არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო დარბაისელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jul 11, 2009 10:18 pm

nino darbaiseli wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
nino darbaiseli wrote:
კენწერო //ხის წვერი - პარალელური ფორმებია/ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,გვ.561./
ვაჟა ძვირფასო! საინტერესო ვერსიაა,მაგრამ არაკანონიკური,მე კი მინდოდა, კანონიკური ჰაიკუს რიტმი შემენარჩუნებინა:(5/7/5)
ერთი მომენტიც: მე აქ ვცადე ჰაიკუს მიღმიერი პლანს შესაქმნელად გამომეყენებინა ძველბერძნული ლირიკა და იაპონურისთვის შემეთავსებინა.
საფოს აქვს ასეთი ლექსი,რომელიც ქალწულობას ეძღვნება:

ღუის წითელ ვაშლივით,
სივრცეს შეკედლებია,
რად არ წყვიტავს მებაღე,
ხომ არ დავიწყებია?
როდი დავიწყებია,
მაგრამ ვერ შესწვდენია.

რაკი იაპონურ სამყაროსთან მქონდა საქმე,ვაშლი კარალიოკით ჩავანაცვლე. ეს ხილი ყველაზე ''იაპონურია'' და თოვლისფერ თეთრ ფონზე მკვეთრ,ნათელ ლაქას იძლევა.
რატომ კარალიოკი და არა ხურმა? ეს ორი მსგავსი ხილი სხვადასხვაა.კარალიოკის აღსანიშნავად არსებობს ბოტანიკური ტერმინი: იაპონური ხურმა,რომელიც ცოცხალი ქართული მეტყველებისთვის მეტისმეტად უცხო და ხელოვნურია. ვფიქრობ,სალიტერატურო ქართულში სიტყვა კარალიოკის დამკვიდრება მართებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც ცნობიერებში უცხო საგანი სახელთან ერთად შემოდის და ამ ,თანმოყოლილი სახელითვე მკვიდრდება,რადგან ენას მანამდე ადეკვატი არ გააჩნია,პურისტულად შექმნილი ფორმა კი გამძლე არ გამოდგება. მაგ:პომიდორი,სამოვარი,ვაგონი და ტროტუარი და ასე შემდეგ/.


...
გაუმარჯოს კარალიოკს,
მაგრამ ფშავში არ არიო!


არა უშავს! მთავარია,
რო ხურმაში არ არიო .
Very Happy


მეორე ვერსია:

საძებნად არ დაგჭირდება
არ პარიზი,არა რიო.
მთავარია,როცა ნახავ,
რო ხურმაში არ არიო.


შაირსა და ჰაიკუში
ხარ ძალიან მაგარიო.
ახლა უნდა გაგიმხილო
საიდუმლო მთავარიო.

როდესაც ზურაბ კიკნაძემ და თამაზ ჩხენკელმა ჰომეროსის ”ოდისეა”პროზაულად თარგმნეს(ვშორდები ორიგინალს,რომ უფრო ახლოს მივიდე მასთან),შენ არ უნდა გეძნელებოდეს ჰაიკუს გარეგნული მახარის მსხვრევა(5/7/5)=არაფერს)_იაპონელები მაინც ვერაფერს გაიგებენ... queen queen

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jul 15, 2009 2:54 am

ვაჟა ხორნაული wrote:
nino darbaiseli wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
nino darbaiseli wrote:
კენწერო //ხის წვერი - პარალელური ფორმებია/ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,გვ.561./
ვაჟა ძვირფასო! საინტერესო ვერსიაა,მაგრამ არაკანონიკური,მე კი მინდოდა, კანონიკური ჰაიკუს რიტმი შემენარჩუნებინა:(5/7/5)
ერთი მომენტიც: მე აქ ვცადე ჰაიკუს მიღმიერი პლანს შესაქმნელად გამომეყენებინა ძველბერძნული ლირიკა და იაპონურისთვის შემეთავსებინა.
საფოს აქვს ასეთი ლექსი,რომელიც ქალწულობას ეძღვნება:

ღუის წითელ ვაშლივით,
სივრცეს შეკედლებია,
რად არ წყვიტავს მებაღე,
ხომ არ დავიწყებია?
როდი დავიწყებია,
მაგრამ ვერ შესწვდენია.

რაკი იაპონურ სამყაროსთან მქონდა საქმე,ვაშლი კარალიოკით ჩავანაცვლე. ეს ხილი ყველაზე ''იაპონურია'' და თოვლისფერ თეთრ ფონზე მკვეთრ,ნათელ ლაქას იძლევა.
რატომ კარალიოკი და არა ხურმა? ეს ორი მსგავსი ხილი სხვადასხვაა.კარალიოკის აღსანიშნავად არსებობს ბოტანიკური ტერმინი: იაპონური ხურმა,რომელიც ცოცხალი ქართული მეტყველებისთვის მეტისმეტად უცხო და ხელოვნურია. ვფიქრობ,სალიტერატურო ქართულში სიტყვა კარალიოკის დამკვიდრება მართებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც ცნობიერებში უცხო საგანი სახელთან ერთად შემოდის და ამ ,თანმოყოლილი სახელითვე მკვიდრდება,რადგან ენას მანამდე ადეკვატი არ გააჩნია,პურისტულად შექმნილი ფორმა კი გამძლე არ გამოდგება. მაგ:პომიდორი,სამოვარი,ვაგონი და ტროტუარი და ასე შემდეგ/.


...
გაუმარჯოს კარალიოკს,
მაგრამ ფშავში არ არიო!


არა უშავს! მთავარია,
რო ხურმაში არ არიო .
Very Happy


მეორე ვერსია:

საძებნად არ დაგჭირდება
არ პარიზი,არა რიო.
მთავარია,როცა ნახავ,
რო ხურმაში არ არიო.


შაირსა და ჰაიკუში
ხარ ძალიან მაგარიო.
ახლა უნდა გაგიმხილო
საიდუმლო მთავარიო.

როდესაც ზურაბ კიკნაძემ და თამაზ ჩხენკელმა ჰომეროსის ”ოდისეა”პროზაულად თარგმნეს(ვშორდები ორიგინალს,რომ უფრო ახლოს მივიდე მასთან),შენ არ უნდა გეძნელებოდეს ჰაიკუს გარეგნული მახარის მსხვრევა(5/7/5)=არაფერს)_იაპონელები მაინც ვერაფერს გაიგებენ... queen queen

lol!

ე-ეჰ ვაჟა ძვირფასო! არც მთლად მასე ადვილად მაქვს საქმე. მყავს იაპონელი შვილობილი, პროფესორი ჰიროტაკე მაედა, ირანისტი, რომელსაც მე შევასწავლე ქართული და რომელიც ქართული პოეზიის არა მხოლოდ დიდი მოყვარული,არამედ მცოდნეც არის.



ეს რომ არ იყოს,რა უნდა ამ პატარა ლექსების მოქართულებას? არც არაფერი:

დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის წკიპზე
კიდია წვეთი.


მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი
ხის წვერზე დარჩა.



სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველ სახლში კი
ხვლიკს უხმობს ხვლიკი.



ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.
მიწაში - ბავშვი.


სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,
გაბრუვდა ჭია.


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,
ნუღარ ყეფ ,ძაღლო,!


ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხემდე
შორია ჩიტო!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jul 15, 2009 8:12 am

nino darbaiseli wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
nino darbaiseli wrote:
ვაჟა ხორნაული wrote:
nino darbaiseli wrote:
კენწერო //ხის წვერი - პარალელური ფორმებია/ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,გვ.561./
ვაჟა ძვირფასო! საინტერესო ვერსიაა,მაგრამ არაკანონიკური,მე კი მინდოდა, კანონიკური ჰაიკუს რიტმი შემენარჩუნებინა:(5/7/5)
ერთი მომენტიც: მე აქ ვცადე ჰაიკუს მიღმიერი პლანს შესაქმნელად გამომეყენებინა ძველბერძნული ლირიკა და იაპონურისთვის შემეთავსებინა.
საფოს აქვს ასეთი ლექსი,რომელიც ქალწულობას ეძღვნება:

ღუის წითელ ვაშლივით,
სივრცეს შეკედლებია,
რად არ წყვიტავს მებაღე,
ხომ არ დავიწყებია?
როდი დავიწყებია,
მაგრამ ვერ შესწვდენია.

რაკი იაპონურ სამყაროსთან მქონდა საქმე,ვაშლი კარალიოკით ჩავანაცვლე. ეს ხილი ყველაზე ''იაპონურია'' და თოვლისფერ თეთრ ფონზე მკვეთრ,ნათელ ლაქას იძლევა.
რატომ კარალიოკი და არა ხურმა? ეს ორი მსგავსი ხილი სხვადასხვაა.კარალიოკის აღსანიშნავად არსებობს ბოტანიკური ტერმინი: იაპონური ხურმა,რომელიც ცოცხალი ქართული მეტყველებისთვის მეტისმეტად უცხო და ხელოვნურია. ვფიქრობ,სალიტერატურო ქართულში სიტყვა კარალიოკის დამკვიდრება მართებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც ცნობიერებში უცხო საგანი სახელთან ერთად შემოდის და ამ ,თანმოყოლილი სახელითვე მკვიდრდება,რადგან ენას მანამდე ადეკვატი არ გააჩნია,პურისტულად შექმნილი ფორმა კი გამძლე არ გამოდგება. მაგ:პომიდორი,სამოვარი,ვაგონი და ტროტუარი და ასე შემდეგ/.


...
გაუმარჯოს კარალიოკს,
მაგრამ ფშავში არ არიო!


არა უშავს! მთავარია,
რო ხურმაში არ არიო .
Very Happy


მეორე ვერსია:

საძებნად არ დაგჭირდება
არ პარიზი,არა რიო.
მთავარია,როცა ნახავ,
რო ხურმაში არ არიო.


შაირსა და ჰაიკუში
ხარ ძალიან მაგარიო.
ახლა უნდა გაგიმხილო
საიდუმლო მთავარიო.

როდესაც ზურაბ კიკნაძემ და თამაზ ჩხენკელმა ჰომეროსის ”ოდისეა”პროზაულად თარგმნეს(ვშორდები ორიგინალს,რომ უფრო ახლოს მივიდე მასთან),შენ არ უნდა გეძნელებოდეს ჰაიკუს გარეგნული მახარის მსხვრევა(5/7/5)=არაფერს)_იაპონელები მაინც ვერაფერს გაიგებენ... queen queen

lol!

ე-ეჰ ვაჟა ძვირფასო! არც მთლად მასე ადვილად მაქვს საქმე. მყავს იაპონელი შვილობილი, პროფესორი ჰიროტაკე მაედა, ირანისტი, რომელსაც მე შევასწავლე ქართული და რომელიც ქართული პოეზიის არა მხოლოდ დიდი მოყვარული,არამედ მცოდნეც არის.



ეს რომ არ იყოს,რა უნდა ამ პატარა ლექსების მოქართულებას? არც არაფერი:

დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის წკიპზე
კიდია წვეთი.


მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი
ხის წვერზე დარჩა.



სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველ სახლში კი
ხვლიკს უხმობს ხვლიკი.



ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.
მიწაში - ბავშვი.


სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,
გაბრუვდა ჭია.


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,
ნუღარ ყეფ ,ძაღლო,!


ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხემდე
შორია ჩიტო!


...

ეს,მართლაც,მშვენიერი ლექსები ძალიან მოუხდებოდა cheers მინიმალისტური პოეზიის თემას(ქართული)... queen

არ მითხრა ახლა,ამ იაპონელს ხეზე ასვლასაც ვასწავლიო.


lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Aug 13, 2009 8:56 am

ნინო დარბაისელი

ეგ - არაფერი, არაფერი, ჩემო დაქალო!


ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ყველამ გაიგო,რომ გადარჩი,
ყველა ღელავდა.

პირი გიშრება?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
პირის სიმშრალე,
თავბრუსხვევაც,
წარმოსახვებიც.

ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
დილდილაობით -
ერთადერთი აბი-ჰორმონი,
ცოტაც - სხივური თერაპია
და
ზღვაზეც წავალთ,
მთაშიც წავალთ,
ისევ ყველაზე მშვენიერი და უკარება,
ისევ ყველაზე ჭკვიანი და ლაღი იქნები.

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/.

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Aug 14, 2009 5:07 am

ეს ზემოთა პოსტში მოთავსებული ლექსის გარითმული ვერსიაა. რომელი უფრო მოგწონთ?


ეგ - არაფერი!

ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ისე ვღელავდით,
ვხმაურობდით გაუთავებლად,
რომ მედპერსონალს
რიდით ვეღარც დავენახვებით.

თავბრუ გეხვევა?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
თავბრუსხვევები,
შიშები და წარმოსახვებიც.

გინდა,გაცინო?...
(რა ცივი გაქვს თითები თლილი!)
ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
მალე ადგები,
მეც - შენთან ერთად,
სულ ფეხით ვივლი.
ცოტა - სხივური თერაპიაც
და
ზღვაზეც წავალთ,
იქნები ისევ უკარება,
ლაღი და თბილი ...

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/.

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Aug 26, 2009 10:51 pm

მგ...ელეგია


სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს.
ხარის ლეში გელის სიბნელეში.
მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი?
მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში!
რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი,
ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი,
თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია.
მეშინია არ აგცდება ცხელი ტყვია.
გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.

გახსოვს, როგორ ავიწყვიტე?
ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს,
ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა,
გიელავდა ალესილი კბილი,
მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი,
მოგიშვირე უსუსური კისერი,
დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე
ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი,
დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც,
მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე.
გვერდით გდიე,
მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი,
წინმხედველმა ვეღარც მომიცილე.
ვინ რა იცის მარტომგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა
ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.

ბოლოს ქანცი გაგვეცალა,
ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო,
ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით,
ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ
და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი,
ჩავირბინე მინდორი და ბაგები,
გალეული ისევ პატრონს მივადექი,
შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი.
კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები
და პატრონიც ჩემით კმაყოფილია.
საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი,
მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია?
გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი,
სალაფავი ჯამში დავაობე.
დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული,
მეგულვოდა მორღვეული ღობე.

კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი.
რაწამს კარი გაიღება,
მავალია ავი ყეფა,
მერიდება მპარავი.
ყმუილისთვის პატრონისგან
ფერდში კავი არ ამცდება,
გაურჩებულს არ დამინდობს არავინ,
მაგრამ რაღამ გამაყუჩოს,
ფათერაკი ახლო თუა?
დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...

დაიჭექა!!!

იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს?
შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ.
არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს,
ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!

მაგრამ რატომ აიშალა არემარე,
თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით,
რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები,
ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?

შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ,
მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ!
ვინ გაიგოს შენგან კიდე
ჩემი გულის ღვიარება,
ყველა ყრუა,
ყველა უა-უუ-უუუუუ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Sep 09, 2009 8:45 pm

აბა,კაცები რატომ დგანან თავაწეული

მ.რ.-სა და ე.ბ.-ს


როგორ გაზრდილა !
ქალია უკვე.
ახლა ვინ იცის,
ბეწვის ხიდზე
როგორ გაივლის!

გუშინ არ იყო?
მამა-შვილი
ზამთრის საღამოს
მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს,
მუჭში ვუთბობდი
ხელის მტევანს,
თან ვაორთქლებდი ,
თან ვიხრებოდი
და ნაბიჯებსაც ვიმოკლებდი,
რომ ერთად გვევლო .

- აქ ღმერთი ცხოვრობს?
მკითხა უეცრად,
სამშობიაროს რომ ჩავუარეთ.
- აქ ღმერთი?! არა!
- აბა, კაცები
რატომ დგანან
თავაწეული
და თან ისეთი თვალები აქვთ..
- მაინც როგორი?
- რა ვიცი,
თითქოს ლოცულობენ...

მამა და შვილი მუდამ ერთად
როგორ ივლიან.
სადღაც, ზემოთა სართულზეა
მისი პალატა.
აი ფანჯრებიც ,
თუ გამოთვლამ არ მიღალატა!
თავაწეული ვდგავარ მარტო,
ვერ გამიგია,
ეს - ხე ხმაურობს,
ღამის ქარით გადარწეული
თუ შვილი კვნესის
და გამოდის ხმა მისი გარეთ.
(სანთებელათი
მოვუკიდე ბოლო სიგარეტს).
ვეძებ ფანჯრებში
მის ფერმკრთალ სახეს,
მაგრამ ფარდებიც ეფარება
დაორთქლილ მინებს
და ამ ძებნაში
გული მძიმედ ამოიგმინებს ,
მერე ვჩუმდები
და ამ ლოდინში
ნელა გადის დრო გულმოდგინე.

ღმერთო, მამაო,
მე არ ვიცი,როგორ ვილოცო.
ღმერთო,მამაო ,
გთხოვ,
მშვიდობით მოალოგინე!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Sep 09, 2009 10:02 pm

ეს ლექსი მეზობლადაც ვნახე, ქალბატონო ნინო flower
მოუცლელობის გამო ყოველთვის ვერ ვამბობ ხოლმე სათქმელს...
ღმერთო, გვიმრავლე თავაწეული მამაკაცები. ამ სიტყვის თქვენამდელი და თქვენეული მნიშვნელობით Exclamation
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Sep 10, 2009 3:33 pm

აბა, კაცები, რატომ დგანან თავაწეული -რა ძალიან კარგია Sad და სხვებიც...
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ.მეგონა შეგხვდებოდი ამერიკელ გამომცემელტან შეხვედრაზე და გული დამწყდა, რომ ვერ გნახე.
Back to top Go down
View user profile
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Sep 12, 2009 9:46 pm

ეკატო,ბაო ძვირფასებო! გამახარა თქვენმა სტუმრობამ ა თბილმა სიტყვებმა.

აი ესენი - სულ თქვენ: flower sunny flower


sunny flower sunny

ბაო,მაგ შეხვედრის ამბავი არც ვიცოდი.რაო,რა ითქვა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun Sep 13, 2009 11:04 am

ძალიან კარგი რაღაცეები ითქვა და თავი სიზმარში მეგონა და შენც იყავი "დაპაიჯებულთა" სიაში, მაგრამ უფრო კონკრეტულად პირადად გეტყვი. ისე კი ამ საკითხებზე ეკა ტალახაძეს ჰქონდა გადაცემა და იქნებ ეკას ვთხოვოთ დადოს აქ წკაპით ის სიუჯეტი "პიკის საათიდან", რომელშიც ქალბატონ ხათუნა ბერაძეს ესაუბრება.
Back to top Go down
View user profile
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Sep 29, 2009 1:33 pm

ნინო დარბაისელი

კარტის ხუხულა


გვიყვარდა კარტი,
მაგრამ არავინ გვათამაშებდა.

დიდი მაგიდის ერთ კუთხეში
ჩვენ უფროსების გაჭრილ კარტებს
ველოდებოდით
და მერე ფრთხილად,
სუნთქვაშეკრულნი,
კარტის ხუხულებს ვიშენებდით,
ვიდრე ის ხელი დამთავრდებოდა
და ჩვენც ყველაფერს დაგვინგრევდნენ,
რათა აეჭრათ ახალი ხელის დასარიგებლად
მონდომებით,
ისევ,
თავიდან.

ხდებოდა ხოლმე,
ვინმე აზარტით ატანილი,
აღტაცებული
უცებ მაგიდას შეაქანებდა
ან ხელს დაჰკრავდა,
ანდა წაგებით ბრაზმორეული
ჩაშლიდა თამაშს.

და უფრო ადრე გვენგრეოდა ის ხუხულები...

ქვეყანავ ჩემო,
ხელგაწვდილი
შენ ისევ იცდი,
არავინ გკითხავს ,
ან რა გიჭირს,
ანდა რა გინდა.
რას გარგუნებენ
გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან.
კარს მოგდგომია
განსაცდელი ათასმაგი და
მიდის თამაში.
ყირავდება უკვე მაგიდა!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Sep 29, 2009 4:34 pm



ქვეყანავ ჩემო,
ხელგაწვდილი
შენ ისევ იცდი,
არავინ გკითხავს ,
ან რა გიჭირს,
ანდა რა გინდა.
რას გარგუნებენ
გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან.
კარს მოგდგომია
განსაცდელი ათასმაგი და
მიდის თამაში.
ყირავდება უკვე მაგიდა! queen cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Oct 13, 2009 12:57 am

ნინო დარბაისელი

მამა სარკეში

მამიკო,გახსოვს?
საძინებელში
საწოლის თავზე ხალიჩა იყო,
ხალიჩის უკან - ჩუმი განჯინა.

და როცა მაინც ვჭამე ნაყინი
და მერე,
სიცხით გათანგულმა
თითქოს ჩავთვლიმე,
შენ შემოხვედი ფეხაკრეფით,
ერთი დამხედე,
მერე განჯინის ბნელ-გრილოდან
გამოაცურე კრივს დიდი ხელთათმანები,
ბუცები,
ტრუსი,
მაისური...

მერე სარინგედ გამოწყობილი
დიდხანს იდექი ასე,
ჩუმად,
ტრილიაჟის დიდი სარკის წინ
და უცებ,
უცებ შენსავე მეს,
იმ სარკიდან
სევდით მომზირალს,
შენი განთქმული ცაცია ხელი
მთელი ძალით ყბაში გაარტყი...
და გონგის ხმაში
ყოველი მხრიდან ირეოდა
''მიდი,მიდი! ''-
ხალხის ხმაური.

იცი, მე დიდხანს ვინახავდი
იმ სარკის ნატეხს .
მონატრებული
იმ ბასრ ნატეხში
სულ შენ გხედავდი
და ვერასოდეს ვიქნებოდი შენი მსაჯული,
როცა ცხოვრება
ამ ცრემლივით,
წვიმასავით,
ხევის წყალივით
მუდამ თავქვე მიგაქანებდა
და ვეღარასდროს ბრუნდებოდი ძველ კალაპოტში.

დამთავრდა დათვლა.
აღარც მსაჯი ჩანს,
ვერც ძველებურად ფეხზე დადგები...

გულხელდაკრეფით,
წევხარ უძრავად
შუა ოთახში,
შუა რინგზე,
როგორც შენივე ანარეკლი - მრუდე სარკეში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Oct 13, 2009 7:46 am

nino darbaiseli wrote:
ნინო დარბაისელი

მამა სარკეში

იცი, მე დიდხანს ვინახავდი
იმ სარკის ნატეხს .
მონატრებული
იმ ბასრ ნატეხში
სულ შენ გხედავდი

გენაცვალე ნინო
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Oct 14, 2009 12:57 pm

რა კარგი სტუმრები მყოლია! ბაო, ვაჟა, კობა. flower sunny
ეს ძველთაძველებიდანაა:

ნინო დარბაისელი

ქარისა

რა გემართება?
ნუ ხარ-მეთქი , ქარო , სასტიკი.
ვეღარ მიცანი? -
- ის, ვინც გაგენდო
ცივ ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილი,
როგორ უნდოდა,
ისიც შენსავით
ქვეყანაზე ყოფილიყო და არც ყოფილიყო;
რომ არავისგან
აღარასოდეს
არაფერი აღარ სტკენოდა;
ყველა კუთხეში შეეღწია,
ყველა კუნჭულში,
ჩუმად ესმინა
გულახდილი ჩურჩულებისთვის
და იმ ერთისთვის
ურჩ თმაზე ხელიც გადაესვა,
თავისუფლად, ასე,
შენსავით....

აი, ქარო, ეს სადარბაზოც,
შეყვარებულებს
მაშინ სულზე რომ მოგვისწარი
და ისე ძლიერ წამოუბერე,
შემორბენილნი
იმ სულებს რომ ძლივს-ღა ვითქვამდით,
ერთმანეთში ჩარინდებამდე.

ო, როგორ გინდა,
რომ ყველაფერს მოეპოტინო,
შიგ შეაღწიო, არსი გაუგო.
ყვავილებს გვირგვინს შემოაცლი,
რომ
შიშველი ბუტკოები,
თუ გადაურჩათ,
ზეცას მიაპყრონ;
კოცონს დაითრევ წითელი თმებით,
ცაში ღრუბლებს დააწიოკებ.
ხეებს,
სახლებს,
ადამიანებს,
რად გინდა ,
ქვეყნად ყველას ფრენა ძალით ასწავლო?

შენებრ ვინ იცის ,
ქვეყანაზე ყველა სულდგმული,
ყველა საგანი,
ვის უნდა ყველას ატაცება თუ აღტაცება!

შენ არა ხარ ის სუსტი სიოც,
აწითლებულ ბიბილოს რომ შეაჟრიალებს
და ნიჟარაში
სასიყვარულო ჩურჩულად რომ ახმიანდება
ან მომაკვდავის
პირთან მიტანილ სარკეზე რომ იმედს აორთქლებს?!

მითხარი, მაინც სად იწყები, სად იბადები:
ზესკნელებში?
ღმერთის ფილტვებში?
შენ ხარ უფლის ამონასუნთქი?
რა სიტყვა მოგაქვს?
ან რა მოგაქვს?
ჩემთან დარჩები?

ვერ დარჩები!

შენ ხომ არსებობ. ვიდრე დაქრი,
როგორც მდინარე - ვიდრე დის და
როგორც ცეცხლი - ვიდრე ანთია,
როგორც ხმა - ვიდრე გაილევა,
ანდა ეს ლექსი
ვიდრე ვინმეს ემახსოვრება.


1986
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Oct 14, 2009 5:28 pm

nino darbaiseli wrote:
რა კარგი სტუმრები მყოლია! ბაო, ვაჟა, კობა.

და ისე ძლიერ წამოუბერე,
შემორბენილნი
იმ სულებს რომ ძლივს-ღა ვითქვამდით,
ერთმანეთში ჩარინდებამდე.

სამწუხაროდ არცერთი დამწერლობა არ იძლევა ემოციის სრულფასოვანი გადმოცემის საშუალებას.
ამიტომ, ჩემო ნინო, შენი ფანტაზიის იმედზე ვარ.
ჰოდა წარმოიდგინე, რომ ამ ადგილის კითხვისას მგლის ყმუილი აღმომხდა.

კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრა.
1989 წელს ხდება ესა – რუსლან მიქაბერიძის ეპიგრამები მომწონდა ძალიან მაშინ. მაგალითად:
ისეთ საქმეებს აკეთებს
ჩვენი მინისტრი გორგოძე,
უთუოდ მოვიხსენიებთ
კომუნისტების კორკოტზეო

ჰოდა მაშინ ვუძღვენი:

ვინ ელის ფერთა სინაზეს, ჟანგი იფურთხოს ენამა,
ივერის მტერთა ჟინაზე ჩანგი გიკურთხოს ზენამა.

გამიგია, რომ გრძელი რითმების დამფასებელი ყოფილხარ და აჰა თექვსმეტმარცვლიანი.

და კიდევ
იქნებ შენს მამაზე მასალა მომაწოდო.
თუ რად მინდა, ამ გვერდზე შეიარე და მიხვდები

http://bmu.li/sOc
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Oct 14, 2009 8:48 pm

მადლობა კობა ძვირფასო!
ლექსებზე ბევრი ვიხალისე.
ქართული კრივის ლექსიკონსა და ისტორიას რაც შეეხება, ძალიან საინტერესო საქმეა!
სამწუხაროდ,მამას სპორტულ წარსულზე ბევრი არაფერი მსმენია.
ჩვენთან, ოჯახში კრივი - ტაბუდადებული თემა იყო, რადგან დედ-მამა გაშორებული მყავდა და შვილები დედასთან ვიზრდებოდით.
ეს ერთი ძველი სურათი ვიპოვე და კიდევ სადღაც მეგულება ძველი სტატია გაზეთ ’’ლელოდან ’’ - ’’პაპს ახსოვს დარბაისელი’’, სადაც საუბარია ლასლო პაპისა და მამაჩემის ორთაბრძოლაზე ,მგონი ჰელსინკში, ახალგაზრდობის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მამა თავის წონით კატეგორიაში ჩემპიონი კი გახდა, ,მაგრამ მერე , საბჭოთა გუნდის ინტერესის გამო, თავისზე მძიმე კატეგორიაში შეახვედრეს ’’ოქროს ხელთათმანს’’ და ბრძოლა მხოლოდ ქულებით წააგო, რაც დაუჯერებელი იყო.
იქნებ ეს ინფორმაცია გამოგადგეთ: ქართული კრივის ისტორიაზე მუშაობდა ედიშერ გიორგაძე. ნაწილი წიგნადაც აქვს გამოცემული,ასევე, არაერთი სტატიაც აქვს გამოქვეყნებული გივიზე, ბიძაჩემ ნოდარ დარბაისელზეც , რომელიც იყო ქვემძიმე წონა, (მამა იყო საშუალო ).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Oct 14, 2009 9:46 pm

გმადლობ სურათისთვის ნინო.

ძალიან მაკლია გულს გივის შესახებ მასალა რომ არ მქონდა, რადგან აქ მხოლოდ კრივში არაა საქმე. ამბობენ, რომ ჩვენებური ჩხუბი იცოდა მაგრად.
შედარებისთვის – ხშირად გსმენია ალბათ, რომ ჩვენი მოჭიდავეების წარმატების საიდუმლო ეროვნული ჭიდაობიდან მოდის.
მიზეზთა გამო კრივის ეროვნული სახეობები მიგვავიწყებინეს და უზარმაზარი კულტურა დავკარგეთ.
მე რომ საიტი გამოგიგზავნე, იქ მიდევს თხუთმეტწლიანი ნაკვლევი ჩვენი კულტურის ამ საოცარ წახნაგზე და ყველა სტრიქონი, ყველა სიტყვა ამ თემაზე ჩემთვის განსაკუთრებულ ფასეულობად იქცა.
ედიშერის წიგნი და თუკი რამ დაბეჭდილა, ალბათ ყველაფერი წაკითხული მაქვს ნინო, მე უფრო არანაბეჭდ ინფორმაციებში ვპოულობ საკბილოს ანალიტიკისთვის.


შენი ლექსები კი ძალიან გულით მეკითხვინება. მეტსაც გეტყვი – ბავშვობიდან მიჭირს თეთრი ლექსის კითხვა. ამის გამო ბევრი დიდი პოეტი გამოვტოვე. ლექსის კითხვისას გამძაფრებული მოთხოვნილება მაქვს წამღერებით წაკითხვის.

ჰოდა ამ სიბერეში შენმა ლექსმა "ქარისა" მგონი მომაშლევინა ის ჩვევა, ან მაინც მოვახერხე და წამღერებით ჩავიკითხე. Smile

თან, ნინო, მეც ასე ვარქმევ ხშირად ჩემს ლექსებს – სიყვარულისა, შემოდგომისა, ხვამლისა... რა მაგარია!
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Oct 24, 2009 9:38 pm

კობა ძვირფასო!



აქ შეგიძლიათ მოისმინოთ, როგორ ვკითხულობ საკუთარ ლექსებს.

http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=33&Page=2

სხვა მრავალი, ძალიან კარგი პოეტიც არის ამ ლინკზე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Oct 24, 2009 10:34 pm

ახლა მოვისმინე ნინო და დიდადაც ვისიამოვნე. თან ხმაც და მანერაც თითქმის ასეთი წარმომედგინა, ამიტომ რაღაც დეჟავუსმაგვარი შეგრძნებაც მქონდა.
გმადლობ
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Nov 07, 2009 12:58 pm

გაიხარე, კობა ძვირფასო! flower

ეს ლექსები აქ უკვე იდო, მაგრამ ასე, ერთად თავმოყრილი მე თვითონაც , უცხო თვალით, პირველად დავინახე, როცა წუხელ ერთი ჟურნალისათვის დასაბეჭდად გავამზადე.
თუ მოიცლით და კიდევ ერთხელ წაიკითხავთ, გამიხარდება. სულ ესაა.



აბა, კაცები რატომ დგანან თავაწეული

როგორ გაზრდილა !
ქალია უკვე.
ახლა ვინ იცის,
ბეწვის ხიდზე
როგორ გაივლის...

გუშინ არ იყო?
მამა-შვილი
ზამთრის საღამოს
მოვუყვებოდით ამ ქვაფენილს.
მე თან ნაბიჯებს ვიმოკლებდი
და თან გათოშილ ხელის მტევანს
მუჭში ვუთბობდი.

- აქ ღმერთი ცხოვრობს? -
მკითხა უეცრად ,
სამშობიაროს შენობასთან რომ ჩავიარეთ.
- აქ ღმერთი?! არა!
- აბა, კაცები
რატომ დგანან
თავაწეული
და თან ისეთი თვალები აქვთ..
- მაინც როგორი?
- რა ვიცი,
თითქოს ლოცულობენ...

მამა და შვილი მუდამ ერთად
როგორ ივლიან.
თავაწეული ვდგავარ მარტო,
შუაღამეა.
სადღაც, ზემოთა სართულზეა
მისი პალატა.
აი ფანჯრებიც ,
(თუ გამოთვლამ არ მიღალატა).

რა კვნესა ისმის,
ხეა, ქარით გადარწეული
თუ უჭირს შვილს და
უკვე აღწევს ხმა მისი გარეთ?
(სანთებელათი
მოვუკიდე ბოლო სიგარეტს).
ვეძებ ფანჯრებში
ფერმკრთალ სახეს,
მაგრამ ფარდებიც ეფარება
დაორთქლილ მინებს.
გუბდება გული ,
მერე მძიმედ ამოიგმინებს
და სიჩუმეა.

ნელა გადის დრო გულმოდგინე.

რა გითხრა,ღმერთო!
მე არ ვიცი,როგორ ვილოცო.
ღმერთო,მამაო ,
გთხოვ,
მშვიდობით მოალოგინე!





კარტის ხუხულა

გვიყვარდა კარტი,
მაგრამ არავინ გვათამაშებდა.

დიდი მაგიდის ერთ კუთხეში
ჩვენ უფროსების გაჭრილ კარტებს
ველოდებოდით
და მერე ფრთხილად,
სუნთქვაშეკრულნი,
კარტის ხუხულებს ვიშენებდით,
ვიდრე ის ხელი დამთავრდებოდა
და ჩვენც ყველაფერს დაგვინგრევდნენ,
რათა აეჭრათ ახალი ხელის დასარიგებლად
მონდომებით,
ისევ,
თავიდან.

ხდებოდა ხოლმე,
ვინმე აზარტით ატანილი,
აღტაცებული
უცებ მაგიდას შეაქანებდა
ან ხელს დაჰკრავდა,
ანდა წაგებით ბრაზმორეული
ჩაშლიდა თამაშს.
და უფრო ადრე გვენგრეოდა ის ხუხულები...

ქვეყანავ ჩემო,
ხელგაწვდილი
შენ ისევ იცდი,
არავინ გკითხავს ,
ან რა გიჭირს,
ანდა რა გინდა.
რას გარგუნებენ
გაჭრილი კარტის იმ მარაგიდან.
კარს მოგდგომია
განსაცდელი ათასმაგი და
მიდის თამაში.

ყირავდება უკვე მაგიდა!




თამაშგარე

ის თამაშიდან გამოაგდეს უხეშობისთვის.
სიბრაზისაგან თვალის ფერი არ ემჩნეოდა.
დაჯდა მარტოკა,
მოედნისკენ ზურგმიქცეული.

მე - შევცქეროდი,
იმზურგსუკან
როგორ დარბოდნენ ,
როგორ დაობდნენ
უნაპერწკლოდ
დარჩენილები.
უსტვენდა მსაჯი
მოხალისე კალათბურთელებს.
დიდი,
მხტუნავი ფორთოხალი
მზეში ბრუნავდა.
მზეში ბრუნავდა ფორთოხალი
ფარსაცდენილი,
მოედანგარეთ
გორდებოდა ახალმწვანეში,
ზოგჯერ კალათშიც ვარდებოდა...
და არ ხდებოდა საბოლოოდ აღარაფერი.

დაუცხრა მზერა ალესილი,
კისრის ძარღვები დაბერილი
ნელა ჩაუდგა
და
ცხელი ქშენაც მიუწყნარდა
ნესტოებიდან
და აღარც ლურჯი მაისური უტოკავდა
ოფლიან მკერდზე,
მაგრამ
უეცრად,
სულისაბერვით
აიყარა შუბლიდან თმები ,
როდესაც
გოგომ
კაფანდარამ ,
მკერდმოკოკრილმა,
მოუხედავად ჩამოუარა
და სიშორიდან
ერთმანეთი იგრძნეს ტანებმა .

ბიჭმა ენაზე დაისველა მომლაშო ცერი
და გადაყვლეფილ მუხლისთავზე
ბეჭდად დაისვა,
მერე ნებივრად გაიზმორა
და ერთიანად ჩასუნთქული მთელი სამყარო
ამოამთქნარა უდარდელად .

წამოუბერა .

მე ავიტატე ბავშვი ხელში,
შინ გავეშურე ,
იქ კი ,
ზურგსუკან
გრძელდებოდა ისევ თამაში.

მზეში ბრუნავდა
ფორთოხალი.
ბრუნავდა მზეში .




კენგურუ

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ერთი,გაბმული ხმაურია
სუყველაფერი,
რაც არ მანიშნებს,
რომ სამალავი სადღაც ,ახლოა.
ანდა საზრდოსკენ არ მიმახედებს..
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

ნიავს მოჰქონდა სუნი შენი ,
გაუგებარი.
სულ გაგირბოდი,
გაგირბოდი,
ახლა კი ,
როგორ მიცახცახებს მთელი სხეული...

ნუ შემეხები!
კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.
მე მდედრი ვარ და
დედა ვარ და
სხვანაირად როგორ ვიქნები!

შვილი?
ა-აა, შვილი?!
იმან თავის ჩანთა აივსო,
მე - იმის ნაცვლად
დილდილობით ვანანავებ
მზეს ახალშობილს,
ღამღამობით კი
მთვარესა და
წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს ...

ჩუ,
ბალახებში რაღაც ფაჩუნობს!

_ _ _ _ _ _ _ _
კენგურუ - როდესაც ბრიტანელმა მოგზაურმა ავსტრალიაში პირველად დაინახა უცნაური ცხოველი,რომელიც უხარმაზარ ბოცვერს ჰგავდა, მაგრამ მუცელზე ჩანთა ჰქონდა , აბორიგენს ინგლისურად ჰკითხა,რა ჰქვიაო.
,,კენ გუ რუ’’- უპასუხა აბორიგენმა,რაც ნიშნავდა ,,არ მესმის შენი’’.



ეგ - არაფერი

ფეხი არავის მოუცვლია მოსაცდელიდან.
ისე ვღელავდით,
ვხმაურობდით გაუთავებლად,
რომ მედპერსონალს
რიდით ვეღარც დავენახვებით.

თავბრუ გეხვევა?!
-არაფერი.
იცის ნარკოზმა
თავბრუსხვევები,
შიშები და წარმოსახვებიც.

გინდა,გაცინო?...
(რა ცივი გაქვს თითები თლილი!)
ძალიან კარგი,
საშვილოსნო რომ მოიშორე.
მალე ადგები,
მეც - შენთან ერთად,
სულ ფეხით ვივლი.
ცოტა - სხივური თერაპიაც
და
ზღვაზეც წავალთ,
იქნები ისევ უკარება,
ლაღი და თბილი ...

თმა?!
- არაფერი!
უკვე ისეთი შამპუნებია,
რომ ერთ კვირაში
მოგიტყდება სავარცხლის კბილი.

აი, იღიმი და ცრემლებიც აღარ გემჩნევა,
უკვე ერევი ტკივილებს და უცნაურ შიშებს,
მაგრამ რატომღა მოგერია უეცრად ბრაზი?
გაიგე განა?
ფანჯარასთან
ვიღაც ვიშვიშებს.
/გადაღლილია,
რახანია ღამეებს გითევს/:

- ვაიმე, შვილო,
რა უნდა უყო
დიდედაშენის
დანაზოგით მოგროვილ მზითევს.



შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Nov 07, 2009 8:49 pm

ნინო, შენს გზავნილს რომ ვხედავ ფოსტაში, გული სიხარულის წინასწარგრძნობით შემიტოკდება ხოლმე და არც არასდროს ცდება.
ახლაც, ჩემს ქალბატონს, თინათინს წავუკითხე ეს ლექსები და ორივენი საოცრად კარგ ხასიათზე ვართ ახლა სილამაზესთან შეხვედრის გამო.
დიდი მადლობა.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Dec 07, 2009 2:33 pm

კობა ძვირფასო! გამახარა თქვენმა სიტყვებმა, იმედი მაქვს, კიდევ მესტუმრებით ამ თემაში. sunny


გაერთეთ!- (ჩემი ვერსიფიკაციული თამაშებიდან)


მეტისმეტი სერიოზულობა უკვე სასაცილოაო- უთქვამს ბრძენს.

ჰოდა. აი პატარა პალინდრომები!- სახეობა ანტიკური ლექსისა , რომელსაც მეორენაირად ’’მაგიურ კვადრატსაც’’ უწოდებენ.
რომელი კუთხიდანაც არ უნდა დაიწყოთ ამ ტექსტის კითხვა, გინდა წაღმა, გინდა უკუღმა, მუდამ იგივე გამოვა .იგივეა ყოველი ვერტიკალი და ჰორიზონტალი, მარჯვნიდან წაიკითხავთ თუ მარცხნიდან.( ცხადია, სარკული პრინციპით)

გაფრთხილებთ, ამის კეთებამ პასიანსივით საშინელი მიჩვევა იცის და მე თვითონ ძლივს გამოვეხსენი.ადრე ბევრი მქონდა , რაც კარგი გამომივიდა , მეგობარ მხატვარს ვაჩუქე დაბადების დღეზე, .. მერე იმან სხვათა შორის, ერთ თავის ნაცნობ მეპალინდრომეს აჩვენა და გამოქვეყნდა კიდეც, ავტორის მიუთითებლად. ესენი, რომელიც სადღაც, ფურცელზე შემომრჩენია, არ არის მთლად წარმატებული ნიმუშები ,ყველაზე რთული მაინც ამ ვერსიფიკაციული ნათამაშევის სემანტიზაციაა, რაშიც სათაური ასე თუ ისე ეხმარება ავტორს, რაღაც კონტექსტს შემოწერს, რომელშიც შესაძლოა ამან როგორც შინაარსის მქონე ტექსტმა’’იმუშაოს’’, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ და დაუკვირდებით,სქემად მაინც გამოგადგებათ. დროდადრო , მოცალეობის ჟამს შეგიძლიათ გაერთოთ. იქნებ რომელიმე თქვენთაგანს გაქვთ კიდეც შექმნილი ამისი ნიმუშები და კომენტარებში დადოთ , ან მე - სხვაც გამახსენდეს:

განქორწინება მორწმუნესთან

დ ა, რ ა დ
ა ც ო ლ ა ?
რ ო გ ო რ
ა ლ ო ც ა
დ ა რ ა დ!



ბაზარში: სამად მომეცი ეგ ატამი, შვილო, მეტი არა ღირსო

-ს ა მ ა დ
ა რ ა, დ ა!
მ ა მ ა მ
ა დ ა რ ა
დ ა მ ა ს.



მიამიტი მოახლის პასუხი შენიშვნაზე, რომ მისი შესადარ-შესაფერი არ იყო მამის ხნის კაცი

-მ ა მ ა დ ?!
ა რ ა დ ა,
მ ა დ ა მ,
ა დ ა რ ა
დ ა მ ა მ.


ხევსურული სატრფიალო

დ ა ვ ა ლ
ა რ ა ღ ა ,
ვ ა ჟ ა ვ,
ა ღ ა რ ა
ლ ა ვ ა დ.


იმერული ჭორაობა აზიელ ცისფერთა ტრფობაზე

-ა დ ი დ ა
დ ა მ ა დ...
-ი მ ა მ ი
დ ა მ ა დ ?!
-ა , დ ი დ ა!


ფრივოლური მრჩობლი პალინდრომი ანუ რა უჩურჩულა დარომ მორისმჭრელ ომარას

-მ ო რ ა დ?!
ო მ ა რ ა,
რ ა ხ ა რ,
ა რ ა მ ო!
-დ ა რ ო მ-

-მ ო! - რ ა დ,
ო, მ ა რ ა?
რ ა - ვ ა რ?
ა რ ა, მ ო,
დ ა, რ ო მ...

- - - - - - -- - - - - -- - - - -
მრჩობლი- ნიშნავს ორს, წყვილს და ა.შ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Dec 11, 2009 11:32 am

ჩემი ლექსის ეს თარგმანი ’’გუგლით’’ შემთხვევით ვიპოვე ერთ რუსულ ლინკზე. სამწუხაროდ, არ ვიცი , ვინ არის მთარგმნელი. ახლა მის ქართულ ორიგინალსაც მოვძებნი.



Нино Дарбаисели

Подстрочник моей любви


Заосенело (Настала осень).
Как красива (ты),
(ныне) зовущаяся женой (супругой) моей любви!
Как ты ходишь в толпе (среди людей) —
— гордая, слегка склонив голову,
как роза (уже) сорванная!
Давай сложим эти сумки,
присядем где-нибудь,
расскажешь,
как там (он),
который нас с тобой соединил (связал друг с другом)...
Как волна — лодки.
По-прежнему разбрасывает ли он обувь, приходя домой?
По-прежнему ли любит чай без сахара?
По-прежнему ли раздражается,
когда его трогают (трогаешь) за мочки ушей?
Меня не вспоминает? (я ему на память не прихожу?)
Потом пойдем своими дорогами (путями),
будем так ходить,
пока все
окончательно
не соберемся (объединимся, соединимся) там (?).



ნინო დარბაისელი

ჩემი სიყვარულის ბწკარედი


დაშემოდგომდა (დადგა შემოდგომა),

რა ლამაზი ხარ (შენ),
ვისაც (ახლა) ჩემი სიყვარულის ცოლი (მეუღლე) გქვია!
როგორ მოდიხარ ხალხში (ადამიანებში) -
- ამაყი და ოდნავ თავდახრილი,
როგორც ვარდი (უკვე) მოწყვეტილი!

მოდი,დავაწყოთ ეს ჩანთები,
სადმე ჩამოვსხდეთ,
და მიამბე,
როგორ არის (ის),
ვინც მე და შენ შეგვაერთა (დაგვაკავშირა)...

ვით ღელვა ნავებს,
ისევ მიმოყრის ფეხსაცმელებს შინშემოსული?
ისევ უყვარს უშაქრო ჩაი?
ისევ ბრაზდება,
ბიბილოზე თუ ეხებიან (შეეხები)?
არ მიგონებს? (არ ვაგონდები?)

მერე წავიდეთ ჩვენ-ჩვენი გზით (მიმართულებით),
ვიაროთ ასე,
ვიდრე ყველანი
საბოლოოდ
იქ (?) შევიყრებით (შევერთდებით,ერთნი გავხდებით)!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Today at 12:12 am

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: