არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 
 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3, 4 ... 22 ... 42  Next
AuthorMessage
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 26, 2008 1:43 pm

Very Happy მადლობა, ბატონო ვაჟა! იმდენი რამე ტარდება ამ ბოლო დროს თბილისში, სუ არა მყოფნის არც დრო და არც ჩემი ბეჩავი თავი, რო ყველგან მივიდე... სახლშიც, სუ იმას ვჩივი, იმდენი საქმეა, რატო ცხრა ხელი არ მაქვს -მეთქი და დღე-ღამეშიც რო ერთი შვიდიოდე საათით მეტი იყოს, არც მაგაზე ვიტყოდი უარსSmile) დანარჩენი მყოფნისSmile)

king
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 26, 2008 6:05 pm

cheers
ამ სიტყვებს ისე მოგიძღვნი,
როგორც სამოთხის ყვავილებს:
ქალი,დედა და პოეტი_
საოცრება ხარ სამივე!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 11:37 am

ამაზე მეტი სიახლე რაღა იქნება? ექვსი წევრი ერთდროულად შემოდის საითზე..
გილოცავ, მიხო.
კვლავ უფრო, კვლავ უფრო! sunny bounce drunken
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 12:05 pm

არგანი wrote:
ამაზე მეტი სიახლე რაღა იქნება? ექვსი წევრი ერთდროულად შემოდის საითზე..
გილოცავ, მიხო.
კვლავ უფრო, კვლავ უფრო! sunny bounce drunken

lol!

გაიხარე, გია!
მე რო იქით ლიტერატურული ჟურნალი მაქვს "არმური" - იქ სამი ადამიანი მელაპარაკებოდა ხოლმე, ჩემი მეგობრები და აი, აქ ხო ხედავ, აქ უკვე ექვსია! რახან - ფორუმი თანაბრების ლაპარაკი არის... მე არავისზე მეტი არა ვარ და არც - სხვა...

გია, ჩვენ თუ კარგად მივყევით შენთან კლასიკოსებსა - პირუთვნელად ვთქვით ჩვენ ჩვენი შეხედულებები, ერთიმეორის პატივისცემით და უკომპრომისოდ, კიდევ ბევრნი მოვლენ...
აი, ეხლა მე გული აღარ მითმენს, რო - "სტუმარ-მასპინძელს" როდის დაიწყებ - ეს მაინტერესებს ძაან.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 12:29 pm

მეც მაგის მოსურნე ვარ, მიხო.
გაგიკვირდება და ლიტერატურას ჩემისთანა მტერი არ ეყოლება, რადგან ვფიქრობ, რომ ადამიანების გარყვნა სწორედ ლიტერატურის სინდისზეა.
ვაჟადან კი იმიტომ ვიწყებ (აქ), რომ ვაჟა დიდია და ნაკლები სარეველა მოყვება მის შემოქმედებას (შესაბამისად შრომაც ნაკლები მომიწევს).
ერთი სიტყვით, კრიტიკულ აზროვნებას ვემხრობი.
თვითონ ვაჟაც ხომ ასე უდგება თავის შემოქმედებას:

"დამისხი, დამალევინე,
ჭაბუკობისას ვყვიროდი,
როცა მოვცადე ცხოვრება
ჩემს უსირცხვობას ვკვირობდი..."

(ხომ არ შემეშალა?)
ვაჟა თავის შემოქმედებაში (ჭაბუკობის და მოწიფულობის ჟამს) ხშირად ურთიერთსაპირისპირო იდეალებს ამკვიდრებს. მე მხოლოდ ამის შესახებ მინდა ვუთხრა მკითხველს, რომ ვაჟას გაგებაში შეცდომა გამოირიცხოს..
ეს ტექსტი ვაჟასთან უნდა დამედო, მაგრამ აქ მომიწია Wink
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 12:39 pm

Very Happy cheers Basketball

კაცო, არგანო!
თუ შენ კაფიებ შაგიძლავის, წემემეშველე, კაცოო, დარბიმ და სანათომ იფიქრეს, - ესაო მაინც პროზაიკოს არისაო და ძალა წამამატანეს - რითმებ არ გივარგა შენაო! - და ერთი ჰაიტი-ბუბუ გააქვთ თემაშია - "შაირ-კაფია ამავსთქო".

და კაწალხეველი რა იქნა ნეტა, კიდე კარგი, ის მემეშველება ხოლმე მე ბეჩავსა...
აბა, მე როგორ მევერევი ეგეთა კარგ პოეტებსა კაფიებშია?

ეს პოსტი კიდევ გადიტანე ვაჟასთანა!..

შენ გამოთქმულ ლექსში ბოლო სიტყვა - "ვტიროდი" ხო არ უნდა იყოს?
Wink

Last edited by არჩანდა on Sat Dec 27, 2008 1:16 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 12:53 pm

"ვკვირობდი"- უნდა იყოს, რაღა ვუშველო ახლა ამას, შემჭამენ ეს ვაჟაისტები...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 1:17 pm

არგანი wrote:
"ვკვირობდი"- უნდა იყოს, რაღა ვუშველო ახლა ამას, შემჭამენ ეს ვაჟაისტები...

Wink
ჰოდა, ეგრეც არიიიი...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 1:19 pm

გავასწორე და გადავიტანე, ვაჟას თემა (ლექსითურთ) ვაჟასთან იყოს. აეგრე! lol!
Back to top Go down
View user profile
ნეკერა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 142
Age : 32
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : კარგი
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 2:40 pm

კეთილი იყოს ჩემი ფეხი Smileსად უნდა დავწერო ეს, ჯერ არ ვიცი და თუ უადგილო ადგილას მოვხვდი, მაპატიეთ Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/forum.htm
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 3:08 pm

კეთილი იყოს! კარგ ადგილას მოხვდი. დაათვალიერე თემები და ჩაერთე საფიხვნოში. king
Back to top Go down
View user profile
Tabagari Tea
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 127
Age : 31
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 4:49 pm

მოგესალმებით ყველას!Smile
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Dec 27, 2008 10:30 pm

Tabagari Tea wrote:
მოგესალმებით ყველას!Smile

Very Happy

თაბაგარ თეას გაუმარჯოს!

და, ხომ არ გინდა, რომ "თეა თაბაგარი" იყო - ქართულად?
მე შეგიცვლი და შენ შემოსვლისას ქართულად უნდა აკრიფო ხოლმე შენი ნიკი, თორემ ისე არ შემოგიშვებს მერე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 29, 2008 9:43 pm

მოპარული ახალი წლის ზღაპარი, ანუ www.bulumughun.dev- ("წკაპ" დაჰკარი წასაკითხად).
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 29, 2008 9:46 pm

არჩანდა wrote:
მხიარული დამბაჩა,
ანუ
ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი

(ერთმოქმედებიანი პიესა ათი სიმღერის თანხლებით)

ესეც ჩემი დაწერილი საბავშვო პიესაა - საახალწლოდ და ამ ზაფხულს, აგვისტოს თვეში რომ დაიბეჭდა "ლიტპალიტრაში", მაშინ წაიკითხეს სადაც ჯერ არს და მაგის მერე მითხრეს სხვა პიესა, და ის ხო უკვე დაიდგა - "მოპარული ახალი წლის ზღაპარი" ჭიათურის თეატრში.

და ესეც იდგმება - მიხაილოვის საავადმყოფოს სარდაფში რომ საბავშვო თეატრია, იქ. თანაც ბავშვებმა უნდა ითამაშონ და ვნახოთ, რა გამოუვათ.

santa alien drunken

მხიარული დამბაჩა
(მეშვიდე სიმღერა)

ბახ-ბუხა და ძველის-ძველი,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ხან ისვრის და ხან - არა!

ზოგჯერ ხუმრობს, ხმასაც გაგცემს,
თან ატეხავს ხარხარსაც.
რადაც უნდა, გადაგაქცევს,
მოგიძებნის წამალსაც.

თუ სიკეთით არ დატენი,
თუ კეთილი არა ხარ.
არ გამოვა არაფერი,
არ გაისვრის დამბაჩა.

ესვრი ბოროტს, დაიძინებს,
ვინც კარგისთვის ვერ იცლის,
ცოტა ხანში გაიღვიძებს
და იქნება კეთილი.

მაცნე არის ახალ წლების -
ბარემ გეტყვით ამასაც -
მეფე არის დამბაჩების,
მიტომ ჰქონდა პაპასაც.

საყვარელი, სასაცილო,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ან გაისვრის, ან - არა!

rendeer

და უკვე საბავშვო მწერალი ვგონივარ მე იმათა, მაღლა რო სხედან, სადაც ჯერ არს...
ეჰ...
ნეტავ, მართლა ვიყო საბავშვო მწერალი...

Sad

Idea

ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის (რეჟისორი ნათია კავსაძე) პრემიერა შედგება სამ იანვარს, თორმეტ საათზე, თეატრ "მეორე სახლში" - მისამართი: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60 ("მიხაილოვის საავადმყოფოსთან).

santa jocolor lol!

Last edited by არჩანდა on Sat Jan 03, 2009 8:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 29, 2008 11:24 pm

ბობო,დიდი მადლობა რომ დადე ეს ახალი პიესა.
კიდევ მოკითხვა და მონატრება ჩემგან.
რა ვიცი თუ არათემატურია ,წაშალე მერე...

და...ცოტა რომ '' დავლაგდები'' .....'' შემოგიერთდებით ''....
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 29, 2008 11:31 pm

nini wrote:
ბობო,დიდი მადლობა რომ დადე ეს ახალი პიესა.
კიდევ მოკითხვა და მონატრება ჩემგან.
რა ვიცი თუ არათემატურია ,წაშალე მერე...

და...ცოტა რომ '' დავლაგდები'' .....'' შემოგიერთდებით ''....

flower

ჰო, ჰო, დალაგდი, ნინი და გამოჩნდი - აქაური შენი კლუბი უნდა ავამუშაოდ კარგად!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 30, 2008 11:34 am

არჩანდა wrote:

საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსი ოქროს ბუმბული დაფუძნებულია 2008 წელს.
კონკურსის მიზანია ქართული ორიგინალური საბავშვო მწერლობის განვითარება.
კონკურსი რეგულარულად ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

2008 წელს ოქროს ბუმბულის საპრემიო თანხაა 10000 ლარი.

I პრემია: 5000 ლარი.
II პრემია: 3000 ლარი.
III პრემია: 2000 ლარი.

2008 წლის ოქროს ბუმბულის დაჯილდოება გაიმართება საახალწლოდ.

29 დეკემბერს, ორშაბათს, 4 საათზე, არტ-კაფე ”ქარავანში” გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულები. გთხოვთ მობრძანდეთ!

მისამართი: ფურცელაძის ქ. 10

cheers santa rendeer

"ოქროს ბუმბული 2008"-ის გამარჯვებულები:

პირველი პრემია - ნატო დავითაშვილი ნაწარმოებით ”როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან”.

მეორე პრემია - თამრი ფხაკაძე ნაწარმოებით ”გრელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები”.

მესამე პრემია - თეა თოფურია ნაწარმოებით ”ვარაზვაჩე”.

გილოცავთ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 9:32 am

არჩანდა wrote:
არჩანდა wrote:
მხიარული დამბაჩა,
ანუ
ენკი, ბენკი, სიკლისას და ბას საახალწლო ზღაპარი

(ერთმოქმედებიანი პიესა ათი სიმღერის თანხლებით)

ესეც ჩემი დაწერილი საბავშვო პიესაა - საახალწლოდ და ამ ზაფხულს, აგვისტოს თვეში რომ დაიბეჭდა "ლიტპალიტრაში", მაშინ წაიკითხეს სადაც ჯერ არს და მაგის მერე მითხრეს სხვა პიესა, და ის ხო უკვე დაიდგა - "მოპარული ახალი წლის ზღაპარი" ჭიათურის თეატრში.

და ესეც იდგმება - მიხაილოვის საავადმყოფოს სარდაფში რომ საბავშვო თეატრია, იქ. თანაც ბავშვებმა უნდა ითამაშონ და ვნახოთ, რა გამოუვათ.

santa alien drunken

მხიარული დამბაჩა
(მეშვიდე სიმღერა)

ბახ-ბუხა და ძველის-ძველი,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ხან ისვრის და ხან - არა!

ზოგჯერ ხუმრობს, ხმასაც გაგცემს,
თან ატეხავს ხარხარსაც.
რადაც უნდა, გადაგაქცევს,
მოგიძებნის წამალსაც.

თუ სიკეთით არ დატენი,
თუ კეთილი არა ხარ.
არ გამოვა არაფერი,
არ გაისვრის დამბაჩა.

ესვრი ბოროტს, დაიძინებს,
ვინც კარგისთვის ვერ იცლის,
ცოტა ხანში გაიღვიძებს
და იქნება კეთილი.

მაცნე არის ახალ წლების -
ბარემ გეტყვით ამასაც -
მეფე არის დამბაჩების,
მიტომ ჰქონდა პაპასაც.

საყვარელი, სასაცილო,
მხიარული დამბაჩა.
რაც არ უნდა შეეხვეწო,
ან გაისვრის, ან - არა!

rendeer

და უკვე საბავშვო მწერალი ვგონივარ მე იმათა, მაღლა რო სხედან, სადაც ჯერ არს...
ეჰ...
ნეტავ, მართლა ვიყო საბავშვო მწერალი...

Sad

Idea

ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის (რეჟისორი ნათია კავსაძე) პრემიერა შედგება სამ იანვარს, თორმეტ საათზე, თეატრ "მეორე სახლში" - მისამართი: დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 60 ("მიხაილოვის საავადმყოფოსთან).

santa jocolor lol!

კარნეი ჩუკოვსკი, მწერალი და მეცნიერი,ავტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოკვლევისა უიტმენზე,ძალზე განიცდიდა იმ ამბავს,რომ ბედი არ სწყალობდა :მთელი რუსეთი ,დიდიან-პატარიანად, მას ''მუხა ცაკატუხას'' ,''კრაკადილიშჩეს''და ''ძიაძია სტიოპა მილიციანერის'' ავტორად იცნობდა. პროზაული ქმნილებებიდან ყველაზე პოპულარული კი იცი,რა იყო?''ორიდან ხუთამდე'',ესეც ბავშვებს ეხებოდა,მათი მეტყველებისა და აზროვნების განვითარების ცოცხალი მაგალითების კრებულია,დაახლოებით ბეჭდური ''რაო,რაოს '' მსგავსი,რომელსაც ავტორის მსჯელობები ახლავს....ჩემი უსაყვარლესი წიგნი.
მიუხედავად იმისა,რომ შენი სადიდო და დიდებული პროზა მიყვარს ამ ,საახალწლოდ გისურვებდი,შენც კარნეი ჩუკოვსკის ''უბედობა'' დაგბედებოდეს ,მიხო ძვირფასო!
იქნებ უფრო ზუსტად შეგვატყობინოთ ,რომელ შენობაშია,ბილეთები სად იყიდება და ა.შ...ჩემი ძმიშვილები მინდა წამოვიყვანო.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 10:54 am

nino darbaiseli wrote:

Very Happy santa rendeer
ნინოო, მე რო მართლა საბავშვო მწერალი ვიყო, დედას გეფიცები, თუ სხვა რამ პრეტენზია კიდე მქონოდა - რა ალალები და საყვარლები არიან, კაცო, ეს საბავშვო მწერლები და მე რო დიდი ოხერ და მაიმუნ ვარ - აეს მედარდება ხოლმე...

და ეხლა რაც შეეხება პაატას შვილების წამოყვანას -

ჯერ ერთი, პაატა მომიკითხე და უთხარი, მიხომ კაი ღვინო ჩამოიტანა, ანზორაული ისიცა თქო და საახალწლოდ გამოდი შენი დიანად ჩემთანა თქო.

და მეორეც კიდევ ის, რომ -
შენ ავტორი ხარო და რამდენი ადგილი შეგინახოთო, რო ვინ მოგყავსო?
და დამიწერე შენა, რამდენი მოდიხართ.

და თუ კიდე ვინმეს უნდა, იმათაც მითხრან და ვეტყვი მე თეატრის უფროსობას და შეგიყვანთ და განახვებთ, რომ - აბა, ერთი რა დადგა ნათია კავსაძემ - ეს თეატრალურ სამყაროში ცნობილი და სახელიანი ქალბატონია...

lol!

შენობა კიდევ როგორ არის, იცი?
მიხაილოვის საავადმყოფოს ხელმარცხნივ, ქუჩიდან არის ჩასასავლელი სარდაფში და ის სარდაფი კარგად არის გაკეთებული, დავით აღმაშენებლის სამოცი ნომერია, მაგრამ მიხაილოვის საავადმყოფოს რო იტყვი, ქალაქელები უცებ მიხვდებიან, სად ეუბნები და მოგიყვანენ დანიშნულების ადგილზე ეგრევე და თუ სოფლიდან ჩამოსული შეგხვდა - ეგეთებიც ბევრი არიან უკვე გაჭირვებისგან - ის ვერ მიჰხვდება, რას ეუბნები...

Last edited by არჩანდა on Sat Jan 03, 2009 8:40 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 11:11 am

არჩანდა wrote:
nino darbaiseli wrote:

კარნეი ჩუკოვსკი, მწერალი და მეცნიერი,ავტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოკვლევისა უიტმენზე,ძალზე განიცდიდა იმ ამბავს,რომ ბედი არ სწყალობდა :მთელი რუსეთი ,დიდიან-პატარიანად, მას ''მუხა ცაკატუხას'' ,''კრაკადილიშჩეს''და ''ძიაძია სტიოპა მილიციანერის'' ავტორად იცნობდა. პროზაული ქმნილებებიდან ყველაზე პოპულარული კი იცი,რა იყო?''ორიდან ხუთამდე'',ესეც ბავშვებს ეხებოდა,მათი მეტყველებისა და აზროვნების განვითარების ცოცხალი მაგალითების კრებულია,დაახლოებით ბეჭდური ''რაო,რაოს '' მსგავსი,რომელსაც ავტორის მსჯელობები ახლავს....ჩემი უსაყვარლესი წიგნი.
მიუხედავად იმისა,რომ შენი სადიდო და დიდებული პროზა მიყვარს ამ ,საახალწლოდ გისურვებდი,შენც კარნეი ჩუკოვსკის ''უბედობა'' დაგბედებოდეს ,მიხო ძვირფასო!
იქნებ უფრო ზუსტად შეგვატყობინოთ ,რომელ შენობაშია,ბილეთები სად იყიდება და ა.შ...ჩემი ძმიშვილები მინდა წამოვიყვანო.

Very Happy santa rendeer
ნინოო, მე რო მართლა საბავშვო მწერალი ვიყო, დედას გეფიცები, თუ სხვა რამ პრეტენზია კიდე მქონოდა - რა ალალები და საყვარლები არიან, კაცო, ეს საბავშვო მწერლები და მე რო დიდი ოხერ და მაიმუნ ვარ - აეს მედარდება ხოლმე...

და ეხლა რაც შეეხება პაატას შვილების წამოყვანას -

ჯერ ერთი, პაატა მომიკითხე და უთხარი, მიხომ კაი ღვინო ჩამოიტანა, ანზორაული ისიცა თქო და საახალწლოდ გამოდი შენი დიანად ჩემთანა თქო.

აეგ ღვინო სუუუუულ არ დალიოთ თორეეეეე
ჩამოვა ქალაქში ფშავლის ქალა... affraid

ისე დამბალხაჭოს (თან რო უნდა მოიყოლოს ფშავიდან), ჟიპიტაური უხდება
!
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 11:20 am

სანათავ, აბა, მე სად ვიშოვნიდი ჟიპიტაურსა, კაცოო, და არაყ კი მაქვ ჯერ კიდე...
და ეს ღვინო არი ჯერ-ჯერობით და მემრე აღარ იქნება არც ესა...
ძაან არ უნდა დაიკარგო და შაგხვდება...
და იიის ჩემი დამბალხაჭუ ვინ შამიჭამა?
პავლიკომა?
drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
მინდია
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 172
Age : 32
Location : გადაღმა
Job/hobbies : მეზღაპრე
Humor : ჰორიზონტი სუფთაა
Registration date : 13.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 11:22 am

არჩანდა wrote:
სანათავ, აბა, მე სად ვიშოვნიდი ჟიპიტაურსა, კაცოო, და არაყ კი მაქვ ჯერ კიდე...
და ეს ღვინო არი ჯერ-ჯერობით და მემრე აღარ იქნება არც ესა...
ძაან არ უნდა დაიკარგო და შაგხვდება...
და იიის ჩემი დამბალხაჭუ ვინ შამიჭამა?
პავლიკომა?
drunken

მე მაქვს ბებოს გამოხდილი ჟიპიტაური, რომ სვავ სულ მსხლის არომატი მოჰყვება Embarassed
Back to top Go down
View user profile http://www.xevsureti.ge
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 11:39 am

მინდია wrote:
არჩანდა wrote:
სანათავ, აბა, მე სად ვიშოვნიდი ჟიპიტაურსა, კაცოო, და არაყ კი მაქვ ჯერ კიდე...
და ეს ღვინო არი ჯერ-ჯერობით და მემრე აღარ იქნება არც ესა...
ძაან არ უნდა დაიკარგო და შაგხვდება...
და იიის ჩემი დამბალხაჭუ ვინ შამიჭამა?
პავლიკომა?
drunken

მე მაქვს ბებოს გამოხდილი ჟიპიტაური, რომ სვავ ( მინდიი, აექ უნდა დასწერო "სვამ" - ეს არი კაი ქართული და მონასმენი გაქვს შენ ეს ქართული: ხალხის ნალაპარაკებს ენდე ხოლე და როგორც ისინი ამბობენ, ისე თქვი შენცა!) სულ მსხლის არომატი მოჰყვება Embarassed

Very Happy

კაცო, მინდიიი - რეებს იძახი შენა აქა, ვა!
ერთი ბოთლ შამინახე, თუ არ შამოგესმება ისიცა და ხინკალ კიდენა - ჩემზედ იყოს და მთის წეს დავიყენოთ ჩემთანა, დარბაისელები და სანათა რო მამივლენ, ჰა?

და ახალი "ლიტპალიტრა" გამოსულა, ხალხნო და ჯამაათნო, მინდიას ლექსებითა - და, მოდით, მივულოცოთ აემ გოგოჭურთ ბიჭსა! ესა ნიჭიერ კაც არისა, - დაეძებს სუ ერთთავადა ფორმასაც და სათქმელსაცა და ხანდისხანა კარგ რამეებს მიაგნებს ხოლმე... და დიდი იმედი მაქვ მე მინდოსი...

და გული დამწყდა, რომ ნუციკო დეკანოზიშვილის ლექსები ვერ მოჰხვდა ამ ნომერში, თურმე...
ჩემი ბრალი რო არ არის, მაღლა ხო მაინც იცის ღმერთმა და...
მაინც დაიბეჭდება!
არც ეგრეა საქმე...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 31, 2008 11:46 am

არჩანდა wrote:
nino darbaiseli wrote:

კარნეი ჩუკოვსკი, მწერალი და მეცნიერი,ავტორი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოკვლევისა უიტმენზე,ძალზე განიცდიდა იმ ამბავს,რომ ბედი არ სწყალობდა :მთელი რუსეთი ,დიდიან-პატარიანად, მას ''მუხა ცაკატუხას'' ,''კრაკადილიშჩეს''და ''ძიაძია სტიოპა მილიციანერის'' ავტორად იცნობდა. პროზაული ქმნილებებიდან ყველაზე პოპულარული კი იცი,რა იყო?''ორიდან ხუთამდე'',ესეც ბავშვებს ეხებოდა,მათი მეტყველებისა და აზროვნების განვითარების ცოცხალი მაგალითების კრებულია,დაახლოებით ბეჭდური ''რაო,რაოს '' მსგავსი,რომელსაც ავტორის მსჯელობები ახლავს....ჩემი უსაყვარლესი წიგნი.
მიუხედავად იმისა,რომ შენი სადიდო და დიდებული პროზა მიყვარს ამ ,საახალწლოდ გისურვებდი,შენც კარნეი ჩუკოვსკის ''უბედობა'' დაგბედებოდეს ,მიხო ძვირფასო!
იქნებ უფრო ზუსტად შეგვატყობინოთ ,რომელ შენობაშია,ბილეთები სად იყიდება და ა.შ...ჩემი ძმიშვილები მინდა წამოვიყვანო.

Very Happy santa rendeer
ნინოო, მე რო მართლა საბავშვო მწერალი ვიყო, დედას გეფიცები, თუ სხვა რამ პრეტენზია კიდე მქონოდა - რა ალალები და საყვარლები არიან, კაცო, ეს საბავშვო მწერლები და მე რო დიდი ოხერ და მაიმუნ ვარ - აეს მედარდება ხოლმე...

და ეხლა რაც შეეხება პაატას შვილების წამოყვანას -

ჯერ ერთი, პაატა მომიკითხე და უთხარი, მიხომ კაი ღვინო ჩამოიტანა, ანზორაული ისიცა თქო და საახალწლოდ გამოდი შენი დიანად ჩემთანა თქო.

და მეორეც კიდევ ის, რომ -
შენ ავტორი ხარო და რამდენი ადგილი შეგინახოთო, რო ვინ მოგყავსო?
და დამიწერე შენა, რამდენი მოდიხართ.

და თუ კიდე ვინმეს უნდა, იმათაც მითხრან და ვეტყვი მე თეატრის უფროსობას და შეგიყვანთ და განახვებთ, რომ - აბა, ერთი რა დადგა ნათია კავსაძემ - ეს თეატრალურ სამყაროში ცნობილი და სახელიანი ქალბატონია...

lol!

შენობა კიდევ როგორ არის, იცი?
მიხაილოვის საავადმყოფოს ხელმარცხნივ, ქუჩიდან არის ჩასასავლელი სარდაფში და ის სარდაფი კარგად არის გაკეთებული, დავით აღმაშენებლის სამოცი ნომერია, მაგრამ მიხაილოვის საავადმყოფოს რო იტყვი, ქალაქელები უცებ მიხვდებიან, სად ეუბნები და მოგიყვანენ დანიშნულების ადგილზე ეგრევე და თუ სოფლიდან ჩამოსული შეგხვდა - ეგეთებიც ბევრი არიან უკვე გაჭირვებისგან - ის ვერ მიჰხვდება, რას ეუბნები...

ახლა დავურეკე ჩემს გადარეულებს და ისეთი ჟივილ-ხივილი ატყდა-აა!
მოკლედ ,ორი უფროსი და სამი ბავშვი მოვდივართ,სულ ხუთნი.
ჩემი რძალი მომყვება,რადგან ქალბატონი ნინო-ნია დარბაისელი დიდია,ხუთი წლისა , ხშირად წამიყვანია სადმე ,მოქცევა იცის.აი ,ირაკლი კი დედამისის გარეშე - ძნელი მოსავლელი იქნება,სამი წლის ნინძაა,ენაცვალოს მამიდა!
მისმა აღმატებულებამ,ქალბატონმა ნატალია დარბაისელმა,რომელიც შვილიშვილად მერგება, ასევე გამოსთქვა თავისი მოწყალე სურვილი,შემოუერთდეს ძია მიხოსერას ნორჩი ფანების ამალას.
პაატა-პატრი შინ არ იყო,მოგვიანებით გადავცემ შენს მოკითხვასა და მათრობელა წინადადებას.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Sponsored content

PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 3 of 42Go to page : Previous  1, 2, 3, 4 ... 22 ... 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: