არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1 ... 21 ... 39, 40, 41, 42  Next
AuthorMessage
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Nov 11, 2011 8:56 pm

http://armuri.4forum.biz/t654p30-topic#11111
წავიკიტხე ინტერვიუ ბატონი მიხოსთან .
მე ხომ ვირტუალური ფოსტალიონიც ვარ აქ''ბაბა იაგასთან''შეთავსებით Smileდა სამდღიანი ვადა რომ გამივა წავიღებ ამას მეზობელ პორტალზე.


' ''შტრიხები პორტრეტისთვის ''აი ეს კი არ მეყო.Sad
და რახანც მე კიდევ''ბეზპარდონნაია ასობა''ც ვარ Smile...ვარ,ვარSmileამიტომ რაღაცის თხოვნა მინდაSmile sunny
ახლა კი სეროოზულად- ბატონო მიხო,აი ძალიან,ძალიან მინდა გთხოვოთ რომ, როცა მოიცლით აი ''შტრიხები პორტრეტისთვის ''ეს რომ''შეავსოთ''და მაჩუქოთ...
და მერე სადისკუსიო კლუბში წავიღებ.
flower flower flower
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Nov 12, 2011 1:32 am

"ლიტბუნიობის" რიგით მეორე კონკურსი

ლიტერატურული საიტი "ურაკპარაკი" სავაჭრო კომპლექს "კიდობანი"-ს თანადგომით აწყობს ლიტერატურულ კონკურსს პროზაში

კონკურსის ფინალური ეტაპი ემთხვევა გაზაფხულის ბუნიობას და ჩატარდება 2012 წლის 20 მარტს.
კონკურსში გამარჯვებული აირჩევა საკონკურსოდ წარდგენილი ნაწარმოებებიდან, რომლებიც არ ყოფილა გამოქვეყნებული რაიმე ფორმით (ინტერნეტ სივრცეში ან ბეჭდური სახით).

საკონკურსო პრემიების ოდენობა:
ერთი პირველი პრემია – 1200 ლარი
ერთი მეორე პრემია – 800 ლარი
ორი მესამე პრემია – 500 ლარი თითოეულს

საკონკურსოდ ნაწარმოებები მიიღება 2012 წლის 15 თებერვლის ჩათვლით მხოლოდ ელექტრონული სახით ელ–ფოსტაზე: urakparaki@gmail.com

კონკურსზე ნაწარმოების გამოგზავნა ნიშნავს, რომ თქვენ გაეცანით და ეთანხმებით კონკურსის წესებს.


კონკურსის მიმდინარეობა და წესები:

კონკურსი იყოფა ეტაპებად:

I – კონკურსის ორგანიზატორების მიერ შემოსული ნაწარმოებები გადაირჩევა ჟიურისთვის გადასაცემად.
II – 2012 წლის 15 თებერვალს გამოცხადდება კონკურსის ჟიურის ვინაობა, რომელიც
გადარჩეული ნაწარმოებებიდან ამოარჩევს 7 საუკეთესო ნაწარმოებს.
კონკურსის ჟიური შედგება 5 წევრისგან.
III – 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამოვლინდება გამარჯვებულები
IV – გამოცხადდება კონკურსის შედეგები და დაჯილდოვდებიან ლაურეატები

კონკურსის წესები და მოთხოვნები:

კონკურსის მონაწილეები საკონკურსოდ გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტაზე აგზავნიან გამოუქვეყნებელ საკონკურსო ნაწარმოებს, მონაწილის გვარ-სახელს ( ან ფსევდონიმს ) და საკონტაქტო ინფორმაციას.
თითოეული მონაწილისგან მიიღება ერთი ნაწარმოები.

ნაწარმოებების თემატიკა არ არის შეზღუდული

ნაწარმოების მიღების დადასტურება ავტორს გაეგზავნება ელექტრონულ ფოსტაზე.
მიღების დადასტურების გარეშე ითვლება, რომ ნაწარმოები არ არის კონკურსზე შემოსული. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ დააზუსტოთ იმავე მაილზე, ან ურაკპარაკის ადმინისტრაციასთან.
საიტზე urakparaki.com. მენიუში აირჩიეთ პუნქტი "მოგვწერეთ" და წერილში მიუთითეთ თქვენი ელ ფოსტა, სახელი( ფსევდონიმი ) და საკონტაქტო ნომერი.

ნაწარმოები მიიღება მხოლოდ ელექტრონული სახით, მხოლოდ word –ის ფაილით, იუნიკოდში ან აკადნუსხურში ჩაწერილი.
ნაწარმოების ზომები შეზღუდულია 5 000 ასონიშნიდან 40 000 ასონიშნამდე ( მიახლოებით 3 გვერდიდან 20 გვერდამდე )

თუ კონკურსის მიმდინარეობისას, ან მისი დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება, რომ საკონკურსოდ გამოგზავნილი ნაწარმოები კონკურსამდე, ან კონკურსის მიმდინარეობისას სადმე, რაიმე სახით იყო გამოქვეყნებული,
ავტორი 2 წლით დაკარგავს კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
თუ მსგავსი ფაქტი აღმოჩნდა ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაწარმოები მოიხსნება კონკურსიდან.
კონკურსის ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ საიტზე გამოქვეყნდეს ასეთი ნაწარმოების ავტორი, წესის დარღვევის ფაქტის მითითებით.

ნებისმიერ ეტაპზე კონკურსში მონაწილე ნაწარმოებების ავტორები უცნობია ყველასთვის, გარდა კონკურსის ორგანიზატორისა.

16 თებერვლის ჩათვლით, კონკურსის ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია უკან გაითხოვოს თავისი ნაწარმოები.
ასეთ შემთხვევაში ნაწარმოები არ მიიღებს კონკურსში მონაწილეობას და არ გამოქვეყნდება.

გამარჯვებული ნაწარმოებები გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ "ლიტერატურული პალიტრის" მაისისა და ივნისის ნომრებში.
ავტორს ეკრძალება გამარჯვებული ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ბეჭდურ გამოცემებში კონკურსის დასრულებიდან 3 თვის განმავლობაში.
კონკურსის დასრულების შემდეგ:
ა) ავტორების წერილობით ( ელექტრონულ ფოსტაზე ) დადასტურებული სურვილის შემთხვევაში, ერთად გამოქვეყნდება ყველა ის ნაწარმოები, რომელმაც მიიღო ჟიურის შეფასებები.
ბ) ავტორების წერილობითი ( ელექტრონულ ფოსტაზე ) მოთხოვნის შემთხვევაში, გამოქვეყნდება ნაწარმოები, რომელიც კონკურსიდან მოიხსნა ავტორის სურვილით, ან ვერ გადავიდა რომელიმე ეტაპზე.

კონკურსის დასრულების შემდეგ, მეტი გამჭვირვალეობის მიზნით, გამოქვეყნდება ჟიურის ყველა წევრის ყველა შეფასება, ჟიურის წევრთა სახელების მითითების გარეშე.
თუკი ჟიურის რომელიმე წევრი ვერ აღმოაჩენს თავისი შეფასების იდენტური შეფასებების ჩამონათვალს, ამის შესახებ მან საჯაროდ უნდა განაცხადოს კონკურსის გამომცხადებელ საიტზე შესაბამის თემაში.

ნაწარმოებების შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.

ჟიურის თითოეული წევრი დამოუკიდებელია თავის არჩევანში.
დასაშვებია ჟიურის წევრის შეფასების კორექტირება შემდეგ შემთხვევაში:
თუკი ჟიურის რომელიმე წევრის შეფასება სხვა ოთხი წევრის შეფასების საშუალო ქულისგან განსხვავდება 5 ან მეტი ერთეულით.
დაბალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე დაბალ შეფასებას გამოკლებული ერთი ქულა
ხოლო მაღალი შეფასების შემთხვევაში ამ წევრის შეფასებად მიიღება სხვა 4 წევრის შეფასებებიდან ყველაზე მაღალ შეფასებას დამატებული ერთი ქულა

გამარჯვებული ნაწარმოების გამოვლენის კრიტერიუმები:

1) მეორე ეტაპზე გადარჩეული ჯამურად უმაღლესქულიანი ნაწარმოებებიდან ჟიური 10 ბალიანი შეფასების სისტემით შეარჩევს 7 უმაღლესქულიან ნაწარმოებს.
ჯამურად ერთნაირი ქულების აღმოჩენის შემთხვევაში, ნებისმიერ ეტაპზე, გარდა პირველი ადგილის გამოვლენისა, უპირატესობა ენიჭება ჯამის შემადგენელ ქულებში მაღალი ქულების რაოდენობას.ერთნაირი ქულების არსებობისას გათვალისწინებული იქნება წინა ტურის შედეგები .
2) მესამე ეტაპზე 7 საუკეთესო ნაწარმოებიდან გამარჯვებულთა გამოსავლენად ჟიურის თითოეულ წევრს უფლება ეძლევა დაწეროს:
ერთი 10 ქულა, სამი 9 ქულა და ოთხი 8 ქულა. 7 და უფრო დაბალი ქულები - რაოდენობის შეუზღუდავად.

3) პირველ ადგილზე გასული ნაწარმოები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
უნდა ქონდეს მიღებული მინიმუმ ორი 10 ქულიანი შეფასება და საბოლოო ჯამური ქულა არ იყოს 46-ზე ნაკლები.
4) იმ შემთხვევაში, თუ პირველი ადგილის კანდიდატი გახდა ორი თანაბარ ქულიანი ნაწარმოები, პირველი ადგილი დადგინდება ჟიურის მიერ ამ ორი ნაწარმოებისათვის კენჭისყრის გზით.
5) თუ ვერცერთი ნაწარმოები ვერ დააკმაყოფილებს პირველი ადგილის კრიტერიუმებს, პრემია არ გაიცემა და საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პროზის კონკურსის პირველი ადგილის საპრიზო ფონდს.

6) მეორე ადგილზე ნაწარმოებები გადის ჯამური ქულების მაქსიმალური რაოდენობით. ამასთან, მეორე ადგილზე გასასვლელად, ნაწარმოებს გადასალახი აქვს მინიმუმ 35 ქულიანი ბარიერი (ქულათა ნებისმიერი კომბინაციით).
7) იმ შემთხვევაში, თუ მეორე ადგილის კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ვერცერთმა ან მხოლოდ ერთმა ნაწარმოებმა ,
გაუცემელი საპრიზო ფონდი დაემატება “ლიტბუნიობის” მომდევნო პოეზიის კონკურსის პირველი და მეორე ადგილების საპრიზო ფონდს.

Cool მესამე პრემია მიენიჭებათ შეზღუდვების გარეშე ჯამური ქულების მიხედვით.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Nov 27, 2011 5:47 pm

'შემივირბინე''აქSmile
როგორი ლამაზია გადათეთრებული თბილისი.
მეგონა ბატონი მიხოს გადაღებული ფოტოები დამხვდებოდა Sad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Nov 27, 2011 7:48 pm

nini wrote:
'შემივირბინე''აქSmile
როგორი ლამაზია გადათეთრებული თბილისი.
მეგონა ბატონი მიხოს გადაღებული ფოტოები დამხვდებოდა Sad

study

პირადში წერილი მოგწერე ადრე და, მე მგონი, არ გინახავს, ნინი... Smile

ჩემებს ვწერდი და ახლა სხვები მაწერინებენ თავისებს და ვარ ეგრე... Wink

pirat
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Nov 29, 2011 1:53 pm

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=55472
flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Nov 30, 2011 10:07 am

nini wrote:
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=55472
flower

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Nov 30, 2011 10:07 am

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Nov 30, 2011 3:40 pm

ვახSmile
დღეს დავხედე და..
სამი წლის გავმხდარვართ უკვე,ბატონო ადმინოSmile


flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 08, 2011 8:59 pm



წიგნი – რაზიკაშვილების მიმოწერა
თემა – მხატვრული ლიტერატურა
ავტორი – რაზიკაშვილები
ISBN 978-99940-28-67-2
გამომცემლობა – ლიტერატურის მუზეუმი
გვერდები – 312
ზომა – 13,7/20,7
ენა – ქართული
ფასი – 15 ლარი

ანოტაცია: ვაჟა–ფშაველას, ნიკო (ბაჩანა), თედო, სანდრო და მიხა რაზიკაშვილების მიმოწერა თავისთავად საინტერესოა და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის, როგორ ცხოვრობდა ვაჟა–ფშაველას ოჯახი. წიგნში დაბეჭდილი წერილების უმრავლესობა ლიტერატურის მუზეუმში ინახება. ოთხი წერილი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სხვები – საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 18, 2011 1:16 am



19 დეკემბერს, 19:00 საათზე, მაგთი-კლუბში გაიმართება
კატო ჯავახიშვილის პოეტური კრებულის "ჭუპრი" პრეზენტაცია.




"მაგთი კლუბი", რუსთაველის გამზირი 22.

დასწრება თავისუფალია.
მობრძანდით!
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 18, 2011 12:48 pm

http://www.ambebi.ge/potogalerea/category/1166.html


ეს მომეწონა.
თუ შეიძლება ამ სურათების აქ დადება და ლიტერატურასთან რაღაცნაირად დაკავშირებულ ასეთი ''უცნაურობების''გვერდის გაკეთება ?
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Dec 18, 2011 11:42 pm

nini wrote:
http://www.ambebi.ge/potogalerea/category/1166.html


ეს მომეწონა.
თუ შეიძლება ამ სურათების აქ დადება და ლიტერატურასთან რაღაცნაირად დაკავშირებულ ასეთი ''უცნაურობების''გვერდის გაკეთება ?

Arrow

გვერდი ეს არის – http://armuri.4forum.biz/t768-topic#11179

სურათების ასატვირთად შეგვიძლია გამოვიყენოთ სერვერი -
http://www.servimg.com/

ოღონდ, ჯერ უნდა დავრეგისტრირდეთ იქ და ”არმურის საფიხვნოზე” იმ ატვირთული სურათის საჩვენებლად ”დირექტ ლინკ” - ეს უნდა მოვიტანოთ...

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jan 17, 2012 6:35 pm

თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო


თარიღი – 2012 წლის 27 იანვარი, პარასკევი

დრო – 18:00-დან 21:00-მდე

სად – პროფკავშირების კულტურის სახლი, მეტრო "დელისთან"

თეონა ქუმსიაშვილის ლექსების კრებულის "მთის ბულბულის" პრეზენტაცია. გაიმართება ფოლკლორული საღამო, სადაც შესრულდება თეონა ქუმსიაშვილის საავტორო სიმღერები სხვა სიმღერებთან ერთად. საღამოს წარუძღვება მამა პეტრე კვარაცხელია. მონაწილეობენ: დათო კენჭიაშვილი, დიტო ქისიშვილი, ანსამბლი "გორდელა", ანსამბლი "ფიც-ვერცხლი", ანსამბლი "ჩელა" და სხვა სტუმრები და მომღერლები. დასწრება თავისუფალია.

ბმული – https://www.facebook.com/events/148214368626320/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Mar 02, 2012 1:24 pm

თბილი და მონატრებული მოკითხვა ბატონ მიხოს.
და გაზაფხულიც მოსულაო flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Mar 11, 2012 9:30 pm



მიხო მოსულიშვილის წიგნის (,,მადლის ქვა") პრეზენტაცია


2012 წლის 16 03, პარასკევი
18:00-დან 21:00-მდე


წიგნის მაღაზია ,,დიოგენე" (ა. აფაქიძის 9. სპორტის სასახლის გვერდით)
პარასკევს, 16 მარტს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია ,,დიოგენეში" გაიმართება მიხო მოსულიშვილის წიგნის (,,მადლის ქვა") პრეზენტაცია (გამომცემლობა ,,სიესტა").

დასწრება თავისუფალია

"თოვლის ფიფქების ჩუმი შრიალი ჩაწერილია ათას ცხრაას ოთხმოც წელს და კიდევ ერთხელ მოსმენილია ოცდაათი წლის შემდეგ." – ,,მადლის ქვა" - მიხო მოსულიშვილის მეთხუთმეტე წიგნი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Mar 13, 2012 2:43 am

დაანონსებულია უკვე ურაკზე ''მორბენალ სტრიქონში''და ლიტმოვლენაში
ძალიან გამიხარდა .
ვულოცავ ბატონ მიხოს და ქართველ მკითხველს
flower flower flower flower flower flower flower flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Mar 13, 2012 11:39 am

nini wrote:
დაანონსებულია უკვე ურაკზე ''მორბენალ სტრიქონში''და ლიტმოვლენაში
ძალიან გამიხარდა .
ვულოცავ ბატონ მიხოს და ქართველ მკითხველს
flower flower flower flower flower flower flower flower flower flower


ნინი, დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის...

sunny
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Mar 14, 2012 1:56 am

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=58451
მოკლედ ეს პოსტი უნდა დამედო ურაკზე და ეს არ მახსოვდა ბატონი მიხოს ფრაზა
''პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...``''
დასასტატუსებელი ფრაზაა
sunny
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Mar 14, 2012 9:23 am

nini wrote:
http://www.urakparaki.com/?m=4&ID=58451
მოკლედ ეს პოსტი უნდა დამედო ურაკზე და ეს არ მახსოვდა ბატონი მიხოს ფრაზა
''პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...``''
დასასტატუსებელი ფრაზაა
sunny

ნინი, დიდი მადლობა... Smile

ასევე დიდი მადლობა, საიტ "ურაკპარაკის" მესვეურებს "მადლის ქვის" დაანონსებისათვის...

''პოეტი და მეამბოხე – ერთი და იგივეა, მე მგონი...''
ოღონდ ამ ფრაზას მე ერთს დავამატებდი, - სიტყვა "მეამბოზე" ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც რევოლუციონერი, რომელთაც სჩვევიათ ხოლმე თავისამდე არსებულის ხელაღებით უარყოფა. მეამბოხეში ვგულისხმობ ისეთ ადამიანს, ვინც საზოგადოების სრულყოფისათვის იბრძვის თავგანწირულად და ჩემთვის ამის კარგი მაგალითია "ალუდა ქეთელაური" - ვაჟა-ფშაველას დალოცვილი მარჯვენით შექმნილი ეს გმირი თავის თემს აძლევს ცოდნას ქრსიტესეული მცნების "გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" - მტრის გაგების და შეყვარების შესახებ. და ამას აკეთებს არა ისე, რომ ხევისბერს რევოლუცია მოუწყოს, ჩამოაგდოს და თავად გახდეს ხევისბერი, არამედ დაუფარავად ამბობს, რასაც გრძნობს და ხედავს. ამ თავისი რწმენისთვის თავსაც სწირავს და ოჯახსაც, გამოძევებული ქალები რომ აუგად მოიხსენიებენ თემს, იმათაც გააჩუმებს, - ალუდამ იცის, რომ იმის ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია, თემშივე გამოჩნდება ვინმე, ვინც იმასავით იფიქრებს... ჩემთვის ალუდა პოეტია თავისი ჩადენილი საქმით, მერე რა, თუ სტრიქონი არ დაუწერია... აი, ამისთანა მეამბოხეს ვგულისმობ...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Mar 19, 2012 2:20 pm



წიგნი – "გახსოვს, ზედაზენი..."
თემა – პოეზია, მოგონებები
ავტორი – ოტია იოსელიანი
რედაქტორი - თამარ გელოვანი
დიზაინერი - დალი ჯვარშეიშვილი
ISBN 978-99941-9201-5-8
გამომცემლობა – "უსტარი"
გვერდები – 128
ენა – ქართული


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Mar 19, 2012 5:22 pm

მოვედი და გიო საჯაიას მოკითხვა მოვუტანე ბატონ მიხოს: '' მიხო ძალიან კარგი კაცია და კარგი მწერალი, ძალიან კარგი. მიხოს ძალიან დიდი მოკითხვა და სიყვარული, ჩემგან''. ამონარიდი პირადი საუბრიდანSmile
საპასუხო მოკითხვასაც წავუღებ .Smile
მიხარია ხოლმე აქ კარგი და თბილი რაღაცეების მოტანა ...რაღაც გაგებით ცოტა ''ატშელნიკია ''ბატონი მიხო.მისი რიდი , პატივისცემა და სიყვარული აქვთ შორიდან და ''ჩუმად''.ყველა ხომ ჩემნაირი უცერემონიო და''თავხედი''არაა Smileმე კიდევ მასთან მისი მკითხველის სითბო და სიყვარული ''მომაქვს''(რა მოტანა ამას უნდა)უბრალოდ სიტყვებით ხმამაღლა გაჟღერებული.
sunny sunny sunny

პს ცოტას კი აახმაურებდა აქაურობას კაციSmile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Mar 19, 2012 5:41 pm

ნინი, დიდი მადლობა... Smile))
გიო საჯაიას ჩემგანაც დიდი მოკითხვა. კარგა ხანია, მაგისი წიგნის გამოცემის დროა და რატომ არაფერს ფიქრობს, ნეტა?..
ვეღარ ვნახე, რომ დავლაპარაკებოდი პირადად...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Mar 19, 2012 6:00 pm



წიგნი – "ღვთაებრივი კომედია"
თემა – პოეზია
ავტორი – დანტე ალიგიერი
თარგმანი - კონსტანტინე გამსახურდია
შემდგენელი - მანანა არჩვაძე–გამსახურდია
რედაქტორი - ელენე სალარიძე
კომპიუტერული უზრუნველყოფა – გიოგრგი ასათაინი
ყდის დიზაინი – ეთერ გზირიშვილი
ISSN 1987-9628
ISBN 978-99941-19-342-2
გამომცემლობა – "პალიტრა L"
გვერდები – 536
ენა – ქართული
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun May 06, 2012 11:00 am



7 მაისი, ორშაბათი, 2012 წელი – 19:00-დან 22:00-მდე

რეჟისორი გეგა ქურციკიძე წარმოგიდგენთ მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

"არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა"
(პიესა რვა სცენად)

მოქმედების დრო: 1801 – 2010 წლები.
მოქმედების ადგილი: სანკტ პეტერბურღი და საქართველო.

პიესის მოქმედება წარმოებს ორი საუკუნის განმავლობაში, – დღიდან რუსეთის იმპერიის საქართველოში შემოსვლისა (1801 წელი), ვიდრე აფხაზეთის და სულ ბოლო, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომამდე.
ამ სპექტაკლში დაუფარავად და მართებულად არის წარმოდგენილი ძირითადი საკვანძო მომენტები რუსეთისა და საქართველოს, როგორც იმპერიისა და დამონებული ქვეყნის ურთიერთობის ისტორიიდან. სპექტაკლში გაცოცხლებული არიან ის ქართველი გმირები, პოლიტიკოსები თუ მეომრები, ვინც თავისი სამშობლოს თავისუფლებას შესწირა თავი და მტრისათვის აუღებელ ციხე-სიმაგრეებად, ჩვენთვის კი სამშობლოს სიყვარულის და თავდადების მაგალითებად იდგნენ და დგანან დღესაც.
სპექტაკლის შემქმნელები ცდილობენ გააქტიურონ მაყურებლის ყურადღება ურთულეს მენტალურ პრობლემაზე – რუსეთის იმპერიის მართებულ შეფასებაზე და მის როლზე საქართველოს ისტორიაში.


რეჟისორი - გეგა ქურციკიძე
პიესის ავტორი - მიხო მოსულიშვილი
მხატვრობა და კოსტუმები - აივენგო ჭელიძე


მსახიობები - ლელა მახნიაშვილი, მერაბ შარიქაძე, სერგო შვედკოვი, შალვა ანთელავა, ბადრი გვაზავა, დიმა თარბაია, კახა ჭოლაძე, ლექსო არველაძე

ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრი
მისამართი: თბილისი, 0102, დავით აღმაშენებლის გამზ. 99/1;
ტელეფონები: (995 32) 95 39 27; (995 32) 95 78 74
ელ.ფოსტა – infochildren@caucasus.net



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue May 29, 2012 10:59 am

მე კი და...



Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 40 of 42Go to page : Previous  1 ... 21 ... 39, 40, 41, 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: