არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Fri Mar 06, 2009 7:43 pm


ზაალ სულაკაურის ფანქარს ხომ ძნელად გადაურჩება ვინმე, ჰოდა, ვერც თქვენი მონა-მორჩილი გადაურჩა...

Arrow

დამირეკა ტარიელ ჭანტურიამ და - აბა, ძობანი როგორ ვერ უნდა გამოეცნოთ ინტელექტუალებს, ან ძაღლი მოიპარავდა ძონაბიდან დამბალ ხაჭოს და ან კატაო. კარგი არის ის კაფია ძაღლზეო.

ჰო, ბატონო ტარიელ, აი, კატებსაც როგორი ლექსი გამოუთქვა ხაჩით ჯაბანმა, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე მოკაფიავე იყო მეთქი:

ჯაბანის ციცა

ენაცვლოს თავის პატრონი
თავის თვალ ყვითელ ციცასა.
დავალის მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა,
ხსნილ-მარხვა გამაგებინა,
ეგემც დამაყრის მიწასა!
დააბამს თავის პატრონი,
დააკაწრვინებს მიწასა.
ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს,
ეგ იყოს იმის მკვდრისადა.


უჰ, შენ გაიხარე, რა კაი გუნებაზე დამაყენეო, - აუტყდა სიცილი.
და რაზე გირეკავ ახლა, თუ იციო?

რაზე მეთქი?

***
ვთხოვ მოსულიშვილ მიხოსა,
ცუდ საქმე არა მიყოსა...


აქ გაწყვიტა დაწყებული კაფია და - ჰონორარს როდის შემომაშველებთო?

ხელმძღვანელი ქალბატონები როგორც კი გამოწერენ, შეგატყობინებთ მეთქი...

მერე ბევრი ვილაპარაკეთ, მთლად გურული მხედრების გაყიდული რომ არ გამოდის ”შვლის ნუკრის ნაამბობი” - http://armuri.4forum.biz/-f1/----t70.htm
და რამდენიმე ცოცხალ-მკვდარ რეგიონალურ კლასიკოს-გენიოსზე, აქ ის ლაპარაკი არ მოიყოლება...

სულ სხვა რამე მინდა ვთქვა...

ეს ლაპარაკი რომ დამთავრდა, მერე შევფიქრიანდი გვარიანად - კარგად დაწყებული და შუაზე გაწყვეტილი კაფია დამენანა და სანათამ რომ გაიგო, იმასაც დაენანა და შემომაშველა თავისი ვარიანტი:

***
ვვედრებ მოსულათ მიხოსა,
ავ საქმე არა მიყოსა -
ჩემ ჰონორარს არ დამართოს
იყო და არა იყო რა.


sunny

ჰოდა, აი, აქა ხართ მოკაფიეები და გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია. გაითვალისწინეთ, რომ მე ჰონორარებთან არაფერი კავშირი არა მაქვს - ხელმძღვანელი ქალბატონები გამოწერენ და დაარიგენებ ხოლმე... თუ ჩემი არა გჯერათ, დაეკითხეთ არგანსა და კაწალხეველსა...

Idea


Last edited by ბობო on Sun Mar 08, 2009 8:30 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Fri Mar 06, 2009 8:12 pm

[quote="ბობო"]დამირეკა ტარიელ ჭანტურიამ და - აბა, ძობანი როგორ ვერ უნდა გამოეცნოთ ინტელექტუალებს, ან ძაღლი მოიპარავდა ძონაბიდან დამბალ ხაჭოს და ან კატაო. კარგი არის ის კაფია ძაღლზეო.

ჰო, ბატონო ტარიელ, აი, კატებსაც როგორი ლექსი გამოუთქვა ხაჩით ჯაბანმა, ვაჟა-ფშაველას თანამედროვე მოკაფიავე იყო მეთქი:

ჯაბანის ციცა

ენაცვლოს თავის პატრონი
თავის თვალ ყვითელ ციცასა.
დავალის მეზობლებშია,
დამბალ ხაჭოსა ჰზიდავსა,
ხსნილ-მარხვა გამაგებინა,
ეგემც დამაყრის მიწასა!
დააბამს თავის პატრონი,
დააკაწრვინებს მიწასა.
ვინც მაგას წკეპლას დამიკრავს,
ეგ იყოს იმის მკვდრისადა.


უჰ, შენ გაიხარე, რა კაი გუნებაზე დამაყენეო, - აუტყდა სიცილი.
და რაზე გირეკავ ახლა, თუ იციო?

რაზე მეთქი?

***
ვთხოვ მოსულიშვილ მიხოსა,
ცუდ საქმე არა მიყოსა...


აქ გაწყვიტა დაწყებული კაფია და - ჰონორარს როდის შემომაშველებთო?




ჰონორარს ვინღა ღებულობს
(სიზმარში გვქონდა თითქოსა),
გინდ მოგცენ,არაფერია_
ვერც კი შაიძენ ტრიკოსა,
ბატონ ტარიელს ურჩევნავ,
ღმერთის მამულში თიბოსა,
ლექს-ნამხრევებით გვახაროს,
ფულ ფეხზე დაიკიდოსა!


king lol! king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Sat Mar 07, 2009 4:56 pm




დიდხანს გაგრძელდა დუმილი
(ყველა თავისას ფიქრობსა),
იქნება შაშინებულან_
თითქოს მიდიან დიდგორსა.

კაფიის წესი ასეა_
მრავალნაირად იყოსა:
ზოგს ეწყინოს და დატმუკდეს,
ბოღმისგან დაიგრიხოსა,
ვერ გიპასუხოს კაცურად,
იქნება სილაც გტკიცოსა!

ზოგმ უნდა იმხიარულოს,
განათდეს_განიტვირთოსა,
თვითონაც გითხრას მაგრები,
გულს გულით დაეჭიდოსა,
ლამაზ-ლამაზი ფიქრები
ზეცისკენ აწალიკოსა!


king cheers king

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Sun Mar 08, 2009 7:02 pm

cheers
გამქრალან_სადღაც თავისთვის
უკრავენ წიკო-წიკოსა
(ისეთი ყუვის რითმაა,
ცეცხლ უნდა წაგეკიდოსა),
ორ-ორ სვრელ მაინც დაატყონ
იმ ულამაზეს მინდორსა,
ტარიელმა რომ გვიჩვენა:
ზოგს_ჭკვიანს,ზოგსაც_ხიხოსა
და ბოლოს ერთსაც მოვიქნევ
სიტყვასა,ქარის მიმყოლსა:
მე მაგათ ისე ვუჯოკრავ,
ვითარცა პელე ზიკოსა!


cheers king cheers

lol!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Wed Mar 11, 2009 7:21 pm


მტერს უნდა,ჩვენი მამული
ჩაცეცხლოს_ჩაიხინკლოსა,
ქართული გენის ნათება
ჩაქრეს და გაირიყოსა,
ახალი დარდი გაუჩნდათ
აპარეკას და მიტოსა_
ჩინელებ დაჩალიჩობენ
თელავს და ბაცალიგოსა!


Question sunny Question
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Thu Mar 12, 2009 2:25 pm

cheers

როცა კაფია კარგია
(სტრიქონ ახარებს სტრიქონსა),
ისე ვარ_თითქოს "რეალის"
მცველები "გამედირკოსა",
მერე "ცხრიანში" მეგლიჯოს
და ბადე გამეფხრიწოსა, bounce
ოვაციების ტალღებსა
ტრიბუნებ დაედრიკოსა,
პელემ შემიქოს ფინტები,
მედალიც ჩამამკიდოსა,
მაგრამ ლამაზი ფიქრები
უცებ ჰკარგავენ სითბოსა,
გამოვფხიზლდები_შავყურებ
ქვეყანას საბანდიტოსა...

რის კაფია და შაირი_
გულს ასი დანა მიპობსა!

მე ამ მინდვრიდან გავდივარ,
ახლა სხვამ თესო_კრიფოსა.


Basketball king Basketball
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 42
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Thu Mar 12, 2009 2:36 pm

ყველაფერი, მშობლიურის მონატრება)

გავცლი ლორკას, გავცვლი ბროდსკის,
ერთ ნაღდ ქართულ შაირზე.
ვამბობ, თუმცა, ბუტერბროტს კი
მაინცა ვჭამ ჩაიზე. rabbit
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Thu Mar 12, 2009 5:08 pm





ბატონო სოსო,
ტარიელ ჭანტურიას კაფია უნდა გაგრძელდეს იმ სახის რითმებით,როგორიც ბატონმა ტარიელმა გამოიყენა დასაწყისში_ვგულისხმობ შინაგან მსგავსებას ხმოვნების მეშვეობით(ი-ო-ა).
ასეთ დროს გადახვევას ყუვის შეცვლას ეძახიან.
კარგი იქნება თუ "გადაერთვებით"...
თქვენი კაფია მომეწონა.გისურვებთ წარმატებებს.


cheers king
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1350
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Sun May 10, 2009 8:59 am



მეც შაირით,უბრალოთი, king
შორით მოგემაისე, flower
გაუმარჯოს ულამაზეს
დაისებს და აისებს, sunny
ახლაც,მერეც,მერის მერეც
და ისევ და ისევ
ღმერთის საგანძურებიდან
აგვავსე და აივსე.
queen cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
lasha turmanauli

avatar

Male
Number of posts : 2
Age : 27
Location : *******
Job/hobbies : *********
Humor : ********
Registration date : 17.04.10

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Sat Apr 17, 2010 11:53 am

vtxov mosulishvis mixosa
cod saqme ara miyosa
iqneba rame madzlio
magarich chemze iyosa!

shen qalbatonebs utxari
icneb (be) maicnc iyosa
cota pol gamamigzavnos
sawyals sikete miyosa.

PS..........
sawyloba bechav kacoba
cud xo arasdros iyosa
ar gamibrazde bidzao
kapia ase itxovsa
Back to top Go down
View user profile
lasha turmanauli

avatar

Male
Number of posts : 2
Age : 27
Location : *******
Job/hobbies : *********
Humor : ********
Registration date : 17.04.10

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Thu May 27, 2010 7:24 pm

lasha turmanauli wrote:
vtxov mosulishvis mixosa
cod saqme ara miyosa
iqneba rame madzlio
magarich chemze iyosa!

shen qalbatonebs utxari
iqeb (be) maicnc iyosa
cota pul gamamigzavnos
sawyals sikete miyosa.

PS..........
sawyloba bechav kacoba
cud xo arasdros iyosa
ar gamibrazde bidzao
kapia ase itxovsa
Back to top Go down
View user profile
მ. მაჭავარიანი

avatar

Male
Number of posts : 1
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : ფოლკლორი
Humor : ზომიერი :)
Registration date : 29.12.11

PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   Thu Dec 29, 2011 11:12 pm

ეჰ, მგონი ყველას ურჩევნის
ხელი სხვა საქმეს მიყოსა.
ვიღამ რა უნდა დაწეროს,
რა კუდი უნდა პრიხოსა?
ხორნაულს სულ უწერია,
რაც ერითმება "მიხოსა".
Back to top Go down
View user profile http://bnelo.wordpress.com/
Sponsored content




PostSubject: Re: გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...   

Back to top Go down
 
გააგრძელეთ ტარიელ ჭანტურიას დაწყებული კაფია...
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: