არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი   Wed Mar 04, 2009 11:58 am



ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი.

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. 1914 წელს იგი ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამის შემდგომ იგი კავკასიის ფრონტზე იქნა გადაყვანილი. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში.სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა დიდებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. ამასობაში საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას და ქაიხოსრო უკვე თავის საამაყო სამხედრო კარიერას სუვერენული სამშობლოს ჯარში აგრძელებს. სამწუხაროდ, მას დიდხანს არ დასცალდა მამულისადმი მსახური.



ბოლშევიკების შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს როცა ბათუმის ნავსადგურიდან თითქმის მთელმა მთავრობამ დატოვა საქართველო, მათ ქაქუცა ჩოლოყაშვილი არ გაჰყოლიათ. იგი ამ დროს იმყოფებოდა სამეგრელოში, სადაც ჯერ კიდევ საქართველოს ოკუპაციამდე იქნა მივლინებული რუსეთის ჯარის საწინააღმდეგო ცხენოსანი არმიის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამ დროიდან დაიწყო მისი დაუცხრომელი ბრძოლა ბოლშევიკების წინააღმდეგ. 1922 წლის 12 მარტს ქ. ჩოლოყაშვილი თავის თანამოაზრეებთან ერთად ქიზიყიდან ტყეში გაიჭრა და პარტიზანულ ბრძოლას შეუდგა. ხევსურეთში რაზმის წევრებმა საზეიმოდ შეჰფიცეს, რომ მედგრად ებრძოლათ საქართველოს დამოუკიდებლობის დასაბრუნებლად. სწორედ ამ დროს ჩაისახა შეფიცულთა რაზმი, რომლის ბელადიც ქაქუცა გახდა. ასევე იხსენიებდნენ შემდგომში მას თანამებრძოლები.

1922 წლის ივნისში სიღნაღთან მოხდა პირველი შეტაკება წითელი არმიის ნაწილებთან. 1922 წლის ზაფხულში ამბოხებამ იფეთქა ხევსურეთში, რომელიც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. უამრავი ადამიანი იქნა გაჟლეტილი, მაგრამ მტერმა ქაქუცას კვალს მაინც ვერ მიაგნო. ამასობაში იგი ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩეჩნები შემოეერთებინა და ერთად ეომათ რუსების წინააღმდეგ, მაგრამ მიუხედავად ზოგიერთი წარმატებისა, გაერთიანებული ძალებით შეტევა მაინც ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ქაქუცა დაბრუნდა საქართველოში და ახალი ბრძოლებისათვის დაიწყო მზადება. 1924 წლის 29 აგვისტოსთვის დანიშნული იქნა უმთავრესი ამბოხება, რომელშიც მონაწილეობა დასავლეთ საქართველოსაც უნდა მიეღო, მაგრამ ბოლო წუთს თავი იჩინა გაუგებრობამ. გაურკვეველი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში აჯანყება დაიწყო სრული 1 დღით ადრე, 28 აგვისტოს, რამაც მნიშვნელოვნად არია შეთქმულთა გეგმები და ბოლშევიკურ ხელისუფლებას გაუადვილა აჯანყების ჩახშობა.

1924 წლის 29 აგვისტოს, ჩოლოყაშვილის მცირერიცხოვანმა რაზმმა მთლიანად აიღო მანგლისი. 1924 წლის 3 სექტემბერს, დალაშქრა დუშეთი. 1924 6 სექტემბერს, სვიმონიანთ-ხევში მოხდა სახელგანთქმული ხევ-გძელას ბრძოლა, სადაც ქ. ჩოლოყაშვილმა თავისი უბადლო სამხედრო ტალანტი გამოავლინა და ასეულობით რუს ჯარისკაცს ერთმანეთი დაახოცვინა.

1924 წლის აჯანყების დამარცხებისა და საქართველოში დატრიალებული სასტიკი სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ უკვე ცხადი გახდა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. 1924 წლის სექტემბერში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა თანამებრძოლებთან ერთად დატოვა საქართველო და თურქეთის გავლით(ტრაპიზონიდან) გეზი საფრანგეთისკენ აიღო. ბედის ირონით, ადამიანი, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის არმიას მწარე დამარცხება აგემა სარიყამიშთან, ხიშტზე წამოცმული თეთრი დროშით გადავიდა საზღვარზე და ოსმალეთს სთხოვა დროებითი თავშესაფარი. ბედის კიდევ ერთი დაცინვა იყო ისიც, რომ კომუნისტი ქართველების მიერ ბანდიტად შერაცხულ და სამშობლოდან გამოდევნილ პატრიოტს თურქმა ოფიცერმა, ვინც მიიღო ლტოლვილი ქართველები, პატივისცემის ნიშნად იარაღი არ ააყრევინა. ოსმალეთიდან ქართველთა რაზმი საფრანგეთის გზას დაადგა. ქაქუცამ დიდი გაჭირვებით მოახერხა, რომ მისი ყველა რაზმელისათვის მიეცათ ჯერ საფრანგეთში და მერე პარიზში გამგზავრების უფლება, რადგან ოსმალეთში მყოფი სოციალ-დემოკრატები მაინცდამაინც დიდი აღტაცებით არ დახვედრიან ახალ ლტოლვილებს. ავსტრიის ფრონტზე და შემდეგ სარიყამიშში მარჯვენა ფილტვში მიყენებულმა მძიმე ჭრილობამ ემიგრაციაში იჩინა თავი. თანამებრძოლებმა მოახერხეს, ქაქუცა მოეთავსებინათ ოსტსაუას სანატორიუმში, მაგრამ მკურნალობამ ამაოდ ჩაიარა და 1930 წლის 27 ივნისს ქაქუცა გარდაიცვალა.ანდერძისამებრ, მისი ნეშტი უნდა დაეწვათ, რომ როდესმე მაინც ამ გზით უფრო იოლად მოეხერხებინათ მისი საქართველოში ჩამოსვენება, მაგრამ მეგობრებმა, რომელთაც იცოდნენ, რომ სინამდვილეში ქაქუცას საშინლად სძულდა კრემაცია, თავისი გაიტანეს და ერთმანეთში შეგროვილი ფულით იგი დაკრძალეს სენტ-უანის (პარიზის მახლობლად) სასაფლაოზე. მოგვიანებით, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტი გადაასვენეს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. თუმცა, ამ იდეას მრავალი დევნილობაში მყოფი პატრიოტი ეწინააღმდეგებოდა იმ მოსაზრებით, რომ ლევილის სასაფლაოზე დაკრძალული იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი   Wed Mar 04, 2009 11:58 am

(დასასრული)

კომუნისტების მმართველობის ჟამს სასტიკად იკრძალებოდა ჩოლოყაშვილის სახელის ხსენებაც კი. იგი მიიჩნეოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლ ბანდიტად. მრავალი ათეული წლის მანძილზე დიდი მებრძოლის ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და მეგობრები სასტიკ დევნა–შევიწროებას განიცდიდნენ საბჭოთა საქართველოს მესვეურთაგან. რეპრესიული ქმედებები ჩოლოყაშვილის თანამოაზრეთა წინააღმდეგ არ შემწყდარა მეოცე საუკუნის 80–იან წლებამდე. ქაქუცას სახელის რეაბილიტაცია დაიწყო 1988 წლიდან. ზაფხულში ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი აშშ-ში ყოფნის დროს შეხვდა ქაქუცას ერთადერთ, ცოცხლად გადარჩენილ თანამებრძოლს ალექსანდრე სულხანიშვილს, რომელმაც მას გადასცა ქაქუცას დროშა, ხმალი და ქამარ-სატევარი. ეს რელიკვიები ნაცვლიშვილმა საქართველოში ჩამოიტანა. ამჟამად ისინი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემოდგომაზე კი, როცა ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ზ.გამსახურდიამ და მ.კოსტავამ თბილისის იპოდრომზე გამართულ მიტინგზე, შინდისფერ დროშებთან ერთად ააფრიალეს დიდი ქართველის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სურათები, ყველამ გაიგო, თუ ვინ იყო ქაქუცა და რა ღვაწლი მიუძღოდა მას საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. 1989 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ფართო საზოგადოებასთან ერთად აღნიშნეს დიდი პატრიოტის დაბადებიდან 101 წლისთავი.


200 ლარიანი ბანკნოტი ქაქუცა ჩოლოყაშვილის პორტრეტით

მხოლოდ 75 წლის შემდეგ ახდა საქართველოს ეროვნული გმირის ოცნება და მისი სხეული მშობლიურ მიწას მიაბარეს. 2005 წლის 20 ნოემბერს პარიზიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოაბრძანეს ქ.ჩოლოყაშვილის ნეშტი. დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახ. საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება). ეროვნული გმირის ცხედარს ეახლნენ პრეზიდენტი მ.სააკაშვილი და სხვა ოფიციალური პირები. მოგვიანებით, მისი ნეშტი მოტოციკლებისა და მხედართა ესკორტის თანხლებით გადაასვენეს წმ. სამების საკათედრო ტაძარში ელიას მთაზე (ავლაბარი), სადაც მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ.

მეორე დღეს, ქართველმა ერმა ღირსეული პატივი მიაგო თავის საამაყო შვილს. ათიათასობით ადამიანმა უკანასკნელ გზაზე გააცილა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, რომლის ცხედარიც ჯერ მამადავითის მონასტერში დაასვენეს, ხოლო პანაშვიდის გადახდის შემდეგ იგი დაკრძალეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

2005 წლის 21 ნოემბერს, თბილისში, 15:15 საათზე, თავისუფლებისთვის მებრძოლი დიდი მამულიშვილის ქაიხოსრო( ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ნეშტი მშობლიურ, ქართულ მიწას მიაბარეს.



გადმოტანილია აქედან - http://ka.pandapedia.com/wiki/ქაიხოსრო_(ქაქუცა)_ჩოლოყაშვილი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი   Wed Mar 04, 2009 12:01 pm

იმ პირთა სია, რომლებმაც ქ. ჩოლოყაშვილთან ერთად დატოვეს სამშობლო:

ჭავჭავაძე, სპირიდონ
ვაჩნაძე, ელიზბარ
ერისთავი, რაფიელ
სულხანიშვილი, ალექსანდრე
მაისურაძე, სერგო
ბადურაშვილი, ალექსანდრე
ქარუმიძე, ილია
ცხვედაძე, ალექსანდრე
პავლიაშვილი, გოლა
ჯორჯაძე, მერაბ
ნებიერიძე, შალვა
ჩიქოვანი, ლელო
ლაშქარაშვილი, მიშა
რევაზიშვილი, დავით
ბერბიჭაშვილი, გაბო
მარჯანიშვილი, ვასო
ფეიქრიშვილი, ალექსი
ალიმბარაშვილი, სიკო
ჯავრიშვილი, შალვა
ჯავრიშვილი, ლევან
ამირეჯიბი, შალვა
მაყაშვილი, ელიზბარ
დადიანი, ჯონჯი
კუჭავა, სარდიონ
ბექაური, თომა
კარგარეთელი, ალექსანდრე

მასალები ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ:
1. ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებები შეფიცულთა რაზმზე,თბილისი,არტანუჯი,2007, ISBN 978-99940-59-61-4
2. ივანე ლიქოკელი ხევსურები და ქაქუცა,თბილისი,არტანუჯი,2006, ISBN 99940-55-23-2


მოძიებულია "http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Guest
Guest



PostSubject: Re: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი   Wed Mar 04, 2009 3:39 pm

Arrow

ქაქუცა ჩოლოყაშვილზე იხილეთ ეს ბმული - http://ka.wikipedia.org/wiki/ქაიხოსრო_(ქაქუცა)_ჩოლოყაშვილი
Back to top Go down
Sponsored content




PostSubject: Re: ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი   

Back to top Go down
 
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს..." - სტუმრად კესოსთან-
Jump to: