არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ერთი ლექსის პოეტი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: ერთი ლექსის პოეტი   Wed Mar 04, 2009 12:41 pm

კესო -

მე კიდევ, პირველ რიგში, მამაჩემს გივი (გიორგი) დიდიშვილს გავიხსენებ, რომელიც სულაც არ ყოფილა ლიტერატორი, საერთოდაც ჰუმანიტარი არ იყო, მაგრამ თუ რამე ვიცი ამ ქვეყნად, ეს, უპირველეს ყოვლისა, მისი დამსახურებაა, მან შემაყვარა ქართული მწერლობა და პოეზია, მუსიკა და სახვითი ხელოვნება, ისტორია და ფილოსოფია…

წამოდი, გავისეირნოთ, ნახე, რა ლამაზად თოვსო, (ან რა ლამაზია თბილისი შემოდგომითო, ან.. ან…) მეტყოდა და იწყებოდა ულამაზესი საღამოები, ძველი თბილისის ხედების თანხლებით, საუბრებით, ლექსებით…
რატომ გავიხსენე ახლა?
იმიტომ, რომ ესეც მამას იდეა იყო_
არიან საქართველოში პოეტები, რომლებიც დაიკარგნენ დიდი ქართველი პოეტების ჩრდილქვეშ, მაგრამ აქვთ თითო ლექსი მაინც ისეთი, ნებისმიერი პოეტი რომ მოაწერდა ხელსო. კარგი იქნებოდა ასეთი ლექსები შეგეგროვებინა და მერე კრებულად გამოგვეცაო. ეს სურვილი სურვილად დარჩა, მაგრამ ინტერნეტსივრცეში თქვენი თანადგომით იქნებ უფრო ადვილი იყოს ამის შესრულება, თუ დაგაინტერესებთ ეს თემა, ან შეგიძლიათ რომელიმე ერთი ლექსი შემოგვთავაზოთ, ძალიან გამახარებთ


Last edited by ადმინისტრატორი on Wed Mar 04, 2009 2:04 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერთი ლექსის პოეტი   Wed Mar 04, 2009 12:43 pm

დუტუ მეგრელი

პატარა ქართველი

მე პატარა ქართველი ვარ,
კავკასიის მთების შვილი,
და განცხრომით სხვაგან ყოფნას
მირჩევნია აქ სიკვდილი.

ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო –
ყველა ჩემი სამშობლოა,
საყვარელი საქართველო.

ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა
ღვთის მშობლისა არის წილი;
ბევრ მწარე დღეს მოსწრებია
და უნახავს ბევრიც ტკბილი:

ხან თუ მტერი აოხრებდა,
იყო მღვრელი ცრემლის ცხარის,
ბრწყინვალე დროც დასდგომია,
დრო დავითის და თამარის!..

მე პატარა ქართველი ვარ,
სახელოვან ერის შვილი
და მსურს მერგოს სასახელო
მეც სიცოცხლე და სიკვდილი!..

1901

Laughing
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
keso
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 98
Registration date : 28.12.08

PostSubject: Re: ერთი ლექსის პოეტი   Wed Mar 04, 2009 1:14 pm

mixo, kidev erTxel didi madloba, Zalia gamexarda, magram ase cal-calke, movereviT amden gverds? me cota mSiSara varJ da ise me am poetebs ,,erTi leqsis poetebs veZaxi da aba, Senc naxe…_erTi leqsis poeti- ase rom erqvas?…
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ერთი ლექსის პოეტი   

Back to top Go down
 
ერთი ლექსის პოეტი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს..." - სტუმრად კესოსთან-
Jump to: