არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სოსო მეშველიანი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Feb 25, 2012 2:02 pm

ღამე მოშიშვლებულ მთაზე

"წმინდა შიში-იშვიათი მოვლენაა\\\"
(სიორენ კირკეგორი)


იდეალური ლოთის პორტრეტი,
რეპინის-მუსორგსკი.
ვისთვისაც უკვე ყველაფერი არის სულერთი.
თივის ქოხები, ერთჯერადი, ზოგს სძინავს, ზოგს კი
მთის სათიბებში მოჩურჩულე ღამის სულები

ისე აშინებს, მგონი ძველკელტ ქურუმებს უხმეს,
რიტუალის დროს არაერთხელ ახსენეს ფითრი.
ინიღბებიან, არ მეცნობა მათგან არცერთი.
ვწევარ გულაღმა, ოდნავ მომსხო ვარსკვლავებს ვითვლი,
ისეთ გულზე ვარ, სათანადო პასუხს გავცემდი,

რომ დამენახონ. ხმაღა ისმის კლანჭების ლესვის,
დამფრთხალი ძაღლიც წკმუტუნებს და კუდს აქიცინებს,
მეც გადმომედო, ახლა უკვე სხვაგვარად მესმის,
ხმა ჭრიჭინების, სადაც ცივი წყარო ციმციმებს
მთვარის შუქზე და ა.შ.
დიდ გულზე მოსულს,
როგორც ყოველთვის გამხნევება მაინც დამჭირდა,
აალებული თვალებით რომ შუაღამის მშრალ და
თივის სუნიან ჰაერს კვესავს, მდედრი ქაჯი და
ბაძგის ბუჩქებთან პირუტყვივით ხმაურით შარდავს.
ფიქრს შევყევი და ცხადში ვნახე, ნეტავ რა მრჯიდა
ვიყავი ჩემთვის, ასე რომ ვთქვათ, არამიშავდა.

flower flower flower
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Fri Mar 02, 2012 1:23 pm

სოსო მეშველიანი

გალიციური კაპრიჩიო


სხვებთან შედარებით გალიცია ერთობ ღარიბი კუთხეა ესპანეთში, ამიტომ იქაურებს ხშირად უხდებათ ესპანეთის დიდ ქალაქებში ხეტიალი, სხვადასხვა სამუშაოს ძებნა და ამავდროულად პროფესიის შეცვლაც კი. ასე მაგალითად, ჩემი ნაცნობი ალფრედო თუ პონტევედრაში თევზმჭერი იყო, ექსტრემადურაში ცეკვას ასწავლის" (პიო ბაროხა).


წევს მწვანე თევზი პრიალა ფსკერზე
წყალგამოცვლილი აკვარეუმის,
ტაძრის გუმბათის ქიმებზე მსხდარ წეროებზე და
ზღვის მლაშე ქარში მოქანავე ალვებზე მაღლა,
ოთახში, რომლის ბნელ კუთხეში ერთი მაღალი
გამხდარი კაცი ახველებს და ბორძიკით უკრავს.
კლარნეტის ბგერებს ირეკლავენ ყრუ კედლები და
ქოთნის ტიტები ირხევიან ოდნავ მაღლები...
როგორც ამბობენ, უქმეებზე თურმე ამ კეთილ
კაცს უხარია დაკვრა ძაღლების
პარიკმახერი ცოლის დაკვეთით.

დაუზარელი და სიტყვაძუნწი
გუდმენობს კაცი, თავისთვის წყნარ და
მყუდრო ბინაში. რა მოხდა, უწინ
თუ ლოკოკინის სათბურებს რწყავდა.

დუმან ხმამაღალ მუსიკის შიგნით
გადასეტყვილი ღამის ქუჩები.
შენთვის გუდმენობს, ძვირფასო ინგრიდ,
ძველი ფერმერი, პაკო ფუჩეტი.

ეწევით, უსმენთ და თან ათას ერთ
წვრილმანზე ფიქრობთ. იფიქროთ უნდა...
არაფრის გემოს ატანთ ნაფასებს
და ასე მუდამ
სავსე მუსიკით,
რწყავთ თეთრ ყვავილებს. ფანჯრის რაფაზე
დამუნჯებული თუთიყუში კი

დაჰყურებს ქალაქს იმ სიმაღლიდან...
დაბლა, ნაწვიმარ, ცარიელ ქუჩას
კვეთს მაწანწალა, სველი ძაღლი და
გატანჯულ თვალებს წკმუტუნით ხუჭავს.

sunny sunny sunny
Back to top Go down
View user profile
გვან.ცა ფლეტჩერი



Female
Number of posts : 3
Age : 116
Location : თბილი–სი
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია
Humor : ........
Registration date : 05.03.12

PostSubject: ))))   Mon Mar 05, 2012 5:04 am

მეეე I love you სოსო <3

ვაიმეეეეეეეეეე I love you I love you I love you I love you bounce cheers flower
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Mar 31, 2012 6:08 pm

კადიზური განთიადი


ტირის- რძის ქაფზე რბილი არის ჩვილის ტუჩები.
ცა წამოწითლდა ზღვის შორეთში, როლო პუჩეტი
თხებს წველის უკვე. თქვენ კი დუმხართ და იმალებით
ჯერ ისევ ბნელ-მუნჯ სამყაროში ჩაკარგულები.
შუშისთვალება, განთიადისფერი მამლები,
სარკმლის მინებზე ნისკარტებით აკაკუნებენ.
ზეთისხილებში აჭახჭახდნენ შაშვები-მაგრამ
გაქრნენ სიზმრები გაბზარული სიჩუმის შიგნით,
პუანსეტიაც, წმინდა ღამის ყვავილი გაქრა.

სამხრეთით (თუმცა ფერწასული) ჯერაც ჩანს მთვარე,
შარაზე გასულს (სხვა რა გზა აქვს) უნდა თუ არა
გვადალკვივირის ნაპირებთან უსმენს ბაყაყებს,
ხილერმო, დაქირავებული მწყემსი, ბატების.
ჩემს თუ დაჰყმუის-ძაღლი თქვენ ბედს თურმე არ დაყეფს
ხართ ბედნიერი (თქვენი მესმის) აქ დაბადების.

აი რა მოვიტანე Smileმგონის ექსკლუზივიSmile
sunny sunny sunny sunny
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Apr 26, 2012 3:00 am

უხმოდ

ჩემთვის ცხადია ყველაფერი, იმ დაულეველ
ზაფხულის დღეებს, სიზმრად ვხედავ, გამეორებით.
ჩიჩახვს ივსებენ, კალიებით ინდაურები,
ორღობეებშუ, თბილ გუბეში წვანან ღორები,

მწიფე ტყემლებ ქვეშ. დედა ნამდვილ სიზმარს მიყვება,
წყალს ვერ გაატან, ისეთია-არც ცეცხლზე იწვის,
უკვე მამლებმა დაიყივლეს, ძაღლმაც იყეფა,
ღია სარკმლიდან, ქარს სურნელი შემოაქვს მიწის.

სველ სიმინდებში მელანდება მამის თითები,
ნისლში ყანას რომ ბუნდოვანი სიმწვანე დაკრავს,
ლურჯი პეპელა ამოფრინდა, კვახის ყვითელი
ყვავილის ვიწრო ყელიდან და
უმალვე გაქრა.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu May 03, 2012 9:08 pm


ისევ, დავისერე მოგონებით,
ფიქრი დაემსგავსა სამართებელს,
ვხედავ, ყვითელწინწკლა სოკოები,
ნეშომპალებიდან ანათებენ.

აბალახებულა კაკლებს შორის,
ძველი ნანგრევები სასაქონლის,
სადაც, მელოდიებს ჭრიჭინების
ახლავს, ჟღერადობა საქსაფონის.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Sep 12, 2012 10:18 pm

გადავეჩვიე თმების ვარცხნას, წვერის გაპარსვას,
ნაწვიმარ ნაძვ ქვეშ სოკოს სუნი და ნედლი ყავრის
აქ ყოველდღიურ ამბებისგან თხზავენ ზღაპარსაც
საბოლოოდ რომ ალბათ მასაც გაუვა ყავლი.

ზის ახლა ლოყებჩაცვენილი გლეხი მიყვება
ამბავს, ძველ ქოხში, ლამპის შუქზე, ძილი წამართვა
ჭოტმა იკივლა, სადღაც ძაღლაც წამოიყეფა
ამ ყრუ ხმებს მიღმა ოდითგანვე ვგრძნობდი წარმართ და

იდუმალ ღმერთებს, მკვდარ პლანეტებს, უცხო არსებებს
ფისის სუნიან, შესქელებულ ჰაერის ღეჭვით,
სულის უფსკრულებს ექოებით ამოავსებენ
ღამეები და ელვასავით გაკრთება ეჭვიც.

და წამიერად ზეარსებაც შეიცვლის იერს,
ვინც სული ხორცის ბნელ დილეგში გამოამწყვდია,
წევს ნაძვის ტოტზე ფოცხვერი და ყველაზე ცბიერ
თვალებით კვესავს, პირველყოფილ, უმანკო წყვდიადს.

Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Mar 16, 2013 12:51 pm


დანამცეცებული ფიქრები

ბევრჭირნახული და ბავშვობის თითქმის არ მქონე
შორ სათიბებში მამაჩემი ეძებს საქონელს,
ბინდზე ტყის შრიალს აყურადებს, გზადაგზა უსმენს
ჭრიჭინობელას, შუაღამის მესაქსაფონეს.

* * *
ვერაფერს შეცვლი რომც იცოდე ხვალ-ზეგ რა გელის,
ოთახში ბავშვის სათამაშო უკრავს ვანგელისს.
ნახატში ჩავრჩი, ფიჭვის ტყეში, ჩემს გარინდებულ
უნიჭობიდან გამოსასვლელს ვერ მივაგენი.

***
სიზმარი ვნახე ლამანჩელო, არც ისე ტკბილი,
მშვიდად! არ გაგცემ, საიმედოდ დავმუწე პირი,
ყველას ღიმილს ჰგვრი, მე კი ვკვნესი, შენ რომ ტოლედოს
ციხის ნაშალთან ჩამომჯდარი, ბავშვივით ტირი.

* * *
უარყო ყველა, თაყვანს სცემდა ერთადერთს მატისს,
ახლა რომ სახლთან მზერა აფრთხობს, შემცბარი კატის
გადააბიჯა მძინარე ძაღლს, აჩრდილმა ღამის
ხმელი ფოთლებით მიმოფენილ ეზოში დადის.

* * *
დგას ანგელოზის ქანდაკება ბავშვის საფლავთან,
ხელში არფით და მხარზე მტრედით. ქარმა გაფანტა
უკვე ნისლები. ხმას იმაღლებს კედარზე ჩიტი
-გახსოვთ გერნიკა, მოთქმა გახსოვთ, მიუსაფართა.

* * *
თოვლსა და ტალახს ერთმანეთში კარგად მოზელილს,
მოყინავს სუსხი, ძველ სახლს უკან რომ დგას ბოსელი.
ღრმა სიბერისგან, მოგუდულად ყეფდა ქოფაკი,
ვიღაც გვიან მგზავრს კარს უღებდა ბრმა ტობოსელი.

* * *
ჭრიჭინა მთვარის ამოსვლასაც არ დაელოდა
სოფლის უხერხულ სიჩუმეში, მშვიდად მღეროდა,
ესვენა მკვდარი, მოთქმით დაღლილ ქვრივის ეზოში
რატომღაც, ვაშლის ფოთოლიც კი არ ირხეოდა.

* * *
ჩემი პატარა მაშინ იწყებს, სიარულს, გად-გადს
როცა ლენჩი ტყის სიშავეში იწყებენ ქათქათს
ტყემლები. ის კი ვინც ამდენი კაკლის ხე დარგო
სიკვდილს გადასცდა, უნებლიედ და გულზე ადგას.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Sep 25, 2014 8:32 am

სოსო მეშველიანი

ანდალუსიური კაპრიჩიო

ვეგეტერიანელ ანტონიო ჰერედიას,
გვადალკვივირელ..
უფრო სწორად, კორდობელ მევენახეს,
შეეძლო ესაუბრა მუსიკაზე, როგორც ფეხბურთზე,
ან, ეროვნული კერძების რეცეპტზე.
სენსანსზე და ეუსებიოზე ერთდროულად,
იმაზეც რაც ყოველთვის სძაგდა,
ნაციონალურ ღორის ვიჩინაზე.
სხვა რამეზეც შეეძლო საუბარი,
მაგალითად, სურბარანზე, სურბარანის ფრანცისკეზე,
ცხოველების მფარველ წმინდანზე,
მისით იწყებდა და ამთავრებდა მწუხრის ლოცვებს,
ვეგეტერიანელი ანტონიო ჰერედია
ყოველ დილით რომ,
ახლად დაწურულ ფორთოხლის წვენს სვამდა უზმოზე.
ახლოს მდებარე კაფე–ბარში,
სადაც ყოველთვის, თამბაქოს კვამლში გახვეული იჯდა დონ პედრო,
სან–ავგუსტინის ეკლესიის ნაპასტორალი,
ყავას წრუპავდა, ეცნობოდა სტატიებს პრესის,
აბოლებდა და უკვე კარგად ჩასუქებული,
თითით აცლიდა სიგარას მსხვილ ფერფლს.
ჰერედია კი, გაუნძრევლად იდგა ყოველთვის,
მძიმე ფიქრებით დახუნძლული,
მომაკვდავ ცოლს რომ,
ვერ უკითხავდა ესპრონსედას "fragmento sexto"-ს,
უკვე ნახევრად დაბრმავებული.
"მდინარის პირას, აიშალა მწერთა ლაშქარი,
ნესტიან ქარში აშრიალდა, ბაღი ლიმონის".

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Fri Sep 09, 2016 11:23 pm

სოსო მეშველიანი

მუღმურულას სურნელი

აქამდე როგორ ვერ შევნიშნე,
ველური კამის ბუჩქები,
გზატკეცილთან,
ავტომობილთა ნაკადებს შორის,
სადაც დგას კაფე „ფორტალეზა“
და საუბრობენ ტურისტები დამტვრეული ინგლისურით,
ჩემი სევდა კი უტეხია, როგორც რკინა.
წვიმამ მომანატრა ნორჩი,
სპოროფიტი გვიმრის სუნი
და შხამიან სოკოზე მიმხმარი ლოკოკინა.
აყვავებული აკაციის ტევრი,
მძიმე, სურნელოვანი სითეთრე,
უსასრულობისკენ რომ გეწევა და
უკანასკნელ სურვილს კლავს შენში
მხატვრის, პოეტის-თავსმოხვეული სრულყოფილება.
სად დაფრინდები ნეტავი ახლა?
ძლივს ამომძვრალო ჰიბიკუსის ვიწრო ყელიდან,
გამხმარ ფუნაზე?
თუ, თალუსის წებოვან ხავსზე?
გაუცხოვდება ღამეები მშობლიურ სოფლის,
ამ იდუმალი ხმებითა და განცდებით სავსე.
უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე, ნაცნობ ეზოდან,
ბავშვობაში რომ სხვა ძაღლი ყეფდა.
ჩემი მოწყენა სულ არ არის უმიზეზო და
სულში მიმხმარი შხამიანი ბაყაყის ლორწო,
უცხო ძაღლი ყეფს, უცხო ხმაზე,
ა, იმ ეზოდან,
შორს, ექოებად რომ ასკდება ქარაფის ორწოხს.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
სოსო მეშველიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 3Go to page : Previous  1, 2, 3

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: