არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ზურა ჯაფარიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: ზურა ჯაფარიძე   Sun Mar 15, 2009 12:39 am

ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი პოეტი
ჩვენი ზურა ჯაფარიძე...ხახაბოდან მომავალი ზვავმა მოიყოლა და დიდიხნის ძებნის შემდეგ იპოვეს მისი ცხედარი...ასე შეერწყა პოეტის სული მისთვის საყვარელი მთის სისუფთავეს...არდოტის გზაზე მისი სახელობის წყაროც გაუკეთებიათ...ერთი სული მაქვს, როდის ავალ მეგობრებთან ერთად და მოვინახულებ იმ გარემოს, სადაც ასე მიუხაროდა ხოლმე...

***
ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და ცრემლები აწვიმდება დარდად...
საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Tue Mar 17, 2009 1:13 pm

wamovidodi Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Wed Mar 18, 2009 2:04 am

elguja, madloba zuras gaxsenebisTvis.Senma winasityvaobam Zveli tkivili ganmiaxla.
es leqsi xom erT dros zepirad viCodi....
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
გაგა
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 149
Age : 105
Location : ნირვანა
Job/hobbies : სულოლოგი
Humor : შავი
Registration date : 09.02.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Thu Mar 19, 2009 11:42 am

თოვლის როიალზე უკრავდა ხევსურეთი და გულგაბზარულ ცას შეფიფქული ცრემლი სდიოდა...
Back to top Go down
View user profile http://www.saqartvelovgaikhare.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Thu Mar 19, 2009 12:00 pm

გაგა wrote:
თოვლის როიალზე უკრავდა ხევსურეთი და გულგაბზარულ ცას შეფიფქული ცრემლი სდიოდა...

Arrow

ავაჰმე, ზურა ჯაფარიძევ, რამდენი კაი საქმე წაიღე სამარის კარს იქით...

Sad

კარგია, რომ გვახსოვს ზურა და დიდი მადლობა გუჯას ამ გვერდი გახსნისთვის...
ზალიკო სამადაშვილმა დაწერა მოკლე მოთხრობა ზურაზე, თუ ვიპოვნე სადმე, დავდებ...

და დავაწყოთ ზურას ნაწერები აქ...

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Fri Mar 20, 2009 10:35 am

Quote :
ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და ცრემლები აწვიმდება დარდად...
საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

ვიღაცეები იტყვიან დედის კალთას ვერ გაცილებულან კაცები scratch
ხოდა აი ეს კაცი და ეს ლექსი... აღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ზოგჯერ უგნურებზე ძალიან ვბრაზდები
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Wed Apr 01, 2009 4:23 pm

სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Mon Jun 01, 2009 4:58 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Mon Apr 06, 2009 10:16 pm

ახავაი

ზურა ჯაფარიძის დატირება...


ახავაი, ჯაფარიძე, ახავაი, ზურა...
მოვა დრო და ჩაგეხვევი, ისევ ძველებურად...
მაგრამ ჯერე დასაცლელი დამრჩა ბედის სურა...
ახავაი, ჩქიმი ჯიმა, ახავაი, ზურა...
აქ, კაცობა დაგვიტოვე, იქ, ნათელი გხურავს...
ახავაი, ჯაფარიძე, ახავაი, ზურა...
,,ხევსურეთში წამოდიო’’,- ვერ წამოველ მაშინ...
რა ვიცოდი, სამუდამოდ დარჩებოდი მთაში...
გაგითოვდა... იფარება, არე თეთრი ფარჩით...
გეხვეწნენ და ხახაბოში, ვაი, აღარ დარჩი...
იჩქაროდი მარტო მგზავრი, ბედს მიანდე თავი...
რა იცოდი, თურმე გზაზე, გისაფრდება ზვავი...
სუსხიანი ქარაშოტი, ქარგავს ყინვის ყვავილს...
რა იცოდი, რომ ქარონი, გელოდება ნავით...
რა იცოდი, ალალ-მართალს გაგწირავდა თოვლი...
ახავაი, ვერ გიშველე, ჯერ არ გამოგლოვილს...
რა იცოდი, გიღალატებს, დაუღლელი მუხლი...
ახავაი, ვინ გაიგებს, შენს მაშინდელ წუხილს...
ჯიმა, იქნებ, დაისვენე, მოგერია რული...
ახავაი, ცივ ღამეში, დარჩი განწირული...
ზეცა შავად იქუფრება, ზვავი ზათქით მოდის...
და არაგვში გადაჩეხილს, გულში გიკრავს ლოდი...
ირეკება გლოვის ზარი, ხევსურეთს და თბილისს...
სამოთხეში მიუხვედი, დედას ვაჟიშვილი...
აწი აღარ გაგრძნობინებს, შენ ობლობას დედა...
და მარადი სიყვარულით, გაიხარებთ ერთად...
,,ხევსურეთში წამოდიო’’,- რა ვიცოდი მაშინ...
სიკვდილისკენ იჩქაროდი, მე კი ბარში დავრჩი...
ახავაი, ჯაფარიძე, ახავაი, ზურა...
შენი თოვლის როიალიც, ზვავში ჩამარხულა...
რა იცოდი, რა ვიცოდი, გაგწირავდა თოვლი...
ახავაი, ვერ გიშველე, ჯერ არ გამოგლოვილს...
ცოტა დაგრჩა სამშვიდობოს, ახავაი, ცოტა...
ვერ გაექეც ბედისწერას, აღარ შეგიცოდა...
შენ უფალმა წაგიყვანა, ჯიმა, ცათა შინა...
სამუდამოდ გაპოვნინა, მთის წიაღში ბინა...
მთაში დარჩა შენი სული, ამაყი და ლაღი...
დღეს არდოტის გზაზე წყაროს, ეწაფება ხალხი...
შენმა სულმა ამოხეთქა, ცივანკარა წყაროდ...
აქ, ახარებ მოგზაურებს, იქ, ნათელში ხარობ...
ახავაი, ჯაფარიძე, ახავაი, ზურა;
მოვა დრო და ჩაგეხვევი, ისევ ძველებურად...
მაგრამ ჯერე დასაცლელი, დამრჩა ბედის სურა...
ახავაი, ჩქიმი ჯიმა, ახავაი, ზურა...
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Tue Jun 02, 2009 11:04 am

ზურაბ ჯაფარიძის ხსოვნას

"მარადახალი ქნარის"
შვიდი სიმიდან ერთის
ნაზი მინორი უკვე
მარადისობას ერთვის...

ღრმათა უფსკრულთა პირად,
სიმაღლეებში მთების,
სად მწვერვალებზე ფიფქებს
დაუკეციათ ფრთები...

სად არწივთა და ჯიხვთა
არის საუფლო ცივი,
სადაც მძვინვარებს მიწყივ
შლეგი ზვავების მძივი...

იქ, იმ ბურუსში თოვლის,
ხიათისაგან ფლიდის,
გაუჩინარდა ზურაბ
ჯაფარიძე და მოდის...

საით, პოეტო, საით,
საით, კაცო და ძმაო,
ქართულ სიტყვის და ლექსის
დაუშრეტელო ზღვაო?..

გიხმობთ, ამაოდ გიხმობთ,
გეძებთ, ამაოდ გეძებთ,
რატომღა გვტოვებ, თუკი
ერთხელ გვითხარ და გვეძმე?..

ვინ მიგიტყუებს ეგზომ
ცერი ბილიკით, მალით,
ვინ მიგიძღვება, ბიჭო,
ოჩოპინტრე თუ დალი?!.

რა ბედისწერა გმართავს,
რა განგებაა, გვამცნე,
რა ბედაურზე შეგსვეს,
რა შესამოსელს გაცმენ?..

რომ ამნაირად უცებ,
მოულოდნელად, ზარით,
ცრემლი გვაპკურე ყველას
და მიიხურე კარი...


ილტოსპირელი – მიხეილ ღანიშაშვილი
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Mon Jun 08, 2009 11:03 am

ზურაბ ჯაფარიძის ხსოვნას
`აწი, გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა~
ზ. ჯაფარიძე.

გიგონებენ და გლოცავენ ათასები,
მე იმაზე უკეთესი რა ვთქვა?!
დაგაფასებთ, გაფასებთ და გაფასებდით
ჩვენს სიყვარულს შეეწირე რადგან.

ჩვენ მაგივრად შენ უმღერე თორღვას, ჩონთას
სიყვარულით გაცილებდით წამსვლელს,
არღუნივით ბობოქარი_სული გქონდა,
სიკეთით და სიყვარულით სავსე.

შენი სული აბორგებულ მწვერვალს ენდო,
სიკვდილის გზას შეებრძოლე კენტად,
`სადაურსა სად წაიყვან, ბედო,
სიცოცხლის გზას სად არ გადუკეტავ.~

უღრანებში კენტად ყვირის ფურ_ირემი,
ჭირ _ ვარამი ცრემლების ზღვას სწურავს,
ყვავილები შეუცვლია ყორნისფერით,
შენს ორ ბოკვერს უალერსებს, ზურა!

რაც რომ იყო, არასოდეს მეორდება,
ქრისტეს მეტი ვინ აღადგენს მკვდართა?!
წადი, გზაზე აწ უფალიც გელოდება,
დედაშენის წმინდა სულის გარდა.

გელა დაიაური
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ბექა ახალაია
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 30
Age : 30
Location : თბილისი
Job/hobbies : სტუდენტი
Humor : დიახ
Registration date : 04.02.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Mon Jun 08, 2009 10:57 pm

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და ცრემლები აწვიმდება დარდად...
საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.


მაგარია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=87
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Tue Jun 09, 2009 12:49 am

ნnეტა აქაურობის არსებობა თუ იცის მაგისმა ლამაზმა ცოლ-შვილმა? უნდა ვუთხრა ქეთის, Rolling Eyes მარიამს და ზურას
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Tue Jun 09, 2009 1:02 am

თუ არ ვცდები, ნინო სადღობელაშვილის "მთამსვლელი" ზურაბ ჯაფარიძეს ეძღვნება.
Back to top Go down
View user profile
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Wed Jun 10, 2009 1:24 am

ბექა ახალაია wrote:
ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

იქ წევს ჩემი გაყინული სიყვარული
და ცრემლები აწვიმდება დარდად...
საფიცარი აწი არვინ მეყოლება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.

ღამე ნაზად მონანავე ცაცხვზე წვება,
მთვარის შუქი უხმოდ მიდის ზართან...
სოფლის გზაზე აღარავინ მელოდება,
დედაჩემის სასაფლაოს გარდა.


მაგარია!
მართლაც მაგარია
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Thu Aug 06, 2009 10:24 am

* * *

როდესაც ბოლო სასმისი მოთავდა,
როცა ვაპირებდით დაშლას შემთვრალები -
სურათზე საქართველოს ზეცა მოსჩანდა,
ხერთვისის ციხის დათხრილ თვალებში...

უეცრად, თამადამ ჯიხვის რქა აავსო,
წმინდა სადღეგრძელო ჩააგდო მთვრალებში:
- ძმებო, ჟამმა რომ თვალები დაგვთხაროს,
ქართლის ცა იელვებს ჩვენს დათხრილ თვალებში...



აი,ასეთი იყო ზურა ჯაფარიძე.. ახლა მეძლევა საშუალება ბ-ნ ელგუჯას მადლობა გადავუხადო მისი მეგობრის გვერდის გახსნისთვის. თქვენი ნებართვით, მეც შევმატებ ხოლმე ლექსებს ამ გვერდს. სამწუხარო ისაა, რომ ზურა ვეღარ შემატებს მკითხველს მშვენიერ სტრიქონებს, ამიტომაც საშური იყო მისი ლექსების გაქვეყნება.. ჩვენ, ცოცხალთ, ხომ მისი ხანმოკლე,მაგრამ სისხლსავსე ცხოვრებისა და მშვენიერი პოეზიის ხსოვნა გვმართებს.
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Thu Aug 06, 2009 1:50 pm

ნადირობა


ბორბალოს მთიდან ბობოქარ ქარმა
დაქუეხისკენ ნისლი დაფანტა
და მონადირემ იქვე, ჩვენს ახლოს,
დამფრთხალი შველი დაასაფანტა..
წითელი სისხლით იპკურა მოლი,
სროლის ხმას მთები სადღაც კარგავდა,
შევკრთით, უეცრად, მე, შენ და თოვლი -
ერთი სიცოცხლე კიდევ გათავდა...
Back to top Go down
View user profile
Sopio Japaridze
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 36
Age : 39
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორისტი, საქართველოს რადიოს პროგრამების წამყვანი
Humor : საკმარი იმისთვის, ჩემი რომ ვუთხრა და სხვისი გავიგო...
Registration date : 04.08.09

PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Sun Jan 24, 2010 4:09 pm

სამოთხის ვარდებს ზეციური სდიოდათ სისხლი


სამოთხის ვარდებს ზეციური
სდიოდათ სისხლი,
გადააფერეს მწვერვალები,
მთა და უფსკრული...
გამოჩნდა შორით ღამისფერი
რაშები მწუხრის,
დაისმა სიოს ამოსუნთქვით
დალია სული.
მოვარდა ღამე - დაგეშილი
შავი ავაზა,
შევები მოყმე ველურ ბრჭყალებს
ქვებზე გალესილს
და პერგამენტზე პეონები
სისხლმა გახაზა
ხეებისაგან გაცრეცილი
ქარის ალერსით.
მომწყურდი მაშინ, სიკვდილისპირს
გინატრე ერთხელ,
შემოხვეოდა თითქოს მთვარეს
კვამლი ჰაშიშის,
სიკვდილის პირას ჩვენ ორივემ
ამოვანთხიეთ
მე - ერის ბოღმა, მან - თავისი ველური
ჯიში.
თურმე დღეები საწუთროსგან
იყო დათვლილი,
უკანასკნელად მან ჩემსავით
მთვარეს გახედა,
არვინ ტიროდა, ისიც თურმე
იყო ობოლი,
საიქიოში მოგველოდა
ორივეს დედა.
რარიგ გაფანტა ჩემი ზეცა
უეცრად ელვამ
და დამათოვა ოცნებები
შორით წასული...
სამოთხის ვარდებს ზეციური
სდიოდათ სისხლი,
დაისმა სიოს ამოსუნთქვით
დალია სული.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ზურა ჯაფარიძე   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ზურა ჯაფარიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: