არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1 ... 21 ... 38, 39, 40, 41, 42  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Aug 07, 2011 8:42 pm

nini wrote:
ნეკერას-ოხ,ნინ,ოხ ნინიSmile

მომენატრე !!!
ახლა საყვედური გამრიგეს აქ მაინც საიდან მოდის ეს''ბედნიერების წერილები''?


და რატომ შემოვედი ახლა? ურაკზე ნაწერი ვნახე დაი ,ლინკი

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=46973
და ბატონი მიხოს ..ანუ ბატონ მიხოზეა თითქოს დაწერილიSmileნუ ჩემთვის და ალბათ სხვებცი ნახავენ მსგავსებას ამ გმირსა დ ბატონ მიხოს შორისSmile

დიდი სითბოთი და პატივისცემით



Exclamation

ასეთი წერილები მე არ მომდის და რა ვიცი, ნინი...

შორიდან შეიძლება მართლა ვგავარ, მაგრამ ახლოდან, - არა მგონია, ამ მოთხრობის გმირს ვგავდე... Smile ეგრე ადვილად რომ იყოს საქმე, მაგას რა აჯობებდა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Aug 12, 2011 10:30 pm

ქალთა წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის პირველი შედეგები უკვე შეჯამებულია.
ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად გამოვლინდა 15 ყველაზე მაღალი ქულების მქონე ლექსი.
მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი ნომრების მქონე ავტორები.


# 6, 12, 13, 19, 34, 35, 36, 37, 41, 47, 48, 51, 52, 56, 65

ვულოცავთ წარმატებას კონკურსისი მე–2 ეტაპზე გადასულ მონაწილეებს. აღნიშნული კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 21 აგვისტოს, სოფელ არტანში
.

Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Aug 20, 2011 5:44 pm

რაღაცნაირი სიმყუდროვეა აქ.

და ''არ ცხელა''

ლევან თურმანაულის ''ანტონიმები''მომეწონა .
დიდი მოკიტხვით ,ბატონო მიხო ...
და ''გისმენთ''ხოლმე ჩუმად,ანუ გკითხულობთ.



Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Aug 20, 2011 6:31 pm

და ეს ბატონ გამრიგეს თხოვნა.
ახალი ''სტატუსი''თუ ''ხელმოწერა'' ჰქვია მგონის მინდა.
ისევ ბატონი მიხოს ფრაზებიდან.და მადლობელი ვიქნები თუ ამირჩევთ და დამიყენებთ.

sunny

ეს გამოდგება?


Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Aug 22, 2011 12:52 am

სანათა wrote:
ქალთა წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის პირველი შედეგები უკვე შეჯამებულია.
ხვარამზეს პრემიის მოსაპოვებლად გამოვლინდა 15 ყველაზე მაღალი ქულების მქონე ლექსი.
მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი ნომრების მქონე ავტორები.


# 6, 12, 13, 19, 34, 35, 36, 37, 41, 47, 48, 51, 52, 56, 65

ვულოცავთ წარმატებას კონკურსისი მე–2 ეტაპზე გადასულ მონაწილეებს. აღნიშნული კონკურსის დასკვნითი ეტაპი გაიმართება 21 აგვისტოს, სოფელ არტანში
.


sunny


მხატვარი ნანიკო ბურდული-ტალიაშვილისა

"ფეისბუკზე" იტყობინებიან, რომ "ხვარამზეობა–2011" ლიტერატურული კონკურსის შედეგები ასეთია:

ლელა ცუცქირიძე – "დიაფილმი" – პირველი ადგილი.
მარიამ წიკლაური – "ცას აბია ცაბაურთა" – მეორე ადგილი
ნინო ქადაგიძე – "მეტრფე" – მესამე ადგილი.



ლელა ცუცქირიძე

დიაფილმი

ასეა ყოველ ლილოჭრელობას:
დნება და დნება თვალსდახელსშუა ჩემი სოფელი -
მთის კალთაზე შერჩენილი მყიფე ლოლუა,
დნება და დნება...
ჯერ ერთი სახლი ემსგავსება გატეხილ კოკას,
მერე - მეორე...
ჯერ ერთი ეზო ჩაცურდება ფერდობებზე ჩალის ზვინივით,
მერე - მეორე...
დრო რომ უქსოვს ანწლისა და შამბის არშიებს, ეგ რა შვებაა...

რაც იყო, ახლა დიაფილმის კადრებია, უხმო კადრები:
”ვისი სული გსურს”,
”ხიდობანა”
და ”ბორა-ბორა”,
დაბორიალობს ორღობეში ბერიკაცივით
ბიის სურნელი და ბიაზე - ზანტი ობობა.
უღელში მარტოდ დარჩენილი ნიშა ხარივით,
ძლივსღა მოათრევს ცის ძირიდან მთვარეს დაისი,
კადრზე კითხულობ გადაძახილს:
- ზურია, უუუ!
- ვახტია, უუუ!
- რუსუდან, უუუ!
ეს უკვე ნიშნავს: საღამოა.
ასეთ ამინდში,
მეტი რა უნდათ ციცინათელებს,
ყველაზე კარგად თამაშობენ დახუჭობანას.

აჩერებ კადრებს.
აქ წაკითხვაც აღარ გჭირდება:
ბებია, გობი, გობზე - ფქვილი და კეცზე - მჭადი,
დედა, რომელიც ყოველ ღამით შიშზე გილოცავს,
მამა, რომელიც ყოველ დილით წყაროზე ჩადის.
კედლები, ძველი გაზეთები შპალერის ნაცვლად,
წვივებისა და მხალისათვის - თოთო ჭინჭარი,
წყალწყალა ღვინო თლილ ჭიქაში, გათვალვა - ნაცრად,
თეთრი მაქმანი ”შიფანერზე”, ჭრელი ჭილობი...

მეზობლის ლუბა, მეზობლის ნინა, ჟოჟიკა, ბაღდო...
ბარდებში - დედის მომლოდინე ბუსუსა ბარტყი,
შემოდგომობით - ქარებისგან სილაგაწნული
შაფრანი,
აუჰ, ზამთარში კი, ბარდნის და ბარდნის...

ეს დიაფილმის კადრებია, კადრებს მიღმა კი:
ჩვენსავით, ასე,
თამაშ-თამაშით,
ბედნიერების თამასას წევს მაღლა სიკვდილი
და დაცლილ მთაში,
მარტოობა მობეზრდება საფთხობელასაც,
ჯოხზე დაკიდებს გვიმრის ფუთაში გამოკრულ სოფელს,
მხარზე გაიდებს
და გაღმა, რკინისმესრიანი სასაფლაოსკენ წაჩანჩალდება.

ჩემს დიაფილმზე...
ჩემს დიაფილმზე ბოლო, ხმოვანი კადრი დარჩა:
ბალახებში კუტკუტებენ კუტკალიები:
”ამის პატრონმა რა ქნას”...
”ამის პატრონმა რა ქნას”...
”ამის პატრონმა რა ქნას”...

study

მარიამ წიკლაური

ცას აბია ცაბაურთა

ცას აბია ცაბაურთა –
ცის და მიწის უდის საყმო.
ღრუბელი რომ დაადგება –
ღვთისკარსა ჰგავს, უფლის სამყოფს.
არ იქნება, ეს სამყარო
კაცისად და ღვთისად დაჰყონ.

ცას აბია ცაბაურთა,
შუაფხოს მზერს არაგვიანს.
ავისგორზე ჟამთა ყანას
არც თესავენ, არცა მკიან.
წამი მწიფს და წამი ჰყვავის,
რად არ ჰყოფნის ადამიანს?!

ბებერ კაკლებს - ჟამის აკვნებს
ცეცხლი უწევთ მკლავზე ელვის,
ნასახლარი ადევს გულზე –
დადის ლანდი ხევისბერის,
ქვის აკვნებში სევდას არწევს
ბერდედოთა მონამღერი.

იახსარის ნაქუსლარზე
მზის ცვრიანი ელავს ბუნჩი,
კარატისწვერს ტბის ცრემლია,
იქ ყვავილიც ყმაა უნჯი
ამ მთებს, უფლის მადლით სავსეს,
მაინც უჩვენობა უჭირს.

მზე გადის და მზე გამოდის,
აქ მარადი ერთი დღეა!
ღამე ვარსკვლავმსხმოიარე,
ბინდის ლურჯი ნათლის ხეა,
სიყვარული არაგვივით
გახმიანებს, სულიც მხნეა.

ყორნები ცის ძაძებივით
ჩანან, მკვდარ დროს თვალებს თხრიან,
თენდება თუ დარჩენიათ
ღვთისშვილთ ზეცის კარი ღია?
გაწყვერტილი ოქროს შიბი
ცაბაურთის წვერს აბია.


study


ნინო ქადაგიძე

მეტრფე

მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
ცოტა არტოსი, ნაკურთხი წყალი,
ან სეფისკვერი
საუზმედ მყოფნის.
ოცდაცამეტი ცხვარი დამიდის
ფერისცვალების იალაღებზე,
ხან ჭყინტი დილა
ამომყავს მუჭით,
ხან ღრუბლს ვახვევ,
კუდიხრილას
ჯეჯიმზე ვქარგავ
წვიმების თხორით.
ამ მოფუსფუსე დილასავით
ნისლები – როგორც თაფლი და რძე
ბილიკზე მომდის.
მწყემსის მეტრფე ვარ,
მთის წვერზე ვცხოვრობ,
მიმწიფს ბალახი
ფიფქების ქოხში.
მე ესეც მყოფნის...

study


Last edited by Admin on Mon Aug 22, 2011 8:53 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Aug 22, 2011 1:52 am

''სულ სხვანაირი ჟამკრის წამების ძებნამ ადრე იცის კაცის სიკვდილი – დავით მეფე ხომ ორმოცდათორმეტი წლისა აღესრულა და ამაზე ორი წლით მეტიღა იცოცხლა ვაჟა–ფშაველამ..."

მომწონს.
sunny

და აქაც ვულოცავ გამარჯვებულებს.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Aug 24, 2011 8:15 am

ეროვნული ბიბლიოთეკა საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გიწვევთ


საერთაშორისო ლიტერატურული პრემია IMPAC DUBLIN აცხადებს კონკურსს ინგლისურენოვანი ან ინგლისურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული საუკეთესო თხზულების გამოსავლენად.

საერთაშორისო ლიტერატურული პრემია IMPAC DUBLIN ირლანდიის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. შესაბამისად, ნომინანტებსაც ბიბლიოთეკები წარადგენენ. საპრიზო ფონდს გასცემს კომპანია IMPAC-ი.

საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე IMPAC DUBLIN საქართველოდან ნაშრომებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარადგენს.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილებას (მის.: გუდიაშვილის 7) მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე.

კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: www.impacdublinaward.ie

ბმული – http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=199&info_id=1933

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Sep 01, 2011 10:09 pm

შეხვედრა მწერალ მიხო მოსულიშვილთან


დრო - 2011 წლის 02 09, პარასკევი · 19:00 - 21:00
მდებარეობა - წიგნის მაღაზია ,,დიოგენე". (ა.აფაქიძის 9. სპორტის სასახლის გვერდით)
ავტორი - წიგნის მაღაზია "დიოგენე"
სხვა ინფორმაცია - 2011 წელს, პარასკევს, 2 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე წიგნის მაღაზია ,,დიოგენეში" გაიმართება შეხვედრა მწერალ მიხო მოსულიშვილთან.
მიხო მოსულიშვილი არის ავტორი წიგნებისა ,,ტყის კაცი", ,,მთვარიანი დღის ფრესკები", ,,უჟამო ჟამის რაინდი", ,,ფრენა უკასროდ", ,,ბენდელა" და სხვ.
თარგმნილი აქვს ბორის აკუნინის ,,აზაზელი“, ,,თურქული გამბიტი“, ლევიათანი“; ტრანკვილიუსის ,,თორმეტი კეისრის ცხოვრება“;

დასწრება თავისუფალია.

ბმული - http://www.facebook.com/event.php?eid=223091257740274

study

მიხო მოსულიშვილის წიგნები ,,დიოგენეს" მაღაზიაში:
* ,,გედები თოვლქვეშ" (ფასი 6.20),
* ,,თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი, მარჯვნიდან..." (ფასი 9.80),
* ,,ვაჟა–ფშაველა" (ილუსტრირებული ბიოგრაფია. ფასი 12.60)

თარგმანები:
* ბორის აკუნინი ,,ლევიათანი" (ფასი 3.00),
* გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსი ,,თორმეტი კეისრის ცხოვრება" (ფასი 15.80)

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Sep 14, 2011 2:51 pm

საბავშვო წიგნის III ფესტივალი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი იწყებს საბავშვო წიგნის III ფესტივალისთვის მზადებას და აცხადებს მსურველთა რეგისტრაციას 2012 წლის 15 იანვრამდე.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები:
ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა გამომცემლობებმა უნდა წარმოადგინონ 2011 წელს გამოცემული საბავშვო წიგნები;
ავტორებმა უნდა წარმოადგინონ გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები ელექტრონული სახით, ფონტი Acadnusx, შრიფტი 12, 1.5 დაშორება.
საუკეთესო ნაწარმოებები გამოიცემა წიგნად ახალაგზრდული ცენტრის მიერ.

ჟიურის მიერ გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
* საუკეთესო ზღაპრების კრებული;
* საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული;
* საუკეთესო საბავშვო შემეცნებითი წიგნი;
* საუკეთესო საბავშვო გამომცემლობა;
* საუკეთესო საბავშვო პოეზიის კრებული;
* საუკეთესო საბავშვო წიგნი ხელოვნებაზე;
* საუკეთესო საბავშვო ილუსტრაციები;
* კლასიკოსები საბავშვო ლიტერატურაში.

მონაწილეობისათვის ავტორებმა და გამომცემლობებმა უნდა შეავსონ სპეციალური ანკეტები საპატრიარქოს ახალაგზრდულ ცენტრში და წარმოადგინონ საფესტივალო წიგნები 5 ეგზემპლარად, მისამართზე: წმ. ელიას მთა, სამების საპატრიარქო ტაძარი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 15.00-18.00 საათამდე

საპატრიარქოს ახალაგზრდული ცენტრის დარბაზებში მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება და საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა რომლის თარიღსაც დამატებით გაცნობებთ.

საკონტაქტო ინფორმაცია: 855 44 05 70 ნინო დაშნიანი


ბმული - http://axalgazrdoba.ge/axalgazrdoba/index.php?option=com_content&view=article&id=212

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 33
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Sep 15, 2011 8:51 pm

მთხოვეს, რომ აქაც დამედო ეს ინფორმაცია, ბევრს აინტერესებდა და:

‎"ლიტბუნიობის" პირველი კონკურსის ჟიურის წევრები:

ქალბატონი დოდონა კიზირია
ქალბატონი ლია სტურუა
ქალბატონი ლუბა ელიაშვილი
ბატონი რატი იონათამიშვილი
ბატონი ივანე ამირხანაშვილი

( ჩამონათვალი მოცემულია ჟიურის წევრების თანხმობის რიგითობის მიხედვით )

16 სექტემბერს ჟიურის წევრებს შესაფასებლად გადაეცემათ ლექსები.
20 რიცხვში გამოვლინდება 15 ლექსი, რომელთაც დააგროვეს მაქსიმალური ქულები
23 სექტემბერს დაჯილდოვებაზე გამოცხადდება გამარჯვებული ლექსები და მათი ავტორები.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Oct 03, 2011 3:57 pm

ლიტერატურული კონკურსის ,,გალა'' ჟიურიმ ნომინანტები დაასახელა

ლიტერატურული კონკურსის "გალა” სავარაუდო გამარჯვებულები გამოიკვეთა. ჟიურიმ 21 გამომცემლობიდან შემოსული 138 წიგნიდან და 7 კინოსცენარისგან დღეს 7 ნომინაციაში 20 ნომინანტი დაასახელა. ჟიურის საბოლოო გადაწყვეტილება საზოგადოებისათვის 8 ოქტომბერს, ლიტერატურული კონკურსის "გალა” დაჯილდოვების ცერემონიალზე გახდება ცნობილი, სადაც 7გამარჯვებულ ავტორს 4 000 ლარიან პრემიასთან ერთად ბრინჯაოს ხანის კოლხური ცულის ასლსაც გადასცემენ.
7 ნომინაციაში ნომინირებულები კი არიან:

სამაგიდო წიგნი

1. XXI საუკუნის ქართული მოთხრობა (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” )
2. მიხო მოსულიშვილი _ “ვაჟა-ფშაველა” (“პეგასი”)
3. ამერიკული მოთხრობები (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


წლის წიგნი

1. მარიამ წიკლაური _ “თეთრი ხბორები” (“პეგასი”)
2. მიხო მორჩილაძე _ “მოუკითხავნი” (“დანი”)
3. გიორგი კაკაბაძე _ “ფიროსმანი” (“პეგასი”)

თარგმნილი წიგნი

1. ჰენრი დევიდ თორო _ “უოლდენი ანუ ტყეში ცხოვრება” _ თარგმნა ქეთი ქანთარიამ (“სიესტა”)
2. უმბერტო ეკო _ “ვარდის სახელი” _ თარგმნა ხათუნა ცხადაძემ (“დიოგენე”)
3. კონ იგულდენი _ “ტოლინები” _ თარგმნა ციცო ხოცუაშვილმა (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)

საბავშვო წიგნი

1. ნატო დავითაშვილი _ “ნისლებში და ნისლებს მიღმა” (“ლოგოს-პრესი”)
2. თეა თოფურია _ “პარადიის არდადეგები” (“დიოგენე”)


წიგნის მხატვრობა

1. მანანა მორჩილაძე _ “საბავშვო ლექსები და მოთხრობები” (“საქართველოს მაცნე”)
2. ლორეტა აბაშიძე-შენგელია _ თამრი ფხაკაძის “გლობუსას და ლუკას თავგადასავალი” (“პეგასი”)
3. სოფიო კინწურაშვილი _ სერია “ჩემი პირველი წიგნები” (“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”)


წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი

1. “100 წიგნი _ ადამიანები, რომელთაც შეცვალეს მსოფლიო” (“ქართული ბიოგრაფიული ცენტრი”)
2. “დიდი ქართველები” (“საქპრესა”)
3. “ჩანაწერები” (“ინტელექტი”)

წლის კინოსცენარი

1. ნუგზარ მეტრეველი _ “ღილი”
2. მაკა კუკულავა _ “ადას კინო”
3. ოთარ შამათავა, ზაზა ბუაძე _ “კავკასიური მურა დათვი”

ლიტერატურული კონკურსი "გალა” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის ინიცატივით და მერიის მხარდაჭერით, უკვე მეხუთე წელია იმართება და "თბილისობის” დღესასწაულის ინტელექტუალურ ნაწილად იქცა.
კონკურსის მიზანი მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მწერლების ერთგვარი წახალისებაა. გამომცემლობებისგან შერჩეული წიგნებიდან გამარჯვებულების გამოსავლენად 5კაციანი ჟიური მუშაობს, რომლის შემადგენლობაში მთარგმნელი ნინო ქაჯაია, მხატვარი დიმიტრი ერისთავი, მწერლები: ზურაბ სამადაშვილი, მამუკა ხერხეულიძე და ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი არიან.

ლიტერატურული კონკურსი 7 ნომინაციაში ტარდება.
ესენია:
• სამაგიდო წიგნი,
• წლის წიგნი,
• თარგმნილი წიგნი,
• საბავშვო წიგნი,
• წიგნის მხატვრობა,
• წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი,
• წლის კინოსცენარი.

თითოეული გამაჯვებული ავტორი ბრინჯაოს ხანის კოლხური ხელცულის მცირე ზომის ასლითა და ერთჯერადი ფულადი პრემიით, 4000 ლარის ოდენობით საჩუქრდება.
დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 8 ოქტომბერს გაიმართება.


ბმული – http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=2280
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Oct 03, 2011 8:39 pm

''შეხვედრა მწერალ მიხო მოსულიშვილთან''
ჩემი სიკვდილი,როგორ გამომრჩა..
ხომ დავაანონსებდიSad

რეგისტრაცია გავიარე აი ამისთვის -

'' მიხო მოსულიშვილი _ “ვაჟა-ფშაველა” (“პეგასი”)''

როგორ ძალიან გამიხარდა.ბატონი მიხო უკვე გამარჯვებულია ჩემთვის,კიდევ კარგი მე არ ვარ ჟიურიში..Smileყველა ნომინაცის მივცემდიSmile

ბატონო მიხო მთელი გულით და როგორც ძალიან,ძალიან ახლობელ და ძვირფას ადამიანს გულშემატკივრობენ აი ისე,მე და კიდევ ბევრი,ბევრი ადამიანი...გგულშემატკივრობთ...

flower flower flower
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Oct 03, 2011 10:00 pm

დიდი მადლობა, ნინი.

მე, შეიძლება – ვერა, მაგრამ ვაჟას რაც კი ამ ქვეყნად პრემია მოუგონიათ და ჯერ კიდევ არ მოუგონიათ, ყველა ეკუთვნის!..

და ბალღებს ეგრე ვუწერ ხოლმე წიგნზე: "გიყვარდეთ ვაჟა!" – ეს იგივეა, რაც "გიყვარდეთ საქართველო და მთელი დედამიწა".

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Oct 04, 2011 8:09 pm

www.1tv.ge

სიუჟეტი ლიტერატურული პრემია "გალას" ნომინანტებზე (ლაპარაკობენ ჟიურის წევრები: ნინო ქაჯაია და ნინო კუხალაშვილი, ასევე – გიორგი კაკაბაძე თავის ბიოგრაფიულ წიგნზე: "ნიკო ფიროსმანი") – http://www.1tv.ge/Video-View.aspx?VID=6186&Loc=8&CatID=4&LangID=1

study

"ჟიურის წევრები ცდილობენ წარმოაჩინონ ის ადამიანები, ვინც შეუფასებლები და დაუფასებლები იყვნენ წლების განმავლობაში, და ვისზეც ფართო საზოგადოებამ არაფერი იცის", – აღნიშნა ზაალ სამადაშვილმა.

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Oct 06, 2011 4:34 pm

აი რა მოვიტანეSmile

მიხოს სწერს ილტოსპირელი
ამ უსტარს მილოცვისასა:
ეგ წიგნი მეც ძლიერ მომწონს,
მადლს იტევს მიწის, ცისასა.
დიდი ძღვენია ვაჟასთვის,
ვენაცვლე მარჯვენს ძმისასა,
პრემიაც მაგას ეკუთვნის
და სხვა სიკეთეც მის ასა, -
ეს ისე არ შამეშლება,
როგორც განჭვრეტა მისანსა,
დოკუმენტური პროზაა,
ვაქებ მწერლისას მიზანსა,
გვიცოცხლებს მთების მგოსანსა,
კვლავ გვასმენინებს მის ზარსა,
თუ პირველ ადგილს მიარგენს,
ჟიური მართალს იზამსა!

ილტოსპირელი....

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=53830#comments



Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Oct 06, 2011 6:45 pm

დიდი მადლობა, ილტოსპირელსაც და ნინისაც...
ძალიან გამახარა ამ ლექსმა!..

ეს ლექსი დაიდო "ფეისბუკზეც" – http://www.facebook.com/armury.litarena/posts/281197735233367?notif_t=like

cheers


გა­ლა 2011


2011-11-03

8 ოქ­ტომ­ბერს, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ეზო­ში, მწერ­ლებ­მა, პო­ე­ტებ­მა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა მო­ი­ყა­რეს თა­ვი. თავ­შეყ­რის მი­ზე­ზი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი „გა­ლა 2011“ იყო, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი საკ­რე­ბუ­ლოს თავმ­ჯ­დო­მა­რემ ზა­ალ სა­მა­დაშ­ვილ­მა ხუ­თი წლის წინ ჩა­უ­ყა­რა.
ზა­ალ სა­მა­დაშ­ვი­ლი, საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რე: „ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ „გა­ლას“ და­ჯილ­დო­ე­ბის პირ­ვე­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი სწო­რედ აქ გა­ი­მარ­თა, ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში. გა­ვი­და ხუ­თი წე­ლი და ჩვენ კვლავ ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში ვართ. რო­გორც ყვე­ლა ღი­რე­ბუ­ლი, სა­სარ­გებ­ლო და, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, კარ­გი საქ­მე „გა­ლაც“ წლი­დან წლამ­დე იხ­ვე­წე­ბო­და. იმ ძი­რი­თა­დი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც ნე­ბი­ს­მი­ერ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს გა­აჩ­ნია — წიგ­ნი­სა და კითხ­ვის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია — „გა­ლამ“, ჩე­მი აზ­რით, ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ შე­ი­ძი­ნა, ეს პრი­ო­რი­ტე­ტი გახ­ლავთ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა და და­ფა­სე­ბა, ვინც წლო­ბით, და ზო­გი ათე­უ­ლო­ბით წლო­ბით, უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რას და წიგნს. ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თის მო­ტა­ნა შეგ­ვიძ­ლია, თუ გა­დავ­ხე­დავთ „გა­ლას“ ხან­მოკ­ლე ის­ტო­რი­ას. ვუ­ლო­ცავ „გა­ლას“ 5 წლის­თავს და გი­ლო­ცავთ თქვენ მწერ­ლე­ბი­სა და წიგ­ნე­ბის ზე­იმს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი, ისე­ვე რო­გორც ნო­მი­ნან­ტე­ბად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი, დიდ ინ­ტე­რესს გა­მო­იწ­ვე­ვენ მკითხ­ველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.“
წლე­ვან­დელ კონ­კურსს ერ­თი ნო­მი­ნა­ცია შე­ე­მა­ტა და, ექ­ვ­სი ნო­მი­ნა­ცი­ის ნაც­ვ­ლად, გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი შვიდ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­და — კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მი­ერ, წლის სა­უ­კე­თე­სო კი­ნოს­ცე­ნა­რის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­დ­გე­ნილ ავ­ტო­რებ­საც.
„გა­ლას“ კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხუთ­კა­ცი­ან­მა ჟი­უ­რიმ შე­ა­ფა­სა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვ­ნენ: მთარ­გ­მ­ნე­ლი ნი­ნო ქა­ჯაია, მხატ­ვა­რი დი­მიტ­რი ერის­თა­ვი, მწერ­ლე­ბი: ზუ­რაბ სა­მა­დაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ხერ­ხე­უ­ლი­ძე და ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ნი­ნო კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი. ჟი­უ­რიმ 21 გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან შე­მო­სუ­ლი 138 წიგ­ნი­დან და 7 კი­ნოს­ცე­ნა­რი­დან 20 ნო­მი­ნან­ტი აარ­ჩია, მათ­გან კი 8 ოქ­ტომ­ბერს შვიდი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი და­ა­სა­ხე­ლა:
„წლის კი­ნოს­ცე­ნა­რი“, ამ ნო­მი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მა­კა კუ­კუ­ლა­ვა გახ­და სცე­ნა­რის­თ­ვის „ადას კი­ნო“. გა­მარ­ჯ­ვე­ბულს პრი­ზი კულ­ტუ­რის მი­ნის­ტ­რ­მა ნი­კო­ლოზ რუ­რუ­ამ გა­დას­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ქარ­თუ­ლი კი­ნოს­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნო­მი­ნა­ციაა: „ვი­ნა­ი­დან სცე­ნა­რი არის ის, რის გა­რე­შეც ვერ შე­იქ­მ­ნე­ბა კი­ნო და ქარ­თულ კი­ნოს დღეს ნამ­დ­ვი­ლად სჭირ­დე­ბა ახალ­გაზ­რ­და დრა­მა­ტურ­გე­ბი.“ ამ ნო­მი­ნა­ცი­ის პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რი 18 წლის გო­გო­ნას ის­ტო­რი­ას გად­მოგ­ვ­ცემს, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ველ სე­რი­ო­ზულ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას იღებს. ეს მხო­ლოდ ადას ის­ტო­რია არ არის, ის მი­სი თა­ო­ბის პრობ­ლე­მებს და თა­ო­ბა­თა შო­რის კონ­ფ­ლიქ­ტებს ეხე­ბა. „ადას კი­ნო“ ახალ­გაზ­რ­და სცე­ნა­რის­ტის სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის პირ­ვე­ლი სცე­ნა­რია, მარ­თ­ლაც იღ­ბ­ლი­ა­ნი და­საწყი­სით.
„ჩემ­თ­ვის ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, დი­დი მად­ლო­ბა მინ­და ვუთხ­რა, პირ­ველ რიგ­ში, ჩემს პე­და­გოგს, კო­ტე ჯან­დი­ერს; მად­ლო­ბა ჟი­უ­რის, კი­ნო­ცენტრს და ჩემს მე­გობ­რებს, რად­გან ეს სცე­ნა­რი მათ­ზეა და მათ­თ­ვის. ჩე­მი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, პერ­სო­ნა­ჟებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა აქვთ, მაგ­რამ არ არი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი. ის, რაც ფი­ნალ­ში ხდე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ილუ­ზი­ე­ბია, მაგ­რამ თუ ილუ­ზი­ე­ბია, მო­დით, კი­ნო ერ­ქ­ვას და გა­უ­მარ­ჯოს კი­ნოს“, — გა­ნაცხა­და მა­კა კუ­კუ­ლა­ვამ.
„გა­ლამ“ წლის სა­უ­კე­თე­სო თარ­გ­მა­ნად უმ­ბერ­ტო ეკოს „ვარ­დის სა­ხე­ლი“ და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ხა­თუ­ნა ცხა­და­ძემ თარ­გ­მ­ნა. „ის, რომ შენ თარ­გ­მ­ნი ეკოს, უკ­ვე დი­დი შან­სია და რად­გან ეს შან­სი მე მო­მე­ცა, გა­მო­ვი­ყე­ნე. ეკო მა­ინც შე­მო­ვი­დო­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ეს ჩე­მი სა­შუ­ა­ლე­ბით მოხ­და, ამის­თ­ვის დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „დი­ო­გე­ნეს“. დი­დი მად­ლო­ბა საკ­რე­ბუ­ლოს ამ პრე­მიის და­არ­სე­ბის­თ­ვის, რად­გან ეს მარ­თ­ლაც დი­დი სტი­მუ­ლია მთარ­გ­მ­ნე­ლის­თ­ვის.“
გა­ლას ერთ-ერ­თი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნო­მი­ნა­ციაა „სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნის“ ნო­მი­ნა­ცია, რო­მე­ლიც წელს მწე­რალ­მა ნა­ტო და­ვი­თაშ­ვილ­მა მი­ი­ღო წიგ­ნის­თ­ვის „ნის­ლებ­ში და ნის­ლებს მიღ­მა“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ლო­გოს-პრე­სი“. ყვე­ლა­ზე გულ­წ­რ­ფე­ლი მკითხ­ვე­ლის წლის სა­უ­კე­თე­სო მწერ­ლად და­სა­ხე­ლე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ჯილ­დოა.
ნა­ტო და­ვი­თაშ­ვი­ლი: „ჯერ კი­დევ გა­ლას და­არ­სე­ბამ­დე, ორი წლით ად­რე, ჩემს პირ­ველ წიგ­ნ­ში აღ­წე­რი­ლი მქონ­და კოლ­ხუ­რი ცუ­ლი, რო­მელ­ზეც ეხა­ტა სა­კურ­თხევ­ლის წინ ყალ­ყ­ზე შემ­დ­გარ ცხე­ნი და რო­ცა გა­ლას პრი­ზი — „კოლ­ხუ­რი ცუ­ლი“ ახ­ლოს ვნა­ხე, იქაც აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ცულ­ზეც იგი­ვე ცხე­ნი ხა­ტია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­მი­ჯე­რებთ, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა. დი­დი მად­ლო­ბა გა­ლას და მის ჟი­უ­რის, რომ ჩე­მი წიგ­ნი ასე შე­ა­ფა­სა. დიდ მად­ლო­ბას შევ­წი­რავ ჩვენს წი­ნაპ­რებს, რომ­ლებ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნი დაგ­ვი­ტო­ვეს ქარ­თუ­ლი მი­თო­ლო­გი­ის სა­ხით. ეს რომ არა, სა­ერ­თოდ არ მოვ­კი­დებ­დი კა­ლამს ხელს. დი­დი მად­ლო­ბა ჩემს მკითხ­ველს — გუ­შინ­დელს, დღე­ვან­დელს, ხვა­ლინ­დელს, ჩე­მი გმი­რე­ბი მათ­თან ერ­თად აგ­რ­ძე­ლე­ბენ სი­ცოცხ­ლეს.“.
გა­მარ­ჯ­ვე­ბა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „წიგ­ნის მხატ­ვ­რო­ბა“ წი­ლად ხვდა ლო­რე­ტა აბა­ში­ძე-შენ­გე­ლი­ას თამ­რი ფხა­კა­ძის წიგ­ნის გა­ფორ­მე­ბის­თ­ვის — „გლო­ბუ­სას და ლუ­კას თავ­გა­და­სა­ვა­ლი“ , გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პე­გა­სი“.
ნო­მი­ნა­ცი­ა­ში წლის „სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი“, წელს გა­ი­მარ­ჯ­ვა ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძის პრო­ექ­ტ­მა — „100 წიგ­ნი — ადა­მი­ა­ნე­ბი რო­მელ­თაც შეც­ვა­ლეს მსოფ­ლიო“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ქარ­თუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცენ­ტ­რი“. „ეს გახ­ლავთ ქარ­თულ სა­გა­მომ­ცემ­ლო სივ­რ­ცე­ში სრუ­ლი­ად ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რი გა­მო­ცე­მა და ძა­ლი­ან მად­ლი­ე­რი ვარ, რომ ღირ­სე­უ­ლად შე­ფას­და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­გა­და­დე­ბუ­ლი შრო­მა“ — გვითხ­რა პრო­ექ­ტის ატორ­მა ზა­ზა აბ­ზი­ა­ნი­ძემ.
გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი ხვდა წი­ლად ნო­მი­ნა­ცი­ის „წლის წიგ­ნის“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის გა­მოცხა­დე­ბას. ამ ნო­მი­ნა­ცი­ის პრი­ზი­ო­რად მა­რი­ამ წიკ­ლა­უ­რის „თეთ­რი ხბო­რე­ბი“ — გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პე­გა­სი“ , და­სა­ხელ­და. რო­გორც გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, წელს პირ­ვე­ლად გა­ი­ცა ნო­მი­ნა­ცია პო­ეტ­ზე.
„ყვე­ლა მიხ­ვ­დე­ბა, რო­გორ ვღე­ლავ და რო­გო­რი მად­ლი­ე­რი ვარ მა­თი, ვინც პო­ე­ზი­ას მის­ცა ხმა. ეს არის ლექ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბა, პო­ე­ზი­ის გა­მარ­ჯ­ვე­ბა და, თუ არ ვცდე­ბი, „გა­ლა­ზე“ პო­ე­ტი წელს პირ­ვე­ლად ჯილ­დოვ­დე­ბა. არ შე­მიძ­ლია, ჩე­მი სი­ხა­რუ­ლი ყვე­ლა პო­ეტს არ გა­ვუ­ზი­ა­რო.“
კონ­კურ­სის ბო­ლოს გა­მოცხად­და ნო­მი­ნა­ცია „სა­მა­გი­დო წიგ­ნი“. ეს ნო­მი­ნა­ცია ჩემ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გახ­ლ­დათ, რად­განც ჩე­მი სა­მა­გი­დო წიგ­ნი კონ­კურ­სამ­დე გახ­და მი­ხო მო­სუ­ლიშ­ვი­ლის „ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა“, ამ­დე­ნად მი­სი აღი­ა­რე­ბა ჟი­უ­რის მი­ერ ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლო იყო. გა­მარ­ჯ­ვე­ბულ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ჟი­უ­რის და გა­ნაცხა­და: „ეს პრე­მია მე მი­ხა­რია და მე და­მაბ­ნია, თო­რემ ვა­ჟა ფშა­ვე­ლას­თ­ვის ეს მო­რი­გი პრე­მია იქ­ნე­ბო­და, მას ალ­ბათ ამა­ზე მე­ტიც ეკუთ­ვ­ნო­და. ეს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს იმას, რომ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა კი­დევ ერ­თხელ და­ა­ფა­სეს. მი­ხა­რია, რო­ცა ვხე­დავ იმას თუ რო­გორ გრძნობს სა­ქარ­თ­ვე­ლო, ვინ ჰყავ­და ამ გე­ნი­ო­სის სა­ხით. უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს ვა­ჟას თარ­გ­მ­ნა და მსოფ­ლი­ოს­თ­ვის გაც­ნო­ბა, ვა­ჟას სამ­ყა­რო მსოფ­ლი­ოს ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­აც­ნობს. ვა­ჟა­ზე და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, ბუ­ნებ­რი­ვია, ვა­ჟას კითხ­ვა სჯობს, მაგ­რამ მი­სი ბი­ოგ­რა­ფი­აც ხომ უნ­და ვი­ცო­დეთ.“
„მხატ­ვ­რუ­ლი და დო­კუ­მენ­ტუ­რი (მო­გო­ნე­ბე­ბი­დან მხო­ლოდ ისი­ნი გა­მო­ვი­ყე­ნე, რომ­ლე­ბიც უფ­რო სან­დოდ ვცა­ნი) ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნი­ლი ეს ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი სა­უ­კუ­ნე-ნა­ხევ­რის ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ძნელ, მაგ­რამ ღირ­სე­უ­ლად და პირ­ნათ­ლად გან­ვ­ლილ ცხოვ­რებ­აზე მოგ­ვითხ­რობს...
...რო­გორც სხვა ყვე­ლა დი­დი შე­მოქ­მე­დი, ვა­ჟა-ფშა­ვე­ლაც მარ­ტო რჩე­ბა ღმერ­თი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე, რა­თა გა­მო­არ­ღ­ვი­ოს თა­ვი­სი გა­რე­მომ­ც­ვე­ლი მეცხ­რა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის გარ­სი და დღე­ვან­დელ, აღ­მო­სავ­ლურ-და­სავ­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში ჩარ­თულ კა­ცობ­რი­ო­ბას თა­ვი­სი დი­დი ში­ნა­გა­ნი ძა­ლის მქო­ნე, მი­თო­ლო­გი­ურ-ფი­ლო­სო­ფი­უ­რი და ტრა­გი­კულ-ეპი­კუ­რი პო­ე­მე­ბი­თა და ლექ­სე­ბით თუ ლი­რი­კულ-ფი­ლოს­ოფი­უ­რი მოთხ­რო­ბე­ბით კი­დევ ერ­თხელ შე­ახ­სე­ნოს ჰუ­მა­ნიზ­მის მა­რად­წა­რუ­ვა­ლი იდე­ა­ლე­ბი“ — წერს ავ­ტო­რი წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში.
ნი­ნო ქა­ჯაია, ჟი­უ­რის წევ­რი, მთარ­გ­მ­ნე­ლი: „გა­ლა“ პი­რა­დად ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია — თა­ვი­სი სამ­ზა­დი­სით, წი­ნას­წარ ნერ­ვი­უ­ლო­ბით, ცე­რე­მო­ნი­ა­ლით, და­ჯილ­დოე­ბუ­ლე­ბით... თუ და­მი­ჯე­რებთ, ყო­ვე­ლი ჯილ­დო ისე მი­ხა­რია, თით­ქოს მე თვი­თონ ვი­ღებ­დე პრე­მი­ას. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ამ­დე­ნი გა­ხა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ერ­თად ყუ­რე­ბა და მეც ბედ­ნი­ე­რი ვარ მა­თი წარ­მა­ტე­ბით.
წლე­ვან­დელ „გა­ლას“ რაც შე­ე­ხე­ბა — თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს წე­ლი­წა­დი ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო იყო; ეს ეხე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლებ­საც და შორ­ტ­ლის­ტ­საც. გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი იყო არ­ჩე­ვა­ნი სა­მა­გი­დო წიგ­ნი­სა და წლის წიგ­ნის ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში, რად­გან ერ­თი­მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი წიგ­ნე­ბი შე­ვი­და შორ­ტ­ლის­ტ­ში ამ ნო­მი­ნა­ცი­ე­ბით. „ამე­რი­კუ­ლი მოთხ­რო­ბე­ბიც“, „XXI სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი მოთხ­რო­ბაც“ ნამ­დ­ვი­ლად კარ­გი წიგ­ნე­ბია; არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნია გი­ორ­გი კა­კა­ბა­ძის „ფი­როს­მა­ნი“; თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, სა­ბო­ლო­ოდ სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ.
მინ­და კი­დევ ერ­თხელ მი­ვუ­ლო­ცო გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებს და მად­ლო­ბა ვუთხ­რა ყვე­ლას, ვინც მობ­რ­ძან­და „გა­ლას“ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე და გა­ი­ზი­ა­რა ჩვე­ნი სი­ხა­რუ­ლი“.
„გა­ლა 2011“-ის ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლებ­მა სა­ჩუქ­რად მიი­ღეს ბრინ­ჯა­ოს ხა­ნის კოლ­ხუ­რი ხელ­ცუ­ლის მცი­რე ზო­მის ას­ლი და ერ­თ­ჯე­რა­დი ფუ­ლა­დი პრე­მია, 4000 ლა­რის ოდე­ნო­ბით

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ბმული – http://axaliganatleba.ge/index.php?module=multi&page=detals&multi_id=2&id=114


Last edited by Admin on Fri Nov 11, 2011 5:07 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Oct 09, 2011 11:01 am



ჩემისთანა არიფებს დაებმებათ ენა და აბლუკუნდებიან სამადლობელი სიტყვის თქმისას, თორემ ვაჟას ყველა ლიტერატურული ჯილდო ისედაც ეკუთვნის, რაც მოუგონიათ და ისიც, რაც ჯერ არ მოუგონიათ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Oct 09, 2011 8:06 pm

http://www.urakparaki.com/?m=4&ID=53933



მაღალი სციხე მაქვს.Sad
და...რამდენჯერმე ავკრიფე მილოცვის ტექსტი და წავშალე.
ბატონო მიხო ,სულითა დაგულით გილოცავთ.პატარა ბავშვივით გამიხარდა.
ძალიან,ძალიან გვიყვარხართ და გაფასებთ...
და დიდი მადლობა რომ ასეთი ხართ და ჩვენ ''გვყავხართ''.
Back to top Go down
View user profile
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Oct 09, 2011 8:27 pm

Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Oct 10, 2011 12:34 pm

http://www.radio1.ge/AudioView.aspx?ID=3790 – ეკა ეკატო ტალახაძე და "პიკის საათი"

Exclamation
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
pulmonologi



Female
Number of posts : 10
Age : 50
Location : pulmonologi
Job/hobbies : კომპიუტერი
Humor : გამევიდა რამეეეეე?
Registration date : 17.12.09

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Oct 11, 2011 9:54 am

მიხო, გილოცავთ მეც და ვანოც ამ გამარჯვებას! სულ წარმატებული და გახარებული იყავი და გაგვახარე შენი შემოქმედებით!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Oct 13, 2011 12:13 pm

pulmonologi wrote:
მიხო, გილოცავთ მეც და ვანოც ამ გამარჯვებას! სულ წარმატებული და გახარებული იყავი და გაგვახარე შენი შემოქმედებით!

Exclamation

დიდი მადლობა, ფიქრიას და ვანოს! თქვენთან ერთად, თქვენთან ერთად!..
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Oct 16, 2011 12:19 am

http://www.radio1.ge/uploads/audio/15.10.2011%20=%20galas%20premiis%20laureatebi-6867048f-2898-41cd-a0b8-636951f098db.mp3 - "გალას" პრემიის ლაურეატები ვანო ჯაფარიძესთან გადაცემაში "ჩვენი საგანძური"

სტუმრები: ნატო დავითაშვილი, მარიამ წიკლაური, ზაზა აბზიანიძე, მიხო მოსულიშვილი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Nov 02, 2011 5:56 pm



შემოდგომის პოეზიის საღამო

დრო – 2011 წლის 05 11, შაბათი · 15:00 - 17:00
მდებარეობა – ლიტერატურული კაფე ქარავანი, ფურცელაძის 10
ავტორი – დავით ჩიხლაძე, ბელა ჩეკურიშვილი

flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Nov 10, 2011 12:50 pm

Arrow


Last edited by Admin on Tue Jan 17, 2012 6:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 39 of 42Go to page : Previous  1 ... 21 ... 38, 39, 40, 41, 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: