არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Thu Mar 05, 2009 2:44 pm


ფუძივარა-ნო ტეიკა (ინგლისურად - Fujiwara no Teika; იაპონურად: 藤原定家), აგრეთვე ცნობილია ფუძივარა-ნო სადაი-დ ან სადა-დ (1162 – 26 სეტქემბერი, 1241).

კლასიკური იაპონური ტანკას კრებული ”ასი პოეტის ასი ლექსი” 1235 წელს შეუდგენია ფუძივარა-ნო ტეიკას.

ფუძივარა-ნო ტეიკას ბიოგრაფია ინგლისურად უნდა წავიკითხოთ აქ - http://en.wikipedia.org/wiki/Fujiwara_no_Teika

რუსულად აქ - http://ru.wikipedia.org/wiki/Фудзивара_Тэйка

მე რუსულად მაქვს ეს წიგნი:



და ინტერნეტში რუსულად უნდა წავიკითოთ ამ მისამართზე - http://lib.ru/JAPAN/japan100.txt


ფუძივარა-ნო ტეიკას ნახატი, შესაძლოა თავის შვილთან, ტამეისთან ერთად.

იაპონურიდან ქართულად უთარგმნია ირმა რატიანს და იქნებ დავდოთ აქ ამ თარგმანის ნიმუშები?

sunny


Last edited by ბობო on Thu Mar 05, 2009 3:25 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Thu Mar 05, 2009 3:18 pm

იმპერატორის მრჩეველი იაკომოჩი

როცა კაჭკაჭთა იდუმალ ხიდზე
ნაპერწკლებს გაჰყრის მეუფე ჭირხლი
და თრთვილის ფარდაგს გადააფენს კრიალა ხელით,
ვიცი, ახლოა დასასრული გრძელი ღამისა...
დგება ნათელი...




პრინცესა ისე

ო, ღმერთო ჩემო,
მინდა მწამდეს, მინდა მჯეროდეს,
რომ გულისსწორთან განშორება მოკლეა ისე,
ვით ბამბუკების ტანად ჯუჯა ლერწამ-ხლართები
ნანივას ქვებით გადაკირწყლულ სანაპიროზე...


იმპერატორის უმცროსი მრჩეველი მესაფუსა

ტაკასაგოზე, მთის ფერდობზე ჰყვავის საკურა,
აყელყელავებს ტოტებს...
ვაითუ ნისლი, სქელთითება,
ან სულაც ღრუბლის ფუმფულა ქულა,
უსახურ ლიბრად გადაეკრას ამ სილამაზეს...


საგამი

ნუ მიბრაზდები, მომიტევე, თუკი ცრემლები
კვლავ მდის ღაწვებზე...
ვტირი დაკარგულ სიყვარულზე
და მასთან ერთად -
მიტოვებული ქალის სახელზე.



შინტოს ოფიციალური პირი ტოშინარი

ვერ გავექეცი ამ სამყაროს ვარამს და ტკივილს,
არ ჩანს საშველი...
ვშიშობ, გახიზნულს უდაბურ მთებში,
მომწვდება მაინც
დაჭრილი ირმის ამობღავლება უკანასკნელი...

Idea

ქალბატონი ნინო დარბაისელის პოსტიდან სხვა ფორუმზე...
Back to top Go down
View user profile
Guest
Guest



PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Thu Mar 05, 2009 4:07 pm

ეს კარგი თარგმანია!

იქნებ დადოთ კიდევ და ისიც მითხრათ, სად იყიდება ირმა რატიანის ეს წიგნი...
Back to top Go down
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Thu Mar 05, 2009 4:18 pm

მაღაზია ''სანტა ესპერანცაში'' .
ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტის კანცელარიაში/ მეორე სართული,კოსტავას 5,მეტრო ''რუსთაველის'' პირდაპირ/.
Back to top Go down
View user profile
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Fri Mar 06, 2009 3:22 pm

ერთი სასაცილო ამბავი მინდა გავიხსენო ამ გამოცემასთან დაკავშირებითSmile)

სტუდენტობის პერიოდში 10 მანეთად შევიძინე ეს წიგნი ჭადრაკის სასახლესთან წიგნების ბაზრობაზე...ვდგავართ ბიჭები უნივერსიტეტის ბაღში და მე ,,ვმარიაჟობ’’ ჩემი შენაძენით...ცხონებული თემურ ფირცხალაიშვილი პახმელიაზეა...შიგადაშიგ ფურცლავს ამ წიგნს, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ,,სხვაგან ქრის მისი გონება’’...სხვა რა გზაა, უნდა ვიხსნათ განსაცდელისგან მეგობარი... ყველამ მოვიქექეთ ჯიბეები, მაგრამ იმდენი არ გვიგროვდება, ხინკლითა და ლუდით საფუძვლიანად ვისიამოვნოთ...ადვილად მოსალოდნელია, ორაყზეც გაგვეხსნას მადა და მზად ხომ უნდა ვიყოთ?...,,ღორმუცელა” თემო გამოსავალ პოულობს და მეუბნება:,,ერთი ამ იაპონელების...ასეთს კიდევ ნახავ და იყიდი...ბარემ გავაძლიეროთ ჩვენი ბიუჯეტი და მოვილხინოთ კაცურადო’’...,,თუ გაყიდი, მოსულათქო...’’თემომ:,,იქნება ამ ბაღში ვინმე შენნაირიცო და 8 მანეთადაც დავუთმობო’’...ბევრი რომ არ გავაგრძელო, იყოჩაღა გურულმა და ვიღაცას ძალით აყიდინა 8 მანეთად ,,იაპონური ლირიკა’’...რას გვეყოფოდა ჩვენი შეკოწიწებული ფული, მაგრამ იმ დღეს თემურა ილოცებოდა:,,ეს გაუმარჯოს იაპონელებს, ასეთი გენიოსი ლირიკოსები რომ ჰყავთო და იმ ქართველ სტუდენტსაც, ვინც გადამარჩინა გურულიო’’...მე ხომ სალაპარაკო თემა ვიყავი ამის შემდეგ: ,,ეს რა გააკეთა გუჯამო!...წარმოუდგენელია, რომ მაგას ეს წიგნი გაეყიდა, მაგრამ ძმაკაცის ტანჯვას ვერ გაუძლო და აბა რას იზამდაო..”.მოკლედ, მაგრად ვხალისობდით ამის გახსენებაზე...Smile
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Fri Mar 06, 2009 8:26 pm

გუჯა შენ ისე არ გაჩერდებოდი, მერე მაინც იყიდდი იაპონელ ლირიკოსებს...

Arrow

მე აქ მოვიყვან თარგმანებს თამაჩ ჩხენკელის თარგმანების წიგნიდან ”აღმოსავლური პოეზია”, მერანი, 1981 წელი.


გო ტოკუტაირ

***

შემოგარენი მწვანითაა დამშვენებული,
შინ მიმავალი ვჭვრეტ მშვენიერ ამა არეთა
და აღარ ვჩქარობ:
ამ ქვეყნად რომ შენ არ მეგულვი,
წყნარი ღიმილით რომ არ მხვდები სახლის კარებთან.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Fri Mar 06, 2009 8:28 pm

ცუნენობუ

***
შესაღამურდა. კარიბჭესთან აჩქამდა ბრინჯი,
გზის პირს ჩრდილები დაიკლაკნენ შავლეგ ფესვებად
და მშვიდად, მშვიდად -
როგორც ცათა ზეგარდმო ნიჭი,
სახელი ერდოზე შემოდგომის ღამე ეშვება.

თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Fri Mar 06, 2009 8:35 pm

მინამოტი-ნო შიგუეკი



***
სიავეთა დღეს უცნაურად გული გაქეზებს
და შეჭირვებულს - წუთისოფის ბჭეთაგან გასვლად
გინდა სხეული შეიმუსრო,
ყრუ ქარაფებზე
ზათქით, ღრიალით შელეწილი ტალღების მსგავსად.


თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Fri Mar 06, 2009 8:44 pm

ჯუნტოკუ-ინ



***
ძველი სასახლე, სუროს ფოთლებს რომ ეკონება,
ქვის რუს პერანგში ჩაჟანგული ხავსით და ხვიფლით, -
დგას ოცნებებში -
დაბერებულ, ყრუ მოგონებად,
როგორც დიდი ხნის გარდასულზე შთენილი ფიქრი.


თარგმნა თამაზ ჩხენკელმა.
Back to top Go down
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: haiku   Mon Aug 24, 2009 9:13 am

ახლახანს წავაწყდი ვინმე ირიკუს ჰაიკუს და ასე ითარგმნა

შემოდგომის ნისლია -
საკუთარი მდუმარებით
უერთდება ყვანჩალა.
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Fri Apr 06, 2012 10:28 pm

"ასი უველესი იაპონური ლექსი"

50

იოშიტაკა ფუჯივარა

***
სიკვდილი არ მაფრთხობდა,
სიცოცხლე არ მართობდა,
შეგხვდი და მომეძალა ფიქრი სევდიანი,
რაგინდ გრძელიც მქონდეს სიცოცხლე ბოძებული,
ხანმოკლე იქნება ჩემი ხეტიალი...


იაპონურიდან თარგმნა ირმა რატიანმა.

––––

Фудзивара-Но Ёситака
953-974

***
Только ты одна
Стала тому причиной:
Жизнь я не берег,
А вот сегоня молюсь,
Чтоб длилась вечно она.


Перевод Владимира Соколова

––––
50. ФУДЗИВАРА-НО ЕСИТАКА

Из-за тебя одной
О жизни, которой прежде
Не дорожил ничуть,
Теперь помышляю вседневно:
Да будет долгой она!


––––
და ესეც იაპონური:

50

FUJIWARA NO YOSHITAKA

***
Kimi ga tame
Oshikarazarishi
Inochi sae
Nagaku mogana to
Omoi keru kana.



–––––

და ინგლისური:

YOSHITAKA FUJIWARA

DEATH had no terrors, Life no joys,
Before I met with thee;
But now I fear, however long
My life may chance to be,
’Twill be too short for me!



ბმული – http://www.sacred-texts.com/shi/hvj/hvj051.htm

study


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
იაპონური ლირიკა - ”ასი პოეტის ასი ლექსი”
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: