არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დალილა ბედიანიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: დალილა ბედიანიძე   Fri Mar 06, 2009 10:40 am

ნინო დარბაისელი -
ეს არის დალილა ბედიანიძის ლექსები ახალი კრებულიდან ''ფიქრდიდობა'', რომელიც ''სიესტამ'' გამოსცა .
/პრეზენტაცია გაიმართება აპრილის პირველ დეკადაში,თარიღი და ადგილი ჯერჯერობით დაუზუსტებელია. გაცნობებთ დამატებით/.

Idea

დალილა ბედიანიძე


მელოდია

შენი თითები ჩემს სხეულზე,
როგორც ახალ გიტარაზე,
უკრავენ მელოდიას,
რომელიც ჩვენმა სიყვარულმა შობა,
რომელიც აღარ განმეორდება.
გარეთ,
მავთულებზე ჩიტები სხედან,
როგორც სანოტო ხაზებზე - ნოტები
და შენს დაკრულ მელოდიას იმეორებენ.
ქარის ფლეიტა უერთდება ჩვენს მუსიკას.
მუსიკით სავსე არის ოთახი,
მუსიკით სავსე არის სამყარო
და ეს მუსიკა არ შეწყდება,
სანამ არსებობს ჩვენი სიყვარული.
ქალის სხეულს ჰგავს ეს გიტარა
და სიმები - ქალის თმებია.
ღვთაებრივია მელოდია,რომელსაც უკრავ
და ჩემს ხსოვნაში სამუდამოდ აღიბეჭდება
და როდესაც დავბერდებით
და დაცხრება ჩვენი ვნებები,
ამ მელოდიით გამოგიხმობ ჩემი წარსულიდან,
ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა
და წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე,
რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან.
როგორც გიტარაზე,
უკრავ ჩემს ახალგაზრდა სხეულზე.
ვუსმენ,
ვუსმენ
სიყვარულის მელოდიას გაოცებული.


ალვის ხე

მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
მე ვარ ალვის ხე,
რომელმაც ჭერი აანგრია
და მიისწრაფის ზეცისაკენ
შეუზღუდავი თავისუფლებით.
ფეხები მიდგას წინაპართა საფლავებში,
კენწეროთი კი მზის გაღმა ვაღწევ
და ჩემი ტანი სავსეა მზით და მდუღარე სისხლით.
მე ვიდგები ცისა და მიწის შემაერთავად,
სანამ არ მოვა ვინმე ბოროტი და შურიანი
და არ დამჩეხავს ცულით,
შეშად გადასაქცევად,
რომ გაათბოს ცოლი და შვილი.
მას არაფერი გაეგება ციურ ამბების
და მისი ჭერი დაბალია
და სახურავზე მზე არ ჯდება,
რომ ავმა კაცმა არ დაიჭიროს
და არ მოკლას,როგორც ფასკუნჯი,
მშიერი ოჯახის გამოსაკვებად.
მე ვერ გავხდი ოჯახის დედაბოძი,
მე ვარ ალვის ხე
და თუ მომჭრიან
ოქროს შიბი წავა ცისკენ
და ღმერთი იტყვის:
'' შვილი მომიკლეს!''
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Fri Mar 06, 2009 11:04 am

***
ასე მოხდა:
კაბა,რომელიც მე უნდა მეცვას,
სხვა ქალის ტანზე აყვავებულა...
სიტყვა,რომელიც მე უნდა მეთქვა,
სხვა ქალმა გითხრა...
კოცნა ,რომელიც მე მეკუთვნოდა,
სხვა ქალის ბაგემ მიისაკუთრა...
მე კი ვდგავარ უჩრდილოდ
და აგვისტოს დაფდაფის ხმაზე
თავდავიწყებით,
ჩემს მაგივრად სხვა ქალი ცეკვავს,
მე საკუთარი ცრემლების ჩადრქვეშ
კაბას,კოცნას და
საყვარელ ცეკვას ვემშვიდობები...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Fri Mar 06, 2009 11:13 am

***

ფოთოლმა ფოთოლს რა უთხრა,
სადამდე აფრინდებოდა?
”წინ ცა მომელის, აუ, ცხრა,
შემინდე, გტოვებ მეგობარს.
მაგრად იყავ და მომყევი,
ცა გვერგო ერთი გაფრენა,
ქარები _ ჩვენი მოყვრები
არ გვყრიან მიწის საფენად.
ხის ფრთები ამბებს მიწისა
ზეცას ვუყვებით ფრენისას
და მტვრისაგან და ბიწისგან
კვალი არ რჩება ჩვენისად.
თუ ვინმეს მოუსმენია
გაფრენილ ფოთლის სიმღერა...
ვიმღეროთ, ზეცა ჩვენია,
ირგვლივ სიმწვანე იღვრება.
მომყევი, ცაში შევხვდებით,
იქ აგვაცეკვებს ქარიო
და ერთმანეთთან შეხებით
სული ფრენაში დავლიოთ!”
ჩემო ლამაზო ფოთოლო,
უკვე აგვისტოს ოცია.
ქანაობ, ხეო _ გოდოლო,
ფოთოლთ გზა დამილოცნია.


Last edited by ადმინისტრატორი on Fri Mar 06, 2009 11:15 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Fri Mar 06, 2009 11:14 am

***

ზღვაო, ჩურჩულით მითხარი,
რომ შენც მელოდი ძალიან,
ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი
და წვიმა _ პატარძალია.
ზღვაო, დამახრჩვე ალერსით
და მომეხვიე ტალღებით.
სხივი მჭირს კლდეზე ნალესი,
მზე დადის წითელ წაღებით.
ზღვაო, ეგ შენი სინაზე
ათას უფლისწულს ეყოფა.
გეხვევი მტრების ჯინაზე
ჩემს უღალატო მეგობარს.
ვკეკლუცობ მე შენს სარკეში
და თავს გაწონებ ოცნებით
და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს
მეც ვეგებები კოცნებით.
ზღვაო, ნუმც განმეშორები,
შენი მზე ნატვრისთვალია.
ყოველთვის მემახსოვრები _
ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Thu Apr 02, 2009 2:32 pm

ასეთი დალილა


'' სიყვარული თვითონ გვირჩევს,მეგობრობას ჩვენ ვირჩევთ.''- ეს რომაული სიბრძნე დიდი ხანია მაფიქრებს.
პოეტებს რომ ჩვენში მეგობრობა ძალზე უჭირთ,ეს ხომ ყველამ იცის,ახლა წარმოიდგინეთ,რა ძნელია პოეტ ქალთა მეგობრობა!
ამ ათიოდე წლის წინ ერთმა ჟურნალმა ინტერვიუ მთხოვა.რაკი ჩემს ლექსებში დედაშვილობისადმი მიძღვნილი მცირე ციკლიც არის,ერთი კითხვა ამასაც შეეხებოდა.
პასუხის გაცემისას გამახსენდა,რომ რამდენიმე ახალგაზრდა პოეტი ქალი ბიოლოგიურად დედა ჯერ არ გამხდარიყო, მაგრამ მათ ლექსებში გარემოსადმი,სამყაროსადმი დედობრივი სიყვარული იმგვარი სიძლიერით იყო გამოვლენილი,რომ ეს მათ ყველა დედაზე უფრო დედად აქცევდა.
ჩვეულებისამებრ,როცა რამეს დავწერ,ვიდრე დავბეჭდავდე, ჯერ ახლობლებს ვუკითხავ,მაშინაც ასე მოვიქეცი.ერთ არაჩვეულებრივ პოეტს,/რომელსაც , სხვათა შორის , სწორედ ამგვარ დედათა შორის ვგულისხმობდი/,ტექსტი ტელეფონით წავუკითხე. შემიქო და მეც არხეინად წავიღე რედაქციაში.
ნომრის დაბეჭდვის წინა დღეს კი ჩვენმა საერთო ახლობელმა დამირეკა და მითხრა,რომ თურმე ეს დღეები ტირილში გაუტარებია,რადგან სწორედ იმავე ჟურნალის მომდევნო ნომერში უნდა დაბეჭდილიყო მისი ახალი ლექსი და ამ ლექსში ცენტრალური სათქმელი ზუსტად ეს იყო : ''ყველა დედაზე უფრო დედა'' და რაც მთავარია,სიტყვებიც ზუსტად ემთხვეოდა.
ვაი,შენს ნინოს! როგორია დღის ბოლოს ქალაქის ბოლოდან რუსთაველზე გავარდნა ,''ტუდა-აბრატნი'' ტაქსის ფული! მაგრამ რას ვიზამდი.
იმ რედაქციაში პოეზიის განყოფილებას აწ. გარდაცვლილი პოეტი ბორენა ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა.
-არიქა,ბორენა,მიშველე რამე,დაუყოვნებლივ უნდა შევცვალო ეგ ერთი წინადადება- მეთქი.
ბორენამ აუღელვებლად დამიდო წინ ლექსი.წავიკითხეთ ერთად, კონტექსტი სრულიად სხვა იყო,მაგრამ მე მაინც დაბეჯითებით მოვითხოვე ამ სიტყვების ამოღება.
მეორე თუ მესამე დღეს ნომერიც გამოვიდა.
დალილა ბედიანიძე და მე ლიტერატურის ინსტიტუტში გვერდი-გვერდ ოთახებში ვმუშაობდით და ნომერი ვუჩვენე თუ არა,ეს ამბავიც მოვუყევი.
ყურადღებით მომისმინა,/სხვანაირად მოსმენა არც სჩვევია./
არ ვიცი . რას ველოდი მისგან. იქნებ მინდოდა ეთქვა,რომ ის ძალიან კარგი პოეტი ამ შემთხვევაში მართალი არ იყო? ან რომ მე კარგი,სულგრძელი ადამიანი ვარ,რაკი ,ყველაფრის მიუხედავად , არ დავიზარე ჩემი ინტერვიუს შეცვლა?
დალილამ თავი ჩახარა და ერთადერთი სიტყვა ჩაიჩურჩულა ისე ჩუმად,რომ ძლივს გავარჩიე: ''ძნელია!''.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა ჩემს ოთახში .მერე წყნარად დაგვემშვიდობა და გავიდა.

ახლა დალილას ძველ ლექსებს ვათვალიერებდი, ხუთ აპრილს,კვირას,ორ საათზე ''ამირანის''ლიტერატურულ კაფეში მისი ახალი წიგნის განხილვა და პოეზიის საღამოა , ორიოდე სიტყვა მეც ხომ უნდა ვთქვა და ...აი!
.... ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში გამოქვეყნებული მისი ლექსი,სადაც სიტყვა-სიტყვით იგივე წერია: '' ყველა დედაზე უფრო დედა''.
მე ვიცი,დალილას ლამის ყველაფერი თავისი მრავალრიცხოვანი ლექსებიდან - ზეპირად ახსოვს.
ახლა უკვე ისიც ვიცი,რას ნიშნავდა მაშინ მისი ერთადერთი სიტყვა: ''ძნელია!''
აი,ასეთია დალილა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Thu Apr 02, 2009 2:38 pm

ცა გვერგო ერთი გაფრენა..


ვაფასებ და მიყვარს ეს ავტორი..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Tue Apr 14, 2009 11:08 pm

დალილა ბედიანიძე


მელოდია

შენი ხელები - ჩემს სხეულზე,
როგორც აწყობილ გიტარაზე.
და მელოდია,
რომელიც აღარ განმეორდება.
ყოველ შეხებაზე მდუღარე მზე მეღვრება სხეულში
და ძარღვებს მიწვავს
და წამლეკავს წმინდა ცეცხლის მიქცევ-მოქცევა.
ქარის ფლეიტა უერთდება ამ მელოდიას.
მუსიკით სავსე არის ოთახი,
მუსიკით სავსე არის სამყარო,
და ეს მუსიკა არ შეწყდება,
სანამ ერთმანეთს ასე ვეხვევით.
ღვთაებრივია ეს მელოდია,
რომელსაც უკრავ ჩემს სხეულზე
და როდესაც დავბერდებით
და დაცხრება ჩვენი ვნებები,
ამ მელოდიით გამოგიხმობ წარსულიდან,
ეს მელოდია იქნება ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა,
წინ გამიძღვება იმ გრძელ გზაზე,
რომლითაც მხოლოდ მიდიან და არ ბრუნდებიან.
უკრავ გიტარაზე - ჩემს მორჩილ სხეულზე.
ვუსმენ.
ვუსმენ ამ მელოდიას
და სადაცაა,
შენში ისე დავინთქმები,
ვით ზღვაში გემი,
შტორმისაგან გზააბნეული,
ან დაგაკვდები,
როგორც ია აკვდება მიწას ნაგაზაფხულევს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Sponsored content




PostSubject: Re: დალილა ბედიანიძე   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
დალილა ბედიანიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: