არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ტარიელ ხარხელაური

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2, 3  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ტარიელ ხარხელაური   Sun Nov 30, 2008 12:00 pm


Tariel Kharkhelauri with my linden-tree © Photo by Mikho Mosulishvili, 2010

ტარიელ ხარხელაური

***
დარდი, ფიქრი და ტკივილი
ჩემგან მოედო სამყაროს...
რას ამბობ, ნისლო, ტირილი
შენ როგორ უნდა მასწავლო -
ეს მე ვარ, კლდეთა კალთებზე
ცრემლად რომ ჩამოვწკანწკარობ.


***
პირიმზეო,
წუხელ შენზე ვწუხდი,
შენთან ყოფნის მომიარა ჟინმა.
ცა ბობოქრობს,
ელავდა და ჰქუხდა,
სული ჩემი დაემგვანა წვიმას.
ავიდევნე შენზე ფიქრი, ძილი
არა და არ მიეკარა თვალებს,
არც დადგომა არ იგრძნობა დილის,
არსად მთვარის არ ჩანს სიფერმკრთალე.
შეწყდა წვიმა, ბოლო წვეტი წვიმის
ჩემს ხერხემალს ჰა, ჰა, ჩაამთავრებს.
არსად აჩნდა არა სვეტი ნათლის
მოეფინოს მთებს, აიმღვრას ნისლი,
ვწუხვარ - შენი სიყვარული მმართებს,
სხვისი არცრა, არცრა არავისი.
პირიმზეო, ნაავდრალი მხრები
თუ როგორმე გავიტანე გარეთ,
ალბათ, მოვალ, შენ წინ დავემხვები
და ცრემლიან წერილს დაგიმთავრებ.


***
ძაღლს მაინც აიდევნებდი,
ცერად რომ გასჭერ ჭალაო,
მიზეზობ ძებნას ცხენისას,
გუმანს მიგიხვდი, ქალაო,
ახლა თუ ცოდვა დავიდე,
ზიდოს ლაშარის ჯვარმაო...


***
ბევრი მე თვითონ არ მომწონს,
ბევრს არ მოვწონვარ, გვიმრაო.
დღეს ამიტომ არ ვკანკალებ,
დღეს ამიტომ არ ვგმინავო.
ის მტკივა, ისა – გვირილამ
დღეს რო არ გამიღიმაო,
უფრო ამიტომ ვჯაჯღანებ,
უფრო ამიტომ ვღრინავო.


***
რომ დამინახე, პირიმზე,
რად მოგერია ცრემლები,
ამ გულს ვერ დასდებ მალამოს,
ვერა, შენ შემოგევლები.
ნუ, შენ ნუ მომეღრუბლები –
ნისლები მკმაობს სველები.


Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 6:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Tue Jan 06, 2009 10:16 pm


Tariel Kharkhelauri © Photo by Mikho Mosulishvili

***
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
ამოზიდული დიდგორსა,
შვიდპირად მაკრავს ღრუბელი,
გველი მილოკავს ლიბოსა.
ვერ იქამს წუთისოფელი,
ფეხებზე დამიკიდოსა.
ხმალი მომეცი, სამკლავე,
ფარიც აქ სადმე იდოსა,
ამოვალ, ქშენით ამოვძოვ
სისხლით დაფერილ მინდორსა.
მოყვარეს მოყვრის მივუზღო,
მტერმა რო სამტრო ზიდოსა.
მერე ჩამიქრეს ნათელი,
მზე წითლად დამებინდოსა...
ვერკვლის ციხე ვარ მგლისფერი,
მტრის რისხვად მდგარი დიდგორსა.


***
მამაჩემო - თოვლის ფერო,
დედაჩემო - ფერო მიწის,
როგორ უნდა დავიჯერო,
რა მაწუხებს, თქვენ არ იცით.
სატკივარი გამიჯერეთ,
ამახვიეთ ტანზე ნისლი,
დავბნეულვარ - გზა მიჩვენეთ,
საქმე არ ვქნა საძრახისი...
შუბლი მთვარით დამისერეთ,
სისხლი მთისა გადამისხით,
მამაჩემო - თოვლის ფერო,
დედაჩემო - ფერო მიწის.



Tariel Kharkhelauri © Photo by Mikho Mosulishvili



Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 6:24 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sat Jan 17, 2009 1:52 am

***
ვწყევლი წვიმიან ამინდებს
ეს რა ნაღველი შემყარა.
წაგიყვან! წინ გადამიდგეს
შენი შეშლილი ქვეყანა.
მამტვრიონ, მლეწონ, მიტირე,
ამაზე როდი ვჯარდები,
მერე, ო, დედას გიტირებ,
აბა ნუ შეგიყვარდები!

ჩემი საყვარელი ლექსი Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Mon Feb 09, 2009 8:26 pm

[quote="ნეკერა"]***
ვწყევლი წვიმიან ამინდებს
ეს რა ნაღველი შემყარა.
წაგიყვან! წინ გადამიდგეს
შენი შეშლილი ქვეყანა.
მამტვრიონ, მლეწონ, მიტირე,
ამაზე როდი ვჯარდები,
მერე, ო, დედას გიტირებ,
აბა ნუ შეგიყვარდები!

ძალიან მაგარი ლექსია.
ძალიან მაგარი
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Feb 11, 2009 2:24 pm

* * *
(პატარა მარიამ არაბულს)

მოდი, პატარავ, ეგებ ამ გულს ეშველოს რამე,
მო, მარიამო, შენებურად დასკუპდი მუხლზე,
უნდა გიამბო, ღამე როგორ ცრემლებით ვნამე
და მე შეშლილი, ო, შეშლილი ვიყავი წუხელ...
ცა მრისხანებდა,
დაიხვია ელვა გველებად,
გამძვინვარებით ქარიშხალი ზღვებზე კიოდა...
და ირგვლივ იყო,
იყო მხოლოდ საშინელება....
და თითქოს სხვათა საფლავიდან ამოვდიოდი...
... ხმა მომდიოდა შემზარავი წყევლის და კრულვის
და მე გავრბოდი,
მე გავრბოდი არსად, არსაით,
ჰო, ჩემო ქალო,
ესღა ვიცი არა მაქვს გული
და თუა, ალბათ გზაზე გდია,
სადღაც, ქვასავით...
ფრთხილად, პატარავ, ფრთხილად,
არსად წამოჰკრა ფეხი,
იქნებ ჯერ კიდევ ცოცხალია ანდა ეტკინოს,
მაგრამ, ო, არა
ჩემს ხმას სულაც არა ჰგავს ეს ხმა,
ყურს ნუ მიუგდე თუნდაც უკან გამომეტიროს...
ნუ დაიმძიმე ეგ თვალები ნაღვლიან ფიქრით
და რაც გიამბე, ეს შეშლილი როკვაა სულის,
ჯერ კიდევ დღეა, ციდან თხელი ჩამოდის ფიფქი,
ან იქნებ ჩემი გაყინული ცრემლია სულაც...
მოდი, პატარავ, ეგებ ამ გულს ვუშველოთ რამე,
მო, მარიამო, შენებურად დასკუპდი მუხლზე.
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Feb 11, 2009 2:25 pm

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Feb 11, 2009 2:29 pm

Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Sun Feb 15, 2009 11:47 am

უსაყვარლესი პოეტი!
flower
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Feb 25, 2009 10:46 pm

ტარიელ ხარხელაური ჩემი უსაყვარლესი პოეტია............ იმაზე თანამედროვეა ჩემთვის ვიდრე
სხვა რომელიმე დღევანდელი ახალგაზრდა პოეტი... ვაჟასავით სუფთაა, ვაჟასავით ალალი..... "ლეგა ნისლების
მესაიდუმე" .... პირველად ტარიელ ხარხელაურის ლექსებს რომ გავეცანი, ორი სიტყვა "წამცდა" "ხვალის იმედი"..
დიახ, მართლაც რომ ხვალის იმედია ტარიელის ლექსები, ჩვენი თაობის იმედი, მისი ლექსები ჩვენი თაობის გზაა,
გზა წარსულიდან მომავლისაკენ... ეს წმინდა ქართული გზაა, არც რომ წარსულს გავიწყებს და არც მთლად აწმყოში
გაცხოვრებს.... ეს გზა ხვალის იმედია, ჩვენი ქართველობის იმედი, ქართველებად ყოფნის იმედი.... მე
ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ამ ადამიანს, ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რჩევები მიმიღია და ბედნიერი ვარ,
რომ ასეთი პოეტები არსებობენ, რომლებიც ინახავენ ქართულ სიტყვას... მინდა უბრალოდ გითხრათ ყველას,
დიდს, პატარას... იხარეთ, იხარეთ, რადგან ასეთი ადამიანების ეპოქაში გიწევთ ცხოვრება... იხარეთ რადგან
ტარიელ ხარხელაურისნაირი პოეტები კიდევ არსებობენ და ინახავენ ქართულ სიტყვას.... მინდა მთელი ჩემი თაობის
და არა მარტო ჩემი თაობის სახელით მადლობა გადავუხადო ტარიელ ხარხელაურს..... ღმერთმა გადღეგრძელოთ
ბატონო ტარიელ! ( ერთხელ შემიწორა ტარიელ ძიაო).... არ მიყვარს პოეტზე ბევრი ლაპარაკი და ვფიქრობ არცაა
საჭირო მაგრამ გული აღარ გამიჩერდა და დამაწერინა ეს "მოწიწებული" წერილი.......

პ.ს. ამას წინათ მითხრა პატარა წიგნი გავაკეთოთ შენიო და მე გაგიკეთებბ წინასიტყვაობას და რედაქტორი
მე ვიქნებიო, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ჯერ ნაადრევია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი პოეტი
ამას რომ შემოგთვაზებს...


Last edited by არაბული on Wed Feb 25, 2009 11:05 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
თეკლე
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 41
Age : 36
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Feb 25, 2009 11:01 pm

იმდენად სუფთაა აქ პოეზია, კენჭებს დაითვლით...
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/kato/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 12:19 am

არაბული wrote:
ტარიელ ხარხელაური ჩემი უსაყვარლესი პოეტია............ იმაზე თანამედროვეა ჩემთვის ვიდრე
სხვა რომელიმე დღევანდელი ახალგაზრდა პოეტი... ვაჟასავით სუფთაა, ვაჟასავით ალალი..... "ლეგა ნისლების
მესაიდუმე" .... პირველად ტარიელ ხარხელაურის ლექსებს რომ გავეცანი, ორი სიტყვა "წამცდა" "ხვალის იმედი"..
დიახ, მართლაც რომ ხვალის იმედია ტარიელის ლექსები, ჩვენი თაობის იმედი, მისი ლექსები ჩვენი თაობის გზაა,
გზა წარსულიდან მომავლისაკენ... ეს წმინდა ქართული გზაა, არც რომ წარსულს გავიწყებს და არც მთლად აწმყოში
გაცხოვრებს.... ეს გზა ხვალის იმედია, ჩვენი ქართველობის იმედი, ქართველებად ყოფნის იმედი.... მე
ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ამ ადამიანს, ბედნიერი ვარ, რომ მისგან ბევრი რჩევები მიმიღია და ბედნიერი ვარ,
რომ ასეთი პოეტები არსებობენ, რომლებიც ინახავენ ქართულ სიტყვას... მინდა უბრალოდ გითხრათ ყველას,
დიდს, პატარას... იხარეთ, იხარეთ, რადგან ასეთი ადამიანების ეპოქაში გიწევთ ცხოვრება... იხარეთ რადგან
ტარიელ ხარხელაურისნაირი პოეტები კიდევ არსებობენ და ინახავენ ქართულ სიტყვას.... მინდა მთელი ჩემი თაობის
და არა მარტო ჩემი თაობის სახელით მადლობა გადავუხადო ტარიელ ხარხელაურს..... ღმერთმა გადღეგრძელოთ
ბატონო ტარიელ! ( ერთხელ შემიწორა ტარიელ ძიაო).... არ მიყვარს პოეტზე ბევრი ლაპარაკი და ვფიქრობ არცაა
საჭირო მაგრამ გული აღარ გამიჩერდა და დამაწერინა ეს "მოწიწებული" წერილი.......

პ.ს. ამას წინათ მითხრა პატარა წიგნი გავაკეთოთ შენიო და მე გაგიკეთებბ წინასიტყვაობას და რედაქტორი
მე ვიქნებიო, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის ჯერ ნაადრევია, მაგრამ ჩემთვის ძალიან სასიხარულოა ასეთი პოეტი
ამას რომ შემოგთვაზებს...
გიო, გახსოვს ალბათ, ამ რამოდენიმე დღის წინ რომ წაგიფშაურე, ხევსურებმა მარტო ხევსურეთში და მარტო სუფრასთან იცით უფროს-უმცროსობა თუ ყველგან-მეთქი... Smile
მაშინ სულ ცოტა ხნის წინ გვქონდა მე და ბატონ ტარიელს შენზე ნალაპარაკები ძალიან კეთილმოსურნედ. ამასთან დაკავშირებით მინდოდა და კვლავაც მინდა შენთან ლაპარაკი. ახლა, აქ მხოლოდ იმას გეტყვი, რომ ძალიან მიხარია შენი სწორად მიმართული მზერა! მოუსმინე და დაუჯერე ტარიელს. არა მარტო იმიტომ, რომ კარგი პოეტი და მრავლისმნახველი, ბრძენი კაცია... იშვიათი გულის პატრონია, გიო! როცა გელაპარაკება,აბსოლუტურად გახსნილი და მართალია, შენგან არაფერი უნდა, არაფერს მოელის, ისე, უშურველად ფიქრობს შენს საფიქრალს და თუ ნამდვილად არ იცის კითხვაზე სწორი პასუხი, დუმილს არჩევს.
შენში ტარიელი მომავალ პოეტს ხედავს და ძალიან მინდა გაუმართლო!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 12:25 am

ტარიელოო(მიხო ასე გეტყოდათ), ჩემო ბატონო ტარიელ!
ახლა უკვე 26 თებერვალია 00.21 წუთი! ათიოდე წუთში დაიწყება მარიამ წიკლაურის გადაცემა "ერთი საათი ტარიელ ხარხელაურთან" და მე ძალიან მიხარია, რომ წინ მაქვს ეს სიამოვნება - ერთი საათი თქვენთან და თქვენს პოეზიასთან!

მარიამო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ტარიელისთვის!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 7:04 pm

სანათა wrote:
ტარიელოო(მიხო ასე გეტყოდათ), ჩემო ბატონო ტარიელ!
ახლა უკვე 26 თებერვალია 00.21 წუთი! ათიოდე წუთში დაიწყება მარიამ წიკლაურის გადაცემა "ერთი საათი ტარიელ ხარხელაურთან" და მე ძალიან მიხარია, რომ წინ მაქვს ეს სიამოვნება - ერთი საათი თქვენთან და თქვენს პოეზიასთან!

მარიამო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ტარიელისთვის!

Arrow

გამოცანა გერგება, მარიამო... Smile

მართლა ეგრე ეძახის მიხო. ამ დღეებში ხო რაღაც პიესას სწერს და ლამის ამოგვხოცოს ყველანი, და ტარიელის ინტერვიუ რომ უნდა დაწყებულიყო საპატრიარქოს რადიოზე, დაურეკა იქ, სიმონიანთხევში, რომ - ტარიელოო, კაცოო, ჩართე რადიო, შენი ინტერვიუ იწყებაო. იმან კიდევ უთხრა იქიდან - არ იჭერს აქაო და აბა, რა ვქნაო... მობილზე მაინც მქონოდა იმდენი, რო მოვუდებდი ამ რადიოს და მოგასმენინებდიო, დაიდარდა მერე მიხომ...

როგორი ნაღდია, როგორი - არანაირი სიყალბე არა აქვს ტარიელს, არანაირი...

”ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ საით წახვალ, ხმელო ფოთოლო” - ტარიელის ამ ლექსზე იაკობ ბობოხიძის სიმღერა არის დაწერილი და აბა, თუ ვინმე ნახავს ინტერნეტში დადებულს, ჩვენც შემოგვაშველეთ იმისი ბმული...


Last edited by ბობო on Thu Feb 26, 2009 8:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 7:27 pm


Tariel Kharkhelauri © Photo by Mikho Mosulishvili

ტარიელ ხარხელაური

***
გაიცრიცება საღამოს ბინდი,
ვიცი,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც მიდის,
შენ საით წახვალ,
ხმელო ფოთოლო!
ამოვარდნილა ქარი ძლიერი,
ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.
და შენზე ამით ვარ ბედნიერი,
რომ ქარს არ ავდევ,
ხმელო ფოთოლო.
ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,
მთა დუმს,
ამ დილით უნდა მოთოვოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ სადღა წახვალ,
ხმელო ფოთოლო!..


Last edited by ბობო on Thu Feb 26, 2009 8:36 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 7:41 pm

***
(გოდერძი ჩოხელს)

ჩემს ფიქრებს თეთრი ფერი ერევა,
ფერი, რომელსაც ნიადაგ ვლოკლდი,
თავი მოვიკლა?
სისულელეა!
ვერც ეს გზა აგყრის პოეტის ბორკილს.
არა!
არ არი არც ეს გზა სრული,
ქარებსაც ბევრჯე ვევნე-ვესალმე...
არის სიკვდილი და არის სული,
მაგრამ არსებობს სხვა გზაც - მესამე.
იქ უნდა დადგე,
სადაც მზეების
უზარმაზარი ლანდი დაირხა,
არა?! -
მონა ხარ საშინელების,
თავს რაღად იკლავ, ისეც მკვდარი ხარ.
ძმაო, მოგბღავი,
ძმაო, მოვკივი,
შენს ბებრ სისხლში ჟრჟოლვად გავივლი;
სიცოცხლე მითხარ, თორემ სიკვდილი
წარმოუდგენლად არის ადვილი.
Back to top Go down
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 8:31 pm

როცა ტარიელ ხარხელაურის ლექსებს ვკითხულობდი, სულ მქონდა განცდა, რომ მიწაზე კი არ იყო, როცა ამ ლექსებს წერდა,_ სადღაც, უფრო ზემოთ, მთის წვერზე შეკრებილ ღრუბლებზე იჯდა და ნისლებზე წერდა-მეთქი. როცა მერგო ბედნიერება და გავიცანი, მივხვდი, რატომ მქონდა ასეთი განცდა... ჩემთვის ეს ადამიანი პოეტზე მეტია!
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 8:52 pm

არ ბეჭდავადა ადრე ტარიელი ლექსებს, ბეჭდავდა კი არა, დახევდა ხოლმე. და წამოუღია ერთ რედაქციაში კომპოზიტორ იაკობ ბობოხიძეს, მიუტანია და დებულა და დებულა იქ კარგა ხანს. მერე ისევ იაკობ ბობოხიძეს მიუკითხებია და წაუყვანია ტარიელი ამ თავის ლექსებიანად რეზო ინანიშვილთან.

ტარიელი ამბობს, - ვაჟას შემდეგ მწერლებიდან ბატონი რეზო მიყვარდა ძალიან, ბევრ რამეს მაძლევდა იმისი პატარა მოთხრობები და ჩემი ლექსებისთვის კი არა, უფრო იმისითვის გავყევი, ნამდვილი მწერალი რომ მენახაო; მენახა, როგორ დადიოდა, ჩვენსავით ისიც ლაპარაკობდა თუ არაო...

და გადაუშლია რვეული ბატონ რეზოს და წაუკითხავს:

”- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
ხომ გაიგონე,
იმედავ,
კვნესა მუხისა?!”

წაუკითხავს და მაშინვე დაუხურავს რვეული, - მე რა უფლება მაქვს, ამის დამწერს რამე ვასწავლოო...
წაუღია და თხუთმეტი ლექსი თავის პატარა წინათქმით დაუბეჭდავს მაშინდელი ”ცისკრის” მერვე ნომერში...

აი, ეს ლექსი სრულად:


***

- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
ხომ გაიგონე,
იმედავ,
კვნესა მუხისა?!
ვინ იცის,
ღიმილი უღირს რად ცასა,
სხვისა ტკივილი სხვასა,
სხვისა სიხარული სხვასა...
ამოიოხრა მუხამა მძიმედა,
იმედავ!
- ტოტი მოსტყდა
და კვნესოდა იმითაო, -
მითხარი,
ზურგი შეატრიალე,
გამცილდი და უშნოდ გაიღრიჯე,
ვირისთავო.
მუხა კი კვნესოდა...
მესმოდა...
და გული მიბრაგუნებდა ბეჭიდან.
სხვას როგორღა ვუთხრა,
იმედავ,
როცა ტკივილი მუხისა,
უშნოვ,
შენც ფეხებზე გეკიდა.
- ოჰოო! -
ამოიოხრა მუხამა მძიმედა.
დაგაყრუოს გამჩენმა, იმედავ!..


Last edited by ბობო on Fri Feb 27, 2009 10:45 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Thu Feb 26, 2009 8:59 pm

ამ ლექსს გელა დაიაურის მეუღლე, თეონა ქუმსიაშვილი მღერის თავისი რაკრაკა ხმით - ძალიან ლამაზად...

***

შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო.
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო - დარდიანაო.
შენ რომ ფიქრობდი, არც აგრე.
რომ ვფიქრობ, აგრეც არაო.
ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო.
მე თუ არ მეტრფის - დაიწვას
თვალები - ნაღვლიანაო.
შენ, ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავრიანაო...
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Mar 13, 2009 12:08 am

***
დაგაგვიანდა მოსვლა, გვირილა,
ვერ გამინელებ ახლა ტკივილებს...
ახლა ჩრდილი ვარ,
ახლა ჩრდილი ვარ,
მზე გარდასულთა,
შენი ჭირიმე!..

Arrow

ტარიელ ხარხელაური ”ლიტერატურულ პალიტრაში” - ”შენ, ჩემო დიდო ტკივილო...”

Exclamation



საითკენა ხარ, ტარიელო, რო აღარ გამოჩნდი ჩემსკენა?..
გამოიარე, ახალი ლექსების წასაკითხად და ამაზე უკეთესი სურათები უნდა გადაგიღო...
Neutral


Last edited by ბობო on Fri Mar 13, 2009 2:14 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Fri Mar 13, 2009 1:38 am

Arrow

***
მე შევძლებ, შენით სამყარო შევქმნა,
მე შენით შევძლებ სიკვდილზე ვწერო,
ცოცხალი მხოლოდ ვიქნები შენთან
და მკვდარიც შენთან, სიცოცხლევ ჩემო!
ქარია ახლა და სადაც ვდგავარ,
უკვე დაეშვნენ მწუხრის ჩრდილები,
ვჩანვარ, ასეა, შენითა ვჩანვარ,
გამწირავ - შენით გავიწირები.
ქრის და ცრემლებით სავსეა თვალი,
ქრის, ღამემ შენზე ფიქრი ინება,
შენა ხარ ქალი, შენა ხარ ქალი
და ჯერ ართქმული აქვითინება.

Idea
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Mar 25, 2009 3:00 pm

რაღაცნაირი.. ძალიან სუფთა გამოხედვა აქვს ამ კაცს.. გიყურებს და გრძნობა გეუფლება ისეთი.. თითქოს შენი წინაპარია.. ძველი საუკუნეებიდან ჩვენს საუკუნეში ჩვენი გათბობის და სიყვარულით ავსებისათვის მოსული.. ჩვენი გამაგრებისთვის და ყოჩაღად ყოფნისთვის..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Mar 25, 2009 11:11 pm

***
ბევრს არასა გთხოვ, ღრუბელო,
ცვარს რომ ულოკავ გვიმრასა.
ამ სერს გადაღმა, კლდის ძირას
ერთ ბუერასა სძინავსა.
ნუ შეაწუხებ ძალიან,
ნუ მოაჭარბებ წვიმასა,
ნუ დამიმატებ ტკივილსა,
გულს ნუ შემიჭმევ გმინვასა.
ბევრს არასა გთხოვ, ღრუბელო,
ცვარს რომ ულოკავ გვიმრასა.

ლექსმრავლობას ვუსურვებ ბატონ ტარიელს!(დამსჯის "ბატონი" თუ წაიკითხა,მაგრამ,მაინც. Smile )
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Apr 01, 2009 10:03 am

***
გაიცრიცება საღამოს ბინდი,
ვიცი,
ამ დილით უნდა მოთოვლოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც მიდის,
შენ საით წახვალ,
ხმელო ფოთოლო!
ამოვარდნილა ქარი ძლიერი,
ო, როგორ ცდილობს, რომ ამათრთოლოს.
და შენზე ამით ვარ ბედნიერი,
რომ ქარს არ ავდევ,
ხმელო ფოთოლო.
ლეგა ხეობებს გრიგალი სჭვალავს,
მთა დუმს,
ამ დილით უნდა მოთოვოს,
ვიცი,
ჩემი გზა საითაც წავა,
შენ სადღა წახვალ,
ხმელო ფოთოლო!..

sunny
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Apr 01, 2009 12:24 pm

ცეცხლი მოგედოს, ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო.


Smile Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Wed Apr 01, 2009 12:25 pm

რა უბრალო და ბრალიანი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ტარიელ ხარხელაური   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
ტარიელ ხარხელაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 3Go to page : 1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: