არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ბოთლში ჩავარდა არჩანდა...

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 10:38 am

მიხო მოსულიშვილი

ბოთლში ჩავარდა არჩანდა
(„თეთრი ცხელების“ ავტოკაფია)

ბოთლში ჩავარდა არჩანდა,
ორჯერად ნახადისასა, -
თავზედ მაიგდებს ფაფახსა,
თეთრისა ბატკანისასა,
ლეგათ მაისხამს არწივთა,
თეთრთავად ნაბადისასა,
ფიქრით იურვებს ნისლებსა,
მაღალის ახადისასა, -
არაყის ჯაჭვით დაბმულა
თავისა სახადისასა...

2008




Last edited by ბობო on Fri Nov 28, 2008 12:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 10:44 am

***
ანზორაულ არაყისა
მეტი ქოყნად არც რა მინდა.
ფიქრით დავკვლევ არახიჯას,
დარდი არ მაქვ არცა რისა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 10:54 am

ჰო, ჰო, შენ იუდარდელე მაგრე და აი, ეხლა ვთარგმნე ანღლიურიდამა, კონდოლიზა რაისს შამუუთვლია:



***
თუ გსურთ, მიგიღოთ "ნატოში",
გარეშე ჩვეულ "მაპისა",
არჩანდა უნდა გადმამცეთ,
ნაღარითა და დაფითა.

თან უნდა გამააყოლოთ
თავისი ძაღლი ბობრიკ.
ზედაც ბაო და სანათა,
ორნივ ჩამისვით გოდორში.

კაფიობა რო მასწყურდეს,
არ შააწუხოს კონდოლიზ.
სამთავე იქ ეყოლება,
კაი კაფიის მომგონი.




Last edited by ბობო on Fri Nov 28, 2008 12:34 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 11:09 am



***
კონდოლიზ დარჩა ოხრადა,
მაგის დამჯერი ვინ არი.
ამაირჩიეს ობამა,
იმას კი მაჰყავს ჰილარი.

ჰილარი კლინტონს ჰკითხავდეს,
თუ რომ განსაზღვროს მერმისი.
უნდა ჰილარი გვიყვარდეს,
წახდა მონიკა ლევინსკი.

რაც მდია კონდოლიზამა,
ვერც კი ვიამბე მესიჯით,
წვრილად დუუწერ ჰილარსა,
სტილით ოქსფორდულ-კემბრიჯის.


Last edited by არჩანდა on Sun Dec 28, 2008 12:25 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 11:19 am

***
ერთ მაინც ჰყოფილიყავი
ინდაურ თეთრი სახლისი,
შაგიწყალებდა ბუში და
შინ წაგიყვანდა რაისი.

ეხლა ჰილარი რო მოდის,
იმისი ფიქრი რა იცი?
ვაითუ გადაიმტერო,
სუ გაგიუქმდეს პრაისი?!




Last edited by ბობო on Fri Nov 28, 2008 12:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 11:40 am



***
ვახ, შე მურტალო ობროდო,
ინდაურადაც გამხადე.
აქეთ მაიწი, ბობორო,
არაკებს გეტყვი მაგარებს.

შავი ქალი, თეთრი ქალი -
განა ეგრე რჩევით არი?
და ჰილარის საფიცარი
არჩანდაა, სხვა ვინ არი?

წერილებიც მაიწერა,
კონდის ოხრად დაგირჩენო.
შენ მონიკა წაიყვა და
აქ მე ჩემ ქმარს შავირჩენო.

მონიკ რათ მინდა, ლევინსკი,
წიგნების წერა იცისა.
ბალზაკია თუ ბელინსკი
სუ ცალ ფეხზედა ჰკიდისა.


Last edited by არჩანდა on Fri Nov 28, 2008 12:57 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 11:58 am

***
მონიკ იყო მიკარგული,
ლევინსკია თუ ჭირია.
ცას სწევია სიხარულით,
დამჯდარა და უცინია:




"არჩანდას ცოლი წავართო,
ოჯახ შავუქმნა ოხრადა.
მერე კი ისიც დავაგდო
და შავუტიო ობამას".
Back to top Go down
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 1:08 pm

Quote :
***
სანათაო, ცერად დაჰმზერ
არჩანდაის დაწერილებს.
ზოგ თუ მართლა არ უვარგა,
ზოგსაც ხომ მე ვათქმევინებ...
მაგის სიტყვას ხანდახანა,
რომ იცოდე, აქ მე ვიწყებ...

აემათგან რომელია
დიდლაშარის დანაწყები,
ან შენ ვინ გთქვა მოკფიედ, Surprised
დაემეხოს აქ მამშვები
Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 1:21 pm

***
ეხლა ვართ ძაან მაგრათო,
არაყს ვაყოლებთ ბოლოკსა...
შენ ეს ვის უთხარ, სანათო?
არჩანდასა თუ ბობოსა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 1:33 pm

პატრონი რო გყოლებიყოთ,
ეხლა ბოლოკ რა შასჭამდა?
კაფიაში ტოლადა ხართ:
რა ბობო და რა არჩანდა..
.

Very Happy Very Happy Very Happy
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 1:48 pm

ცას საკიდლით რამ დაჰკიდა,
ცაბაურთა დაწყეული?
მანდ სუყველა საბლით აბავ:
ტაგან-ჩხუტი, სარძეული,
ნეტა რარიგა დადიან,
ან ბებერი ან სნეული?
წმინდა გიორგიმ დასწყევლოს,
თვალ თუ აქვისთ შაჩვეული!
პირაღმ ვეღარ მიბრუნვილა
კატა პირქვე გაქცეული,
ნაროულაზე გავარდა,
თავ-პირი აქვ დამტვრეული!
მაყრებს აქით გადაგითხევსთ
მუშტ ხვეტაის გაქნეული...
ანამც კიბენ მიმიყუდნა,
ან ვაზი მქნა ახვეული!
Very Happy
მიხო, აი, კარგი ლექს-კაფია... აი, ნიმუში, როგორ უნდა წერდეს ადამიანი, რო მოკაფიე ერქვას, თორემ მე და შენ თუ სადმე ვთქვით ერთი-ორი, რა მოკაფიეები ვართ? თანაც ახლა არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით: შენ სახლში ფშავლდები და მე მშიერას პროცესზე მეჩქარება, Sad თოროოოო... რო არ დაგიხვალიებდი, ხომ გჯერა?! Wink

ეს ალექსი წელაურმა სთქვა უკანაფშაველმა ცაბაურთას ქორწილში მყოფმა
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Guest
Guest



PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 3:45 pm

სანათა wrote:
ცას საკიდლით რამ დაჰკიდა,
ცაბაურთა დაწყეული?
მანდ სუყველა საბლით აბავ:
ტაგან-ჩხუტი, სარძეული,
ნეტა რარიგა დადიან,
ან ბებერი ან სნეული?
წმინდა გიორგიმ დასწყევლოს,
თვალ თუ აქვისთ შაჩვეული!
პირაღმ ვეღარ მიბრუნვილა
კატა პირქვე გაქცეული,
ნაროულაზე გავარდა,
თავ-პირი აქვ დამტვრეული!
მაყრებს აქით გადაგითხევსთ
მუშტ ხვეტაის გაქნეული...
ანამც კიბენ მიმიყუდნა,
ან ვაზი მქნა ახვეული!
Very Happy
მიხო, აი, კარგი ლექს-კაფია... აი, ნიმუში, როგორ უნდა წერდეს ადამიანი, რო მოკაფიე ერქვას, თორემ მე და შენ თუ სადმე ვთქვით ერთი-ორი, რა მოკაფიეები ვართ? თანაც ახლა არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით: შენ სახლში ფშავლდები და მე მშიერას პროცესზე მეჩქარება, Sad თოროოოო... რო არ დაგიხვალიებდი, ხომ გჯერა?! Wink

ეს ალექსი წელაურმა სთქვა უკანაფშაველმა ცაბაურთას ქორწილში მყოფმა
.

მე მიხო ვერ ვიცი და, აესა კარგი კაფია არისა.
მართლა ძაან მაღლა ცხოვრობენ ეგენი და...

ბობო
Back to top Go down
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Fri Nov 28, 2008 3:55 pm

სანათა wrote:
პატრონი რო გყოლებიყოთ,
ეხლა ბოლოკ რა შასჭამდა?
კაფიაში ტოლადა ხართ:
რა ბობო და რა არჩანდა..
.

Very Happy Very Happy Very Happy

სანათასა

არჩანდაი ვერ შააშინებ,
დაგიბრიალებს თოლებსა.
სუ ფეხით მოგარბენინებს
აღმა-ჩამოღმა ფხოველსა.

affraid Arrow What a Face
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Tue Dec 09, 2008 1:24 pm

ბოთლში ჩავარდნას,ძმობილო,
გიჯობს ჩავარდე ჭაშია,
იგიდან ამოსხლეტილი
აჰფრიალდები ცაშია!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Tue Dec 09, 2008 3:15 pm

***
ვინაც გამასხლტა ჭიდანა,
სუ აღმა-დაღმა დაჰფრენსო.
გადმაიხედამს ციდანა,
ღიმილებს გადმაგვაფენსო.
ჭას ისევ ბოთლი მირჩევნავ,
აეგ თუ გადამარჩენსო.


rendeer lol! drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Dec 10, 2008 9:56 am

კარგია ცაში ნავარდი
შენნაირ კაი ყმასთანა
შორს მაღლაც გაიხარებდა
ვაჟიკა არჩანდასთანა...
იქ გამოვცალოთ ბოთლები
და მზეს ვესროლოთ კაფია.
მადლობა უფალს_ორივეს
ჭკვიანი თავი გვაბია! bounce lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Dec 10, 2008 10:56 am

სუ გასულელდა არჩანდა

ჰუნედ გადიქცა არჩანდა,
მეასე ნალი გაცვითა...
ბოთლიდან როგორ ამოვა,
შიგ გვიბამს არყის ჯაჭვითა.

ძმობილებ თუ იქ მიუვა,
ნაღარითა და დაფითა, --
ვერ გამააგდოთ ვეღარცა
მამა-პაპური სახრითა!


cheers jocolor rendeer


Last edited by Admin on Tue Jul 30, 2013 1:01 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Dec 10, 2008 11:37 am

[quote="არჩანდა"][color=green]სუ გასულელდა არჩანდა

cheers
საით მეძახი,არჩანდავ,
ბოთლში ვერ ჩავეტევიო,
როგორც ჭიქაში მდინარე,
როგორც ცილინდრში დევიო,
მაგას ისა სჯობს,წავიდეთ,
კაწალხევს გამამყევიო,
მეშვიდე ცაზე აგვაფრენს
ჟიპიტაური ცხელიო! bounce Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Dec 10, 2008 4:08 pm

cheers

***
კაწალხევ თოვლ ჩამაუყრავ,
გადუთეთრებავ მიდამო.
ხაჭუს ხინკალ თუ მაიღებ,
ჟიპიტაურიც მინდაო...


santa
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Dec 10, 2008 5:31 pm

ხინკალი_თანაც ხაჭოსი,
არაყი_თანაც პანტისა,
კაფია კაწალხეური_
გამქარვებელი დარდისა,
ფანდურზე ძმური ღიღინი_
დღესასწაული მადლისა,
წაწალი ოქროსთმიანი_
როგორც მაისი ზღაპრისა,
იმასთან ჩახუტუნება,
გადაფარება ნაბდისა...
არჩანდავ,ძმაო ჯიგარო,
გილოცავ იუბილესა,
მილიონ წელწადს იცოცხლე,
ატკბობდე ცოლს და შვილებსა,
ეფერებოდე ხოხბებსა,
უბეში გამოზრდილებსა,
ლოცავდე ოქროს კალმითა
ღმერთსა და ღმერთის შვილებსა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Wed Dec 10, 2008 5:43 pm

სიჩქარეში შემეშალა_
ბოლო სტროფი
ასე უნდა იკითხებოდეს:

ეფერებოდე ხოხბებსა,
უბეში გამოზრდილებსა,
ლოცავდე ოქროს კალმითა
საწუთროს მზეს და ჩრდილებსა!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Dec 11, 2008 11:59 am

გაიხარე, კაწალხეველო ვაჟიკავ და დიდი მადლობა, ლექსად მოლოცვისთვის.
უთქვიათ შენთვისაცა და - არა მცალიან, შეგირდები მყვანან ქართულშიო.
და ერთი მეცადინეობა რო გაგეცდინა, რა მოხდებოდა? აანაზღაურებდი მერე... Neutral
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Dec 11, 2008 1:13 pm

ბაობაბო, დაო, გეხვეწები, დააწიოკეკე აეს ვაიმოკაფიეები... Rolling Eyes
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Dec 11, 2008 1:19 pm

სანათა wrote:
ბაობაბო, დაო, გეხვეწები, დააწიოკეკე აეს ვაიმოკაფიეები... Rolling Eyes

Wink Laughing Basketball

***
სანათამ გვარქვა უნიჭონ
მედ კაწალხეველ ვაჟიკას.
ბაოს მუუხმო მშველელად, -
შენ მაგარაი ქალი ხარ!..


pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   Thu Dec 11, 2008 5:14 pm

უნიჭო მოსწავლეებსა,
წიგნის სუნისგან ობლებსა,
ან იმათ პრეტენზიკულა_
თანაც შარიან მშობლებსა
ვერავინ გადაურჩება,
თავში დასცხებენ კომბლებსა! affraid cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: ბოთლში ჩავარდა არჩანდა...   

Back to top Go down
 
ბოთლში ჩავარდა არჩანდა...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: