმხუდარისა დაცინვა
კატაობა - ნარნარად სრბოლა
კიმარი - გაბრუებულის კაცისაგან თავის კანტურზედ იტყჳან
კიშკაობა - მომეტებულის საჭმლისა შექცევა
კლიჩკა - სხუათა ენაა: ცხოველთ საწოდებელი
კონტრა - მომტერე, მეშუღლე
კუტუ - მომცრო ყლე
კუში - ფულად მისაღები

ლ - ესე ბგერა, ზედა კბილთ თანა ენის წუერვალის მიტანისა შემდგომ საშუალ ენით წარმოთქმული, არს ნიშანი მდაბიორობისა
ლაწირაკი - ერთი წვრილფეხა გოგო ბიჭ-თაგანი
ლევი - არმად ნაშოვნი

მაზი - უსრული მაზიანისაგან
მაზიანი - გამაზვისა ქმნა
მაიაკი - ნიშან-ყოფა
მამაშა - მეძავთ სარქალი
მანაგუა - თრიაქის ფაფა
მანდრაჟი - სულთ ფორიაქი
მარიაჟი - თჳსის პეწისა დია მოყვარული
მასტერკა - პლანი თითისებრ გახვეული (მოსაწევად)
მასტი - რისამე თანხუედრად კეთილი
მაყუთი - ნაღდი ფული
მახატია - არად მიჩნს
მეპირე - მინეტის მქნელი მდაბიორი
მესნი - ამა ადგილთა მობინადრე
მეტრაკე - ცისფერთან ნახე
მეშჩანი - ფუყე სვეტი
მიირთვა - ცთომილება ჰყო, ჭამასთან ნახე
მინეტი - საწულოთ პირთან მიხუნა
მიცემა - რა მდედრი მამრსა თანა-ეყოს; გარნა ტრაკის მიცემა არს დათმობა უგვანი, გინა მრუშებაჲ შორის მამრთა
მოზაგაჟნიკება - თადარიგად ქონა
მოზგი - ბევრისა მცოდნე, თუმც არა-ბრძენი
მოკეტვა - მყუდროდ შთენა
მოკრახვა - სიძუნწითა მალვა
მომჭამე! - მუქარაზედ პასუხი, რაჲცა არს: ვერა გამიწყო-რა, ვერას გამიხდე
მოჟოშკვა - მოკრახვავე
მოსმა - ვინმესთჳს სახელის საჯაროდ შემწიკულა; მოსმადვე იწოდების, ოდეს ერთმან მეორეს მკაცრად მისი ადგილი მიუჩინოს
მოტყდომა - მოხევასთან ნახე
მოქესტვა - ნაჩქარობისათვის რაიმესი ვერ-სრულად დამალვა
მოღუნვა - მაყუთის დასქელება
მოყომარება - შეგონებით დარწმუნება
მოწვა - ზრახვასა მიუხვდა
მოხევა - სრბოლად სწრაფვა; კვალად: თჳსი ან სხუისი მოშორება თუალსაწიერითგან; მოხევადვე სახელდებენ ვინმესგან ულოდნელად მჭევრის სიტყჳს მბობასა
მოხსნა - სათაჳსოდ გაიხადა
მუღამი - გულისთქმისა პასუხი

ნაბოზვარი - ფლიდს, მზაკვარს კაცზედ იტყჳან
ნაკოლი - ერთს ცარცვათაგანზედ წაქეზება
ნარკუშა - საკურნებელთა ავად მხმარებელი
ნაროდი - ხალხი მდაბიორი, ვიეთნი სბროდად უმობენ
ნასედკა - ავთა მსტოვარი
ნაშა - დიაცი წვრილფეხა, გარნა პირკეთილი და ტანკენარი
ნაჩათლახარი - ჩათლახად ნამყოფი
ნახალკის შეტენვა - უბრალოზედ ცოდჳს შეთხზვა
ნივიჟუს დარტყმა - შეჴუჱდრისას პირისა მორიდება
ნძრევა - საწულოთი ხელსაქმება

პაბეგშია - მალვით სუფევს
პადაგრევი - არა მცირედი ძღუჱნი
პადიეზდი - სადარბაზოსაჳთ, გარნა დია უწმინდური
პადლიზა - პირ-მოთნე
პალაჟენია - უფროს-უნცრობისა რიგი
პასტაჲანკა - მამრისგან შებღალული წაწალი
პაცანა - ბაცანასთან ნახე
პიარი - ხალხთ დარწმუნების მეცადინობა:
შავი პიარი არს სხუათა ბიწისა მუდმივ ჩინება;
თეთრი პიარი თჳსის კეთილობისა სხუათათჳს ჩიჩინია;
ყვითელი პიარი არს თითხვნა ჭორთა
პლანაქეში - თრიაქისა გარდამეტებით მწეველი
პლანი - ესრეთ ითქმის რა მორჩნი კანაფისა გაახმონ და დაფქუან; სხუა შეკეთებასთან ნახე
პლეტი - იჩქითი განრიდება გინა ოტება შეშინებულისა
პოზდნი - ხანის დამზმელი
პონტი - უცაბედი საქნარი
პრავი - მართალი მარწმუნებელი
პრაკოლი - ვენაზედ ნემსით განაჴურეტი
პრაშმანდოვკა - დიაცი სხუათა და სხუათა მამაცთა თანა დია მყოფი, გარნა საფასურისა არა მთხოვნელი
პრეტენზიული - აჯისა ბრძანებად მომაქცეველი
პრიკოლი - უნდილ საღრეჭი
პრიკუპი - ქაღალდის თამაშისას ერთის წრიულის მოხვეჭა

ჟიმჟიმი - ტრაკის ცახცახი
ჟოპასტენკა - პანღურის ამორტყმით თამაშობა უგვარი, ბაცნები იქმან

რიჟა - მრუდე, გინა პირუმტკიცი
როჟა - კაცი უამური
როჟის კერვა - მწუთხის სახისა შეკუჱთა

საიმი - გეშის აღება
სანქციის დება - ესრეთ იტყჳან, ოდეს ვინმე ხატითა თჳსითა გინა საქციელით თჳსს ნაჩუმათევს თუალ-საჩინოდ ჰყოფს
სასტავი - მოყუასთ ერთობა
საჩკაობა - თავისა მოზანტება
სეკა - ესე ციფრად ოც და ერთი, რაჲც ნიშნავს ტოლნი ვართო, ანუ ბარი-ბარში
სვეტი - ცარიელ დარბაისლობისა მოიმედე
სვეცკი - სვეტთაგან ამოდ შესატკბობი
სვოი - ჩუენ კერძო
სიაფანდი - არ-საღირებელს უსულო საგანზედ ამბობენ; გინა ცრუსა კაცზედ
სიმონ! - ქალაქური მოწოდება
სიმპო - უსრული სიმპატიურითგან, რაჲცა არს ამოდ სახილველი
სირი - გრძელი საწულო მოსუჱნებული
სიტყვის აღება - თჳსივე დაგინებისა მოშლა
სიტყვის მოხსნა - სიტყჳს აღებავე
სიფათი - სახე უშვერი
სიცო - ნაკუჱთი სიცოცხლითგან
სკოლსკობა - ხასიათთ ავად მოქნილობა, ხოლო სკოლსკისა უნდოსა და ორპირს კაცზედ იტყჳან
სპონტამ - ერთი არს კნინღა, გინა იქვე, ითქუას თუ: სპონტამ გავაკეთებდიო ესე იგი არღარა მიკლდა გაკეთებას, უკეთუ მსუროდაო; მეორე არა ცარიელად ჰყოფისათჳს: სპონტამ ყოფნა, სპონტამ დარჩენა და ესე ვითარნი
სროკი - დილეგს საყოფელთ ჟამთა საზომი
სტოპრო - ასნი მეასედთაგანნი, რომელ ნანდჳლსა ნიშნავს
სტოსის წაყვანა - საგანთ და საქნელთ ჴელერთპირი გარიგება
სტრელი - პაემანის-ყოფა
სუტენიორი - მეურვე მეძავთა
სხადნიაკი - ქურდთ შეყრილობა

ტეხავს - აუგია
ტვინის ტყვნა - გულისხმის ყოფად დაძა-ლება
ტრაკიდან ბარათის გამოღება - თითიდან მიზეზის გამოწოვასაჳთ
ტრაკში - დია შორს
ტრუხა - ამაო, ფუტუროსაჳთ

უსწორდება - ამოდ უჩნს
უტრაკო - აღმსთობად უძლური; ხოლო უტრაკო მეტრაკედ უწოდენ, უკეთუ თჳსისა საქმისა ვერ-მომრიგებელს სხვათა საქმეთა მორიგება მოპრიანებია

ფანი - გარდარეული მოთაყვანე
ფაიზაღი - ნანდჳლ სარწმუნო
ფაქტი - თრიაქთა და ესე ვითართა მცირე რამ შეკვრა
ფუფლო - პირობას გარდასრული

ქაჩავს - ძალ-უცს
ქაჯი - მეტის მეტი ტეტია
ქელანი - ერთად მოცემული, მაყუთზედ იტჳან
ქერაობა - გარდაჭდობილის მიჯნურისაგან ხელის მეტი ფათური
ქეში - პლანაქეშისგან მოკლებით
ქეში - სხუათა ენაა, მაყუთთან ნახე
ქინძაობა - სუბუქი ტყნაურობა
ქსივა - ძუჱლად: ტუსაღთ უსტარი; აწ: ჯიბეს საქონი მცირე რამ საბუთი მარწმუნებელი

ღადავი - თომარზედ აღმატებული

ყამა - იარაღი მკუჱთელი, მტკაველის ოდენა და უდიდესი
ყიყინი - კეთილი მოაჯეობა
ყლეფანდურა - სუბუქის ჭკჳსა

შავი - ავაზაკთ მოძღუარი
შავი - საწულოსაც ჰქჳან
შალა - პლანთ-კეთილობა
შანს-პეპელა - შემთხუჱჳს მნე
შარაფი - ქეიფი ღრეობა-ზედ უმცირესი
შატალო - შეგირდთ უმოძღურო ხეტიალი
შეახვია - დააბასავით
შებმა - დაბმისა მზგავსი არს, დაბმასთან ნახე
შეედო - დაენძრა გასწავლის
შეკეთება - დაფქჳლის პლანისა მასტერკად განმზადება, სხუა მასტერკასთან ნახე
შელაგება - შეყოფასაჳთ, გარნა არა ერთის ოდენ საზრუნაჳთა, არამედ მრავლის; შეყოფასთან ნახე
შემეტენე - შეტენჳსა მოსურნე
შენძრეული - დია გამოცდილი
შეტენვა - ძალად ცოლობა
შეტენვა - გვერდით მყოფობისა უსიამო მეცადინობა
სხუაჲცა არს ნახალკის შეტენვა, მერმე სწერია
შეყენება - ქუჩაში ცარცვა
შეყოფა - ჯიუტისაგან შეწუხება
შე-ჩემა - უდიერი მოწოდება
შეცემა - ჯახითა ტყუნა
შეწერა - დაგინებისა ურიდველობა
შეწერვა - ახეჳსა მზგავსი, გარნა იხილეთ აქა, თუ ვითარ განიყოფებიან:
ოდეს თაღლითები იქმან, არს შეწერვა ტეხნიკური,
ოდეს ძალითა წაერთმის, არს დაწერვა გინა ახევა,
ოდეს მიჩუმათებითა წაერთმის - პარვა;
კვალად შეწერვა არს დაზანგებისა მგვანი, ოდეს ერთმან მეორესა რაიმე დაავალოს, გარნა არა პირველად
შიგ ქონა - ესრეთ ძრიელ შემცდარსა ეტყჳან: შიგ ხომ არა გაქვსო
შიპიტი - გულისა შუღლად აშუშხუნება
შმონი - სავანეთა და საცმელთ განჩხრეკა
შმოტკისტი - ზმანთ მოთაყვანე
შუხური - ჩოჩქოლი და შუღლი დია ხმამაღალი

ჩააკატავა - ზერელედ განასრულა
ჩაბოზება - ბოროტის ზრახჳთ ჩაშვება
ჩათლახი - ესე დიაცი კურო მრავალი და ხასიათ განრყუნილი; ჩათლახივე არს სულიერი ქუÀგამხედვარი და ავის ყოფისათჳს მუდამ მეცადინე
ჩაკვლა - მასტერკისა ცეცხლთაგან განლევა
ჩალიჩი - ქმნად მიდგომა
ჩალიჩმეისტერი - ჩალიჩისა ნატიფად მქნელი
ჩამიჩი - ჟამ გარდასრული დიაცი
ჩამშვები - მაბეზღარი
ჩანგლის თხრა - ხასიათისა აღზუავება
ჩაპიზდვა - წაქცეულის გინა მწოლიარის კაცისა უწყალო ცემაზედ ითქმის
ჩაშვება - ჩამშვებთ მოღუაწება
ჩაჭრა - გაგებასა შიგან დამარცხება
ჩესნი - არმისა გარე-მიმაქცეველი
ჩისტა - მხოლოდ თუ: ჩისტა რაიმესთვის, ჩისტა ოქროსი და მისთანა ყოველთა ზედა
ჩმორი - ვერ-მძლე

ც - ართრონი გინებისა დამძიმებად: არათუ დედა მოვტყან, არამედ დედაც მოვტყან [და კიდევ სხვაცო]
ცისფერი - მამრი მამრთან თანაყოფისა მოსურნე
ცუმბუშა - დაჯაბნილი ჴელქვეშე

ძალად - ნართაული, რაჲცა არს მოსურნე გარნა ვერ შემძლე: მაგარისა წილ ძალად მაგარი, კარგისა წილ ძალად კარგი, ნაშისა წილ ძალად ნაშა და ესე ვითარნი

წერაობა - წაწლობისა მზგავსი, გარნა მეტი ბიწიერი
წველა - ნებსით ფასისა ხშირი რთმევა
წიკი - ნერვთა გზნებით აკჳატებული რამ

ჭამა - ცთომილება, რაჲცა არს ძმობაში ჭამა, გინა უქონელისა კადრება; ხოლო მეორე, რა ვინმემ ტყუილი დაიჯეროს
ჭუჭუ - კუტუს არა აღმატებული
ჭერა - თჳსს სახედ ყოფა: ძველის ჭერა, როჟის ჭერა, ვაჟნის ჭერა და ესე ვითარნი ფრიად უმრავლესნი, გარნა არა ყოველთა სიტყუათათჳს, რომელ არს მქონე: ბაითის ჭერა, ვერ-მქონე: ჭუჭუს ჭერა, მოკეტვა: კბილის ენაზედ ჭერა, თავისა ალაგმვა: ტრაკის ჭერა [მოჭერა გინა დაჭერა] და ზოგნი კიდევ სხუანი, სიმრავლისათჳს ვერ შევუდექ

ხავერა - სავანე ბაითზედ უმცირესი და უპატიურად შენახული
ხატა - ესე არა ხავერა არს, არამედ მასზედ ფართე და უკეთესი ნაპატრონები. ამათ ორივესა ხავერასა და ხატასა უწესო მოღუაწებისათჳს ჰქონობენ ხოლმე
ხევძმარის ბაყაყი - დიაცი გაუთხოვარი, ხატად უგვანო, ბოხ-ხმიანი და ხარხარით მოცინარი
ხიპიში - შფოთი
ხოში - ლტოლვა
ხოშიანი - არა შუჱნიერი არს, არამედ ნაკლებ ტკბილი
ხურუში - ქუჱნა გრძნობა
ხრამჰესის ია - დიაცი გაუთხოვარი, მეოჯახე საქებელი, საქციელითა სრულ, ხატითა კეთილ. გოიმის მამისა დია საყუარელი და საამაყო, თუცა ლ-ს მაძახებელი (ლ-სთან ნახე)

ჯაგა - ბარბაროზი
ჯიგარი - უცხოთა გულისწადილისა მიმხუდომი

ჰარიფი - უცდელზედ ითქმის

Last edited by nini on Tue Nov 17, 2009 3:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Tue Nov 17, 2009 3:32 pm

ეს ჩემმა მეგობარმა მომცა სპეციალურად .ამ გვერდისთვის .
საიდან დააკოპირა არ ვიცი.
თურამე ისეთია,წაშალეთ ბატონო მიხო.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts: 685
Registration date: 17.11.08

PostSubject: Re: ჟარგონის ლექსიკონი   Tue Nov 17, 2009 3:35 pm

სახლში ვნახე ვახო ტალახაძის წიგნი.
და მასაც აქვს ქურდული ჯარგონის მცირე ლექსიკონი.90-იან წლებში დაწერილი.

თუ არ ვცდები საბჭოთა ლიტერატურაში ''გულაგის არქიპელაგიდან ''დამკვიდრდა.
თუ მეშლება?
Back to top Go down
View user profile
 
ჟარგონის ლექსიკონი

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -