არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სოსო მეშველიანი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3  Next
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Fri May 29, 2009 11:14 pm



აბა, სოსო, ესენი ბასკები არიან თუ ქართველები? sunny



ცნობისათვის:
აი, ესენი არიან რუბენ და ავრორა სეგუროლები სოსოს მინიატურიდან!

Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Fri Jun 05, 2009 2:53 pm

მოგიკითხე.სოსო.

შენი რამდენიმე ლექსი წავაკითხე ჩემს მეგობრებს.მოეწონათ.

გლამურული პოეტიო ოღონდ ამ სიტყვის ძალიან კარგი და დადებითი გაგებითSmile



როგორც ვიცი,გაქვს ლექსები რომლებიც მზის სინათლეზე არ გამოგაქვს.ისიც ვიცი,რომ ადრე გულიო გატკინეს.
შენ ნიჭიერი ადამიანი ხარ.
დადე აქ.თუ გინდა რამე სხვა ნიკით,ეს ალბათ ბატონ მიხოსთან იქნება შესათანხმებელი.Smile
მე მიყვარს შენი ლექსები.უცნაური და ლამაზი მუსიკალურობა აქვთ.
Back to top Go down
View user profile
nukri bereTeli
Way at Armury
Way at Armury


Male
Number of posts : 29
Age : 35
Location : ...
Humor : :)
Registration date : 02.02.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Fri Jun 05, 2009 10:45 pm

აქ მაინც მოგვიტანე ლექსები!
არ მოგასვენებ, სანამ ყველა წაშლილ ლექსს არ დადებ სადმე. (და გამოუქვეყნებლებს კიდო!)
ჩემი ემიგრანტი ძამულია...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Jun 06, 2009 9:15 am

nukri bereTeli wrote:
აქ მაინც მოგვიტანე ლექსები!
არ მოგასვენებ, სანამ ყველა წაშლილ ლექსს არ დადებ სადმე. (და გამოუქვეყნებლებს კიდო!)
ჩემი ემიგრანტი ძამულია...

king

როგორც ვატყობ, სადღაც ვერ მოქცევიან კარგად სოსოს და მე აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებ:

ეს "დემოკრატიული" კი არა, იერარქიული ფორუმია...
და
როგორც კი ნებისმიერი წევრი არასწორად და უზნეოდ დაელაპარაკება გინდა სოსოს და ვისაც გინდა, ის "დალაპარაკებული" წაიშლება და ავტორს მიეცემა გაფრთხილება, და თუ კიდე გაიმეორებს, იმ ”ნებისმიერ წევრს” მოვაჭრით თავს და გამოვკიდებთ კარიბჭეზე, რომ ყველა მოერიდოს ამ საძრახის საქმეს.

ასე რომ, სოსოსაც და ყველა სხვას თავისუფლად შეუძლია თავისი ნაწერების აქ დადება.


Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Jun 06, 2009 8:56 pm

????...(დარბაისელ ნინოს)
აბსურდული პოეზია


(ბედი ჩემი)

ძიძაა, წარბებ გაპარსული.
ჩემთვის დღე ვერ იცლის, შუაღამით კი,
დიაბეტიან კატას უვლის.


(მარტოსული გეოგრაფი)

რაც გამაჩნია, სულ ეგაა ჩემო საურმან!
ძველი მაგიდა, სავარძელი და კედლის რუკა...
რომელზეც ახლა, ობობა თუ დამოგზაურობს.

(ვარსკვლავები)

\"სულით ავადმყოფის სიმღერა\"

ჩემს უნაყოფო ოცნებებში რომ დახუნძლულა,
გარინდებული უსასრულობა....
და დედა დათვი შხამს მაწოვებს მიმხმარ ძუძუდან.

(ზეზვა მზიას
და არა ადამი ევას)


განგვაცაკევა ინტერნეტმა. გკარგავ ღმერთმანი...
გამოქვაბულში ვბრუნდებით ცოლო!
იქნებ სიცივემ ჩაგვახუტოს ძალით ერთმანეთს.


"ძევახო სიცოცხლეო ჩემო"
(გურამ ასათიანს)

ხმა მიწის სიგრილიდან მოღწეული,
სულია. ათასწლებით იტოტება
სხეული, ხეს რომ გავს ბროწეულის.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 224
Age : 55
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Tue Jun 16, 2009 6:59 pm

სოსო მეშველიანი wrote:
????...(დარბაისელ ნინოს)
აბსურდული პოეზია


(ბედი ჩემი)

ძიძაა, წარბებ გაპარსული.
ჩემთვის დღე ვერ იცლის, შუაღამით კი,
დიაბეტიან კატას უვლის.


(მარტოსული გეოგრაფი)

რაც გამაჩნია, სულ ეგაა ჩემო საურმან!
ძველი მაგიდა, სავარძელი და კედლის რუკა...
რომელზეც ახლა, ობობა თუ დამოგზაურობს.

(ვარსკვლავები)

\"სულით ავადმყოფის სიმღერა\"

ჩემს უნაყოფო ოცნებებში რომ დახუნძლულა,
გარინდებული უსასრულობა....
და დედა დათვი შხამს მაწოვებს მიმხმარ ძუძუდან.

(ზეზვა მზიას
და არა ადამი ევას)


განგვაცაკევა ინტერნეტმა. გკარგავ ღმერთმანი...
გამოქვაბულში ვბრუნდებით ცოლო!
იქნებ სიცივემ ჩაგვახუტოს ძალით ერთმანეთს.


"ძევახ სიცოცხლეო ჩემო"
(გურამ ასათიანს)

ხმა მიწის სიგრილიდან მოღწეული,
სულია. ათასწლებით იტოტება
სხეული, ხეს რომ გავს ბროწეულის.



sunny

სოსო ძვირფასო! აი,ხომ მაინც მოვაგენი ამ მშვენიერი ლექსების ანონიმ ავტორს,ლიტერატურა გე-ს პორტალიდან რომ გააქრო თავისი ნაწერი,მე კი ამასობაში იმავე საიტის ფორუმზე,თემაში ’’არმაღანი’’ გადავიტანე.

ერთმანეთზე უკეთესებია. flower



ეს ლინკიც ნახეთ:

http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=2302&pid=576543&st=180&#entry576543
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Jun 21, 2009 10:57 pm

ერთი ლექსი
(ჩემი ფანჯრიდან)

ბოშების კვარტალი. რატომღაც ის ქუჩა,
გაგონებს, დაღუპულ, ნარკომან მეგობარს.
შენც მხარი იცვალე, დამშვიდდი, იყუჩე,
ეს ღამის ქალაქი მუსიკად გეყოფა.
(ოცნების კარიბჭე ბოლომდე გახსენი)
ერთია! იწვიმებს, ხასიათს გიფუჭებს,
უსიგარეტობა.
(ტკივილიც სახსრების)

მოითმენ,
აქამდეც ხომ ბევრი ითმინე.
(შორს ზღვასთან ლაპლაპებს სასტუმრო \"პრესტონი\")
ადიდებს სილუეტს, ქალისას, ვიტრინა,
ვნებიან კლიენტის, შვედური რესტორნის.
ფერადი წარწერა \"zurichi\"...\"amena\"
(თავისით ლაგდება, არაფერს იგონებ
რითმა თუ სტრიქონი)
და გრძნობ რომ ეს სწორედ
საშენო ღამეა.

თუმცა უძილობა გთენთავს და სუსტდები.
ჩაქროლილ მანქანებს, ბგერები მუსიკის,
ცვივათ და...ლოთები მეძავებს უსტვენენ.
როკი და ესტრადა. სიბელიუსი კი,
დგას სადღაც ყრუ სკვერში ქანდარად მტრედების.
დალაგდა კადრებად ფერადი მუზიკლი,
ქუჩა, სან-მამესის, ნომერი 11.
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Mon Jun 22, 2009 10:23 am

ეს ლექსი ლიტ–გეზე ვნახე.. ძალიან კარგია.. გაიხარე.. მეგობარო..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Jun 25, 2009 10:57 pm

ქარი მოგონების (ანტონიო მაჩადოს)

მწვანე, ყვითელი, მოწითალო მინდვრების იქით,
ზღვა ახმაურდა, ახავსებულ კლდეების ძირას.
და ზღვამდე კიდევ.....
ძლივსღა უწვდენს, ალვა კენწეროს,
აბალახებულ გუმბათებზე დამსხდარ წეროებს.
ამოიბურცა ზღვის შუაგული.
და მზის ჩასვლისას,
ჰორიზონტებზე ამოყვინთეს ისევ ლანდებმა.
შენი ლანდიც ჩანს, ანტონიო!
ჯოხზე დახრილი,
შორს, პალმებშორის, მიტოვებულ მეთევზის ქოხთან.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Jun 28, 2009 2:35 pm

ზაფხულის ღამე მშობლიურ სახლთან

ამ კარს მიღმაა ჩემი ძველი ოთახი, ლუქსი.
ამ აივნიდან, ვარსკვლავებსაც ვეთამაშები
ახლა რომ ვხედავ, ფანჯრის ყვითელ გამონაშუქზე
ვაშლის ბნელ ტოტებს როგორ უჩანთ მწვანე ვაშლები.

ისევ მაღვივებს, ისევ მავსებს მიწა ალერსით...
(როგორც ყოველთვის, წისქვილებთან ძაღლი აყეფდა)
ასე მგონია, რომ მესმოდა, ისე არ მესმის,
თუ რას ჩურჩულებს კომშის ხეზე ქარი ბარტყებთან.

შევეშვი ქალაქს, ამ სიზმრებში ჩაყოლილ კოშმარს.
აი, სიცოცხლე რასაც ქვია, ახლა იწყება!
აქ არც ელექტრო-ენერგიის სიუხვე მკუმშავს,
შორიდან სოფლის არსებობას თუ შემახსენებს
ამ ბნელ კაკლებში გაფანტული ყვითელ წინწკლებად.

და ახლა ჩემს წინ გასუსული სოფელი რომ თვლემს,
სიმშვიდის ფშვინვა, სიზმრის სარკმელს მიორთქლავს თითქოს.
მძინარე ჩიტის სუნთქვა არხევს ალუბლის ფოთლებს
და იკრავს ფიქრებს წებოვანი ჰაერის სიტკბო.
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Jul 26, 2009 2:04 pm

(ჩემს არგენტინელ მეგობარს)


\"ჟენევაში მინდა წასვლა, ბორხესის საფლავის სანახავად.
საწყალი ბიძაჩემის ოცნება იყო, რომელიც ისე მოკვდა, ინვალიდის სავარძლით \"ბუენოს აირესს\" ვერ გასცდა\" (კარლოს კასტილიო)

მე სადაც ვცხოვრობ, ქალაქია უზარმაზარი,
ალბათ ოდესღაც შესაფერი სახელწოდებით \"კეთილი ჰავა\"
ახლა კი რა ვთქვა!?
როცა მარტო პლაცა ტოროზე,
ერთ დღე-ღამეში ათასობით მანქანა ბოლავს.
მე აქ დავბერდი...
მუდამ ღია ჩემი ფანჯარა,
სამოცი მეტრის სიმაღლიდან დაჰყურებს ქალაქს
და ვანიავებ, სიმარტოვე-სიცარიელეს
მთელი ცხოვრება. ამ ზიზღისმგვრელ ოთახებიდან.
ბუნდოვნად ვხედავ, თვალნაკლული, ამ სიმაღლიდან,
როგორ მიყვება გაზაფხული ბორხესის ქუჩას
და ცხენის წაბლის ხეივნებით მიიკლაკნება.
მეზობლის ჩიტმა, არსებობაც არ იცის მისი,
დამუნჯებული გადაჰყურებს, ცარიელ სივრცეს
იმ აივნიდან, საიდანაც ოკეანე ჩანს,
შორს, ძალიან ყრუდ მოხმაურე პატარა პორტით.
მე, რა ხანია ბედისწერამ სკამზე დამამყნო,
წელსზევით ვცოცხლობ. (ალბათ ესეც ბევრია ჩემთვის)
რაღაცნაირი განცდა მოაქვს, ამ ყრუ ოთახებს,
როცა ჩემს გარდა, აღარავინ მოძრაობს შიგნით.
ხანდახან, ჭერზე ვებერთელა ობობასავით,
თუ გაფოფხდება, შუაღამისას, ჩრდილი ანტენის,
სადღაც შორიდან წამოსული, შუქურის შუქზე.
ვზივარ, გავცქერი, ოკეანის ბნელ ჰორიზონტზე,
რა რიგრიგობით ციმციმებენ თვითმფრინავები...
ერთი მათგანი, ჟენევაში მიფრინავს ალბათ,
იქ სადაც ჩემი, ერთად-ერთი ღმერთი მარხია.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Aug 20, 2009 12:12 am

(დედაჩემი)

ბოსტანს დამხობილი, კვნესის, რას იმღერებს
ასე უკუღმართი შვილის გადამკიდე.
ღრუბელს შეაწმინდავს მიწით დასვრილ ხელებს,
შემდეგ გარეცხავს და ქარში გადაკიდებს.

ამის შემხედვარე, გულგრილი ვერ დარჩები
პირწმინდად დამცველი წესის და ადათის,
ყოველ მზის ჩასვლისას ჩრდილი დედაჩემის,
მწვერვალებს ივლის და მყინვარზეც გადადის.


(ღამესასწაული)


ბევრი არაფერი, ჩემი ცოლი,
ნადავლით კმაყოფილი აფთარია....
მე ხომ ვეჭვობდი რომ შენ იცოდი,
სარეცელს კი არა და, ამ მთვარიან
ამ გრძელ ღამესაც ვერ გავიყოფდით.
ცოტა მიწილადე შემიცოდე,
რომ ვთქვა; -ღამე არის სასწაული,
პეპლის გულისცემაც ბალახს არხევს....
შენ კი, ამომქოლე, არ მიტოვებ,
ამ ბნელ სხეულიდან გადასახედს.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Mar 31, 2010 11:54 pm

(არშემდგარი დიალოგი, კუნზულზე)


თქვენ მგონი ახსენეთ, მონმარტი,
დონ-მარტინ!
ასე უადგილოდ და ასე უბრალოდ.
(თქვენ ხართ, წარმოშობით აზიატი)
რა თქვენი ბრალი არის, რომ მარტის
დაგყვათ უხეირო ხასიათი,
არ გიყვართ ყველასთან საუბარი.

ვეწევით. ლიმონის ბაღთან ვზივართ.
თქვენ გაქვთ შესაშური ფანტაზია,
ამიტომ თავიდანვე გაფასებდით.
ვერთობით თავბრუდამხვევ ნაფაზებით,
არ გიყვართ არც მხატვრობა, არც მუსიკა
გიყვართ უნამუნო. (ფანჯრის რაფაზე კი
ქოთნით პატარა კაქტუსი დგას).

თქვენ უკვე შეეშვით გალაქტიკებს,
მიწაზე დაეშვით. ჭარხლის და ბოლოკის
მოყვანა დაიწყეთ.
და ეს არც ეპილოგია და არც პროლოგი.
ზოგჯერ უცნაურად მაკვირდებით
ეს ძველი, ცნობილი ასტროლოგი.

ვზივართ და ქარმა ოკეანის.
უსასრულობიდან დაგვიბერა,
ისევ შეარხია ლიმონები.
თქვენი თუთიყუში "მარიბელა"
კენკავს, მაგრამ ვეღარ იმეორებს
სიტყვებს. და ჩიჩახვი ებერება
როგორც თქვენ, დონ-მარტინ-ებერელა.
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Mar 31, 2010 11:56 pm

"monmartrei".....aq bechvduri shecdomaa da modishit
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Apr 01, 2010 9:54 am



(დედაჩემი)

ბოსტანს დამხობილი, კვნესის, რას იმღერებს
ასე უკუღმართი შვილის გადამკიდე.
ღრუბელს შეაწმინდავს მიწით დასვრილ ხელებს,
შემდეგ გარეცხავს და ქარში გადაკიდებს.

ამის შემხედვარე, გულგრილი ვერ დარჩები
პირწმინდად დამცველი წესის და ადათის,
ყოველ მზის ჩასვლისას ჩრდილი დედაჩემის,
მწვერვალებს ივლის და მყინვარზეც გადადის.




cheers sunny
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Tue Apr 06, 2010 10:47 am

უმისამართო სონეტი
(მამის ხსოვნას)

მადლობთ, უფალო, ყველაფრისთვის, რაც მიწყალობე!
ცრუ სამყაროში შენ ერთი ხარ, ვისაც ვენდობი.
გზა გადის მამის სამარიდან მამის წყარომდე;
გზა, ბილიკებით დაძარღვული მწვანე ფერდობით.

რა უცნაური ფერი ადევს საფლავთან ასკილს!
გაღმა, ზღმარტლები ყვავილობენ ალაგ-ალაგ და...
დასრულდა შენი პალესტრინა. ხოლო ჩემს ბრამსს კი
როგორც უნდოდა, ყველაფერი ისე დალაგდა.

თავმდაბლობს მთვარე, ამაღლების - "ნაქვლი ამეჟი".
თან უმნიშვნელოდ ჩრდილს გადახრის გვერდზე მონასტრის.
ქარის გოდება საფლავებთან, შუაღამეში,

დაუსრულებელ პარტიას ჰგავს დეზდემონასი.
ამოვასუნთქებ ბერწ ნიადაგს, სადაც ბოლომდის
რეპტილიების კვერცხებივით ვმარხავ მოლოდინს.





ეს ლექსი ძალიან მიყვარს...

სოსო,გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
sunny
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Apr 07, 2010 2:50 pm


ქარი მოგონების (ანტონიო მაჩადოს)

მწვანე, ყვითელი, მოწითალო მინდვრების იქით,
ზღვა ახმაურდა, ახავსებულ კლდეების ძირას.
და ზღვამდე კიდევ.....
ძლივსღა უწვდენს, ალვა კენწეროს,
აბალახებულ გუმბათებზე დამსხდარ წეროებს.
ამოიბურცა ზღვის შუაგული.
და მზის ჩასვლისას,
ჰორიზონტებზე ამოყვინთეს ისევ ლანდებმა.
შენი ლანდიც ჩანს, ანტონიო!
ჯოხზე დახრილი,
შორს, პალმებშორის, მიტოვებულ მეთევზის ქოხთან
.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ჯალალი
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Wed Apr 28, 2010 9:57 am

ფოთლების სასაფლაო

(მეზობელ, ავადმყოფ ქალბატონს, რომელსაც მუსიკა უყვარს)

ღმერთო! ჩემ სიზმრებსაც ხომ არ ხედავ?
წუხელ დედა ვნახე, მე მლოცავდა,
შენ კი, უკვე იცი ეს ამბავი!
ქარი, ლიმონის ბაღს რომ არხევდა,
სულაც არ მემჟავა, მემოცარტა,
ტკბილი მინორივით, მესაფლავის.


არ გავს ჩემი სახის ნაოჭები,
ავი წმინდანისას, ბრეიგელის...
გატყობ, ვერც ვერაფრით მაიმედებ.
ვინაც ჩრდილიანად ამომჭერი,
ჯანსაღ ცხოვრებიდან -ლეიკემის,
მძიმე ნიშნებისთვის გამიმეტე.

ახლა ღამეა და შორს ბინძური,
ბნელი კვარტალია, განაპირა.
ვარ რა!...სიკვდილისთვის არა მიშავს.
ჩემზე უსიცოცხლო, ჩემს სიძულვილს,
ახლა წინ არ უდგას არაფერი,
გარდა, ერთი ბნელი სამარისა.


flower study flower
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Mon Jun 14, 2010 11:17 pm

09:00 / 10-01-2010 სვანის თვალით დანახული ესპანეთი ბოლო ოცი წლის განმავლობაში უამრავი ჩვენი თანამემამულე დაადგა უცხოეთის გზას. როგორც ამბობენ, ცხოვრება სამშობლოდან შორს ძნელია, ქართველისთვის კი ორმაგად ძნელი. მამულიდან გადახვეწილი ქართველების უმრავლესობა მაინც ლამის აქაური ყოველდღიურობით ცხოვრობს.

ლენტეხის რაიონის სოფელ ნანარში დაიბადა და გაიზარდა. ბევრი იარა თუ ცოტა, ათი წლის წინ ესპანეთში ამოყო თავი და დღემდე იქ ცხოვრობს. სამშობლოსა და სვანეთის გარეშე თუ იცოცხლებდა, არ ეგონა, თუმცა... როცა ვთხოვე, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალი წელი გაიხსენე-მეთქი, მითხრა: - ყველაზე ლამაზად სვანეთში გატარებული საახალწლო დღესასწაულები მახსენდებაო! სოსო მეშველიანის შემოქმედებას დღეს ქართულ ლიტერატურულ წრეებში უკვე იცნობენ, თუმცა იყო დრო, როდესაც სამშობლოსა და ქართულ სიტყვას მონატრებული პოეტისთვის ერთადერთი თავშესაფარი სწორედ პოეზია იყო.

"ყველა სიახლის" 2010 წლის პირველი ნომრის სტუმრად სოსო შემთხვევით არ შეგვირჩევია, გვინდა, მას და მასავით სამშობლოდან შორს მყოფ ჩვენს თანამემამულეებს შობა-ახალი წელი მივულოცოთ და მათი სამშობლოში დაბრუნება ვისურვოთ და დავიბედოთ კიდეც.

"ყველაზე ლამაზად სვანეთში გატარებული საახალწლო დღესასწაულები მახსენდება"
- ბავშვებისთვის ახალი წელი ხომ ზღაპრული დღესასწაულია, მაგრამ ასე მგონია, სვანეთში კიდევ უფრო ზღაპრულია ის რიტუალები, რაც შობასა და ახალ წელს ახლავს. ამ რიტუალებში აშკარაა, რომ ბევრი რამ არის წარმართული წეს-ჩვეულებების ნაშთი, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ დღეებს. საახალწლო წეს-ჩვეულებებზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ, ერთ რიტუალს გავიხსენებ. ძველით ახალი წლიდან ერთ კვირაში სვანურ ოჯახებში სუფრა უკვე მიცვალებულთათვის იშლება. თითქმის ორი კვირის განმავლობაში მასპინძლობენ სვანები ძვირფას მიცვალებულებს, სანთელი ჩამოიქნება იმხელა, რომ ამ დროის განმავლობაში არ ჩაიწვას. მოკლედ, ანთია ეს სანთელი, ოჯახის უფროსები ელაპარაკებიან გაშლილ სუფრასთან მოპატიჟებულ სულებს, უამბობენ თავს გადახდენილ ამბებს, ითხოვენ მათგან შენდობას, ილოცებიან და ა.შ. ამ დღეებში ოჯახში ხმაური არ შეიძლება, სულები არ უნდა დააფრთხო. საღამოობით კი უფროსები სხდებიან და იწყებენ ზღაპრებისა და სვანური თქმულებების მოყოლას უმცროსთათვის. ეს ყველაფერი მისტიკური საბურველითაა შემოსილი, ამ დროს თითქოს ზღვარი იშლება სააქაო და საიქიო ცხოვრებას შორის, ერთიანდება ორი სამყარო და შენც ამ საოცარი მოვლენის მოწმე ხდები.

ევროპაში შობას უფრო გრანდიოზული მასშტაბით აღნიშნავენ, ვიდრე ახალ წელს, თუმცა გადამეტებული ზეიმისას ხშირად მიფიქრია, ახსოვს კი ყველას ამ დღესასწაულის მნიშვნელობა, ესმით კი შობის დედააზრი? ესპანეთში შობის ფიესტა მართლაც ენით აუწერელი, ხმაურიანი დღესასწაულია. ქალაქებსა და სოფლებს საშობაოდ რთავენ, ყველა პატარა ქალაქის სკვერშიც კი იდგმება შობის ეპიზოდების ამსახველი დეკორაციები: ღვთისმშობელი, ჩვილი იესო, ბაგა, მოგვები... უკვე ათი წელიწადია, ესპანეთში ვცხოვრობ, საახალწლოდ იქაც ვცდილობთ ერთად შევიკრიბოთ ქართველები, ერთმანთის მეკვლეებიც ვართ და ქართულადაც ვილოცებით. არ ვიცი, საწყენია თუ სასიხარულო, მაგრამ ესპანეთში ბევრი ქართველია, განსაკუთრებით სვანები. სამწუხაროა, რომ ახალი თაობა ქართულ ენას ნელ-ნელა ივიწყებს, უფრო სწორად, სწავლას ვერ ახერხებს... არადა, ვერ წარმოიდგენთ, რა საოცარ ნიჭსა და გონიერებას იჩენენ ის პატარა ქართველები, რომლებიც იქ დაიბადნენ - სწავლა გინდა, სპორტი თუ სხვა სფერო...

ბასკეთი
- ამჟამად ბასკეთში ვცხოვრობ, ვიტორიასთან ახლოს. ევროპის დიდი ქალაქები უმეტესად ჰგვანან ერთმანეთს, ამიტომაც ვიტორიასა და ბილბაოში საქართველოსთან მსგავსების დანახვა რთულია, თუმცა ბასკურ სოფლებში ეს მსგავსება ძალუმად იგრძნობა. იმ სოფლის მეზობლად, სადაც ბოლოს ვცხოვრობდი, მდებარეობს სოფელი ბედია, წარმოგიდგენიათ? ისევე ჰქვია, როგორც ქართულ სოფელს. ნამოსახლარები, ნაეკლესიარები ისევეა შემორჩენილი, როგორც ქართულ სოფლებში. იქ ისევე გლოვობენ მიცვალებულებს, როგორც ჩვენ, ატარებენ ძაძებს, ხმამაღალი დატირებაც ჩვენსავით იციან. კიდევ რა მომხვდა იცით ყურში, ჩვენთან ხომ არის წესი, როდესაც ქმარი ცოლს მიმართავს, ქალოო, ჰოდა, ერთ-ერთ ოჯახში სწორედ ასეთი მიმართვა მოვისმინე, ცოტა უხეში და ჩვენებური... ჰო, ლობიოს ხარშავენ ღორის ლორში, სწორედ ისე, როგორც რაჭველები. მოკლედ, მსგავსება ბევრია, გამოსაკვლევი და გამოსაძიებელიც... სხვათა შორის, ბასკური ზღაპრების თარგმნა დავიწყე და ქართულ ზღაპრებთან მათაც ბევრი რამ აქვთ საერთო. აი, ბასკური ჩურჩხელა ჯერ არ მიჭამია, მაგრამ იმედია, მალე გავსინჯავ.

რას და როგორ აპროტესტებენ ესპანეთში
- ბარსელონაში უცნაურ და სერიოზულ საპროტესტო აქციას შევესწარი, ტრანსპარანტებით ქუჩაში ქალები გამოვიდნენ და იცით, ვის გამოუცხადეს პროტესტი? - ვერასდროს მიხვდებით, უკრაინელ და რუს ქალებს. ტრანსპარანტებზე ეწერა: "დავიცვათ ოჯახები დანგრევისგან!" ესპანელებსაც საკმაოდ ლამაზი ქალები ჰყავთ, მაგრამ რუსი და უკრაინელი ქალების სილამაზის ამბავი ხომ იცით, ჰოდა, ეს ლამაზი ქალები ჩამოდიან ესპანეთში და ფულიანი კაცების "დათრევას" ცდილობენ. ესპანელები მეტად ტემპერამენტიანები არიან, თანაც ცდუნებაც დიდია... ესპანელმა პროტესტანტმა ქალებმა უკრაინელი და რუსი ქალების ლამის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს...

სვანური კურიოზები
- მეტი კურიოზი რა გინდათ, ერთხელ ისე მოხდა, რომ თვითმფრინავის სპეციალური რეისი დაინიშნა: ლენტეხი-თბილისი-ბარსელონა. ნუ იცინით, არ ვხუმრობ. ერთმა ცნობილმა სვანმა დანიშნა, გვარს არ დავასახელებ. მოკლედ, ამ რეისით ჩემი ახლობელი ბიჭი ჩამოვიდა ბარსელონაში. ესპანური და კატოლონიური კი არა, სვანურის გარდა ქართულიც არ იცოდა წესიერად. ჰოდა, ერთ საღამოს ბარში შევდივარ და ვხედავ: ბარმენი და ეს ჩემი ახლობელი ჩხუბობენ. ეს - სვანურად ილანძღება, ის - ესპანურად. მივედი, ვიკითხე ამბავი და თურმე რა მოხდა: ამ ჩემს ახლობელს სიგარეტი მოუნდა, იქ ყველა ბარში დგას სპეციალური აპარატები, სადაც ხურდას ჩაყრი და სასურველ სიგარეტს აიღებ. ჰოდა, ამ ჩვენმა სვანმა ამ აპარატში კარგად დაკეცილი ოცევროიანი ჩააგდო, აპარატმა კიდევ არც სიგარეტი მისცა და ხურდაც არ დაუბრუნა. ესეც ადგა და ჯერ აპარატს ეჭიდავა, რაც ბარმენმა გააპროტესტა, მერე კი - ფული უკან დამიბრუნეო, - ბარმენს გადაეკიდა. ეს უკანასკნელი გამწარებული მიხსნიდა, - აპარატი გამიფუჭა და ფული აქეთ უნდა გადამიხადოსო.

სვანები კორიდაზე
- კორიდას ერთხელ ვალენსიაში დავესწარი. საშინლად არ მომეწონა, ან სვან კაცს როგორ მომეწონებოდა ეს სასაკლაო. ხარი მამაჩემისთვის ოჯახის წევრივით იყო, შვილივით უვლიდა და ელოლიავებოდა. მას რომ კორიდა ენახა, გადაირეოდა, ალბათ. ასე როგორ შეიძლება ხარის გამეტება. ისე, რომ იცოდეთ, სვანები კორიდაზე უფრო ხარის საგულშემატკივროდ დადიან, ვიდრე ტორეადორის... არც ტყუიან, მეც სწორედ ეგეთი განცდა მქონდა. ქართველებს კორიდაზე ნაკლებად, მაგრამ საფეხბურთო მატჩებზე ბევრს შეხვდებით, განსაკუთრებით - ბარსელონაში. იცი, რაზე ვხალისობდი ხოლმე? უამრავ ფულს გადავიხდიდი, შევიძენდი ბილეთს, არადა, მატჩზე შესულს სულ ცოტა, ათი უბილეთოდ შემოსული ქართველი მაინც მხვდებოდა, რომლებიც ჩემზე გაცილებით უკეთეს ადგილას ისხდნენ, ოღონდ როგორ ახერხებდნენ ამას, დღემდე ვერ მივმხვდარვარ...

"ხვაი ქრისტეში მახეზასუ აჯაენახ!"
- ეს სვანური დალოცვაა და ნიშნავს: - მრავალი შობა-ახალი წელიწადი გაგითენდეთ! ყველა ემიგრანტის სახელით სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებთ. თქვენს მკითხველს კი ვეტყვი, რომ კითხვისთვის თავი არასდროს დაენებებინოს!

დედაჩემი
ბოსტანს დამხობილი, კვნესის,
რას იმღერებს,
ასე უკუღმართი შვილის გადამკიდე.
ღრუბელს შეაწმინდავს მიწით
დასვრილ ხელებს,
შემდეგ გარეცხავს და
ქარში გადაკიდებს.

ამის შემხედვარე, გულგრილი
ვერ დარჩები
პირწმინდად დამცველი წესის
და ადათის,
ყოველ მზის ჩასვლისას
ჩრდილი დედაჩემის,
მწვერვალებს ივლის და
მყინვარზეც გადადის.

სოსო მეშველიანი

ნათია დოლიძე
”ყველა სიახლე”



წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/15194-sva...l#ixzz0qkd6CstW




es mezobeli saitidan''movitane''.
momenatre megobaro. flower
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Oct 02, 2010 12:34 pm

მიტოვებული წისქვილი

"დავეხეტები საგოდებელივით გადაშლილ ჩემს სამშობლოში...
ტურა გაჰკივის ჭირისუფლის სიმღერას და
ზმანებას მიფრთხობს"
(ფრიდრიჰ ჰოლდერლინი)

ამ ხვატში,
ჩიტი ფრთას უნიავებს,
ცას მიშტერებულ პირღია ბარტყებს.
ჩაქრა სიცოცხლე, წა(რ)სული არის
სოფელი, სადაც ფინიაც არ ყეფს.
უკვე ქვევრების ჯაგრისებისთვის
არ ატყავებენ, გლეხები არყებს.

თხმელის უგრილეს ტანს ვეხუტები,
რომლის ძირიდან ცივი წყარო დის,
არც მესამედი, არც მეხუთედი
არ ვარ პოეტი, უფრო პაროდისტს

ვგავარ ლექსების. წყალში ბაყაყი,
მოფარებია მომწვანო ქვირითს,
მკვდარ სოფლელს ვკითხე-"მაგვარდ მაყახი"?
-ხსოვნა მტვერივით მედება ფქვილის.

კვირიკობაა! წმინდა კვირიკეს,
ქარაფისპირა სოფელს ვავედრებ.
რომ ლოკოკინის მბრწყინავ ბილიკებს,
გავყვე და არარსებობაში უხმოდ წავეთრე.


"მაგვარდ მაყახი" სვ. როგორ მყავხართ ან როგორ გიკითხოთ.

Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sun Feb 06, 2011 10:07 pm

ხორხე ლუის ბორხესი

თარგმანი


დღეს არ მახარებს მოვარდისფრო \"ალმედოროსი\"
შენს თავს მაგონებს
მოშრიალე მივარდნილ ბაღში.

***

არარა არის ღამე ესე უდიადესი
ვარსკვლავისა და
სურნელოვან ფიჭვის გარეშე.

***

დუმან სიმები
ის მიმიხვდა რაზეც ვფიქრობდი
ვარ მინდობილი მუსიკის გუმანს.

***

რაც მიჩურჩულეს მთამ და საღამომ
უკვე დავკარგე
არყოფნისკენ მივექანები.

***

მედუზასავით მზეზე დნება
ითვლება სიზმრად
ალიონამდე დავიწყებული?






1)

Hoy no me alegran
los almendros del huerto.
Son tu recuerdo.

2)

La vasta noche
no es ahora otra cosa
que una fragancia.

3)

Callan las cuerdas.
La música sabía
lo que yo siento.

4)

Algo me han dicho
la tarde y la montaña.
Ya lo he perdido.

5)

¿Es o no es
el sueño que olvidé
antes del alba?

Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Mon Feb 14, 2011 8:10 pm

rio verde

სულ ფოთოლ-ფოთოლ ჩაიფურცლა გიორგობისთვე,
ზის მწვანე სკამზე, ხეივანში, ხეიბარი და
დგას წმინდა პავლე, თითქოს ჩიტებს ითვლის კოპიტზე
პატარა სკვერში. იქვე ახლოს გეი- ბარიდან,

ისმის ხმაური. ვაგემოვნებ, ხორციან კერძებს,
წკრიალებს ჭიქა. ქვეშ მეტროა. ვიღაც ლოთი კი
მღერის. პირდაპირ, კათედრალის ვეება მკერდზე,
შეინიშნება ნიმუშები ძველი გოთიკის.

გეი ბიჭს ტანი უთამაშებს, ნავარჯიშევი,
მეწყვილე სასმელს ეტანება, ჰაშიშს ნაკლებად.
ნორჩი წაბლების ხეივანი, თითქმის შიშველი,
ავტომობილთა ნაკადებშუა მიიკლაკნება.

ვარ და თან არც ვარ, სიზმარივით, დანამდვილებით
ვერ ვიტყი, იმას, არც არ უთქვამს დღემდე არავის.
აჰა ისინიც! მოცახცახე მათი ჩრდილები,
შეშინებული ძაღლებივით კუდებს მალავენ.

შემოიხვია კათედრალმა ბინდი სუტივით,
ქუჩის გამოღმა მაჟორია, გაღმა მინორი.
სამზარეულოს ღია კარში მოჩანს სუტინი
\"ხორცი ცოცხალი\" და არაყი \"რახმანინოვი\".


Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Sat Mar 05, 2011 10:34 am



წიგნის დასახელება – "ღამესასწაული"
ავტორი – სოსო მეშველიანი
გამომცემლობა – “ინტელექტი”
რედაქტორი – ნინო სადღობელაშვილი
ყდა – რბილი
გამოცემის წელი – 2011
ISBN 978–9941-430-03-9
გვერდების რაოდენობა – 94

ანოტაცია – თითქოს ომში მიდიოდეს – ისე მიდის ხოლმე სამშობლოდან; ისე ტკივილით გასცდება ხოლმე თავის ეზოს, თავის მიჯნას, საკუთარი თავიდანაც ისე თავგანწირვით გადააბიჯებს და, ცოტა ხნით სამშობლოდან მიდის.
და მართლა ომს ემსგავსება მარტოსული მგზავრის მთელი მიეთმოეთი.
შორიდან ლექსებს იწერება წერილებივით. შინ დარჩენილ ცოლ–შვილს, და–ძმებს, ძვირფას დედას სევდიანად ეხმიანება. ამ ლექსების ენერგია მის თავგადასავალს მთლიანად იტევს. ყველაზე მშვიდ წუთებშიც, როცა თითქოს პოეზია არსაიდან და არსაითკენ, უბრალოდ უნდა გადმოიღვაროს – მაშინაც კი შინაგანი მზერით დაძაბულია – გულის თვალი აქეთ მოურბის. ყველა ლექსს ადრესატი ჰყავს, ყველა ლექსი ამ ძნელ გზაზე, როგორც უდაბნოდან აღთქმული მიწისკენ – ზურგის ქარითაა გამოდევნილი. ხმაურიანი მეგაპოლისები. მათი ფითრი და უმიზეზო უგუნებობა. ნეონების მჭახე შუქში ალაპლაპებული უცხო ენა და სისხლში ძველ ტყვიასავით ჩარჩენილი მშობლიური ანბანის სევდა... ვინ იცის, რამდენი ჭრილობა, ან რამდენგზის სიკვდილი. სხვანაირად ხომ ასეთებს არც შეუძლიათ. პოეტებს, ვისთვისაც დედა სამშობლოს ნიშნავს და მამა კი – ღმერთს.
ასეთებსითვის დღესასწაულიც ღამესასწაულია. ანუ ტკივილში ნაწობი სიცოცხლე. აღსასრულამდე დიდი სიყვარული.
ეს სოსო მეშველიანის პოეზიაა: მარადისობის ნათელიანი მგზავრული. – ნინო სადღობელაშვილი

Idea

ვულოცავთ სოსო მეშველიანს თავის პირველ წიგნს...

Exclamation


სოსო მეშველიანი

ღამესასწაული

ბევრი არაფერი, ჩემი ცოლი
ნადავლით კმაყოფილი აფთარია....
მე ხომ ვეჭვობდი, რომ შენ იცოდი,
სარეცელს კი არა და, ამ მთვარიან,
ამ გრძელ ღამესაც ვერ გავიყოფდით.
ცოტა მიწილადე, შემიცოდე,
რომ ვთქვა, - ღამე არის სასწაული,
პეპლის გულისცემაც ბალახს არხევს....
შენ კი, ამომქოლე, არ მიტოვებ,
ამ ბნელ სხეულიდან გადასახედს.

study


Last edited by Admin on Tue Oct 11, 2011 11:12 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Thu Mar 24, 2011 11:18 am

sunny გილოცავ,მეგობაროflower
Back to top Go down
View user profile
სოსო მეშველიანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 100
Age : 41
Location : ესპანეთი
Registration date : 05.03.09

PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Mon Dec 12, 2011 4:47 pm

შავი

წარმართი მამა ლოცვის შემდეგ როცა იძინებს,
დაზეპირებულ სიზმარს ხედავს - ტყისპირას შავი,
ხორციჭამია ფრინველები სხედან ძახველზე.
კენკავენ, არამოჩვენებით სხეულს იმძიმებს
ხე, რომლიდანაც წითლად წვეთავს ნაყოფი მჟავე
და მის მახლობლად ჭრაქიანი ლანდი ციმციმებს,
ხოლო მირონის რეცეპტებით, ბალღამს ხარშავენ
მათივე ჩრდილთან მოკუნტული, შავი ბერები.
შენ კი, ოცნებად წოდებულო ფრთები გაშალე,
უკან გამომყე, უკუსვლით და უკუფერებით.
..
Back to top Go down
View user profile http://www.litelit.ge/author_info.php?id_users=220
Sponsored content




PostSubject: Re: სოსო მეშველიანი   Today at 4:01 am

Back to top Go down
 
სოსო მეშველიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 3Go to page : Previous  1, 2, 3  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: