არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თანამედროვე ლიტერატურული პროცესი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   Sat Mar 07, 2009 11:33 am

ნინი -

''ნეტავ გამოჩნდებოდეს ვინმე, ვინც მაგ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე ილაპარაკებდა...''


ამაზე ჩემმა მეგობარმა, რომ წაიკითხა ასე თქვა ერთი ''ცუდი'' ანეგდოტია, კუპეში მხოლოდ ქალი და კაცი არიან და კაცი ეუბნება, - საიდან მოგიყვანოთ ამ შუაღამეს მამაკაცი, ქალბატონოო.
მაპატიეთ, არანაირი ქვეტექსტი არაა აქ.
იცი, ბობო, აქ მყოფებსაც არაჩვეულებრივად შეუძლიათ გააკეთონ ეს. გინდაც ამ ლიტერატურულ ფორუმზე, სულ არაა საშიში ან საფრთხილო, პირიქით წყალი აქვს ამ ხელისუფლებას შეყენებული და პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებაც შეიძლება ამითი.
გადასარევი რჩევაა, მგონის.
და მომიტევეთ, ყველამ.

მე ვერ... და არ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   Sat Mar 07, 2009 12:05 pm

...................


Last edited by nini on Fri Mar 20, 2009 2:38 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   Sat Mar 07, 2009 12:50 pm

ნინი, ჟურნალის საღამოები რომ დაიწყო ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში, მაშინ დავურეკე გურამ გეგეშიძეს - იქ მოსვლა ვთხოვე, თქვენს მკითხველს დაელაპარაკეთ, თან მსახიობები თქვენ ნაწარმოებს წაიკითხავენ მეთქი.

და - ვერ წამოვალო. ორას გვერდამდე მაქვს უკვე ახალი რომანი დაწერილი და ვერ გავწყვეტავო.

ძალიან ადვილად გასაგები რამე მითხრა.

გინდაც არაფერი ჰქონდეს საწერი, ეგეთ შეხვედრებზე და საღამოებზე ვერ მოიყვანს ვერავინ ოთარ ჭილაძეს.

არც მე უნდა დავდიოდე.
არც მე მაინტერესებს ეს სიარულები და გამოსვლები და აქტიურობა, რომ - აი, როგორი ვარ, გამიცანით მეთქი.

წიგნებზე კიდევ, არავისთვის დამიშლია, თავისი აზრი დაეწერათ სურათებად დადებულ წიგნებზე და კარგიც იქნებოდა...
”არმურის საფიხვნოს ბიბლიოთეკა” - ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ კარგი პროექტი მგონია მე, თუ განხორციელდა. ყველა თავის შეხედულებით წერს და მერე შეჯერებული ვარიანტი კეთდება.


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 10:47 am; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   Sat Mar 07, 2009 1:02 pm

ადმინისტრატორი wrote:
ნინი -

''ნეტავ გამოჩნდებოდეს ვინმე, ვინც მაგ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე ილაპარაკებდა...''


ამაზე ჩემმა მეგობარმა, რომ წაიკითხა ასე თქვა ერთი ''ცუდი'' ანეგდოტია, კუპეში მხოლოდ ქალი და კაცი არიან და კაცი ეუბნება, - საიდან მოგიყვანოთ ამ შუაღამეს მამაკაცი, ქალბატონოო.
მაპატიეთ, არანაირი ქვეტექსტი არაა აქ.
იცი, ბობო, აქ მყოფებსაც არაჩვეულებრივად შეუძლიათ გააკეთონ ეს. გინდაც ამ ლიტერატურულ ფორუმზე...

Arrow

ეს ანეგდოტი ჩემზეც უთქვია იმ შენ მეგობარს - თავად მაგას ხომ შეუძლია ილაპარაკოს თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზეო.
შემიძლია თუ არა, - ეს ერთია...
და მეორე ის არის, რომ - ვინც ამ პროცესს გარედან უყურებს, იმის სიტყვას აქვს ფასი, მე მგონი...

შეიძლება, როგორ არ შეიძლება, რომ ჩემი შეხედულება ვთქვა, ლიტერატორების დარჩენილი ნაწილიც გადავიმტერო ბარემ და ვალაპარაკო მერე, რომ თვითონ არის განაწყენებული და იმიტომ გვიწერს ამეებსო...

Wink
Back to top Go down
გიო
Way at Armury
Way at Armury
avatar

Male
Number of posts : 30
Age : 41
Location : Milky way galaxy
Job/hobbies : The tramp-poet
Humor : Moderate...
Registration date : 23.03.09

PostSubject: Re: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   Thu Mar 26, 2009 10:31 am

ვიფიქრე რამეს დავწერთქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე - გეგეშიძის არ იყოს, "რომანი მაქვს დასამთავრებელი"... Very Happy
Back to top Go down
View user profile http://Haven`t...
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   Sat Apr 18, 2009 5:30 pm

ნეგატივი. 20 წლის შემდეგ

ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე დაგვცდება – მხოლოდ ვიწრო, შინაურ წრეში,
და ისიც მაშინ, თუ სასმელმა გაგვაამაყა.

– ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულვართ ჩარაზულ კართან
და თუ შევდივართ, იქ შევდივართ, სადაც გვიშვებენ.
ვინც ვკეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას,
როცა ქუჩიდან განწირული ისმის მიშველეთ.
ვინც დიდხანს არვის ვუჩერდებით სალაპარაკოდ,
განსაკუთრებით – თუკი სურვილს თვითონ იჩენენ.
ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს,
ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ.


– ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს.
არც სხვას დავიხმართ; მითუმეტეს – თუა ნაცნობი.
ვინც მუდამ ვცდილობთ, არავისგან გავირჩეოდეთ
არც სისუსტით და, მთავარია, არც ვაჟკაცობით.


– ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე ვუსმენთ ყოველთვის,
რომ მეზობელმა არ გაიგოს, ქვეყნის ავ-კარგი
ჩვენც რომ გვადარდებს. და როდესაც იქ უცხოეთის
სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი,
უფრო სწორად კი – დასამალი, არაფერია,
ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ
და ვაღებთ ფანჯრებს. ვინც ვიცინით, როცა მღერიან,
და მაშინ ვმღერით, როცა ირგვლივ ყველა სლუკუნებს.

---------------------
– შვილო, განა ჩვენ გაჩენიდან ასე ვიყავით!
დედის მუცლიდან, აკვნიდანვე კი არ შეგვახმა
შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი;
შენ ეს თვალები ოცი წლის წინ უნდა გენახა –
ანთებულები სიამაყით, შავ-მეწამული
დროშების ქარში, ბნელ ქუჩებში, როდესაც ქშენით
ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით: ენა, მამული,
სარწმუნოება...
შავლეგ, შენი...
სულ შენი, შენი,
შენი ბრალია ყველაფერი! ჩვენს ცას, მხიარულს,
შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები
და გაგვახედე უფსკრულისკენ, სამოთხეაო;
ჩვენ ვიწამეთ და გვიხაროდა, როგორ ვმრავლდებით,
როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე, როგორ ვსისინებთ,
დარწმუნებულნი, რომ ვლოცულობთ. ჩვენი ლოცვები
არ დარჩენილან უპასუხოდ – მალე ისმინეს,
ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელილ
ჭაბუკს, რომელიც იცინოდა... პირველს... მეასეს...
და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი, მერე შევცვივდით
ბუჩქებში, სადარბაზოებში, სადაც შევასწრეთ,
და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით,
ამოვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი,
ყველა ოცნება. საკუთარ თავს სიტყვა მივეცით,
რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით
ამ დაცინვისთვის: ისარგებლა ჩვენი სიბეცით
და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები,
მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა-განტვირთვა;
გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით,
ცრემლით განელდა მისი წყლები, რადგან ატირდა
ყველა, – ჩვენს გარდა, – ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა,
რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით ვუწვებით
და ასე ვხდებით უკვდავები.
ნუ გეცინება,
ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი
და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,
როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,
რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,
ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.
ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითმის ელოდნენ
და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___
უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

-----------------------
– და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ,
ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს,
მთელ უკვდავებას მრავლისმეტყველ დუმილში გავლევთ
და არსად, გარდა სიზმრებისა, კვალს არ დავტოვებთ.
ხოლო სიზმრებში – იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ
იმ წლებს, იმ გვამებს, იმ სამშობლოს, სადაც უწყვეტად
ახალი სისხლი, თბილი სისხლი, წვეთავს ტალახზე,
სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან
და აღვიძებენ. იმ სიზმრებში ისევ განგაშის
მჭახე და სისხლის გამყინავი რეკენ ზარები
და ისევ, პალტოს საყელოში, როგორც სანგარში,
თავჩარგულები, ბნელ ქუჩებში მივიპარებით
და ვცდილობთ, დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს,
ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავ-თეთრ ბიჭუნებს;
უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის
გაუმააარ...
ჩვენ კი ჩუმად ვართ. ისევ ყვირის. ისევ სიჩუმე.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: თანამედროვე ლიტერატურული პროცესი   

Back to top Go down
 
თანამედროვე ლიტერატურული პროცესი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: სადისკუსიო კლუბი - სტუმრად ნინი მელივასთან-
Jump to: