არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გიო ახვლედიანი - თეა ყიფშიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: გიო ახვლედიანი - თეა ყიფშიძე   Thu Mar 05, 2009 1:54 am


გიო ახვლედიანი, იგივე აკა მოჩილაძე

თეა ყიფშიძე

გიო ახვლედიანი:
"ყოველთვის გულანთებული და ბრძენი კი არ ხარ, რომ წერ. ხშირად თაღლითიც ხარ"



მასზე ბევრს ლაპარაკობენ,იშვიათად წერენ. ალბათ,ისევ და ისევ იმის გამო,რომლიტერატურული კრიტიკა მოიკოჭლებს. ერთხმად აღიარებენ, რომ ყველაზე პოპულარულიმწერალია XX საუკუნის 90-იანელთა შორის. მისი წიგნები გამოსვლისთანავე ქრება დახლებიდანდა ზუსტად ვერც გეტყვით, რამდენი ოჯახის წიგნის თაროზე იდებს ბინას. უყვართ და აფასებენამ სიყვაძუნწ ადამიანს, რომლის თითოეულ დაწერილ სიტყვას მისეული კალამი საოცარმოქნილობასა და ხატოვანებას სძენს. ლიტერატურა სპორტი არა რის, ვინმე ვინმეს სჯობნიდეს,მაგრამ მაინც,"საბაზე" წარდგენილ ნომინანტთაგან კონკურენცია ვერავინ გაუწია. ამიტომაცმხოლოდ მან შეძლო, ეს ლიტერატურული პრემია სამჯერ მოეპოვებინა.
ალბათ, უკვე მიხვდით, ვინ არის ჩვენი სტუმარი,რომელსაც ახლობლები და სპორტული სამყაროს გულშემატკივრები - ერთი, ხოლო ლიტერატურისმოყვარულები მეორე სახელითა დაგვარით იცნობენ.
გიო ახვლედიანი ინტერვიუებს ვერ იტანს, სძულს, ცუდად ხდება, მაგრამ მაინც დავითანხმე,აკამორჩილაძის დაწერილი ციტატებიდან გამომდინარე შეკითხვებისთვის თავად ეპასუხა.
იყო დრო, არ არსებობდა დიქტოფონები. ჟურნალისტები ინტერვიუს აღების პროცესშიინიშნავდნენ და იწერდნენ ნალაპარაკევს.მერე პროგრესმა პატარა ჩამწერი მოწყობილობა გვაჩუქა და საქმეც ერთი-ორად გაადვილდა,თუმცა ზოგიერთმა ეს ბოროტად გამოიყენადაგაშიფრული მასალა შეუსწორებლად, დაუხვეწავად გადაიტანა გაზეთისა თუ ჟურნალისფურცლებზე. ამასობაში კომპიუტერული ხანა ღორძინდა და ადამიანებმა ერთმანეთთანკონტაქტი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ელექტრონული ფოსტით შეძლეს. ახლა უზიხარკომპიუტერს, ღილაკებს აჭერ თითებს და ვისაც და სადაც გინდა,"ელაპარაკები". თუმცა"იმეილებმა" მაინც ვერ შეძლეს იმ ემოციების დატევა, ოდესღაც კონვერტის მიღებას რომ ახლდათან.
რატომ მოვაწყვე ეს ექსკურსი?იმიტომ, რომ ჩემი და გიოს საუბარიც ასე,ელექტრონული ფოსტითშედგა.შეკითხვები გავუგზავნე,პასუხები მივიღე.მართალი გითხრათ,მგონია, რომ პირისპირშეხვედრა სხვა ელფერს შესძენდა ამ ინტერვიუს.ალბათ, იმიტომ, რომროცა ორი ადამიანიერთმანეთს ელაპარაკება, ჩნდება მესამე - უხილავიძალა, მუხტი, რაც სხვაგვარად გათქმევინებსთითოეულ სიტყვას. მაგრამ ხომ მოგახსენეთ, გიოს ინტერვიუები ეჯავრება-მეთქი. იმითაცკმაყოფილი ვიყავი, რომ დამთანხმდა და ჩემს შეკითხვებს უპასუხა.

"მე მგონია, რომ თბილისი არის ქალაქი, სადაც ოდესღაც ნუშის ხეები ყვაოდა, ახლა კი გამარჯობის თქმასნერვიულობა ახლავს"...
- გამარჯობა, გიო, როგორ გიკითხო?
- ნელა-ნელა. რა ვიცი… . . .

"სულელი არვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე? მაინც მგონია, რომ უფრო-გულუბრყვილო,ვიდრე სულელი"...
- ახლა როგორღა ფიქრობ, რომელი სჭარბობს - გულუბრყვილობა თუ სისულელე?
- იმას ვეთანხმები, რაც მანდ წერია. უფრო გულუბრყვილო, იმიტომ, რომ სისულელისთვის თავი არ გემეტება ხოლმე.

"სულ ორჯერ მოვინდომე, მწერალი გავმხდარიყავი, და ორივეჯერ ჩავფლავდი"...
- მართლაც, როდის მოინდომე, მწერალი გამხდარიყავი და გქონდა "ჩავარდნა"?
- უკვე მეოთხედ მოვინდომე... საერთოდ, ეგ ჩემი შკალაა და ახსნა არ ღირს.… გასულ წელს, შემოდგომაზე უკვე მეოთხედ მოვინდომე. დიდად არ გამომდის, მაგრამ მომწონს ეს საქმე და ამიტომაც არ ვეშვები.

"...ვერც ჟურნალისტი გავხდი, იმიტომ, რომ ძალიან არ მინდოდა, ჟურნალისტი გავმხდარიყავი"...
- და მაინც ჟურნალისტად მუშაობ, არა?
- ახლა რეპორტიორი აღარც დამერქმევა. უფრო, საგაზეთო პუბლიცისტი, თანაც სპორტული. გაზეთ "სარბიელში". უკვე წლებია, ასეა.

"აგე, რამდენი მწერალია ჩვენში. იმათ, ალბათ, წერის თავიანთი მიზეზები აქვთ, მე კი სწორედ წიგნებისკითხვამ და სიენენის და ევრონიუსის ცქერამ ჩამრთო ამ საქმეში"...
- ეს სიმართლეა თუ მხოლოდ მხატვრული ლიტერატურის ნაწილი?
- ეს უბრალოდ ნაწყვეტია ერთ-ერთი მოთხრობიდან. იქ ბიჭს ერთი პიესა აქვს დაწერილი და ამის მიზეზს ხსნის.

"გაზაფხულზე გვარიანად განთქმული შევიქენ და საქმე ისე იყო, რომ მეგაზეთე გოგოებს უკვე ვემალებოდი კიდეც"...
- ჟურნალისტებს დიდად არ სწყალობ, რა არის ამის მიზეზი?
- ინტერვიუები მძულს. ძალიან ცუდ ხასიათზე ვდგები, როცა ინტერვიუზე მირეკავენ.

"...მისთვის წერა სახალისო საქმიანობაა და ჭადრაკის ერთ უბრალო, სალაღობო პარტიასა ჰგავს."
- შეგიძლია, აღწერო წერის პროცესი?
- ჩქარა ვწერ, უკანმოუხედავად. ძალიან სწრაფად. ბევრი გრამატიკული შეცდომააა ხოლმე... სწრაფი ჭადრაკივით. თუმცა, წინდაწინ სულ მოფიქრებული მაქვს. იმ სიჩქარეში კიდევ ამ მოფიქრებულს ემატება და ემატება. სხვა არ ვიცი. როგორ აღვწერო, არ ვიცი...

"დიდი ვერაგი ხელობაა ეს მწერლობა.ანუ,ვერაგი ხელობაც არის... შენ ხომ არ იცი, რას გიმზადებენ ვერაგიმწერლები"...
- რას გვიმზადებენ ვერაგი მწერლები და არის თუ არა მათ შორის აკა მორჩილაძე?
- მწერალმა შეიძლება, თავიც კი მოაკვლევინოს კაცს... ასეც ხდებოდა ძველად. მე, ალბათ, იმას ვგულისხმობდი, რომ წიგნებში ბევრ ეშმაკობას ჩავდებ ხოლმე. ან საგანგებო შეცდომას, ან ისეთ რაღაცას, რაც ადამიანის გულს სულ სხვანაირად შეაფრთხიალებს. წერის დროს კი, ალბათ, სულაც არ ვიყავი ამის ხასიათზე, ამ შეფრთხიალების. ხელოვნურად და ძალით კი არ ვაკეთებ ამას. ეს ვერაგობა, სამზარეულო, ახლავს თან წიგნს და ყოველთვის გულანთებული და ბრძენი კი არ ხარ, რომ წერ. ხშირად თაღლითიც ხარ.

"რაც უფრო ნამუს გარეცხილი ხარ,ბედნიერებასთან მით უფრო ახლოს ტრიალებ"...
- ირიბად გკითხავ, მაგრამ პირდაპირ გამოვა - ახლოს ტრიალებ ბედნიერებასთან?
- ჩემი აზრით, ბედნიერება სულ რამდენიმე წამს გრძელდება. ბევრჯერ შეიძლება, შეგხვდეს ცხოვრებაში, მაგრამ სულ რაღაც წამებით. ისეთი წამებია, ყველაფერი კარგი რომ ერთმანეთს დაემთხვევა ხოლმე, შიგნითაც და გარეთაც.
საერთოდ, ბედნიერება ის ჰგონიათ, რომ კარგად ცხოვრობენ და ყველაფერი წესრიგშია. მგონი ასეა, ხო?

აქ განაგრძე კითხვა
Back to top Go down
 
გიო ახვლედიანი - თეა ყიფშიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: