არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 რადიოთეატრი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: რადიოთეატრი   Fri Mar 13, 2009 12:44 am

მიხო მოსულიშვილი

თეატრი სივრცეში, ანუ ვიღაცა ლაბირინთიდან თავის დაღწევას ლამობს

რადიოდადგმა ორიგინალური, თავისებური თეატრალური ჟანრია. ალბათ, არ დარჩენილა თანამედროვე მსოფლიოში რომელიმე მნიშვნელოვანი მწერალი - სემუელ ბეკეტი თუ ეჟენ იონესკუ, ფრიდრიხ დიურენმატი თუ მაქს ფრიში, ჰაინრიხ ბიოლი თუ იურგენ ბეკერი, არტურ მილერი თუ რეი ბრედბერი, ინგებორგ ბახმანი თუ ინგმარ ბერგმანი (და კიდევ მრავალი სხვაც) - რადიოპიესა რომ არ დაეწეროს...
რამ განაპირობა ასეთი დიდი ინტერესი?
ჯერ ერთი, ცნობილ ამერიკელ მკვლევარ ე. ბარნოუს წიგნში "რადიომწერლის ცნობარი არის განსაზღვრება დრამატურგიის ამ ჟანრისათვის - შტრეემ ოფ ცონსციუსნესს (ცნობიერების ნაკადი); იქ აგრეთვე აღნიშნულია, რომ ადამიანის ცნობიერების ზიგზაგებმა, მისმა თითქოს ქაოსურმა და იმავდროულად სუბიექტურად ორგანიზებულმა მოძრაობამ თავისებური ასახვა პოვა რადიოდრამატურგიაში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, აზრის დრამაა, იგივ გრძნობათა და განცდათა სიტყვიერი რენტგენოგრამა. ამგვარი პიესის მოქმედება დაფუძნებულია არა მოვლენათა მიზეზშედეგობრივ კავშირზე, არამედ სიტყვაში გაცხადებული პერსონაჟის შინაგანი მდგომარეობების ცვალებადობებზე. სწორედ ასეთნაირ ლოგიკაზეა აგებული მისი ფიქრები, განწყობილებები, მოგონებები. ისიც აღსანიშნავია, რომ რადიოში ბუნებრივი მოსასმენია ის, რაც თხრობით ლიტერატურაში გადმოიცემა როგორც შინაგანი მონოლოგი ანდა სულაც თეატრის დრამატურგიაში ქვეტექსტი - პერსონაჟის ფსიქიკური მდგომარეობა, სიტყვებით რომ არ არის ფიქსირებული. აქედან გამომდინარე, სიტყვის სპეციფიკური გამოყენება რადიოდრამაში, სადაც სიტყვა უბრალო დიალოგს ან მონოლოგს კი არ ასახავს, არამედ წარმოაჩენს პერსონაჟის ფიქრს, განცდას, მოგონებას... ერთი სიტყვით, მის შინაგან მდგომარეობას.
თავის დროზე, სცენისა და დარბაზის კონტაქტზე რომ ლაპარაკობდა, კონსტანტინ სტანისლავსკიმ გამოიყენა გამოთქმა "სულიერი აკუსტიკა". ვგონებ, ეს ნათქვამი რადიოთეატრსაც მოუხდებოდა, რაღაი ლირიკული აღსარება, პირდაპირი კავშირი მსმენელთან, უმოკლესი, მალე აღმოფხვრადი მანძილი მსმენელსა და პერსონაჟს შორის უფრორე ამძაფრებს ამ "სულიერ აკუსტიკას".
და მეორეც, თეატრალური დადგმისაგან განსხვავებით, რადიოსპექტაკლში მხოლოდღა სიტყვა, მუსიკა და ხმაურია დარჩენილი. ასე აღწევს იგი მსმენელამდე, რომელმაც თავის წარმოსახვაში უნდა "დაასრულოს", "სრულყოს" თეატრი - წარმოიდგინოს პერსონაჟი, შესაბამისი კოსტიუმები ჩააცვას მათ, ააგოს დეკორაცია. ეს დაახლოებით იგივეა, რაც, ვთქვათ, იაპონელი ან ჩინელი მხატვარი რომ გაავლებს რამდენიმე კონტურს და დანარჩენი მნახველმა უნდა დაასრულოს თავის წარმოსახვაში. ასეთივეა მათი პოეზიაც და პროზაც... და ამგვარ ნაწარმოებთა "შექმნაში" მსმენელი თუ მხილველიც აქტიური მონაწილეა.

ეს მცირე თეორიული ექსკურსი იმიტომ დაგვჭირდა, რომ ამჯერად მკითხველს უნდა ვესაუბროთ ზურაბ კანდელაკის ორიგინალურ რადიოპიესაზე "კურდღლები", როგორც რადიოდრამის ერთ-ერთ საინტერესო და საყურადღებო ნიმუშთაგანზე; ნაწარმოებზე, სადაც ზედმიწევნითაა დაცული ამ დრამატურგიის ზემოთ მოხმობილი, სპეციფიკური კანონები - სიტყვის თავისებური გამოყენება და სუბიექტური სივრცის ორგანიზება...
ლიტერატურის მოყვარულთათვის ზურაბ კანდელაკის სახელი უცხო არ არის. მისი ვრცელი მოთხრობები - - "უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს" და "ბევრი რამ ხდება, ჰორაციო..." ოთხმოციან წლებში დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" და მკითხველის ინტერესი გამოიწვია.
1991 წელს გამოცემული ზემოთ დასახელებული მოთხრობების კრებულის ბოლოსიტყვაობაში კრიტიკოსი ჯანსუღ ღვინჯილია წერს:

"ზურაბ კანდელაკისათვის მთავარია ფიქრის ანატომია, მისი აღნაგობა, ოღონდ დინამიკაში - სწრაფად ცვალებადია მიმართულებები ფიქრისა! მაგრამ მისი ფიქრი არ არის სრულქმნილი, გალაღებული ადამიანის ფიქრი. ნატანჯი, ნაწამები ადამიანის ფიქრი მოძრაობს, აწყდება სინამდვილის გაზინთულ კედლებს და უბრუნდება წარმომშობ სიღრმეებს".
გამოცდილი კრიტიკოსის ეს დაკვირვება, ზ. კანდელაკის პროზას რომ მიესადაგება, არც მისი რადიოდრამატურგიისათვის გახლავთ უცხო და შორეული; ვგულისხმობ როგორც განსახილველ "კურდღლებს", ასევე "რეპეტიციას" - მის მეორე რადიოდრამას.
მაშ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა შეიძლება ვთქვათ რადიოპიესაზე "კურდღლები"?
უკიდურეს, სასაზღვრო სიტუაციაში ჩავარდნილი, სიკვდილის პირას მდგარი "კაცის" (სტეფანეს) შინაგანი მონოლოგი, რომელიც დროდადრო გადაიზრდება ხოლმე ფიქრის დიალოგში მეუღლესთან, ანასთან თუ "სხვა კაცთან" (სავლესთან), ამ რადიოპიესის სტრუქტურის საფუძველია.

სასიკვდილო აგონიაში მყოფი გმირი მოჩხრეკს თავის წარსულს, რომელსაც ვერ გაქცევია და კვლავ მის ცნობიერებაში აგრძელებს არსებობას. გაიხსენებს ზღვისპირა ქალაქს, ბერძენ მუსიკის მასწავლებელს (მომდევნო სცენაში მოიგონებს მის სახელსაც, ელექტრას), რომელიც როგორც "ხალხის მტერი" გადაასახლეს შუა აზიაში. რადგან მაშინ - "იჭერდნენ, ბევრს იჭერდნენ... ხვრეტდნენ, ასახლებდნენ!.. ბერძნებსაც, სხვებსაც... ყველას!.. ყველას, ვინც არ მოსწონდათ, ვინც აზროვნებდა, ვინც ხედავდა, ესმოდა..." მაშინ გმირს არ უნდოდა ღია გაკვეთილზე დაეკრა, იფიქრა, გახამებულ თეთრ პერანგს დავჭმუჭნი, გავაჭუჭყიანებ, ბაფთასაც გადავაგდებო; მაგრამ შეაშინა დედის ნათქვამმა - მამას დაიჭერენო! უკვე კურდღელს ჩაებუდებინა მასში, მშიშარა კურდღელს. და კურდღელი მხოლოდ თვითონ კი არაა, - "ირგვლივ უამრავი ოთხფეხა კურდღელი დაცანცარებს!.. თვინიერები, დახრაკვას ელოდებიან... თავის ქიცინით იღებენ ნაწყალობევ სტაფილოს, კმაყოფილები არიან... სადღეგრძელოებსაც ამბობენ, კურდღლის ჯიშის სადღეგრძელოებს; სიბრძნეა კურდღლის ცხოვრება, დიდი სიბრძნე... თავი გადაირჩინეს. უსურიის ვეფხვი წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენება ელოდებაო, თითო-ოროლა კურდღელს თუ ვინმე შესანსლავს, რა მოხდა მერე, სხვაგვარად წესრიგი ვერ დამყარდებაო!.."

განაგრძე კითხვა

Arrow
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რადიოთეატრი   Fri Mar 13, 2009 12:55 am



Last edited by ბობო on Fri Mar 13, 2009 1:27 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რადიოთეატრი   Fri Mar 13, 2009 12:59 am

Arrow

მოისმინეთ ნუგზარ შატაიძის ”დაჭრილი წერო”

თავად ნუგზარ შატაიძე მღერის ამ პადიოსპექტაკლში...

Idea
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რადიოთეატრი   Fri Mar 13, 2009 1:01 am

Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: რადიოთეატრი   Tue Apr 14, 2009 7:26 pm

რადიოთეატრის ვებ-გვერდი - http://www.radio1.ge/RadioTheatre.aspx

მონაწილეობა მიიღეთ იქაური ”დღიურების” წერაში - http://1tv.ge/BlogsByCategory.aspx?ByCat=32
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: რადიოთეატრი   

Back to top Go down
 
რადიოთეატრი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: