არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 კესო – ქეთი დიდიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Nov 21, 2008 10:02 am



ქეთი დიდიშვილი

თუშ ქალს


მზეზე თბებიან გამაძღარი მერინოსები
ბრმა ნისლებივით მთების კალთებს შეჰკედლებიან
და შენც მათ მსგავსად, როცა სევდით შეინისლები
მოგონებები ფუტკრებივით შეგესევიან.
დაკრეფ ბალახებს, ღიღილოებს, იებს, ზაფრანებს,
კოწახურების, შინდისა თუ ინდიგოს ფერებს,
შეაფერადებ იგავივით დაგრეხილ ძაფებს
და როგორც გრძნობებს დასაწყვეტად ვერ გაიმეტებ.
ხის საჩეჩელზე მატყლთან ერთად ფიქრებსაც ჩეჩავ,
ვინ იცის, იქნებ გაგიტაცოს ნისლმა წყაროდან,
როგორც წარსულში, როცა გრძნობის დასარწყულებლად,
ლექსის რითმები ალმასებად მოწანწკარობდა...
დღეს თავდახრილი და დაღლილი დაზგასთან ზიხარ,
ხალიჩის ქსოვით დარდებსა და ნაღველს იქარვებ,
ყოველ წელს მთაში სალოცავად ხატობას მიხვალ,
სალოცავს სწირავ ფარდაგების მიმქრალ მინანქრებს
და ამ ფარდაგებს, დავიწყების ცისფერ სამანებს,
აცვიათ ფარჩა, ოქროთი და ვერცხლით მოსილი,
ვარდების ნაცვლად ეგ თითები მიმოხაზავენ
უძველეს კირბთა გაუშიფრავ იეროგლიფებს
და მერე ქარი ალამივით ააფრიალებს,
აივნის თეჯირს გადაფენილს როგორც მოკითხვას,
ორნამენტების ალვანური ფერადი ელვა
ქვაფენილივით ქუჩებსა და ჩიხებს მოკირწყლავს,
ანდა, ფადიშაჰს დაუმშვენებს მდიდრულ ბალდახინს,
ვინ იცის, იქნებ გადახვეწილ ქართველთა ბადიშს,
და ღმერთმა იცის, რომელ კარავს ააზამბახებს,
ვის ჰარამხანას დაამშვენებს, სულთნის თუ შაჰის?!...
ჰო, ამ ფარდაგებს მთის ყვავილთა სურნელი ასდის
და საიდუმლოს გაუმხელელს მრავალს მალავენ
და ეს სურნელნი ყვავილების გრძნობებს და ვნებებს
ვით მზესუმზირას მინავლებულ ცეცხლზე ხალავენ...
და გთხოვ, დამალე,
ალვანელო, ნისლების სწორო,
სადმე ჭიუხში გადამალე მხატვარი ქალი,
არ მოიტაცონ მოხიბლულმა შაჰინშაჰებმა,
არ შეამჩნიონ ლოყის თავზე პატარა ხალი,
მყინვარს მიჰგვარე მთის ენძელა,
მთას მიაბარე,
თორემ მომხდურნი ფარდაგივით მოიპარავენ...


Last edited by Admin on Tue Feb 08, 2011 4:34 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Nov 21, 2008 10:03 am

ხვარამზეს ლექსი

იცი, ძვირფასო,
ბევრი კერპი მყავს
ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება
სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,
ვერა ვერაფრით ვეგულგრილები
მიწაზე იას, ცაში ასპიროზს,
აბა, მე მარტო როგორ გავუძლო
სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...
მედეასავით ვნებას აყოლილს
ხან მწუხარება ისე მომიცავს,
მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი
გადეყარო ჩუბინ მოისარს,
რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,
და სისხლის ტკბილი გემო გავიგო,
დავაგემოვნო როგორც ბადაგი,
როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო,
სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებს
ჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს,
და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს,
ვით აიაზმას გადაგაპკურებ.
თმას ჩამოვიშლი მთაში დალივით
ათას ხრიკებს და ათას ოინებს
გამოვიგონებ, დავედევნები
მეტეორებს და მეტეორიტებს...
იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე,
საღამო შევსვი შენი თვალებით
და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ
მეოცნებე და არგასამხელი,
ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს,
ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე
მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი
ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს,
დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს
და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,
როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,
როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,
და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,
პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nel
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 137
Age : 54
Registration date : 21.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Nov 21, 2008 10:49 am

რატომაც არა...

რატომაც არა, სიხარულო,
რატომაც არა,
ხშირ-ხშირად შევცვლი კალენდარზე
ათვლის წერტილებს:
დღეს_გამიღიმე,
ხვალ_უბრალო მაჩუქე კაბა,
ანდა, თოვლივით უცაბედად სტუმრად მეწვიე...
გადავაფარებ მაგიდაზე ფერად გობელენს,
არხევს დარაბებს ორპირების დაუდევრობა,
ჩამოსცვენიათ ჰორტენზიებს თეთრი ფურცლები,
და მთვარეც ახლა მხოლოდ მათი ცქერით ერთობა.
ვარჩევ კაბისთვის ქალწულივით შემკრთალ საფირებს,
მარტივ სიხარულს ცხოვრებისთვის ვირჩევ მეგზურად,
ჰო, ამ ოთახის დრაპირებულ მყუდრო სამოთხეს
ნატურმორტივით შენი ყოფნაც მოუხდებოდა...

შენ გამიღიმე_სიხარულად რა ცოტა კმარა...

მიყვარს კესოს ეს ლექსი. ამ ლექსი აღმოვაჩინე ეს პოეტი ერთერთ საიტზე
Back to top Go down
View user profile http://www.kibe.ge
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Jan 12, 2009 11:28 am

mixaria, rom isev TqvenTan erTad var Very Happy
esec Cemi erTerTi bolo leqsi:


# # #

იყუჩე...
ომია, სიყვარულნაჩვევი
ნაღმები კი არა, გულები სკდებიან,
დრო იყო მსხმოიარ მკლავებზე გაწვენდი,
ოცნებად გძერწავდი გრძნობების სკნელიდან.
სადა ხარ?! მეფშვნები თითებში მეასედ
ჭრილობაშენაზელ სისხლმოთხვრილ მარილად,
მყიფე უშენობის ტკივილებს ვერ ვაჩვევ
შუქჩამქრალ ღამეებს და ვიცი , მალი-მალ,
და ვიცი, ფეხდაფეხ, დამდევს მარტოობა,
და ვიცი, ქარია, და ვიცი , კარდაკარ,
ტოტები ემსხვრევათ უმწიფარ ალუჩებს
და არაყს სამნახადს
უცებ თუ გადაკრავ,
ამბობენ, შმორიან ტკივილსაც აყუჩებს.
სადა ხარ?!..
ომია, ჭრილობებს ღებავენ
პროსპექტზე სახლების მხიარულ ფასადად,
ამაღამ... უთუოდ დაგვხვრეტენ მე და შენ,
ვეღარ გვიშველიან სიცოცხლის ფასადაც,
ვეღარც ვარსკვლავები, ვეღარც მოედნები,
ვეღარც სტრიქონები ძველი პოემიდან,
როგორც სიყვარულის მწირი მლოცველები
დგანან და განაჩენს ისე მოელიან
თბილისში ჭადრები...
დგება შემოდგომა...
იყუჩე, ომია...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Jan 12, 2009 2:55 pm

keso wrote:
mixaria, rom isev TqvenTan erTad var Very Happy

flower

კესო - მშვიდობა შენს მასვლასა და აქ რო ქართულად სწერო, მოდი, აბა, ჯერ ეს ნახე - http://armuri.4forum.biz/-f7/--t17.htm

cheers
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Thu Jan 15, 2009 9:40 am

madloba, mixo. da ai, kidev erTi axali leqsi:



me_agari...



ნუ შემაჩვენებ(!)...
ერთდროს იყო ჩემი სხეული
შენი კელია_სურვილების ნავსაყუდელი,
დღეს ხარაჩოებს ძველი ტრფობის არსად მელიან,
არც ძველი ტაძრის (ნატაძრალის)
ქვემძრომს ყრუ კედლის.
მივდივარ... საით?!
ოთხივ კუთხით გზები ფენია,
გზები ჭრელია....
და გველივით ჭრელი ფიქრები
მიბნევენ თავგზას, როგორც უწინ,
შებინდებისას
მიბნევდნენ აზრებს
გველზე სწრაფი შენი თითები....
მაგრამ დრო მთანგავს,
მოთმინების ყველა მარწუხი
უკვე დამემსხვრა .
მისხალ-მისხალ ვაგროვო უნდა,
იმედის მტვერი ,კედარს ვგავარ, თუმცა ნამეხარს,
უნდა გავუთბო ჩემი სუნთქვით
ისმაილს სუნთქვა,
ტყუილ-მართალით
ამოვუვსო ეჭვების ღრმული,
მადარდებს_რა ქნას, ყველაფერზე უწყრება დედა,
ან დედამ რა ქნას, მარტოობა ძაღლივით ყმუის,
დღე-ღამეები იზომება უტევანებად....
აბა, რას ვერჩი,
საკუთარი თავის რომ მწამდეს?!
გაგამრავლებსო....მაგის ბედი ვინ მისცა ხარჭას.
ცას ვერ შეწვდები, ხომ იცი, რომ შორია ცამდე,
მიწა შეჭამე სიმწრისაგან,
მაინც მიწა ხარ და...
ბარემ გაიფანტე დუნიაზე,
მარცვლის მუჭა-მუჭა ჩასაყრელად,
რა იცი, იქნებ აგიცხადდეს,
იქნებ აგიცხადდეს, რასაც ესავ!_
აგარ, ძაღლივით გამოგაგდეს,
ვინც გწამდა, სწორედ იმან გაგიმეტა,
დაფიქრდი, იქნება გამოგადგეს,
წვალებით ნასწავლი ანგარება,
ჰოდა, გაიფანტე დუნიაზე,
ბოღმა- სიძულვილის მისახარჯად,
თუ გინდა, ნუღარაფერს ნუ იწამებ,
უბრალოდ გახსოვდეს_
მიწა ხარ და...

ვაი, რა ტყუილად გაისარჯე...
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Feb 02, 2009 3:41 pm

# # #

მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს,
საღმოვდება, დედდება ბინდი,
ზღვის კენჭებივით გამორიყულებს
აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი.
პატარა კაფე, მყუდრო. ინტიმი.
ნაცნობი ფილმის შავ-თეთრ კადრებად
შემოდის ძველი ქალაქის რიტმი
შუშაბანდებად, ბრებად, საყდრებად.
მზე ჰორიზონტზე შინდისფრად დნება
ვაყოლებ მზერას სხივებს_სტრიქონებს
ფიქრის რიტმული სწრაფი დინება
წაშლის და ისევ გამოიგონებს
სიტყვებს, სახელებს, უცნობს თუ ნაცნობს,
გადმოაბრუნებს ხსოვნის ყულაბას,
დრო ონავარი ბავშვივით ანცობს
და ყველა ამბავს კიდეს ულამბავს,
თავის ჭკუაზე გამოჭრის თარგებს,
წარსულ ფერებით შექმნის ვიტრაჟებს,
გადამავიწყებს წლებსა და ხარჯებს,
გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს,
თითქოს ბებიის ნაქონ თითისტარს
ისევ ახლიდან დაატრიალებს
გადაკაწრული ძველი ფირფიტა_
დრო_ მოგონების ფირებს მტვრიანებს,
ნანახ სიზმრებში მამოგზაურებს
უკვე ნათქვამი სიტყვების ტევრში,
წლებსა და მანძილს აურ-დაურევს
და ალბათ, მაინც ვერაფერს შევცვლი.,
ისევ გავწირავ ბავშვურ ოცნებებს,
როგორც ბრძოლაში წასულ მეომრებს,
გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს,
წავშლი და ისევ გავიმეორებ.
გადაჭრის ქუჩას ზმორებით კატა,
შავი კუდივით მოყვება ღამე,
სახლის რიკულებს მზე აღარ ხატავს,
კატის თვალებით ქუჩა მიყურებს,
ჩააქრეთ ჩქარა, ნაღველს მაპარებს
ცაზე ვარსკვლავი და მარტიც მარტობს,
ზუსტად თორმეტზე, როგორც ზღპარში
დაკარგავს ჩრდილი საკუთარ პატრონს
და მარტოდმარტო მერე დილამდე
გრძნობით დამუხტულს ვეძებ იონებს,
სადღაც წარსულს და მომავალს შორის
გამავალ უცნობ მერიდიანზე
ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც
ისევ ახლიდან გამოვიგონებ.
Back to top Go down
View user profile
სანათა
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 340
Age : 56
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Feb 02, 2009 4:50 pm

კესო-ქეთევანო!
დილას ძალიან ვისიამოვნე საზოგადებრივი რადიოს პირველ არხზე შენი ამ ლექსით და მისი ისტორიით...
გაიხარე შენ და უხვად ასეთი ლექსები.
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Tue Feb 24, 2009 3:40 pm

vax, me rogor Wurshi vzivar Neutral
Back to top Go down
View user profile
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Tue Feb 24, 2009 4:08 pm

dzalian miyvars keso-natifi da haerovani I love you
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Feb 25, 2009 1:49 pm

Smile
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
Guest
Guest



PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Mon Mar 09, 2009 4:48 pm

Arrow

ხატვის გაკვეთილი

შენ დამირეკე და მითხარი:
_წუხელ დაგხატე, მინდა გაჩუქო, აკვარელია...
ჰო, აკვარელი ცოტა ცივია, ცოტა წყალ-წყალა,
მაგრამ მსუბუქი, ჰაეროვანი,
თან გაზაფხულდა...
ასე მარტივად ამიხსენი ხატვის ტექნიკა
და მე დილამდე მოლოდინმა ხელით მატარა...

დილით კი... დილით რითმებივით ამიყოლია
მარტმა და ისე, გაკვირვებაც ვერ მოვასწარი,
მზის ამბორივით სარკიდანვე შემომაპარა,
რომ გაზაფხული მე ვიყავი და აგიყვავდი
ხელისგულებზე აპრილების სადარ პალიტრად...
და რომ მეგონა, შენ მხატავდი,
მე დამიხატავს სარკმლის ჩარჩოში
უცნაური ავტოპორტრეტი_
ქუჩის კუთხეში, აივნებით გზა რომ დაწვრილდა,
დგას მომღიმარი აკაცია და მკლავებს მიწვდის,
არავინ იცის, ასე ადრე და მიამიტად
რატომ აყვავდა, არც თვითონ იცის...
ისე, უბრალოდ, თეთრყვავილა აკვარელია...


sunny

როგორი კარგია ეს ლექსიც და თავად კესოც - ნატიფი და დახვეწილი...
მამაკაცები მოიკოჭლებენ ამ თვეში - ისე გამოდის, რომ მართლა ქალების თვეა მარტი...

Wink
Back to top Go down
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Thu Mar 12, 2009 9:47 am

madloba, bobo, Tbili sityvebisTvis Very Happy

sunny
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sun Mar 15, 2009 1:32 pm

პოეტს

თქვენ პოეტი ხართ...
მე ვიცი, მჯერა...
რამდენი ღამე ლექსზე ფიქრით განათენები...
და თქვენი მზერა
მიღმიერი და მომღიმარი
სარკის ნამსხვრევთა ანასხლეტები...

თქვენ პოეტი ხართ...
როგორც ტიციანს, მჯერა,
რომ გულით, თუ გულზე არა,
აელვებული მიხაკი დაგაქვთ
როგორც პრომეთეს ანაბეჭდები,
მკერდზე სათუთად გკიდიათ ჯვარცმა
თუმცა, ვიცი, რომ წარმართული სული გიყივით...

თუ მიკადრებდით, ვიქნებოდი მეორე გალა
აენთებოდა სალოცავად, როცა მიზგითი
და, რა თქმა უნდა, ყველა ცოდვას გაპატიებდით
ვარდების ნაცვლად ტრიოლეტებს თუ მომიძღვნიდით...

ნუ შეშფოთდებით, რა თქმა უნდა, სიყვარულს არ გთხოვთ,
დღეს წარმოსახვამ გამადედოფლა,
ცაში საფრენად სულ ცოტა ხნით ფრთები მიბოძა
და პოეტებთან დამამეგობრა...

ნუ შეშფოთდებით, მხოლოდ ლექსებს თუ მოვიპარავ,
ქურდი რომ ვიყო, თქვენს სიყვარულს არ დავხარბდები,
ლაკმუსის ქაღალდს - თქვენი სულის ფილოსოფიას
აქ, ჩემი სულის სინჯარებში გავამჟღავნებდი
და ყველა სახლთან, როგორც ფარდაგებს
აივნის თეჯირს გადავაფენდი...

თქვენ პოეტი ხართ...
მე ვიცი, მჯერა...
რამდენი ღამე ლექსზე ფიქრით განათენები
და თქვენი მზერა
მიღმიერი და მომღიმარი
სარკის ნამსხვრევთა ანასხლეტები...



უსაყვარლესი პოეტი ქალი! flower

''თუ მიკადრებდით, ვიქნებოდი მეორე გალა'' _ უკომენატროდ ეს ჩემთვის...
Back to top Go down
View user profile
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Apr 01, 2009 12:33 pm

დეპრესია

ქეთ!
ისევ დეპრესია?!
ეგ წყეული!...
მოდი, თავიდან ამოშალე!
განა სიხარული ადვილია?!..
ერთხელ ბოლომდე გადმოღვარე
ცრემლები_
ფუტკრის ნაკბენები
დაგსუსხავს, მაგრამ მოგეშვება,
ზოგჯერ ტკივილიც სალბუნია,
ჰოდა, თუ ასეა, მიაშავე
ცრემლები
გველის ნაკბენივით
დაგგესლავს, მაგრამ გათავდება,
გგონია ყოველთვის ადვილია
ბედნიერება, ან აღმაფრენა?!
ხომ იცი, ცხოვრება ასე არის,
კინოფირივით ატრიალებს
ვიღაცის დრამას, ან ვოდევილებს
ისევ აისიდან აისამდე,
გადააგორებს, დამიჯერე,
,,მადრაგორებსაც " მთვარესავით,
ესეც ჩაივლის... ჩაუვლია,
როგორც უამრავ სხვა ახირებას...
ჩერდება ბოლო ვაგონებიც,
იბნევა, ილევა ოცნებებიც,
ხან უფერულდება, ხან ძველდება
ნატვრის ხეს დაკიდულ ძონძებივით...
ხედავ, ეგოისტი დედამიწა
მხოლოდ უვიცებს აღიარებს,
ერთხელაც, ვიცი, უეჭველად,
გამიხსნის პირშეკრულ ნაიარევს,
ჩემი დეპრესიაც დაბრუნდება
შინიდან გაგდებულ კატასავით
ზლაზვნით შემომაწყობს ტანზე თათებს
და ჩემს კალთაში ატირდება...
ქეთ!
იცი, როგორ დავიღალე?!
აქამდე რატომ არ გითხარი?1
თუ გტკივა, ეს უკვე მუდმივია
და აღარაფერი ეშველება...
როცა ჟღალთმიანი მცხუნვარე მზე
ვნების ჩასაცხრობად ზღვაში ჩადის,
ღობეს მოადგება ნახირივით
სევდა და ისე შემომბღავის:
შემომიშვიო!
გესმის?!
შემომიშვიო!

დავიღალე!..



მომწონს.. ძალიან..
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed May 06, 2009 1:35 pm

ახირება მეზღაპრეთათვის

ერთხელაც მოვკვდი...
ზურგით ვატარე საკუთარი სიკვდილის შიში
და მერე, როცა ჩამოშალა დოლაბმა ყვითლად
ქარის სურვილი, ფითრის ვნება და ახირება,
პირველად მივხვდი, ყოველ დილით რატომ ვკვდებოდი,
როცა ბაღებში აყეფებულ ბულბულს ვტოვებდი
ცერცვისოდენა შეუმჩნეველ სიხარულებად,
და ეჭვების ლაბირინთებში_(ბნელ ოთახში) კატას დავსდევდი....

მეგონა მოვკვდი....
მაგრამ თურმე მხოლოდ ვკვდებოდი
და უცნაურად, შუაღამის აჩრდილებივით
იწელებოდა ჩემი სიკვდილი_ილეწებოდა კალო და ფიქრიც
შიგნიდან მჭამდა_ გამოხრული ჭიან ვაშლივით
ვეგდე ხის ჩრდილში
და როგორც ქარვას_ფასი წლობით მემატებოდა,
ვერაღმოჩენილ ვაიექსპონატს...

და მაინც მოვკვდი...
რა შემაკრთობდა, მით უფრო ახლა_
მაგრამ სიკვდილის შიშველ გრაფიკას
ეპარებოდა გაზაფხული ტყემლის ყვავილად
და მეც გავთოვდი...(ახირება მეზღაპრეთათვის),
როგორც სიკვდილი უსასრულოდ, გაუთავებლად...

ერთხელაც მოვკვდი....
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 391
Age : 56
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed May 06, 2009 5:24 pm

Sad flower
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Jun 17, 2009 12:08 pm

გუშინ გავყურებდი ქალაქს აივნიდან_
წვიმდა სხვათაშორის, დიდი არაფერი...
მაინც საშლელივით აივლ-ჩაივლიდა,
წვიმას წაეშალა მთაც და წარაფებიც,
აღარ შერჩენოდა ქუჩას სახე,
აღარც_ კონტური და აღარც_ ფერი,
მე რომ აივნიდან დაგანახე,
აღარ ფრიალებდნენ სარაფნები...
ხვალ სხვაა... ხვალ, ალბათ, იქნება ეს ფრთებიც_
ლექსები_სადაგი დღეების რეფრენივით
შეიფრთხიალებენ და უეცრად შეკრთები:
ეფენდი?!!
რომელი დრო არის ნეტავი_
შაქარყინულებით თუ ისევ მომქრთამე
(ისევ თუ შეიპყრეს ქაჯებმა ნესტანი)?!!
ვერ ვხვდები_გულივით როდისღა მომპარე
ფრესკები, ასეთი ლურჯი და მომწარო
ჰაერის (თუ სისხლის) თაფლივით სიბლანტე
მეკვრება სხეულზე წინწკლებად_წ ი ნ წ კ ლ ე ბ ი...
ვერც სისხლით, ვერც სიტყვით,
თვალებით მომწამლე_
(კვლავ ჩვილი ბავშვი ვარ_ბებიის კალთაში
ვთამაშობ ფერადი კამფეტით ,,მომპასიე")
შეხედე!_კვლავ ცაა სულის პროექცია,
რომელზეც განაჩენს ბრალდებად დაგიწერ:
მე ვიცი, გიყვარდით და მაინც , ეფენდი,
თქვენი სიყვარულით, რატომღაც მომკალით!..
Back to top Go down
View user profile
არაბული
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 190
Age : 25
Location :
Job/hobbies :
Humor :
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Jun 17, 2009 12:27 pm

ლექსი მომეწონა.... Exclamation



აქ მგონი კორექტურაა:

გუშინ გავყურებდი ქალაქს აივნიდან_
წვიმდა სხვათაშორის, დიდი არაფერი...
მაინც საშლელივით აივლ-ჩაივლიდა,
წვიმას წაეშალა მთაც და წარაფებიც,

ქარაფერი ხო არ უნდა იყოს?....
Back to top Go down
View user profile http://lib.ge/
nino kadagidze
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 55
Registration date : 29.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Jun 17, 2009 12:50 pm

მოგეფერე ჩემო კარგო კესანეე , ძალიან მიყვარს შენი ლექსებიი Smile

განსაკუთრებით ეს ლექსი Smile




ევას მონოლოგი

გახსოვს, უფალო, რა მშვიდი იყო ის დილა ბაღში,
მზეს არშიებით მოექარგა ყოველი ტოტი
და ვით გალობა იადონთა , რაკრაკი წყალთა,
რძისა და თაფლის მდინარეთა , მესმოდა ყურში.
დაცვარულ ნაყოფს ვერ მოვწყვიტე ვერაფრით თვალი,
ყელზე სამწყებად შემოხვეულ მაცდურს ვემონე
და ვით პატარა იმ ბრჭყვიალა სათამაშოთი,
მე მოვიხიბლე...
გცოდე უფალო,
და ამ ცოდვით სამოთხე დავთმე,
ვიცი შენდობა არა მაქვს ალბათ,
და იმ დილიდან , როს პირველად ვიგემე ცოდვა,
მტირალი დავალ...
და იმ დილიდან ყველა ქალის ტკივილი დამაქვს,
ქურდის, მეძავის, უბრალოდ მდედრის,
ტკივილი შობის, ტკივილი შურის,
გავიზიარე მე მათი ხვედრი....
და იმ დილიდან თითქოს ზურგით დოლაბი დამაქვს,
გადავიტანე ყველა ბრძოლა და ყველა ომი
და ვით ფარვანა ფრთადამწვარი , ფარფატით დავალ,
თავზე დამენგრა ყველა სახლი და ყველა ქოხი,
თუმცა მაცვია ახლა უკვე სულ სხვა სამოსი,
ვერ დავიფარე სულის სიშიშვლე ,
ეს მერამდენედ გცოდე უფალო,
რამდენი კაცის ცოდვა ვიშვილე.
ვიცი შეგცოდე ,
არაფერს ვითხოვ...
უბრალოდ ისევ მომენატრა,
როგორც წარსულში ,
თავი ჩაგიდო კალთაში მშობელს,
თუ მიმიღებდი ღვთის სიტყვის მგმობელს,
ისევე როგორც გუშინ, გუშინწინ...
როცა გვრილებს ვიწნავდი თმაში და
ცხელ ქვიშაში ნაფეხურებს ვითვლიდი მამის...

არაფერს ვითხოვ,
თავს ჩაგიდებ კალთაში მხოლოდ,
დავიღალე და მოველი ნუგეშს,
ქალი ვარ მაინც.
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Wed Jun 17, 2009 1:45 pm

არა, გიო, წარაფები, მიწერია, წარაფები-წვრილი ტყეებია, ტუმცა ქარაფებიც შეიძლება... Smile
დიდი მადლობა Smile


ნინ, მადლობა საყვარელო Smile
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sun Jun 28, 2009 2:39 pm

სიმშვიდე


ქარიშხლის მერე სიმშვიდეა...
ასე იცის ხოლმე,
სიმშვიდე ჩემი მუსიკაა,
ავიჩემე...
ტილოდან გადმოდის ნახატივით
ფერმწყაზარი
და მერე შიგნიდან მაფერადებს
გამჭვირვალეს...

მეც ფერებს ერთგულად ვუნაწილებ
სითბოსავით
ამბებს, მოგონებებს, პერსონაჟებს,
მიხარია,
რადგანაც სიცოცხლეს ვუმარტივებ
დარდიანებს,
მათ,ვინაც სიმშვიდე არ იციან...

და სანამ მართლა დავიშლები
ატომივით,
ფერებად, ბგერებად, ფრაგმენტებდ,
ასეც ხდება,
ეგება მოასწრო, ჩაიწერო
ნოტებივით
სიმშვიდე_ჩუმი გათენება,

თორემ ხელუხლებელ კლავესინებს
(საკრავია) ,
ადვილად ეშლებათ კლავიშები
სიმებივით,
ხანდახან მგონია ნახატი ვარ
აბსტრაქცია,
წამოვა წვიმა და წავიშლები...

ხომ იცი, სიმშვიდეც არ ინდობა,
ვაღიაროთ,
ქარი ბაირაღებს აფრიალებს
ჰორიზონტთან,
მოვა და სიმშვიდის ჰიპოთეზას
ნაიარევს
წამში გადააქცევს ნამსხვრევებად...

და სანამ ჯერ კიდევ სიმშვიდეა,
კრიალოსანს
ვმარცვლავ და ისე ვიმეორებ
ლოცვასავით,
სიმშვიდეს მოსდევს ქარიშხალი_
გახელება,
რა ვუყოთ, ასე იცის ხოლმე...

flower
Back to top Go down
View user profile
renuari
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 119
Age : 56
Location : Tbilisi
Registration date : 17.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sun Jun 28, 2009 8:12 pm

flower flower flower flower flower flower flower flower flower flower :flower
გუშინ შენი პოეზიის საღამო მქონდა.
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Fri Jul 10, 2009 9:33 am

აქ წერტილს არ ვსვამ...
სასაცილო იქნებოდა ასე დაწყება,
თუნდაც სიბერის...
და თუმცა თავსხმა ჩემს სურვილებს
სველ თმებში ხლართავს,
ამ სისველეს ისე ვიფერებ_
გახუნებულ თვალებით ვართავ
ჭრელ მოგოგნებებს და არა, არ ვსვამ,
არც ვეწევი, ისე... ვისვენებ...
არა ვსვამ_მეთქი, თორემ, აბა, რა ბედენაა
(ვისკი ისედაც უხდება წვიმას)...
ფიქრი წყალივით ამედევნა და მგონი გამცდა,
ბედისწერაა სიყვარული ,თუ ვენდეტაა,
გადმომაბრალა ფოთოლცვენა, ქარიც და წვიმაც,
ჩამოაბერა სურვილები ფერად-ფერადი
და პილიგრიმთა თუ მომლოცველთა
ცისფერი მექა_აქაც და იქაც-
ნამსხვრევად იქცა-დერვიშების თავშესაფარი....
ღვინოც წყლად მექცა, სიტყვა_სეტყვად, თან მიზანს ასცდა,
არ შეიწოვეს მოდრეიფე წყალში ფესვებმა,
ცა ცის კიდიდან ჩამოიქცა და გუბედ ჩაწვა
მაზუთიანი ასფალტების ფოიერვერკებთან...
აქ წერტილს არ ვსვამ...
გაწვდილი ხელით კიდევ ერთი უღიმღამო დღე ვიმათხოვრე,
დგას კართან როგორც გალუმპული, ერთგული ტაქსა
წყნარი მზერით და უნებლიედ მაინც მაგონებს,
რომ დღეს თუ არა, რომ ხვალ თუ არა, რომ ზეგ თუ არა,
ახლოა უკვე_გაბრუნებას აღარ აპირებს
გაუქმებული კლიტეების საკეტთა ასხმა_
ჩემი სიბერის პრელუდია და სიმარტოვე...
Back to top Go down
View user profile
keso
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Sat Oct 24, 2009 10:22 pm

# # #

აი, სულ ესა ვარ_
ხრიოკი ნაპირი დამშრალი მდინარის,
ვისრუტავ შენს სითბოს და ვიოკებ ხვაშიადს,
სანაცვლოდ ვერაფერს, ვერაფერს გპირდები-
ვალში ვარ...

აი, სულ ესა ვარ_
ბერწი იდეების ცრუ გენერატორი,
ფიქრების კოჰორტას ვერთქმული სიტყვებით ვაცილებ,
რამდენი მარცვალი, რითმა თუ სტრიქონი გავცვითე
და მაინც ვერ გავწვდი შენამდე მოსასვლელ მანძილებს.

აი, სულ ესა ვარ-
ულექსო პოეტი უმზეო ღამიდან,
ნაზამთრალ ღიმილებს მზითვის ყულაბაში ქარვებად ვაგროვებ
და მერე დამდნარი მზეების თაფლივით ლავიდან
გიზოგავ უვნებო და დამცხრალ ამბორებს.

გარეთ კი ქარიან, არიან თუ არა ცაზე ვარსკვლავები_
ღამეებნათევი თეთრი შროშანებით გიქარგავ ღელვიან
ნაპირებს_ წარსული გრძნობების მოჩითულ საპირედ
და მინდა იცოდე, ამ სახლში ყოველთვის, ყოველთვის გელიან!..
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: კესო – ქეთი დიდიშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
კესო – ქეთი დიდიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: