არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნინო დარბაისელი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next
AuthorMessage
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Apr 23, 2009 1:05 am

''კენგურუ'' - ეს არის ეროტიკული თემის დამუშავების კიდევ ერთი ცდა.

მკითხველთა ერთი ნაწილისათვის ,შესაძლოა, გაუგებარიც აღმოჩნდეს ლექსის ეროტიკისთვის მიკუთვნების მოტივი.
შევეცდები ,ავხსნა ჩემი ჩანაფიქრი:
ლექსი ორ პარალელურ ნარატიულ პლანს შეიცავს.პირველი - ფასადური პლანი ეგზოტიკური ცხოველის ,კენგურუს ამბავია,მეორე - რთულ ინტიმურ სიტუაციაში აღმოჩენით დამფრთხალი ქალის აფექტური მონოლოგი,რომელიც ლოგიზაციას ესწრაფვის.
ამ ორი ნარატივის კორელაცია ხდება სიმბოლო - ალეგორიის მეშვეობით.
სიმბოლურად და ალეგორიულადაც კენგურუ შეესაბამება დედას,ნაყოფიერებას.სიფხიზლეს,სიფრთხილეს, სიმარდეს.
გარდა ამისა ,გამოყენებულია ნარატივთა დაკავშირების ერთი ხერხიც; ქართული იდიომატიკა ,რომელიც აქ ორმხრივ დეკოდირებას ექვემდებარება.
სტრიქონებში:
კუდიანი ვარ,
თვალმრუდი ვარ,
თანაც ხელმოკლე
და არც ფეხები მაქვს ჩამოქნილი,
რადგან
ურყევად უნდა ვიდგე
და თუ გაჭირდა,
საკუთარ თავსაც გადავახტე.

ერთი მხრით მოცემულია კენგურუს კერძო გარეგნულ ნიშანთა სურათი: ძლიერი კუდი , თვალები/რუს.კასოი ზაეც``- ის ხომ დიდ კურდღელს ჰგავს/ ,მოკლე ხელები და ძლიერი,მაგრამ ჩამოუქნელი ფეხები,რომელშიც მთელი მისი ფიზიკური ძალაა კონცენტრირებული... მეორე მხრივ კი ამავე ნიშნებისათვის ქართულ იდიომთა მორგება
საშუალებას იძლევა ეს ყოველივე ადამიანურ/თუმცა ნეგატიურ თვისებებად მოიაზრებოდეს.
/კუდიანი ხომ არა მხოლოდ კუდის მქონე ცხოველს ,არამედ ხრიკიან ადამიანსაც ნიშნავს,ასევე: თვალმრუდი არა მხოლოდ ელამ არსებას,არამედ ``ცუდი თვალის `` მქონე ადამიანსაც ნიშნავს,ხელმოკლე კი - არა მხოლოდ ხელებმოკლე არსებას,არამედ სოციალურად ,ფინანსურად წარუმატებელ ადამიანს .ამავე რიგისაა ``საკუთარ თავზე გადახტომა`` - საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა და ``ურყევად დგომა`` - ნებისყოფის სიმტკიცე.
ფინალში კიდევ ერთი პარალელია,მაგრამ ეს უკვე მკითხველის ალღოსა და ინტერპრეტაცისადმია მინდობილი.

კიდევ ერთი მომენტი,რომელიც ლექსის დასაწყისს უკავშირდება:

არ მესმის შენი,
არაფერიც არ მესმის შენი.

ეს ფასადურად - ალუზიაა კენგურუს სახელდების შესახებ, მეორე პლანში კი კონცეპტუალური დატვირთვა აქვს.
გამოყენებულია ინტენციალობის თეორია,რომლის თანახმადაც,ადამიანს გარემოდან,როგორც ტექსტიდან მხოლოდ ის ინფორმაცია ესმის,იმას გებულობს,რა ინფორმაციის მისაღებადაც განწყობილია,დანარჩენი კი რაკი დეკოდირებას არ ექვემდებარება, ``ხმაურია``.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat May 09, 2009 9:50 am

სხვაფრივ

''სხვა ტფილისი ისევ ის ქალაქია,
უსარგებლო გონებისა და გულისათვის..
...ტფილისი გატენილია ამბებით...
...ისევ იმ ჭორებით და დაძგერებაებით''
/ნ.ბარათაშვილის პირადი წერილებიდან/


სხვაფრივ?!
ეს ტფილისი ისევ ისეთია,
ვერსად გაგიძღვება,
ვერსად გაუძღვები...
კვლავაც კმაყოფილი
კვლავაც დაყოფილი,
კვლავაც დაცოფილი,
კვლავ ჭირით,
კვლავ ჭერით,
კვლავ ჭორით უძღები.

კაცს გვერდით მიჰყვები?
- საყვარელს იტყვიან.
ეგ არაფერია!
დღეს ,აბა, ვინაა
მაგ მოძველებული
სიტყვით დათოფილი.

მარტო მიმავალმა
მზერა მოატარე?
- ვიცით,რას დაეძებ.
თუ დგახარ დაქალთან
ჩუმად მუსაიფობ ,
თან ხელით ეხები,
ეკვრი,
იკოცნები...
- რად უნდა ლესბოსელს
დიდი ამოცნობა!

თუკი რამდენიმე
გახლავს მეგობარი,
ხუთია ,ექვსია,
ქალია,კაცია,
ჩვენია ,უცხოა...
ვრცელია ეგ სია,
მთავარი ისაა,
ერთად დაგინახეს,
- ეს გრუპენ-სექსია.

ბავშვებს გაუწოდე
ფილა- შოკოლადი,
იქნებ მარმელადი? -
-გჭირს პედოფილია,
ყველასთვის ცხადია,
როგორ დამალავდი!

შემოგხვდა ყმაწვილი.
თბილად გაუღიმე.
- ჭორს ვინ გამყოფინებს?
იტყვიან:
უფალო,
გაუქრე სინსილა
ამ იუნგოფილებს!

თუ დილაადრიან
ძაღლს დაასეირნებ,
თანაც მოეფერე?
- არ უნდა ბაასი,
და ფილოსოფია,
შენ ხარ ზოოფილი.

მოხუცს ეგებები?
- იტყვიან ფლიდები,
რაღაც,ამ ბოლო დროს
გერონტოფილდები.

ღმერთმა დაგიფაროს,
ზედიზედ გამოჩნდე
ახალ მიწაყრილთან,
იქ, სასაფლაოზე!
გინდ სანთელს ანთებდე,
აწყობდე მიხაკებს,
ანუ ყარამფილებს
ვინმე დაგინახავს,
არც კი დაფიქრდება,
გაგანეკროფილებს.

ვაი,მას,ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა,რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon May 11, 2009 10:29 am



ვაი,მას,ვინც გარეთ
სულაც არ გამოდის,
ფანჯრიდან ხედავენ,
ხალათი აცვია.
კარს უცნობს არ უღებს,
არავის აწუხებს,
იტყვიან: რა შველის?!
რა და ვიბრაცია.

ასფალტმა დაფარა
ძველი ფილაქანი.
ეს არის ტფილისი,
გულხელდაკრეფილი.
ეს არის ტფილისი,
ქალაქი ყოფილი.
ქალაქი ყოფილი
ისევ ისეთია.
ჭორ-მართალს დაეძებს,
მერე ისე არევს..
გულზე დაგიტოვებს
მწარე ნაიარევს...

ჰოდა,რას დაეძებ,
როგორც გეამება,
ისე იყავი და
ისე გაიარე![/ქუოტე]

...
ამ ლექსს უკვე გამოვეხმაურე სხვა საიტზე.იგი უსათუოდ დაამახსოვრდება მკითხველს,როგორც მტკივნეული სიმართლე, პოეტური სიტყვით ნათქვამი.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun May 31, 2009 2:25 am

სურათის გადმოტანა ვისწავლე და ძალიან მიხარია!





მე და ჩემი ტყუპისცალი ანა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Guest
Guest



PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun May 31, 2009 9:40 am

ვაი, მე არ ვიცნობ?.. Smile))

კარგია, რო სურათების დადება ისწავლე.

აქაც დადე ხოლმე - http://armuri.4forum.biz/-f7/-t131.htm

Exclamation sunny flower
Back to top Go down
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sun May 31, 2009 1:38 pm

მეგონა ქალბატონი ნინოს ყველა ლექსი წაკითხული მქონდა, თურმე ჯერ სად ვარ Embarassed ....ახლა ჭია წავიკითხე თავიდან და საშინლად მომეწონა, მითუმეტეს rom ჩემს უსაყვარლეს მხატვარზეა Sad
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Mon Jun 01, 2009 11:18 pm

ნინო დარბაისელი

,,გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით''

{ესმა ონიანის პოეზიის ზოგიერთი ასპექტი)




`,,ჩემთვის მეგობრებს უთქვამთ, თითქოს ჩემს ლექსებს ემჩნევა, რომ მათი ავტორი მხატვარია და როდესაც დაუსახელებიათ საამისო ნიშნები, გამორკვეულა, რომ გარეგანი, ზერელე მსგავსება აძლევთ ამის საბაბს. სინამდვილეში საგნობრიობა, კონკრეტულობა, დეტალების სიყვარული, ფერული ნიუანსების ზედმიწევნით დაზუსტების ცდა (განსაკუთრებით ეს ფეროვნების გამუდმებული არდავიწყება-გადმოცემა ახსენებთ ფერწერას). ეს არ არის სწორი; მათ ავიწყდებათ, რომ ფერს საერთოდ აქვს უდიდესი მნიშვნელობა ადამიანურ ყოფიერებაში. ჩვენთვის სამყაროს ხილულობა-გაცხადებაში~ — წერდა ესმა ონიანი 1982 წელს, ალმანახ `კრიტიკაში~ გამოქვეყნებულ ესსეში `ფიქრები პოეზიაზე'' (ონიანი ე:301).
მართლაც, ვინ არის ესმა ონიანი: მხატვარი, რომელიც ამავე დროს პოეტი იყო? (მსოფლიო ხელოვნების ისტორიამ არაერთი ამგვარი ბედნიერი ნიმუში შემოგვინახა, თუმცა საკუთრივ ქართული ხელოვნება, ამ მხრივ, სულ რამდენიმე შემთხვევას იცნობს); იქნებ, მისი სახით, სრულიად სხვა რიგის მოვლენასთან გვიხდება შეხება?
გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი კრებულის გარეკანის ბოლო გვერდზე ნაზი კილასონიას სიტყვებია: `შეიძლება, ყველა მხატვარმა არ იცის, რომ იგი პოეტია. შეიძლება, ყველა პოეტმა არ იცის, რომ იგი მხატვარია... ესმა ონიანი კი ის ფენომენია, პოეზიაც და მხატვრობაც რომ თანაბრად ხელეწიფება. მისთვის სიტყვა და ფერი საშუალებაა სულიერი სამყაროს გამოვლენისა~.

*
ესმა ონიანის ლექსების უმრავლესობა 60-80-იან წლებშია შექმნილი, იმ დროს, როდესაც შემოქმედს მეტი თავისუფლება ენიჭება და უკვე მისი გადასაწყვეტია, დასჯერდეს ჩრდილში ყოფნას თუ გახდეს იდეოლოგიურად ანგაჟირებული და შესაბამისად, მიითვალოს ყველა ის ყოფით-სოციალური უპირატესობა, რასაც ხელისუფლება ამისათვის გაიღებს. ეს არ არის ალტერნატიული არჩევანი, რადგან შესაძლებლობის ამ ორ პოლუსს, მიზიდულობის ორ ცენტრს შორის დიდი სივრცე რჩება სხვადასხვაგვარი ლავირებისთვის. და ამ დიდ სივრცეში ეწერება იმდროინდელი ქართული ლიტერატურის ერთი დიდი კორპუსი.
ესმა ონიანი კი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვინც ჩრდილში რჩება, თუმცა, როგორც მისი წერილების გაცნობა გვარწმუნებს, ადამიანურად მაინც მუდმივად უჭირს, შეურიგდეს უყურადღებობას, იგნორაციას კრიტიკის მხრიდან. (ონიანი ე.: 375-376) თითქოს ამის საკომპენსაციოდ, წერილბსა თუ ჩანაწერებში იგი არაერთგზის მსჯელობს პოეზიის რაობის, პოეზიისა და ფერწერის ურთიერთმიმართების, ლექსის იმ გამომსახველობით საშუალებათა შესახებ, რომელსაც თავად იყენებს; ადარებს თავისუფალ ლექსსა და ტრადიციულ, კონვენციურ ლექსს: `თავისუფალი ლექსი, მისი თავისუფლება ჩემთვის არის — `თავისუფლების მკაცრი საკანი~, გამუდმებულად მაკონიტროლებელ-წარმმართავი ნების ბატონობა~... (ონიანი ე: 297)
მართლაც, თუ კონვენციურ ლექსებში მისი პოეტური `ტეხნე~ შორს არის სრულყოფილებისაგან, თავისუფალ ლექსებს გამორჩეულობის ტვიფრი აზის და ,ფორმის მხრივ, ორი ძირითადი სახისაა. ერთია დისმეტრული ლექსი, მეორე კი დისმეტრული ლექსი კონვენციური ჩანართებით, ანუ გარდამავალი სახეობა. ამთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ ე. ონიანი არ არის თავის თანამედროვეთაგან ერთადერთი, რომელმაც თავისუფალ ლექსში პოეზიისა და სახვითი ხელოვნების დაახლოება სცადა.
ყველაზე მკვეთრი, თუმცა ფასადური მსგავსება, ამ მხრივ, მას ლია სტურუასთან აქვს, მათ შორის სხვაობას კი ძირითადად ორი რამ ქმნის. პირველია შემოქმედებითი ინტენცია.
თუ ლია სტურუას ინტიმურ პოეტურ სივრცეში, რომელიც ყოფით-ურბანისტული ანტურაჟით არის შევსებული, ღერძად წამომართულა ავტორის ლირიკული მე, ესმა ონიანის სივრცე არგაერთღერძოვანია, უკიდეგანო და ამ სივრცეში პოეტი-მედიუმი დაუსრულებლად იცვლის სამყოფელს, დაუსრულებლად გადაადგილდება შიდა და გარე, ყოფითსა და ყოფისმიღმიერ გარსებში.
მეორე სხვაობა ენასთან დამოკიდებულებაში მჟღავნდება. ლია სტურუს ნაკლებად იზიდავს სალიტერატურო-პოეტურ ენასთან იმგვარი რისკიანი ჭიდილი, რომელიც ყოველთვის როდია მხატვრული ეფექტის, წარმატების მომტანი, ეს კი ესმა ონიანის პოეტური სტიქიის მუდმივი თანამდევია, იგი თითქოს საგანგებოდ ახდენს ლექსის ჟღერადი პლანის რედუცირებას, თვით რითმასაც კი, რომლის ღირსებაზეც წერილებში საგანგებოდ მსჯელობს ,მის კონვენციურსა თუ თავისუფალ ლექსებში ორიგინალობა ნაკლებად ახასიათებს, ეს უფრო ან `საყოველთაო მოხმარების~ სარითმო წყვილებია, ან მინიშნება რითმაზე, რათა, ერთი მხრით, `პოეტური ინფორმაციის მოწოდება-ელვისმიერობას~ შეუწყოს ხელი, (ონიანი ე: 298) მეორე მხრით კი, აღმქმელის, რეციპიენტის ყურადღებას, იმაგინაციურ პლანზე კონცენტრირებისას, მეტი დაძაბულობისაკენ უბიძგოს. შესაძლოა ეს — რეაქციაც იყოს გალაკტიონის ლირიკის ინერციით გაკეთილხმოვანებული ტრადიციული ქართული ლექსის გავლენისაგან თავის დასაღწევად.
ასეა თუ ისე, თანამედროვე მკითხველს ესმა ონიანის პოეზიასთან შეხვედრისას დაძაბული, რთული სამუშაო ელის და ამ სირთულეს ერთდროულად ენობრივი წინაღობებიც ამძაფრებს და ის გარემოებაც, რომ მისი მეტნაკლებად სრულყოფილი აღქმისათვის საჭიროა ავტორისეულ იმაგინაციურ ნაკადთა ინტენსიური წარმოსახვის საგანგებო უნარიც.

*
ესმა ონიანი პოეტი — დესკრიპტორიც არის და კრეატორიც. ამის მიხედვით მისი ლექსების დაჯგუფებაც კი არის შესაძლებელი.
მისი დესკრიფციური ლექსები ძირითადად პოეზიის ენაზე სახვითი ხელოვნების სპეციფიკური `სათქმელის~ ტრანსფორმირების პირობებში იქმნება და ამ ამოცანის დასაძლევად იგი ფერის, პლასტიკის, ხასიათის გადმოსაცემად კომპოზიტთა წარმოებას ხშირად მიმართავს. ასე ჩნდება ახალი ზედსართავი სახელები, ზმნიზედები, რომელიც ძირითადად ვნებითი და საშუალო-ვნებითი ზმნებით გადმოცემულ მდგომარეობასთან ერთად ქმნიან პოეტურ სინტაგმებს, მეტაფორულ სახეებს.
ლექსი `შავი~ თითქმის ყველა ამ ნიშანს აერთიანებს:

გამოხმობილია ფხვნილიანი დაპრესილი მოკვდინებიდან
დამწვარი ძვლების, ყურძნის დამწვარი ძგიდეების
ჰაერუკმარი, შავი ნახრუკი;
(`გუდრონის~ სუნი — ქუჩაში ჩანან თეთრ წინსაფრებით
მოწყენილი მოწაფეები,
ცხელია შავ-თიმთიმა ახლად სხმული ასფალტის ფაფა —
ბაბუას ფარნის, რინიგზების, შავისა და სუნის კავშირი)
ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური გადამჭვარტლული
ოთახების ლამფის ყელის შავი არშია.
და ჩემს ბებიას, ღაბუას და ღაბაბიანს, შავ-ჭრელ თავშლიანს,
ხელმოცახცახეს ცრემლებით ვნატრობ.
(ონიანი ე: 47-48)



/გაგრძელება მომდევნო პოსტში/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jun 02, 2009 12:10 am

/გაგრძელება/


რაც შეეხება მის კრეაციულ ლექსებს, აქ ძირითადად მოქმედებითი ზმნების სიჭარბე განაპირობებს სახეთა დინამიკას. ამ შემთხვევაში მისი, როგორც სუბიექტი-პერსონაჟის მეტყველება გამორჩეულად თავისუფალია; ინტონაციაც ამ დროს მძლავრობს, თუმცა მკვეთრად აღმავალია, (ზოგჯერ აგრესიულობის ზღვრამდე მისულიც) წრფელი, აფირმაციული, თვითკონფირმაციულიც კი, და როგორც, ალბათ, თავად იტყოდა, ურყევი, უღალატო, მედგარი...
დაყვავების, ორჭოფობის, უმწეობის, შეთავაზების, შეცხადების და ა.შ. ინტონაციებით ამ კრეაციულ ლექსებში სხვათა ხმებია შეფერილი და ეს სხვები ძირითადად მისი პოეტური ფანტაზიით ხორცშესხმული ის პერსონაჟები არიან, რომელთაც ქართული ზეპირსიტყვიერების სამყაროდან, უძველეს ხალხთა მითოსიდან, ისტორიიდან თუ ხელოვნებიდან ახალ პოეტურ სივრცეში დასამკვიდრებლად გამოიხმობს ავტორი.

*
მინი-პოემაში — `გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით~, კომბინირებულია ნიშანთა მთელი წყება, რომელიც ზოგადად მის კრეაციულ ნაწარმოებებს ახასიათებს:
ნაწარმოების ნარატიული ჩარჩო-მონახაზი ასეთია: ქმრებისგან უარყოფილი, სიყვარულით გაუხარელი ოთხი ქალი სოფლის გარეთ, ერთ კლდოვან ალაგას მიდის, რათა შეასრულოს შურისძიების მაგიური რიტუალი და ქვის სულთან დაამყაროს კავშირი. თითოეულს შესაწირად კვერი აქვს წამოღებული:

ეს კვერი საზიზღარი —
ქვიშა, ფეტვი და ჭინჭარი ნახარში
გახმა და ჩაბრტყელდა ცეცხლსა და ღადარში
მიიღე, ქვის სულო!

ამ სიტყვების შემდგომ თითოეული ყვება თავისი მწარე სიყვარულის ამბავს. ერთი მათგანი ასე გამოხატავს გულისთქმას:

`შავი ფრთებივით გავშალე თმები ქარსა და მზეში!
თვალებს გამიფატრავს სხივი რისხვისა, მბრწყინავი ეშვი!
ჩემი სიყვარული, დღემდე მდუღარი,
შეაწყდა კედელს,
ძველი გაშმაგებით, წალეკვის მუქარით
მიყვარხარ დღემდე!
ტანს შემოვიგლეჯ სამოსს,
ყრუსა და ჩამშრალს,
ჩემი სხეული ნახონ,
მზესავით მახლავს!
ჩემი თეთრი მკერდი — თასი,
ცისფერი ბზარით,
მისი სიმთვრალე გასვი —
ტკბილიც და მწარიც.
ღელვა ჩემი ტანის არხევს
მრგვლად მცურავ მუცელს,
მას თეთრად ავსილი მთვარე
ტყუპსავით უცქერს.
მეღვრება ქაფშეკრულ ჩანჩქერად
მაღალი ყელი,
მზესავით სხეული გაჩვენეთ,
სიშმაგის მგვრელი,
მოვვარდი მძიმე ქვებთან სურვილგანათელი!
სხეული ავმართე
ურვით, გააფთრებით.
(ონიანი ე: 113-114)

ყოველი ქალი ქვის სულს შესთხოვს, ისე გამოფიტოს თავისი გამამწარებელი, როგორც საზიზღარი კვერი. წყევლის დასრულებისას ამ მწარე კვერს ქვის ქვეშ დებენ, ზურგით კლდეს მიეხლებიან და გულშემსუბუქებულნი ბრუნდებიან შინ.
ყოველივე ეს განცდილ-დანახულია აქტორად ტექსტში წარმოდგენილი ავტორის მიერ, რომელიც დასაწყისიდანვე შემოდის თავისი სასიყვარულო აღსარებით:

მიყვარხარ!
ქალები ჩამოსხდნენ თავშალჩამოშვებით
(მიყვარხარ),
მშრალი გულისპირით
(იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ, მიყვარხარ),
ახლა დაიწყებენ წესსა და შელოცვას
შენი განდევნისა და მოშორებისთვის, —
მათი მხრების რიგი მოხრილად ირწევა,
მათი სურვილები ამ წუთს დაელოდა,
რომ დაუმალავად გულწამღებ სიშიშვლით ეთხოვა ქვებისთვის.
(ონიანი ე: 110)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jun 02, 2009 12:11 am

/გაგრძელება/

მინი-პოემაში ბოლომდე აუხსნელი რჩება, ვის მიემართება ეს აღსარება და რაკი შინმიმავალი ოთხი ქალის გზაზე გამოჩნდება თავისი სახლის ბჭესთან მჯდომი, ხორციელად დაძაბუნებული ბებერი კაცი, რომელმაც უთქმელად იცის ამ ქალთა ამბავი და უფრო მეტიც, — რა მოჰყვება მათ მაგიურ წყევლას, სავარაუდოა, რომ სწორედ მას უნდა გულისხმობდეს ავტორ-აქტორის, მჭვრეტელის აღსარება — ბებერ კაცს, რომელსაც ხორციელი არსებობის წვენი დაშრობია, მაგრამ რაღაც, სხვაგვარი არსებობის ვნება კვლავ ძალუმად უფეთქავს.
მინი-პოემის სათაურიც `გარდაუვალი სიყვარული ქალების წყევლით~, ამას უნდა მიგვანიშნებდეს, რადგან ამ უჩვეულო სიტყვათშეთანხმებას სხვა ახსნა არ ეძებნება. გარდაუვალი სიყვარულის წრე აქ სწორედ ბებრად წარმოსახული, ქარის სიმღერად ქცეული კაცის სახეში იკვრება:

ხან სიზმრად ვხედავ
ჩემი სიცოცხლის
ქარად გახდომას. —
სხეულს მიკოცნის
წლებით ნაოხარს
ქარის სიმღერა,
და დავიჯერებ ამას იმდენად,
თვითვე ვიქცევი ქარის სიმღერად:
`ვაპობ ბაგეებს,
ვარ ქარი, ქარი!
წყურვილი შორით
გადამაგელვებს,
გახსნმილ ბაგეებს
ვაწებებ თრთოლვით,

რასაც შევხვდები —
მთებს თუ ვაკეებს!
მზე ვერ მაკავებს!
( ონიანი ე:116)

ლირიკულ აღსარებას, რომელიც მინი-პოემის დასაწყისში — ქალის ხმით გაისმა, ეს ბებერი კაცი შორეულ ექოსავით ეხმიანება:

ვთვლემ, ვთვლემ და ფიქრებს,
დიდხნის ნაფიქრალს,
ნადუღ თაფლისფერს,
ისევ ვაღვიძებ:
მიყვარხარ!
იცოდნენ წინასწარ,
ჯერ მეც არ ვიცოდი,
რომ მიყვარხარ, მიყვარხარ!
შენი სიშორე ხელშეუხები უქმად ჩამოჰყრის:
ქალების ბუტბუტს,
მშრალად გამოცლილ შრიალს სამოსის,
ღვარძლიან წყევლას,
სიავის ურჩხულს.
(ონიანი ე:118)

არაფერი ქმნის ისეთ მკაფიო წარმოდგენას პოეტის შესახებ, როგორც ადამიანურ ღირებულებათა სისტემისადმი მიმართება , ღირებულებათა საკუთარ იერარქიაში სიყვარულისთვის მიჩენილი ადგილი და რეცეფციის თავისებურება.
ამ მინი-პოემაში სიყვარულის პოეტისეული კონცეპტის ექსპლიცირება ესმა ონიანის ლექსებისათვის ტიპობრივი სახით ხდება. ეს კონცეპტი, რომელიც ქართული პოეტური აზროვნების ტრადიციის ჩარჩოებს ერთგვარად არღვევს, ზოგადად პოეზიის უძველესი ძირებიდან მომდინარეობს და, თუკი დიდ, ფართო პოეტურ კონტექსტში მოვიაზრებთ, დღესდღეობით იქნებ ტრივიალურიც კია მაგრამ იმ დროისათვის,, როცა მინი-პოემა იქმნებოდა, იგი უჩვეულო სიახლის ნიშანს ატარებდა.
კონცეპტი დაახლოებით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს:
სიყვარული — ეს არსებათა მიმართებების იმგვარი კომპლექსია, რომელშიც ყოველივე: სული და სხეული, გრძნობა და გონება ურთიერთგანმსჭვალვის, შერწყმის, სრული და ჰარმონიული ერთობისაკენ ისწრაფვის და ეს სწრაფვა ძალმოსილია მაშინაც კი, თუ ფატალური გარდუვალობა არსებათაგან რომელიმეს რიგით მოკვდავთათვის გაუღწეველ//შეუღწეველ, სხვა მიღმიერ სამყაროში არგუნებს ყოფნას, რადგან უკიდეგანო სამყარო, რომელიც თვალს დაშლილი, ქაოტური ეჩვენება, სინამდვილეში ერთიანი და ჰარმონიულია, ჰარმონიულობის შეგრძნებას, მიგნებას კი პოეტური სენსორები სჭირდება.
პოეზიას, როგორც გზას სამყაროს ერთიანობისა და ჰარმონიულობის წვდომა-აღდგენისა, ესმა ონიანი არაერთგზის ეხება თავის ესსეებში. ამ გზაზე მრავალი წინაღობაა გადასალახი, მაგრამ `მით უფრო სრულქმნილია ნაწარმოები, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობათა, მძაფრად დაპირისპირებულთა მოხელთებას შეძლებს, [...] მოურიგებელ წინააღმდეგობათა ერთ მთელად, `სრულად~ მოწოდება არის სწორედ ჭეშმარიტი ნაწარმოების წარმოშობის პირობა~ (ონიანი ე: 307)
კვლავ სიყვარულს მივუბრუნდეთ. თუ მზერას მივაპყრობთ მრავალსაუკუნოვან ქართულ პოეტურ გამოცდილებას და გავიხსენებთ, რარიგ დაბალ საფეხურზე ათავსებდა შოთა რუსთაველი ხორციელ ვნებას; რარიგ იმპერატიული იყო საუკუნეთა მანძილზე შეგონება, რომელიც მამუკა ბარათაშვილმა მოგვიანებით, პოეტებისადმი რჩევის სახით ,ასე გამოხატა : `თუ სიყვარულზედ იტყვი, ცოლ-ქმრულს სიყვარულზედ სთქვი, და რომ არა ბესიკის, საიათნოვას, მეტადრე დ. გურამიშვილის, უფრო გვიან კი ალ. ჭავჭავაძის პოეზია, რა ძალით მოქმედებდა ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში შორით წვისა და დაგვის ინსტიტუტი, ვფიქრობ, ესმა ონიანის მიერ სიყვარულის ამგვარი პოეტური გააზრება მნიშვნელობას შეიძენს, მით უფრო, რომ მეოცე საუკუნის პოეზიაშიც მას ამ მხრივ, წინამორბედი თითქმის არ დახვედრია.
გ. ტაბიძის პოეზიაში არათუ სულიერ-ხორციელი სიყვარულის ერთიანობის ნიმუში, ეროტიზმის — ხორციელი ტრფობის ორიოდე გამოვლინებაა, ისიც — ადრეულ ლირიკაში. მოგვიანებით ქალი-სატრფოს გრძნობად-კონკრეტული სახე მასთან პრაქტიკულად არ გვხვდება.
ცისფერყანწელებთან ეროტიკული განცდები და წარმოსახვანი ისეა გადმოცემული, რომ თითქმის მთლიანად მოხსნილია სპირიტუალური პლანი.
აღარას ვიტყვი ხორციელი სიყვარულის, ვნების მიმართ იმ შემფასებლურ-ნეგატიური დამოკიდებულების გამომხატველი უკვე მრავალსაუკუნოვანი ირონიულ-პაროდიული ტრადიციის შესახებ, რომელიც მკვეთრად გამოიხატა აკაკი წერეთლის პოეზიაში და შემდგომი თაობები დაეყრდნო... (ეს ყოველივე ცალკე კვლევისა და მსჯელობის თემაა).
ეროტიზმი ესმა ონიანის პოეზიაში ხან მკაფიო, დინამიური იმაგინაციების სახით არის წარმოდგენილი, ხან კი ისე ავლენს საკუთარ ძალმოსილებას, რომ არ ჩანს, მაგრამ მოქმედებს, კვალს ტოვებს, როგორც ქარი.
მისტიციზმისა და ეროტიზმის სიახლოვე მის კრეაციულ ლექსთა ერთ წყებაში აჩენს ვარაუდს, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ეს ლექსები ყველაზე მეტად ეხმიანება ძველ აღმოსავლურ მოძღვრებებს, რომელშიც მისტიკურ-ეროტიკული ერთობის საიდუმლოა ჩაუნჯებული, თუმცა მათში უპირველესად ძლიერია წარმართობისა და ქრისტიანობის გავლენა. ამ და სხვა რელიგიათა შერწყმისა და არა დაპირისპირების ნაყოფია ესმა ონიანის პოეტური კონფესია.
,,მწამს, რომ არს ენა რამ, საიდუმლო უასაკოთ და უსულთა შორის’’ — წერდა ნ. ბარათაშვილი.
ესმა ონიანმა პოეზიაში ამ ენის მიგნება სცადა და შექმნა საკუთარი იდიოლექტი: გამსჭვალული, გაჯერებული მშობლიური ენის ლექსიკური და ფრაზეოლოგიური წიაღისეულით და ენის ბუნებრივ სიტყვათწარმოებასთან მორგებული თუ მოურგებელი, ზოგჯერ დაპირისპირებული, ოკაზიონური ნეოლოგიზმებით, რათა საკუთარ პოეტურ ველში აღედგინა უხსოვარი დროიდან გაწყვეტილი კავშირი, ერთობა საგნებსა და მოვლენებს, თვალითხილულ და მიღმიერ სამყაროებს შორის.


დამოწმებული ლიტერატურა:

ონიანი ე: ონიანი ე. ლექსები,ესსეები,წერილები: გამომცემლობა ‘’საარი’’.თბ. 2000
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jun 16, 2009 2:51 pm

ნინო დარბაისელი


სამარხვო ტორტი


არა,რა!
ეს მარხვა-აღსარება-ზიარება ამისი საქმე არ იყო.
ღმერთისა როგორ არა სწამდა, სახარებასაც კითხულობდა ხანდახან, სანთლებსაც ანთებდა. არც მაინცადამაინც ცუდი საქმეების ჩადენზე იყო დაგეშილი , მაგრამ , რაღაცნაირად, თან ეღიმებოდა , თან სული ეხუთებოდა , თავსაფრიანი ნამეტანი მორწმუნეები ყველა ’’ძნელ’’ კითხვაზე ერთნაირად რომ პასუხობდნენ, ჩემს მოძღვარს შევეკითხები და მერე გეტყვიო.
ეკლესიაში ,,შეტყუება,, ბევრჯერ დაუპირეს დაქალებმა. ეშმაკი გიბორკავს ფეხებს , რომ მადლს აგარიდოს, უნდა სძლიოო. ამ ერთხელ წაჰყვა. ჯერ წირვას დავესწროთ, მერე კარგ სამარხვო მარწყვის ტორტზე ვართ დაპატიჟებულიო.
- ეს სამარხვო ტორტი რაღა უბედურებაა, თუ მარხულობ - იმარხულე, თუ არა და... ალბათ კრემი მცენარეულ მარგარინზეა, მაგრამ ბისკვიტი ხომ კვერცი, ფქვილი და შაქარია, იქნებ ქათმებმაც სამარხვო კვერცხების დადება დაიწყეს...იცით,რა, წავიდეთ ეკლესიაში , მერე იქაც გაგიყვანთ, მაგრამ ვერ ამოვალ , ჩემი საქმე მაქვს.
შეთანხმდნენ.
იდგა, იდგა ეკლესიაში. აღარ დამთავრდა წირვა. მერე : ამდენი დგომით დავიღალე, ბეჭებში ჩხვლეტა დამეწყო . არ შეიძლება , უკვე წავიდეთო? - შეაპარა.
- არა უშავს, თავიდან ყველა ეგრეა. მერე მიეჩვევი. - ჩასჩურჩულა ერთმა .
- აი, ხომ გითხარი, ეშმაკი არ გასვენებს-მეთქი, ბეჭებზე გაზის, კლანჭით გჩხვლეტს, რომ აქაური მადლი ვერ მიიღო. - მეორემ სასწრაფოდ პირჯვარი გადაიწერა.
იმდენი ჩხვლიტა ამ ეშმაკმა, ვიდრე არ ათქმევინა, თქვენ რაც გინდათ, ქენით, მე წავედი, მანქანა ცუდად მიყენია , რომ მორჩება, ზარი გამოუშვითო და იქვე, ,,ჰაინეკენის,, ბარში არ შეიყვანა.ჯერ გრეიფრუტის წვენი ააღებინა, მერე ,,ცეზარის სალათი,, , ბოლოს - ყინულებიანი ,,ბეილიზიც,, , ყავიან-სიგარეტიანად.
აქ უფრო ადვილი იყო ღმერთზე ფიქრი. ღმერთთან თავისი ,,კერძო გარიგება ,, ჰქონდა:
ადამიანს რაც სხვისი გაუხარდება, ის მოუვა.
კარგი გამიხარდება? - კარგს ვემთხვევი, ცუდი გამიხარდება?- ცუდი არ ამცდება!
ვინც მე უსამართლოდ მაწყენინოს , რაც მე დარდი მაქვს, სულ იმას!
თუ მე ვინმეს უსამართლოდ ვაწყენინო, იმის დარდი - მე!
ძილის წინ, ვიდრე უცნობ-ნაცნობი ადამიანები და ხმები ნელ-ნელა მოგროვდებოდნენ და აირეოდნენ, რომ სიზმარი დაეწყოთ, ,,მამაო ჩვენოს,, სამჯერ ზეპირად იტყოდა, თავის ამინ-ამინ-ამინებიანად . ეს ჩვევა ბავშვობიდანვე დასჩემდა . ლოცვას აზრს კი არ ატანდა, ჩქარ -ჩქარა, ერთი ამოსუნთქვით მოიშორებდა. ხანდახან სიტყვებს არც ამბობდა , გულიდან მთელ სხეულში, თავიდან ფეხებამდე აიტარ-ჩაიტარებდა და გაუშვებდა.
საიქიოზე ბევრი ფიქრითაც არ იტანჯავდა თავს. სამოთხე სხვებისთვის იყო. იქ რა უნდოდა, სადაც ყველა ერთნაირი და ერთნაირად ბედნიერია! ერთნაირობას აქაც ვერ იტანდა. ქალი კი არა, ცოდვების ბუკეტი იყო. რაც არ უნდა ეწვალა , ჯოჯოხეთი მაინც არ ასცდებოდა, , მაგრამ სჯეროდა, სათავისო საქმე იქაც არ მოაკლდებოდა, ან საპატრონო იქნებოდა ვინმე, ან დასალაგებელი იქნებოდა იქაურობა, ან დასახვეტი. კუპრის ქვაბს მაინც მისცემდნენ გამოსახეხად ან ..რა ვიცი, კიდევ რა აქვთ იქ...
მერე, მაგ ქვაბში შენ თვითონ რომ ჩაგაგდონო? რა ვუყოთ, მარტო მაინც არ ვიქნები, სადაც ყველა - იქაც მეო. - პასუხობდა.
ეს მორწმუნე დაქალები მაინც არ შორდებოდნენ, ურწმუნოებიც ხომ ბევრი ჰყავდა.თუმცა ვინ იცის, სინამდვილეში, ვინ მორწმუნეა, ვინ - ურწმუნო.
გუშინ კი მაგრად იცინა .
უი, იცი, რა გავიგე? - ეუბნება ერთი - ვინც აქ ჯვარდაწერილი ცოლ-ქმარია, საიქიოშიც ერთად იქნებიანო.
- და, უი - რატომ?
-რატომ და , ოცდასამი წელია, ჩემს ქმარს აქ ძლივს ვუძლებ , მეგონა, იქ მაინც დავისვენებდი . რა აიტანს მაგას სამარადისოდ! ან შარშანწინ ის ჯვრისწერა რას ავიტეხე!
სამი შვილი ჰყავთ. მე - არც ერთი. და რომ მყოლოდა, - რა!
გააჩინე, გააჩინე! თავის გაჩენილს ღმერთი არ დაკარგავს, საარსებოსაც მოაყოლებსო.
ასეა, ჯერ გააჩენენ და მერე პამპერსის ყიდვის თავი არა აქვთ. წელებზე ფეხს იდგამენ, ვალებს იღებენ ... წინასწარ ხომ უნდა იცოდე, ბავშვის შენახვა რა ღირს, მკურნალობა რა ღირს, სწავლა რა ღირს? ჩაცმა? დასვენება აღარ უნდა?
აი, რომ გამეჩინა... ახლა რამდენისა იქნებოდა? ჰო, თორმეტისა. რამდენი რამე ენდომებოდა! მერე მაგ ასაკში უკვე ისეთ კითხვების დასმა იციან , დამიწყებდა:მამაჩემი ვინ არის, სად არის, რატომ არ მოდის ...მერე , ნაბიჭვარს რომ დაუძახებდნენ ისინი, ნაგავი მამები რომ უყრიათ შინ და მაინც მამიანები რომ ჰქვიათ, ან უნდა ჩაეყლაპა ან უნდა ეჩხუბა . არ იჩხუბებდა ? - ვისაც არ დაეზარებოდა, ყველა თავში წამოარტყამდა , იჩხუბებდა? - ხან დაიჭერდნენ, ხან გამოუშვებდნენ და ბოლოს , ვინ იცის, რა გამოვიდოდა, იქნებ წამალზეც შემჯდარიყო. ეგ კი არა , კაი ოჯახისშვილები ხდებიან ნარკომანები...
არა მგონია, გოგო ყოფილიყო. რომ ყოფილიყო? მოიჩიტებოდა თუ არა, ყველა მგელს გასაგლეჯად მოუნდებოდა, დასწრებაზე იქნებოდნენ. მით უმეტეს, თუ მამამისს დაემგვანებოდა, სულ კუდში უნდა მედევნა, ვიღაც დეგენერატი გამიუბედურებდა, მერე მეორე დეგენერატი გამოჩნდებოდა, უპატრონოა, შემრჩებაო; მერე კიდევ მესამე ... დეგენერატებს რა გამოლევს!
როგორ დავფეხმძიმდი?!
რა ვიცი, თავს ვიცავდი. თებერვალი ხან მოკლეა, ხან გრძელი . ეტყობა, რაღაც ამერია . რომ გადამიცდა, ჯერ ციკლის დარღვევა მეგონა, მერე ტესტერმა ორსულობა აჩვენა.
რა! არ ვუთხარი იმ ბედოვლათს, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი თუ რა? და , რა გააკეთა? ჯერ რაღაც მომენტში სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა, მერე - ჩემი არ იქნება, მე რა ვიცი, ვისიაო. თანაც, ჩემები არ ვიცი, სად გადავყაროო, ვითომ ხუმრობით. ძალიანაც კარგად იცოდა, მაგის მეტი არავინ მყავდა, მაგრამ კაცი - ოხერია. შენ ჭკვიანი ქალი ხარ, რამეს მოიფიქრებო. ჰო,როცა უნდოდა, ჭკვიანი ვიყავი,როცა უნდოდა - სულელი. მერე ვითომ ქალაქგარეთ საქმეები ჰქონდა , ერთი კვირა არც მოსულა, არც დაურეკავს. რამდენი ხანი მეცადა!


/გაგრძელება შემდეგ პოსტში/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jun 16, 2009 2:51 pm

/გაგრძელება/

აბორტი კერძოდ გავიკეთე. მარტო წავედი. არ მქონდა ამ კლინიკების თავი. ვითომ ანალიზებს გიკეთებენ, რეაქტივები მაგათ არა აქვთ და არაფერი . ტყუილად სხვადასხვა კაბინეტებში დაგარბენინებენ , რომ, რაც შეიძლება, მეტი შეგაწერონ, ტყუილ დიგნოზებს გისვამენ , მერე ძვირიან წამლებს გაყიდინებენ , მაინცადამაინც იმ აფთიაქში მიდი, სხვის წამალს არ ვენდობითო , აფთიაქებს წილში უსხედან....მოკლედ,რა!
- პირველია?- მეკითხება გინეკოლოგი - შვილები გყავთ?
მერე ჰაერის ჩაუსუნთქავად უბერავს:
- დედობა ქალის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.დედობის უფლება აქვს ყველა ქალს და თუ მცირეოდენი საშუალება მაინც არსებობს, ქალმა ნაყოფი უნდა შეინარჩუნოს. გარდა ამისა , ფეხმძიმობა დადებითად მოქმედებს ქალის ფიზიოლოგიაზე და სიმსივნური წარმონაქმნების ბლოკირებას , შემთხვეევათა უმრავლესობაში კი საერთოდ გაქრობას უწყობს ხელს, ხოლო შეწყვეტილი ფეხმძიმობა, მითუმეტეს ქირურგიული ჩარევით, ... ბლა, ბლა, ბლა...
უცხოურ ფილმებში დამნაშავეს რომ ბორკილის დადებამდე უფლებებს აცნობენ, ისეა, მაგრამ აქ ტონი ვითომალერსიანია და სადღაც, სიტყვებსიქიდან გრძნობ , ეშინია , ნათქვამი მართლა ჭკუაში არ დაგიჯდეს და კარზე შენი ფეხით მოსული კლიენტი არ დაეკარგო.
ადგილობრივი ანესთეზიის პირველი ნემსი მწარედ ვიგრძენი, სარკის ჩადგმაც , ყელის გახსნაც , ვითომ ძალიან არ უნდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა.
-დედიკო, გეხვეწები, ეს გამისინჯე, რა! -კარი იღება. ჯამიანი გოგო შემოდის, ასე, თორმეტი წლისა, ცოტა მობიჭო, ეტყობა, მამას ჰგავს.
- რამდენჯერ გითხარი, როცა ვმუშაობ, ხელს ნუ მიშლი... კარგი, შემოდი - თან წითელპომადიან პირს უფჩენს.
ტყაპ!- და გაწვდილი კოვზიდან ვარდისფერი კრემის ნახევარი თეთრი ხალათის გულისპირზე ეცემა.
- ოოხ, ფეთხუმო , მომშორდი, მომშორდი! - რეზინის ხელთათმანიანი ხელი აუქნია - მარწყვი შიგ ჩაათქვიფე? უხდება სიმჟავე , მაგრამ მეტი აღარ უყო, ძალიან გაგითხელდება და ბისკვიტს ვერ დაიჭერს, ცოტა ხანს მაცივარში შედგი, უფრო კარგად წაესმება......და მათემატიკას მიხედე, ხვალ გაგიძახებს, იცოდე ! - მიაწია კარში გასულს.
- აი, ბედნიერი! - ვფიქრობ მე - გაიზრდება, რამდენი დაფეხმძიმდება, მოვა სახლში, დედამისი აქვე, მუქთად გაუკეთებს აბორტს, ალბათ ამხანაგებსაც დაპატიჟებს საღამოობით აბორტზე, როგორც ტორტზე...
ო-ო, რა შვებაა ასეთი სულელური ფიქრი გამოუვალ მომენტებში!
იმის მერე მარწყვის ტორტს ხომ დასანახავად ვერ ვიტან, მგონია, ზედ მარწყვები კი არა, კოლტებია.
აღარ დამთავრდა და აღარ დამთავრდა ეს ფხეკა. კი ამბობდა, ხუთ წუთში მოვრჩებიო, მაგრამ გეგონება ,ო პერაციას კი არ ატარებს, სადგურის მოსაცდელში ზის და ლაპარაკით ერთობა:
- ნოემბრიდან მოყოლებული, ზამთარი მკვდარი სეზონია , /ნამშობიარევი ყელი ნაკლებად სპაზმურია და უფრო ადვილია, ნუ იძაბები,ღრმად ისუნთქე,გენაცვალე!/, ყველაზე მეტი სამუშაო მარტ-აპრილში მომაწყდება ხოლმე , ვერ ავუდივარ , / ცოტაც და, მოვრჩებით/ , კაცი ხომ სულ ძაღლია და ძაღლია, მაგრამ ამ დროს ქალი და კატა ერთია...
მე კი კბილები და ღრძილები ერთიანად მეტკინა და მაგრად დაჭერისაგან ყბა მიკანკალებს, მომუშტულ ხელისგულებში ფრჩხილების ჩანარჭობები მტკივა, არათითზე ფრჩხილიც მომტეხია.
ერთი ჭიქა მინერალური დამალევინა, კარის შუშაში ჩავიხედე , ჭიქაში ცხვირსახოცის წვერი ჩავასველე და ყბამდე ჩამოსული ტუშის შავი ნიაღვარი მოვიწმინდე. ცხვირიც ზედ მივაყოლე.
- კარგი გოგო ხარ. - მეუბნება - დღეს-ხვალ-ზეგ ათი აბი ანტიბიოტიკი დალიე! რომელი?! რა ვიცი, რომელიც უფრო გიხდება . თუ პრობლემა გექნა, რა დროც იქნება, დამირეკე !
- შემდეგი, მობრძანდით ! - მომაყოლა ხმა, ბინის ჰოლში მომლოდინე ქალებიდან ერთი წამოდგა , ღრმად ჩაისუნთქა და საქმიანი სახით ჩამიარა. ეტყობოდა, ახალი არ იყო იქ.

წვიმდა. მუცელში სიმჩატეს და სიფუღუროვეს ვგრძნობდი. აფთიაქთან გავაჩერე. უცებ იქვე ცარიელი , ღია საპარიკმახერო დავინახე , შევედი, თმა პირდაპირ ბიჭურად შევაჭრევინე. იმის მერე აღარც გამიზრდია.
შუაღამემდე მთელ გულ-მუცელში დაუსრულებლად მიმეორდებოდა გადატანილი . დროდადრო მუხლი მიხტოდა , სახსრები და ბარკლის უკანა მყესებიც ყრუდ მტკიოდა . მერე როდის-როდის ჩამეძინა . შუა ძილში რაღაც წარმოუდგენელი სიამოვნება, არა, ნეტარება ვიგრძენი, სითბო შემომეხვია თავიდან-ფეხებამდე. მერე თითქოს ვიღაცამ უკმეხად ხელი მკრა. გამეღვიძა და კისრამდე სისხლში ვწოლილვარ!
ორი კვირა ლოგინში ვეგდე. გადასხმებს სახლში მიკეთებდნენ. ამასობაში გარეთ ნამდვილი გაზაფხულიც დადგა...
/მობილურმა დარეკა.უპასუხოდ გათიშა.
არა უშავს, ცოტა დამიცადონ! ,, ბეილიზის,, განიერ ჭიქაში ჩარჩენილი ყინულები ერთი აკვრით პირში შეიყარა, გააკნატუნა, ბოლო სიგარეტს მოუკიდა და ღრმად ჩაისუნთქა/ .
ის ჩემი კაცი?! გამოჩნდა. გამოჩნდა და მოუნდა ისევ ძველი ამბები. სცენებიც მომიწყო, ხან შემაშინა, ხან იტირა, ერთი შანსი კიდევ მომეცი, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთო.
ცხოვრებაში სუფთა ფურცელი არ არსებობს. ყველაფერი თავიდანვე ერთგან იწერება, მერე გინდა გადახაზე, გინდა ჩაასწორე, გინდა იქვე გადაათეთრე , წაშლით კი , არაფერი იშლება..
ჰო, ის მერე სულ გაფუჭდა . საქმეებიც უკან-უკან წაუვიდა . მიხვდა, რომ კარგი ტოტი ჩამოუტყდა, მაგრამ მორჩა!
ღმერთი?!
სულ ასეა . თუ ღმერთზე ფიქრს გაჰყვები, როგორც არ უნდა იარო, ბოლოს მაინც ადამიანამდე მიხვალ; თუ ადამიანზე ფიქრს - ღმერთამდე.
ან იქნებ ეს, სულაც, ერთი და იგივეა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jun 24, 2009 8:05 pm

ნინო დარბაისელი


ბატის ფრთის ფერადი ვარდები



კიდევაც კარგი ვარ! შენ რამდენისა ხარ? ჰო! მე რომ შვიდისა ვიყავი, უკვე სტუდენტიც იქნებოდი . ვზივარ ერთხელ ჩემთვის , მოწყენილი, ხვალის გაკვეთილები უკვე მოვამზადე, გარეთ სათამაშოდ ვერ გავდივარ, ზამთარია, შემოდის მამაჩემი და მეუბნება:
- შენთვის კარგი ამბავი მაქვს. ერთმა ლამაზმა დეიდამ დაბადების დღეზე დაგპატიჟა, აბა,გამოიცანი, ვინ!
რა გამოცნობა უნდოდა!
ახლო-მახლოში სულ ერთი ლამაზი დეიდა იყო - ჩვენი ელამი ფოსტალიონის ცოლი - წოწია ტომა . ამბობდნენ, ბიძამ ყაზახეთიდან გამოუგზავნაო.ზაფხულში სულ ვარდისფერი შარვლით დადიოდა , მაღალქუსლიანები ეცვა, დანაჩოსებულ ქერა თმაზე ნაირ-ნაირ პლასტმასის პეპლებს იკეთებდა და ლურჯ თვალებზე გრძელი, შავი წამწამები ჰქონდა მიწებებული , მუქი წითელი პომადა ისე ესვა, იფიქრებდი, ბნელში უჭამია და სიჩქარისაგან პირის მოწმენდა დავიწყებიაო.
იმათი ’’ხრუშოვკა’’-კორპუსი ჩვენი სახლის წინ, ერთ გადარბენაზე იდგა. მდგმურები წინა ეზოში, გრძელ სკამზე გროვდებოდნენ. ბიჭები თან გოგოებს ელაპარაკებოდნენ, თან სულ იმისკენ გაურბოდათ თვალი , ერთი, როდის გამოვიდოდა თავის პატარა აივანზე , რეცხვისგან უფრო გათეთრებულ მკლავებს როგორ აიქნევდა ჰაერში სარეცხის გასაფერთხად, მერე ძუძუებშუიდან როგორ ამოიღებდა სამაგრებს და თოკებზე კოხტად მიამაგრებდა.
რაც ზამთარი დადგა, აივანზე იშვიათად ჩანდა, ფანჯრის რაფაზეც დიდი ქილებით სულ ფერად-ფერადი წნილები ჩაამწკრივა. ხანდახან თუ გამოიხედავდა, უკვე ვიცოდი, მე მეძებდა, ხელის დაქნევას როგორ დავაცლიდი! კორპუსის ქვეშ მივირბენდი, ქაღალდში შეხვეულ ფულს გადმომიგდებდა და მეოთხე სართულზე პურს წუთში ავურბენინებდი.
ჰოდა , დაბადების დღეზეც იმიტომ დამპატიჟა . სტუმარს ლამაზად ხომ უნდა ეცვას! საგარეო კაბა კი ცოტა დასრესილია , მაგრამ არა უშავს , ბებიაჩემივით, სველ ხელს დავისვამ , სანამ იქ მივალთ, თავისით გასწორდება...
მამამ ამასობაში პირი გაიპარსა და თმები ბრიოლინით აილაპლაპა, რაც ხელებზე დარჩა, მეც მიმის-მომისვა თავზე, ერთიანად შემათვალიერა და უცებ სახეში სერიოზულად შემომაცქერდა :
- ეს კარგი, მაგრამ საჩუქარზე რა ვქნათ?
ხომ არის ძნელი კითხვები, უფროსები ვითომ ტოლივით რომ დაგისვამენ და პასუხიც თვითონვე მზადა აქვთ:
- რა და, - ვაზაში რომ ბებიაშენის ყვავილებია. დედაშენის გასახარად ბარემ აქედანაც მოვაშორებთ.
დედა ჯერ ცოცხალ ყვავილებსაც ვერ იტანდა, ალერგიული ვარო , ეს ხელოვნური ყვავილები ხომ მოთმინებას აკარგვინებდა, თავისიანებში ამბობდა, სულ ჩემს დედამთილს მაგონებს, რასაც ვაკეთებ, მგონია, ჩუმად მითვალთვალებსო.
ბებიაჩემს კი , თითქოს ჯინაზე, შუა ოთახში, მრგვალ მაგიდაზე ედგა. ოდესღაც ვიღაცას რუსეთიდან ჩამოუტანია, მოკლე, შინდისფრად შეღებილი ბატის ბუმბულები მავთულით ვარდის კოკრებად იყო შეკრული, გრძელი მწვანე ბუმბულები - ვითომ ღერები და ფოთლები იყო.
ეს დამტვერილი ყვავილები ვაზიდან ამოვიღეთ, ნაზად დავბერტყეთ და სანამ მამაჩემი ცელოფანის შავ პარკსაც მოძებნიდა, რომ გარეთ არ დაენახათ, რა გვეჭირა, მე, როგორც საზრიანმა ბავშვმა , საჩუქარი გავაკეთილშობილე , ანუ ადეკოლონი ’’შიპრის’’ ჩემი საკუთარი, პატარა ბოთლი დაუნანებლად ზედ დავაცალე.
გამოსვლისას მამამ ნოტების ჩანთაც დამაკავებინა. მივდივართ და მიგვიხარია!


/გაგრძელება მომდევნო პოსტში/


Last edited by nino darbaiseli on Wed Jun 24, 2009 8:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jun 24, 2009 8:06 pm

გზაში არავინ შეგვხვედრია. ერთი პირველსართულელი კი დავინახე , მაგრამ ფარდის უკან მიმალული მოთვალთვალე ხომ შეხვედრილებში არ ითვლება!
სადარბაზოში საჩუქარი ამოვიღეთ, მივასწორ- მოვასწორეთ, რომ ავედით, მამამ კარის თვალს მიუშვირა, თვითონ გვერდითა კედელს აეკრა და მეც უკან დამმალა , მერე სამჯერ ფრთხილად დააკაკუნა.
- ოი, კაკიე ცვეტი, ა კაკ პახნუტ!- ამ სიტყვებზე წოწია ტომამ ვარდები ჯერ მამაჩემის ხელიანად და მერე მთლად მამაჩემიანად თითქოს შიგნით შეისრუტ-შეისრიალა, კარი ცხვირზე მომაკეტა და დავრჩი ასე!
ვდგავარ და ვფიქრობ, რაღა ვქნა! გარეთ ყინავს, ქარია. სახლის გასაღები მამას უდევს ჯიბეში. დედა გვიან მოდის, ბებია ხომ საერთოდ სოფელში წავიდა , და ! მეზობლებთან შესვლაც არ შეიძლება, რაღაცეებს შემეკითხებიან , მაინც გამომტეხავენ , მერე დედაჩემს მიუტანენ ამბავს, მერე დედა მამას ეჩხუბება, მერე მამა სახლიდან გავარდება, მერე , როგორც ’’მამაილას’’, მაგრად მომხვდება, მერე დედა იტირებს...
საერთოდ, რატომ გამოვყევი... - ყელი ჩამეკეტა .
კიბეები დასაჯდომად ცივია, კიდევ კარგი, ეს ჩანთა წამოვიღე, საფეხურზე დავდებ და დავჯდები, მაგრამ ესეც ცივია. ფეხებიც გამეყინა, თანაც უკვე მეფსია!
ავდექი, ჯერ მამაჩემივით სამჯერ დავაკაკუნე, მერე ორივე მუშტი წავუშინე . მამამ გამიღო:
-სუ-უ! წოწია ტომა ძალიან ცუდად გახდა, კვდებოდა, ძლივს გადავარჩინე . შემოდი და აი, აქ, სამზარეულოში დაჯექი, მე კიდევ მივხედავ, იქნებ დავაძინო , აჰა, ნამცხვარი და ატმის კამპოტიც ზედ დააყოლე . გაზზე წყალს დავადგამ და შენ კარგად უყარაულე, რომ ადუღდება, დამიძახე, თუ არ დაიძინა, სხვა გზა არ არის, ფეხები ცხელ წყალში უნდა ჩავაყოფინოთ!
შემოსვლისას ოთახის შეღებულ კარში თვალი მოვკარი, წოწია ტომა მართლა იწვა .
მოსალევი მოვილიე, შესაჭმელი - შევჭამე, დასალევი- დავლიე , წყალიც მზადაა , მივდივარ ოთახის კართან .
- მა-მა-ა, მა-მი-კო-ო , ადუღდა! - მინდა , ხმა ისე მივაწვდინო, წოწია ტომა თუ უკვე ჩაძინებულია, არ გავაღვიძო. იქიდან რაღაც ბრაგა-ბრუგი და კვნესა ისმის . ეტყობა , ტკივილებისგან კვნესის , ვერა და ვერ იძინებს, მაგრამ აგე! მამაჩემი ისეთია, დიდ საწოლსაც აკვანივით ურწევს.
ფიქრით კი ამას ვფიქრობ, მაგრამ, სინამდვილეში, შიგნით იდუმალი , საშიში, თან სასიამოვნო ფორიაქი მივლის.
წყალი კი დუღს და დუღს.უკვე მთელი ვეებერთელა ჩაიდანი ამოშრა და ძირმაც ტკაცა-ტკუცი დაიწყო. მოცუცქნული სამზარეულო ორთქლშია, ფანჯრებზეც უკვე წვეთები ღვარად ჩამოდის. კარგად დაღამდა და ვხედავ, ჩვენთან შუქიც აინთო, მერე ჩაქრა, მერე აინთო. ვიღაც უკვე მოვიდა, დედაჩემის მეტი ვინ იქნება. ბებია ხომ სოფელშია, მაგრამ შეიძლება დაბრუნდა. სულ ასე არ ამბობს? - მე სადაც მინდა და როცა მინდა , მაშინ წავალ და მოვალ , ეგღა მაკლია, სხვებს შევეკითხოო..
ახლა უკვე გამეტებით ვუკაკუნებ ექიმ-ავადმყოფს.
- მა-მა-ა, ჩვენთან ვიღაც მოვიდა !
- კატორი ჩას? - ავადმყოფი უცებ წამოფრინდა - .ოი, ოი, ბოჟე მოი, ბისტრა !
მამაჩემმაც უცებ მოიგდო ქურთუკი, მკლავში ჩატანებული კაშნე არც გამოუძრია, პალტო ისე შემომაცვა, ქუდი თვალებზე ჩამომაფხატა და მოვცოცხეთ.
სადარბაზოს აქეთ რომ გამოვცდით, გალეული ფოსტალიონი იქიდან უკვე კორპუსის კუთხისკენ მოლასლასებდა. მამა ხელის აწევით , შორიდან მიესალმა და ამოისუნთქა :
-აუჰ, გადავრჩით!
ჯერ სადა ხარ! მთავარი წინაა.
ნეტა , ვინ გაგვიღებს კარს?

/გაგრძელება შემდეგ პოსტში/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jun 24, 2009 8:07 pm

არც არავინ. უბრალოდ მოხურულია. შუშაბანდში , დივანზე დედა ზის, უკვე გრძელი ხალათიც აცვია , ტელევიზორს ზერელედ უყურებს და კი არ გველაპარაკება, თითქოს სხვის დაწერილს ხმამაღლა გვიკითხავს:
-არ მაინტერსებს არაფერი. კეთილი ინებეთ და საიდანაც გნებავთ, როგორც გნებავთ , ის ყვავილები აქ გააჩინეთ და თავის ადგილზე დადეთ . სოფლიდან დარეკეს. ამაღამ ქალბატონი ჩამობრძანდება.
ჰო, გაბრაზებულზე სულ ასეთი ლაპარაკი იცის. ხანდახან იმასაც დაუმატებს, რომ ამ ოჯახში თვითონ - ერთი შემომტანია, სხვა ყველა - გამტანი,მაგრამ ახლა იქამდე ვეღარ აღწევს:
- გეყოთ! ამჯერად აქედან მე წავალ და რაც გინდათ, ქენით. ხალხისა შენ არ გერიდება ,ბავშვისაც არა გრცხვენია, ყველანი ერთი ჯიშისა ხართ. ყველანი...
ბოლო სიტყვები აღარ მესმის, უკვე გარეთ ვართ და ქარი შიგ ყურებში მიბერავს.
კიდევ კარგი, შორს მაინც არა ვართ წასასვლელები!

-შენ უნდა ახვიდე. მე არ მახსენო! ეტყვი : იზვინიტე, ია უ ვას ცვეტი ასტავილა.მოჟნა იხ ზაბრაც? აბა , გაიმეორე!
რას გავიმეორებდი!
- კარგი! იცი , როგორ უთხარი? - პაჟალუსტა,... არა, პაჟალუსტა არ გინდა, პირდაპირ :ია ხაჩუ მაი ცვეტი. თუ კარი ფოსტალიონმა გაგიღო, ეტყვი : წოწია ტომა დომა? გაიმეორე!
ეს უფრო ადვილი იყო.
ისევ კიბეზე ასვლა, ისევ კაკუნი...გაიღო, ორივე ერთად დგას.ამაზე ხომ მამას არაფერი უთქვამს, რა ვქნა, როგორ მოვიქცე,არადა, მიყურებენ, მელოდებიან !
დავიწყე:
- წოწია ტო-მა-მა-პა-პა-პაჟა-ცვე-ტი!
სრული სიჩუმე .
ჯერ ფოსტალიონი იწყებს. მერე რუსულად ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობენ. ისე აუჩქარეს და აუჩქარეს, რას ყვირიან, მე კი არა,თვითონაც აღარ ესმით, ერთი გავარჩიე: ’’დურაკ ტი’’. ქმარი გაბრაზებული შევარდა, წოწია ტომას პომადა და სახე ერთი ფერი აქვს, თან ვითომ მიცინის , უკვე ცრემლები ჩამოსდის. წამწამები ნახევრად აეშვა. სულ იგლეჯს და შიგნით ისვრის. მერე ნესტოებზე ხელს იჭერს , ჯერ ისევ რაღაც გაუგებარს მეუბნება, მერე:
- პადაჟდი , უ აკნა, აკნო, აკოშკა!- ჰაერში თითით ოთხკუთხედს ხაზავს და კარს ხურავს.

- ყვავილები? - ცარიელ ხელებში მიყურებს მამა - რა, არ მოგცა?
- არა!
--გაგიბრაზდა?
- არა!
- მარტო იყო?
-არა!
- რამე ზედმეტი ხომ არ უთხარი?
-არა!
-აბა, რა გითხრა?
- აკოშკასთან პადაჟდიო.
- კარგი, დაველოდოთ!
სხვა რა გზაა! ვიცდით და ვიცდით. თან კორპუსის ძირში , აქეთ-იქით დავსეირნობთ .
ცოტა ხანში ფანჯარა იღება, მოჩანს ქერა, დანაჩოსებული თავი, გავრბივართ და უკვე ვხედავთ, ბინებიდან გამომავალ ოქროსფერ შუქში სართულ-სართულ როგორ ნარნარად მოფრინავს ჩვენი თაიგული , მამაჩემი აღარც მელოდება, თითქმის აფრენილია, რომ ჰაერშივე გააბას , საცაა, დაიჭერს კიდეც... მაგრამ უეცრად წამოუქროლა სასტიკმა ქარმა და აიტაცა ჩვენი ვარდები და ნაძვის ტოტზე წკიპით დაკიდა.
-ჩქარა,ქვა ! ...ერთიც!... ვახ, აცდა!... კიდევ... კიდევ მომიტანე...უფრო დიდი !
ირგვლივ ქვების მეტი რა ყრია, რაღა ახლა გამოილია!
უფრო შორს მივრბივარ. იქიდან ვხედავ, მეორე სართულიდან ვიღაც იატაკის ჯოხს ყოფს , ხის ტოტს არხევს , არის! თაიგული დაბლა ეშვება , ჯოხიანი მოხუცი ქალი ჩვენკენ ფრთხილად იხედება , მამა სასწრაფოდ ჰაეროვან კოცნას უგზავნის, ყვავილებისთვის იხრება და უცებ მეოთხედან :
- სვოლაჩ !
ამ ხმას ხელნაკრავი წნილის დიდი ქილა მოსდევს, თხლაშ-დგუფ -ლაწ ! - და შიგ ფეხებში უფეთქდება.
ვაი, მამა, ვაი , ვარდები!
წამიც და, მამა უკვე ფეხზე დგას გაჭიმული , ხელში დაშლილი თაიგული უჭირავს, მთელ ტანსაცმელზე, თმებზე წვრილად დაჭრილი კომბოსტოები და სტაფილოები ჰკიდია და ბედნიერად მიღიმის, მერე ჩემკენ იხრება, სველ, მომჟაო- მომლაშო ლოყაზე ვკოცნი , ვეხუტები ...

რა?
შენ ამბობ , რომ ამას ყველაფერს მამაილა იგონებს, არა? სამჯერ მომიყევი და სამჯერვე სხვადასხვანაირადო.
დიახაც, ეს ჩემი ამბავია!
რა მნიშვნელობა აქვს, მართლა მოხდა თუ არა, მე ხომ , რამდენჯერაც გავიხსენებ, იმდენჯერ ახლიდან ვხედავ, მესმის და განვიცდი , გინდ ნაღვლიანად ვყვებოდე, გინდ მხიარულად , და სხვა რაღაა ადამიანის ნამდვილი წარსული!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jun 27, 2009 12:56 pm

ნინო დარბაისელი


რა სახელს აფუჭებს!

მცირე მოგონება შოთა ნიშნიანიძეზე

ეს ბატონმა შოთა ნიშნიანიძემ თავად მიამბო.
მისი ნამდვილი გვარი მამაგეიშვილია.
სტუდენტობისას თურმე დიდი წესიერებით არ გამოირჩეოდა და ლექტორები ხშირად აძევებდნენ აუდიტორიიდან.
იყო ასეთი პროფესორი,ტრიფონ რუხაძე, კარგი კაცი და პოეზიის დიდი მოყვარული, მაგრამ ყოველ ლექციას ისიც მამაგეიშვილის გარეთ გაგდებით იწყებდა და ერთი უწიგნური ვინმეც ეგონა, მის პოეტობას ხომ როგორ წარმოიდგენდა,!
ერთხელ ერთ რედაქციაში საგულდაგულოდ გამოწყობილ შოთას თავისი ლექსები აქვს მიტანილი და შემოდის ბატონი ტრიფონი. შოთა, რაღაც, ცუდის მოლოდინშია ,მაგრამ არა! რედაქტორმა,/ვინაობა აღარ მახსოვს/, სტუმარს წარუდგინა უკვე ცნობილი ახალგაზრდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე და ორიოდე ლექსიც წააკითხა. უყურებს ბატონი ტრიფონი ,უყურებს და ეუბნება:
- ვერ წარმოიდგენთ, ბატონო შოთა, როგორ გავხართ ერთ ჩემს სტუდენტს, სახელიც რომ ერთი გქვიათ!..არა, იმას როგორ შეგადრით, მაგრამ, ძალიან გავხართ, ძალიან.
მეორე დღეს პროფესორი ლექციაზე შედის, ჩვეულებისამებრ, მამაგეიშვილს გარეთ აგდებს და დანანებით მიაყოლებს:
-რა კაცს გავხარ, რომ იცოდე, რა კაცს ...

იმ დროიდან ასეთი ურთიერთობა დამყარდა: თუ ტრიფონ რუხაძე მწერალთა კავშირის ან რედაქციების სიახლოვეს დაინახავდა შოთას , /ეს ყველაფერი კი ძირითადად ლენინის მოედნის მიდამოებში იყო თავმოყრილი,/'' ბატონო შოთათი'' მიმართავდა და პოეზიასა და ლიტერატურაზე ხანგრძლივად ესაუბრებოდა, აღფრთოვანებას გამოხატავდა მისი ლექსებით.მელიქიშვილიდან დაწყებული, ვაკის სტუდქალაქის მიდამოებამდე ,უბრალოდ, სალამზე პასუხობდა.

საქმე მაშინ რთულდებოდა,თუ რუსთაველზე ხვდებოდნენ:
-რა ვქნა ახლა, რომელი ბრძანდებით, ბატონი შოთა ნიშნიანიძე თუ ის, მეორე ..... რა ქვია?...
-ნიშნიანიძე ვარ,ბატონო ტრიფონ! - პასუხობდა პოეტი და დიდხანს საუბრობენ პოეზიასა და ლიტერატურაზე.
თუ შოთას სადმე ეჩქარებოდა ან სასაუბროდ არ იყო განწყობილი, მოკლედ მიუგებდა:
:-მე ''ის'' ვარ,ბატონო ტრიფონ, '' მეორე''.
პროფესორი თავს გულდაწყვეტით გაიქნევდა :
- რა კაცს გავს და რა სახელს აფუჭებს ! წაკითხული კი არა,გაგონილიც არ ექნება მისი ლექსები. საქმეა ახლა ეს?
და გზას განაგრძობდა .
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jul 07, 2009 7:16 pm

ორი კანონიკური ჰაიკუ



დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.




მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Tue Jul 07, 2009 8:41 pm


ორი კანონიკური ჰაიკუ



დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.




მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.


flower flower flower queen cheers flower flower flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Guest
Guest



PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jul 08, 2009 8:08 am

nino darbaiseli wrote:
ორი კანონიკური ჰაიკუ



დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.




მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.

scratch

"ხის წვერზე"?
თუ
"კენწეროზე"?

ხის წვერს ხო "კენწერო" ჰქვია ქართულად?

თუ რიტმში არა ჯდებოდა?

Wink
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jul 08, 2009 8:18 am

ბობო wrote:
nino darbaiseli wrote:
ორი კანონიკური ჰაიკუ



დაცემამდე

ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.




მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.

scratch

"ხის წვერზე"?
თუ
"კენწეროზე"?

ხის წვერს ხო "კენწერო" ჰქვია ქართულად?

თუ რიტმში არა ჯდებოდა?

Wink

...

ნინო იმედია არ მიწყენს,თუ ამ ლექსს ჩემთვის ასე გავახმიანებ:


მიუწვდომლობა
----------------------
თოვლი.
კარალიოკი
კვლავ კენწეროზეა.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Wed Jul 08, 2009 9:56 pm

კენწერო //ხის წვერი - პარალელური ფორმებია/ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,გვ.561./
ვაჟა ძვირფასო! საინტერესო ვერსიაა,მაგრამ არაკანონიკური,მე კი მინდოდა, კანონიკური ჰაიკუს რიტმი შემენარჩუნებინა:(5/7/5)
ერთი მომენტიც: მე აქ ვცადე ჰაიკუს მიღმიერი პლანს შესაქმნელად გამომეყენებინა ძველბერძნული ლირიკა და იაპონურისთვის შემეთავსებინა.
საფოს აქვს ასეთი ლექსი,რომელიც ქალწულობას ეძღვნება:

ღუის წითელ ვაშლივით,
სივრცეს შეკედლებია,
რად არ წყვიტავს მებაღე,
ხომ არ დავიწყებია?
როდი დავიწყებია,
მაგრამ ვერ შესწვდენია.

რაკი იაპონურ სამყაროსთან მქონდა საქმე,ვაშლი კარალიოკით ჩავანაცვლე. ეს ხილი ყველაზე ''იაპონურია'' და თოვლისფერ თეთრ ფონზე მკვეთრ,ნათელ ლაქას იძლევა.
რატომ კარალიოკი და არა ხურმა? ეს ორი მსგავსი ხილი სხვადასხვაა.კარალიოკის აღსანიშნავად არსებობს ბოტანიკური ტერმინი: იაპონური ხურმა,რომელიც ცოცხალი ქართული მეტყველებისთვის მეტისმეტად უცხო და ხელოვნურია. ვფიქრობ,სალიტერატურო ქართულში სიტყვა კარალიოკის დამკვიდრება მართებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც ცნობიერებში უცხო საგანი სახელთან ერთად შემოდის და ამ ,თანმოყოლილი სახელითვე მკვიდრდება,რადგან ენას მანამდე ადეკვატი არ გააჩნია,პურისტულად შექმნილი ფორმა კი გამძლე არ გამოდგება. მაგ:პომიდორი,სამოვარი,ვაგონი და ტროტუარი და ასე შემდეგ/.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1347
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Thu Jul 09, 2009 7:56 am

nino darbaiseli wrote:
კენწერო //ხის წვერი - პარალელური ფორმებია/ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,გვ.561./
ვაჟა ძვირფასო! საინტერესო ვერსიაა,მაგრამ არაკანონიკური,მე კი მინდოდა, კანონიკური ჰაიკუს რიტმი შემენარჩუნებინა:(5/7/5)
ერთი მომენტიც: მე აქ ვცადე ჰაიკუს მიღმიერი პლანს შესაქმნელად გამომეყენებინა ძველბერძნული ლირიკა და იაპონურისთვის შემეთავსებინა.
საფოს აქვს ასეთი ლექსი,რომელიც ქალწულობას ეძღვნება:

ღუის წითელ ვაშლივით,
სივრცეს შეკედლებია,
რად არ წყვიტავს მებაღე,
ხომ არ დავიწყებია?
როდი დავიწყებია,
მაგრამ ვერ შესწვდენია.

რაკი იაპონურ სამყაროსთან მქონდა საქმე,ვაშლი კარალიოკით ჩავანაცვლე. ეს ხილი ყველაზე ''იაპონურია'' და თოვლისფერ თეთრ ფონზე მკვეთრ,ნათელ ლაქას იძლევა.
რატომ კარალიოკი და არა ხურმა? ეს ორი მსგავსი ხილი სხვადასხვაა.კარალიოკის აღსანიშნავად არსებობს ბოტანიკური ტერმინი: იაპონური ხურმა,რომელიც ცოცხალი ქართული მეტყველებისთვის მეტისმეტად უცხო და ხელოვნურია. ვფიქრობ,სალიტერატურო ქართულში სიტყვა კარალიოკის დამკვიდრება მართებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც ცნობიერებში უცხო საგანი სახელთან ერთად შემოდის და ამ ,თანმოყოლილი სახელითვე მკვიდრდება,რადგან ენას მანამდე ადეკვატი არ გააჩნია,პურისტულად შექმნილი ფორმა კი გამძლე არ გამოდგება. მაგ:პომიდორი,სამოვარი,ვაგონი და ტროტუარი და ასე შემდეგ/.


...
გაუმარჯოს კარალიოკს,
მაგრამ ფშავში არ არიო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Fri Jul 10, 2009 9:31 am

ბარემ ყველა ერთად იდოს


შვიდი კანონიკური ჰაიკუ


დაცემამდე


ზაფხულის დილა.
ბალახის ღერის წკიპზე
კიდია წვეთი.


მიუწვდომლობა

ზამთარი . თოვლი.
კარალიოკი ისევ
ხის წვერზე დარჩა.


სიცოცხლე

მზემ დასცა კაცი.
ძველი სახლი კი დგას,
ხვლიკს მოუხმობს ხვლიკი.


ღამე

მშობლები - ბაღში
დაუკრეფავში.მიწამ
ჩაიკრა ბავშვი.


სიყვარული

გაშლილ მდელოზე
დაგორდა ვაშლი,თავბრუ
დაეხვა ჭიას.


დრო

გათხრილ სამარხში
ძველი ძვლებია,ძაღლო,
გეყოფა ყეფა!


ცივი გრანულა

დადგა ზამთარი.
მიწიდან ხეზე ვეღარ
ფრინდება ჩიტი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jul 11, 2009 10:45 am

ნინო დარბაისელი

შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Sat Jul 11, 2009 3:56 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
nino darbaiseli wrote:
კენწერო //ხის წვერი - პარალელური ფორმებია/ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი,გვ.561./
ვაჟა ძვირფასო! საინტერესო ვერსიაა,მაგრამ არაკანონიკური,მე კი მინდოდა, კანონიკური ჰაიკუს რიტმი შემენარჩუნებინა:(5/7/5)
ერთი მომენტიც: მე აქ ვცადე ჰაიკუს მიღმიერი პლანს შესაქმნელად გამომეყენებინა ძველბერძნული ლირიკა და იაპონურისთვის შემეთავსებინა.
საფოს აქვს ასეთი ლექსი,რომელიც ქალწულობას ეძღვნება:

ღუის წითელ ვაშლივით,
სივრცეს შეკედლებია,
რად არ წყვიტავს მებაღე,
ხომ არ დავიწყებია?
როდი დავიწყებია,
მაგრამ ვერ შესწვდენია.

რაკი იაპონურ სამყაროსთან მქონდა საქმე,ვაშლი კარალიოკით ჩავანაცვლე. ეს ხილი ყველაზე ''იაპონურია'' და თოვლისფერ თეთრ ფონზე მკვეთრ,ნათელ ლაქას იძლევა.
რატომ კარალიოკი და არა ხურმა? ეს ორი მსგავსი ხილი სხვადასხვაა.კარალიოკის აღსანიშნავად არსებობს ბოტანიკური ტერმინი: იაპონური ხურმა,რომელიც ცოცხალი ქართული მეტყველებისთვის მეტისმეტად უცხო და ხელოვნურია. ვფიქრობ,სალიტერატურო ქართულში სიტყვა კარალიოკის დამკვიდრება მართებულია.ეს ის შემთხვევაა,როდესაც ცნობიერებში უცხო საგანი სახელთან ერთად შემოდის და ამ ,თანმოყოლილი სახელითვე მკვიდრდება,რადგან ენას მანამდე ადეკვატი არ გააჩნია,პურისტულად შექმნილი ფორმა კი გამძლე არ გამოდგება. მაგ:პომიდორი,სამოვარი,ვაგონი და ტროტუარი და ასე შემდეგ/.


...
გაუმარჯოს კარალიოკს,
მაგრამ ფშავში არ არიო!


არა უშავს! მთავარია,
რო ხურმაში არ არიო .
Very Happy


მეორე ვერსია:

საძებნად არ დაგჭირდება
არ პარიზი,არა რიო.
მთავარია,როცა ნახავ,
რო ხურმაში არ არიო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: შვიდი მნათობი და შუაღამური   Sat Jul 11, 2009 7:08 pm

მე ხომ ვერ მოვისვენებ, ნაამები სტუმარი ძალით სამზარეულოში რომ არ შევახედო ან რეცეპტის დეტალებით მაინც არ გადავღალო:



ნინო დარბაისელი

ჩემი სავარჯიშოებიდან

შვიდი მნათობი და შუაღამური



გუშინ პარასკევი იყო და რამდენიმე ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთი ერთდროულად გამოვიდა.
ჩემს კოლეგებს და მე დიდიხანია, ჩვევად გვაქვს, ვიმსჯელოთ ახალი პუბლიკაციების შესახებ. ხშირად ვკამათობთ კიდეც.
ერთ ჟურნალში ერთი ძალზე კარგი პოეტის კარგი ლექსი იწყებოდა სიტყვით ''ჟრჟოლა''. მე დავიჩემე,რომ ეს დიდი დეფექტი იყო,რადგან ბგერათა ამგვარი თავმოყრა პირველსავე სტრიქონში ბარიერს ქმნიდა ლექსის გაჟღერებსას.
/ცნობილია,რომ ჩუმად კითხვისასაც კი ჩვენი სამეტყველო აპარტურა მუშაობს,ოღონდ ასე ვთქვათ ''ეკონომიურ რეჟიმში'' ,ანუ ტექსტი წარმოუთქმელად ხმიანდება ჩვენში./
შევყევით კამათს და მე დავიწყე მტკიცება:
იმისათვის,რომ ეს სიტყვა ''ჟრჟოლა'' ტექსტში ორგანულად ჩაჯდეს,არავითარ შემთხვევაში მისით არ უნდა დაიწყოს არათუ მთელი ლექსი, არამედ სტრიქონი. საჭიროა, მის ირგვლივ ჟღერადი ფონი მომზადდეს და ა.შ. /ასეთ შემთხვევებში ამბობენ ჩემი მეგობრები, ნინოს თუ ერთი გადაეკეტა,მორჩა,ფეხს ვეღარ მოაცვლევინებო/ცუდები!/.
ვიდრე ლექსზე სამუშაოდ დავჯდები,ჩვეულებრივ,ასე ხდება, იმდღევანდელი ერთი კი არა,რამდენიმე მნიშვნელოვანი თუ თითქოს ნაკლებმნიშვნელოვანი მოვლენა და ემოცია უცნაურად უნდა დაკავშირდეს, უნდა შეერთდეს ჩემს არსებაში.
ჯერ ლექსს გაგაცნობთ,მერე იმ მოვლენებზეც გეტყვით ორიოდე სიტყვას:


შუაღამური

მკითხა: ამ ღამით ვინ დაგტოვა ქუჩაში მარტო?
მივუგე: რა ვქნა, გავაცილე სტუმარი ღამის.

მკითხა: მეცნობი,სად ცხოვრობო.
მივუგე: ახლო.

მკითხა: არ გინდა,მიგაცილო?
მივუგე: კარგი!

მკითხა: სახელი რა გქვიაო.
მივუგე: ანა.

მკითხა: როდესაც დამინახე,სულ არ შეშინდი?
მივუგე: ცოტა, როცა ჩრდილმა გაიხმიანა.

მკითხა: არ გცივა? მოიხურე ჩემი ჟაკეტი!
მივუგე: გმადლობ.რა თბილია! როგორ მეამა!

მკითხა: თუ გჯერა, ვარსკვლავების ან ბედისწერის?
მივუგე: მგონი, ვარსკვლავები მუდამ ტყუიან.

მკითხა: ეს არის შენი კარი?
მივუგე: დიახ!

მკითხა: გექნება ჭიქა ჩაი?
მივუგე: არა!

მივკეტე კარი და ჟრჟოლამაც გადამიარა.



ბოლო სტრიქონში შენიშნავდით სწორედ იმ სიტყვა ""ჟრჟოლას'', რომელსაც ,ჩემი ჩანაფიქრით,კომპოზიციურად ამზადებს მთელი ტექსტი.
ახალ სხვა ამბები: მე არაერთგზის აღმინიშნავს , რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ნაკლი გამომსახველობით ფორმათა ერთფეროვნება და სიმწირეა. ეს განსაკუთრებით შეეხება რიტმიკის სფეროს.
არადა,დაინტერესებული პოეტისათვის ამ მიმართულებით,მართლაც ზღვა მასალა არსებობს. ზოგი ჩვენს პოეზიაში საუკუნეთა წინ უკვე რეალიზებული და კარგად დავიწყებულია / ანუ მზადმყოფი - გახდეს ახალი'/, ზოგი აღმოსავლური, რომელთანაც ჩვენი პოეზია უღრმესი ფესვებით არის დაკავშირებული, დასავლურიც არანაკლებია. უბრალოდ, უნდა გინდოდეს, გააცოცხლო და მასზე დაყრდნობით გააკეთო რაღაც განსხვავებული და ძალიან არ ჰგავდე შენსავე თანამედროვე სხვა პოეტებს, იყო ''შენ''!
გუშინ პარასკევი იყო...განა ამ წინადადებით არ დავიწყე ეს ოპუსი?...მაგრამ ახლა განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. გამახსენდა,რომ არსებობს ჩემი აწ გრდაცვლილი მეგობრის შურა გვახარიას წერილი ''ნიზამი და გურამიშვილი'' სადაც იგი საუბრობს ნიზამის ერთ ნაწარმოებზე, - ბაჰრამ ნამე''
ანუ ,,შვიდი მნათობი'' რომლის სტრუქტურაც კვირის დღეების მიხედვით არის აგებული და სწორედ პარასკევია ბოლო დღე. და მას სათაურად ჰქვია
'' წალკოტის მეპატრონე ჭაბუკისა და მეჩანგე მხევალის არაკი``:
/სრული სახით ეს წერილი მოთავსებული მაქვს აქვე, თემაში ''ქ ართული ეროტიკული პოეზია/.
აი,როგორი სტრუქტურა აქვს ერთ მის ფრაგმენტს:


ჰკითხა: რა გქვია? მიუგო: ბედი!
ჰკითხა: სადაა შენი ადგილი? მიუგო: ტახტზე!
ჰკითხა: რა არის შენი საწყისი? მიუგო:სხივი!
ჰკითხა: ავი თვალი შენგან?.. მიუგო: შორს!
ჰკითხა: რის ჰანგი გფარავს? მიუგო: საზის!
ჰკითხა: რითი ხარ მომხიბლავი? მიუგო: სინაზით!
ჰკითხა: დავკოცნოთ ერთმანეთი? მიუგო: სამოცჯერ!
ჰკითხა: დავიწყოთ უკვე? მიუგო: დროა!
ჰკითხა: იქნებ ჩემი? მიუგო: უმალ!
ჰკითხა: აღსრულდეს ეს სურვილი? მიუგო: დაე!

მიჯნურთა გაბაასება, ქალ-ვაჟის დიალოგი აღმოსავლურიდან ქართულ პოეზიაში დიდი ხნის წინათ არის შემოსული.მაგრამ ჩანს, მას ჩვენი ზეპირსიტყვიერებითი ძირებიც აქვს, ალბათ ისევე,როგორც ნებისმიერ ნაციონალურ ლიტერატურაში ./ამაზე კვალიფიციური პასუხის გაცემა ფოლკლორისტებს მივანდოთ/.
მოკლედ , ჩემი ამოცანა ასე ჩამოვაყალიბე: როგორ არის შესაძლებელი, გაბაასების ეს ძველი ფორმა გამოვიყენო თანამედროვე ლექსის შესათხზავად?რა არის საჭირო მისი მოდერნიზაციისათვის,რომ მოერგოს ახალი მკითხველის მოლოდინს?
''დავდგი'' ყოფითი სიტუაცია. ავირჩიე სადა ლექსიკა, იმაგინაციური კონკრეტულობისთვის ავირჩიე უცხო , /ქართულისთვის უცხოდად მჟღერი , არაპოეტური /სიტყვა ''ჟაკეტი'', მაგრამ მარტო რომ არ დამეტოვებინა, ამ პატარა ლექსის ფინალთან ბგერწერულად დავაკავშირე. თანაც სწორედ იმ სიტყვასთან, რომლითაც დავიწყე ფიქრი- "ჟრჟოლა''. უკეთესი ფიქსაციისათვის შევარჩიე სიტყვა: მივკეტე,რომელიც შეიცავს ჟაკეტის შუა ბგერათკომპლექსს- კეტ. უარი ვთქვი რითმაზე, შემოვიფარგლე მინიშნებითი რითმებით, გარდა ორიოდე გამონაკლისისა , რომელიც გარე რითმის მოსალოდნელ პოზიციაში არ არის მოთავსებული ,თუმცა ბოლოში რიტმული მდინარების შესაკრავად უფრო გავამკვეთრე რითმული კავშირი (არა//გადამიარა) და მის ნაცვლად ძირითადად გამოვიყენე აი ,ია, უი , უა და ა.შ ხმოვანთა მრჩობლედები//წყვილები/. რაც შესაბამისად დავაფიქსირე სათაურშიც'' შუაღამური''. ლექსი მაქსიმალურად განვტვირთე პოეტური სახეობრიობისაგან . კლიშე-პოეტიზმებისაგან. ავირჩიე აღმოსავლური წარმოშობის ე.წ. დიდბესიკური რიტმის ვარიაციები, ხოლო .აქცენტი გადავიტანე ინტონაციაზე.საბოლოოდ მივიღე პოლიმეტრული ვერბლანი.
იმედი მაქვს, რომელიმე მაძიებელი ნატურის ახალგაზრდა პოეტს შუაღამურის'' გაცნობა უბიძგებს,განაგრძოს შემოქმედებითი მუშაობა ამ ფორმის უკეთ დამუშავებისათვის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Sponsored content




PostSubject: Re: ნინო დარბაისელი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ნინო დარბაისელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 7Go to page : Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: