არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ივრის კალმახმა შასჩივლა

View previous topic View next topic Go down 

უნდა დაეხსნას თუ არა სანათა კალმახებს?
1. დიახ.
33%
 33% [ 1 ]
2. არა.
0%
 0% [ 0 ]
3. უფრო ბევრი უნდა შეწვას.
0%
 0% [ 0 ]
4. კიდევ უნდა დაუწეროს ლექსები.
67%
 67% [ 2 ]
5. არჩანდას დაუწეროს საპასუხო კაფია.
0%
 0% [ 0 ]
Total Votes : 3
 

AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 10:13 am

ივრის კალმახმა შასჩივლა

ივრის კალმახმა შასჩივლა
უფალსა მორიდებითა -
ჩქერს ვეღარ დავკვლევთ მანძილთა,
ვერც ჩრდილებს კოპიტებისა...

საჩვენო დარდით მავალთა,
აღარ დაგხვდებით კალმახად.
ხან ლექსებს გვიძღვნის სანათა,
ხან ტაფაზე გვწვამს ძალადა.


Shocked

შესაწვავი კალმახების სურათი, გადაღებული "სანათა-ფოტოს" მიერ, იხილეთ აქ.


Last edited by არჩანდა on Mon Nov 24, 2008 3:47 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 10:24 am

Quote :
ივრის კალმახმა შასჩივლა

ივრის კალმახმა შასჩივლა
უფალსა მორიდებითა -
ჩქერს ვეღარ დავკვლეთ მანძილთა,
ვერც ჩრდილებს კოპიტებისა...

საჩვენო დარდით მავალთა,
აღარ დაგხვდებით კალმახად.
ხან ლექსებს გვიძღვნის სანათა,
ხან ტაფაზე გვწვამს ძალადა.

მიხოს ჭორები უგროვავ,
ძველ-ახლებ კიდით-კიდისა.
ე, ქალა სიყვარულით გვწვამს,
ზოგი გვიჭერს და ... გვყიდისა.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 10:43 am

მინდა გითხრათ, ბატონო მიხო, რომ ჩემი პასუხი ტესტურ გამოკითხვაზე, უფრო სწორად მეჩვენება, რამეთუ \"არა\" ანუ \"დაუხსნელობა\" თავისთავად ძველებური დამოკიდებულების გაგრძელებას (ჰ)ნიშნავს, რაც თავისში დაჭერა-შეწვა-ჭამასაც გულისხმობს და \"ნასიყვარულებზე\" კალმახისად ლექსის თქმასაც... Wink დაჭერა-შეწვა კიდევ უფალმა დაგვიწესა... Smile ისე ცნობისათვის, თავად კალმახიც მტაცებელია Exclamation Exclamation


Last edited by სანათა on Mon Nov 24, 2008 10:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 10:44 am

***
სიყვარულით რო შაგვწვავა
და მორიდებით შაგვჭამო,
ბევრ მაინც ნუღარ დაგვიჭერ,
შენი ვართ, განა სხვა ვართო?
დაგვიჭერ, ზოგიც გაგვიშვი,
ჩვენც რო ვთქვათ შენი საკარგყმო.


ვახ, კაცო, ეს რა სთქვეს კალმახებმა - ქალზე ითქმის, ნეტავი, საკარგყმო? lol!


Last edited by არჩანდა on Mon Nov 24, 2008 9:10 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 10:57 am

სანათა wrote:
მინდა გითხრათ, ბატონო მიხო, რომ ჩემი პასუხი ტესტურ გამოკითხვაზე, უფრო სწორად მეჩვენება, რამეთუ "არა" ანუ "დაუხსნელობა" თავისთავად ძველებური დამოკიდებულების გაგრძელებას (ჰ)ნიშნავს, რაც თავისში დაჭერა-შეწვა-ჭამასაც გულისხმობს და "ნასიყვარულებზე" კალმახისად ლექსის თქმასაც... Wink დაჭერა-შეწვა კიდევ უფალმა დაგვიწესა... Smile ისე ცნობისათვის, თავად კალმახიც მტაცებელი Exclamation Exclamation


ლაშარის შამონათვალი სანათასთვი

სიტყვაში შენ ვერ დასჩაგრო
მთების დეკა და ღვიანი,
ვერც მეერიო არჩანდას,
კაფია მასდის სვიანი...

კალმახთ შენდობა უთხარი,
ივრიან-არაგვიანი.
რაც დაუშავე შაჭმითა,
ლექსით უნათე მზიანით.

არ დაიჯერებ ამასა,
ცოდვა გაქვ დასაზიანი -
სუ ფეხით გაგატოპინო
იორი კალმახიანი.


cheers
აჰა, სანათო, შაგაწერა თუ არა ლაშარმა კალმახებზე ახალი ლექსის თქმა?


Last edited by არჩანდა on Mon Nov 24, 2008 11:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 11:13 am

ლაშარისადმი

იორ-არაგვთ შენით ვტოპავ,
არცა როდის გაცდევინებ,
კალმახებსაც შენით ვიჭერ -
ჩანჩქერიდან აცდენილებს,
ძმასა ხელ-მხარ შამირჩენდე,
ბადის სასროლს ას წელ კიდე,
შამაგვედრებ, არჩანდასა
ერთ კაფია ათქმევინე..
.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   Mon Nov 24, 2008 11:34 am

***
სანათაო, ცერად დაჰმზერ
არჩანდაის დაწერილებს.
ზოგ თუ მართლა არ უვარგა,
ზოგსაც ხომ მე ვათქმევინებ...
მაგის სიტყვას ხანდახანა,
რომ იცოდე, აქ მე ვიწყებ...


P.S.
ესეც ძაან მემეწონა:
"ჩანჩქერიდან აცდენილებს"...
კალმახებზე ლექსს მოველი,
რომ ვეწიო ზეცის კიდეს!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ივრის კალმახმა შასჩივლა   

Back to top Go down
 
ივრის კალმახმა შასჩივლა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბობოისკარი-
Jump to: