არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბოთლში ჩავარდა არჩანდა...

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Dec 11, 2008 5:46 pm

რატომ ვართ უნიჭოები_
რა დაგვცდენია ამგვარი?!

ვენაცვლე ყველა ნიჭიერს,
ყველა უნიჭოს გავკარი!

ლამაზ ქალს ენის წვერიდან
უნდა გდიოდეს შაქარი...

ეტყობა ეშმაკის ციდან
თავში დაგეცა კაკალი! bounce cheers bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Sun Dec 28, 2008 12:18 am

"რა დაგალეინეს დღესაო?"
(ეგრე სანათა ბრაზობსა და, იმერლები რას დაგალევინებენ?)

იმერლების არაყ იყო,
დასალევად - მაგარ იყო.
ჯაჭვ ბოთლში ვერ ეტეოდა,
არჩანდასთვი - კანაფ იყო!


lol! rendeer Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Sun Dec 28, 2008 4:28 pm

არჩანდა wrote:
"რა დაგალეინეს დღესაო?"
(ეგრე სანათა ბრაზობსა და, იმერლები რას დაგალევინებენ?)

იმერლების არაყ იყო,
დასალევად - მაგარ იყო.
ჯაჭვ ბოთლში ვერ ეტეოდა,
არჩანდასთვი - კანაფ იყო!


lol! rendeer Wink

სიძე ვარ იმერლებისა –
ეგ მხარე მზისფერიაო,
მაგათ არაყით დამთვრალსა
ცხრა ხმაზე მიმღერიაო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Mon Dec 29, 2008 11:12 pm

სანათა
***
იკვეხნიან მოსულანი -
ქეიფისთვი დრო სულ არი.

–––
მოსულანი - მოსულიშვილებზეა ლაპარაკი.




არჩანდა
***
ყოველ სმაზე ელანდებათ
მობრჭყვიალე გროსულარი!

---
გროსულარი - ეს არის მინერალი, ლამაზი ძალიან - http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%93%D1%80%D0%BE%D1%81%D1%81%D1%83%D0%BB%D1%8F%D1%80
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Tue Dec 30, 2008 10:17 am



კითხულობენ, კაიფობენ
ქალწულნი და ორსულანი!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Tue Dec 30, 2008 4:33 pm

Vaja Xornauli wrote:


კითხულობენ, კაიფობენ
ქალწულნი და ორსულანი!

affraid Rolling Eyes Shocked



***
იმდენს ჰსომენ მოსულანი,
გაიხდებიან წასულანი,
თუკი არ გამასდგებიან
კატასავით ცხრასულანი...

ვერც აკრძალვა შააჩერებთ,
ვერც კანონი ჰამურაბის.


Sad


Last edited by ბობო on Tue Dec 30, 2008 5:14 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Tue Dec 30, 2008 5:07 pm

ბობო wrote:

***
იმდენს ჰსომენ მოსულანი,
გაიხდებიან წასულანი...
ვერც აკრძალვა შააჩერებთ,
ვერც კანონი ჰამურაბის...



***
ქეიფს ქალი ალამაზებს -
მსგავსი ბლისა და მურაბის,
რო შახედავს, გაწიწკდება
ყმაწვილის თუ ბაბუ-პაპის!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Mon Jan 12, 2009 11:14 pm

Quote :
არჩანდა wrote:

"რა დაგალეინეს დღესაო?"
(ეგრე სანათა ბრაზობსა და, იმერლები რას დაგალევინებენ?)

იმერლების არაყ იყო,
დასალევად - მაგარ იყო.
ჯაჭვ ბოთლში ვერ ეტეოდა,
არჩანდასთვი - კანაფ იყო!


ანზორამ რო ეგ გაგიგოი,
გამაგადებს პანღურითა,
ლოთბაზარების შეფი ხარ,
კაწალხევლის დასტურითა
ჩვენც შენფერა მძორ და მღილებ
(მეხინკლეებ წარსულითა) Wink
ხორნაული სამოთხიდან
გამოგვრეკავს შამფურითა

Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Tue Jan 13, 2009 9:37 am

სანათა wrote:
Quote :
არჩანდა wrote:

"რა დაგალეინეს დღესაო?"
(ეგრე სანათა ბრაზობსა და, იმერლები რას დაგალევინებენ?)

იმერლების არაყ იყო,
დასალევად - მაგარ იყო.
ჯაჭვ ბოთლში ვერ ეტეოდა,
არჩანდასთვი - კანაფ იყო!


ანზორამ რო ეგ გაგიგოი,
გამაგადებს პანღურითა,
ლოთბაზარების შეფი ხარ,
კაწალხევლის დასტურითა
ჩვენც შენფერა მძორ და მღილებ
(მეხინკლეებ წარსულითა) Wink
ხორნაული სამოთხიდან
გამოგვრეკავს შამფურითა

Very Happy




სამოთხეში შამფურები
ვის უნახავ,სანათაო?!_
მხოლოდ სანთლებ ციმციმებენ
ღმერთის გასახარადაო,
შენ ოღონდ იქ მობრძანდი და
მე დაგხვდები კარადაო,
ლამაზ-ლამაზ წინაპრები
მოვლენ სანახავადაო,
კაფიების დიდოსტატსა
გადღეგრძელებს თამადაო!

king queen cheers queen king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Jan 14, 2009 5:50 pm

სანათა wrote:


ანზორამ რო ეგ გაგიგოი,
გამაგადებს პანღურითა,
ლოთბაზარების შეფი ხარ,
კაწალხევლის დასტურითა
ჩვენც შენფერა მძორ და მღილებ
(მეხინკლეებ წარსულითა) Wink
ხორნაული სამოთხიდან
გამოგვრეკავს შამფურითა

Very Happy

drunken

***
"მიხო, ნუ სომ არაყსაო!" -
ამას ჩივის ვაჟიკა და -
ამ კაცს ფშავში არ აჩერებ,
პატივსა სცემ რაზიკათა.

სამოთხეში კაწალხეველ
არ შამიშობს ისედაცა:
რახან ყველა მეჩვენებით
გადასაყლაპ ხინკლებადა!

თუ ძალიან მოვინდომებ,
არყით სამსე ჭიქებადაც!


აემასა ჰქვიან ყუვის შაცვლა და ეგეთა მოკაფიავე წაგებულია, მაგრამა - მე მაინც ჩემსას ვიტყვი და მიძახეთ წაგებული, რა ვქნა...
rendeer
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Jan 15, 2009 9:31 am

drunken

***
"მიხო, ნუ სომ არაყსაო!" -
ამას ჩივის ვაჟიკა და -
ამ კაცს ფშავში არ აჩერებ,
პატივსა სცემ რაზიკათა.

სამოთხეში კაწალხეველ
არ შამიშობს ისედაცა:
რახან ყველა მეჩვენებით
გადასაყლაპ ხინკლებადა!

თუ ძალიან მოვინდომებ,
არყით სამსე ჭიქებადაც!


აემასა ჰქვიან ყუვის შაცვლა და ეგეთა მოკაფიავე წაგებულია, მაგრამა - მე მაინც ჩემსას ვიტყვი და მიძახეთ წაგებული, რა ვქნა...
rendeer[/quote]




არ ეშველებათ კუჭისტებს
შელოცვითა და ლექსითა,
ჯოჯოხეთს შელაგდებიან
სახსრების ჭრიალ-კვნესითა,
ძალიან ძნელი ყოფილა
ცხოვრება ღმერთის წესითა!


მაგათ დროშაზე სწერია
ანბანით უძველესითა:
"რამდენიც გინდათ,მიირთვით,
რამდენიც გინდათ,შესვითა!"

bounce cheers bounce king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Jan 15, 2009 8:55 pm

Vaja Xornauli wrote:


არ ეშველებათ კუჭისტებს
შელოცვითა და ლექსითა,
ჯოჯოხეთს შელაგდებიან
სახსრების ჭრიალ-კვნესითა,
ძალიან ძნელი ყოფილა
ცხოვრება ღმერთის წესითა!


მაგათ დროშაზე სწერია
ანბანით უძველესითა:
"რამდენიც გინდათ,მიირთვით,
რამდენიც გინდათ,შესვითა!"

bounce cheers bounce king

Shocked

***
ეგრე არ არი, ვაჟიკავ,
ავად მაგირთავს ამბავი -
ათზე მეტ ხინკალ მე არ ვჭამ,
რატომ გგონივარ თათქარი?
ისიც ათასში ერთხელა,
ყოველდღე ხინკალ სად არი?
მეაც ბოსტანში ვაბივარ,
შენსავით ძოვნით დავალ შიგ.
ხანდისხან არაყ თუ დავკრამ,
აღარ მამუქრო ალახი -
ბოლოს შაგვყარნეს მიწამან
მსმელიც, მცოხნელიც ბალახის.


No
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Jan 16, 2009 9:04 am

არჩანდა wrote:
[quote="Vaja
***
ეგრე არ არი, ვაჟიკავ,
ავად მაგირთავს ამბავი -
ათზე მეტ ხინკალ მე არ ვჭამ,
რატომ გგონივარ თათქარი?
ისიც ათასში ერთხელა,
ყოველდღე ხინკალ სად არი?
მეაც ბოსტანში ვაბივარ,
შენსავით ძოვნით დავალ შიგ.
ხანდისხან არაყ თუ დავკრამ,
აღარ მამუქრო ალახი -
ბოლოს შაგვყარნეს მიწამან
მსმელიც, მცოხნელიც ბალახის.


No




ბოსტნის ბარაქა გერჩივნოს შამფურ-ქაფქირის ტრიალსა,
ხინკალსა_მაცდუნებელსა,ეშმაკის ნაოჭიანსა,
ორთქლადენილსა თეფშებსა_ხორციან-წიწაკიანსა,
ნაწლავებიდან მონაბერ გაზების მელოდიასა!

ბოსტანი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს,ხალისიანსა,
ათას წლის მერე მავკვდებით(გზას გავიგრძელებთ მზიანსა),
საფლავზე დაგვახატავენ გვირილასა და იასა...

***
ხაჭოს ხინკალი?_რა გითხრათ:შხამიანია ნაკლებად,
ხანდისხან შესჭამს ვაჟიკა,დილით კრუსუნით ადგება,
დაუკეთილებს მამხვევსა და ტყისკენ გაემართება!

bounce cheers bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Jan 16, 2009 10:17 am

Vaja Xornauli wrote:


ბოსტნის ბარაქა გერჩივნოს შამფურ-ქაფქირის ტრიალსა,
ხინკალსა_მაცდუნებელსა,ეშმაკის ნაოჭიანსა,
ორთქლადენილსა თეფშებსა_ხორციან-წიწაკიანსა,
ნაწლავებიდან მონაბერ გაზების მელოდიასა!
ბოსტანი გაგვიხანგრძლივებს სიცოცხლეს,ხალისიანსა,
ათას წლის მერე მავკვდებით(გზას გავიგრძელებთ მზიანსა),
საფლავზე დაგვახატავენ გვირილასა და იასა...

***
ხაჭოს ხინკალი?_რა გითხრათ:შხამიანია ნაკლებად,
ხანდისხან შესჭამს ვაჟიკა,დილით კრუსუნით ადგება,
დაუკეთილებს მამხვევსა და ტყისკენ გაემართება!

bounce cheers bounce

Very Happy
ღმერთო, მე კაცად მამკალი...

განა არ ვიცი, ვაჟიკავ,
მწვანილ-ხილ არი მაგარი...
მაგრამ მაგ მარხვის შანახვას,
ჩემთვინ იოლი არ არი...
შაჩვევა შაუჩვევლისა
ბევრისთვი არი ზღაპარი.
კარგია, თუ დაგიჯერეთ,
გნოლებ დავხდებით, ფრთამალნი -
ასსა წელს შამოვიფრინოთ
ყორღანები და ტრამალნი.
ვაითუ, არწივებმ შაგვჭამონ -
სიკვდილის წამალ აბარით.
არა, არ მინდა გნოლობა, -
ღმერთო, მე კაცად მამკალი.


Wink sunny santa
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Jan 16, 2009 6:38 pm

[quote="არჩანდა"]
Vaja Xornauli wrote:



განა არ ვიცი, ვაჟიკავ,
მწვანილ-ხილ არი მაგარი...
მაგრამ მაგ მარხვის შანახვას,
ჩემთვინ იოლი არ არი...
შაჩვევა შაუჩვევლისა
ბევრისთვი არი ზღაპარი.
კარგია, თუ დაგიჯერეთ,
გნოლებ დავხდებით, ფრთამალნი -
ასსა წელს შამოვიფრინოთ
ყორღანები და ტრამალნი.
ვაითუ, არწივებმ შაგვჭამონ -
სიკვდილის წამალ აბარით.
არა, არ მინდა გნოლობა, -
ღმერთო, მე კაცად მამკალი.


Wink sunny santa


[size=14]

1.
ე მაგ ლოგიკით,ძმობილო(გეტყვის საფიხვნოს მჯდომელი),
კაცები არა ყოფილან მეუდაბნოე ლომები:
გულბრძენი მესვეტეები(ბევრთაგან მიუწვდომელი),
ან_ჩვენი გრიგოლ ხანძთელი(ვინ შევადაროთ,რომელი?!).

2.
ერთ საიდუმლოს გაგანდობ(არაა ძნელსათქმელია),
დაიმახსოვრე_საჭმელი,რაც უფრო გემრიელია,
მით უფრო ეშმაური და მით უფრო მავნებელია,
ცდუნებას უნდა გაუძლო,ღმერთს გაუწოდო ხელია.

მ ი ნ ა წ ე რ ი:
---------------------
შენ რა გგონია,_ვაჟიკა სუფრაზე არ გრიალებსო?!_
ხაჭოს ხინკალსაც ჩაკიჭავს,ყანწებსაც ატრიალებსო,
მაგრამ მეორე დილასა ცოლ_შვილი დასტრიალებსო_
ზოგი უმარჯვებს ოყნასა და ზოგიც ანიავებსო,
მალე ჩადგება ფორმაში,ძველებურ დაჰბზრიალებსო,
თბილისის ზღვაზე ასხლტება,სიმწვანეს აშრიალებსო,
თან თვალებს,როგორც არჩანდა,აელვებ_აბრიალებსო
!

Basketball cheers bounce
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Jan 23, 2009 2:04 pm

გუშინ საღამოს, ბოთლში არც პირველ და არც უკანასკნელად ჩავარდნილმა და იქიდან ძლივს ამობღატებულმა არჩანდამ, ხილვასავით სიზმარ-ცხადი მიარაკა... და მერე მიაყოლა, შენა ქალავო, ჩემთვის გამეტებულ დამბლახაჭოს კვერებ რატომ არ მიგზავნი, ვაჟა ფშაველა კიდევ რო მესტუმროს და ინდომოს ხაჭო-ერბო, რა ვქნა მეო Question Question სახლში დედაჩემის გამოგზავნილი კაი დედალიცა მაქვს, ყველ-პური, მწნილი, ღვინო შავი და თეთრი, ანზორაულ არაყი, ხინკალს, ჩავალ და რიყიდან ამოვიტან, მაგრამ დამბალხაჭოს რა ვუშველოო? რაო, რა წყალს და მეწყერს მივცე თავიო... თუ არ მექნება, ხო შავრცხვები კაციო? რაად არ მოგაქო? ეგებისაო, პავლიკომ ან შენ ბალღებმა გამოგიჭამეს ჩემი წილიცაო. მთელ საღამოს ამაზე მელაპარაკებოდა. გადავიტანდი სხვა თემაზე და ეს ისევ ჯიუტად... დავატყვე, ძალიან წუხდა და გადმომედო მეც მისი წუხილი. მაგარამ აბა, რა ფშავლის ქალა ვიქნებოდი დიდხანს გულ მეჭმეინებინა დარდისთვინა? შემოვუძახე თავსაც და არჩანდასაც, შენ არხეინად იყავ ძმისგულო, ფშაურ წესზედ აეგრე გამოულოცე თავისთავს:
"დედას გიტირებ შენ ჯავრო,
თუ შენ გიტირო, გიჯავრო,
მთელი ერთი წლის საჯავრო
ერთ დღეს არ გადაგიჯავრო"ო...
მოვხსნ თავი დამბალხაჭოების ქილასა, ამოვაჩიე კარგად დამბალი კვერები და გავიმეტე... ვინც იცის, რა არი ფშავლისთვის დამბალხაჭო, კარგად წარმოიდგენს ჩემს პატივისცემასაც მისდამი... არადა, ინტრიგანი რო არი?... რო დამაინტრიგა და მთელ ღამეს მაფიქრა თავის ხილვებზე და ფანტაზიებზე? და ეს სალაღობოც მაწერინა...

არჩანდას ვაჟა ესტუმრა

არჩანდავ, ჩვენ სულკურთხეულ
დიდ პაპას უთხარ, ლუკასა:
ბესო და ჯარჯი შაყრილან,
თვალივში შლიან სუფრასა,
ღანიშათ მიშაც იქა ჰყავთ-
ენად რო ხმარობს დუქარდსა,
შიგ გამირევენ არჩანდაი-
ცოტ ფშაველს ახალ-უხალსა,
ორხევით მოალს სანათა,
არ იარს წარა-უკანსა,
დამბალ ხაჭუებ მაიტანს,
(კარგ ჩამბლებ,არა უკმარსა.)
ხაჭოს ხინკლებსაც ჩაწრიხავს,
დიდ-დიდებ,მსუქან-მსუქანსა,
ჩემ ანზორაულ ჩამავდგამ,
(ერბოი სატანი უყვარსა.)
მოფშავლდებიან ფშავლები,
ჭერს გადაიხდიან დუქანსა,
არ იკადრებენ ზოგივით,
კმაკიალსა და ტმუკვასა...

ამას უკვე თავისთვი ოცნებობს არჩანდა

ბალღებით გალაღებული
პაპაც თუ გადაიხუხავსა,
მერე უსმინე ე მაგათ
ლექსების რაკა-რუკასა.



სალაღობო-სალაღობოდ და ნეტაი, რა უნდა უქნას ამ მიხოსერამ ამ კაი დამბახაჭოსა? როგორ მაინტერესეეებს
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Sun Feb 01, 2009 2:19 pm

არ ვიცი, სიდან გაიგო და ფაქტი ის არის, მართლა შაიტყო, რო ლევანოსა და მიხოსა ძაან უსვამთაო...
და აბა, სანათა როგორ მაისვენებდა, რო არ ველექსებინეთ ეს პატიოსანი ხალხი - იქით ლევან ხარანაული და აქეთ კიდე - მე...

სანათა -

როგორ მიდის ხარანაულ-მოსულათ ლოთობის საქმეები?

ქალაქ არყები დასწკვიტეთ
ფშაურ აყენეთ წესია.
ემანდ, სტაჟებ არ გაგიწყდეთ,
არ დეგეკარგოთ პენსია.


Arrow

არჩანდა -

რაი უნდ არყის დაწყვეტასა, ბალღო?!

რა დროს ჩონ პენსია არი,
არყის სმისა გვაქვ სესია.
შასვენებაზეც არ წავალთ,
ვიდრე სუფრაზე ხემსია.
პარლამენტ სუ ჩვენ დაგვნატრის,
ჯუღურაა თუ ბესია.


drunken

და აფსუს, რო ის შენი მოტანილი დამბალხაჭუ ლევანოს ჩამასვლამდე შამამეჭამა... თანაც როგორ - მე თავად გავაკეთე და მაშინ ჯერ კიდევა მქონდა, ანზორაულის ზედმიყოლებითა და ამამყვან-შამნახავის დღეგრძელობითა...

ე ლევანოს დიდი პაპა, ანუ ბესიკის პაპა - ქიტესა ხარანაული ხო ვაჟა-ფშაველასთან ერთად სვამდა ხოლმე და...
მე რო იმ ქიტესას შვილიშვილ ლევანოსთან ერთად დავჰკრა ”მედოფფ” - ფუტკრის რძით დაყენებული უკრაინული არაყი, ვითომ რით არი ცუდი? Wink


Last edited by არჩანდა on Sun Feb 01, 2009 3:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Sun Feb 01, 2009 3:00 pm

ეგ პარლამენტიც მაგიტომ
გასარეკ გასანემსია Wink
ამდენ მგლისტყავიანებსა
ერთ კაცი ვერ დასწესია, Shocked
სპიკერით დამლაგებლამდე
ერთფერად ტვინნაგლესია confused
კიდევ ლოთები სჯობიხართ
უხდებით ტალს რო კვესია... cheers

ცუდი რატომ უნდა იყოს? ჩასაყლაპები ხართ შენცა და ლევანოცა.... კაი პაპების ცივილიზაციანაკრავი Wink შვილიშვილები...

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Mon Feb 09, 2009 9:30 am

და აფსუს, რო ის შენი მოტანილი დამბალხაჭუ ლევანოს ჩამასვლამდე შამამეჭამა... თანაც როგორ - მე თავად გავაკეთე და მაშინ ჯერ კიდევა მქონდა, ანზორაულის ზედმიყოლებითა და ამამყვან-შამნახავის დღეგრძელობითა...

drunken

კარგი ხარ,დამბალ ხაჭოო,
ათასჯერ შაქებულია,
ძობანზე გამაგრებული,
ხალანში ჩადებულია,
ლამაზად დაობებული,
მომწვანოდ შაფერულია,
ღიღინით გადასაფხეკი,
ერბოში არეულია... bounce


ვინაც მალ-მალე მიგირთვა,
ჯანში აქვ დარხეულია!



cheers sunny king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   

Back to top Go down
 
ბოთლში ჩავარდა არჩანდა...
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: