არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 არჩილ ფირცხალავა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Elguja Marghia
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 112
Location : (+995 99)18 80 93
Job/hobbies : საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო ,,პროფილი’’
Registration date : 05.01.09

PostSubject: არჩილ ფირცხალავა   Wed Mar 04, 2009 5:06 pm

``სულისთვის საკმარი სხეულით``
ლევან ბრეგაძე
შარშან, 1992 წელს, ``მერანმა`` არჩილ ფირცხალავას ლექსები გამოსცა - ``ცისფერი სინათლე`` (შემდგენლები: გივი ალხაზიშვილი, ზაურ კალანდია, წინასიტყვაობა ზაურ კალანდიასი, რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავა, მხატვარი მ. დედანაშვილი). ეს პოეტის მეორე წიგნია, პირველი მის გარდაცვალებამდე ორიოდე წლით ადრე გამოვიდა, 1985 წელს.
ვინც არჩილ ფირცხალავას იცნობდა, დამეთანხმება: ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტისმეტი მოკრძალებითა და თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგრამ (საოცარია!) არაჩვეულებრივად მორიდებული ხდებოდა, როცა საქმე მისი ლექსების ბეჭდვაზე, მით უფრო, წიგნად გამოცემაზე მიდგებოდა. არჩილის ნიჭისა და ურთიერთობების მქონე ადამიანი (უამრავ მწერალთან და რედაქცია-გამომცემლობების თანამშრომელთან მეგობრობდა) იმ ასაკში (ორმოცს ცოტათი იყო გადაცილებული, მძიმე სენით შეპყრობილი რომ გარდაიცვალა), თუ მოინდომებდა, - წერით ბევრს წერდა და რამდენიმე წიგნის ავტორიც კი იქნებოდა. მან კი ერთადერთი პაწია კრებულის გამოცემაც ძლივს გაბედა, - რამდენჯერმე კინაღამ უკანვე წაიღო დედანი გამომცემლობიდან. მწერალთა კავშირის წევრობა, მგონი, საერთოდ არც უფიქრია (ჰო, მართლა, იმ დროს მხატვრული ნარკვევების ორი პატარა წიგნიც ჰქონდა დასტამბული), თუ ამ თემაზე დაელაპარაკებოდი, ბანზე აგიგდებდა სიტყვას, სასწრაფოდ სხვა თემაზე გადაიტანდა საუბარს... უცნაური იყო ეს ყოველივე, ცხადია, რადგან ასე სხვა არავინ ცხოვრობდა და არავინ იქცეოდა (არჩილის მართალი პორტრეტი აქვს დახატული ამ წიგნის წინასიტყვაობაში ზაურ კალანდიას). ვერც იმას იტყვი, თავისი შემოქმედების ფასი არ სცოდნოდეს, - მშვენივრად იცოდა! ეს მორიდება და - მეტიც შემიძლია ვთქვა - ლექსების წიგნად გამოცემის შ ი შ ი, პოეზიისადმი მისი უზომო სიყვარულით და იმ უდიდესი პასუხისმგებლობის შეგნებით იყო გამოწვეული, რასაც იგი განუწყვეტლივ გრძნობდა მშობლიური მწერლობის წინაშე, კლასიკოსთა იმ სახელების წინაშე, რომელთაც ხშირად იხსენიებს თავის ლექსებში.
მოგეხსენებათ, რაოდენ ძნელია დღეს მსოფლიო თუ მშობლიური პოეზიის შედევრებით განებივრებული მკითხველის ყურადღების მიპყრობა. არჩილ ფირცხალავა ახერხებს ამას. პოეტური სიტყვის დამფასებელი ამ წიგნს, თუ ერთი ჩახედა, მერე გულგრილად გვერდზე ვეღარ გადადებს. აქ პირველივე ლექსში შეგხვდებათ, ვთქვათ, აი, ასეთი მძაფრი, მტკივნეული განცდის აღმძვრელი შედარება:

``და ისე ვუცდი მთვარის ამოსვლას,
ვით მომაკვდავი უცდის მნახველებს``.

ხოლო ამ შედარებით - ``თქვა: ტერენტი გრანელი ქალმა ისე უბრალოდ, თითქოს სასაფლაოსთან ნაცნობს დაემშვიდობა`` - ოსტატურად არის გამოხატული ძნელად გამოსათქმელი განცდა, რომელიც მაშინ გვეუფლება, როცა მოულოდნელად შევამჩნევთ, როგორ გავშინაურებივართ, როგორ შევჩვევივართ იმას, რაც ცოტა ხნის წინ ისე უცხო და უჩვეულო ჩანდა, როგორც სიკვდილი.
ან ვნახოთ, თუნდაც, მშობლიური სიტყვის ეს მოულოდნელი, მრავალპლანიანი შედარება ფუტკართან:

``როგორც სკიდან წამოყრილი ფუტკარი,
მაბრუებდეს ქართულ სიტყვის ზუზუნი``.

დააკვირდით: აქ სიტყვა (სიტყვები) თითქოს ერთადერთი ნიშნით არის შედარებული ფუტკარს - ზუზუნით; მაგრამ ფუტკრის გახსენებას თან ახლავს მასთან განუყრელად დაკავშირებული სხვა ასოციაცია-შეგრძნებანიც - თაფლის სიტკბო და ნესტარის სიმწარე. და საცნაური ხდება პოეტის რთული, ამბივალენტური დამოკიდებულება ქართული სიტყვისადმი - მის მიმართ დიდი სიყვარულიც და შიშიც.
მომხიბლავია არჩილ ფირცხალავას მდიდარი, ჟღერადი და, ამავე დროს, ბუნებრივი რითმა. იგი დიდი ოსტატია შედგენილი რითმისა - როცა სარითმო ერთეული რამდენიმე სიტყვას შეიცავს. ხშირად მისი სარითმო წყვილი ოთხი-ხუთი სიტყვისაგანაც კი შედგება, რაც ვერსიფიკატორული ოსტატობის მეტად მაღალ დონეზე მეტყველებს. ვნახოთ ამისი ორიოდე ნიმუში:

``აწი, კეთილო, ვ ი ს რ ა დ ვ ჭ ი რ დ ე ბ ი,
ირგვლივ ღამეა, როგორც უდაბნო,
სულს მიკენკავენ ც ი ც ქ ნ ა ჩ ი ტ ე ბ ი
და მივალ ასე ჩუმად, უდაფნოდ``.

ან კიდევ:

``შენ თუ საწყალი ხარ, მ ე ც ო დ ვ ა ვ ა რ,
ვიცი, აღსარებას არვინ მიწყენს,
განა სამეგრელო მ ე ც ო ტ ა ვ ა,
განა ``სისა-ტურა`` დავივიწყე``.

ვნახოთ კიდევ ერთი, ხუთი სიტყვისაგან შედგენილი მშვენიერი სარითმო წყვილი, თან ყურადღება მივაქციოთ, აქაც რა ბუნებრივად ჟღერს მთელი სტროფი - ასეთი რთული რითმების გამოყენებისას არის საფრთხე, სალექსო მეტყველება ხელოვნური გამოვიდეს, მაგრამ არჩილის ლექსში ასეთი რამ არ ხდება ხოლმე:

``სანთლად მინთია შენი ღიმილი,
მეც სანთელივით ვ ი წ ვ ი დ ა ვ ქ რ ე ბ ი,
ჩემი საფლავის მ ი წ ი დ ა ნ ქ ვ ე ბ ი
მევე ამომაქვს გულისტკივილით``.

პოეტური თვალი, მოგეხსენებათ, მაინც სხვაა, პოეტის თვალით დანახული სამყარო უცნაური და საინტერესოა: ``ნეტა სიზმრებს თუ ხედავენ ჩიტები, თუ ხედავენ, როგორ სიზმრებს ხედავენ?``, - აინტერესებს ამ წიგნის ავტორს და ამ უცნაური ინტერესის გამო თვითონაც საინტერესო ხდება ჩვენთვის.
``სიცოცხლით ტკბობა ცოტა რამეა, კარგო, უფრო მეტია მარადისობით ტკბობა`` - დააკვირდით, რა საინტერესო ფორმით, შეიძლება ითქვას, ეშმაკურადაც კი არის აქ მინიშნებული ამქვეყნიური არსებობის სწრაფწარმავლობა.
``ვესამძიმრო ბალახს უღვთოდ მოცელილს, პანაშვიდზე მაინც ვიყო პირველი``, - ნაღველთან შერწყმული თვითირონია ხდის შთამბეჭდავს ამ სტრიქონებს.
``გენიალური თავმოწონების მუდამ უცნობი რჩება მიზანი``, - ზუსტად თქმა მიჭირს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ელეგანტური ფრაზით ადამიანური ყოფიერების რომელიღაც საიდუმლოა მონიშნული...
იმ სტროფში კი, ქვემოთ რომ წაიკითხავთ, ერთი გასაოცარი სტრიქონით (ამ წერილის სათაურადაც რომ გავიტანე) ზუსტი ავტოპორტრეტი აქვს დახატული, სიცოცხლის ბოლო წლების ავტოპორტრეტი:

``იყო დრო, სივრცეებს რკალავდა,
დღეს გზასაც ვერ კვალავს სნეული
და მაინც კამათობს კალამთან
სულისთვის საკმარი სხეულით``.

მართლაც სულისთვის საკმარი სხეულიღა იყო დარჩენილი, მაგრამ თვით სული კი უცვლელი შერჩა - გაუტეხელი, სხვათა გამამხნევებელი, ნაღვლიან-ხალისიანი ერთდროულად და, რაღა თქმა უნდა, პოეტური ბოლო ამოსუნთქვამდე.
``დავდივარ, როგორც გრანელის ლანდი და თბილისიდან გაქცევას ვლამობ``, - წერს ერთგან. საერთოდ, ლექსებში ყველაზე ხშირად ტერენტი გრანელს ახსენებს...
სხვა კაცი იყო!..

გაზ. ``სიტყვა ქართული``, 1993 წ., #3.
Back to top Go down
View user profile http://www.georgianbrand.ge
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Mon Jan 16, 2012 3:24 pm

პოეტები

პოეტებს ნაბიჯებს არ უთვლიან,
მათ ხშირად ეშლებათ ნაბიჯები
ქმნიან ყოველდღიურ არითმიას
და ხმებს ხარებივით აგიჟებენ.

შრიალებს ათასი ბერზვიადა,
ხმა– თითქოს გრიგალში მუხნარია,
პოეტის სიცოცხლე ლექსია და
სიცოცხლეც ლექსივით უხარია.

პოეტი ზეციდან გადმოვარდა,
აქ მხოლოდ საფლავი მოიზომა,
იცანი ეს ჩვენი ლადოა და
ყელიდან ყაყაჩო მოისროლა.


სისხლო, სხეულში რომ არ გვეტევი,
თვალწინ ცოდვა–მადლი გვილაგია
აქ რა შუაშია „ანგლეტერი“
აქ ნაღდი პოეტის ჯილაგია,

ირგვლივ თასმებივით გვევლებიან
მტრები, ჩვენივ ლექსით გამოწვრთნილი,
აქ ნაღდი პოეტის გენებია
საუკუნებში ამოზრდილი

იქით – საოცარი მთებია,
აქეთ – თვალთმაქცური მონეტები,
პოეტები ლექსებთ ითვრებიან
ლოთები ჰგონიათ პოეტები.

გადათქერავენ დ გადეკიდებიან
ქალები მაცდური ლორნეტებით,
პოეტების ცოლები ადრე ქვრივდებიან
ადრე კვდებიან პოეტები


ჯანდაბას ყოველგვარი არითმია,
ქვეყანას ჩვენ მაინც მოვედებით
პოეტები ნაბიჯებს არ ითვლიან,
ძმა– ბიჭებს ითვლიან პოეტები
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Mon Jan 16, 2012 3:25 pm

მივდივარ

გადაწყდა,მივდივარ ალუბლისტუჩებავ,
მაგრამ ეს ტკივილი როგორ მოვიცილო,
ვაითუ ,უჩემოდ თბილისის ქუჩებმა
მამაგაქცეული ბავშვივით მოიწყინონ.
მივდივარ,აწი არ მოგიწევს დამალვა,
რა ვუყოთ ცხოვრებამ საკმაოდ მათრია,
მე მართლა ვიყავი ლოთი და ავარა,
მაგრამ ლექსებისთვის არ მიღალატნია.
არ გადამიცვლია ირმების ბღავილი,
ვმღეროდი,ვმრუშობდი,ვლოთობდი,ვნატრობდი,
თან ოქროყანაში დაკრეფილ ყვავილებს
ნინა მაყაშვილის საფლავზე ვაწყობდი.
პოეტის საყელო არ გადამიცვლია,
გაცვლა და გამოცვლა ყოველთვის მახელებს,
მეტეხის ციხესთან ვეძებდი ტიციანს
ცასთან წილნაყარი მგოსნების სახელით.
ვეძებდი,ვეძებდი და როგორც ნიკალას
კიბის ქვეშ მეძინა სიზმრების იმედით,
ვიღაც მაფხიზლებდა–"ვაკეში მივედით",
და ფრთები მეწვოდა ვითარცა იკაროსს.
ვითარცა იკაროსს,სიზმარშიც მეწვოდა
ფრთები და სულს მაინც სხეული მიჰყავდა,
ვიღაცა მმნატრობდა,ვიღაცა მებრძოდა,
მე ის ვიღაცებიც ძმებივით მიყვარდა.
და როცა ლექსების კივილი მტკიოდა,
ბაზრისკენ გავრბოდი სანდო კახელებთან,
შეღამებისას კი,ქარი რომ ხვიოდა,
მეგონა ტანჯული ლადო ახველებდა.
ია მიძებნია ასწლოვან მუხებშიც,
ერთად ამიხსნია ათასი იგავი,
ვიყავი ნაზი და ვიყავი უხეშიც
და რაც მთავარია, გულწრფელი ვიყავი,
ახლა კი, შენ გრჩება ალუბლისტუჩებავ,
და განა გავალებ, გენუკვი ალალად,
არ გადაივიწყონ თბილისის ქუჩებმა
პოეტი, მიჯნური, ლოთი და ავარა.
პოეტი–მიღმიერ მდინარის დუდუნი,
რაღაც უხილავი სევდით გალეული,
ყოველთვის უცნაურად თმაგადაბურდული,
ყოველთვის უცნაურად თვალებარეული,
გადაწყდა, მივიდვარ!
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Mon Jan 16, 2012 3:26 pm

"გინდა, გოგონია"


ლ. კ-ს.

გინდა, გოგონია, ქმარი გინდა,
მივხვდი, მაგ ცრემლებით რას კვალავდი,
მთვარემ მოიცილა პარიკი და
მე ვის გავუმართო მასკარადი.

ო, გინდა, გოგონია, ქმარი გინდა,
გულს კი სულ სხვა შხამი მოლესვია,
შენთვის გართობაა პარიკი და
ტაკიმასხრობაა პოეზია.

მართლაც ეს ცხოვრება როგორია,
ვინ იცის, ვინ რომლის დონეზეა,
კარგად დამაკვირდი, გოგონია,
სად შენ და სად ჩემი პოეზია.

ზეცა ცემს ოცნებას ესადარა,
მიწამ თავიდანვე დამიწუნა,
გინდა მამაკაცი? _ მე მზადა ვარ,
ძუძუს მტევანივით დაგიწურავ,
ქმრადაც გაგიხდები, შეგიცოდებ,
დასტებად დაგიწყობ მზი ხალათებს,
მაგრამ, გოგონია, ეგ იცოდე,
პოეტი უთუოდ გიღალატებს.

რადგან ცაც პოეტის დონეზეა,
ჩვენ მხოლოდ ვეშვებით მასხარამდი,
რადგან არ არსებობს პოეზია,
როგორც გარეგნული მასკარადი.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Mon Jan 16, 2012 3:26 pm

"გაუქმებული სამრეკლოები"

გაუქმებული სამრეკლოები
თავს მახსენებენ
და ვით მეგობარს
მეფერებიან მუქი ჩრდილებით.


გაუქმებული სამრეკლოები
თვალს მისველებენ
ცისფერ ცრემლებით...
თვალს მისველებენ
ცისფერ ცრემლებით და
შუა სულში მაკვირდებიან.

შუკას მიჰყვება სახრიანი
სოფლელი ბიჭი,
მიდენის თხებს და
უდარდელად ღიღინებს ისე,
თითქოს ამ ქვეყნად,
თითქოს ამ ქვეყნად
ბედნიერია ყველაზე მეტად.

და ღმერთებივით დავიწყებულ
სიკვდილის ლანდებს
აღარაფერი შეეძლოთ თითქოს..
შუკას მიჰყვება სახრიანი
სოფლელი ბიჭი,
მე გაუქმებულ სამრეკლოთა
ფიქრებზე ვფიქრობ.

Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Mon Jan 16, 2012 3:27 pm

ერთ დღეობაზე

ალალი იყოს შენზე, კეთილო, ეს დღე,
ღმერთის წინაშე მარტო მოკვდავი კრთება,
მხოლოდ პოეტი არ იბადება ერთელ,
პოეტის გულიც დღეში ათასჯერ კვდება.
არის სინათლე უსათუთესი რწმენის,
ჩვენს თვალსაწიერს სულ სხვა თვალები წვდება,
ალალი იყოს ოცდათოთხმეტი წელი,
ოცდათოთმეტიც დასალოცავად გრჩება.
ალალი იყოს, ვისაც ღიმილით არგო ,
არის სინათლის მარადიული ხმობა,
სიცოცხლით ტკბობა ცოტა რამეა, კარგო,
უფრო მეტია მარადისობით ტკბობა.
არავითარი გამოგონილი ფიცის,
პოეტმა იცის ქალის სიმაღლის ფასი,
ყველაზე უფრო ისევ პოეტმა იცის.
ლექსი ანათებს სულის დაბურულ მღვიმეს,
ენდობა სული ცაში ლექსებად ფოფინს,
პოეტმა იცის ამ წუთისოფლის მღილებს
გასახარებლად რა ცოტა რამე ყოფნის.
შეგრჩეს ყოველთვის მადლი ზეციურ რწმენის,
სხვა ყველაფერი მართლა ჩათვალე ჩვრებად,
დამილოცნია ოცდათოთხმეტი წელი,
ოცდათოთხმეტიც დასალოცავად გტჩება.
Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
მხოლოდ მთებშია თვისუფლება
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 81
Age : 25
Location : შენქალაქი
Job/hobbies : მთა, პოეზია
Registration date : 25.10.11

PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Mon Jan 16, 2012 3:27 pm

ქალაქი

ვერ გახდა ჩემი ეს ქალაქი,
თუმცა ათი წელია ვცხოვრობ,
ათი წელია ფანაგენტებს ვეჯიჯღინები,
სახლმართველობას გულს ვუწვრილებ,
რიგს ვიცავ დახლთან
და ბაზარში ქურთ მემწვანილეს
ცეცხლის ოდესღაც ღვთიური ცეცხლის-
სიიაფეზე ვუკითხავ მორალს.
ათი წელია-ცა ცოლივით შემოვირიგე,
ვფლანგავ ჰონორარს
(ნიჭს ფლანგავო, მწერლებმა მითხრეს).
ავდივარ მაღლა-ღმერთკაცების სასაფლაოზე,
ჩავდივარ დაბლა-ვეძებ ტიციანს დიდუბეში
და ვიღრინები.
ოქროყანაში, დამნაშავე მე ვიყო თითქოს,
ვთოვებ ბუჩქნარებს, სადაც უცნობს შემოჰყავს გოგო
ილორის კარზე შესაწირავად დაბმულ კრავივით.
‘კარაბადინი’ ზედმეტ ფასში მომყიდეს გუშინ,
ხუთმაგი ფასით –მუხრანის და ანას წიგნები.
დიდებულია კაფეები, შიში, დომინო,
ოპერა, კინო დაგვიხურა “რიჩარდ მესამემ”,
რამაზ ჩხიკვაძის საყვარლობას იჩემებს ვიღაც-
ზეითუნის ზეთის ფლაკონი.
მართლა გყავდათო თუთაშხია?-ბუჭებმა მკითხეს.
აბა რა ვიცი-ვინ გვყავდა და რის გამო გვყავდა,
ათი წელია მე აქა ვარ,
ათი წელია მეც თქვენსავით ვტკეპნი ამ პროსპექტს
და ვიშველიებ ასათიანს-საღმერთო ღვინოს.
მიკვირს კი, მაინც იმ ხურჯინა ტეტიად ვრჩები,
ა,ა, ათი წლის წინათ აქ რომ ჩამოიყვანეს
და გზამკვლევებით დაეძებდა თვითეულ უბანს.
გადაწყდა! –კარგ დროს მომაყივლა ჩემმა სოფელმა,
აწი, ქალაქო, მხოლოდ სტუმრად მოგიბრუნდები,
არა მგონია, ვინმემ კალთა ჩამომახიოს.
არ გაუგიათ აქ ჩემი მოსვლა
და ვერც წასვლისას გაიგებს ვინმე,
არ იყივლებდა უადგილოდ ჩემი სოფელი.

Back to top Go down
View user profile http://dadala.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: არჩილ ფირცხალავა   Today at 6:01 am

Back to top Go down
 
არჩილ ფირცხალავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: