არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გოდერძი ჩოხელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: გოდერძი ჩოხელი   Fri Mar 06, 2009 11:10 am



***

ნეტავი, სულის პეპელა
ჩემს კარზე ჩამაივლიდეს,
ხვთის საიდუმლოს მეტყოდეს,
მემრე სუ ჩემთან ივლიდეს,
თავის ჭრელ ფრთებზე შემსვამდეს,
ქვეყანას შამაივლიდეს.
მემრე, თუ მოსწყინდებოდა,
ცის კიდეს გადაივლიდეს.


Arrow

ია

მოფრინდა სულის პეპელა,
ჰაერში გაიფრიალა.
მითხრა, უფალი გიბარებს:
- სამოთხის კარი ღია მაქვს.
მაღლიდან ჩამოუბერა,
ცივმა ჩამაჭკნო ნიავმა;
რა ვქნა, თუ ღმერთი მიბარებს,
დღემ რა მიშველოს მზიანმა.
ღამდება, ცა მეთხოვება
ვარსკვლავიანი, კრიალა.
მივდივარ საიქიოში
მარადისობის ზიარად,
დავცალე ჩემი კუთვნილი
სიცოცხლით სავსე ფიალა.
მივდივარ,
მიმაქვს ფოთლებით
ქვეყნადარყოფნის იარა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Mar 25, 2009 3:09 pm

"შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი,
სიკვდილიც ამასა ჰქვია"


მგონი ყველაზე ცოცხალია ეს კაცი, ვინც მოკვდა.. ყველაზე ახლოა ღმერთთან..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Mar 25, 2009 3:18 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Mar 25, 2009 3:19 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:46 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Mar 25, 2009 3:21 pm

.


Last edited by maiakiladze on Wed Jun 25, 2014 3:45 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu May 14, 2009 4:34 pm

აქედან კარგად ჩანს საქართველო

ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები ,
საჯიხვეზე ამომიტანეთ...
აქედან კარგად ჩანს საქართველო...
აქ ნისლი დიდხანს არ ჩერდება,
აქ ნისლი ქარში იწეწება,
ამომიტანეთ,
აქედან გული ამაყად იხედება;
კლდედ რომ ვიდგები
დედაჩემი აღარ დაბერდება.
ამომიტანეთ,
რომ მოვკვდები,
საჯიხვეზე ამომიტანეთ ,
აქედან კარგად ჩანს საქართველო....
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვიღაცა



Female
Number of posts : 12
Age : 116
Location : თბილისი
Job/hobbies : ნაირ–ნაირი
Humor : რია?
Registration date : 31.05.09

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sat Jun 06, 2009 3:38 am

დაბრუნდი, ჩემო იმედო
გოდერძი ჩოხელი

სად მიხვალ, ჩემო იმედო,
მარტოს რად მტოვებ,
რას ჩქარობ?
ხომ არ გაჩერდა ჩემს წილად
სხვისთვის მბრუნავი სამყარო?
ხომ არ მიგებენ ლოგინად
შავ მიწას, ცივ სამარისას?
დამმარხვენ, არ მაღირსებენ
სხივებს მზისას და მთვარისას.
დაბრუნდი, ჩემო იმედო,
დღე გამითენე ხვალისა,
ჯავრს ნუ გამატან იმქვეყნად
სამშობლოს მომავალისას.
Back to top Go down
View user profile http://www.armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 172
Age : 31
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sat Jun 06, 2009 1:36 pm

დღეს ჟურნალისტის დღიურშია გოდერძი ჩოხელზე გადაცემა. ბაოს და ტარიელ ხარხელაურსაც მოვკარი თვალი რეკლამაში
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
ეკატო (ეკა ტალახაძე)
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 43
Location : თბილისი
Job/hobbies : სიტყვა
Humor : რას იტყვის ,,მეოთხე?"
Registration date : 23.07.09

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sun Jul 26, 2009 12:52 am

ჩემმა მათუკამ კითხვა ისწავლა თუ არა, მაშინვე მივაგებე ,,ცასწავალა." თან ის გამოცემა, მისი შვილის გაუწაფავი ხელით რომ არის დაწერილი. ჩემს ოჯახში დღემდე ასეა. როცა მათე ნაწყენია, ან რამე ახარებს , შესაბამისი ემოციით დადის ოთახში და მღერის: ცასწავალ, ცასწავალ, ცასწავალ... გამოგიტყდებით და რამდენჯერმე დავუშალე კიდეც (ხომ იცით, დედის გულზე ყველაფერი ნემსის წვერივით ხრიწინებს)
ჰოდა, ამ ცასწავალას ხან ჩემს წიგნებში გადმოვდეეეეებ, ხან მათუკას წიგნებს მივაბარებ... ჯერ ვერ მივუჩინე ერთი ადგილი...
კიდევ ერთი...
როცა ,,ალიონში" დავიწყე მუშაობა, თავიდანვე ორი უძვირფასესი ადამიანი ჩავწერე ,,ახლაბედა" მიკროფონით. ნიტა ტაბიძე და გოდერძი ჩოხელი. ,,ბედი მდევარიც" მაშინ მაჩუქა...
და მგონი, ამ ადამიანებმა დამანათლეს ჩემი საკეთებელი...


ვინაც ვერ ისვენებს


როგორც მზის სხივებში
თოვლის ფანტელები,
ისე დაჰფარფატებთ
სული სამარეებს.
ხედავ, ლოდის ძირში
როგორ ჩუმად ვწევარ,
ვისაც თქვენ იცნობდით
იმას აღარ ვგევარ.
იას რომ უყურებ
ეგ მე ვარ, ძვირფასო,
მიწა მომწყინდა და
გარეთ გამოვედი.


* * *
თუ თამარ მეფეს, რუსთაველს და
კიდევ იმათ მაჩვენებ ღმერთო,
ვინც ასე გულში ღრმად ჩამრჩენია –
წამოვალ, ჩქარა!
თუ არა და დამაცადე, შენ ხო ღმერთი ხარ,
აქ მირჩევნია!
Back to top Go down
View user profile http://www.radio1.ge/FullShow.aspx?ShowID=15
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Nov 04, 2009 1:46 pm

ცა არის შორი


წახვედი,წაგყვა ჩემი სულიდან
თმააწეწილი ფიქრების გორი,
წახვედი,ახლა ისე შორი ხარ,
როგორც ცა არის ცაზედაც შორი.
რა დამრცენია ამ საწუთროში,
შენ გარდა სხვა ვინ დავიმახსოვრო,
მეპატიება,რომ სადმე შეგხვდე
და დიდხანს თვალი ვერ მოგაშორო.
წახვედი,დავრჩი აწეწილ ცაზე
მოწყურებული უწყალო ქორი,
რა ეშველება ამ დედამიწას,
ცა არის შორი,შენზედაც შორი.
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Wed Nov 04, 2009 1:56 pm

ნინოს


მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედი? ე,რას გაიგებ-
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი,შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით,სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა-ო,ნურაფერი,
ო,ნურაფერი ნუ გეწყინება.
Back to top Go down
View user profile
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Thu Jan 21, 2010 2:07 pm

უმისამართო წერილი


"-მე შენ მიყვარხარ!
-არა გჯერა?
-ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში,თითქოს გაიცვითა და აღარავინ იჯერებს.ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ გჯერა ჩემი.მე კი… მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ…



მე შენ მიყვარხარ!
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან.ისინი მე გამირბიან.თითქოს დაიცალა მთელი სამყარო და დავბორიალობ უსახო სიცარიელეში.დილით რომ ვიღვიძებ,საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან.ყოველ ღამე სიზმარში გხედავ,ისეთს როგორიც იყავი.
დილა არის.
თოვს.
ფანჯრიდან გხედავ,რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს.
ზეცა ნებივრობს შენს კულულებზე,თეთრი ფანტელებით გეალერსება,სახეზე გათოვს.მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ.ამ წუთში შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ.დგახარ ჩემს ფანჯარასთან და მელოდები.სახეზე გათოვს.შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება,რომ მაღლდები,ზემოთ მიფრინავ.ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში.შემოდგომაზე რომ მოვიდა თოვლი,კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.
თოვდა.
მასწავლებელმა ცაში აგვახედა.სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა-ჩვენ ცაში ავფრინდით!
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა.ასე იცის,როცა თოვაში მაღლა იყურები.მაგრამ მაშინ ჩვენ ეს არ ვიცოდით და რატომღაც ყველამ დაბლა დავიხედეთ რომ გვენახა,მასწავლებელიც მოფრინავდა,თუ არა.
როგორ გვეწყინა,რომ ისევ მიწაზე ვიდექით.
მერე ხშირად ვმაღლდებოდით ხოლმე თოვაში.
შენ ჩემს ფანჯარასთან დგეხარ და სახეზე გათოვს,ვიცი რომ ამ წუთში მაღლა მიფრინავ და არ გამოვდივარ სახლიდან,არ მინდა მიწაზე დაგცე.
-დაგაგვიანდა-მეუბნება დედაჩემი.
თოვს.
მე ვერ ვბედავ გარეთ გამოსვლას.
ახლა ჩვენ მეექვსე კლასში ვართ და რა თქმა უნდა,ის მასწავლებელი აღარ გვასწავლის.
იცი რა მახსოვს?
ერთხელ დავალება მოგვცა:წიგნიდან ლამაზად უნდა გადაგვეწერა მოთხრობა.მე მთელი ღამე ვწერდი.დილით რომ გავიღვიძე,ჩემს ბიძაშვილს,ჩვენზე ერთი წლით წინ რომ სწავლობდა იმას,გამურული ტაფა დაედგა ჩემს ნაწერზე.მეტი რა გზა მქონდა,ის გადათხუპნული ნაწერი წამოვიღე.ხელის კანკალით გადავუშალე მასწავლებელს, დარწმუნებულმა,რომ ერთიანს თუ არა,ორიანს ნამდვილად დამიწერდა.
თქვენ ყველანი მე მიყურებდით შემკრთალი თვალებით.
მასწავლებელმა ხუთიანი დამიწერა.
თოვს…
შენ უცებ თავს დახრი და ფანჯრისაკენ მოიხედავ.შენ ახლა ისევ მიწაზე ხარ და მე გულადად გამოვდივარ სახლიდან.
თოვს.
ჩვენ სკოლაში მივდივართ.


-მე შენ მიყვარხარ.
-დამიჯერე რა.
-ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არა გჯერა ჩემი.მე კი…
მე კი,რაც დრო გადის უფრო მიყვარხარ.
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე.ზოგჯერ მეშინია კიდეც;სიმარტოვისა მეშინია.დილით რომ ვიღვიძებ,საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან.ყოველღამე სიზმარში გხედავ,ისეთს როგორიც იყავი.


შენ არ იცი რატომ გავაცდინე მაშინ სკოლა.თავი რომ მქონდა გატეხილი,იმას გეუბნები.იქნებ არც უნდა გითხრა,მაგრამ იმიტომ ვამბობ,მაშინ რომ მოგატყუე ხიდან ჩამოვვარდიმეთქი,ტყუილი მინდა დავიბრუნო.
მერვე კლასელმა ბიჭებმა მცემეს სკოლის უკან…
მაგრამ თურმე აღარაფერი ბრუნდება უკან.მე დროში გავლილ მოვლენებზე გეუბნები.ის რაც იყო,ერთხელ იყო,განსაზღვრულ დროში და განსაზღვრულ სივრცეში.
მე მაშინ მოგატყუე.
სხვასაც რამდენ რამეს გატყუებდი.გეუბნებოდი რომ ქალაქში ვიყავი და იქ სპილოები და აქლემები ვნახე-მეთქი.
ერთხელ ისიც კი მოგატყუე,რომ შენი სახლის უკან დევი ვნახე ღამე-შენ გჯეროდა.
რატომ გატყუებდი,არ ვიცი.ალბათ ვაჟკაცად მინდოდა დამენახვებინა ჩემი თავი.
ერთხელ სიზმარში გნახე,რომ ბეღურა იყავი და დაფრინავდი.ვიღაცამ ქვა გესროლა და ფრთა მოგტეხა,შენ ჭინჭრებში ჩავარდი. მოვედი,აგიყვანე.კანკალებდი. მ�� უბეში ჩაგისვი,რომ გამთბარიყავი.თან ვტიროდი,ისე ვტიროდი,გულს ვიგდებინებდი.მეგონა თუ ასე ვიტირებდი,არ მოკვდებოდი…
დედაჩემმა შეშინებულმა გამომაღვიძა-ეტყობა ცხადად ვტიროდი.
ბავშვობა მაინც სხვანაირი იყო.ალბათ იმიტომ,რომ იქ შენ იყავი.ბავშვები სუფთა იბადებიან,ადამიანებს მერე გვემღვრევა სული. ხოლო სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ,იგი მარადიულად იბადება. ყველაფერი მიიქცევა და კვლავ მოიქცევა.
მე რატომღაც მგონია,რომ ისევ მოხვალ.
იცი როგორ გელოდები.
როდესმე ისევ წავალთ სკოლაში.პირველი თოვლი,რომ მოვა, მასწავლებელი გარეთ გამოგვიყვანს და ცაში აგვახედებს…
სკოლის უკან ისევ მცემენ მერვე კლასელი ბიჭები და ისევ მოგატყუებ,რომ ხიდან ჩამოვვარდი.
ისევ ვნახავ დევს შენი სახლის უკან…
ისევ წავალ ქალაქში სპილოების სანახავად.
ოღონდ დამიჯერე.სადაცა ხარ და როგორცა ხარ,იქ დამიჯერე,რომ-სამყარო არ დაბადებულა ერთხელ და სამუდამოდ,იგი მარადიულად იბადება…
ოღონდ დამიჯერე,რომ თუ როდისმე კიდევ მოხვალ ამ მიწაზე,უკან გაუხსნელად არ დაგიბრუნებ შენს წერილებს და ამის გამო თავს აღარ მოიკლავ…
ოღონდ დამიჯერე,რომ ეს იმიტომ კი არ გავაკეთე,რომ არ მიყვარდი, პირიქით…
მე შენ მიყვარხარ!"
Back to top Go down
View user profile
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Tue Apr 20, 2010 11:20 am

ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ჰბრუნავ და გვაბრუნებ ყველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
მე შენგან მოველი შველას.
ჰოი, კუზიანო დედამიწავ,
ხევსურის შუბლივით ჩაკეჭნილო,
არაგველების მოზარე ვარ,
სათხოვარს უნდა ჩაგეტირო.
ოღონდ ნუ იქნება:
მთიულეთი _ ნამთიულარი,
ხევსურეთი _ ნახევსურალი,
ფხოვი _ ნაფხოვარი,
ხევი _ ნახევარი...
კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და
ნუ გახდება საქართველო
ნახევრის _ ნახევარი.
და შენ, კუზიანო დედამიწავ,
რამდენიც გენებოს, იტრიალე!
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Tue Apr 20, 2010 11:24 am

( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
novalisi



Female
Number of posts : 16
Age : 32
Location : qutaisi
Job/hobbies : teacher
Humor : ***
Registration date : 19.02.10

PostSubject: გუდამაყრელი მინდია   Tue Jul 13, 2010 3:31 am

ყოფნა-არყოფნის, სიკვდილ-სიცოცხლის, სიკეთე-ბოროტების მარადიული სამანი უდევს გულთაბოძად გოდერძი ჩოხელის შემოქმედებით მემკვიდრეობას. დღეს გოდერძი ჩოხელზე, გუდამაყრელ მინდიაზე, წარსულ დროში გვიხდება საუბარი. ”ორ კითხვის ნიშანს”-სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ჭიდილი სიკვდილის გამარჯვებით დამთავრდა, მაგრამ რატომ გამარჯვებით!? ,,კაცი სანამ ცოცხალია, არ მოკვდება, ხოლო თუ მოკვდება, აბა რასიღა უნდა ეშინოდეს, სიკვდილს იქით ხომ უფრო დიდი სიცოცხლეა.” გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისა თუ რომანების გმირები გუდამაყრელები არიან. ავტორის სიტყვითვე, ,,გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია, მთები ყდებად აქვს ამ წიგნს და შიგნით უამრავი მოთხრობა სწერია. მზე და მთვარე მანათობლად მყვანან, ვზივარ ჩემთვის, გადაშლილი მაქვს ეს უცნაური წიგნი და ვკითხულობ”. ჩვენ კი გულდასმით ვუსმენთ მწერლის მიერ მონათხრობ უცნაურ თავგადასავლებს ნაძვად, ირმად, თევზად ქცეული ადამიანებისას და თითქოს გვჯერა კიდეც, რომ ჩვენს ყოფაშიც შემოაბიჯებს მხარზე ნაძვამოსული ადამიანი. გოდერძი ჩოხელის გმირები თავიანთი გულუბრყვილობითა და მიამიტობით გვხიბლავენ,გულუბრყვილოა ბათულა ჩოხელისა და შუღლიანთ მახარას შორის ყვავის გამო ამტყდარი დავა… გუდამაყრის ბინადრები არიან დევგარეული და ბიბღაი, რომელთა ლიტერატურული პროტოტიპებია ჩირიკი და ჩიკოტელა. დევგარეულის, მეტისმეტად კეთილი და უბოროტო ქმნილების, ანტიპოდია ბიბღაი, ეს ნაცარქექიასავით ტანჩია, მაგრამ ცუღლუტი და მოხერხებული კაცი, რომელიც მუდამ კრიჭაში უდგას დევგარეულ დევ-კაცს. მათ შორის არსებული ,,უბოროტო” ქიშპობა სავალალოდ მთავრდება, დევგარეული ეწირება ბიბღაის ხრიკებს, თუმცა ბიბღაი მეტოქის გარეშე უფერულად და უღიმღამოდ აგრძელებს წუთისოფელს. ჩოხელის გმირები ნიღაბს ვერ ირგებენ დ ვერც პირფერობას იტანენ. ისინი ზედმეტად გულუბრყვილონი და ახალშობილივით უსუსურნი არიან. არადა, თუკი თამაშს შესთავაზებენ, იმდენად ირგებენ როლს, რომ უჭირთ ხოლმე რეალობაში დაბრუნება .მთავარი როლის შემსრულებელი ხეჩო ირმად ყოფნამ იმდენად გაიტაცა, რომ ლამის ირმად იქცა. ლუკმა-პურისათვის, დღიური საზრდოსათვის მშრომელ გამიხარდაის ადამიანთა უსამართლობამ და დაუნდობლობამ ათქმევინა უარი ცოლ-შვილზე, ადამიანად ყოფნაზე და თევზობა ირჩია, მაგრამ თევზთა შორისაც არსებობენ მჩაგვრელნი და ჩაგრულნი და ვერც ეს თავშესაფარი გამოადგა უსაფრთხო გამიხარდასთვის, მგლური ყოფნის მორიგი მსხვერპლისათვის, რომლის უბედურებამ კიდევ ერთხელ შეკრა და გააერთიანა გათითოკაცებული სოფელი. ადამიანის მეტამორფოზა სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული. მხარზე ნაძვამოსული ბერი გრძნობს, რომ ფესვები მიწაში უდგას; გრძნობს, რომ ყველასგან გამორჩეულია. გაოცებული თვითმხილვენი კითხვებით ავსებენ დაუჯერებელ ანაქრონიზმს-ნაძვკაცას: ,,თუ მიწაზე დაიბადე, რატო შენც ჩვენსავით ფერს არ იცვლი, შენიანებს სიარული არ შეუძლიათ, შენ კი დადიხარ, სადაც მოგესურვება, იქ დგები, თან არც ჩვენნაირი ფოთლები გაქვსო.” მიწაში ფესვგართხმულმა, ნაძვად ქცეულმა ბერმა სიცოცხლე ადამიანისა განვო და მოიპოვა სიცოცხლე მარადმწვანე, უჭკნობი ხისა და ეს ადამიანისთვის დაუჯერებელი მოვლენა სულაც არ არის მოულოდნელი მწერლისათვის, რამეთუ ,,ყველაფერი ღვთის წილია და ყველაფერში ღმერთი სულდგმულობს.” ბერის მიერ მოპოვებული ხელახალი სიცოცხლე გოდერძი ჩოხელის იდუმალი ნატვრაა, რომელიც მისსავე სიტყვებით ხდება საცნაური: ,,როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ, როცა ჩამოვლევ ჩემ წილ საწუთროს, როცა ჩემ მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ, როცა ჩავქრები, სამძღროს იქით რომ გადავხდები, გაიხსენი, გაიხსენი ეს საკინძე და მიმიღე, მიმიღე და შემინახე…დედაო მიწავ!” გოდერძი ჩოხელი, განგებისაგან გამორჩეული უნარით დაჯილდოვებული მწერალი, ებაასება გუდამაყრის წარმტაც ხეობას; ბუმბერაზ მთებს, რომლებიც წყლის დასალევად ჩამოდიან ხოლმე არაგვზე; ამეტყველებს უტყვ არსებებს, რომელთაც ადამიანებივით ძალუძთ სიყვარული, თუმცა ზოგჯერ ადამიანებსაც აჭარბებენ თავიანთი ,,ადამიანურობით’’. მწარია მექობაურის ცოლზე გულშევარდნილი დათვი თავის უცნაურ სიყვარულს ველური ყვავილების თაიგულში აქსოვს. შუღლიანთ გიგოლასთან შეკედლებული ღვთის ქათამი კი მარტოობას უქარვებს და ლუკმა-პურს აჭმევს პატრონს, რომელმაც ბედნიერება ფულზე მიყიდა უმადურ ადამიანეთს. ადამიანეთი მართლდაც რომ უნდოა, მაგრამ დედაბუნებაა ზედმიწევნით სამართლიანი და ადამიანის მიერ ჩადენილ ავკაცობას ცოდვა-მადლის ცოცხით გვის და ალაგებს. ტყის ქათმის დედური ინსტიქტი უფრო გამძლე აღმოჩნდა გულქვა ადამიანის სულმოკლეობაზე, რომელმაც ბუდიდან აართვა კვერცხები უღონო ფრინველს. ,,რატომ ეჯავრებათ ძაღლებს მგლები და უფრო ერთგულნი არიან ადამიანის, ვიდრე ადამიანები ერთმანეთის მიმართ’’, განა კი იმსახურებენ ადამიანები ამ ერთგულებას? რა თქმა უნდა, იმსახურებენ, რამეთუ სიკეთე ბოროტების გარეშე ისეთივე უფერულია, როგორც კუშტი ღამე მთვარის გარეშე. ამქვეყნად კეთილი და ბოროტი გვერდიგვერდ თანაარსებობენ. კითხვაზე: -,,ბოროტება უნდა იყვეს თუ არაო’’,-გუდამაყრელი მრავალსაუკუნოვან გამოცდილებაზე დაყრდნობით პასუხობს: ,,მაშ, როგორ? სიკეთეს უმისოდ ფასი აღარ ექნებოდაო.’’ ჩოხელის ნაწერებში გამუდმებულ ჭიდილში არიან სიკვდილი და სიცოცხლე. უთანასწორო ბრძოლა ხშირად მთავრდება კეთილზე ბოროტის მეუფებით, სიცოცხლეზე სიკვდილით გამარჯვებით, მაგრამ ეს ერთგვარი ხერხია მწერლისა იმისათვის, რომ სიკვდილის გამარჯვების ჩვენებით მკითხველს უფრო მოაწყუროს და შეაყვაროს სიცოცხლის მარად მდინარი წყარო. ნაწილიანი ჩაჩაი სიკეთის მსახურებამ დარდების შემგროვებლად აქცია. დადიოდა კარდაკარ ჩაჩაი და ადამიანთა დარდებს იწერდა და აგროვებდა, მერე კი დარდებით დახუნძლული ხალთა ღმერთთან ,,წაიღო’’. დარდების შემგროვებელი მწერლის ბავშობაში მართლა დადიოდა თურმე სოფელ-სოფელ და ადმიანებს სადარდებელს ეკითხებოდა თურმე. მწერალი გულდაწყვეტით დასძენს: ,,ახლა აღარც გუდამაყარში დადის დარდების შემგროვებელი, აქ ხომ არც ადრე დადიოდა …დავდივართ დარდით სავსეები.” ცოდვა-მადლის ჭიდილის, სიკეთისა და ბოროტების შერკინების ასახვის მხატვრულ მცდელობას წარმოადგენს მოთხრობა ,,სამანს იქით დასახლებულნი. ”საფიხვნოში მჯდარი თემის კაცნი საწყაოთი ზომავენ ადამიანურ ქმედებებს, მსჯავრიც გამოაქვთ და ცოდვილებს სამანს იქით ასახლებენ. ჩვენს თვალწინ გაიელვებს მთელი გალერეა შემცოდეთა: შვილის მკვლელი მაშვნია, სულმოკლე დედა ზითანდარი, მექალთანე შიო, ქურდი გიგოლა, ზარმაცი ბიბღია, თემის კაცზე გამიჯნურებული გულქანი და მათი ისტორიები გვამცნობენ, თუ როგორ მრავლდება საკაცეთში ცოდვა. გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედება და ამქვეყნად არსებობა სიკეთის მსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ. ანდერძივით ჟღერს სიტყვები ბუნების ენის მცოდნე მწერლისა: ,,ეცადენით სიკეთეს ემსახუროთ სიკვდილამდე და სამანს აქეთ იცხოვროთ და დაიმარხოთ”……
Back to top Go down
View user profile http://www.marisadgobelashvili.wordpress.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sun Feb 20, 2011 1:14 pm

განძი

ჩამოგეშლება კაცური სახე..
მიწა ხარ,
მიწის იღბალი ხარ,
ხარ მიწის მტვერი
და მხოლოდ სულის სიწმინდეში რაც შეინახე
ის არის შენი.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Fri Apr 01, 2011 11:07 am

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია

ამ მიწის ბედი ჩემი ბედია,
მის ბეჭზე ბეჭით ვთიბავ ბალახებს,
მე თუნდა არ ვთქვა, მთები გეტყვიან,
რაც მაწუხებს და რაიც მალაღებს
ამ ცის ქვეშ ვცხოვრობ უმისამართოდ,
ცა არის ჩემი ჭერხო და ბანი,
საწურთო ჩემზე ისე ბალახობს,
როგორც უღელში ნაბამი ხარი.
დავალაჯუნებ დედამიწაზე,
ბრუნავს მიწა და მეც მატრიალებს,
სადაც მივდივარ, გზა მიდევს შორი,
წვეთი-წვეთ ვტოვებ უკან მზიანეთს.
ამ მიწის ბედი ჩემი ბედია
ამ მიწის ბეჭზე დამწერეს ჯვარი.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Fri Apr 01, 2011 11:12 am

საქართველოსთვის!

გაიტანეთ და
შიშველ კარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული,
თუ არ გამოვდექ საქართველოსთვის.
მე დამწვით და
ეს სხეული ფერფლად ქცეული
ქარს გაატანეთ საქართველოსთვის.
გაიტანეთ და
შიშველ ხარჩხაზე ჩამოჰკიდეთ
ჩემი სხეული
საქართველოსთვის!
საქართველოსთვის!
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Fri Apr 01, 2011 11:13 am

ნინოს

მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედი? ე,რას გაიგებ-
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს,
მოვა თოვლი და ისე სხვაგვარად,
ისე სხვაგვარად შემიყვარდები,
მოვა ზამთარი,შენ სანახავად
ზეციდან მოვა თეთრი ვარდებით.
მოვა თოვლი და თრთოლვით,სინაზით
მიწაზე თეთრად დაეფინება
და სანამ მოვა-ო,ნურაფერი,
ო,ნურაფერი ნუ გეწყინება.
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Fri Apr 01, 2011 11:25 am

***

ძნელია წუთისოფელში
უძღები ხორცის ტარება,
სულს რომ სულ მუდამ
ვაშფოთებთ
სხეულის სანეტარებლად.

***

შორეულ ზეცის
სიმარტოვიდან,
ამ დილით თეთრი
თოვლი მოვიდა

***

ჭეშმარიტება?!
ხანდახან სულის სიბნელეში
ისე გაკრთება,
როგორც უმთვარო ღამეებში
ციცინათელა.

***

ალაგ და ალაგ
ქარიც დადუმდება,
გაყუჩდება
და ყურს მიუგდებს,
მერე ატირდება,
ატირდებააა-
რაზე , ვინ იცის...
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Sat Apr 02, 2011 1:02 pm

"იქნება ის ქვეყანა სჯობს,
ამ ქვეყანასა წყეულსა,
თორემ ერთს მაინც ვნახავდით
იქიდან გამოქცეულსა
"


ხშირად,როცა მწერალს გაიცნობ,აღმოჩნდება ხოლმე,რომ ძალიან შორსაა რეალური პიროვნება თავისი ნაწარმოებებისგან,გოდერძი კი ჩემთვის,ჯერ-ჯერობით ერთადერთია, რომელიც ასეთებს არ მიეკუთვნება და ყოველთვის ისევე მეყვარება,როგორც მისი წიგნები I love you Crying or Very sad
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელი   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
გოდერძი ჩოხელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: