არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მთაწმინდისუბნის სლენგის ლექსიკონისათვის

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: მთაწმინდისუბნის სლენგის ლექსიკონისათვის   Tue Mar 24, 2009 3:52 pm

"გაჯაზება" – თანამედროვე ქალაქური ჟარგონიდან არის და უცნაურ, ლაღად საკვირველ ქცევას აღნიშნავს – თანაც ძალიან ზუსტად, როგორც ეს ჟარგონს სჩვევია ხოლმე.

ეს ჩემს თინეიჯერ მეგობრებს ძალიან მოეწონათ Smile
ჟარგონს - მე სლენგს ვეძახი. სწორია, ბობო?
კიდევ მათ მასწავლეს და ძალიან ხშირად ვხმარობ - ვჭედავ, აჭრილი ვარ (ანუ ცუდად ვარ )
Smile და კიდევ გავაპათოლოგე შენზე (ანუ ძალიან მომეწონეო).

ამ სამი სიტყვის ასეთ ''მეცნიერულ '' თუ ლიტერატურულ განმარტებსაც ხომ არ მომცემ?
ძალიან მთხოვეს ბავშვებმა.
კიდევ - ''გამისწორე'', ანუ მნიშვნელობა გასაგებია, აი ასეთი ''გაჯაზების''განმარტება მინდა.
ნინი მელივა

ჟარგონი - [ფრანგული jargon] თავისებური სიტყვები ან გამოთქმები, რომლებსაც ხმარობენ გარკვეულ რაიმე პროფესიულ ჯგუფში, წრეში და სხვა. პირობითი ენა, რომელიც გასაგებია მხოლოდ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის, არგო.

სლენგი - [ინგლისურად slang] ინგლისურ ენაში: სიტყვა ან გამონათქვამი, რომელსაც ხმარობენ გარკვეული პროფესიის, წრის ადამიანები.

აი, ესაა, ნინი, ორივე სიტყვის განმარტება მიხეილ ჭაბაშვილის "უცხო სიტყვათა ლექსიკონიდან".
ასე რომ, მე და შენ ერთი და იგივე რამ ვთქვით - ოღონდ მე ფრანგული წარმოშობის "ჟარგონი" გამოვიყენე და შენ კიდევ - ინგლისური "სლენგი". ორივე სიტყვა ერთსა და იმავეს აღნიშნავს.

ჰოდა, ეხლა მე ეგეთი წინადადება მექნება იმ შენ თინეიჯერ მეგობრებთან - რა სიტყვებიც დაანტერესებთ, მოვიდნენ ხოლმე აქ და დამიწერონ.
მე ვეცდები, რომ ეს სიტყვები განვმარტო - მაინც ძველი უბნიდან ვარ და ეს მთაწმინდელები კიდევ ცოტა უფრო თავისებურად ლაპარაკობენ ხოლმე. ანუ - მე სლენგის "მთაწმინდურ" განმარტებებს შემოგთავაზებთ.
და ამით კაი საქმესაც გავაკეთებთ - ბოლოს ლექსიკონი გამოგვივა. და დავარქვათ "მთაწმინდისუბნის სლენგის ლექსიკონი".

მოსულა? Smile

აი, ეს სიტყვები, რომლების განმარტებასაც შენ მთხოვ, მე ვერ ვიპოვნე ლევან ბრეგაძის "ქართული ჟარგონის ლექსიკონში". ეს იმიტომ, რომ სლენგი სულ ვითარდება, ახალ-ახალი სიტყვები შემოდის.
მოსკოველი ძმაკაცი რომ მყავს, სერიოგა ალხუტოვი, ის მეკითხებოდა - აიო, ჩვენთან რუსეთში შეიქმნა "პადონკური" ჟარგონი - ანუ სლენგი ინტერნეტში მყოფი მოზარდებისა, რომლებიც ძალიან ცვლიან რუსულ სიტყვებს, აქვთ შემოტანილი ინგლისური და მერე გარუსულებული სიტყვებიც... და ასეთი რამე თუ არის თქვენთანო. სამწუხაროდ, ქართული ინტერნეტის მომხმარებელი დიდი რაოდენობით ვერ დაიკვეხნის, რომ "პადონკური" სლენგის მაგვარი შეექმნა, მაგრამ ამის ნიშნები უკვე არის - თუ ინტერნეტში ხმარებულ სიტყვებს დავაკვირდებით.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მთაწმინდისუბნის სლენგის ლექსიკონისათვის
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ქართული ჟარგონის ლექსიკონი - სტუმრად ლევან ბრეგაძესთან-
Jump to: