მიხო მოსულიშვილის წიგნის (,,მადლის ქვა") პრეზენტაცია
2012 წლის 16 03, პარასკევი 18:00-დან 21:00-მდე
წიგნის მაღაზია ,,დიოგენე" (ა. აფაქიძის 9. სპორტის სასახლის გვერდით) პარასკევს, 16 მარტს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია ,,დიოგენეში" გაიმართება მიხო მოსულიშვილის წიგნის (,,მადლის ქვა") პრეზენტაცია (გამომცემლობა ,,სიესტა").
დასწრება თავისუფალია
"თოვლის ფიფქების ჩუმი შრიალი ჩაწერილია ათას ცხრაას ოთხმოც წელს და კიდევ ერთხელ მოსმენილია ოცდაათი წლის შემდეგ." – ,,მადლის ქვა" - მიხო მოსულიშვილის მეთხუთმეტე წიგნი.
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=58451 მოკლედ ეს პოსტი უნდა დამედო ურაკზე და ეს არ მახსოვდა ბატონი მიხოს ფრაზა ''პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...``'' დასასტატუსებელი ფრაზაა
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=58451 მოკლედ ეს პოსტი უნდა დამედო ურაკზე და ეს არ მახსოვდა ბატონი მიხოს ფრაზა ''პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...``'' დასასტატუსებელი ფრაზაა
ნინი, დიდი მადლობა...
ასევე დიდი მადლობა, საიტ "ურაკპარაკის" მესვეურებს "მადლის ქვის" დაანონსებისათვის...
''პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...'' ოღონდ ამ ფრაზას მე ერთს დავამატებდი, - სიტყვა "მეამბოზე" ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც რევოლუციონერი, რომელთაც სჩვევიათ ხოლმე თავისამდე არსებულის ხელაღებით უარყოფა. მეამბოხეში ვგულისხმობ ისეთ ადამიანს, ვინც საზოგადოების სრულყოფისათვის იბრძვის თავგანწირულად და ჩემთვის ამის კარგი მაგალითია "ალუდა ქეთელაური" - ვაჟა-ფშაველას დალოცვილი მარჯვენით შექმნილი ეს გმირი თავის თემს აძლევს ცოდნას ქრსიტესეული მცნების "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" - მტრის გაგების და შეყვარების შესახებ. და ამას აკეთებს არა ისე, რომ ხევისბერს რევოლუცია მოუწყოს, ჩამოაგდოს და თავად გახდეს ხევისბერი, არამედ დაუფარავად ამბობს, რასაც გრძნობს და ხედავს. ამ თავისი რწმენისთვის თავსაც სწირავს და ოჯახსაც, გამოძევებული ქალები რომ აუგად მოიხსენიებენ თემს, იმათაც გააჩუმებს, - ალუდამ იცის, რომ იმის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, თემშივე გამოჩნდება ვინმე, ვინც იმასავით იფიქრებს... ჩემთვის ალუდა პოეტია თავისი ჩადენილი საქმით, მერე რა, თუ სტრიქონი არ დაუწერია... აი, ამისთანა მეამბოხეს ვგულისმობ...
წიგნი – "გახსოვს, ზედაზენი..." თემა – პოეზია, მოგონებები ავტორი – ოტია იოსელიანი რედაქტორი - თამარ გელოვანი დიზაინერი - დალი ჯვარშეიშვილი ISBN 978-99941-9201-5-8 გამომცემლობა – "უსტარი" გვერდები – 128 ენა – ქართული
მოვედი და გიო საჯაიას მოკითხვა მოვუტანე ბატონ მიხოს: '' მიხო ძალიან კარგი კაცია და კარგი მწერალი, ძალიან კარგი. მიხოს ძალიან დიდი მოკითხვა და სიყვარული, ჩემგან''. ამონარიდი პირადი საუბრიდან საპასუხო მოკითხვასაც წავუღებ . მიხარია ხოლმე აქ კარგი და თბილი რაღაცეების მოტანა ...რაღაც გაგებით ცოტა ''ატშელნიკია ''ბატონი მიხო.მისი რიდი , პატივისცემა და სიყვარული აქვთ შორიდან და ''ჩუმად''.ყველა ხომ ჩემნაირი უცერემონიო და''თავხედი''არაა მე კიდევ მასთან მისი მკითხველის სითბო და სიყვარული ''მომაქვს''(რა მოტანა ამას უნდა)უბრალოდ სიტყვებით ხმამაღლა გაჟღერებული.
ნინი, დიდი მადლობა... )) გიო საჯაიას ჩემგანაც დიდი მოკითხვა. კარგა ხანია, მაგისი წიგნის გამოცემის დროა და რატომ არაფერს ფიქრობს, ნეტა?.. ვეღარ ვნახე, რომ დავლაპარაკებოდი პირადად...
წიგნი – "ღვთაებრივი კომედია" თემა – პოეზია ავტორი – დანტე ალიგიერი თარგმანი - კონსტანტინე გამსახურდია შემდგენელი - მანანა არჩვაძე–გამსახურდია რედაქტორი - ელენე სალარიძე კომპიუტერული უზრუნველყოფა – გიოგრგი ასათაინი ყდის დიზაინი – ეთერ გზირიშვილი ISSN 1987-9628 ISBN 978-99941-19-342-2 გამომცემლობა – "პალიტრა L" გვერდები – 536 ენა – ქართული
7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი – 19:00-დან 22:00-მდე
რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს
"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა" (პიესა რვა სცენად)
მოქმედების დრო: 1801 – 2010 წლები. მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.
პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე. ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც. სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე – რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.
რეჟისორი - გეგა ქურციკიძე პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე
ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი მისამართი: თბილისი, 0102, დავით აღმაშენებლის გამზ. 99/1; ტელეფონები: (995 32) 95 39 27; (995 32) 95 78 74 ელ.ფოსტა – infochildren@caucasus.net
ბატონო მიხო !!!სულითა და გულით გილოცავთ ახალ წიგნს. ქართველ მკითხველებს ვულოცავ თქვენს ახალ წიგნს! ძალიან,ძალიან გამიხარდა! და გულიც ძალიან დამწყდა მხოლოდ ახლა ვნახე.დავაანონსე ურაკპარაკზე ლიტმოვლენებში