არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 3:23 pm

Arrow
ჭიათურის თეატრი 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა. 1910 წლიდან თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავს. ჭიათურის სახელმწიფო თეატრის სათავეებთან იდგნენ ალექსანდრე წუწუნავა, ვალერიან შალიკაშვილი, მიხეილ ქორელი, ალექსანდრე იმედაშვილი. მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ,,ოქროს ხანად'' მიიჩნევა. ამ წლებიში თეატრმა პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით ბევრი ღირსშესანიშნავი სპექტაკლი დადგა, მათ შორის, შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას, დავით კლდიაშვილის, პოლიკარტე კაკაბაძის და სხვათა პიესები. უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლი ყვარყვარე თუთაბერი ქართული თაეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის საუკეთესო შემსრულებლად.

1949 წელს თეატრმა ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას დიდი ქართველი მწერლის აკაი წერეთელის სახელი მიენიჭა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის ტეატრი განსაკუთრებული შემოქმედებითი წარმატებებით გამოირჩეოდა. მან ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორიოსო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.

მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში განვითარებულმა მოვლენებმა მკვეთრად უარყოფითი გავლენა იქონია თეატრის შემოქმედებით პროცესზე, მაგრამ ბევრი სიძბელის მიუხედავად ჭიათურის სახელმწიფო თეატრს ფარდა არ დაუშვია.

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელმწიფო თეატრის დირექორი: ნანა წერეთელი


ბმული - https://www.facebook.com/pages/ჭიათურის-აკაკი-წერეთლის-სახ-თეატრი/230416730359340

study


Last edited by Admin on Sun Jul 01, 2012 8:54 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 4:04 pm



ჭიათურის თეატრის მმართველი - ნანა წერეთელი, სანდრა რულოვსი, ბებია და წკაპუნა თაგვი სპექტაკლზე - "მოპარული ახალი წლის ზღაპარი" - http://armuri.blogspot.com/2008/12/blog-post_2068.html
პრემიერა 2008 წლის 18 დეკემბერს, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:34 pm

ვაი, ამას რას მოვესწარი, ჭიათურის თეატრის თემა გვქონიაSmile
გაიხარა ამის გამხსნელმა flower flower flower


ალექსანდრე წუწუნავა (1881-1955)



ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, ქართული მხატვრული კინოს ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სახალხო არტისტი.

დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც არ დაუსრულებია. 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით, 1901-05 წლებში კი - თბილისის ქართულ თეატრში. 1905-10 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კუსებზე. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ თბილისის სახალხო სახლსა და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად, ხოლო 1947 წლიდან - მთავარ რეჟისორად.

1918 წელს ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის მიხედვით, პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული მუნჯი ფილმი "ქრისტინე", რითაც საფუძველი ჩაუყარა ქართული მხატვრული კინოს განვითარებას. ამას მოჰყვა ფილმები: "ვინ არის დამნაშავე?", "ხანუმა", "ორი მონადირე", "ჯანყი გურიაში".
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:36 pm

შოთა ცუცქირიძე
ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შოთა ქრისტეფორეს ძე ცუცქირიძე (* 19 სექტემბერი, 1926, სოფ. სვერი, ახლანდელი ჭიათურის რაიონი) ქართველი მსახიობი, რეჟისორი , თეატრმცოდნე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1961).


ბიოგრაფია [რედაქტირება]
1957 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1945-1946 ჭიათურის თეატრში მუშაობდა მსახიობად, 1946-დან თბილისის თოჯინების სახ. ქართული თეატრის მსახიობია. 1961-დან მსახიობი და რეჟისორი. როლები: სულთანი (ნ. გერენტის ‘’ალადინის ჯადოსნური ლამპარი’’), პეტრიკელა (გ. ჩიქოვანის "ორი ქოსატყუილა"), მღვდელი (ს. ობრასცოვისა და ს. პრეობრანჟენსკის "დიდი ივანე") პაქ ტორ სე (ლ. პრავდინას ‘’სიცოცხლის ყვავილი ) და სხვა. დადგმებიდან აღსანიშნავია გ. ლანდაუს ‘’ფიფქიას სკოლა’’(1961) , ნ. გერენტისა და ტ. გურევიჩის ‘’ბატის ჭუკი’’(1972) , ვ.ლიფშიცისა და ი. კიჩანოვას ‘’იდუმალი ჰიპოპოტამი’’(1979) და სხვა. თეატრების საკავშ. ფესტივალის ლაურეატი (1958)(სპექტაკლები: მონადირე - ვაჟა-ფშაველას "შვლის ნუკრი", ს. ობრაზცოვისა და ს. პრეობრაჯენსკის ‘’დიდი ივანე’’). თოჯინების თეატრების მოღვაწეთა საერთაშორისო კავშირის უნიმა-ს წევრი 1958 წლიდან. 1970 წლიდან ნაყოფიერ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.

შ. ცუცქირიძემ ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში განახორციელა ე. სპერანსკისა და ს. მიხალკოვის "მხიარული ზღაპრების" დადგმა.

1984 წელს ნ. გერენტისა და ტ. გურევიჩის პიესის "ბატის ჭუკის" დადგმით საფუძველი ჩაუყარა ფოთში სახელმწიფო დრამატულ თეატრთან თოჯინების თეატრის სექტორის არსებობას.

1961 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება.

შოთა ცუცქირიძემ მთელი ცხოვრება თოჯინების თეატრს მიუძღვნა, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში თეატრალური ხელოვნების ამ სპეციპიკური ჟანრის დამკვიდრებისა და განვითარებისთვის. თეჯირს მიღმა ‘’ჩამალული’’ ოსტატი ბავშვებისათვის ადვილად აღსაქმელი შტრიხებით, იმპროვიზაციით ქმნიდა თავისებურ ‘’სამყაროს’’.

ბოლო წლებში შოთა ცუცქირიძემ თოჯინების თეატრში დადგა სპეკტაკლი "გედების ტბა", რომელიც პ. ჩაიკოვსკის ოპერის მიხედვით არის შექმნილი.
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:41 pm

"ახალი თაობა "

ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2008 წელი
მიხეილ ვაშაძე ნაღდი ქართველი მსახიობი იყო
ეკა ირემაშვილი

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის მიხეილ ვაშაძის (1908-1996) დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორები საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირი, საქართველოს კინემატოგრაფთა კავშირი, კინოსტუდია "ქართული ფილმი" და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ჩოხოსან რაინდთა დასი იყვნენ.

თუმანიშვილის თეატრის დარბაზში ღონისძიების ორგანიზატორებმა თითოეულ სკამზე მაყურებელს საგანგებო ლიტერატურა დაახვედრეს. მათ შორის ცნობილი ქართველი თეატრმცოდნის ვასილ კიკნაძის მონოგრაფია და საგანგებო გაზეთი, რომელიც ჩოხოსან რაინდთა დასის ჟურნალ "რაინდის" საგანგებო გამოცემა გახლდათ და მასში თავმოყრილი იყო ყველა ცნობილი ხელოვანის გამონათქვამი ამ შესანიშნავ მსახიობზე. "შტრიხები მსახიობის პორტრეტისათვის" - ასე ეწოდებოდა საგანგებო გამოცემას, რომელშიც ნინო ჩხეიძის, დიმიტრი ჯანელიძის, გიგა ლორთქიფანიძის, აკაკი დვალიშვილის, გოგი გეგეჭკორის, ზურაბ ქაფიანიძის, დათო ჯანელიძის, ვასილ კიკნაძის, რეზო ჩხეიძისა და გოგი დოლიძის წერილები იყო დაბეჭდილი.

-
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:43 pm

მიხეილ ვაშაძე სცენაზე პირველად 1966 წელს ვიხილე თავის მშობლიურ ქალაქ ჭიათურაში. "ცხოვრება კაცისა" - ასე ერქვა ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის გიგლა ხუხაშვილის პიესას, რომელიც ოთარ ალექსიშვილმა განახორციელა. მიხეილ ვაშაძე მთავარ როლს თამაშობდა - იგრძნობოდა, რომ სწორედ ის მსახიობი იყო, რომელსაც ეყრდნობოდა თეატრის მთელი დასი.

სწორედ ამიტომაც ქართული კინემატოგრაფი ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც დაეხარბა მიხეილ ვაშაძის შესანიშნავ გარეგნულ ხატს და ესოდენ გამორჩეულ შინაგან სიმართლეს. იგი უხვად იყო დაჯილდოებული განუმეორებელი ადამიანური მომხიბვლელობით, რის გამოც, არაერთხელ საგანგებოდ მიძებნია მასთან არაოფიციალურ გარემოში შეხვედრის მიზეზი. განსაკუთრებით მიზიდავდა მისი სახელგანთქმული მარანი დიღომში და სუფრის გაწყობის მანერა - იგი არასოდეს გადატვირთავდა სუფრას კერძებით, მაგრამ სულ ჰქონდა წითელი წნილი, ხელადით ღვინო და გახსნილი შუბლი, რაც მის კაიკაცობაზე მეტყველებდა და იზიდავდა დიდსა და პატარას.

აი, ასეთი სახით შემორჩა მიხეილ ვაშაძე ბევრის მეხსიერებას და ამიტომაც ნოსტალგიურს, მაგრამ მაინც ფრიად სასიამოვნო სიხარულს განგვაცდევინებს ხოლმე მისი ყოველი გახსენება. დღეს ამიტომაც შევიკრიბეთ და კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით ვიხსენებთ ამ გენიალურ ადამიანს, - გვითხრა გოგი დოლიძემ.

სამწუხაროდ, ღონისძიების ორგანიზატორებმა ტექნიკურად ვერ შეძლეს ფრაგმენტების ჩვენება მიხეილ ვაშაძის შემოქმედებიდან, მაგრამ ამის მიუხედავად, კინომსახიობთა თეატრში შეკრებილი საზოგადოება მაინც უზომოდ კმაყოფილი დარჩა.

- ჩვენ ძალიან გვინდოდა გვეჩვენებინა საზოგადოებისთვის ფრაგმენტები სხვადასხვა ფილმებიდან და სპექტაკლებიდან, რომლებშიც ბატონმა მიხეილმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის "დათა თუთაშხიადან", "ნერგებიდან", "სამოთხის გვრიტებიდან", მაგრამ ტექნიკურად ეს ვერ შევძელით. მიუხედავად ამისა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საზოგადოებაც კმაყოფილი დარჩა. ტყუილად კი არ ვთქვი, წამყვანი კი ვარ, მაგრამ დარბაზში ზის ხალხი, რომელსაც საოცარი უნარი აქვს როგორც თხრობის, ასევე ხატვის-მეთქი. დარბაზში ჩვენთან ერთად იყვნენ კახი კავსაძე და რეზო ესაძე, რომლებმაც ისე დახატეს და წარმოადგინეს ყველაფერი, რომ ბოლოს ერთმა დამსწრემ ისიც კი თქვა, ეკრანი სულ არ იყო საჭიროო. ამაზე სერიოზულად დავფიქრდი - ერთი საუკუნის წინ ხომ იმართებოდა მოგონებების საღამო, სადაც მარტო გამოდიოდნენ და მხოლოდ ლაპარაკობდნენ, - გვითხრა საღამოს წამყვანმა გოგი დოლიძემ.
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:44 pm

მიხეილ ვაშაძის 100 წლის იუბილეზე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ქართული კინოსა და თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლები: გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ჩხეიძე, რეზო ესაძე, ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, დათო ჯანელიძე, მერაბ თავაძე, კახი კავსაძე, სოსო ჯაჭვლიანი და ნინო ჩხეიძე.

- ნინო ჩხეიძეს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. იგი საქართველოს სახალხო არტისტია და მიხეილი და ნინო ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. ჩვენ "პიონერფილმიდან", რომელიც მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ფუნქციონირებს, მოვიწვიეთ პატარა გოგონა ნათია, რომელსაც მაყურებლისთვის უნდა წარედგინა სამწუთიანი ფილმი, სადაც ბატონი მიხეილი თამაშობდა, მაგრამ ვერ შევძელით მისი ჩვენება ტექნიკური პრობლემების გამო, - გვითხრა გოგი დოლიძემ.

რეჟისორებსა და მსახიობებთან ერთად ბატონი მიშა გაიხსენეს მწერალმა რეზო მიშველაძემ, ჟურნალ "თეატრის" რედაქტორმა გურამ ბათიაშვილმა, რომელმაც თავის ჟურნალში დაბეჭდა ბატონი მიხეილ ვაშაძის მოგონებები.

- ეს იშვიათი პუბლიკაციაა, იმდენად იშვიათი, რომ სწორედ ამ პუბლიკაციის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კიდევ ერთ უცნობ ფილმზე, რომელიც დაწყებულ იქნა 1948 წელს, მაგრამ ვეღარ გაგრძელდა. ყურმოკვრით ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ ახლა სერიოზულად დავინტერესდი და სერიოზული კვლევა დავიწყე. ნამდვილად არ ვიცოდი, ამ ფილმში ბატონი მიშა თუ თამაშობდა.

- რა ფილმზეა საუბარი?

- 1948 წელს დაწყებული იქნა მუშაობა ფილმზე "სამგორი", რომელიც სამგორის მშენებლობას ეძღვნებოდა. მისი დამდგმელი რეჟისორები იყვნენ დიომიდე ანთაძე და დოდო ალექსიძე. როგორც ჩანს, დოდო ალექსიძის მონაწილეობამ ამ ფილმში, ვინაიდან იგი თეატრის რეჟისორი იყო, განაპირობა ბატონი მიშას მოწვევა ჭიათურიდან. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ბატონ მიშას უშუალო პარტნიორი ამ ფილმში იყო ნატო ვაჩნაძე. გარდა ამისა, ფილმში უნდა ეთამაშათ ლიანა ასათიანს, დოდო ჭიჭინაძეს, ალექსანდრე ომიაძეს და სხვებს, ასე წერია სარეჟისორო სცენარში. რაც მთავარია, იქ არის კიდევ ერთი მინიშნება, რომ პატარა, 11 წლის ბიჭუნას როლი უნდა შეესრულებინა გიორგი შენგელაიას. ეს ჩვენი კინორეჟისორი გიორგი შენგელაიაა, რომელიც ნატო ვაჩნაძისა და მიხეილ ვაშაძის შვილს თამაშობდა. ეს იმდენად ახალი ინფორმაციაა, ჯერ ვერ მოვასწარი ქალბატონებთან ლიანა ასათიანთან და დოდო ჭიჭინაძესთან გასაუბრება, ან თუნდაც ეგებ გიორგი შენგელაიას ამ ფილმთან დაკავშირებით რაიმე ახსოვს.

ამ ინფორმაციამ იმდენად დამაინტერესა, წავედი ცენტრალურ არქივში, სადაც აღმოჩნდა, რომ არსებობს სცენარის რვა ვარიანტი. ეს არის გატანჯული სცენარი. პირველი ვარიანტი შემოსულია 1946 წელს და მთელი ექვსი წლის განმავლობაში ამ სცენარს ჩეხავდნენ, ცვლიდნენ, ასწორებდნენ, აკეთებდნენ. სცენარის ავტორი იყო გრიშა ჩიქოვანი, მას შემდეგ დაემატა გიორგი მდივანი, რომ სცენარი გამოესწორებინა, მაინც არაფერი გამოვიდა, შემდეგ დაემატა დიდი რუსი ინტელიგენტი ადამიანი, სცენარისტი ვიქტორ სკლოვსკი, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა. შემდეგ კონსტანტინე ლორთქიფანიძე დაემატა, უფრო მოგვიანებით ერთი სცენარისტიც შეუერთდა, რომ მათი ნამუშევარი რუსეთში გასულიყო. ყველაფერი შენახულია არქივში, ჩვენები გააკეთებდნენ, დაიწერებოდა დასკვნა, გააგზავნიდნენ მოსკოვში, იქ დაიწუნებდნენ და ახალი სცენარისტი ემატებოდათ, ასე წვალებ-წვალებით რვა სცენარის ვარიანტი არსებობს. ლიტერატურულად ყველანაირი დოკუმენტაცია არსებობს, მაგრამ არ არსებობს არც ერთი მეტრი ფირი შემორჩენილი.
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:45 pm

- რუსეთში იქნება ამ ფილმის ფირები?

- პირდაპირ დავაყენე საკითხი, რომ ბატონ ელდარ შენგელაიას ხელმოწერით გაიგზავნოს წერილი "გოსფილმფონდში", იქ რაღაც კადრები აუცილებლად იქნება. ამ ფილმზე ერთი მეტრი ფირიც რომ მივიღო მოსკოვიდან, კვლევას უკვე დავიწყებ და გამოჩნდება იმდროინდელი დამოკიდებულება ამ ფილმის სცენარის მიმართ, რა მდგომარეობა იყო იმ პერიოდში. არქივში ისეთი პირადი წერილები წავიკითხე, ვინც შეჰპირდა მოსკოვში გაიტანდა სცენარს, 7 ათასი მანეთი მიიღო, მაგრამ პირობა არ შეასრულა, ისეთი ეპოქის ნიშნები ჩანს, რომ ძალიან საინტერესოა კვლევის თვალსაზრისით. ეს იყო ბატონი მიშას პირველი ფილმი, სადაც იგი ნატო ვაჩნაძის პარტნიორი იქნებოდა, ეს კი ყველა ნორმალური ქართველი მსახიობისთვის უდიდესი სტიმულია. მინდა ეს საკითხი როგორმე გავააქტიურო და წინ წამოვწიო.

ამ ფილმის არც ერთი კადრი არ იყო დღემდე ჩემთვის ცნობილი, მხოლოდ როდესაც ბატონი მიშა ვაშაძის წიგნი რომ გამოსცა ვასო კიკნაძემ, იქ არის ერთი ფოტო, ე.ი. მისი და ნატო ვაჩნაძის სასინჯი კადრი უკვე ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ სხვა არაფერი. ასე რომ, ამ ფილმს უნდა იმკვლევა, მოვლა-პატრონობა და შეიძლება რაღაც ახალი ჩვენთვის დღემდე უცნობი ფილმი მოვიძიოთ. ამას აუცილებლად მივიყვან ბოლომდე. მიშა ვაშაძის 100 წლის იუბილეზე გიგა ლორთქიფანიძეც აღნიშნავდა, რომ ბატონი მიშა ისეთ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც საქართველოს პერიფერიების თეატრებში დიდი თეატრალური ცხოვრება ჩქეფდა, ეს იყო 50-იანი წლები. ქუთაისში იყო იპოლიტე ხვიჩია, კაბია აბესაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, გრიშა ნაცვლიშვილი, შოთა პირველი, ბათუმში - იუსუპ კობალაძე, სოხუმში - ჩუბინიძე, ჭიათურაში კი შესანიშნავი ტანდემი - გრიშა ტყაბლაძე და მიშა ვაშაძე. კინემატოგრაფიც დაინტერესდა მათით და დაიწყეს ამ მსახიობების კინოში მოწვევა. ბატონი მიშა 25 ფილმშია გადაღებული, მაგრამ თუკი ვიცით, რომ მისი მოწვევა დაწყებულ იქნა 1948 წელს, მთელი ათი წლით გადაიწევს მისი კინოში მოღვაწეობის დაწყების თარიღი. ბატონი მიშა არაჩვეულებრივია თითქმის ყველა ფილმში, მაგრამ ალბათ მაყურებელს მაინც ახსოვს ფილმებიდან: "მამლუქი", "განგაში", "ენგურის ნაპირებზე", "მოლოდინი", "ნერგები"," წუთისოფელი", "ტარიელ გოლუა", "ეპისკოპოსის ნადირობა", "დიდოსტატის მარჯვენა", "დათა თუთაშხია", "ყვარყვარე თუთაბერი", "მთვარის მოტაცება", "მარადისობის კანონი", "ჩაძირული ქალაქის მაძიებლები", "ცისფერი მთები", "ექსპრეს ინფორმაცია", "მშობლიურო ჩემო მიწავ" და ა.შ.

ჩვენ ამ საღამოთი ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ხელოვანების გახსენებას და მათი იუბილეების აღნიშვნას.

- რა პრინციპით არჩევთ ხელოვანებს, რომლებსაც იუბილეებს უხდით?

- ბატონი მიშას 100 წლის იუბილე იყო და ამას ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. ჩვენ ისეთ დღეებს ვარჩევთ, რომელიც რაღაცასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ჩვენ ყოველი წლის 29 აპრილს ვატარებთ ხორავას საღამოს. მის დაბადების დღეს აღვნიშნავთ, ავდივართ მთაწმინდის პანთეონში, გამოდიან მისი ჯერ კიედვ შემორჩენილი პარტნიორები - ლიანა ასათიანი, ზურაბ ლეჟავა, მედეა ჩახავა და სხვები. რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს. მაგალითად, ყოველი წლის 14 ივლისს ვატარებთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნის საღამოს. ვასილ ამაშუკელის ხსოვნის თარიღს აღვნიშნავთ ყოველი წლის 14 მარტს და უკვე ბოლო 32 წელია 14 მარტს მე და ჩემი სტუდენტები და კოლეგები ყოველთვის ვართ ქუთაისში. რომელ ხელოვანსაც მნიშვნელოვანი თარიღი ექნება, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, იმიტომ, რომ ეს არის მთავარი - ჩვენი წარსულის დავიწყება არ შეიძლება.

ნინო ჩხეიძე - მსახიობი:

- მიხეილ ვაშაძე ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი არ იყო, იგი საუკუნის ერთ-ერთ მოვლენად მიმაჩნდა და ახლაც ასე მიმაჩნია. იგი ლამაზი მოვლენაა ამაღლებული სულით, უნიკალური და კეთილშობილი რაინდი. ქართული ხელოვნების მარად უბერებელი და დღემდე მბრწყინავი ვარსკვლავია ჩვენი ერისთვის. იგი ჩვენი უშანგის სისხლი და ხორცია, იგი მისი რჩეული მსახიობი იყო, მისი პატივსაცემი ბიძაშვილი და საყვარელი პიროვნება. მიშა ყოველთვის მახსოვს და ალბათ, მისი ხსოვნა იმქვეყნადაც სამუდამოდ თან წამყვება.

გიგა ლორთქიფანიძე - რეჟისორი:

- მიხეილ ვაშაძე ნაღდი ქართველი მსახიობი იყო. როგორი როლიც არ უნდა შეესრულებინა - რუსული, ფრანგული თუ ესპანური ხასიათით, მაინც ჩანდა, რომ ამ პერსონაჟს ქართველი მსახიობი თამაშობდა. ღრმად ეროვნული იყო მისი პლასტიკა, ტემპერამენტი და გამოსახვითი ფორმა.

ერთხელ მიხეილ ვაშაძის პლატონ სამანიშვილი ვნახე. სპექტაკლიდან განცვიფრებული გამოვედი, ასე კლასიკური, ნამდვილი, დიდი რეალიზმით ჩატარებული დიალოგები არ მინახავს დავით კლდიაშვილის არც ერთი ნაწარმოების დადგმის დროს. ამ შემთხვევაში დიალოგის ფორმაზე ვლაპარაკობ. პლატონის ყოველი სიტყვა სავსე იყო ქვეტექსტებით. პირდაპირ სახელმძღვანელო მნიშვნელობა ჰქონდა მის ყოველ დიალოგს, რა საოცრად უსმენდა პარტნიორს, საოცრად რეაგირებდა ყოველ ფრაზაზე და უყურადღებოდ არ რჩებოდა უბრალო ნიუანსიც კი.

რეზო ჩხეიძე - რეჟისორი:

- ბატონ მიშა ვაშაძეს, ქართული აქტიორული სკოლის ამ დიდ წარმომადგენელს ჩემი შემოქმედების სარბიელზე სამჯერ შევხვდი. მისი მოწვევით, უფრო მყარი გავხადე ჩემი ფილმების "ნერგები", "მშობლიური ჩემო მიწავ" და "ამბავი დონკიხოტისა და სანჩოსი" მხატვრული ხარისხი. იგი შესანიშნავი რეალისტი მსახიობი იყო, მას არ შეეძლო ერთი სიტყვაც კი წარმოეთქვა ყალბი ინტონაციით, ახასიათებდა დაუღალავი ძიება ფერების, პარტნიორებთან საჭირო ურთიერთობების დამყარების, ზუსტი გარეგნული იერსახის ჩამოყალიბების. მან კაცთა მიმართ სიყვარულითა და კეთილშობილებით განვლო გზა ამ წუთისოფლის ზიგზაგებში და მწამს, ღმერთი იქნება მისი შემწე მუდმივ იმქვეყნიურ ციურ სამყაროში.
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:47 pm

http://geocinema.dsl.ge/ge/person.php?kod5=580
ბატონი მიშა ნათესავად მერგება, დედაჩემის ნათლია იყო Smile
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sat Mar 07, 2009 11:55 pm

გრიგოლ ტყაბლაძე 7:31 Pm
დაიბადა ოზურგეთში 1907 წლის 20 ნოემბერს. ჭიათურის საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ 1927 წლიდან იყო ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობი. 1945 წელს მიავლინეს მოსკოვში სარეჟისორო კვალიფიკაციის ასამაღლებლად. 1952–53 წ.წ. მუშაობდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრში. დადგმული აქვს სპექტაკლები. გადაღებულია კინოში 1957 წლიდან, კინოსტუდია "ქართულ ფილმის" მიერ. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1950). საქართველოს სახალხო არტისტი (1961).
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sun Mar 08, 2009 12:02 am

ჩვენს ქალაქში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე დგას ერთი ლამაზი შენობა. იგი ჭიათურის აკ. წერთლის სახელობის სახელმწიფო თეატრია. მან ბევრ ქარტეხილს გაუძლო, ბევრი გამარჯვებაც იზეიმა და, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველთვის ერთ-ერთ სააუკეთესო დასად იყო ცნობილი. მარტო ისეთი სახელების გახსენება რად ღირს, რომელთა შემოქმედებითი მიღწევები ქართული თეატრის ოქროს ფონდშია შესული – პავლე ფრანგიშვილი, თამარ აბაშიძე, გრიგოლ ტყაბლაძე, მიხეილ ვაშაძე, ანტონ ბარათაშვილი, მიხეილ კუსიანი, ვალენტინა სვანელი, ნოდარ ჩაჩანიძე, აკაკი ბაქრაძე... ყველას ხომ ვერ ჩამოთვლი?..

ჭიათურის თეატრის შენობა ყვირილის მარცხენა მხარეს, ციცაბო ფერდობის დასაწყისში მდებარეობს. იგი წარმოადგენს ორიგინალური პროექტის თვითმყოფად არქიტექტურულ ქმნილებას და ანალოგი არ აქვს საქართველოში.



თეატრის მშენებლობა 1946 წელს დაიწყო II მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე. პროექტი ეკუთვნის ცნობიილ არქიტექტორს კონსტანტინე ჩხეიძეს. თეატრის შენობა წმინდა თეატრალურია. ოპტიმალური 11-მეტრიანი მოძრავი სცენით და 450-კაციანი მაყურებელთა დარბაზით. შენობის ღირსშესანიშნაობად ითვლება პლაფონის მოხატულობა, რომელიც ცნობილ მხატვარს - რობერტ სტურუას ეკუთვნის. თეატრის ფასადს ამშვენებს ვ. თოფურიძის სკულპტურული ქმნილება – აკაკი წერეთელი. შენობის ფასადი მოპირკეთებულია ბოლნისის ტუფით და კურსების გრანიტით.

თეატრის პირველი წარმოდგენა 1894 წლის 11 დეკემბერს გაიმართა; 1901 წელს გაიხსნა თეატრის შენობა და აკაკი წერეთლის თანდასწრებით დაიდგა „პატარა კახი“; 1907 წელს ვლადიმერ შალიკაშვილიმა დადგა ა. სუმბათიშვილის „ღალატი“; 1910 წელს რეჟისორად მოწვეულ იქნა ალ. წუწუნავა;1924-1925 წლებში დაიდგა ელვარე სპექტაკლები ალ. იმედაშვილის ხელმძღვანელობით; 1944 წელს თეატრში მოღვაწეობდს იწყებს ნიჭიერი რეჟისორი სოფრომ ცომაია, რომელმაც განაახლა „ყვარყვარე თუთაბერი“; 1949 წელს ჭიათურის თეატრს აკაკი წერეთლის სახელი მიენიჭა; წარმატებით იდგმებოდა ჩვენს სცენაზე ლ. თაბუკაშვილის სპექტაკლები: „შენსკენ სავალი გზებით“ და „ათვინიერებდნენ მიმინოს“; 1989-1990 წლის სეზონში დაიდგა მშვენიერი სპექტაკლები მ.გაბილიას რეჟისორობით; 2003-2006 წლებში დაიდგა შემდეგი სპექტაკლები: „ირინეს ბედნიერება“, „საჭიროა მატყუარა“, „დიო“, „პატარა უფლისწული“, „სანამ ურემი გადაბრუნდება“, „სოლომონ მორბელაძე“, „კომბლე“, „შერეკილები“, „ეშმაკები წითურეთიდან“...

2007 წლის შემოდგომაზე თეატრი თავის 112-ე სეზონს გახსნის...
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sun Mar 08, 2009 12:07 am







Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sun Mar 08, 2009 12:12 am

Arrow
ნათია, ძალიან ლამაზი შენობაა - მე, სამწუხაროდ, ჩემი გეოლოგობისას მანდ ვერ მოვხვდი. მაღლა, პერევისაზე ვმუშაობდი, შახტებში დავდიოდი და მანდ კი ვერ ჩამოვდიოდი...

Sad
Back to top Go down
nisaba
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 29
Age : 40
Location : ჭიათურა - თბილისი
Job/hobbies : პედაგოგი
Humor : ვერ გავიგე
Registration date : 06.03.09

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Sun Mar 08, 2009 12:21 am

ბობო wrote:
Arrow
ნათია, ძალიან ლამაზი შენობაა - მე, სამწუხაროდ, ჩემი გეოლოგობისას მანდ ვერ მოვხვდი. მაღლა, პერევისაზე ვმუშაობდი, შახტებში დავდიოდი და მანდ კი ვერ ჩამოვდიოდი...

Sad
სამწუხაროა, ბატონო ბობო, არადა მართლაც ულამაზესი შენობაა და არქიტექტურის იშვიათი ნიმუშიSmile
სამწუხაროდ, მეც აღარ მინახავს კარგა ხანია ჭიათურის თეატრის სპექტაკლები, შენობაც არ ვიცი, ახლა რა მდგომარეობაშია, აი, ვნახავ ამ ზაფხულს და მერე გამოვოასწოროთ თქვენი თეატრის უნახავად ჭიათურიდან წამოსვლა Smile
Back to top Go down
View user profile http://www.gametv.ge
renuari
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   Fri Apr 16, 2010 7:36 pm

გამარჯობათ!
საინტერესო ინფორმაციებია. რამდენადაც ვიცი, ჭიათურის თეატრის ერთი მსახიობი, ჩემი ბიძაშვილი–კობა ქოქოსაძეა. სამწუხაროდ მე არ მაქვს ნანახი არც ერთი სპექტაკლი.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი   

Back to top Go down
 
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მზერის გადანაცვლება :: თეატრი არმურზე: მელპომენე და თალია-
Jump to: