არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ვაჟა გიგაშვილი - თეა ყიფშიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Guest
Guest



PostSubject: ვაჟა გიგაშვილი - თეა ყიფშიძე   Thu Mar 05, 2009 1:42 am


გიგაშა - ვაჟა გიგაშვილი


თეა ყიფშიძე

ვაჟა გიგაშვილი:
"არაფერია წერის დროს შემზღუდავი და ანგარიშგასაწევი"


რამდენჯერ მსმენია ეს მოფერებითი სახელი - გიგაშა, ძირითადად, მისი ახალგაზრდამეგობრებისგან, რომლებიცდაუღალავად ჰყვებოდნენ მასზე გასაოცარ ამბებსა დასათავგადასავლო ჟანრისთვის დამახასიათებელ ისტორიებს. მე შორიდან ვიცნობდი დავოცნებობდი, მომცემოდა საშუალება გავსაუბრებოდი, ამეღო ინტერვიუ და დამეკმაყოფილებინაის ცნობისმოყვარეობა, მონაყოლ ზღაპრულ ამბებს რომ ახლავს ხოლმე თან.
მას ერთი ციკლი აქვს - "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს". იქნებ, მეცგამიმართლოს და ოდესღაც შევქმნა ციკლი "ინტერვიუ მწერალთან, რომელიც იშვიათად წერს მოთხრობებს". არ ვიცი, რა იქნება მომავალში, დღეს კი ამ ციკლის პირველ ნაწილს გთავაზობთ.

"...უცებ ვიგრძენი, რომ კმარა!.. რომ მინდა წამოვარდნა ამ ჩამთბარი, ჩამტკბარი, აშმორებული ლოგინიდან..."
- სხვადასხვა მწერალთან განსჯის შედეგად დავასკვენით - მუზები პოეტების შექმნილია, თავად პოეტები კი მუზებმა მოავლინეს. თუმცა, არსებობს იმპულსი, რომელიც არ გასვენებს და წერისკენ გიბიძგებს. რამდენად ხშირია ასეთი იმპულსები თქვენს ცხოვრებაში და ხშირად წამოუხტუნებიხართ ლოგინიდან?
- ეს ადამიანის ფიზიკური თვისება, ჩვეულებაა. როცა დიდხანს ზის, წამოხტომა უნდა, თუ ბევრს დადის, დაჯდომის სურვილი უჩნდება. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. წერის პროცესი კიდევ სხვა, განსხვავებული პროცესია, რომელსაც წინ უძღვის კარგახნიანი მზადება. ესე უცებ, კი შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ წამებში არაფერი ხდება რა...
ერთი ცუდი თვისება მაქვს - თუ სახლიდან გავედი, რაღაც გავაკეთე, არ არსებობს, საღამოს ჩავუჯდე და რაღაც დავწერო. დავწერ საგაზეთო წერილს, გავაკეთებ სცენარს, მაგრამ მოთხრობას ვერა... მოთხრობისთვის სხვა განწყობილება, განწყობაა საჭირო, თითქოს რაღაც აპკში ექცევი, სხვა განზომილებაში ხვდები, სადაც სხვა ამბები იწყება. აი, მაშინ გამოდის ის, რაც გინდა. ახლა ამ ციკლის "მოთხრობები პოეტზე, რომელიც იშვიათად წერდა ლექსებს" 250 გვერდი მაქვს დაგროვილი - ფრაგმენტები, ნაწყვეტები, ჩანაწერები... მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. "ბერლოგა" მაქვს ერთი, იქ თუ შევძვერი, შეიძლება რამე გამოვიდეს. სხვა გარემოა საჭირო. ბოლო ხანს სულ გაღიზიანებული ვიყავი, ფულსა და რაღაც ლარების დევნას გადავყევი, ათასგვარმა იდიოტურმა სისულელემ ნერვები დამაწწყვიტა, დამაავადა. ეს ყველაზე საზიზღარი მდგომარეობაა. ახალგაზრდობაში ყველაფერ ამას ყურადღებას არ აქცევს კაცი, ფეხებზე იკიდებს, ახლა, ასაკთან ერთად, აღარ გამოდის. ბრაზისგან ვერაფერს იზამ, რადგან იცი, რომც გააკეთო რამე, უარესია. არ გამოდის.

"...ვგრძნობ, როგორ მთავრდება ტოლერანტობის ეპოქა. ცხოვრების ბორბალი თავის ციკლში ტრიალს განაგრძობს და სხვა ზოდიაქოში შედის..."
- წერა XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყეთ, როცა თვისობრივად სხვა ეპოქა იყო. შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა და მოვიპოვეთ "ასე ნანატრი თავისუფლება". ახლა, XXI საუკუნეში რამდენად აისახება მწერალზე ამ ეპოქათა ცვალებადობა?
- ყველაფერი ეს ძალიან სუბიექტურია. ადამიანის ხასიათი, ბუნება შეიძლება სრულიად შეუსაბამო და მიუღებელი იყოს ამა თუ იმ თაობის ტენდენციების მიმართ. უცნაური კომბინაციები გამოდის ხოლმე. თითოეული პიროვნების, სუბიექტის დამოკიდებულება სულ სხვაგვარად ჩანს სხვების თვალში. იგივე ტოლერანტობა - ადამიანები ბუნებით ტოლერანტულები, ფიზიოლოგიურად კი კონფლიქტურები არიან, რომლებზეც თითქოს არანაირი ტენდენცია არ მოქმედებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზოგადად გავრცელებული ტენდენციები რაღაც გავლენას მაინც არ ახდენენ.

"ესაა თავისუფლება?!. მთელი დღე იმაში გადის, რომ ვიღაცეებს კოჭს ვუგორებ, ხათრს ვუნახავ, ვუსწორებ... რაღაცას ანგარიშს ვუწევ, ვიღაცას რაღაცაში ვერიდები, ვიღაცისგან რაღაცაზე თავს ვიკავებ... ესაათავისუფლება?!.. რა თავისუფლება?!.. პირიქით!.."
- თავისუფლების ორ ტიპს განასხვავებენ - საზოგადოსა და პირადულს. რამდენად დიდია მათ შორის სხვაობა, ანდა მსგავსება და რა არის თქვენთვის მწერლური თავისუფლება (თუკი არსებობს ასეთი ცნება)?
- მწერლური თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ იმ დროს არსებობს, როცა საკუთარ სამყაროში ახერხებ გადასახლებას. ძალიან სუბიექტური ვიქნები და ვიტყვი, რომ ჩემთვის და ჩემი აზრით, არაფერია წერის დროს შემზღუდავი და ანგარიშგასაწევი. მსგავსი რამ საერთოდ არც კი მახსოვს. სწორედ ასეთ მდგომარეობაში უნდა იყო, რომ გააკეთო ის, რაც გინდა, და გამოვიდეს ისე, როგორც გინდა. პირადი თავისუფლება მხოლოდ შენს ცნობიერებასა და წარმოსახვაშია. ბევრჯერ თქმულა და გარჩეულა, რომ თავისუფლება არჩევანისა უნდა გქონდეს, ხომ? მაგრამ მე რომ ვიღაცის სახლი ავარჩიო, დავიჩემო, მინდა-მეთქი, არაფერი გამოვა. ამიტომ თავისუფლება თავის ბალანსსაც მოითხოვს. შენი თავისუფლება შენთვის შეგიძლია ფანტაზიაში, ცნობიერებასა და წარმოსახვაში დაიტოვო.

"...სამუშაო მაგიდასთან... ვჯდები, ვაბუჯურებ დაგროვილ ქაღალდებს, ვასუფთავებ ადგილს, წინ ვიწყობპატარა ქაღალდების დასტას და ვიწყებ წერას..."
- სამუშაო მაგიდასთან... აქ თქვენ საკუთარ თავთან მარტო რჩებით. როცა ამ განსხვავებულ სივრცეს უახლოვდებით, უკვე იცით, რას დაწერთ?
- ზოგჯერ ერთი ფრაზა ვიცი ხოლმე. ძალიან ჩამთრევი პროცესია. ისე გაგიტაცებს... გიჩნდება აზარტი. დანამდვილებით შენც კი არ იცი, რა მოხდება. ნადირობაში არის ასეთი ტერმინი"ბრმად სიარული " - სადღაც ხარ, დაახლოებით იცი, რა ტიპის ტერიტორიაა და რა შეიძლება აქ მოხდეს, მაგრამ აბსოლუტურად სხვა სურათი შეიძლება დაიხატოს. ის ერთი ფრაზა გასაღებიცაა, რომელიც გაძლევს განწყობას. რაღაცაზე ამაწყობს და მივყვები. სწორედ ასეთი ბოდიალია საინტერესო. ზოგ მწერალს, და მათ შორის, მაგარ მწერლებსაც, დარიგებული ჰყავთ ახალგაზრდები - გინდათ თუ არ გინდათ, ყოველდღე უნდა დასხდეთ, აწვალოთ კალამი და თუნდაც ჯღაპნოთ ქაღალდიო. ეს, ალბათ, პროფესიული ჩვევის გამომუშავებაა, თუმცა - ინდივიდუალური. მე, მაგალითად, მსგავსი რამ არასდროს მიცდია. წინასწარ ვერ დავგეგმავ - ხვალ 10-დან 13 საათამდე უნდა ვწერო-თქო. არ გამოვა. ხანდახან ისე გადის კვირები, საწერ მაგიდასთან ვერც კი ვჯდები...

აქ განაგრძე კითხვა
Back to top Go down
Guest
Guest



PostSubject: Re: ვაჟა გიგაშვილი - თეა ყიფშიძე   Thu Mar 05, 2009 10:56 am



ვაჟა გიგაშვილი

ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ანთიმოზ ივერიელი ( 2001)
2. სპირალი ( 1990)
3. დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა) ( 1987)
4. ამბავი სურამის ციხისა ( 1984)
5. ნიკა მთაში ( 1979)
6. სეტყვა ( 1979)
7. იმედის მწვანე კუნძული ( 1978)
8. მწვერვალი ( 1976)
9. გაზაფხულის საღამო ( 1972)

გადაღებულია ფილმებში:
1. ნიკა მთაში - (1979)
2. იმედის მწვანე კუნძული - (1978)
Back to top Go down
 
ვაჟა გიგაშვილი - თეა ყიფშიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: