არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო დარბაისელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jan 24, 2010 8:44 pm

Zvirfasebo!

es werili rom davdo, ramdenime postad ganawileba momiwevs.imedia, roca moicliT, links daawkapunebT da waikiTxavT

http://www.lib.ge/body_text.php?8518
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jan 27, 2010 6:12 pm

flower gilocav ninoobas!!! flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Mar 08, 2010 11:47 am

ფერადი ბუშტის სიმღერა

როგორი კარგი ვარ!
როგორი მსუბუქი!
ვითომც არაფერი,
ქარს ისე მივყვები.

სავსე ვარ სურვილით,
ჩუმად რომ ჩამითქვი
და მერე გულდაგულ
პირი მომიკარი.

აბა, კოჭისძაფი
როგორ გამიძლებდა?
გაწყდა
და წავედი.

ღირს ქვეყნად გაჩენა,
რომ ერთხელ გაფრინდე,
ისე,
არსაითკენ.

ვაი!
ქარი ჩადგა
თუ მხარი მეცვალა?
ძირს რატომ ვეშვები?

თვალი შემასწარი,
ვიდრე
ნაძვისწვერი
ლახვარს მომაგებებს,

ბუხ! - გავთქვამ ყველაფერს
და
ხეზე
დაკიდულ
ნაფლეთად
ვიქცევი!

1986


sunny

აი, ამ შენივე ლექსით გილოცავ, ნინო, დაბადების დღესაც და ქალთა დღესაც...
მაინც როგორ დაამთხვიე ერთმანეთს, ჰა?..
ჩვენი გაძლება მოგცეს ღმერთმა და სუ კაი საქმეები გაკეთებინოს...
ჯანსაღად გიმყოფოს ოჯახი – ვაჟკაცი ქმარი, მშვენიერი შვილი და ნანინანატრი შვილიშვილი, დედა და ძმა, ნათესავ–მოკეთეები – მოკლედ, ყველა შენიანი...
და არაშენიანიც...
მტრებიც კი კარგად გიმყოფოს, მტრებიც, რადგან უიმათოდ არაფერი გამოვა...
წინ კიდევ ბევრი და დიდი გზებია და – შენ სულ კაი გზით გევლოს...

მიხო მოსულიშვილი,
2010 წლის 8 მარტი.


P.S. ის არ დამავიწყდეს, ნინო, რომ კიდევაც წავალ დაზვერვაზე ალან რიჩარდ მიიკანთან ერთად...

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Mar 08, 2010 6:14 pm

mec vuloCav ninos dabadebis dRes! da qalTa saerTaSoriso dResaC:)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Apr 09, 2010 9:23 am

ბაო, მიხო, ირმა ძვირფასებო! დაგვიანებული მადლობა და მადლობა მოლოცვისათვის, გაიხარეთ!!!


ნინო დარბაისელი

ბეშ პარმაკი

გვერდიგვერდ ვწევართ,
ცივა ცაშიც და მაძაგძაგებს,
ვგრძნობ, რომ ირყევი,
და თვალებიც დახუჭული გაქვს.
გარედან ვხედავ
მაგ პირშეკრულ გვამის ტომარას,
ჟანგბადს ვისუნთქავ და
უცნაურად მოლურჯო და მოჟოლოსფრო ფერებში ვახვევ
თვალწინ არეულ საგნებსა და ადამიანებს.
ამ საკაციდან დავინახე თუ მომელანდა,
ნარინჯისფერი ხარი როგორ გაიზლაზნა,
ვეტმფრენის კართან
ლურჯ მედდას როგორ გამოედო ნდომით გავაზე.
ქალმაც ხუმრობით გაჰკრა ხელი და
როგორც რკინის შედუღებისას,
მიმოიფანტნენ ირგვლივ წითელი ნაპერწკლები და უცებ ჩაქრნენ.

შეიძლებოდა, მაგ ტომარაში ვწოლილიყავი,
ალბათ დაბაში მიმიტანდნენ
და ჩემიანებს
ღრმა მწუხარებით აუწყებდნენ გარდაცვალებას
და იქნებ ფულიც გადაეხადათ,
საჭირო ფული,
ბევრი ფული, - კომპენსაცია.
დამიტირებდნენ,
დაბის სახლსაც მიაყიდიდნენ
და ახალ, ფერად კორპუსებში მოძებნიდნენ სხვებივით ბინას,
აბაზანაში ცხელი წყლისაგან ბუღი რომ დგება
და ცივ ზამთარში ისე შრება თურმე ჰაერი,
რომ ღამღამობით
წყლიან ჯამებს დგამენ რაფებზე .
და აღარც შეშა ექნებოდათ დასაპობი,
წყალი - საზიდი.

აბა, რა არის ჩვენს დაბაში გოგოს ცხოვრება:
წმენდა-ლაგება, ვითომ-სკოლა ანდა ნახირი!
გრძელ ჟაკეტებქვეშ მინი-კაბები,
ტუფლები - მუდამ იღლიაში,
შებინდებულზე - ფეხაკრეფით - დისკოტეკაზე
და გულმოხსნილი ტოპიკების აბრჭყვიალება.
ცეკვა, ქუსლების დაცვენამდე უცხოელებთან,
უცხოზე უცხო ოთახები,
დილას კი ისევ...

და იცის დაბის ყველა გოგომ, რა ელოდება,
მის დანახვაზე
მამა ანდა მამინაცვალი
წელიდან ქამარს როცა შეიხსნის.

მეც დამსაჯეს და სოფლის ნახირს გამომაყოლეს
და ქსოვა-ქსოვით მივღიღინებდი,
ისიც ვიცოდი,
ადგილობრივებს იქით გასვლა გვეკრძალებოდა,
მაგრამ ვიღაცას გადაეჭრა მავთულხლართები.
მაინც, რამდენი ბალახი იცის შემოღობილში,
ისე მაღალი, ისე ხასხასებს მზის სხივებში!
ჩვენს გადაძოვილ მინდვრებს, აბა, რა ხეირი აქვს,
ძროხას ბალახი თუ არ ეყო, რას მოიწველის!

ჩაგვჩურჩულებდნენ გულახდილად ევროპელები,
ნავთობისათვის ჭაბურღილის ამომჭრელები:
ჩვენ არა გვიჭირს, ფილიპინელებს მოერიდეთო,
ეგენი სანდო არ არიან, ჩვენც არ გვინდობენ
დანები მუდამ ჯიბით დააქვთ, დალესილები,
თანაც ერთმანეთს იცავენო
და ჩასაფრებაც იციანო ბნელ კუთხეებში.
ან რად გვინდოდა ეს ამდენი გაფრთხილებები,
ფილიპინელებს ზედ ისედაც არ ვუყურებდით,
ასე ვამბობდით:
ფილიპინელი - ყველა ერთია!

პოლიციელი ეხმარებოდა გამომძიებელს.
გაიხსენეო, მაძალლებდნენ, გაიხსენეო.
ისიც არ ვიცი, რანაირად ამიცდა ფეხი.
ვარდნა-ღა მახსოვს სიბნელეში
და სიმაგრეზე დანარცხება,
უჰაერობა,
და კიდევ წამი:
როგორც ვიდეო კასეტაზე ფირს დაახვევენ,
ისე უეცრად ჩამიქროლა მთელმა ცხოვრებამ.
და დავინახე ანგელოზი, ნათელს ჩამოჰყვა,
შუბლიდან ნათელს ასხივებდა, სახე არ ჩანდა,
ჩემკენ დაიძრა ხუთი თითი სხივგამდინარე,
მკერდზე წნეხივით მაწვებოდი,
შენი პირი კი სველი, მძიმე, უზარმაზარი
ჩემსას ეკვროდა
და ჰაერი, რომ მიბერავდი,
ყელის ძირში მეხერგებოდა.

დაბლა ამბობდნენ,
რომ ყველაფერი შენი ბრალია.
რომ დაარღვიე ინსტრუქცია,
ჟანგბადის ნიღაბს როცა იხსნიდი და მე მაცვამდი.
მაშინაც, თოკს რომ გამომაბი, სამჯერ მოქაჩე,
და მარტო დარჩი ჭის სიღრმეში
უჰაეროდ, ფარნის ამარა.
ვიღაც დაობდა, სულ კომპანიის ბრალიაო ,
რომ მუშახელის სიიაფეს დახარბებულნი
გაჭირვებული ქვეყნებიდან ეზიდებიან
ამ სიშორეზე კადრებს არაკვალიფიციურს,
რომ ტრენინგები არ გაგივლია,
რომ უკეთესად უნდა დაიცვან
საცდელი ბურღვის ადგილები მიტოვებული,
რომ ვიღაც უნდა დაისაჯოს აუცილებლად.

ფილიპინელებს თვალები ჰქონდათ ისეთი ბასრი!
ჩვენს სიახლოვეს არ უშვებდნენ ფილიპინელებს.

რა მოხდებოდა, ინსტრუქცია არ დაგერღვია,
როგორც გადამრჩენს, მოგიწვევდით მაშინ დაბაში,
მოგროვდებოდნენ ძველებურად აქსაკალები
დიდ ხალიჩაზე დაგიდებდით სასტუმრო ბალიშს,
გავშლიდით სუფრას,
დაგისხამდი ქაფქაფა ჩაის
და ფიანდაზით ბეშ პარმაკი დაიდგმებოდა;
როცა არავინ შემოგვხედავდა, დროს იხელთებდი,
და ცხენის ხორცის ცხელ-ცხელ ნაჭრებს
ხუთივე თითით დასწვდებოდი, გამომიწვდიდი,
პირს გაგიღებდი და თითებსაც გაგილოკავდი, გიკბენდი კიდეც ...

შენ სამშობლოში გადაგაფრენენ,
მე კი ალბათ უნდა შემშურდეს
სამუდამოდ ყველა გოგოსი,
რომელმაც იცის, რა ელოდება,
მის დანახვაზე
მამა ანდა მამინაცვალი
წელიდან ქამარს როცა შეიხსნის.
რაღას დავეძებ,
ოღონდ ისევ ასე ვისუნთქო,
ნეტარად ვიწვე ასე,
ტკივილებგაყუჩებული,
ძრავის გრუხუნში
მესმოდეს ხმები ანგელოზების
და უცნაურად მოლურჯო და მოჟოლოსფრო ფერებში ვხვევდე
თვალწინ არეულ საგნებსა და ადამიანებს.
-----------
ბეშ პარმაკ -(ხუთი თითი-ყაზახ.) , ცომის მოხარშულ ფირფიტებისა და დამარილებული, აქნილი ცხენის ხორცისგან მომზადებული ყაზახური ნაციონალური კერძი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:19 pm

ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ სპორტის სახეობებიდან ყველაზე მეტად ვერ ვიტან კრივს. და ამისთვის მიზეზი მაქვს.
მთელი ცხოვრება ჩემს არსებაში მოკრივეს ვებრძვი.
დღეს ალბათ ნახევარმა თბილისმა დამირეკა, სასწრაფოდ ტელევიზორი ჩართეო. რასაკვირველია, ვერ ვუყურე. რადგან საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს, ოცი წელიწადია.
მერე ეს ლინკიც გამომიგზავნეს:

http://www.tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001

''თვალი გეა''. პირველ არხზე, 02 06 2010 საათი - 19.05

ესეც ამ ამბავს უკავშირდება და აქ იდოს:

http://www.lib.ge/body_text.php?8293
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:22 pm

უკუსვლით


შემოანგრიე ზურგით კარები.
სიტყვები პირში შემომიფრინდნენ
და ჩამეყლაპნენ ცრემლებთან ერთად .
წამოიშალნენ ნამსხვრევები იატაკიდან
და აეწყო და
მედიდურად თაროზე დადგა
კერამიკის ლურჯი ლარნაკი .

ოღონდ უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!

,,შატალოზე,, ვარ.
ზამთარია,
ან ადრიანი გაზაფხული.
ჩემი კანჭები უფრო ლურჯია,
ვიდრე ხელში -
- ბოლო რიგის ორი ბილეთი
და იგვიანებს,
ჩემი პირველი შეყვარებული...
და ჩაუმალავს საყელოში გრძელი კისერი,
ჯინსის ჯიბიდან ცერათითი აუშვერია
და
უდარდელად ლაზღანდარობს
სხვასკოლელებთან...

მაგრამ უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!

ჩემი მანქანა დამუხრუჭდა .
’’ყვითელზე’’ ვდგავარ.
ქვაფენილიდან წამოხტა და
გაიქცა კაცი..

მხოლოდ უკუსვლით
ყველაფერი ,
ასე უკუსვლით!

ქვა-ღორღის მთიდან
აივანზე ავფრიალდი და
გამიმთელდა ჩემი ცხვირუკა.

მართლა უკუსვლით,
ყველაფერი
ისევ უკუსვლით!

ჩემკენ დაიძრნენ ახლობლები
დაკარგულები,
ცოცხლები,
მკვდრები.

მაინც უკუსვლით
ყველაფერი,
ასე უკუსვლით!

გაქრა სისხლი და
მზიან მინდორზე
ახალამოსულ ბალახს წიწკნის
თეთრი ბატკანი.

მორჩა,
ვჩერდები!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:23 pm

ნინო დარბაისელი

ძველმქსოველური

თითებში - ჩხირები,
ფეხებთან - გორგალი.
ოთახში - სიჩუმე
და ფიქრი მბორგალი:

- ჩემზე სულ ახია,
რაც კი დამემართა.
როდისღა გავარჩევ
ცრუთა და მართალთა?
ვერა გამიგია
მდაბლის და მაღლისა -
- ან ვინ რა მომიგო,
ან ვინ რა მაღირსა .
რამდენი კვანძია,
რამდენი წვერია,
ან წაღმა-უკუღმა
როგორ ამერია!
უქმად დამეხარჯა
მთელი ცდა და გარჯა,
თვალიც გამპარვია,
ძაფიც ამეხვლანჯა...

’’ხონჯი ერჩი, ხონჯი ერჩი,
ეშმათ ქალა მახკვდომიათ,
იმათ სატირლად მი წასვლა!’’

(სამჯერ, ხმამაღლა).


Last edited by nino darbaiseli on Thu Jun 03, 2010 10:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:25 pm

ნინო დარბაისელი

ALL IN ONE *

(ციკლიდან: ,,ყავა ''ბეილიზით'')

მე -
კომფორტული,
პორტატიული,
მომგებიანი განვადებით ხელმისაწვდომი,
თანამედროვე დიზაინის ქალი-მანქანა.
მე -
აწყობილი უცხოური ნაწილებით საქართველოში!
მე - არეული!

მესმის ბრძანება:
- გაატარე!
მესმის ყვირილი
და უკვე ვიცი,
აღარ მიშველის გარანტია
და სადაცაა,
ბრაზისაგან მწარედ მომხვდება
და საბოლოოდ დამშლიან და გადამაგდებენ,
მაგრამ არ მესმის,
რა ან როგორ გავატარო :
სხვა მანქანები ?
ანგარიშები თუ გვირისტი?
ხილი თუ ხორცი?
დენი?!
რამდენი?

სულ ასე მომდის,
როცა ძლიერ დამეტვირთება
თანმოყოლილი თუ ჩადგმული მეხსიერება
და თანაც,
უკვე მომეშალა ყველა სენსორი.

რის მაქნისია
ან ეს ქალი - ტუჩიკვნეტია,
ცხვირგაბუშტული,
გაუთავებლად ჩემში მტირალი?

მორჩა!
მუსიკა!!!

მუსიკაში ისმის ხმაური
და სიბნელეში მოჩახჩახე ვრცელ დარბაზებში
შამპანურების წვიმა-თქეშში,
ტორტების მთებში,
ნელსაცხებლებში არეულა
ახალი ოფლის თავბრუდამხვევი,
თბილი სურნელი.
შემოიღეღეს საყელოები უკვე კაცებმა
და ზედ ასკდებათ სამოსები
ქალების მკერდებს და გავა-ტანებს...

დაიკარგება დაცემამდე
ქალი-მანქანა.
ქალი-მანქანა გაატარებს,
დროს გაატარებს!

- - - - -
* ALL IN ONE - (ინგლ) ყველაფერი - ერთში, ერთად , (სხვადასხვა ტიპის მულტიფუნქციური აპარატურის სახელი).


Last edited by nino darbaiseli on Thu Jun 03, 2010 10:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:26 pm

ნინო დარბაისელი

ანუ

ვარსებობთ,
ანუ ასე ფერადად,
ასე მჟღერად,
ჭრელად,
ხმაურით
ვესიზმრებით საკუთარ ჩრდილებს,
ვიდრე შავ-თეთრად ავუხდებოდეთ.


Last edited by nino darbaiseli on Thu Jun 03, 2010 10:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:27 pm

ნინო დარბაისელი

კლიტე გადავაგდეთ


’’- წაიღე ეს ახალი კლიტე, გახსენი, ხელუკუღმა მტკვარში გადააგდე, გასაღები უბეში კარგად შეინახე და სამჯერ გაიმეორე:
’’ჩემი ბედი ასე ღია, გასაღები - ჩემს გულში’’.



ჯერ - კლიტის გახსნა და ბუტბუტით შელოცვა,
მერე - ხელუკუღმა მტკვარში გადაგდება.
გასაღებს დაქალი ინახავს უბეში.
ვინ იცის, ხვალიდან რა გზას დაადგება.

უხერხულ სიჩუმეს ვერევი ხუმრობით:
-ხმალივით გაგიჭრის ძველი რიტუალი.
საღამოს დარეკავს, შეხვდი, გაუღიმე,
იცოდე, არ უთხრა არაფრით უარი!

ეტყობა, ვიხუმრე, რაღაც , უადგილოდ,
ჩუმია დაქალი და მზერას ამკაცრებს.
ნეტა, რა ოხრობამ აუბათ თვალები!
მაინც ვერ გავიგე, რა უნდათ ამ კაცებს.

სიზმარში ვნახულობ დაქალს ნამარხულევს,
ტყუილად ვამხნევებ, რომ აღარ ბერდება,
არადა, ქალია, მართლა სანატრელი:
მორთული, მკერდსავსე და მაღალფერდება.

ივსება ხიდები კლიტის მსროლელებით.
ყველას უბედობა სტანჯავს და აკვნესებს.
დიდდება მდინარე და ველით, მღვრიეში
რა თევზი მოჰყვება ბადეს და ანკესებს!


Last edited by nino darbaiseli on Thu Jun 03, 2010 10:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:29 pm

ნინო დარბაისელი

ცეცხლი

ქარს ვეცეკვები,
ტკაცა-ტკუცი გამიდის ძვლებში,
დამფრიალებენ
ნამწვავების შავი პეპლები.

წაჯექ,
უკუჯექ,
მომერიდე!
ენამწარე ვარ.
კვამლით დაგახრჩობ,
აგაცრემლებ,
ჩავიფერფლებით.

ჩემზე ისეთი ადვილია ხელის მოთბობა,
მჩხრიკე შორიდან,
ნაკვერჩხლები მითვალიერე!
და ნუ იკითხავ, რა მაქვს გულში,
ნუღარასოდეს.

მე რომ მაცოცხლოს,
გულს სჭირდება
სიცარიელე.




პ.ს.:ამ ლექსის ,,ცეცხლი '' ლიტერატურული პირველწყაროებია:
1.ფრიდრიხ ნიცშეს ლექსი ,,ცეცხლი'’
2.სულხან -საბა ორბელიანის იგავი, წიგნიდან ,,სიბრძნე- სიცრუისა' - ,,წაჯექ-უკუჯექის ცეცხლი'’.
3.ლიტერატურული აფორიზმი : ,, სიყვარული - ცეცხლია, სულელები მისი კვამლით თვალებს იწვავენ ან შიგ იფერფლებიან, ჭკვიანები - ხელებს ითბობენ, ბრძენნი კი- შორიდან გზას ინათებენ'’.
ლექსის შინაგანი ლოგიკა გვირგვინდება ტრანსფორმირებული ქართული ხალხური ანდაზით: ,, ყველაფერი გულიანი, ცეცხლი უნდა უგულოო ’’ (ცეცხლის გულში რომ მუდამ სიცარიელეა, გეხსომებთ ფიზიკის სასკოლო კურსიდანაც).
დამხმარე ხერხად გამოყენებულია ქართული იდიომების პოეტური ტრანსფორმაცია:
1. ,,ხელის მოთბობა’’ - სარგებლის მიღება.
2. ,,ენამწარეობა '' - როგორც ცეცხლის ენის თვისება - წვა.
ასევე , ლიტერატურული ალუზია: ,,შორით განჩხრეკვა'' - დისტანციური განსჯა, (შეად. ოპოზიტი - ,,ახლოით განჩხრეკა'', ,,ახლოით განჩხრეკილი კაცი''- ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ ახალგაზრდობაში ფრანგულიდან ნათარგმნი ფილოსოფიური ტრაქტატის - ფრანგი განმანათლების კ. ფ. ვიოლენის (1757-1820) თხზულების - ,, ნანგრევები ანუ ფიქრები იმპერიათა რევოლუციაზე” (1791) ქართული თარგმანის სახელწოდება).
აქ გამოყენებულ ერთ სარითმო წყვილს : შავი პეპლები/ჩავიფერფლებით, საინტერესო, ასე ვთქვათ, საუკუნოვანი ისტორია აქვს.(შეგახსენებთ: მის შესახებ საუბრობს ვახტანგ ჯავახაძე წიგნში ,,უცნობი').
პეპლები/დაიფერფლები - გალაკტიონისეულია. იგი ძალზე განიცდიდა, მის ამ და სხვა რითმებს რომ ითვისებდნენ სხვა ცნობილი თუ უცნობი პოეტები .
არადა, პეპლ/ფერფლ- რომ ერთმანეთთან ძალზე ახლო ბგერწერულ კავშირშია, ეს ცხადია და ალბათ ნებისმიერ პოეტს 'ფერფლზე' ფიქრისას, უპირველესად ეს გაახსენდება.
ჩემთვის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იყო ცეცხლის კონოტაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე ახლო მდგომი სიტყვის ,,ფერფლის’’ კავშირიც მის რუსულ შესატყვისთან ,,პეპელ'’.
რაკი ამ სარითმო წყვილს გალაკტიონის ტვიფრი აზის, თუკი მაინც გამოვიყენებდი,საჭირო იყო, იმგვარად დამემუშავებინა , რომ რაიმე ახალი შემეტანა შიგ, ახალ საფეხურზე ამეყვანა იგი. ამიტომ შევქმენი ჰიპერდაქტილური, ხუთმარცვლიანი, შეცული რითმა: ,,შავი პეპლები/ ჩავიფერფლებით'’.
ბოლო სტროფის სტრიქონი ,,მე რომ მაცოცხლოს’’ - ჩანაფიქრით, სიტყვების ,,ცეცხლ-ი’’ და ,,სი-ცოცხლ-ე’’-ს ბგერობრივი კავშირის გარდა, გულისხმობს ცნობილ კონცეპტს, რომ ცეცხლი - ცოცხალია, ვიდრე ცეცხლობს,(ისევე, როგორც ქარი - ვიდრე ქრის, მდინარე - ვიდრე დის, ხმა - ვიდრე ”ხმიანობს’’ და ა.შ.).
მკითხველი, რომელიც მიუჩვეველია ჩემს კომენტარებს, ლექსებს რომ ვურთავ ხოლმე, ალბათ გაკვირვებით იკითხავს:
- კი მაგრამ , თუკი ეს ყოველივე სხვისია, რა მეკუთვნის მე, როგორც ავტორს?
პასუხი:
- ჩემი პირადი ემოციურ-მენტალური გამოცდილება, პროეცირებული ლექსში, და, ასევე, ყოველივე ამის ცოდნა, ერთ კონტექსტში თავმოყრა,ტრანსფორმირება და ორგანულად შერწყმა, რამდენადაც შესაძლებელია, პატარა, მსუბუქ, გარეგნულად მონაივურო ფორმაში. ეს აკაკი წერეთლის კლასია, რომლითაც აღტაცება არასოდეს მიცხრება და რომლის მიღწევაც ჩემთვის, მრავალი მცდელობის მიუხედავად, დღემდე დაუძლეველი ამოცანაა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jun 03, 2010 10:35 pm

გამოვიდა ჟურნალი ,, ქართული მწერლობა'' (2010,5) ,რომლის შეძენაც შეგიძლიათ მხოლოდ წიგნის მაღაზიებში .
( თბილისის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში და სტენდებზე - არ ჰქონიათ)
მასში დაბეჭდილია ეს სტატია, გაფორმებული გალაკტიონისავე გრაფიკული ჩანახატებით :

[url="http://www.radikal.ru"][/url]



,,მკითხველი მალე მიიღებს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ,,გალაკტიონის კვლევის ცენტრის’’ მიერ მომზადებულ სამეცნიერო-ლიტერატურულ კრებულს ,,გალაკტიონოლოგია V’’.
კრებულიდან, ანონსის სახით, გთავაზობთ ერთ თავს ნინო დარბაისელის ნაშრომისა ,,სამი ლექსი ,,არტისტული ყვავილებიდან”


[url="http://www.radikal.ru"][/url]

ნინო დარბაისელი


,,მივარდნილი აივანის'' გამო


ამპარტავანი თათარი,
ეზოში დადის მამალი,
მახსოვს მოხუცი ჭადარი
და ძველი დასტურ-ლამალი.

მახსოვს მივარდნილ აივნის
ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე.
ახლაც ხანდახან გაივლის
ჩვენი კნეინა , კაკაბი.

სიმინდის ანაქურჩალით
კოკა, შედგმული გაროზზე:
მაღალ ტანით და ჭურჭელით
კაკაბი მიდის წყაროზე.

გახმა ბოსტანში მწვანილი!
და ოხრავს ჭმუნვით მოცული
თავადი ვაშლოვანელი,
ხანდახან ჩემთან მოსული.

,,რა უბედური ქარია! ''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)

ოქტავებით ვწერ პოემას,
(ესეც საქმეა თუ არა? )
და სოფლის უდაბნოებას
ამ ზარმაც გადაუარა.

და მეგობარიც ხანდახან
უთუოდ მოვა, თუ ელი:
ტფილისში მეფობს თათარხან,
ღვინო, დუელი, დუელი!

სასახლე გახდა თილისმა!
არ არის არც საშინელი:
კარგად გაიცნო ტფილისმა
ჩინებულება ჩინელი.

,,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ... ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია...
(ვამაყობ საქართველოთი!)


ეს ლექსი, ერთი შეხედვით, ამოვარდნილადაც შეიძლება მოგვეჩვენოს იმ ორგანული მთლიანობიდან, ,,არტისტული ყვავილები'' ქმნილებათა კონტრაპუნქტული მიმართებებით რომ იქმნება, მით უმეტეს, რომ კრებულში მას წინ უძღვის ,,არ-დაბრუნება'' და მოსდევს ,,აკაკის ლანდი''. ამ კონკრეტულ ლოკალში იგი თავისებურ ინტერმედიადაც კი გამოიყურება.
რატომ შეიტანა პოეტმა კრებულში ეს ლექსი, მაშინ, როდესაც იმავე წლებში შექმნილი, კონტექსტუალურად ახლო მდგომი არაერთი ნაწარმოები გარეთ დატოვა?
რეგისტრულობის მხრივ, ,,მივარდნილი აივანი~ ,,არტისტული ყვავილების'' ყველაზე ქვედა საფეხურია და ვერსიფიკაციული თვალსაზრისითაც ლამის ყველაზე ტრივიალური ფორმა აქვს: რვამარცვლედი(5/3) კატრენები, მომდინარე ხალხური ლექსისა თუ მისი ლიტერატურული ანალოგიდან, ჯვარედინი დაქტილური რითმებით.

***
გ.ტაბიძის თხზულებათა თორმეტტომეულის კომენტარში ვეცნობით ჩანაწერს პოეტის არქივიდან, სათაურით ,,მივარდნილი აივანი'':
,,ლექსი დაწერილია 1918 წელს, თათარი შემოესია ბათომს. ლექსი სატირაა იმდროინდელი ვითარებისა''. შემდგომ პოეტი განმარტავს ტექსტის ცალკეულ მომენტებს, რომელთა შესახებ ანალიზისა და ინტერპრეტაციისას, შესაბამის ადგილებზე ვისაუბრებთ, მანამდე კი დავიწყოთ სტროფიკით.
ლექსში ცხრა კატრენია. აქედან შუა ანუ მეხუთე და ბოლო - ფორმით იდენტურია, მაგრამ ფუნქციურად - განსხვავებული:

,,რა უბედური ქარია!''
,,წამოველ, ვიცი, მელოდი!''
დავლიეთ, გაგიხარია,
(ვამაყობ საქართველოთი!)


მეხუთე სტროფი ლექსს ორ ნაწილად ჰყოფს. პირველ ნაწილში რჩება ეზოს წარსულის გახსენება, მის ბინადართა აღწერა, თავადი ვაშლოვანელის სტუმრობა, მასთან მუსაიფი ქალაქის ახალ ამბებზე, რომლის შინაარსიც ჯერ (ჩვენ - მკითხველებმა) არ ვიცით, სმა და დამშვიდობება.
მეორე ნაწილი - სტუმრის წასვლის შემდეგ მარტო დარჩენილი პოეტი-მასპინძლის მარეზიუმირებელი ფიქრი-მონოლოგია. და მის ბოლოში განმეორებული სტროფი თუ ადრე ცოცხალ, უშუალო დიალოგს გადმოსცემდა, ახლა სიტყვებში - ,,(ვამაყობ საქართველოთი!)'', ჩვენი ,,ბედნიერი ერისადმი'' (ი.ჭავჭავაძე) სარკაზმის ზღვრამდე მისულ ირონიას პოეტის გულდაწყვეტილი ინტონაციაც ერთვის.
გალაკტიონის პოეზიის ინტერტექსტუალობასა და სტილთა კონტრაპუნქტის შესახებ მსჯელობისას ი. კენჭოშვილი აღნიშნავს, რომ ჩვენთვის საინტერესო სტროფი ,,მთლიანად ცხოვრების ტექსტიდან აღებული ციტატებისგან შედგება''. (სტრიქონი ,,წამოველ, ვიცი მელოდი”, ჩემი ფიქრით, ფოლკლორულ ტექსტსაც – ,,აქედანა და შენამდინ” – უნდა უკავშირდებოდეს, კერძოდ სტრიქონებს - ,,ასე გამხადა სურვილმა, წამოველ, ვეღარ ვიარე” ).
მივყვეთ ტექსტს და შევეცადოთ გარკვევას, თუ რა ინტერტექსტუალურ მიმართებაშია იგი ცხოვრების ტექსტთან, ასევე, რა ლიტერატურული რემინისცენციებისა და ალუზიების გამოყენებით არის კონსტრუირებული იგი.
ლექსის პირველივე გროტესკული სახე _ ეზოში მოსიარულე ამპარტავანი მამალი და მისი თათრობა შეგვეძლო მხოლოდ პოლიგამიურობაზე, როგორც მუსლიმანური, ,,ურჯულო’’ სამყაროს წესზე მინიშნებადაც ჩაგვეთვალა და შესაბამისად, კაკბის გამოჩენა ეროტიკის ალეგორიად გაგვეაზრებინა, თავად გალაკტიონის ჩანაწერი რომ არ გვზღუდავდეს, ,,ბათომს თათარი შემოესიაო''.
ამპარტავნობა _ დავით კლდიაშვილის პერსონაჟთა _ ,,შემოდგომის აზნაურთა'' საერთო-სახასიათო ნიშანია, მაგრამ სოფლის მოუვლელ ეზოში ამპარტავნულად მოსეირნე მამალს _ პაროდიულ სურათს დაკნინებული საქართველოსი სხვა ლიტერატურული პირველწყაროც ეძებნება. თუ ამპარტავნობას მამლების ბრძოლის მიზეზად ან გამარჯვების ნაყოფად წარმოვიდგენთ, გამოვლინდება ტრანსფორმირებული ალუზია გურამიშვილის თავისთავად პაროდიული სიტყვებისა: ,,ვით მამალი სხვის მამალსა დამტერდეს და წაეკიდოს''. ამ პოეტისავე სიტყვებით, ამპარტავნობა ქართლის ჭირის თანამდევია. (,,შეიქნა დიდი მტერობა, თქმა ერთმანეთის ძვირისა,/ამპარტავნობა და შური, ურცხვად გატეხვა პირისა"). მოყოლებული გურამიშვილიდან, მამალი, მამლების ბრძოლა _ ქართული პოლიტიკური დისკურსის პატრიოტული ,,ფრეიმების'' ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია (გავიხსენოთ: ათი წლის შემდგომ, 1918 წლის მოვლენების ამსახავ პოემაში ტიციან ტაბიძე თავს _ ,,ფრონტებზე'' სწორედ გურამიშვილის ამ სიტყვების: `ვით მამალი სხვის მამალსა...~ ციტირებით დაიწყებს და ამ კონცეპტს შემდგომაც არაერთგზის დაუბრუნდება),
აივანი, რომელსაც ადრე ჭრელ-ჭრელი მანდილ-საკაბე შვენოდა, ახლა ,,მი-ვარდნილია''. გარდა პირდაპირი გაგებისა, ამ თამაშურ პრინციპზე აგებულ ტექსტში მი/მო ზმნისწინებით ,,თამაში'' მო-ვარდნილის (მომწყდარის, მოძრობილის) გაგებასაც გამოავლენს.
მანდილი _ ქალის კდემამოსილების ქართული კლიშე-სიმბოლო და სა-კაბე _ (მომავალი დროის გაგება - მინიშნება კაბადქცევის პოზიტიურ პერსპქტივაზე), ახლა ძველი დასტურ-ლამალივით, მხოლოდ ხსოვნას შემორჩენია (,,მახსოვს'').
კნეინა _ ამ კონტექსტში, გარდა ევფონიური კავშირისა სიტყვა ,,კაკაბთან'', კნინობის, და-კნინების გაგებასაც შეიცავს. მხრებზე გაროზმოსხმული (გაროზი - ნაქსოვი მოსა-სხამი), მაღალტანიანი ,,კნეინა კაკაბი'', აწ სიმინდის ანაქურჩალით პირდაცობილი კოკა რომ შემოუდგამს მხარზე, ერთი მხრით, პაროდირებული ალუზიაა ხალხური სიმღერისა ,,თებრონე მიდის წყალზედა, კოკა შეუდგამს მხარზედა'', მეორე მხრით კი ვაჟას ლექსისა ,,სამეფოს სიმღერა'':

ქალო, გნახე ფეხშიშველი,
გამაჰგოგდი ეზოშია,
გენაცვალე, კაკაბს ჰგავდი,
მოსეირნეს ფერდოშია.


საქართველო (,,ვამაყობ საქართველოთი'') - ეპიფორის, გამეორების ბოლო, ლექსის მთავარი სიტყვაა და მისი სტატუსის გამოსაკვეთად გამომსახველობით საშუალებათა მთელი კომპლექსი გამოიყენება. პატრიოტული მოტივი ტექსტში კარნავალური წესით შემოდის: ოდესღაც ,,ძველი დასტურ-ლამალის'' წეს-გარიგებებით მართვადი ეზო-მიდამო _ ძველი საქართველოს სახე _ ახლა დაკნინებულა და სასეირო სანახაობის არედ ქცეულა. კნეინა თუ წყალს ეზიდება, ,,ჭმუნვით მოცული თავადი ვაშლოვანელი'' (მაღალი სტილის პაროდია) ოხრავს იმაზე, რომ ,,გახმა ბოსტანში მწვანილი!''
პოეტს შემოქმედებითი მოცალეობის ჟამი უდგას და პოემას წერს ოქტავებით, თან თავს იჯერებს: ,,(ესეც საქმეა თუ არა?)'', მაგრამ ეს უფრო თავისმართლებაა ვიღაცის წინაშე. ვინ შეიძლება იყოს ეს ვიღაც, რომელიც ტექსტში მონაწილეობს, მაგრამ ღიად ექსპლიცირებული არ არის?
ვფიქრობ, აქ ი.ჭავჭავაძე ადვილი ამოსაცნობი იქნება, თუ გავიხსენებთ ფრაგმენტს ამ ლექსთან ინტერტექსტუალურად დაკავშირებული ტექსტიდან _ თათქარიძიანთ კარ-მიდამოს აღწერიდან:
,,...ხან კიდევ დაწერილია რამე, თუნდ ამისთანა რამ: „დათვი ხეზედ როგორ გავა, იავ-ნანინაო!.." ეს კი ქალის სა¬ქმე უნდა იყოს. თუნდ მართლადაც ესე იყოს, რა დასაძრახისია? მოსწყენია დავითნის კითხვა, გულზედ რაღაცა სევდა მოსწოლია, — და გონების გასართავად და უგემურ დღის დასალევად მიმჯდარა ფანჯარასთან, ამოუძვრია გულის ქინძისთავი და მიუყვია ხელი ამ მართლა-და გონება-გასართველ საქმისათვის. უსაქმო ყოფილა და საქმე გაუჩენია ამ ანდაზის ძალით: „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობიაო'' (,,კაცია- ადამიანი?!'' ) .


[url="http://www.radikal.ru"][/url]

დავუბრუნდეთ კვლავ ტექსტის თანმიმდევრობას.
,,ტფილისში მეფობს თათარხან'', თან რაღაც დუელებია... რაკი ლექსი თათრის ხსენებით იწყება, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ტექსტში მისი გამოჩენის მოტივი ორ სიტყვას შორის ბგერწერული და სემანტიკური კავშირია, ან რომ აქ საუბარია რაღაც ისტორიულ რეალიაზე, რომლის შესახებ ინფორმაციას თანამედროვე მკითხველამდე არ მოუღწევია. ამის კვალი არ მოიძევება არც ისტორიულ წყაროებში, არც ტიციან ტაბიძის პოემაში ,,თვრამეტი წელი'', რომლის მიხედვით, კატაკლიზმებით სავსე 1918 წლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოფის სურათი ასეთია: თბილისი დაშნაკების, სოციალ-დემოკრატების _ მენშევიკ-ბოლშევიკთა მწვავე ბრძოლების ასპარეზად ქცეულა. თითქოს გალაკტიონის ამ ლექსს ეპასუხებოდეს, ტიციან ტაბიძე პოემაში თბილისის შესახებ ამბობს:

ამ დროს არ იყო
ლეკი და დიდო,
თურქებსაც ორივე
ფეხი ჰქონდათ
ძირში მოტეხილი.
და დაღლილ მამლებს
ძაღლი კი არა,
თვითონ დიდი
ბრიტანეთის ლომი
ტორით ტორავდა.


იქნებ სარითმო წყვილი: ხანდახან/თათარხან დაგვეხმაროს ცხოვრების ტექსტის ამ ბუნდოვანი რეალიის ინტერპრეტირებაში.
იონა მეუნარგია ნარკვევში ,,მამია გურიელი'' ასეთ, ცოტა არ იყოს, ფრივოლურად შეფერილ ეპიზოდს იგონებს:
`ერთ დარბაისელ საზოგადოებაში ერთი მშვენიერი ახა¬ლ¬გაზრდა ქალი, დიდი გვარიშვილი, დიდხანს ლაპარაკობდა თავ. თათარხან დადეშქელიანზე. იქ მყოფმა მამიამ დიდხანს უგდო ყური იმას, და, რომ არ გაათავა ბანოვანმა ლაპარაკი, წაიდუდღუნა თავისთვის, მაგრამ ისე, რომ სხვებსაც გაეგონათ:

სულ თათარხან,
სულ თათარხან,
ჩვენც - ხანდახან,
ჩვენც - ხანდახან.''



ასეთი მოსწრებული სიტყვები ჩვეულებისამებრ, ზეპირსიტყვიერადაც ვრცელდებოდა და დიდხანსაც ახსოვდა ყველას. ესეც არ იყოს, ცნობილია გალაკტიონის განსაკუთრებული სიყვარული მამია გურიელისადმი.
[url="http://www.radikal.ru"][/url]
თათარხან (ნიკოლოზ) დადეშქელიანი _ ქალების გულთამპყრობელი, რომელიც ქუთაისში ცოცხალ სურათებად დადგმულ ,,ვეფხისტყაოსანში'' ტარიელს განასახიერებდა (1882), 1918-ში ცოცხალი აღარ იყო. თათარხანი _ სვანეთის მთავრების დადეშქელიანების საგვარეულო სახელია. გასული საუკუნის ათიან წლებს უკავშირდება ციოყ (ალექსანდრე) დადეშქელიანის ოჯახის იმ დროისათვის მეტად გახმაურებული ჰამლეტური ტრაგედია. ციოყის ვაჟს თათარხანი (ნიკოლოზი) ერქვა. ეს უმცროსი თათარხანი ორბელიანებთან არის დანათესავებული, ვაშლოვანი კი - ორბელიანთა სამოსახლოა... მაგრამ ნუღარ გავცდებით ჩვენი წერილის ძირითად მიზანდასახულებას. მხოლოდ აღვნიშნავ, რომ დუელის ხსენება თათარხანთან ერთ კონტექსტში _ ორი თათარხან დადეშქელიანის კონტამინაციაა პოეტურ წარმოსახვაში. ახალ დროებაში მწვანილის გახმობაზე აგრერიგად მჭმუნვარე თავადი ვაშლოვანელი კი თათარხანის ამბის მომტანი რეალური პიროვნება ვერ იქნება. იგი პოეტური ფიქციაა, ქართულ ეროვნულ მეხსიერებაში დამკვიდრებული გმირის - თამარ ვაშლოვანელის დაკნინებული შთამომავალი.
ახსნა მომდევნო სტროფის სიტყვებისა: ,,სასახლე გახდა თილისმა'' თვით გალაკტიონის ხელნაწერშია მოცემული: თილისმა მიმზიდველობას ნიშნავს. თუ აქ ტიციან ტაბიძის პოემიდან გავიხსენებთ, მთავრობის სასახლეში ნოე ჟორდანიას, მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს, ყველა ჯურის პოლიტიკოსებს შორის რა დიდი შეხლა-შემოხლები იმართებოდა, სასახლის `თილისმობა~ _ მიმზიდველობა უფრო გასაგები შეიქნება.
,,ჩინებულება ჩინელის'' ასევე თავად გალაკტიონს აქვს ახსნილი: ჩინელი _ ზოგადი სახელია ყველა უცხოელისა, იმ წლებში თბილისს რომ მოაწყდა. ,,ჩინებულება'' კი, პოეტის თქმით, ღირსებას ნიშნავს. თავის ჩანაწერში იგი კონკრეტულ მაგალითებს იხსენებს, თუ რა უღირსად, ადგილობრივთა დამამცირებლადა და შეურაცხმყოფლად იქცეოდნენ უცხოელები, კერძოდ ინგლისელები თბილისში. გალაკტიონისეულ პოეტურ ეტიმოლოგიაზე დაფუძნებული ეს სინტაგმა აქ კვლავ ,,გადაყირავებულად'', პაროდირების მიზნით არის გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსის არაერთ მხარეს შევეხეთ, ჩვენ, პრაქტიკულად, მაინც არ გაგვიცია პასუხი წერილის დასაწყისში დასმულ კითხვაზე.
დავუკვირდეთ ლექსის მეორე ნაწილის - პოეტის მონოლოგის ლექსიკას. მასში დაფიქსირებულია ის მნიშვნელოვანი სიტყვები, რომლებიც ,,არტისტული ყვავილების'' ძირითად სახე-სიმბოლოებსა და მხატვრულ კონცეპტებს აღნიშნავს: უდაბნოება, ზარი, სასახლე, ამას დავუმატოთ განმეორებადი სტროფიდან ქარი და ამ ყოველივესთან დაკავშირებული რომანტიკულ-სიმბოლისტური კონოტაციები: გზა-ლოდინი/მოსვლა, საშინელი/საშინელება და, ასევე, სათაურისეული ,,მივარდნილი'' (,,სუროში საშინლად მივარდნილ კედლებით/ ეს სახლი მაგონებს დაწყევლილ სამარეს''- ,,დომინო'') და, ვფიქრობ, ცხადი შეიქნება, რომ ეს ლექსი არა მხოლოდ პოეტური ლექსიკის დონეზეა დაკავშირებული დანარჩენებთან, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართულ ცდას სწორედ ,,,,სატირულ'' კონტექსტში მოქცევა-გააზრებისა. გავიხსენოთ, როლან ბარტის ცნობილი სიტყვები: ,,პაროდირება - ეს არის უკანასკნელი გამოცდა ტექსტის გამძლეობისა''.
შემოთავაზებული ინტერპრეტაცია არასრული იქნება, თუ კიდევ ორიოდე სიტყვით არ შევეხები ლექსის სათაურს - ,,მივარდნილი აივანი''.
აივანი, როგორც სახლის, შენობის _ კულტურის ნაწილი, ერთდროულად მისი ნიშანიცაა და ბუნებასთან, ასევე კულტურულ გარესივრცესთან ღია კომუნიკაციისაც. მაგრამ სიტყვა ,,მივარდნილი'', სალექსიკონო განმარტებით შორეულს, განაპირას, მიყრუებულს, ძნელად მისასვლელს რომ ნიშნავს, ჩვეულებრივ, გულისხმობს არა მხოლოდ იმ ლოკალს, სადაც ამ თვისების მქონე ობიექტია საგულვებელი, არამედ რაღაც სხვა ლოკალს/ლოკალებსაც, საიდანაც იგი ამაგვარად აღიქმება და, შესაბამისად, დისტანციასაც ამ ლოკალებს შორის.
ეს გარკვეულ საფუძველს იძლევა, რომ სათაური ,,მივარდნილი აივანი'' და მთელი ლექსიც გავიაზროთ, როგორც _ სასაზღვრო, გარდამავალი, შუალედური პირობითი ბარიერი, ლოკუსი ,,არტისტული ყვავილების'' უსაზღვრო იმაგინაციურ სივრცესა და პოეტის ყოფით-რეალურ სივრცეს _ ცხოვრებას, როგორც ტექსტს შორის, სადაც ორივე სივრცის არსებობის წესები ცენტრებიდან პერიფერიამდე ვრცელდება და ერთდროულად თანაარსებობს შეუსაბამობათა შესაბამების, _ ზ. ფროიდის მიხედვით, _ ყოველგვარი იუმორის არსობრივი საფუძვლის პირობებში.
ამ ლექსში, რომლის სატირულ-პაროდიული ინტენცია ერთდროულად მიემართება ორ ტექსტს: ,,არტისტულ ყვავილებსა'' და ცხოვრებას, უკვე რეალიზებულია პოტენცია ნიშანთა მთელი წყებისა, რომელიც ათწლეულების შემდეგ გალაკტიონის ირონიულ-პაროდიულ ლირიკაში და შემდგომ - მის ეპიგონთა შემოქმედებაშიც წარმმართველი გახდება: სახეთა მკაფიო რეალისტურობა და კონკრეტულობა, კარნავალური ელფერი, სიტუაციისა და სახეთა გროტესკულობა, იუმორისტული ეპითეტები, ზეპირმეტყველებითი დიალოგური პასაჟები, ინტონაცია, როგორც პაროდირების ხერხი; პლანების მოულოდნელი შენაცვლება, ტრადიციული (აქ _ დაბალი შაირის) ფორმის პაროდირება და მახვილგონივრული რითმა, როგორც პაროდია რითმისა.


[url="http://www.radikal.ru"][/url]
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Jun 07, 2010 2:13 pm

ნინო დარბაისელი

''პერცოვკა'' ანუ გადახდილია



რა სჯობს, აქ იჯდე -
- აეროპორტის პატარა ბარში,
ასე უსმენდე წყნარ მუსიკას
ყელმოფონილი,
და შესცქეროდე ლუდის კათხას,
შიგ ბუშტუკები ზედაპირისკენ
ზოლებად რომ მოთამაშობენ
და საუბრობდე სანდომიან ქალბატონთან.
ერთია ცუდი -
- მოწევა რომ არ შეიძლება.
ნუ ნერვიულობთ,
რომ იგვიანებს უსაშველოდ თქვენი რეისი
და ტრანზიტული მგზავრი - უკვე კონტროლგავლილი
შუშის ციხეში ხართ უაზროდ გამომწყვდეული.

რა სჯობს დროებით შეყოვნებას შორი მგზავრისთვის,
როდესაც იცი,
ადრე თუ გვიან,
ბოლოს ყველა ადგილზე მივალთ,
ხოლო მანამდე
სრულიად უცნობს გაენდობი,
გადაეხსნები,
მერე გზებიც გაიყრება,
შენი ნათქვამიც, -
- გულის დარდს რომ ამოიყოლებს,
დაიკარგება,
გაიბნევა სამარადისოდ.

ახლა პატარა ბიზნესი მაქვს,
თავიდან კი მღვდელი ვიყავი.
პატიმრებთანაც დავდიოდი საპყრობილეში.
როდესაც რკინის ცივი კარი შენ წინ იღება,
მერე ზურგსუკან იკეტება მძიმე ხმაურით,
''წმიდა წერილსაც''
ფურცელ-ფურცელ რომ გისინჯავენ,
წინ კი ისევ რკინის კარია,
არის კი ვინმე,
თუნდაც მოძღვრად იყოს მისული,
ვინც წამით მაინც არ გაიფიქრებს,
რომ აქ დასრულდა ყველაფერი და
ვეღარასდროს გააღწევს გარეთ?

კაცი კი არა, მხეცი იყო, ასე ვიცოდი.
არ ენდობოდა მიწის,
აღარც ზეცის სამართალს,
სხვისი ოჯახი ამოხოცა თურმე წამებით
და კმაყოფილი თვითონ ჩაბარდა
და სიკვდილმისჯილს
აღსრულებამდე აღსარების ნება დართეს.

საკანში,
დაბმულ მაგიდაზე
ხელუხლებელი იდო მისი ბოლო სადილი,
კარგი სადილი,
ქველმოქმედთა შემოგზავნილი.
თითქოს ვერაფერს და ვერავის ვეღარ ამჩნევდა.
შიში არ იყო,
არც იმედი,
რაღაც, სხვა,
უცხო,
უსახელო,
ის, რაც ამბობდა,
რომ მკვდარია სიკვდილმისჯილი
განაჩენის აღსრულებამდე.
არც ვჭირდებოდი,
არც არაფრის თქმას აპირებდა
და რაც კი ვცადე,
ყალბად გაისმა.
ის ჩუმად იყო,
მეც გავჩუმდი.

და სწორედ მაშინ,
კარზე ორჯერ მოკაკუნებით როცა გვანიშნეს,
რომ ჩვენი ვადა იწურებოდა,
მე კი არ მითხრა,
თითქოს ვიღაცის დანაბარები გაიმეორა,
გვერდზე გახედვით,
გულგრილად თქვა: ,,ყინავს მამა" ...
უცებ მწვდა ყელში,
დამითრია
და
აღრიალდა მთელი ციხის,
მთელი სამყაროს გასაგონად:

,,- ეეეეე-ი, მა-მა-ოოოო!
იცი მაინც, რა გემო აქვს შურისძიებას?
მწარეა,
ტკბილი, -
,,პერცოვკაა",
ზედ - შავი პური,
თავზე - ლორი მარილიანი !
მე:
- ყელი,
ყეეეეეეე-ლი! - ვხრიალებდი,
რაც ძალი მქონდა, წიგნი ჩავარტყი
და მოხარხარე გაიყვანეს.

და ყურის დაბლა
ეს უცნაური ნაიარევიც -
იქიდან დამრჩა.

აბა, მშვიდობით!
ნუ შეწუხდებით,
ყველაფერი გადახდილია.


- - - - -
პერცოვკა-(რუს.) წიწაკიანი არაყი


Last edited by nino darbaiseli on Thu Jun 10, 2010 9:21 pm; edited 11 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jun 08, 2010 2:01 am

ნინო დარბაისელი

ვცვლი

ვცვლი მყუდრო ბინას,
გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში.
(კარგი ხედი,
სრული კომფორტი,
გაჩერება სახლთან ახლოა).

ვცვლი წმინდა სისხლის ტოი-პუდელს,
მოვლილს და გაწვრთნილს, -
- ჩინურ კატაზე.
(იპარავს ნამცხვრებს,
არ მოაკლოთ სახრავი ძვლები
და მოარიდეთ აუცრელი ძაღლების ხროვა).

ვცვლი ძველ მეგობრებს,
ერთგულებს და დაუზარებლებს
...საკუთარივე თავის მიმართ, -
- ერთ მეგობარზე,
ერთადერთზე...
სასურველია,
მონაყოლი კარებამდეც არ მიჰყვებოდეს.
(მათი არ იყოს,
ზოგჯერ გულგრილი მეც კი ვიყავი,
მათი გულისთვის განსაცდელსაც
ბევრჯერ შევები,
ყველა მათგანი მარტოა და
საყვარელია.
ერთურთის მჯობნი,
დანარჩევის დანარჩევები).

ვცვლი სამშობლოსაც,
ანტიკვარულს,
ჩუქურთმებიანს, -
- დიდ ქვეყანაზე.
(ასაწყობია.
შესაცვლელია სარკის გარდა,
თაროს ფიცრები.
რემონტის მერე
მისატოვებლად ვერ დაიძვრები).

ვცვლი ნატვრებს,
მიზნებს,
მოგონებებს,
ღირებულებებს.
არ მენანება
დასაფიცარ-დანაფიცრები.

ჰო, ასეთი ვარ .
ვარ გამცვლელი მარადიული
და ვცვლი ყველაფერს - ყველაფერზე,

მე - არ ვიცვლები!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jun 13, 2010 1:58 pm

ნინო დარბაისელი

სახლი კაკალქვეშ


ვეღარ ვინიშნებ ამ კაკლისხით სოფლის თავიდან
ჩვენს ეზო-კარს ვეღარასოდეს!
აღარ იტყვიან,
რომ დიდი პაპის ბრალი იყო,
რომ აიხირა სიკვდილის წინ,
ჩვენი სახლისთვის ახალი ნერგი გვერდით მოერგო,
თითქოს-და ოჯახს ქვემო კაკალი ეცოტავა,
დიდედაჩემმაც:
იმის სახელზე იზარდოსო,
თითქოს დაზრდილი,
მოსახელე შვილიშვილები არა ჰყოფნიდა.

მერე, კაკალმა როგორ იცის! -
- თავით ცას უწევს,
სიგანეზე - ტოტებგაშლილი
მთელ არემარეს ეპატრონება.
თავის ძირში კი, ხე რა არის,
ბალახ-ბულახსაც არ ახარებს.
ხოლო მიწისქვეშ
მსხვილ-მსხვილ ძარღვებს ისე გაიდგამს,
სახლის საძირკველს ლამის ძირი აუტრიალოს.
დღისით მთა-გორებს ეზომება,
ღამით - შრიალსაც მიანელებს,
ზედ დაგბუბუნებს
საცრისოდენათვალებიანი.

როცა ისხამდა,
ქარიანში
დახუნძლულ ტოტებს
ჩვენს კრამიტებზე რაკა-რუკი გაუდიოდა,
ჩვენ კი წენგოთი შეღებილი გვქონდა ტუჩები,
მტვრევაში ცერებდაბეჟილებს
ენა, იმის ნედლი წვენით დასიებული
პირში რომ აღარ გვეტეოდა,
მოსაშუშებლად უფროსები თხის რძეს გვასმევდნენ.

ამ გაზაფხულზე დასცემია უეცრად მეხი
და კიდევ კარგი,
მეხმა თავსხმაც მოიყოლია,
ცეცხლადქცეული მთელ მიდამოს გადაბუგავდა.
შუა ივლისში - ისევ ბოლავს
წყნარად,
თავისთვის,
ზოგან ფოთოლიც გამოუბამს,
ღია ფესვებზეც,
აქა-იქ ისევ ცოცხალია ამონაყარი,
მაგრამ რა გზაა!
მოსაკითხად გადმოსულებმა
შინაურულად დაგვარიგეს, საშიშიაო,
ხვალ ხისმჭრელებსაც მოგვიყვანენ.

უკვე ღამეა.
ამ მთის ჰაერმა დაცდა იცის,
პლედს მოვისხამდი,
მაგრამ ჭერიდან წრუწუნების ისმის ფხაკუნი,
რასაც ხელს ახლებ,
ყველგან თაგვის ცურცლი მოგყვება.
ფეხს აქ რომ დადგამ, იატაკი - იქით ჭრიალებს,
თითქოს შენ კი არ დადიოდე,
წამოიშალნენ მკვდრები სოფლის სასაფლაოდან,
აქეთ დაიძრნენ...

არ მეშინია,
მე არაფრის არ მეშინია!
არ მეშინია,
მე არაფრის არ მეშინია!

ხვალ ადრიანად დავუყვები,
რომ ოთახებში წლით ნაგუბარი მარტოობა გავამზეურო,
გადასაყრელი - გადავყარო,
და რაც დამრჩება,
თვალმისავალად დავხეხო და დავაკრიალო...

ჭიშკრიდან ისმის შემთვრალების:
- რა ბაღი იყო, ნაკურკალზეც რომ ბალ-ატამი ამოდიოდა!
- ხედავ, ჩვენშუა ეს ღობე როგორ მორღვეულა?
- გაგიველურდათ იასამანი,
ნამყენმა ვარდმაც კოკრის ადგილას ასკილები გამოიტანა.
- როგორ აგიხსნა,
შეჩვეული საყვარელივით აღარც მინდა,
აღარც მეთმობა,
მაგრამ შევხედავ, თუ გამოუჩნდა კარგი მყიდველი...
- ოღონდ შორისთვის ნუ გადადებ,
ეზოში ერთი ფარღალალა ქოხიც რომ გედგეს,
სახლიან მიწას მუშტრის თვალში მეტი ფასი აქვს.

''თბილისთან ახლო, (47 კილომეტრი),
პატარა სახლი, ბელეტაჟზე,
დიდი აივნით,
ბუხრით და მარნით.
ეზო - 1000 კვადრატული,
ხეხილის ბაღი - მხსმოიარე''.

თუ გადააწყდეთ ვინმე მსურველს,
ასე უთხარით,
რომ ნამყოფი ხართ,
ნახვადაც არ ღირს,
და რაც წერია, -
- მოგონილია!


Last edited by nino darbaiseli on Sun Jun 27, 2010 9:54 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Jun 18, 2010 10:18 am

ნინო დარბაისელი

ბებერა

გული?!
რა - გული?
რისი - გული?
აბა, დამხედე ამ ხელებზე,
კარგად დამხედე!

იცი, ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე
ბებერები როგორ ჩნდებიან?
ჯერ გეტკინება,
მერე ბუშტუკა გაიზრდება,
მერე გასკდება,
გეწვის,
გეწვის,
და თუ ნატკენსაც არ მოეშვები,
ბოლოს სალივით გამაგრდება,
მერე აწექი ამ ბებერას
რამდენიც გინდა,!
იფიქრებ მხოლოდ:
ახლა, ალბათ, უნდა მტკიოდეს,
სიტყვებში ქვითინშერეულში
უნდა ისმოდეს
თავისმართლების
უსუსური არგუმენტები,
,მიწა მეჭამოს!'' - ვიფიცებდე,
სიკვდილს ვნატრობდე,
მე კი ვზივარ და ღრმად მამთქნარებს,
თან, მგონი, მშია.
დროა, წახვიდე.

ძილი,
ძილი,
მთელ სიცოცხლეს ძილში ვიძლევი!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jun 27, 2010 10:08 am

ნინო დარბაისელი

სინოპსისი


ბინა ქალაქში.
ფანჯრიდან - ღამე.
საძინებელში მოძრაობს ქალი -
- სანახევროდ დედიშობილა.

ეძებს.
პოულობს.
ვერ პოულობს.
ტანსაცმელი - მიყრილ-მოყრილი.
შუა ოთახში - ჩემოდანი უზარმაზარი.

ჯდება მოწყვეტით იატაკზე.
დასცქერის ფურცელს.
მოკლე-მოკლე სტრიქონებად
წერს გამალებით.
შლის.

მსხვილი პლანით:
გადახაზულზე მიწერილი -
- ,,არ მერგება!"
,,რა მავიწყდება?"

ხოლო ბოლოში:
,,ხვალ ამ დროს უკვე შენთან ვიქნები!"

დიდ სარკეში -
-კისერი,
მხრები.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jul 17, 2010 1:00 am

ნინო დარბაისელი

დღეს

დიდი ამბავი, თუ წახვედი!
დღეს მე ვიქნები ბედნიერი.
ადრე ავდგები.
ცივი შხაპი და
ცივი ყავა,
ზედაც - სიგ... არა!
არა, სიგარეტს აღარც მოვწევ,
გადავყრი ნივთებს,
ყველაფერს ერთად,
რასაც შენი კვალი ატყვია,
მერე ჩავიცვამ ახალთახალებს,
კარს გავიკეტავ
და ყველა შემხვედრს
გავუღიმებ,
მერე დავყვები
ადგილებს,
სადაც
არასდროს ვყოფილვართ ერთად:
ქალაქს და დაბას,
უდაბნოსაც.
ჩემი იქნება ცაც და მიწაც,
დღეცა და ღამეც,
ძილიც,
ღვიძილიც.

კმარა ცხოვრება,
სიყვარულისჯარისკაცული,
როცა შენია ყველაფერი,
რაც საჭიროა,
და გავიწყებენ, რა გინდოდა;
როცა გეძლევა ყველაფერი,
უფლება კი - არ...

შენ, უსასრულო ორჭოფობავ,
თქვენც, ტკივილებო,
წუხილებო,
ჩუმო დარდებო,
და თქვენც, შიშებო,
სწორდით!
სმენა!
ახლა რიგზე გაითვალეთ
და ერთიანად,
ჩემი გულიდან ნაბიჯით იაააარ!

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jul 17, 2010 11:07 pm

ნინო დარბაისელი

ჩემია? სხვისი?

(ანა დოის)

შენ მეუბნები,
რომ არ გესმის, რა მემართება,
ვერ გაგიგია, რატომ ვდუმვარ,
საქმე რაშია.
არც არაფერში.
მაშინდელივით მოწყენილი ვარ,
თითქოს ყველაფერს
შემოევლო შავი არშია.

ჰო, ასე ხდება.
მასკარადი როცა მთავრდება,
რა საჭიროა ან მარმაში,
ანდა მაშია.
ერთი გომბეშოც ვერ შევცვალე,
ყველა დავკოცნე.
არ არის პრინცი,
აღარც იმის თეთრი რაშია.

ეს ფურცელი კი
ჩამრჩენია ამ ძველ უჯრაში.
ჩემია?
სხვისი?
ხელი ბავშვური წერის ცდაშია:

'' დილას საუზმე ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე სადილიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
მერე ვახშამიც ვერ შევჭამე,
შენზე ვფიქრობდი.
ახლა ღამეა.
ვერ ვიძინებ.
იცი, რატომ?
ძალიან მშია.''
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Jul 25, 2010 8:53 pm

ნინო დარბაისელი

ორი პროფილი

გაიჭრა ჩემი ,,კაროლ-კოზირი''!
ყველაზე გვიან ხმამ დამტოვა,
რადგან მთავარი მაინც ხმაა,
ვითომხავერდის მოსასხამიდან
მოლაპლაპე დაშნის პირივით გამომკრთალი
ირონიები.
ხმაა მთავარი,
სხვას რომ არაფერს გაგაგონებს,
ყურის ნიჟარის ხვეულებში ჩაგუბებული.

თვალები?!
- სველი მიწისფერი,
ცხვირი - ძგიდეგამრუდებული,
ერთი პროფილი სწორი ჰქონდა,
მეორე - ოდნავ მოფერდილი.
იქნებ ამიტომ
ერთ არსებაში
ორი სხვადასხვა კაცი ჩანდა,
რომ რიგრიგობით,
ან ერთდროულად
მყვარებოდა და მჯავრებოდა.
როცა ღელავდა,
უთამაშებდა ნესტოები
და შუბლზედაც,
წარბებშუიდან
ჩამოყრილი თმების ძირამდე
ამობურცული რისხვის ვენა
აღარ ცხრებოდა.
და ქვედა ტუჩის ერთ კუთხეში
უთეთრდებოდა
ძლივს შესამჩნევი ნაიარევი.
ტორები ჰქონდა
უხეში და ვეებერთელა
რომ იმის მუჭში
მე კი არა,
მთელი სამყარო ჩატეულიყო,
და ვაი, მაშინ,
თუ სამყაროს წვენს გაადენდა.
და მე ყველაფერ ამას ვიტანდი,
რადგან ჩუმ-ჩუმად ან ხმაურით
სულ ვღალატობდი,
(თუმცა ღალატი რა შუაშია,
თუ ერთგულება არავისგან მოგეთხოვება).
და საბოლოოდ მაინც გავტყდი, -
- ეს ვერაგი არარსებობა არ ეპატია
და დამთავრდა სიყვარულიც,
წარღვნით კი არა,
უხმაუროდ,
დუნედ,
თანდათან,
როგორც მდინარე,
არაფერს რომ არ უერთდება,
ჩაილია თავისსავე ძველ კალაპოტში.
გამოშრა ფსკერი და ნაგვალევში
ჭიანჭველების გულმოდგინე ქალაქებია.

შენ კი - ცხადი ხარ,
ნამდვილი ხარ
და უცნაურად აუტანელი,
თითქოს ჩავკბიჩე
ოქროსფერი კარალიოკი
და ხურმა შემრჩა,
- ჩამიკეტა სიმწკლარტემ ყელი.

ქორო:

თუ განსაცდელი მოახლოვდა,
ამით შეიტყობ:
გონი ირევა,
დგება ჟამი შფოთვის და ბოდვის.

კარალიოკი მოილევა,-
- ხურმა ჩატკბება,
ამასობაში აცივდება,
ზამთარი მოდის!


Last edited by nino darbaiseli on Sat Aug 07, 2010 10:31 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jul 27, 2010 9:10 pm

ნინო დარბაისელი

თვითმკვლელებისთვის

არა, არც ერთი საწამლავი ჩემთვის არ არის,
არც სამართებლით გადასერილი ვენა,
წყალში ხელის ჩაყოფა,
და ჩემისთანა მოცურავენი -
- მდინარეში გადახტომით თავს ვერ იკლავენ.
მიწაზე მწარედ დანარცხება?!
- ჭირისუფალნი
დასახიჩრებულ სახეს როცა ვეღარ ფარავენ?!

აი, ლითონი,
პრიალა ლულა,
ესეც- სასხლეტი,
ეს ათი ვაზნაც,
სათითაოდ
მუჭში ჭერით უცებ რომ თბება!

ეს ჩემი წმინდა რიტუალია:
სამ თვეში ერთხელ,
საღამოობით,
როდესაც ბინას დავაწკრიალებ,
მე ვზივარ მარტო
და ამ ლითონის ყველა ნაწილს
ვწმენდ გულდაგულ
და მერე ფრთხილად,
დაკვირვებით,
ახლიდან ვაწყობ.
მერე მაჯის გადაღლამდე
მიჭირავს ასე გაუნძრევლად.
მერე ირგვლივ საგნებს ვუმიზნებ.
ყველაფერი, რასაც ვინახავ, -
- მევე მინახავს
და ჩემით სავსე - დამენანება.
და სულ ესაა!

მეუბნებიან,
სჯობს,
ეს ბოროტი სათამაშო
დროზე თავიდან მოვიწყვიტო.
გასაგებია,
მაგრამ სიმშვიდე?
როდესაც იცი,
ნებისმიერ წამს შეგიძლია დასვა წერტილი,
მაშინ სიცოცხლის ყველა წამი ნაჩუქარია.
და შენც ნაჩუქარ სიცოცხლეს ცხოვრობ.
ხარობ,
ხალისობ არსებობით.

მიეცით ყველას იარაღი,
და გვერდით ედოს,
დაე, ბუნებრივ სიკვდილამდე
ჩაიბაროს თავისი თავი!...

( მაინც გახსოვდეთ
ერთი კაცის დანაბარები:
პოეტის ნათქვამს არაფერი დაეჯერება).


Last edited by nino darbaiseli on Mon Sep 13, 2010 12:06 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jul 31, 2010 12:07 am

ეს ჩემი რვეულიდან ამოღებული ძველი სავარჯიშოა. ცხადია, ხელწერა ,,ჩემი" არ არის.
ამოცანა ასეთი მქონდა: გამომეყენებინა ჩემთვის და ზოგადად, ქართული პოეზიისთვის უცხო რიტმული სქემა, რომელიც აწ გარდაცვლილმა ჩემმა მასწავლებელმა, ლექსმცოდნე როლანდ ბერიძემ თითქმის ათი წლის წინ ,,მაჩუქა''. მისი ინფორმაციით, მაშინ ეს სქემა რეალიზებული არ იყო., მაგრამ არსებობდა თეორიული შესაძლებლობა. დღეს იქნებ ვინმემ გამოიყენა კიდეც, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია.



ნინო დარბაისელი

ჩემი მაკიაველი

- რა ეშმაკი ავალებს,
რა შობს მაკიაველებს?-
- სწუხან მედიჩები.

მითხრეს: - მოგვწყდი, მოგვშორდი!
ყბედი იყავ ყოველთვის,
ისევ ყბედი რჩები.

ვერ მოეგე გონებას,
ვერ მოერგე მედიჩებს.
რას ემეტიჩრები!

ფლორენციავ, მისმინე!
ჩემი მწარე ბედი ხარ
და იმედი ჩემი.

თუკი შენ გადარჩები,
რაა მაკიაველი,
ანდა მედიჩები!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Aug 03, 2010 9:17 pm

ნინო დარბაისელი

კარგი ჩიტები


დაფხვნილ აგურზე,
გაზონებზე და ძელსკამებზე
თანდათანობით,
ზანტად,
ნებივრად გაწვნენ ჩრდილები
და უცხო ჩიტი კენკავდა ნამცეცს.
აფრინდა ჩიტი
მწვანე ფოთლებში შეერია,
მერე გალობდა.

იჯდა მოხუცი,
ისიც ხისკენ იცქირებოდა
და თითქოს ვინმემ რამე ჰკითხა,
თქვა:

- სულ ასეა:
ზოგი ჟღურტულებს,
ზოგი - ღუღუნებს
ზოგი - ჭახჭახებს;
ზოგი თეთრია,
ზოგი - შავი,
ზოგიც - ფერადი;
ზოგს კუდი დასთრევს,
ზოგსაც - ამაყად აუპრეხია.
ყველანი კარგი ჩიტები ვართ,
საკენკისგან შორს არ მივფრინავთ,
ვსხედვართ ყველანი
ვეებერთელა ფუნის გორაზე,
ხოლო ფუნაში ფუთფუთებენ ჭიაღუები
და ასეთ ყოფას
საბოლოოდ ცხოვრება ჰქვია.
ცა?!
რას დაეძებ!
თვითონ დაგდევს,
არ მოგშორდება,
და მიწაშიაც თან ჩაგვყვება...

წამოდგა,
ხელი ჩაიქნია
და წაფრატუნდა.

გალობდა ჩიტი,
მწვანე ფოთლებში შერეული
გალობდა ჩიტი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Aug 07, 2010 10:13 pm

ნინო დარბაისელი

ქვაბი

- ეგ დიდი ქვაბი რად გინდა, დედი?
ხომ წაგაკითხე:
ალუმინი - საწამლავია.
ან შინ სადილს ვინღა ამზადებს,
დღეს ყველაფერი გამზადებული იყიდება
და ცხოვრებაც გამარტივდა,
(ამბობ: - გართულდა!)
შენ კი ყოველთვე თუ ყოველკვირა
ისევ ათასი საიდუმლო ხერხი გჭირდება,
რომ ამ ძველ ლითონს
ძველებური სიპრიალე შეუნარჩუნო.
თანაც, რამხელა ადგილს იკავებს.

როგორ არ მახსოვს,
ყოველდღიურად
შენს სადილზე დაგეშილები
გზას შინისკენ
მწევრებივით ყნოსვით ვიგნებდით,
იმისი სუნი კიბის თავზე გვეგებებოდა,
სამივე შვილი,
მთელი ჩვენი საამხანაგო
ზედ სვავებივით ვაცხრებოდით,
და ქვაბის ძირსაც
(ზოგჯერ - მიმწვარს),
გამოვაჩენდით.

ჰო, ვიცი, ტუჩებს როცა მოკუმავ,
ნიკაპი ასე გეჭმუჭნება
და თვალები ტყვიისფერი გიხდება ხოლმე,
კიდევ ცოტაც და,
გახვალ უთქმელად,
ცხვირსახოცის მოსაძიებლად,
მაგრამ არ გინდა!
შენ ქვეყანაზე ყველაზე კარგი დედიკო ხარ.
ლამაზ კაბებსაც გვიკერავდი,
სახლსაც გვირთავდი.
ცოტას მკაცრობდი,
რადგან მაინც უმამოდ გვზრდიდი,
მაინც და მაინც
არც გაბრაზება გამოგდიოდა,
აუცილებელს არ გვაკლებდი
და ზოგჯერ
ხელი სანატრელზეც მიგვიწვდებოდა...

რა ვუყოთ, ასე გაგეფანტეთ,
როცა გვცალია ან ვახერხებთ,
ხომ სულ მოვდივართ,
გეფერებით.

კარგი, წავედი.
თუ გინდა, ქვაბსაც გავაყოლებ,
ქუჩაში დავდგამ.
მადლი იქნება.
გამოიყენებს
ალბათ ვინმე გაჭირვებული.

- ხელი არ ახლო!
წანდილისთვის გამოგადგებათ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 4 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: