არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კესო – ქეთი დიდიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sun Nov 15, 2009 8:52 pm

საოჯახო ალბომიდან

შენ ისევ არ ხარ_
უგერგილოდ ვფურცლავ მალარმეს.
კედელზე ჩრდილი სასაცილოდ მიგრძელებს ნიკაპს,
გარეთ კი ქარი მოფარფატე ფოთოლს აბრალებს
შიშს და არადა,უბრალოდ ცივა...

როცა მე არ ვარ_
ნერვიულად ჭრიალებს კარი,
ითვლის ნაბიჯებს აჩქარებულს პულსი და წვიმა,
ღია სარკმლიდან შემოსული ხმაური ქუჩის
მწიფდება რისხვად...

როცა ერთად ვართ-
არც ვსაუბრობთ,
ვართ თითქოს უბრად...
მე-ისევ საქმე,
შენ_გაზეთი,
გადის საღამო...
და მაინც ერთად გამტყდარია ჰაერი ორზე
და მშვიდად სუნთქავს.


# # #

გულში თითქოს სარკეში
გულში როგორც სარკეში
გულში_მრუდე სარკეში
ვიხედები...

მათოვს
ათასგვარი აბეზარი ფიქრი,
ჩხირებს ავიღებ და ვიცლი
როგორმე ჩავუჯდე საქსოვს_
დღეებს , თვეებსა და წლებს.

მახსოვს_
გადავაგდე სვარცხელი და წამოგყევი.
მახსოვს_
გადააგდე სამართებელი და
ზღვები, კლდეები თუ ტყე
ყველა გადავლახეთ,
ისიც, ვისი სულიც მსურდა,
ისიც, ვისი სულიც_შენ....

არ ილევა ძაფი,
როგორც ამინდებს ამ თვის
აქვთ მომთენთავი შარმი,
ვიხდენ განწყობას, არ ვთვლი:
წაღმა-უკუღმა ფიქრი
წაღმა-უკუღმა თვალი...

მე_
მაქვს ერთი გორგალი და წვერი
გამოვწიე და წამომყევი,
გამოწიე და წამოგყევი_

დღეს
ვარღვევ წლობით ნაქსოვ-ნაფიქრ-
ნაპირს....

წყალში როგორც გულში,
გულში როგორც წყალში_
მრუდე სარკეში
ვიხილები...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sun Nov 15, 2009 9:02 pm

მახსოვს_
გადავაგდე სვარცხელი და წამოგყევი.
მახსოვს_
გადააგდე სამართებელი და
ზღვები, კლდეები თუ ტყე
ყველა გადავლახეთ,
ისიც, ვისი სულიც მსურდა,
ისიც, ვისი სულიც_შენ....


queen cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Nov 16, 2009 10:23 am

აი, სულ ესა ვარ_
ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის,
ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს,
სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები-
ვალში ვარ...

აი, სულ ესა ვარ_
ბერწი იდეების ცრუ გენერატორი,
ფიქრების კოჰორტას ვერთქმული სიტყვებით ვაცილებ,
რამდენი მარცვალი, რითმა თუ სტრიქონი გავცვითე
და მაინც ვერ გავწვდი შენამდე მოსასვლელ მანძილებს.

აი, სულ ესა ვარ-
ულექსო პოეტი უმზეო ღამიდან,
ნაზამთრალ ღიმილებს მზითვის ყულაბაში ქარვებად ვაგროვებ
და მერე დამდნარი მზეების თაფლივით ლავიდან
გიზოგავ უვნებო და დამცხრალ ამბორებს.

გარეთ კი ქარიან, არიან თუ არა ცაზე ვარსკვლავები_
ღამეებნათევი თეთრი შროშანებით გიქარგავ ღელვიან
ნაპირებს_ წარსული გრძნობების მოჩითულ საპირედ
და მინდა იცოდე, ამ სახლში ყოველთვის, ყოველთვის გელიან!..


მაგრად.. მაგრად.. მომეწონა..

ყველა სიკეთე..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Tue Dec 22, 2009 10:08 pm

# # #

მარტო ვარ. ვხვდები. ღამეები ნთქავენ ღამეებს.
ვფიქრობ სიკვდილზე უფრო ხშირად. უფრო ამრეზით.
უერთამნეთოდ ერთმანეთზე ფიქრგანათევებს
დაგვაშინებენ სიყვარულის ცრუ ანამნეზით.
გადავალაგე ფობიების ხარბ ურდოებად
ყოველი წამი და წარსულის ყველა არცოდვა,
ჩამოწვა დელგმად შემოდგომა და უფრო მეტად
მომინდა ცისკრის ლოცვასავით შენთვის გამხელა_
რომ ერთნაირად წვიმს მართალთა და ცრუთა ზედა,
და რომ სიცოცხლე მხოლოდ შენთვის გამოვიგონე...
ეს შემოდგომაც_ჩემი მკვდარი სხეულის კაბა,
თაფლიც და ქარვაც_სატყუარა ფუტკრებისათვის
(ჩამოყვებიან მკლავებიდან ხერხემლის მალას,
შენ კი გგონია, შეხებისას გამაჟრიალა)...
როცა იქნება შემოდგომაც განიმოსება,
სხვა ტკივილებად მოვა ზამთარი,
აღარ შეგამღვრევს ჩამოშლილ თმა მიმოზებად
მწიფე ლეღვივით _მონატრება_ გვალვით დამსკდარი.
შევშინდი?_არა, ჩემს ბაღებში ზურგის ქარია,
და სულერთია, რას იტყვიან ავი ენები,
მომბეზრდა დაცდა უსიცოცხლო პურიტანივით
ასე მარტივად ბედისწერას ვერ დავნებდები.
ყურძნის მტევნები დავიკიდე სამკაულებად,
ბროწეულების მათრობელა განთიადები,
სანამ ქარები გამტელავენ სისიხლაუმღვრევლად,
გადამარჩენენ აქ ჩემს გულში ბრად ანანთები
სიტყვები_როგორც აღსარება, (ვერ)არნათქვამი_
რომ მკვდარს თუ ცოცხალს, სულერთია, მაინც მიყვარხარ!..
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Dec 25, 2009 8:09 pm

keso ro Zalian damekarga da ro minteresebs,rogoraa? da zalian kargi leqsi ro daudevs aq! da leqsi ki arada, leqsebi, uxvad,gemrielead flower

scratch
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Dec 25, 2009 9:24 pm

mariam qalo, didi madloba mokiTxvisTvis, me ki gamovketdi, magram erTi tvea patara myavs avad,es sazizRari virusi shegveyara da mesamed Sheubruna ukve. erTi ver movicale kargad, rom gulianad Chavujde Tqvens leqsebs...
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Dec 25, 2009 9:53 pm

patarasac da yvelas janmrteloba da rvTis modaraje Tvali!!!!!
Back to top Go down
View user profile
irma shiolashvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Age : 42
Location : გერმანია
Job/hobbies : ჟურნალისტი
Humor : :-)
Registration date : 10.03.09

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sat Dec 26, 2009 12:08 am

keso wrote:
საოჯახო ალბომიდან

შენ ისევ არ ხარ_
უგერგილოდ ვფურცლავ მალარმეს.
კედელზე ჩრდილი სასაცილოდ მიგრძელებს ნიკაპს,
გარეთ კი ქარი მოფარფატე ფოთოლს აბრალებს
შიშს და არადა,უბრალოდ ცივა...

როცა მე არ ვარ_
ნერვიულად ჭრიალებს კარი,
ითვლის ნაბიჯებს აჩქარებულს პულსი და წვიმა,
ღია სარკმლიდან შემოსული ხმაური ქუჩის
მწიფდება რისხვად...

როცა ერთად ვართ-
არც ვსაუბრობთ,
ვართ თითქოს უბრად...
მე-ისევ საქმე,
შენ_გაზეთი,
გადის საღამო...
და მაინც ერთად გამტყდარია ჰაერი ორზე
და მშვიდად სუნთქავს.


# # #

გულში თითქოს სარკეში
გულში როგორც სარკეში
გულში_მრუდე სარკეში
ვიხედები...

მათოვს
ათასგვარი აბეზარი ფიქრი,
ჩხირებს ავიღებ და ვიცლი
როგორმე ჩავუჯდე საქსოვს_
დღეებს , თვეებსა და წლებს.

მახსოვს_
გადავაგდე სვარცხელი და წამოგყევი.
მახსოვს_
გადააგდე სამართებელი და
ზღვები, კლდეები თუ ტყე
ყველა გადავლახეთ,
ისიც, ვისი სულიც მსურდა,
ისიც, ვისი სულიც_შენ....

არ ილევა ძაფი,
როგორც ამინდებს ამ თვის
აქვთ მომთენთავი შარმი,
ვიხდენ განწყობას, არ ვთვლი:
წაღმა-უკუღმა ფიქრი
წაღმა-უკუღმა თვალი...

მე_
მაქვს ერთი გორგალი და წვერი
გამოვწიე და წამომყევი,
გამოწიე და წამოგყევი_

დღეს
ვარღვევ წლობით ნაქსოვ-ნაფიქრ-
ნაპირს....

წყალში როგორც გულში,
გულში როგორც წყალში_
მრუდე სარკეში
ვიხილები...


keso, Zvirpaso, mogesalmebi, es leqsebi sxva saitidan damamaxsovrda, ar viCodi, Seni Tu iyo. rogor mwydeba guli, rom am zafxuls mxolod erTxel gnaxe, Tanac Zalian cota xniT. bednier Soba-axal wels gisurveb!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/-f4/-t44.htm
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Dec 28, 2009 9:39 am

აი, სულ ესა ვარ_
ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის,
ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს,
სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები-
ვალში ვარ...

აი, სულ ესა ვარ_
ბერწი იდეების ცრუ გენერატორი,
ფიქრების კოჰორტას ვერთქმული სიტყვებით ვაცილებ,
რამდენი მარცვალი, რითმა თუ სტრიქონი გავცვითე
და მაინც ვერ გავწვდი შენამდე მოსასვლელ მანძილებს.

აი, სულ ესა ვარ-
ულექსო პოეტი უმზეო ღამიდან,
ნაზამთრალ ღიმილებს მზითვის ყულაბაში ქარვებად ვაგროვებ
და მერე დამდნარი მზეების თაფლივით ლავიდან
გიზოგავ უვნებო და დამცხრალ ამბორებს.

გარეთ კი ქარიან, არიან თუ არა ცაზე ვარსკვლავები_
ღამეებნათევი თეთრი შროშანებით გიქარგავ ღელვიან
ნაპირებს_ წარსული გრძნობების მოჩითულ საპირედ
და მინდა იცოდე, ამ სახლში ყოველთვის, ყოველთვის გელიან!..

მრავალ ახალ წელს.. ყველა სიკეთით.. ყველა სიხარულით.. ყველა სისუფთავით..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
gvantsa jobava/cicana
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 108
Age : 30
Registration date : 30.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Tue Jan 26, 2010 4:04 pm

ძალიან მიყვარს ეს ადამიანი და ძალიან მესათუთება მისი ლექსები...
flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Feb 01, 2010 3:32 pm

gaixare. gvanca, urrmesi madloba:)

***
,,ნუთუ არ იცი, რომ უსათუოდ მოვა შუაღამე,
როცა ყველამ თავისი ნიღაბი უნდ მოიხსნას".
კირკეგორი


დავკარგე სიტყვა.
დაგიკარგავს, თუ გინდა, თავი.
სინათლე ჩაქრა. ჩამოუშვი მკლავი, პიერო.
წაიშალე მიხატული ყვრიმალზე ცრემლი,
ხომ იცი, რომ უსათუოდ დადგება ღამე,
როცა დილამდე, წაქცევამდე უნდა იცეკვო.
ნუ გეშინია, არ სჭირდება ამ ცეკვას სწავლა.
ფლამენგო?! სამბა?! სულერთია, ცეკვა ცეკვაა,
ალმოდებული ყიჟინაა, უხმო, უსიტყვო,
გასწავლის სარკე და გულისთქმა და კიდევ რაღაც,
ენით უთქმელი, უსახელო, უნაპირებო,
შენ მხოლოდ სხეულს, შენს საკუთარს უნდა მიენდო...


ეს სალომეა, როგორ უხდება გაშლილი თმა,
გამღვრევს და გათრობს,
თვითონაც იცის, არ ვაჭარბებ, ქალია, ხვდება
და ყოველ დილით მზის სახლიდან როდესაც მიდის,
სარკეს უტოვებს ალმაცერი სხივების მზერას.
ასე მიდიან ქალები ჩვენგან
(ჩვენ კი უგემო კაპიტანივით გავცქერით შორეთს
და წაგებას მაინც არ ვიმჩნევთ)...
ასე მიდიან ქალები ჩვენგან...

ჰო, რას ვამბობდი?
სწორედ, სალომე გასწავლის ცეკვას,
მისი მკლავების წყალუხვი ღელვა,
როგორც გვირილებს, მოცელავს ველად
ამპარტავანი კაცების ნებას
და წკავწკავით გაიყოლიებს...
შენ კი, პიერო,
შენ დაგინდობს, შენ პიერო ხარ
და უბრალოდ გასწავლის ცეკვას.

გახსოვს, მითხარი:
მთავარია, სათქმელი გქონდეს,
თორემ არსათქმელს ხომ ისედაც ვაკავებთ ძალით,
რომ არ წამოგვცდეს უნებურად ძილში ან ცხადში
და საკუთარი სისაძაგლით თავად შევშფოთდეთ.
და მეც იმ დღიდან, როგორც სასჯელს, ვატარებ ყელთან
თავშეკავებას ქარვის ნაცვლად დაბნეულს ჩიყვად,
რომელი ტახტის მემკვიდრე მე ვარ -
არ შევიმჩნიო მტკივა თუ მიყვარს
და ჩემი სულის ზარდახშიდან თეთრი პეპლები
რა ხანია უკვე გაფრინდნენ...

ჰოდა, პიერო, მოიხსენი ცრემლიანი შენი ნიღაბი,
გვინდა თუ არა, შუაღამე ისედაც დგება.
მოდი, ვიცეკვოთ და ცეკვისგან გადაღლილები
თავადვე ვიქცეთ უკვდავების ფრთათეთრ პეპლებად.
ჩვენ ხომ გვჯეროდა…
Back to top Go down
View user profile
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Feb 26, 2010 1:11 pm

shemiyvada es leqsi kesane I love you
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Mar 05, 2010 10:28 am

ქეთი დიდიშვილი

ვარიაციები თემაზე: ქართული ხალხური

დავესესხები გენიალურ ქართველ მწერალს და მეც გავიმეორებ: ,,ხორუმი ქართული ცეკვაა”. ქართული და თანაც როგორი - ნაღდი, ძირძველი, ყველა ცეკვაზე და ყველა ქართულზე უფრო ქართული. როგორც დედამიწის შრეები, ათასწლეულებს რომ შეუქმნია და დაუფარავს ძველი სამარხები, საკულტო ნაგებობები თუ ნივთები, აქაც ერთმანეთს ფენებად დასდებია: წარმართულს - ქრისტიანული, მონადირულს - საბრძოლო, ბუნებითს - სასცენო ელემენტები. ცხადია, თავიდანვე ასეთი დახვეწილი ვერ იქნებოდა, კვალი დრომაც დაატყო და სცენამაც, ეს არაა გასაკვირი, ცეკვების გათანამედროვეობის პროცესი ახლაც, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და კანონზომიერიცაა - ისევე, როგორც ის ვენბათაღელვა, რაც ამ ცვლილებებს მოჰყვება. საერთოდაც, მე ნიჭის დამახსიათებელი თვისება მგონია, თავისებურად, საკუთარ თარგზე მორგება რაიმესი, გემოვნებიანად, დროისა და სიმაღლის შესაბამისად ახლისა და ძველის სინთეზი… რამდენს ვფაფხურობთ, ვსაქმიანობთ, ვხმაურობთ, ვითომ რომ გადავარჩინოთ დავიწყებას, მომავალ თაობებს შემოვუნახოთ, არადა, მგონი, თავად უნდა გადაგვარჩინოს. მთავარი სხვა რამაა, ნაბან წყალს ბავშვიც არ გადავაყოლოთ და ცეკვას, რომელსაც ეროვნულს ვუწოდებთ, სული არ წავართვათ ქართული, თორემ ცვლილება არასოდეს უმტკივნეულოდ არ ხდება ბუნებაში. "მზე როცა ჩადის, აღმოსავლეთს გაჰყურებს ისიც, თავის ბავშვობას და ისიც ნანობს". რაღა ითქმის ადამიანზე, მით უფრო, ერზე - კაცობრიობას უყვარს თავისი ბავშვობის ხანა, როცა პირველად იდგამდა ფეხს - ფერადი, ლამაზი სიზმარივით ახსოვს და უყვარს... ამიტომაცაა ძნელი ძველის დავიწყება და შეცვლა, თუმცა ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს სვლა-ძიება შეწყდეს. მხოლოდ ამ სიარულმა ისევ სახლში უნდა დაგვაბრუნოს გამოცდილები და გაკეთილშობილებულები. არადა, ახლის დასაწყისი ყოველთვის რაღაცის დასასრულია, ამ ცვალებად და სწრაფმავალ ცხოვრებაში რაღაც ხომ უნდა არსებობდეს მარადიული და უცვლელი. ფესვების სიღრმე ხის სიმაღლის თუ არა, სიძლიერის პირდაპირპროპორციული ხომაა. დასასრული კი, თუნდაც ზღაპრისა, ყოველთვის გვიტოვებს გულისდაწყვეტას, მაგრამ ბევრი რამ სწორედ დასასრულის შემდეგ ხდება შესამჩნევი და ღირებული - მერე იბადება ლეგენდა-მითი-მისტერია -მარცვლიდან ჯეჯილის აღმოცენებაზე. როგორც მიწაში, გულსა და გონებაში თუ არ დაიფლა, მოსავალი ისე არ მოდის.
არ შემხვედრია ქართველი, ქართული რიტმის გაგონებისას გულისცემა არ გახშირებოდეს და ხელის გაშლის ჟინი არ მოძალებოდეს - ეს მელოდია ჩვენი სულის რაღაც ძალიან ღრმა სიმებს არხევს, იმდენად ღრმას, რომ ზოგჯერ თვითონაც არ ვიცით მისი არსებობა, მერე კი ყველას ჩვენ ჩვენი ლეგენდა გვაქვს - ფაქტია, თავდაპირველად ეს ცეკვა, რომელიმე მტაცებელზე გამარჯვების შედეგად წამომსკდარი ყიჟინა და ნანადირევის გარშემო სპონტანური ფერხული იყო, ,,ხორუმი” ხომ გამარჯვების ცეკვაა. როგორი შთამბეჭდავი და ემოციურია კარგად შესრულებული ,,ფარიკაობა”, გინდა ,,შეჯიბრი”, მაგრამ ,,ხორუმს” კიდევ სხვა ხიბლი აქვს, მისი შესრულებისას დარბაზი სტადიონს ემსგავსება - თითქოს გადამწყვეტ მომენტში მეკარესთან ერთი-ერთზე გასული ფეხბურთელის მიერ გოლის გატანის მოლოდინით სულშეგუბებული მაყურებლით, და მერე ერთიანად ფეხზე წამომხტარი ტრიბუნებით. რა აძლევს ამ ხიბლს ,,ხორუმს”? განა ,,ფარიკაობა” და ,,შეჯიბრი” ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების და ოსტატობის მაჩვენებელი არ არის?
,,ხორუმი-ხორო- ბერძნ. ფერხულსა ჰქვიან”-ასე განმარტავს სულხან-საბა.
,,ხორო(დ)- ძნობთა და მძნობელთა განწყობილობას უწოდებენ.”
ბარემ აქვე ,,ძნობიც” განვმარტოთ. ,,ძნობი-შეწყობილი ხმა(I)” და ფერხული ხომ ისედაც ვიცით, რომ ცეკვაა - ,,მრგვალთა წყობა.” შეადარეთ - ,,ფერხისა-როკვა მრავალთა მობმით.”
აი, ეს მრავალთა და მობმით ცეკვა ხომ არ უნდა იყოს მიზეზი ხორუმის განასაკუთრებულობისა, მაშინ, როდესაც სხვა ცეკვებში სწორედაც რომ სოლისტთა (გმირების) ინდივიდუალურ სიჩაუქესა და მოქნილობაზე, გინდაც სისწრაფესა და ვაჟკაცობაზეა აქცენტი? თუ ისტორიას პიროვნებები ქმნიან და ომს გმირები იგებენ? შეიძლება ასეცაა, მაგრამ ფაქტია, რომ ხორუმში სწორედ ის სიმწყობრე და სინქრონი გვხიბლავს და გვიზიდავს, რაც, სხვათაშორის, სწორედ ამ პირველყოფილ და წარმართულ საუკუნეებში დაბადებული ცეკვის განვითარების უმაღლესი საფეხურის მაჩვენებელი მგონია. სწორედ ეს სიმწყობრეა სამხედრო ძლიერების მაჩვენებელიც - სამხედრო სიძლიერის გარეშე კი წარმატებული სახელმწიფო ვერ იარსებებს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ხორუმი - და სულგანაბული, ერთარსებად ქცეული დარბაზი - თითქოს დოლის რიტმული ხმა კი არა, გულისცემა ისმის დარბაზში. სრულდება ცეკვა და ოვაციები მთის მდინარესავით ხმაურით ეშვება იარუსებიდან, პარტერიდან - თითქოს ყველა მოგებული ბრძოლის სიმაყე და პირველყოფილი ყიჟინა (როცა სიტყვები საჭირო არაა).
რითია ნაკლები გამომსახველობითი თუ ზემოქმედების საშუალებებით ლიტერატურაზე, ან მხატვრობაზე,?იქნებ პირიქითაცაა, ერთდროულად რამდენიმე ათასი კაცი ექცევა ცეკვის გავლენის ქვეშ და ემოცია ეგზალტაციას აღწევს. მით უფრო, რომ აქ მარტო ქორეოგრაფია არაა - მუსიკასაც თავისი ძალა და როლი აქვს., თუმცა ჩემთვის ის იმდენად შეზრდილია ქორეოგრაფიასთან, რომ მათი დაცალკევება არ ხერხდება, ერთ მთლიან ქსოვილად იკითხება მათთან კონტექსტში სასცენო მხატვრობაც - კოსტუმების შავი და წითელი რიტუალურ-საზეიმო განწყობას ქმნის. მახსენდება ბესიკ ხარანაულის სიტყვები: ,,აღმოსავლურ მინიატურებში იმდენი სისხლია, ცას შეღებავდაო.” ხორუმის ქართული ცაც (კოსტუმის წითელი და სცენის განათება) სისხლით შეღებილი მგონია, ხოლო თავაწეული მეომრების მწკრივი სცენიდან გასვლისას, ჩამავალი მზის მეწამულ ფონზე წეროების მწკრივად მეჩვენება - შავი ხომ გლოვაა, რომელიც, თუნდაც გამარჯვებისას, ომს ყოველთვის თან ახლავს. ის შეიძლება დროებით კიდეც გადაფაროს გამარჯვების სიხარულმა, როგორც საღებავის სქელმა ფენამ კედლის ძველი მხატვრობა, მაგრამ ყოველთვის იკითხება…
და ბოლოს, მაყურებელი, რომელიც უნებლიე მონაწილე ხდება სპექტაკლის.
ზღვარგადასული ემოცია ცეკვის დასრულებისას, როგორც დრამატურგიის ნაწილი, ისე აღიქმება.
სიფრთხილე, წინდახედულება, გონიერება, სტრატეგია, ტაქტიკა, სითამამე, სიჩაუქე, მოქნილობა, ვაჟკაცობა, თავგანწირვა, მეთაურის მორჩილება, წესრიგი და შეთანხმებული მოქმედება - ყველაფერია ამ ცეკვაში, -საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად მიგიყვანს გამარჯვებამდე და ეროვნული ნიჰილიზმისთვის ადგილი აღარ რჩება, ყველა კითხვა, რომელიც რახანია, გაწუხებს, ისტორიის გაყალბების, გადაწერისა და გადამოწმების შესახებ, პასუხგაცემულია. დიახ, ხორუმი ქართული ცეკვაა - მაშ, ჩვენ რა დაგვემართა?! ჩვენ რაღა დაგვემართა, სად გაქრა ეს ნაქები თუ საქებარი თვისებები?! მით უფრო, რომ გამრჯვებას მეომართა რიგებში არევ-დარევა კი არ შეაქვს, ისევე მწყობრად, ღირსეულად გადიან სცენიდან (გამარჯვება შემთხვევითი სულაც არაა). და თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც გეუფლება საკუთარი თავის, მომავლის რწმენა - რაც უფრო ღრმაა, რაც უფრო ძლიერია ფესვები, მით მეტია ამპლიტუდა და, – ამინ!...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Thu Apr 15, 2010 9:12 pm

გაზაფხულდა

არ ამიშარდე,
გევედრები, არ ამიშარდე,
ჩვენი ცხოვრება უსასრულო ისეც შარია,
გაიღვიძებენ ალუბლები და ნაწვიმარზე
მომიყვებიან სიზმარ-ცხადის უცხო შარიათს.
გააბრიყვებენ გაბრუებულს თრობით ათასებს
ზეცას ატმისფერს დასტყუებენ სამახარობლოდ,
ჩემზე ფარფატა და ხატულა კაბას ატარებს
ჭრელი პეპელა ჩემზე ლაღად, ლამაზად ცხოვრობს….
არ მშურს, ხომ იცი, სიძულვილი ჩემში არ არის,
სხეული თუ არ,ბოლო-ბოლო, ფრთას სული მოგთხოვს,
როცა მზესავით ცოდვებს გულში აახარხარებს
და ყველა გრძნობას გაუმკვეთრებს ცხოვრება კონტურს.…
არ ამიხირდე, დამიყვავე, შენ ხომ გიყვარდი-
წყალსაც დავუსხამ, ვუწილადებ თავის წილ სითბოს
ალუბლის ტოტებს, ჩვენს ოთახში რომ დაბინადრდნენ,
მაგრამ სიცოცხლე სულ სხვაა და გარეთ მიხმობს.
თავად არ ვიცი, ჩემს კაპრიზებს როგორ გაუძლებ,
როცა გულის და ცის და მიწის ყველა სარკმელი,
ყველა კარიბჭე ღიაა და ღმერთთან საუბრობს,
ტოტი კი არა,ხეებია-ჩემი სათქმელი,
ლოცვა კი არა, დღეებია თავად საუფლო.
არ მსურს დავკარგო სინანულზე წუთი არცერთი
როცა წარსული შორსაა და თანაც მითია,
არ გამიბრაზდე, გევედრები, არას გაყვედრი,
გაზაფხულია და სხვაგვარად არ შემიძლია...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Apr 16, 2010 9:05 am

და მინდა იცოდე, ამ სახლში ყოველთვის, ყოველთვის გელიან!.. cheers
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 1348
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Apr 16, 2010 9:40 am

გახსოვს, მითხარი:
მთავარია, სათქმელი გქონდეს,
თორემ არსათქმელს ხომ ისედაც ვაკავებთ ძალით,
რომ არ წამოგვცდეს უნებურად ძილში ან ცხადში
და საკუთარი სისაძაგლით თავად შევშფოთდეთ.
და მეც იმ დღიდან, როგორც სასჯელს, ვატარებ ყელთან
თავშეკავებას ქარვის ნაცვლად დაბნეულს ჩიყვად,
რომელი ტახტის მემკვიდრე მე ვარ -
არ შევიმჩნიო მტკივა თუ მიყვარს
და ჩემი სულის ზარდახშიდან თეთრი პეპლები
რა ხანია უკვე გაფრინდნენ...


.
queen cheers sunny flower
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Apr 30, 2010 1:49 pm

გზაა.ხან ვიწრო, ხან ციცაბო, ხანაც ირიბი
გზაა და მეტი არაფერი. იარო უნდა.
ფიქრი სიტყვებად ამოყარო როგორც ქვირითი
ხმელზე და წყალში შეიკავო მომსკდარი სუნთქვა.
გზაა არც საით, თავისთავად დინებით მიდის,
შენ მგზავრი ოდენ, თვინიერი ცხვარი-ფარაში.
აჩირაღდნებულ შინდის ტოტებს ღიმილით გიწვდის
და შენც ევნები, თან ჩაჰყვები თამაშს-თამაშით.
მერე კი უკვე სულერთია საითკენ მიდის,
მიიზლაზნება, მიირწევა ტაატ-ტაატით
დროის აქლემი, შენი დუნე, ზანტი ცხოვრების
რუხი ამბებით, მძიმე ხვედრით და მასლაათით…
ვეღარც კი ამჩნევ მიმოპნეულს გზისპირას კერპებს
როგორ შეწირე ცხოვრება და კვლავაც ქედს უხრი,
დაგიმორჩილებს ასე მფრთხალს და ჩრდილივით მერყევს,
რადგან ტკივილებს უნიათო უფრთხი შურთხივით.
და ამიტომაც სადაგებიც არის წყალ-წყალა,
ასეა ლექსიც-თითებს შორის გისხლტება ქვიშად,
წყალმა ფილები საცალფეხო ხიდის აყარა
უნდა მოკვდე, რომ ნიჟარიდან ახლიდან იშვა
მოქნილი, როგორც, ვთქვათ, ვენერა თუ აფროდიტე,
თორემ ცხოვრებას გაცდენილი გაკვეთილივით
მეათასედაც შეცდომებით გაიმეორებ….
გზაა. გზის პირას აყვავებულ მარტის შინდის ხეს
გაუფხვიერო უნდა მიწა, ძირი უბარო.
გზაა და სანამ დამთავრდება, იქნებ მიგიხვდე,
რისი თქმა გსურდა ჩემთვის, უფალო!...
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Apr 30, 2010 1:49 pm

არ მქონდა ცეცხლი, რომ გამეთბო შენთვის ხელები
და როდესაც დაიწყო თოვა,
მე დავიჩივლე, რომ ამ თოვლში დამრჩნენ გედები
და შენც წახვედი ოცნებების გადასარჩენად…
არ მქონდა ცეცხლი, რომ გამეთბო შენთვის სადილი
და დარჩენა ვერ გთხოვე, თანაც,
თავად წავედი, მონდომებით ვკეცე მანძილი
რადგან მომბეზრდა უღიმღამო დღეების ქარგვა…
არ მქონდა ცეცხლი, რომ გამეთბო შენთვის საწოლი,
არც თბილი ჭერი, არც ჭერმებით მწიფე ველები,
გარეთ კი ჩემი ზამთრის ბაღებს ისევ ათოვდა
მეც გულმოდგინედ დავეძებდი ვნების ელექსირს…
არ მქონდა ცეცხლი, რომ გამეთბო შენთვის გული და,
გამოვიგონე მერე ლექსები,
და რომ გაღვივდა, ნაპერწკლები იქცნენ მზეებად
და ცაზე დასხდნენ მოციმციმე ქრიზანთემები…
და ახლა სულის სულთან უკონტაქტო შეხების ხემი_
ჩემი ლექსები_ გადაცმული არითმიებად
შემოესივნენ შენი ბაღის და სულის ხნულებს
და ნახნავებიც იქცნენ მზეებად…
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Tue Feb 08, 2011 6:37 pm

ექსპრომტი კესო–კესო–კესარიას, თქმული საარმუროზე, 2008 თუ 2007 წელს

კესო, კესო, კესარია,
კესო მთვარის მზვერავია,
...კესო ქარის მკერავია,
კესო - ევორ სეზარია!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: სიმღერა სიცოცხლეზე    Mon Mar 14, 2011 12:16 pm



,,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის-”

ენ სექსტონი



,,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის-”

თავის თავს თვითონ წამლობსო-ასე

ამბობენ, მაგრამ, მე მაინც გავბედავ

ეჭვი შევიტანო

თქვენს ამ ფრაზაში_

რა ხანია დამცვივდა ბეწვი-გამოვიცვალე_სიცოცხლის დროა

ჩემს მაჯაზე მფეთქავ საათზე.



განა რას ვამბობ?_

თუ სიკვდილი მომიკაკუნებს,

ჩემს გაზაფხულებს ვინ უმღერებს, ჩემს სიხარულებს

ვინ გამოსცდის ან თუნდაც, ღამე?

უთვალავი სიზმრებით სავსე,

ლამპიონების მკრთალი შუქის ფიფქად რომ მათოვს,

როგორ გათენდეს-თუ უნდა მოვკვდე-

თუ უნდა მიწის ბელტები ვთვალო?





ყოველ სატკივარს სიკვდილი წაშლის. . .

წაშლის და მერე? დარჩება ქვიშა?

ნაფეხურებში ჩადგება წყალი, წყალში მზის სხივი აციაგდება,

დაიწყებს თამაშს პატრა გოგო და ისევ ისე,

როგორც ოდესღაც-გაიჭრის ქვაზე პატარა ტერფს და

ატირებული მიუვა ბაბუს:…

-დაგავიწდება ქორწილამდე, ბაბუ-ბაბულა,-

ქორწილის დღეს კი უცაბედი ღიმილით შემკრთალს,

გაგახსენდება ნაგუბარში გაჭრილი ტერფი და ბაბუ-

როგორც ასხლეტილი მზის სხივი ზეცად,

და აცლი ხსოვნას, რომ გეტკინოს, რადგან გიყვარდა.



მე მწამს, რომ ვცოცხლობ

და სიცოცხლე ჩემი ხარკია,

თუნდაც ამიტომ,

ყოველ დილით, თვალებს რომ ვახელ,

მე უფალს ვმადლობ_ტკივილისთვის,

უნდა გათენდეს, უნდა მტკიოდეს, და, იცი, რატომ?!

რადგან მე მიყვარს პატარა ბიჭი, და ამ ბიჭუნას კარგი მამიკო,

რადგან მე მიყვარს სახლის წინ მშვიდი ეზო-მამული, თითქოს წამიღო

ქორმა წიწილი-და კი არ ვტირი,-მარტო ქროლვას ვგრძნობ და სივრცე

წინ რომ მეშლება ფიქრის, კინოკადრივით მრჩება ხსოვნაში-

მე მაინც ვიცი, რა ფასად ჯდება, რა ფასად მიღირს ეს სიყვარული. . .…



,ყოველ სატკივარს სიკვდილი შველის-”

რად გინდა მერე ასეთი შველა,

რომ ვეღარ იგრძნო ძარღვებში სისხლი,

რომ ვეღარ იგძნო ლექსებით შეშლა,

რომ ვეღარ იგძნო ქარის მუსიკა, ან სიტყვის მადლი,

მადლის-მარილი, ან ჩაღამებულ თვალების მიღმა

ვერ წაიკითხო, ცამდე აწვდილი (ესეც გრანელი)

ღამეები-და არ გეტკინოს. . .

მე მაინც ვფიქრობ-ასე აჯობებს,

ვერ შევუდგები შენსკენ იოლ გზებს-

თუ სიცოცხლეა-უნდა გიყვარდეს,

თუ სიცოცხლეა-უნდა გტკიოდეს!
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed May 04, 2011 10:56 am

ახლიდან
ამ მთის და ამ ბარის რა გითხრა,
სჩვევია თებერვალს ფერების სიმუქე.
ამბარში ქარია და ქარის მოტანილიც
იმ უქმე დღეების სიუხვის ბრალია,
თავად რომ გებევრა და ნაცვლად მოფერების,
ჭირვეულ ბავშვივით მკაცრად დაისაჯე.

ახლა გვიანია მიუხვდე მიზეზებს.
ვინც ეძებს პოულობს. მიზეზიც, შედეგიც-
ერთი ამბავია. თავად აირჩიე:
პროზა თუ ლირიკა, ჯაზი თუ სოული.
ვინც ეძებს პოულობს და ოქროს თევზებით
თუ ნატვრის ხეებით სავსეა სამყარო,
რა გითხრა, როდესაც ტკივილებს იურვებ,
როდესაც უეკლოდ ყვავილიც არ ხარობს.
დაიწყე თავიდან- აგურზე აგური.
(თეჯირი აკავებს მოვარდნილ ღვარცოფებს)
შორს მკრთალად ანთია იმედის ნათურა,
რომ დაიმსახურე რაღაც უკეთესი,
თუმც ჯერ კი არ ცხოვრობ, უბრალოდ იგონებ
უბრალოდ იგონებ როლებს და სიუჟეტს.

და მაინც ამბარში კვლავ ცივი ქარია,
ვერც სიცარიელეს ვერ ავსებს იმედი.
კვლავ დავობ საკუთარ თავთან. თავქარიან
ფიქრებთან ომით და კამათით იღლები.
ამ მთის და ამ ბარის რა გითხრა, გახედე,
კარავი დაუდგამთ ამინდებს ავზნიანს,
უპოვე ცხოვრების მდინარეს თავთხელი,
უბრალოდ, სცადე და დაიწყე თავიდან,
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Thu Oct 11, 2012 1:13 pm



წონასწორობა

შენ მომიყვები პლანეტების განსაზღვრულ გზებზე,
ორბიტებზე. ბედისწერაზე.
განაჩენივით გადაწოლილ ზუსტ მანძილებზე,
რომ როგორც ცაზე-პლანეტები, ისე მიწაზე
თუნდაც ნაბიჯით ვერ გადავა ამ გზას მოკვდავი.
მე დავხატავდი შემოდგომის ფერად ხალიჩას
ნისლის ფერხთ მფშვინავს,.საოცარი ხილვებით სავსეს,
გადავფურცლავდი ახირებებს ისევ ახლიდან
და ყველა მანძილს უპირობოდ შევამოკლებდი.

შენ ძლიერი ხარ. მყარად დგახარ და მშვიდად სუნთქავ,
მე დამსდევს ქრი და ქარიშხლებს ვსუნთქავ ფილტვებით
და მერე როგორც ნაკვერჩხალი წამობერვისას,
ყოველ სიტყვაზე ვინთები და ცეცხლად ვიქცევი.

იყო ყვითელი ნიშნავს იყო, როგორც სიმღერა,
ან ფრინველი, ან ისე ლაღი,
რომ შემოდგომამ ვერ მოასწროს გადაფიქრება,
ვერ მოგიმწყვდიოს მარწუხებში, დამშრალ ხახაში
და დარჩე ასე გაფრენილი ზეცისკენ კენტად
(როგორც სიმღერა, ან ფრინველი, ან ისე ლაღი)
როგორც რეფრენი-შემოდგომის ფერად ხილვებად
გდაპენტილი ნეკერჩხლების სიწითლით ბაღი.
მე დავხატავდი შემოდგომის ფერად ხალიჩას
და ყველა მანძილს უპირობოდ შევამოკლებდი,
ხვალემ იფიქროს რა იქნება მერე, ხვალისად,
მე სივრცეების მოტრფიალე ერთი მოკვდავი
გადავიდოდი ორბიტიდან თუნდაც წამით და
მერე ჩემს გზაზე გაივლიდა ყველა უკლებლივ.

შენ მეტყვი: როგორ აგიხდება, როცა არაკებს
ამოუვსები ჩანთით აგროვებ,
მე გეტყვი, როგორ გაგიმართლებს, როცა არ არღვევ
არ-რა კანონებს, არ-რა წესებს, არ-რა ჩანაფიქრს,
დგახარ და მშვიდი, როგორც შემოდგომა, საათებს ითვლი,
დრონი მეფობენ, მხოლოდ დრონი,-ვიცით ორივემ.
მე ვფიქრობ, შევძლებ გავაღწიო, შენ კი პირიქით,
ალბათ, ერთმანეთს ვაწონასწორებთ.
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Oct 17, 2012 7:06 pm


ჭრიჭინობელებმა რა იციან. . .

ჭრიჭინობელებად აკინძულო ზაფხულის ღამეების მონატრებავ,
მითხარი როგორ არ ვიფიქრო, ან ზაფხულს როგორ გადავურჩე,
როცა ღამეებიც მთავრდებიან და შენ კი მაინც არ გშორდება
წარსულის ფარღალალა ლანდებიდან ისრებად გაჩრილი სიმარტოვე.
რაც იყო, უკვე წარსულია. არ გეტყვი. . . ან გეტყვი, იმად, რომ ეს
იგრძნონ ღამეებმაც აბსურდია, დარჩე და დროზე იბატონო.
ხედავ?! ნაოჭები მრავლდებიან, დრო კი ისევ ისე მსხმოიარე
გიყვება ვარსკვლავებხალებიან ზღაპარს, რომელიც მოიგონეს
ჩემსავით მეოცნებე პოეტებმა.. . .ჰო, სწორედ ასე მიამბობენ,
რომ ცაზე იმდენი ვარსკვლავია, რამდენი სურვილიც აგვიხდება.
რომ ახლა ქარდაკრულ ამ მკლავებზე მოხვევა ისე ადვილია,
თითქოს პაწაწინა ჩიტბატონას ბარტყი დაუვარდა ბუდიდან და
მიხვედი, ხელში აიყვანე ფრთხილად და ისე ჩაეხუტე. . .
როცა ვარსკვლავები მრავლდებიან, სახეზე ნაოჭები ფერმკრთალდება,
ღამის ძილჩამდგარი ფარდებიდან შემოდის მონატრება ფეხაკრეფით
და მაშინ ისეთი მარტივია აგვისტოს ღამეების ახირება,
ჭრიჭინობელებმა არც იციან. . .
ჭრიჭინობელებმა რა იციან,
ჭრიჭინობელებმა რა იციან
რა ზღაპრებს მიამბობენ.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Thu Dec 06, 2012 12:02 pm

ქეთი დიდიშვილი

კარს ნუ შეაღებ!..


კარს ნუ შეაღებ.
ამ კარს მიღმა მე აღარ ვდგავარ
,ცარიელია ყველა ყრუ და ყველა ორპირი,
ცრუ და უენო, თვალხილული თუ თვალდათხრილი
ოთხი კედელი, პირობითად რომ ვთქვათ, ოთახი.
კარს ნუ შეაღებ. აბა, ახლა რაღაა დროსია,
დგას სახლი როგორც ობელისკი _ ხსოვნა ირიბი
დღეების, როცა ჩვენი სახლის ყველა ფანჯრიდან,
ყოველ ცისმარე ცხრათვალა მზე ამოდიოდა.
მერე ის ჩაქრა...
ჩაქრა ისე, როგორც ქრებიან
მილიარდობით უღიმღამო სიცოცხლეები,
ჩვენ კი ვცდილობდით შეგვენახა გასაღვივებლად
და მზის ნარჩენებს ხელისგულით ვეზიდებოდით.
მაგრამ როდემდე...

მე ახლა ბრმა ვარ,
თვალხილული, რადგან ვერ ვამჩნევ,
როგორ ჰყვავიან ქუჩის ბოლოს იასამნები,
მე ახლა ყრუ ვარ, დამიჯერე, რადგან არ მესმის
რას ჟღურტულებენ ალიონზე მოლაღურები...
თავი დახარეთ, ყვავილებო, თავი დახარეთ,
ადამიანებს როდი უყვართ ბედნიერები,
სად შეუძლიათ სხვისი ლხინის გაზიარება,
შემოგაწყდებათ გიშერივით მათი თვალები,
დაჭკნება კაბა, ჩამოგცვივათ ყველა ფოთოლი,
დაიმსხვრევა ბედნიერება...

სახლიც ასეა.
ფაიფურის ჰგავს ლამაზ ფინჯანს
(რითიც აავსებ ისეთია_ტკბილი ან მწარე),
ადვილად ტყდება, იბზარება და მაინც გიყვარს,
მაინც ვერაფრით ვერ იმეტებ გადასაგდებად
და მუდამ გახსოვს რომ დიდხანს, დიდხანს,
მთელი ქვეყნისთვის მზე ამ სახლიდან ალიონზე ამოდიოდა...
კარს ნუ შეაღებ, ამ კარს მიღმა ცარიელია
(აღარც ოცნება, არც სურვილი, აღარც ფერები)
სივრცე, რომელიც ახლა მხოლოდ ცარიელია
და სიმღერებიც გამდინარე ჩვენი სახლიდან
დაინაწილეს ქარიშხლებმა ავი ენებით.
კარს ნუ შეაღებ.
ამ კარს მიღმა მე ახლა ვკვდები.
რადგან სიკვდილზე მწარეა არის ზოგჯერ სიცოცხლე.
რადგან სხვის კარზე იკეთებენ ბუდეს მერცხლები
და უტიფარი მარტოობა თვალებს მისწორებს,
რადგან სხვა ქალის სურნელი აქვს ახლა განთიადს,
რადგან არ მინდა სინანულმა ჩაგიწვას მკერდი,
მე ჩემი ნებით ავირჩიე გარდაცვალება,
მე ახლა ვკვდები...
(დამიჯერე, წამითაც კი არ მინანია)...
.ოღონდ, ნუ მიყურებ როგორ ვკვდები,
ოღონდ, ნუ მიყურებ როგორ ვკვდები!..

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
კესო – ქეთი დიდიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: