არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი   Sun Mar 08, 2009 12:53 pm



თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1934, მესტია — გ. 2 იანვარი, 2008, ), ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

დაიბადა დაბა მესტიაში.
1941წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა).
1952წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. 1959წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში.
1972-2004წწ. მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად.
1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია ,,ჰამლეტის” გასაფორმებლად.
თენგიზ მირზაშვილი არის 100-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის:
ი. ჭავჭავაძის, ვ. ფშაველას, გ. ლეონიძის, რ. ინანიშვილის, ე. თათარაიძის, გ. ცოცანიძის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.
მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” ორი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ე. თათარაიძის წიგნის ,,ჩამომიარ საწუთროში~ რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი.
მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: გერმანიაში- 1985წ. კანადა-1987წ. ავსტრია-1988წ. გერმანია-1989წ. საფრანგეთი-1997წ. 1998წ.
თვითნასწავლი, მოხალისე რუსთველოლოგი, როგორც თენგიზ მირზაშვილი თავის თავს უწოდებს, ყურადღებით აკვირდება ,,ვეფხისტყაოსანს” , ცალკეულ დეტალებსა და კონტექსტს, სადაც სასვენი ნიშნის მოსვლამ ან გადაადგილებამ შეიძლება სრულიად შეცვალოს აზრი.
აქვეყნებს წერილებს საქართველოს წარსულისა და კულტურის ისტორიის შესახებ. ერთ-ერთი პირველია, ვინც ყურადღება მიაქცია და საჯარო მსჯელობის საგნად აქცია საქართველოში ქრისტიანული საეკლესიო აღმშენებლობის შესახებ მემატიანეთა ცნობებსა და ქარტული ხელოვნების ისტორიის დებულებებს შორის, არსებითი ხასიათის შეუსაბამობა და პრინციპული წინააღმდეგობის არსებობა. გამოსაცემად მზად არის წიგნი ,,ჟამსა მირიანისასა”, ავტორი დევი – კახოიძე, რედაქტორი – თ. მირზაშვილი.

ბმულები:
* http://www.mirzashvili.com/tm-biography.html
* http://ka.wikipedia.org/wiki/თენგიზ_მირზაშვილი
* http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000738/chubchika-4.pdf

Idea


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 1:35 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი   Sun Mar 08, 2009 1:47 pm

ეთერ თათარაიძე

***

ჩანჩქერისძირ ნაქუჩ წყალს
ირემ დანაწაფარ,
რქებქორბუდა’ ირმის მკერდს
ფაფარ ანაფაფარ.
ყურდაცკვეტილ ”ირმის ბღარტ”
სმენა განაკაფარ,
ჩანჩქერ ანაპერწკლებულ
ქაფ-ქაფ განაქაფარ.
ამათზე მოფიქრ მხატვარ
ხვეწილ-განაწაფარ...

***
მეაც გამამგზავრებენ
ყვავილებით, ცრემლებით,
სამარის ქვას მიხატვენ
მირზაშვილის ქედნებით.
უკვენ დაბრუნდებიან
წუთისოფლის ყვედრებით,
სამოთხეში შევჩინდებ
ჩემ სულწმინდა მგებრებით.


თენგიზს

ზუგრა აღარ გასონსა, _
იასავით მარცხვინა,
თავზე მანდილ დახვეულ...
ობოლ ქალსა’ ლეკისა,
ტანს გძელ წითელ კაბიან,
გულ-ნისლებში გახვეულ...
ემაგთაივ სევდიან,
დედა თან დატანებულ,
ფიქრ-ჯანღებში ჩახვეულ...
ზუგრა აღარ გასონსა, _
თავის ლეკეთისკ წაის
ბილიკს რო ედგ გახმეულს...


თენგიზ მირზაშვილს

გაკვირებით მიყურებენ შენ ყაყაჩონ,
შავ ბატკანა’ ნაღველნაჭარბ მხედავს,
ყვავილ გახყრი ეკლესიის წინათით ხეს,
ფთა მოსტეხი ქედანს.
ჩირთს დაღმლევი გავაგანიერა ცხენი-დ’
ცხვა ვერც ვერას ხედავს,
გაწირული-დ ჩქამჩამარხულ სოფლის თავზე
შავ ჯანღ გძლოანს სჩეჩავს...
ღიმნაფენებ შემომხედვენ შენ ყაყაჩონ,
ფთა ეკურნებ ქადანს.

Arrow

ეთერ თათარაიძე -

არაფერი არავის მსგავსი: არც გარეგნობა, არც ხასიათი, არც დამოკიდებულებები, არც ფორმები, მუდმივად ეძებს სიახლეს, სიღრმეს, ფასეულობასა და დასაფასებელს . . .
არის მუდმივ მოძრაობაში, აქვს დრო წამებად და წუთებად განაწილებული;
წინათ არა, ახლა უკვე ავიწყდება და ერთმანეთში ერევა, ვის ხვდება, ვინ მიდის მასთან სახლში თუ სახელოსნოში. . .
ერთხელ ”ვურჩიე”: ახლა ის დროა, პატარა უბის წიგნაკი იყიდო და კისერზე ჩამოიკიდო, სადაც ,”დღის რეჟიმი” გეწერება: ვის ხვდები, რა გაქვს წასაკითხი და რა უნდა დახატო-მეთქი.
გაეცინა: - ”წაკითხვა რომ დამავიწყდესო”. . .
”სიცოცხლე” - ამ სიტყვის უღრმესი სემანტიკა განუყოფელ კავშირშია თენგიზ მირზაშვილის, როგორც ადამიანისა და ხელოვანის, ფენომენთან.
მადლობა ქვეყნის მოსწრებისათვის. . . ღმერთს! ამ ფერების შემქმნელი ავტორისა და ამ ფერებით გამდიდრებული.

Arrow
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი   Sun Mar 08, 2009 1:57 pm

ვახუშტი კოტეტიშვილი -

ადრე, კომუნისტობის დროს, უზენაესი საბჭოს საყრილობო კონცერტისათვის დაგვავალეს ფოლკლორული ბუკლეტის შედგენა.
მე და თენგიზ მირზაშვილი მივუსხედით სამუშაოს.
ალექსი ჭინჭარაულმა დაიგვიანა და იმ დროს მოგვევლინა, როდესაც საქმე თითქმის მოთავებული გვქონდა.
ჩვენი საყვედურების პასუხად მან ფარატინა ქაღალდი გადმოგვიდო, რომელზეც ეწერა:

***
ზემოდან უბრძანებიათ: ”შეგვიდგინეთო ბუკლეტი!”
ბუკლეტის შესადგენათა დამჯდარა ორი დუპლეტი.
ერთ ჯინსით შემოსილია, მეორე - პალტო ბუკლეთი,
მიველ და მეც მივუმატე კაფია ერთი კუპლეტი.


cheers



ვახუშტი კოტეტიშვილი

***
არ იქნა, არ გაიპარსა
წვერები ჩუბჩიკამაო,
ლოყებზე ამოუვიდა
ნიახური და კამაო...

ვაი, თუ თვითონ დაიწყოს
თავისი ბოსტნის ჭამაო.


Arrow

ალექსი ჭინჭარაული

ხალხური შემოქმედების საღამოების მოწყობისათვის : ალ ჭინჭარაულს, ვ. კოტეტიშვილს და თენგიზ მირზაშვილს გადასცეს საპატიო სიგელები.

***
ჩუბჩიკას მისცეს ნაგრადა,
ხელსაც ართმევდნენ მაგრადა.
მანანა გაიძახოდა:
”კლიანუს ია ტაკ რადა”.


Idea


Last edited by ბობო on Mon Mar 09, 2009 7:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი   Sun Mar 08, 2009 2:11 pm

მურმან ლებანიძე

***
მირზაშვილი ხატავს თუშებს,
ონიანი – ხატავს სვანებს,
ერისთავი ხატავს მუშებს,
რუსებს ხატავს გადასარევს;
მოლბერტს ბლომად
ვერცხლებს შესცხებს,
ფუნჯს სხვა ფერში აღარ აწებს_
გურიას და გურულ ფრესკებს
ხატავს კოკი მახარაძე;
სხვა ახლებიც გამოსულან
ჭრელ ყაბახს და საბურთაოს,
ხატავ რასმე სამუდამოს,
თუ სარფიან კედლებს თითხნი,
კვლავ ჩემსავით ვალიანობ:
ახლებს-იღებ, ძველებს-იხდი,
გრძელ პანოებს მალიარობ?!
გესალმები ძმას დამხატვარს,
არც იფიქრო - გსაყვედურობ,
გკოცნი ძმურად, მაგრამ მზად ვარ
სამუდამოდ დაგემდურო;
ძველ პირობას შეგახსენებ
მერამდენედ! ყრუ არ ხარ და,
გკითხავ: ღმერთი შეგაჩვენებს,
მხატავ, ბიჭო, თუ არ მხატავ?!
თორემ, ძმაო, წლები გადის,
არც მე, არც მე ვჭაბუკდები,
არც ნაკლებად შენსკენ ბარდნის_
ჩავბნელდებით, ჩავმუქებდით!
გაფრენილი წლები გვახრჩობს,
ძველებურად არ ვენთებით:
ოქროს გიტარები მახსოვს
ხმათა შენთა ხავერდებით.
ვისი სახეც გაგიქურდავს,
კარგად იცი, ის რომ არ ხარ,
ჟღალი წვერი გაგიბურდავს_
სულიწმინდის ნიღბით დახვალ,
მანდ, გულრიფშში უნდა გავცნდე,
სიხარულით აგაყვირო,
მაგ ნასხვისარ წვერში წაგწვდე,
გულს დამბაჩა დაგაღირო;
სოფლის ბრუნვით დაძმარული
აღგიტაცო და აგღადგინო,
ძველი გამხმარ_ გაძვალული
დოსტი თოფქვეშ გახატინო...
მე, პირადად, ძმაო, რა მრჯის_
მინდა, ნიჭი გახარჯვინო,
მინდა, სამუდამოდ დაგრჩეს_
სამუდამოდ დაგარჩინო!

1977 წ.
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3526
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი   Sat Oct 23, 2010 10:52 am











Last edited by გამრიგე on Sat Oct 23, 2010 11:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3526
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი   Sat Oct 23, 2010 11:17 am



"ეს ნახატები თენგიზ მირზაშვილმა მაჩუქა, ჩემთან რომ მოდიოდა ხოლმე და ერთად ვწერდით მცნობის და მჭვრინავის ინტერვიუს, 1998 წლის ნოემბერში.
ზემოთ სიჩუმეა დახატული, თუშური სიჩუმე და ქვემოთ - წითელი ყაყაჩოები თეთრ ვაზაში.
რატომ "თ.მ."-ს არ დააწერ ან თარიღს მაინც მეთქი.
და -
არაო, აღარ უნდაო...
მართლა აღარ უნდოდა, - მაშინვე იცნობოდა, ვისიც იყო".

მიხო მოსულიშვილი



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

ჩუბჩიკა - თენგიზ მირზაშვილი

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -