არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქართული პანთეონი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 11:53 am

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 12:54 pm

ქართული წარმართული პანთეონის შესახებ ძირითად ცნობებს ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა" და "მოქცევაი ქართლისაი" იძლევიან, ამ ინფორმაციას ვხვდებით ჯუანშერის "ვახტანგ გორგასლის ისტორიაშიც", "ქართლის ცხოვრების" სხვადასხვა რედაქციები", ევსტათი მცხეთელის წამება, შუშანიკის წამება, წმინდა რაჟდენის წამება. ასევე, ძველი სომხური საისტორიო წყაროები, როგორცაა მოვსეს ხორენაცის "სომხეთის ისტორია", ასევე ფავსტოს ბუზანდი, სებესტოსი, აგათანგელოსი, ეგიშე ვარდაპეტი. ბერძენი და რომაელი ისტორიკოსებიც იძლევიან ცნობებს სქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ტომების წარმართული ტრადიციების შესახებ, ესენი არიან ჰეროდოტე, ქსენოფონტი, სტრაბონი, პლუტარქე (ლუკულუსისა და პომპეუსის ბიოგრაფიებში), დიონ კასიუსი, პოლიბიოსი, პლინიუსი, გელასი კესარიელი, სოზომენი... ასევე, მხედველობაში მისაღებია არქეოლოგიური წყაროებიც, როგორიცაა ი. გაგოშიძის მიერ დედოფლისმინდორზე გაკეთებული აღმოჩენები, ვანში, ალგეთსა და ყანჩაეთში ნაპოვნი ექსპონატები, ეპიგრაფიკული ძეგლები და ა.შ.

ლეონტი მროველი ქართველთა წარმართული ღვთაებების ქართლში შემოტანასა და დამკვიდრებას აზოს, ფარნავაზს, საურმაგსა და ფარნაჯომს მიაწერს (“წმინდა ნინოს ცხოვრების” ავტორი ქართლის ზემოთხსენებულ მეფეებთან ერთად, ერთ-ერთი კერპის _ დანინას თაყვანისცემის დაწესებას მეფე მირვანის ღვაწლად მიიჩნევს).
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 12:55 pm

ქართველთა წარმართული პანთეონის ფორმირებამ საკმაოდ გრძელი და რთული გზა განვლო, სანამ იმ სახეს მიიღებდა, როგორც ეს “წმინდა ნინოს ცხოვრებაშია” აღწერილი. რიგი ღვთაებების ფესვების ძიება წინაელინისტურ ხანაში გვიწევს, ზოგი მათგანი ზოროასტრული ღვთაებების ასოციაციებს ბადებს, ნაწილი კი ადგილობრივი ღვთაებებია. ამის მიხედვით, “მეფეთა ცხოვრებაში” და “წმინდა ნინოს ცხოვრებაში” მოხსენიებული ქართველთა წარმართული პანთეონის ღმერთები სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს:

1.”ღმერთნი მამათა ჩვენთანი გაცი და გა”, ანუ ქართველთა წინაპრების კერპები. მათ ქართლში (მცხეთაში) შემოყვანას ლეონტი მროველი აზოს სახელს უკავშირებს, რომელიც წარმოშობით არიან ქართლიდან იყო. გაცისა და გას ეტიმოლოგიური პარალელი სხვა ხალხების რელიგიებში არ მოიძებნება, ქართულ წერილობით წყაროში კი ამ ორი კერპის მოხსენიება, როგორც “ღმერთნი მამათა ჩვენთანი”, საფუძველს იძLევა ისინი ადგილობრივ წარმართულ ღმერთებად ჩავთვალოთ. საინტერესოა, რომ ფარნავაზი, რომელიც ქართლში არმაზის (აჰურამაზდას) თაყვანისცემას ამკვიდრებს, არ სპობს ქართველთა წინაპრების ღმერთებს. უფრო მეტიც, “წმინდა ნინოს ცხოვრების” ავტორი მათ არმაზის გვერდით მდგომებად მოიხსენიებს. გაცი და გა, თავიანთი ღვთაებრივი ფუნქციებით, წერილობით წყაროში დაცული აღწერილობის მიხედვით, მითრას თანმდევ ღვთაებებს სროშასა და რაშნუს, ან კაუტოსა და კაუტოპატს მოგვაგონებენ, პარალელების გავლება ღვთაებების ამ ორივე წყვილთანაა შესაძლებელი.

რაც შეეხება არმაზის კერპის საკითხს, “წმ. ნინოს ცხოვრებაში” არსებული აღწერილობის მიხედვით, ამ შემთხვევაში ჩვენს წინ არა აჰურამაზდა, არამედ ღვთაება მითრაა, რაც ამ ღვთაების აღწერილობითაც დასტურდება მიხრ იაშტებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსული მითრა თავის ორ თანმდევ ღვთაებასთან ერთადაა წარმოდგენილი. გაცსა და გაიმს ელინიზმის პერიოდშიც არ დაუკარგავთ თავიანთი თავდაპირველი ღვთაებრივი ფუნქციები და ნიშანთვისებები, რადგან ისინი კარგად მოერგო მითრას თანმდევი ღვთაებების ფუნქციებს;

2. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან აინინა და დანინა, რომლებიც შუამდინარულ სამყაროსთან ასოცირდებიან და ეტიმოლოგიურად ახლოს დგანან ნანაიასა (იგივე იშ-თარი) და მის თანმდევ ღვთაება ნინადასთან (შეადარეთ (აი)ნინადა (და) ნანას), რომლებმაც მოგვიანო პერიოდში ქართველთა წარმათულ პანთეონშიც დაიმკვიდრეს ადგილი. ამ ღვთაებების ქართველურ ტომთა რწმენა-წარმოდგენებში არსებობაზე ყორუხთაშის V ყორღანში და ყარა-შამბში აღმოჩენილი ვერცხლის თასები მიანიშნებენ, რომლებზე გადმოცემული რიტუალური სიუჟეტები ძველ აღმოსავლეთში პოპულარული ქალღვთაების იშთართან დაკავშირებულ მითოლოგიურ სიუჟეტებს მოგვაგონებენ, რაზეც ამ ღვთაებისათვის დამახასიათებელი გამოსახვის მანერაც მეტყველებს. ქალღვთაება იშთარის თაყვანისცემა ქართველურ ტომებში შუამდინარეთისა და მცირე აზიის ცივილიზაციებთან კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთო-ბის შედეგია.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 12:55 pm

ქალღვთაება იშთარის კულტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძლიერი იყო ძველ აღმოსავლეთში და არსებობა მოგვიანო პერიოდშიც განაგრძო. ამ ქალღვთაების ფუნქციები გადაიღეს მცირე აზიურმა კიბელამ, არტემიდამ და სპარსულმა არდვისურა ანაჰიტმაც. ქართველური ტომების რწმენა-წარმოდგენებში ეს კულტი იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ არსებობა ქართველთა წარმართულ პანთეონშიც განაგრძო აინინას სახელით. საქართველოში აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ექსპონატებმა იშთარისა და არდვისურა ანაჰიტის გამოსახულებებით და მათი პარალელური მასალების მოძიებამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ ელინისტურ ეპოქაში, ქართლში, იშთარის კულტის არდვისურა ანაჰიტის კულტით ჩანაცვლება უნდა მომხდარიყო _ მსგავსი პროცესი ელინისტურ სამყაროში ჩვეულებრივი მოვლენა იყო;

3. მესამე კატეგორიაში ქართველთა წარმართული პანთეონის მეთავე ღმერთები არმაზი და ზადენი მოიაზრებიან, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ სპარსულ აჰურამაზდასა და მითრა იაზატთან, არა მარტო ეტიმოლოგიურად, არამედ თავიანთი ღვთაებრივი ფუნქციებისა და აღწერილობის მიხედვით. წარმართი ქართველების რწმენა_წარმოდგენებში ცნობილია ზოროასტრული დუალიზმიც _ ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, რაც “წმინდა ნინოს ცხოვრებაშიც” აისახა _ წერილობითი წყარო ორ ერთმანეთთან დაპირისპირებულ “სოფლის მპყრობელ” ღვთაებას ითრუჯანსა და არმაზს იხსენიებს. ითრუჯანი, სიცრუისა და ბოროტების ღმერთი დრუჯია, რაზეც არა მარტო ამ სახელის გამოყვანა მიგვანიშნებს ღვთაება (ი)თრუჯ(ანი)ს სახელიდან, არამედ ისიც, რომ ქართულ წერილობით წყაროს ის არმაზ-აჰურამაზდასთან დაპირისპირებულად ჰყავს წარმოდგენილი.

ქართველთა წარმართული პანთეონი თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მასში ვხვდებით როგორც ადგილობრივ, ასევე შუამდინარულ და ირანულ ღვთაებებს, რაც ქართველური ტომების კულტურულ- პოლიტიკური ურთიერთობებით უნდა იქნეს ახსნილი ამ ძველაღმოსავლურ ცივილიზაციებთან. ძვ.წ..III-IIათასწლეუ-ლებში ამ კულტურულ-პოლიტიკურ ურთიერთობებზე მსჯელობა არქეოლოგიური მონაცემებით შეგვიძლია. რაც შეეხება მიდიასა და აქემენიდურ ირანთან ქართველური ტომების ურთიერთობას, ამაზე, უცხოური წერილობითი წყაროების გარდა, ,ქართული წერილობითი წყაროც საუბრობს. ქართველთა წარმართული პანთეონის ძირითად ბირთვს ირანიდან შემოსული ღმერთები შეადგენდნენ. როდიდან გაჩდნენ ეს ღვთაებები ქართველური ტომების რწმენა- წარმოდგენებში? ამაზე პასუხს ლეონტი მროველთან ვნახულობთ, რომლის მიხედვითაც ქართველურ ტომებს ურთიერთობა უწევდათ ჯერ მიდიასთან, შემდეგ აქემენიდებთან და პართელებთან, მოგვიანებით კი _ სასანიდებთან.

აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე სპარსელთა რწმენა- წარმოდგენების გაჩენა მიდიის სამეფოსთანაა კავშირში, თუმცა უფრო აქტიური კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობა ქართველურ ტომებს აქემენიდებთან უწევთ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ტომების მთავარ ღვთაებებს ზოროასტრელთა ღმერთები წარმოადგენდნენ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ არიან ქართლიდან მოსულ აზოს თავისი ღმერთები გაცი და გა მოჰყავს თან, ხოლო ქართველთა წარმართულ პანთეონში ზოროასტრულ ღმერთებთან ერთად არსებობას იშთარ-ნანაიას კულტიც განაგრძობს. რაც შეეხება მაზდეანური პანთეონის ღვთაებების წინ წამოწევასა და ქართველთა წარმართულ პანთეონში მეთავე პოზიციების დაკავებას, ქართული წერილობითი წყარო ამას ფარნავაზის სახელს უკავშირებს.
ისმის კითხვა, რატომ არ მოხდა რომელიმე ქართველური ტომის ღვთაების წარმართული პანთეონის სათავეში მოსვლა. პასუხს ამაზე ისევ ქართულ წერილობით წყაროში ვნახულობთ, რომლის მიხედვით “ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა და დედულად სპარსი ასპანელი,”{ქართლის ცხოვრება, ტ.1, გვ.20}. ანუ ფარნავაზი სპარსელებს უნათესავდებოდა და, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო სპარსელთა რელიგიაც (ლეონტი მროველს მეფე ფარნავაზის სახელი ღვთაება არმაზის სახელიდან გამოჰყავდა და სპარსულ სამყაროსთან აკავშირებდა). ფარნავაზის მიზანი დაქსაქსული ტომების გაერთიანება იყო. რელიგიური რეფორმის ერთ-ერთი მიზეზი ესეც უნდა გამხდარიყო. საჭირო იყო ისეთი ღვთაების მოქცევა ახლადშექმნილი სამეფოს რელიგიური პანთეონის სათავეში, რომელიც ერთნაირად ნაცნობი იქნებოდა სხვა ქართველური ტომებისათვის და არ იგულისხმებდა რომელიმე ტომის გაბატონებას სხვებზე, ასეთ ღვთაებად ფარნავაზმა არმაზ-აჰურამაზდა მოიაზრა. აქემენიდურ ირანთან კულტურულ პოლიტიკური ურთერთობა ქართველთა წარმართული პანთეონის ფორმირების ბაზისად იქცა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართველი მეფეები სპარსელებს უნათესავდებოდნენ. აქედან გამომდინარე რელიგიაც ერთი უნდა ჰქონოდათ (საურმაგს ცოლად ბარდაველის ასული მოჰყავს, მემკვიდრედ კი მისი ცოლის დედის დისწული მირვანი სახელდება).
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 12:56 pm

მეცნიერებს, რომლებიც ქართველთა წარმართული პანთეონის საკითხს იკვლევდნენ, ღვთაებათა წარმომავლობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები ჰქონდათ. მათი ნაწილი ღვთაებებს ხეთურ-ლუვიურ სამყაროსთან აკავში-რებდა, ნაწილიც _ ზოროასტრულ პანთეონთან; იყო მცდელობები მათი დაკავშირებისა ბერძნულ-რომაულ ღმერთებთან. ვფიქრობთ, აზრთა ასეთი სხვადასხვაობა ქართულ წერილობით წყაროებში არსებულმა ბუნდოვანმა და მწირმა ცნობებმა წარმოშვა. ქართველთა წარმართული პანთეონის შესწავლის საკითხი მხოლოდ ერთი კუთხით არ შეიძლება განისაზღვროს. ქართველთა წარმართულ პანთეონში შემავალ ღვთაებებს ბევრი აქვთ საერთო როგორც შუამდინარეთისა და მცირე აზიის ხალხთა რწმენაწარმოდგენებთან, ისე მაზდეანობასთანაც, ნაწილი ღვთაებებისა კი ადგილობრივი ქართველური ტომების ღმერთებია.

ქართველთა წარმართული პანთეონი ძველი აღმოსავლეთის ხალხთა და ქართველური ტომების რწმენა-წარმოდგენების სინთეზია ელინიზმის ეპოქაში.
ქართველთა წარმართული პანთეონის სათავეში მაზდეანთა ღმერთების მიერ მეთავე პოზიციების დაკავება განპირობებული უნდა ყოფილიყო, უპირველეს ყოვლისა, ქართველური ტომების კულტურულ- პოლიტიკური ურთიერთობით ჯერ მიდიელებთან, შემდეგ კი აქემენიდურ ირანთან. აქემენიდური რელიგიის პოპულარობის მიზეზ, ჩვენი აზრით, ამ რელიგიის დოქტრინაშიცაა, რომელიც მონოთეიზმსაც ქადაგებს და დუალიზმიც ახასიათებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ იბერიის სამეფოს სომხეთი ესაზღვრებოდა, სადაც აქემენიდი მეფეების ნათესავები ისხდნენ სატრაპებად, რაც თავის თავად განაპირობებდა სპარსთა რელიგიის პოპულარობას სომხეთში და, შესაბამისად, ქართლშიც, რადგანაც ქართველთა წარმართული პანთეონის ღვთაებებს ბევრი აქვთ საერთო სომეხთა წარმართული პანთეონის ღვთაებებთან. ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ფარნავაზი და მისი მემკვიდრეები სპარსელებს უნათესავდებიან, რაც კიდევ ერთი საბუთია იმისათვის, რომ ავხსნათ, რატომ მოექცა წარმართული პანთეონის სათავეში არა რომელიმე ადგილობრივი ტომის ან ხეთურ-ლუვიური, არამედ სპარსული ღმერთები. იბერიის სამე-ფოს ფორმირების პროცესში, ტომთა შორის ბრძოლების პერიოდში, რომელიმე ტომის უმაღლესი ღვთაების წინ წამოწევა იქნებოდა ერთი ტომის სხვა დანარჩენებზე გაბატონებისა და საკუთარი ღვთაებების თავზე მოხვევის მცდელობა. ფარნავაზმა ეს გაითვალისწინა და ქართველთა პანთეონის სათავეში ის ღმერთი მოაქცია, რომელიც ყველა ტომისათვის კარგად იქნებოდა ცნობილი.
გარკვეული კვალი ქართველთა წარმართულ პანთეონს ელინიზმმაც დაამჩნია. “ღმერთნი მამათა ჩვენთან-”მა, თუ უფრო შორეული პერიოდის კულტებმა შეითვისეს ზოროასტრელთა ღმერთების ფუნქციები და ნიშან თვისებები, მაგრამ, ამავე დროს, თავიანთი პირვანდელი სახელები შეინარჩუნეს. მსგავსი მოვლენა, ანუ ადგილობრივი, მცირე აზიური და აქემენიდური ირანის ღმერთების საერთო წარმართულ პანთეონში მოქცევა არ არის უცხო ელინისტური ხანის სახელმწიფოებისათვის ამის ყველაზე ახლო და ნათელი მაგალითი სომეხთა წინაქრისტიანული წარმართული პანთეონია, სადაც მეთავე პოზიცია ელინისტურ და ქრისტიანობამდელ ხანაში აჰურამაზდასა და სპარსთა სხვა ღვთაებებს უკავიათ, თუმცა მათთან თანაარსებობას სხვა მცირე აზიური და ადგილობრივი ღმერთებიც განაგრძობენ. მსგავს პროცესს იბერიის სამეფოს წარმართულ პანთეონშიც ვხვდებით.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 12:57 pm

didi teqsti iyo da nawilebad daido.megobarma momawoda.erti disertaciidanaa.


უახლესი კვლევა წარმართული ქართული პანთეონის შესახებ იხ. ვლასი ვაწაძე, იბერიის სამეფოს წარმართული ღმერთები, თბილისი, 2007, გამომცემლობა "უნივერსალი
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 05, 2009 6:11 pm

ეს ის ვლასი ვაწაძეა, კაცო, ჯეობარელ-რა?სად?როდისელი? Smile
საინტერესოა, გადავიკითხავ მოგვიანებით, მით უმეტეს თუ დისერტაციაა, შეიძლება საკამათოც იყოს რამე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
2x+1



Female
Number of posts : 15
Age : 98
Location : ასათიანი
Job/hobbies : უსაქმურების არმიის გენერალსიმუსი
Humor : x2+2ab+85
Registration date : 07.03.09

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Sun Mar 15, 2009 4:21 pm

ქართულ წარამრთულ პანთეონშI იყო ღმერთების იერარქია......... ღმერთები და ქალღმერთების მთელი ჯარი.... ადგილის დედა, მორიგე ღმერთი, კვირია. დალი - ნადირობის ქალღმერთი. ოჩოპინტრეზეც გეცოდინებათ ალბატ, ნადირთპატრონზე........
ამ ორ უკანასკნელზე რომ ამბობენ, არსებობენო და შეხვედრის ამბებს ყვებიან, გჯერათ თქვენ?
Back to top Go down
View user profile http://www.www.www
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:13 pm

ჯერ-ჯერობით მე თვითონ ვერ ვახერხებ ჩაჯდომას და ჩემებურ დამუშავებას პოსტების, მაგრამ ერთი მასალა მოვიძიე ინტერნეტში და ჯერ იმას დავდებ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:14 pm

ქართული მითოლოგია:
ადგილის დედა
ქართულ მითოლოგიაში ცალკეული ადგილის (სოფლის, მთის, ხეობის, კლდის, ველის და სხვ.) მფარველი ქალღმერთი. ხევსურებს წარმოდგენილი ჰყავდათ ვერცხლის სამკაულებიანი ლამაზი ქალის სახით, რომელიც ზრუნავდა სოფლის მშვიდობიან ცხოვრებაზე და მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე მოხვედრილ უცხოებზე. შესაძლებელია, წარსულში ადგილის დედა ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო და მისი კულტი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული.
ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად მისი კულტი ღვთისმშობლის კულტს შეერწყა, აქედანაა მისი სახელებიც - ადგილის ღვთისმშობელი ან ღვთისმშობელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიელები თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალების, ბავშვების, მონადირეთა და საქონლის მფარველს.
ალი
ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები, რომლებიც ვნებენ მშობიარეებს, ახალშობილებს, მარტოხელა მგზავრებს და სხვებს. ალები შეიძლება როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის ყოფილიყვნენ. მათ საშინელი შესახედაობა ჰქონდათ (სპილენძის კბილები, შუშის კვალი, დასვრილი თმები). გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში, შედიან თავლებში, ზოგჯერ მსხვერპლს, რომელსაც ახლო ნათესავის სახით ეცხადებიან, წყალში იტყუებენ. ქალ ალებს (ალქალებს) იგივე ფუნქციები აქვთ, თუმცა ნაკლები ფიზიკური ძალა გააჩნიათ. ზოგჯერ მათ ქალღმერთ დალის ფუნქციები მიეწერებათ და მის მსგავსად, მშვენიერი ოქროსთმიანი ქალის სახით ეცხადებიან თეთრ კაბაში.
ალი ერთგული მსახური ხდება ადამიანის, რომელიც მას თმას და ბრჭყალებს დააჭრის. ალის ბოროტ ძალას წინ აღუდგება მის წინააღმდეგ შელოცვა ან წმინდა გიორგის სახელი.
ამბრი
ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის უკავშირდება `ცოცხლად დამარხვის~ მოტივი: ჯერ კიდევ ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ მოსახლეობაშია წარმოშობილი.
ამირანი
ქართულ მითოლოგიაში გმირი; `ამირანიანის~ ეპოსის მთავარი გმირი. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში). ამირანის სახე მოსჩანს ძვ. წ. მე-3 ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებში (მცხეთის ბრინჯაოს სარტყელი, ყაზბეგის განძი, თრიალეთის ვერცხლის თასი). ამირანი ნადირობის ქალღმერთ დალის და მოკვდავი უცნობი მონადირის შვილია ( ამირანის ქალწულებრივი ჩასახვის აფხაზურ ვარიანტს ალბათ მატრიარქატის ეპოქისკენ მივყავართ; ზოგიერთ გვიანდელ ვარიანტში ამირანის მამა მჭედელი ან გლეხია). ნაადრევად დაბადებულმა უმწიფარმა ამირანმა ხარის (ძროხის) კუჭში (ფაშვში) დაასრულა მომწიფება. ამირანის ღვთაებრივ წარმოშობას მიუთითებს მის მხრებზე მზის და მთვარის გამოსახულება, აგრეთვე ის, რომ მისი სხეულის ზოგიერთი ნაწილი ოქროსია. ამირანი უზარმაზარი ზომისაა, თვალები საცერის ტოლა აქვს და საავდროდ გამზადებულ შავ ღრუბელს ჰგავს. ამირანი მგელივით დაუღალავია, თორმეტი წყვილი ხარის ძალა აქვს და მთიდან დაცურებული მორის სისწრაფე; ის იმდენად ძლიერია, რომ დედამიწა ძლივს უძლებს მის სიმძიმეს (თუმცა ვერც კი მოვა ძალით და სიმაღლით ამბრისთან). ამირანის ძალა უხშირესად მის მონათვლას მიეწერება (უეჭველია, რომ ნათლობის მოტივმა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განდევნა უფრო ძველი ინიციაციის მოტივი), თუმცა ზოგჯერ დაკავშირებულია მის ბანაობასთან ჯადოსნურ წყაროში, რომლის მბრძანებელიც იგრი-ბატონია. ამირანის გმირობებში (დევებთან, ვეშაპთან ბრძოლა), რომლებსაც ის სჩადის მის ძმადნაფიცებთან, ბადრისთან და უსიპთან ერთად, ნათლად ჩანს კოსმოგონიურ მოტივებთან კავშირი. ვეშაპი გადაყლაპავს ამირანს, მაგრამ იგი ვეშაპს გვერდს გაუჭრის და განახლებული გარეთ გამოდის. ამასთანავე, ამირანი ნეკნებს შორის განაჭერში დაწნულ ბადეს დგამს, რათა ვეშაპის მიერ გადაყლაპულმა მზემ დაწვას იგი და შეძლოს გარეთ გამოსვლა. ამირანი იტაცებს ზეციურ ქალწულს - ყამარს, რომელიც ციურ ცეცხლს განასახიერებს და ცხოვრობს ზღვის გადაღმა ან ზღვის თავზე დაკიდებულ კოშკში. ამირანი ამარცხებს ყამარის მამას - ამინდის და საავდრო ღრუბლების მბრძანებელ ღვთაებას. ამირანი ასწავლის ადამიანებს მჭედლობას; იგი თვითონაც შესანიშნავი მჭედელია, რომელსაც ხმლის ჭედვაც შეუძლია (მძიმე ხმალი ამირანის აუცილებელი ატრიბუტია). ამირანის სახეში კულტურული გმირის სხვა თვისებებიც ვლინდება. დასავლეთ საქართველოს და აფხაზურ ვარიანტებში იგი მავნე მცენარეებსაც ანადგურებს. ღმერთთან ბრძოლის გამო ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს. ძველი გადმოცემით შვიდ წელიწადში ერთხელ გამოქვაბული იხსნება და ამირანის დანახვა შეიძლება. ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ამირანი მოწამე გმირის თვისებებს იძენს და იესო ქრისტეს, გიორგის, ილიას და სხვ. ეცილება. ამირანის შესახებ თქმულებებმა ასახვა ჰპოვა შუასაუკუნოვან ქართულ ლიტერატურაში, კერძოდ შოთა რუსთაველის ~ვეფხისტყაოსანში~. ამირანი ტიპოლოგიურად პრომეთესთან და აბრსკილთან ახლოს დგას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:14 pm

არმაზი
ქრისტიანობის გავრცელებამდე აღმოსავლეთ საქართველოს (ივერიის) პანთეონის მთავარი ღვთაება. არმაზის შესახებ ცნობები მხოლოდ ძველ ქართულ ხელნაწერებში და არმაზის ტოპონომშია შემორჩენილი. ტრადიციის მიხედვით, არმაზის კულტის შემოღება მეფე ფარნავაზს მიეწერება (ძვ. წ. მე-3 ს.), რომელსაც გარედან უსესხია იგი. არმაზის კერპი წარმოადგენდა მეომარს სპილენძის ჯავშნით და ოქროს მუზარადით, შუბით ხელში და ხელნაწერთა თანახმად, მცხეთაში იდგა მთაზე. არმაზი სინკრეტული ღვთაება იყო, რომელიც უზენაესი ღმერთის (ცის, ჭექა-ქუხილის, წვიმის და მცენარეთა მბრძანებელი) და მეომარი ღმერთის ფუნქციებს ითავსებდა. სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პერიოდში არმაზის კულტი ეწინააღმედგებოდა ადგილობრივ ტომობრივ ღვთაებათა კულტებს. არმაზის დღესასწაულის დღეებში, რომელიც ჩვეულებრივ ზაფხულში იმართებოდა, ფერადი ნაჭრებითა და ყვავილებით მორთულ მცხეთის ქუჩებში მრავალრიცხოვანი მსვლელობები იმართებოდა სამეფო ოჯახის მონაწილეობით. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (მე-4 ს-ის 30-იანი წწ.) არმაზის კულტი გაუქმდა.
ბარბალე
ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი
საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა. ბარბალესადმი მიძღვნილ რიტუალებსა და წეს- ჩვეულებებში გამოიყენებოდა საგნები, რომლებიც მზის სიმბოლოებს წარმოადგენდნენ. თვით ბარბალეს სახელიც (ცნობილია აგრეთვე მისი სხვა ვარიანტები - საერთო ქართული - ბარბარე_ბაბალე და სვანური - ბაბარი_ბარბალი_ბარბოლი) ჰპოვებს ლინგვისტურ პარალელებს წრის, ბორბლის, მოელვარე ალის ქართულ დასახელებებში; ბარბალეს სახელში ვლინდება აგრეთვე ფორმალური და სემანტიკური მსგავსება შუმერულ-აქადურ ეპითეტთან ბიბბირრუ - მოელვარე სხივი, ბრწყინვალება.
ბარბალეს თაყვანს სცემდნენ, როგორც მკურნალს, რომელიც ადამიანებს თვალს უხელს და განკურნავს თავის ტკივილის, ყვავილის და სხვა დაავადებებისგან. ბარბალეს შეეძლო აგრეთვე ადამიანებზე უბედურებები, გასაჭირი და სიკვდილიც მოეწია.
ბატონები
ქართულ მითოლოგიაში ინფექციური დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელი. ცნობილია წითელას (წითელა ბატონები), ყივანახველას (ხველა ბატონები), ყვავილის (დიდი ბატონები) და სხვა დაავადებების მომტანი ბატონები. ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას ~ბატონებო~ (ან ~იავ-ნანას~). სიტყვა ბატონები აგრეთვე ინფექციური დაავადებების ხალხური დასახელებაა.
ბაყბაყ-დევი
ქართულ მითოლოგიაში ტყის კაცი, ერთ-ერთი დევი. ბაყბაყ-დევი, რომელიც ბოროტ საწყისს განასახიერებს (მაგრამ ყოველთვის მარცხდება დადებით გმირთან), წარმოგვიდგება მრავალთავიან არსებად, რომლის სიმძიმეს ძლივს უძლებს დედამიწა, კაციჭამიად, რომელიც თავის დამხმარეებთან ერთად ჭამს ადამიანებს.
ბედის მწერლები
ქართულ მითოლოგიაში ღვთაება (ან რამდენიმე ღვთაება), რომელიც ადამიანის ბედს განაგებს. ბედის მწერლები გარდაცვლილთა სამეფოში ცხოვრობენ და მუდმივად იყურებიან `ბედის წიგნში~. მზის ქვეშ ადამიანის ცხოვრების ბედით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ბედის მწერლები ამის შესახებ გარდაცვლილთა სამეფოს მბრძანებელს (სულეთის ღმერთს) აცნობებენ, რომელიც გზავნის შემხვედრებს (მგრებრებს), რათა ადამიანს ამოაცალონ სული და ჩააბრძანონ გარდაცვლილთა სამეფოში (სულეთში). ზოგჯერ ბედის მწერლები შეცდომით იძახებდნენ სულეთში ადამიანის სულს, რომლის დედამიწაზე ცხოვრების ვადა ჯერ კიდევ არ იყო გასული. ასეთ შემთხვევაში ისინი სულს სხეულს უბრუნებდნენ და ადამიანი აგრძელებდა ცხოვრებას მისთვის განკუთვნილი ვადით.
არსებობს გადმოცემები ადამიანთა შესახებ, რომლებმაც მოინახულეს გარდაცვლილთა სამეფო (მკვდარში ჩართულები), რომლებიც მიწაზე დაბრუნების შემდეგ წინასწარმეტყველები ხდებოდნენ და სულეთის ამბებს ჰყვებოდნენ. ბედის მწერლების ფუნქციები ზოგჯერ თვითონ სულეთის ღმერთს მიეწერებოდა.
ბერი-ბერა
ქართულ მითოლოგიაში აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში (მთიულეთში, გუდამაყარში) ანთროპომორფული ღვთაება, რომელიც მოსავლის მფარველია და საქონლის ნაყოფიერებას და მოსახლეობის ზრდას უწყობს ხელს. ბერი-ბერა აგრარული კალენდარული დღესასწაულების ერთ-ერთი პერსონაჟია. წინასაახალწლო რიტუალის დროს მამაკაცთა შორის უფროსი, რომელიც ბერი- ბერას განასახიერებდა, სახლში ჯოხზე გადამჯდარი (ბერბერა) შედიოდა მისალმებებით და კეთილი სურვილებით.
ბერიკა
ქართულ მითოლოგიაში ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ღვთაება; უხშირესად თხის სახით წარმოიდგენდნენ. ბერიკა ნაყოფიერების და ბუნების აღორძინების საგაზაფხულო აგრარული დღესასწაულის - ბერიკაობის მთავარი პერსონაჟია, რომლის მონაწილენიც თხის და ცხვრის ტყავს იცვამდნენ, ჩლიქებს და რქებს იმაგრებდნენ და სახეს შავად იღებავდნენ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:15 pm

ბოსელი
ქართულ მითოლოგიაში შინაურ ცხოველთა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება. ქართული სამესაქონლეო და აგრარული დღესასწაულის - ბოსლობის, აგრეთვე ღვთაების სახელის და ეპითეტების ანალიზის საფუძველზე ბოსელის, როგორც ღვთაების თავდაპირველი სახე მწარმოებელი ხარის სახით წარმოგვიდგება. საახალწლო დღესასწაულთა ციკლში ბოსელს აგრეთვე ბერი და ბასილი ეწოდება.
ბოჩი
ქართულ მითოლოგიაში ღვთაება, რომელიც კავკასიონის ქედის შვიდ მწვერვალზე სუფევს. ბოჩის სახელს უკავშირდება გარეულ ცხოველთა ყოფა- ცხოვრებაში შემორჩენილი სახელები ~ოჩი~ და ~ვოჩი~. რიგი მკვლევარებისა თვლის, რომ ბოჩი მესაქონლეობის და მიწის ნაყოფიერების უძველესი ღვთაების სახელია.
გაცი და გაიმი
ქართულ მითოლოგიაში ღვთაებები, რომლებსაც ქრისტიანობის გავრცელებამდე სცემდნენ თაყვანს. გაცზე და გაიმზე ცნობები მხოლოდ ხელნაწერებშია შემონახული. ამ ხელნაწერების თანახმად, გაცის ოქროს კერპი და გაიმის (გას) ვერცხლის კერპი არმაზის და ქართული წარმართული პანთეონის სხვა ღვთაებების კერპების გვერდით იდგა და ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ განადგურდა. ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი ~ყველაზე იდუმალის გამგეებად~ მოიხსენიება.
გველისფერი
ქართულ მითოლოგიაში ღვთაების დამხმარე, რომელიც ჯაჭვით დაბმული გველის ან გველეშაპის სახით გვევლინება. გველისფერი განგმირავს ღვთაების მტრებს, ხოლო მის ერთგულ მსახურებს გასაჭირში ეხმარება. ამასთან ერთად, ჯაჭვიდან აშვებული გველისფერი სჯის ღვთაების ურჩ თაყვანისმცემლებს.
გიორგი
ქართულ მითოლოგიაში წმინდა გიორგისთან (ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ) იდენტიფიცირებული პერსონაჟი. რიგ მკვლევართა აზრით, გიორგის სახელი, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ მოტივთა და სიუჟეტთა უმეტესობა, ქრისტიანობამდელი წარმოშობისაა. გიორგის ხალხურმა კულტმა თავის თავში გააერთიანა სხვადასხვა ძველი წარმოდგენა, რომელთა თანახმადაც იგი არის გარეულ ცხოველებზე მონადირე, მიწათმოქმედების მფარველი, ზეციური ცეცხლის და ჭექა-ქუხილის მბრძანებელი. მოტივმა ღვთაება-მხედარზე, მონადირეზე, რომელიც თავისი ყოველწლიური სიკვდილით და აღდგომით განასახიერებდა ბუნების ყოველწლიურ კვდომას და აღორძინებას, უკვე ქრისტიანულ ეპოქაში ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდად წმინდა გიორგის წამებაზე. ამ ლეგენდის თანახმად, გიორგის სხეული ღმერთმა 360 ნაწილად დაყო და იმ ადგილებში, სადაც ისინი იქნა გაბნეული, აშენდა ტაძრები. მრავალ ისტორიულ წყაროში (კათოლიკე მისიონერების და რუსი ელჩების ჩანაწერები, ქართველ ისტორიკოსთა თხზულებები) დაფიქსირებულია წარმოდგენა სამსხვერპლო ცხოველთა შესახებ, რომლებიც თითქოს თავისი ნებით მიდიან დასაკლავად გიორგისადმი მიძღვნილ ტაძრებში; თავდაპირველად ირემი მოდიოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალებმა წაბილწეს იგი, გასინჯეს რა მისი სამსხვერპლო ხორცი, გიორგიმ ირემი ხარით შეცვალა. ამ სიუჟეტში ასახულია უძველესი მითოლოგიური წარმოდგენების ტრანსფორმაცია - ველური ბუნების სულის გარდაქმნა კულტურული მეურნეობის (მესაქონლეობის) მფარველად.
ქრისტიანული წმინდა გიორგის კულტის გავრცელების შემდეგ ამ უკანასკნელთან იგივდებოდა მრავალი ძველი ღვთაება - ჯარგი, ჯგრაგი (სვანებთან), ჯეგე (მეგრელებთან), ქართველ მთიელთა ლოკალური ღვთაებები (ჯვარი).
დალი
ქართულ მითოლოგიაში ნადირობის ქალღმერთი, ველური ცხოველების მფარველი. საქართველოს მთიანეთში (უმეტესად სვანეთში) გავრცელებული გადმოცემების თანახმად, დალის გარეგნობა მზეთუნახავის გარეგნობას წააგავს. დალი მიუვალ კლდეებზე ცხოვრობს, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები. დალი მაქციაა, მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით. მის რჩეულ მონადირეს, რომელიც მასთან სიყვარულს გაიზიარებს, დალი ეხმარება ნადირობაში მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავს. ამ პირობის დამრღვევი მონადირე აუცილებლად იღუპება. დალის და უცნობი მონადირის შვილად ითვლება ამირანი.
დედაბერი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ზოგი მათგანი კაცთმოყვარეა, კეთილგანწყობილი და ეხმარება გმირებს, ზოგი კი პირიქით, ადამიანთა მიმართ მტრულად არის განწყობილი. ამ უკანასკნელთ ემორჩილებიან ბუნებრივი სტიქიები, რომელთაც ისინი იყენებენ, რათა ხელი შეუშალონ გმირს მიზნის განხორციელებაში.
დევი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ბოროტი სულები. დევები თმით დაფარული ზოომორფული არსებები არიან რქებით და მრავალი თავით (სამიდან ასამდე). თავების რიცხვის ზრდასთან ერთად მათი ძალაც მატულობს. მოკვეთილი თავის ადგილზე ახალი ამოდის. დევები მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, მაგრამ შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ. ჩვეულებრივ, ერთად ცხოვრობს შვიდი-ცხრა ძმა დევი. დევები მესაქონლეობას და ნადირობას მისდევენ, იტაცებენ და ატყვევებენ ლამაზ ქალებს. საქართველოს მთიელებში დევი მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები. დევების ქალური პერსონიფიკაციები ნაკლებად ბოროტები არიან, ისინი იფარებენ მომხდურებს და იცავენ მათ თავისი კაციჭამია შვილებისაგან.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:16 pm

დობილნი
ქართულ მითოლოგიაში (აღმოსავლეთ საქართველოს მთიელებში) ღვთაებათა დამხმარე სულები. გადმოცემების თანახმად, დობილნი პატარა ბავშვების და ქალების სახეს იღებენ. მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს ისინი მოლზე გამოდიან ბურთის სათამაშოდ. შემთხვევით მათ შორის მოხვედრილ ადამიანს ისინი თელავენ, რის შედეგადაც იგი ავად ხდება. როდესაც მთის მწვერვალებიდან მზის პირველი სხივები გამოჩნდება ხოლმე, დობილნი სოფლებს შეესევიან და მათ მცხოვრებლებს ავადმყოფობებს უგზავნიან. დობილნი ძირითადად მხოლოდ ქალებს და ბავშვებს ვნებენ, რადგან მამაკაცებს ვერ უმკლავდებიან. სოფლებში მათდამი მიძღვნილი სპეციალური სამლოცველოები შენდებოდა ხოლმე.
ვეშაპი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ზოომორფული არსებები, ურჩხულები. ძველ კოლხეთში უზარმაზარი თევზის სახით გამოსახავდნენ. ხშირად ვეშაპი მრავალთავიანი არსების სახით გვევლინება. განარჩევენ თეთრ, წითელ და შავ (ყველაზე ძლიერ) ვეშაპებს. ვეშაპები წყლის სტიქიასთან არიან დაკავშირებული და იტაცებენ წყალს ჭებიან, მდინარეებიდან, ტბებიდან, წყლის სარგებლობისთვის ითხოვენ ქალწულის მსხვერპლად შეწირვას. ისინი შთანთქავენ მზეს, მტრობენ კეთილ გმირებს, თუმცა, საბოლოო ჯამში, მათთან მარცხდებიან. ვეშაპების ბოროტი ფუნქციები ხშირად დევებზე გადადის. ზოგ სიუჟეტში გმირების მფარველთა როლში გვევლინებიან, მაგრამ მათი საჩუქრები გმირებისთვის აკრძალვას შეიცავს. გმირის მიერ აკრძალვის დარღვევა მის სიკვდილს იწვევს. ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში ვეშაპი ურწმუნოების და კერპთაყვანისმცემლობის სიმბოლოა.
ზადენი
ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ.წ. მე-2 ს-ის პირველ ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ ყაზადან-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა.
თედორე (თევდორე)
ქართულ მითოლოგიაში აგრარული ღვთაება; თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ, როგორც მიწათმოქმედების მფარველს, მოგვიანებით კი, როგორც ცხენების მფარველსაც. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღვთაების ხალხური კულტი თანამოსახელე ქრისტიანული წმინდანის (წმინდა თევდორეს) კულტს შეერწყა.
თედორე ითვლება `დიდ მშრომელ-მიწათმოქმედად~ და მოიხსენიება, როგორც `დიდი ბატონი~. თედორეს ეპითეტი `შავი~, `შავგვრემანი~ მიწის შავ ფერს შეესაბამება. თედორეს ეძღვნება საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული ~თედორობა~, რომელიც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ემთხვევა. ამ დღეს აცხობდნენ სარიტუალო პურს სასოფლო-სამეურნეო იარაღების და ცხოველთა (ცხენების) გამოსახულებებით, აწყობდენ რიტუალურ თესვას.
იახსარი
აღმოსავლეთ საქართველოს მთიელების (ფშავ-ხევსურეთი) მითოლოგიაში ღვთაება ხვთისშვილთა (ღმერთის შვილთა) რიგიდან. სხვა ხვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლებოდა, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. იახსარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და სხვ. მებრძოლ ღვთაებას, რომელიც იცავს როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ისე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა. შ.) გარდაცვლილთაგან. ამ ფუნქციების გამო და ასევე მოსახლეობის მიგრაციის შედეგად იახსარის კულტმა ფართო გავრცელება ჰპოვა აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში და სხვა რაიონებში. იახსარს უკავშირდება გამარჯვება დევებზე, რომლებიც ავიწროებდნენ ფშავ-ხევსურეთის მოსახლეობას, ბილწავდნენ მათ სალოცავებს, პატივს ჰყრიდნენ მათ ქალებს, კლავდნენ ბავშვებს. ამით შეწუხებულმა მთიელებმა თავიანთ ღვთაებებს მიმართეს და სთხოვეს დახმარება დევების განდევნაში. ღმერთის კართან სათათბიროდ შეკრებილმა ხვთისშვილებმა უზენაეს ღმერთს დევების დასჯა სთხოვეს. წინამძღოლის ასარჩევად ღმერთმა ხვთისშვილთა ძალა გამოსცადა. შეჯიბრში იახსარმა და კოპალამ გაიმარჯვეს, რომლებიც ჩაუდგნენ კიდევაც ლაშქრობას სათავეში. მათ გაანადგურეს დევების ჯარი, მოკლეს მათი გოლიათები მუზა და ბეღელა. ამის შემდეგ დევები უხილავნი გახდნენ და სამუდამოდ მიატოვეს მათი მიწები.
კვირია
ქართულ მითოლოგიაში ღვთაება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა წარმოდგენით კვირია ლოკალური სათემო ღვთაებების – ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი. კვირიას საპატივცემულოდ ეწყობოდა დღესასწაულები კვირიცხოვლობა, ხალარჯობა ღამისთევით, მსხვერპლის შეწირვით და საკულტო ნადიმებით. დღესასწაულების დროს მწვანე ტოტებით ქოხებს აშენებდნენ.
დასავლეთ საქართველოს მთიელებში კვირია ბუნების ნაყოფიერების მამაკაცური ღვთაებაა. მას ეძღვნებოდა ადრეული საგაზაფხულო დღესასწაულები, რომლებიც რვა ცალკეულ რიტუალს შეიცავდა. დღესასწაულთა დროს აშენებდნენ
თოვლის კოშკს, აწყობდნენ მეზობელ სოფლებს შორის შეჯიბრებებს, მღეროდნენ ჰიმნებს, თამაშდებოდა სცენები, რომლებშიც თვალნათლივ მოსჩანდა ღვთაების ფალოსური ბუნება. დასავლეთ საქართველოს მთიელთა ცალკეულ სიმღერებში კვირია აგრეთვე უზენაეს ღვთაებად გვევლინება, რომელიც ზეცას და ზეციურ წყალს განაგებს. კვირიას ჰიმნს გვალვის დროს მღეროდნენ, რომ წვიმა მოსულიყო.
კოპალა
ქართულ მითოლოგიაში ხევსურთა ლოკალური ღვთაება ხვთისშვილთა რიგიდან. ხალხური ეტიმოლოგია მის სახელს კომბალიდან აწარმოებს. კოპალა იახსართან ერთად ებრძვის დევებს და ამარცხებს მათ. მითის ზოგ ვარიანტში კოპალა ერწყმის იახსარს ერთ პერსონაჟად ან მის ორეულად გვევლინება (ამ შემთხვევაში კოპალა ხევსურული, ხოლო იახსარი ფშავური ღვთაებაა). კოპალას მთავარი სალოცავი ლიკოკის ხეობაში, კარატის მთის მწვერვალზე დგას. ხევსურთა რწმენით, კარატის ჯვრის თაყვანისცემა იცავს წყალში დახრჩობისგან და ზვავში მოყოლისგან, მას უკავშირდება მოჯადოებულთა და სულიერად დაავადებულთა განკურნება და სხვ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:16 pm

კუდიანი
ქართველთა მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ფოლკლორში გრძნეული ქალები. კუდიანები მახინჯები და კუზიანები არიან, დიდი კბილები და ეშვები აქვთ, მიწამდე სიგრძის თმები და მხრებზე გადაკიდებული ძუძუები. კუდიანებს ნებისმიერი სახის მიღება და ადამიანის მოჯადოება შეუძლიათ. ისინი ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ და გადაადგილდებიან კატაზე, მამალზე, მგელზე ან სხვა ცხოველებზე ამხედრებულები ან გადაადგილებისთვის საყოფაცხოვრებო საგნებს იყენებენ - ქოთანს, როდინს, ცოცხს და სხვ. მათი წინამძღოლის – როკაპის დაძახებაზე კუდიანები ტაბაკონის მთაზე იკრიბებიან.
მამბერი
ქართულ მითოლოგიაში მგლების მბრძანებელი. თაყვანს სცემდნენ სვანები და დასავლეთ საქართველოს სხვა მთიელები. როდესაც მამბერი კმაყოფილი იყო ადამიანებით, იგი მგლებს პირს უკრავდა, ხოლო განრისხების ჟამს, პირიქით, საქონელზე მიუშვებდა ხოლმე მათ.
მაცილი
ქართულ მითოლოგიაში ბოროტი სულები საიქიოდან. აშინებენ მგზავრებს და მონადირეებს, ააცდენენ მათ სწორი გზიდან, კლავენ ბავშვებს, აჯადოებენ ადამიანებს და საქონელს. მაცილებს მოსდევს კოპალა, რომელიც მათ კეტით და მშვილდ-ისრით კლავს. მაცილთა დედა ზოგჯერ დევების დედად მოიხსენიება; მას ეძღვნება სალოცავი სოფელ როშკაში, სადაც ქალები მსხვერპლად სწირავენ ცხოველებს.
მზეთუნახავი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალი, რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში; გმირმა, რომ მოიპოვოს იგი, უნდა შეასრულოს ურთულესი დავალება ან გამოიცნოს მისი გამოცანები. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. მზეთუნახავი კეთილია და გამჭრიახი. ჯადოსნური საგნების მეშვეობით იგი ეხმარება გმირს, რომელსაც მიჰყვება ცოლად.
მინდორთ ბატონი
ქართულ მითოლოგიაში მინდვრების და ველური ყვავილების მფარველი. მინდორთ ბატონს მშვენიერი ქალიშვილი ჰყავს (მინდორთ მბრძანებელი), რომელიც იმდენად მსუბუქია, რომ ყვავილებზე დადის; იგი მცენარის მტვრით იკვებება და მცენარის წვენს სვამს. ხალხური გადმოცემებით, მინდორთ ბატონის ქალიშვილი იღუპება, როდესაც მას ადამიანი დაიჭერს.
მიჭპა
ქართულ მითოლოგიაში (სვანებში) ღვთაება - მსხვილი რქოსანი საქონლის მფარველი ზამთრის პერიოდში.
ნაწილიანი
ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს
ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი ~წილები~, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.
ოჩოკოჩი
ქართულ მითოლოგიაში ტყის ღვთაება. ოჩოკოჩს მეტყველება არ შეუძლია, მაგრამ მისი ხმა ადამიანებს თავზარს სცემს. ოჩოკოჩის სხეული ჟანგისფერი თმით არის დაფარული. მას გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვს, მკერდზე კი ნაჯახის მსგავსი წანაზარდი, რომლითაც ოჩოკოჩი შუაზე სჭრის მის მოწინააღმდეგეს. ადამიანის მიერ მოკლული ოჩოკოჩი მეორე გასროლის შემდეგ ცოცხლდება. გავრცელებული სიუჟეტების თანახმად ოჩოკოჩი ელტვის ტყის დედოფლის ტყაში-მაფას სიყვარულს.
ოჩოპინტრე, ოჩოპინტე
ქართულ მითოლოგიაში გარეულ ცხოველთა წინამძღოლი და მფარველი. მისი სახელის პირველი ნაწილი (ოჩო), ქართული პანთეონის სხვა ღვთაებას – ბოჩის უკავშირდება, ხოლო მეორე ნაწილი (პინტე, პინტრე) - ბერძნულ პანს. ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს. მონადირე სანადიროდ წასვლამდე (და ნადირობისას) ოჩოპინტრეს ევედრება იღბალს და ნადირის მოკვლის ნებართვას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:17 pm

პირქუში
ქართულ მითოლოგიაში ღვთაებრივი მჭედელი. სახელი და ეპითეტი (ცეცხლოვანი) პირქუშის ქტონურ ძალებთან (დევებთან, ქაჯებთან და სხვ.) კავშირზე მიუთითებს. დევების მიერ დატყვევებული პირქუში მათთვის იარაღს, ოქროს და ვერცხლის საგნებს ჭედავს. ტყვეობიდან პირქუშს იხსნის იახსარი მისთვის ზარის დამზადების პირობით. პირქუშს მიეწერება ფიალების, თასების, ქვაბების და სხვა საგნების დამზადება.
რაში
ქართულ მითოლოგიაში გმირების სწრაფი და ყოვლისშემძლე ცხენები; მათ სახელს ირანული და ტაჯიკური მითო-პოეტური ტრადიციების ლეგენდარული ცხენის რახშის სახელთან მივყავართ. რაშები არაჩვეულებრივად ჩნდებიან: ისინი იბადებიან ადამიანის კუნთებიდან, ამოდიან ზღვიდან, იზრდებიან მიწიდან. განარჩევენ მიწიერ, ზღვის და ზეციურ რაშებს. მიწიერი რაშები კეთილი ფუნქციებით ხასიათდებიან, გამჭრიახები არიან და წინასწარმეტყველური უნარი აქვთ; ისინი ეხმარებიან გმირებს და მათ ყველა დავალებას ასრულებენ. ზღვის რაშები ველური ბუნებით ხასიათდებიან; გმირებს ისინი ზღვის სიღრმიდან ჯადოსნური აღვირით ან მიწიერი რაშების დახმარებით ამოჰყავთ. ზღვის რაშის რძე სამკურნალოა, მაგრამ მისი მოპოვება ხიფათთან არის დაკავშირებული. ზეციური რაშები ჩვეულებრივ ფრთოსანნი და ცეცხლისმფრქვევლები არიან. მათი გახედვნა ძალიან ძნელია, მაგრამ მოთვინიერების შემდეგ გმირების ერთგული მსახურნი ხდებიან და მათ ყველა სურვილს ასრულებენ.
როკაპი
ქართულ მითოლოგიაში კუდიანების მეთაური, რომლებსაც მისთვის ადამიანთა გულები მოაქვთ. ღმერთის მიერ დასჯილი როკაპი მიწაში ღრმად ჩასობილ რკინის ბოძზეა მიბმული. როკაპი ყოველ წელს ცდილობს ბოძის ამოგლეჯას და განთავისუფლებას, მაგრამ როდესაც თითქმის ახერხებს ამას, ბოძზე ჩიტი ჯდება; როკაპი მას ჯოხს მოუქნევს, ჩიტი გაფრინდება, ხოლო ბოძი კვლავ ღრმად ჩადის მიწაში.
სამძიმარი
ქართულ მითოლოგიაში ქაჯეთიდან მოტაცებული ქალი-ქაჯი. სამძიმარის მოტაცება ხახმატის გიორგის სახელს უკავშირდება. ამ წარმოდგენაში, ისევე, როგორც სამძიმარის შემდგომი ნათლობის სიუჟეტში აისახა წმინდა გიორგის მიერ წარმართი მეფის მოქცევის გავრცელებული მოტივი. სამძიმარი შეიძლება უბრალო მოკვდავს ძილში გამოეცხადოს. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს.
სახლის ანგელოზი
ქართულ მითოლოგიაში ოჯახის, კერძოდ ცოლ-ქმრული ურთიერთობების მფარველი ღვთაება. ოჯახის წევრებს შორის ჩხუბი სახლის ანგელოზის განრისხებას მიეწერებოდა. ამ შემთხვევაში მას ცხვარს ან გოჭს სწირავდნენ და მსხვერპლის სისხლს სახლის კარს და კედლებს უსვამდნენ.
ტყაში-მაფა
ქართულ მითოლოგიაში ტყის დედოფალი, გარეულ ცხოველთა მბრძანებელი. ხალხური წარმოდგენებით ტყაში-მაფა ოქროსთმიანი (ზოგჯერ შავთმიანი) მშვენიერი ქალია, რომელიც ტყეში ცხოვრობს. მასზეა დამოკიდებული მონადირის იღბალი. ტყაში-მაფა მონადირესთან საიდუმლო სასიყვარულო კავშირს ამყარებს; საიდუმლოს გაცემის შემთხვევაში იგი მის რჩეულს სიკვდილს მოუვლენს (ზოგჯერ ქვად აქცევს), ხოლო მის ოჯახს გააღატაკებს. ტყაში-მაფას სიყვარულს ეძიებს ოჩოკოჩი, რომლის ძალადობის გამო ტყაში-მაფა კვდება (ან მონადირის ხელშეწყობით შველის თავს). ზოგი მკვლევარი ტყაში-მაფას დალისთან და უსახელო ~ტყის ქალის~ სახელთან აკავშირებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გავრცელებულ გადმოცემებსა და რიტუალურ სიმღერებში გვხვდება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:17 pm

ფასკუნჯი
ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში დრაკონის მსგავსი ფრინველი. ფასკუნჯთან დაკავშირებული ადრეული მითოლოგიური მოტივები არ შემონახულა. უფრო გვიანდელ ტრადიციებში ფასკუნჯის სახემ ფრინველ სიმურგის შესახებ ირანული წარმოდგენების მნიშვნელოვანი გავლენა განიცადა. ფასკუნჯი უზარმაზარი ძალით და გაუმაძღრობით გამოირჩევა. მის ფრთებს მაგიური ძალა აქვთ. ფასკუნჯის ფრთის შეხება ჭრილობას კურნავს. ფრთის დაწვით მისი გამოძახება შეიძლება. ფასკუნჯი ქვედა სამყაროში ცხოვრობს და მისი შვილების გველეშაპისგან გადარჩენის სამაგიეროდ გმირი ზევით ამოჰყავს. ფოლკლორში დემითოლოგიზებული ფასკუნჯი ადამიანურ არსებას ემსგავსება. არსებობს აგრეთვე წარმოდგენები ბოროტი ფასკუნჯების შესახებ, რომლებიც დევების მსგავსად მტრობენ ადამიანებს.
ქაჯი
ქართულ მითოლოგიაში სულები; უსიამოვნო გარეგნობის ანთროპომორფული არსებები. ქაჯების მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ქაჯეთი ეწოდება. ქაჯებს შეუძლიათ დღის - ღამედ, ღამის კი - დღედ ქცევა, ზღვაზე ქარიშხლის გამოწვევა, ისინი ძირავენ ხომალდებს, თავისუფლად გადაადგილდებიან წყლის ზედაპირზე, გადაქცევის და გაუჩინარების უნარი აქვთ. განარჩევენ მიწიერ და წყლის ქაჯებს. მიწიერი ქაჯები ტყეებში და მიუვალ კლდეებში ცხოვრობენ, მტრობენ ადამიანებს, სასიკვდილოდ სცემენ ან აგიჟებენ მათ. წყლის ქაჯები მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობენ. ისინი ნაკლებ ბოროტები არიან და ხშირად ეხმარებიან მეთევზეებს. ქალი-ქაჯები სილამზით გამოირჩევიან, ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებს ამყარებენ, ხშირად უბედურებისაგან იხსნიან მათ, მიყვებიან ცოლად გმირებს.
ღმერთი
ქართულ მითოლოგიაში ცის უზენაესი ღვთაება, ღვთაებების მამა, სამყაროს მბრძანებელი, შემოქმედი და მსოფლიო წესრიგის (მორიგე-ღმერთი), აგრეთვე ბუნების და ადამიანთა სიცოცხლის გამგებელი. ღმერთმა გამოჭედა ცა, შექმნა ხმელეთი და ზღვები, გაანათა ისინი ქალწული მზის - მზექალის შუქით, შექმნა დანარჩენი ღვთაებები - ხვთისშვილები. ღმერთი მეცხრე (მეშვიდე) ცაზე ცხოვრობს და ოქროს ტახტზე დაბრძანდება. იგი განაგებს სამყაროს და ადამიანთა საქმეებს და თავის ნება-სურვილს ხვთისშვილების მეშვეობით გამოთქვამს. ის ჭექა-ქუხილის და ციური ცეცხლის მფლობელი და მართლმსაჯულების ღვთაებაა. ღმერთი განსაზღვრავს ადამიანთა ბედს, აძლევს მათ მოსავალს, დღეგრძელობას, ნაყოფიერებას და იცავს მათ ყოველივე ცუდისგან. იგი ყველგან მყოფი და ყველაფრის მცოდნეა, ერთიანი, მაგრამ მრავალრიცხოვანი თავის ~ნაწილებში~, რომელთა საშუალებით ნებისმიერი არსების სახით შეიძლება მოგვევლინოს. ღმერთს თან ახლავს მისი ერთგული ძაღლები (ან მგლები), რომლებსაც ის ადამიანთა საშველად ან დასასჯელად აგზავნის. ღმერთი წარმოდგენილია ოქროს პირით და საშინელი, ანთებული თვალებით. მისი წმინდა ცხოველი და სავარაუდო ზოომორფული წინასახე ბუღა-ხარია. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი ბიბლიურ მამა-ღმერთთან გაიგივდა.
ყამარი
ქართულ მითოლოგიაში ციური ქალწული, ამირანის შესახებ თქმულებების პერსონაჟი. ყამარის გარეგნობა და ხასიათი მზეთუნახავისას წააგავს. ყამარი კეთილი არსებაა, ერთგულად უყვარს ამირანი, რომელიც იტაცებს მას ზღვისიქითა
ქვეყნიდან, ამარცხებს რა მამამისს - ამინდის და საავდრო ღრუბლების მეუფეს და ქაჯების მბრძანებელს. ყამარი მას შემდეგაც ელის თავის შეყვარებულს, რაც მას კლდეზე მიაჯაჭვავენ. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ყამარის მოტაცება ზეციური ცეცხლის მოტაცებას განასახიერებს (აქედან სიუჟეტის დაკავშირება ბერძნულ პრომეთესთან).
ხვთისშვილი
ქართულ მითოლოგიაში მეორეხარისხოვან ღვთაებათა (კოპალას, იახსარის და სხვ.) საერთო სახელწოდება. ჩვეულებრივ, ხვთისშვილები უზენაესი ღმერთის შვილებად ითვლებიან.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 4:18 pm

ჯვარი
ქართულ მითოლოგიაში (ხევსურებში) ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები ~ხვთისშვილი~, ~ღვთისნადები~. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. ფშავში და თუშეთში ჯვარს ხატი შეესაბამება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 7:37 pm

''ქართულ მითოლოგიაში ინფექციური დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელი. ცნობილია წითელას (წითელა ბატონები), ყივანახველას (ხველა ბატონები), ყვავილის (დიდი ბატონები) და სხვა დაავადებების მომტანი ბატონები. ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას ~ბატონებო~ (ან ~იავ-ნანას~). სიტყვა ბატონები აგრეთვე ინფექციური დაავადებების ხალხური დასახელებაა.''



ძალიან საინტერესოა.ინფექციური დაავადებების დროს ასეთი ქცევა ხალხის ემპირიულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. ახლაც 21-ე საუკუნეში ბავშვთა ამ ინფექციური დაავადებების მკურნალობა სიმპტომატურია მხოლოდ.
და ძირითადი რეცეპტი-არის რაც შეიძლება ბევრი დადებითი ემოციები პატარას.SmileSmile
ანუ ის ''რიტუალები''- სიმღერები,წითელი ფერი,ის რომ ავადმყოფი ბავშვის სურვილი იყო კანონი-სამედიცინო ენაზე იწვევდა დადებით ემოციებს და სიხარულს პატარაში და დაავადების კლინიკური ნიშნები ადვილად ლაგდებოდა უფრო.და გართულებები ნაკლებად იყო.SmileSmileSmileროგორც წესი ბავშვთა ინფეციური დაავადებების გართულებებს ვმურნალობთ მედიკამენტოზურადSmile
ცოტა გადავუხვევ -ქალები,რომლებსაც ახალი პალტო და ჩექმა აქვთ სეზონზე გაცილებით ნაკლებად ხდებიან ვირუსული ინფექციით-გრიპით -ავად.
ანუ მათ აწეული გუნება განწყობა აქვთ ახალი ''შმოტკების'' გამო.და ეს დადებითად მოქმედებს მათ იმუნიტეტეზეSmile

რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით დაადასტურესSmile


ასეთი საინტერესოა ხალხის ცოდნა.იგივე ფოლკლორში ,ზეპირსიტყვიერებაში სამედიცინო ემპირიული ცოდნის საინტერესო რამეებია ჩაწნულიSmile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3966
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 8:23 pm

nini wrote:
''ქართულ მითოლოგიაში ინფექციური დაავადებების მომტანი სულების კრებითი სახელი. ცნობილია წითელას (წითელა ბატონები), ყივანახველას (ხველა ბატონები), ყვავილის (დიდი ბატონები) და სხვა დაავადებების მომტანი ბატონები. ბატონები ძველი ქართული ღვთაების, ნანას შვილებად ითვლებოდნენ. ოჯახში, რომლის ერთ-ერთი წევრიც ავადმყოფობს, ბატონების გასამასპინძლებლად ტკბილეულს ამზადებენ, დგამენ საჩუქრებით მორთულ ხეს, ანთებენ ზეთის კანდელს, ავადმყოფის ოთახში წითელ ნაჭრებს ჰკიდებენ, ასრულებენ რიტუალურ სიმღერა-ლოცვას ~ბატონებო~ (ან ~იავ-ნანას~). სიტყვა ბატონები აგრეთვე ინფექციური დაავადებების ხალხური დასახელებაა.''



ძალიან საინტერესოა.ინფექციური დაავადებების დროს ასეთი ქცევა ხალხის ემპირიულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. ახლაც 21-ე საუკუნეში ბავშვთა ამ ინფექციური დაავადებების მკურნალობა სიმპტომატურია მხოლოდ.
და ძირითადი რეცეპტი-არის რაც შეიძლება ბევრი დადებითი ემოციები პატარას.SmileSmile
ანუ ის ''რიტუალები''- სიმღერები,წითელი ფერი,ის რომ ავადმყოფი ბავშვის სურვილი იყო კანონი-სამედიცინო ენაზე იწვევდა დადებით ემოციებს და სიხარულს პატარაში და დაავადების კლინიკური ნიშნები ადვილად ლაგდებოდა უფრო.და გართულებები ნაკლებად იყო.SmileSmileSmileროგორც წესი ბავშვთა ინფეციური დაავადებების გართულებებს ვმურნალობთ მედიკამენტოზურადSmile
ცოტა გადავუხვევ -ქალები,რომლებსაც ახალი პალტო და ჩექმა აქვთ სეზონზე გაცილებით ნაკლებად ხდებიან ვირუსული ინფექციით-გრიპით -ავად.
ანუ მათ აწეული გუნება განწყობა აქვთ ახალი ''შმოტკების'' გამო.და ეს დადებითად მოქმედებს მათ იმუნიტეტეზეSmile

რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით დაადასტურესSmile


ასეთი საინტერესოა ხალხის ცოდნა.იგივე ფოლკლორში ,ზეპირსიტყვიერებაში სამედიცინო ემპირიული ცოდნის საინტერესო რამეებია ჩაწნულიSmile

Arrow

მე რომ წითელა მოვიხადე, მერე ჩემმა ძმამაც - ჩონგურზე გვიმღეროდა დედა...
მე ის ნამღერი არ მავიწყდება ახლაც...
წითელა ბატონებს უმღეროდა და მე გაოგნებული ვკითხულობდი, როიმ - აბა, სად იყვნენ წითელა ბატონები...
არა ჩანდნენ თვალით, მაგრამ მაინც იყვნენ...
და მე ”მე” კი არ ვიყავი, წითელა ბატონები მყავდა უფროსებად...
იმათ ეკითხებოდათ ყველაფერი და - არაო, სათამაშოდ არაო, ლოგინში უნდა იწვეო...
და ჩემთვის მაშინ ტანჯვა-წვალება იყო ლოგინში წოლა...

ნეტავ, ეხლა ლოგინში დამაწვენდეს ვინმე - დავწვებოდი და ვიკითხავდი და ვიკითხავდი სულ კაი რამეებს... რეზო ინანიშვილებს და ვაჟა-ფშაველებს და ჰერმან ჰესეებს და ომარ თურმანაულებს და ბესიკ ხარანაულებს და ბესო ხვედელიძეებს და კიდევ ბევრს...

Smile


Last edited by გამრიგე on Fri Mar 20, 2009 12:25 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Mar 19, 2009 11:24 pm

http://geomythology.gol.ge/ქართული მითოლოგია
Georgian Mythology
საიტზე წარმოდგენილი ინფორმაცია ამოკრეფილია მითოლოგიური ენციკლოპედიიდან “მსოფლიოს ხალხთა მითები”, ს.ტოკარევის რედ. მოსკოვი, “საბჭოთა ენციკლოპედია”,1987



იბერიულ-კავკასიური მითოლოგია

ქართული მითოლოგიის პერსონაჟები

ინტერნეტის მითოლოგიური რესურსები

SmileSmileSmile
Back to top Go down
View user profile
2x+1



Female
Number of posts : 15
Age : 98
Location : ასათიანი
Job/hobbies : უსაქმურების არმიის გენერალსიმუსი
Humor : x2+2ab+85
Registration date : 07.03.09

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Sat Mar 21, 2009 11:20 pm

ნეკერ, ეს ყველაფერი კარგი მაგრამ...მაინტერესებს ვინმე თუ კითხულობს ამას Very Happy დიდ მასალას დებ ერთ ჯერზე და... კარგი იქნება თუ ეს დაკოპირების პრაქტიკა კრიტიკულ-ანალიტიკური დამოკიდებულებით შეიცვლება.
Back to top Go down
View user profile http://www.www.www
კობა (მატეკარი)
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 209
Age : 60
Location : თბილისი
Job/hobbies : კვლევა
Humor : ვაცივით
Registration date : 19.08.09

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Sat Aug 22, 2009 6:31 pm

ჩემი ვარაუდი არმაზის, გაცისა და გას შესახებ

http://alternativa.ge/2009/04/23/ზნენი-სამამაცონი-2/

http://alternativa.ge/2009/04/23/ზნენი-სამამაცონი-–-5/
Back to top Go down
View user profile http://alternativa.ge
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ქართული პანთეონი   Thu Dec 24, 2009 9:44 pm

2x+1 wrote:
ნეკერ, ეს ყველაფერი კარგი მაგრამ...მაინტერესებს ვინმე თუ კითხულობს ამას Very Happy დიდ მასალას დებ ერთ ჯერზე და... კარგი იქნება თუ ეს დაკოპირების პრაქტიკა კრიტიკულ-ანალიტიკური დამოკიდებულებით შეიცვლება.

2x+1-ო ვაიჰ, როგორ მეცნობი და მაინც რომ ვერ ვხვდები ვინ ხარ, ამაზედა ვარ მჭმუნვარი Smile

გეთანხმები სრულიად. ერთი ჯოხიანი ადამიანი მჭირდება მე, რომ მწყემსოს და რა ვქნა, არ გამოჩნდა ეგეთი არავინ Smile სულ საცუღლუტოდ და საიოლო საქმისკენ მიიწევს ეს ნეკერა-ნეკრისმჭამელი და...
მციდეოდენ ნებისყოფას თუ ვეღირსე და საკუთარი ნეკერას სისტემაში მოქცევას, მეც ვიცი რომ სათითაოდ აღება და გარჩევა-დისკუსია სჯობს...

აღდგომა და ხვალეო და იქნება მეც გამოვსწორდე, რა ვიცი Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Sponsored content




PostSubject: Re: ქართული პანთეონი   

Back to top Go down
 
ქართული პანთეონი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: ”მითოლოგია ჩემი სისუსტეა...” - სტუმრად ნინო ნეკერიშვილთან-
Jump to: