არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2, 3 ... 22 ... 42  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 16, 2008 4:10 pm

მე მგონი, სტალინი გაცილებით ჭკვიანი იყო, ვიდრე ადოლფი. ეს უკანასკნელი - ხალხური ლექსის არ იყოს - მართლა არ იყო კაცი. არც სტალინი იყო კაცი - გეცოდინება, აქედან გაგდებული რომ ჰყავდათ ქართველ ბოლშევიკებს და მას მერე იმუქრებოდა - წაღმა-უკუღმა უნდა გადავხნა საქართველოო...

ერთი პატარა ბიჭია, თორმეტი წლის და იმას უთქვამს - ზოგს "ჯიპს" აძლევს ღმერთი და ზოგსაც - კაცობასო.

ჰოდა, ახლა ერთი დიქტატორიც კი არ მაგონდება, კაცობა რომ ჰქონოდა. იმათ მარტო "ჯიპები" ჰქონდათ - ანუ, ტახტებზე ისხდნენ და მკვლელის ხანჯალი თუ არა, მოწამლული საჭმელი მაინც ეკოშმარებოდათ... და არაკაცები ძალიან ცუდად ამთავრებენ - იმათ რომ ეშინიათ სიკვდილის, ისე - არავის...


Last edited by არჩანდა on Wed Dec 17, 2008 6:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 17, 2008 3:15 pm

ბობოს საბავშვო სპექტაკლის პრემიერააო ხვალო ნამდვილად წავიკითხე ეს ინფორმაცია აქ.მინდა საიტებზე დავდო და ვეღარ ვნახე...
რა ხდება?არადა გავრბივარSad
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Dec 17, 2008 4:09 pm

nini wrote:
ბობოს საბავშვო სპექტაკლის პრემიერააო ხვალო ნამდვილად წავიკითხე ეს ინფორმაცია აქ.მინდა საიტებზე დავდო და ვეღარ ვნახე...
რა ხდება?არადა გავრბივარSad

alien rabbit Very Happy

"მოპარული ახალი წლის ზღაპარი" - ასე ჰქვია ამ პიესას.
დღეს საღამოს რვა საათზე მივდივარ ამ პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის გენერალურ რეპეტიციაზე მოზარდ მაყურებელთა თეატრში.
და
ხვალ, თორმეტ საათზე არის უკვე პრემიერა...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 18, 2008 2:22 am



სამის ხუთი წუთია და ახლა დავბრუნდი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან (დავით არმაშენებლის პროსპექტი 91/1 - შეროზიას ქუჩის კუთხესთან), სადაც ახლაც მიდის ჭიათურის თეატრის გენერალური რეპეტიცია - მთავრდება დადგმა სპექტაკლისა ჩემი პიესა-ზღაპრის "მოპარული ახალი წლის ზღაპარი"-ს მიხედვით.
რეჟისორი სოსო ნემსაძე.
ეს სურათები იქიდან მოვიტანე.
და ახლობლების ბავშვებს ვერ ეპატიჟებიან, მხოლოდ ლტოლვილი ბავშვებისთვის იქნება ეს წარმოდგენა ხვალ, თორმეტ საათზე და ორ საათზე.
შეიძლება, ზეგ მოგიხერხოთ რამეო - ასე უთქვამთ ზემოდან...
და მსახიობებმა მთელი ღამე უნდა გაათიონ ამაღამ, მერე ცოტა ხნით დაიძინონ და ისევ რეპეტიციის გავლის შემდეგ, პრემიერა ითამაშონ. და წარმოდგენის მერე ჩვენი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი ლტოლვილ ბავშვებს დაურიგებს საახალწლო საჩუქრებს. კარგი ღონისძიება გამოვა, ალბათ.
ასე რომ, ხვალ პრემიერაა.
"ხვალ პრემიერაა" - სწორედ ასე ჰქვია ჩემი და ანდრო ენუქიძის ერთ პიესას...

მე ბოდიშს ვიხდი, რომ ვერ ვეპატიჟები ჩემი ახლობლების ბავშვებს...
და საერთოდ, ყველა პატარას...





Last edited by არჩანდა on Thu Dec 18, 2008 4:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 18, 2008 2:39 am

წარმატებებს ვუსურვებ შენს პიესას ,ბობო.ბევრი ბავშვის სულს გაათბობს,ვიცი.
და მოგვიყევი რა,როგორ ჩაივლის პრემიერა.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 18, 2008 2:43 am

nini wrote:
წარმატებებს ვუსურვებ შენს პიესას ,ბობო.ბევრი ბავშვის სულს გაათბობს,ვიცი.
და მოგვიყევი რა,როგორ ჩაივლის პრემიერა.

დიდი მადლობა, ყურადღებისთვის, ნინი.
იქ მითხრეს, რომ ეგებ თქვენი ბავშვები ზეგ მოვიყვანოთო და თუ ეს მოხერხდება, მართლა ყველას დავპატიჟებ. მე ხომ ეს პიესა ბავშვებისთვის დავწერე.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 18, 2008 5:41 pm



და რეჟისორი თუ პიტერ ბრუკის ქუდით არის, შენ ვინღა ხარო, - შემეკითხა ქალბატონი სანდრა და მე ვუთხარი, - ბუტია ბიჭი ვარ მეთქი, აი, მასე ვიბუტებოდი და მასე შევძვრებოდი ხოლმე მაგიდის ქვეშ, თუ ზღაპარს არ მომიყვებოდნენ მეთქი.
და საქართველოს პირველმა ლედიმ ბრძანა - ამ ბუტია ბიჭთან მინდა სურათის გადაღებაო.
ქალბატონმა ნანა წერეთელმაც არ დააყოვნა... მე მგონი, მშვენიერი სურათი გამოუვიდა... თქვენგან მარჯვნივ - მუზმუზელა მელია მიდგას! Smile))

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში (დირექტორი მიხეილ ანთაძე) დღეს და ხვალ იქნება წარმოდგენები, მერე დასი გაემგზავრება გორში, იქაც ითამაშებს და საახალწლოდ ჭიათურაში ჩაიტანს სპექტაკლს.


ფოტომოთხრობა დღევანდელ სპექტაკლ "მოპარული ახალი წლის ზღაპარ"-ზე იხილეთ აქ – http://armuri.blogspot.com/2008/12/blog-post_2068.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 19, 2008 1:05 am

გილოცავ,ბობო, წარმატებას.ძალიან გგულშემატკივრობდი.ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი მკითხველები.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 19, 2008 1:44 am

nini wrote:
გილოცავ,ბობო, წარმატებას.ძალიან გგულშემატკივრობდი.ბევრჯერ გაგეხარებინოს შენი მკითხველები.

pirat

მადლობა, ნინი. მეც გამიხარდა დღეს ყველაფერი ერთი რამის გარდა - ძალით ჩამაცვეს ეს პიჯაკი, თორე მე კურტკით მივდიოდი...

Very Happy rendeer
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
სანათა
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 340
Age : 57
Registration date : 10.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 19, 2008 11:53 am

Quote :
"არჩანდა"wrote:

მადლობა, ნინი. მეც გამიხარდა დღეს ყველაფერი ერთი რამის გარდა - ძალით ჩამაცვეს ეს პიჯაკი, თორე მე კურტკით მივდიოდი...

Very Happy rendeer
უამრავი მიზეზის გამო ძალიან ვგულშემატკივრობდი (და კვლავაც!) ამ პიესას... მიხარია, წარმატებული სპექტაკლი რომ გამოსულა.
აი, პიჯაკ-ქურთუკს რაც შეეხება, მე უფრო რაღაც სხვა და შუალედური სტილი მგონია შენთვის შესაფერი. მსუბუქი სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსები არა, რაღაც არაკლასიკური სპორტული შარვალი, მაისური და მოგრძო ჟაკეტი... თავზეც კეპი და არა ეს თუშური ქუდი. შენი კახელობის მიუხედავად ვერ გსვამს ჩემი წარმოსახვა ნაბდის ქუდში.


Last edited by სანათა on Mon Dec 22, 2008 1:11 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geowebi.com/sanatha/
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 19, 2008 12:17 pm

სანათა wrote:
Quote :
"არჩანდა"wrote:

მადლობა, ნინი. მეც გამიხარდა დღეს ყველაფერი ერთი რამის გარდა - ძალით ჩამაცვეს ეს პიჯაკი, თორე მე კურტკით მივდიოდი...

Very Happy rendeer
უამრავი მიზეზის გამო ძალიან ვგულშემატკივრობდი (და კვლავაც!) ამ პიესას... მიხარია, წარმატებული სპექტაკლი რომ გამოსულა.
აი, პიჯაკ-ქურთუკს რაც შეეხება მე უფრო რაღაც სხვა და შუალედური სტილი მგონია შენთვის შესაფერი. მსუბუქი სპორტული ფეხსაცმელი, ჯინსები არა, რაღაც არაკლასიკური სპორტული შარვალი, მაისური და მოგრძო ჟაკეტი... თავზეც კეპი და არა ეს თუშური ქუდი. შენი კახელობის მიუხედავად ვერ გსვამს ჩემი წარმოსახვა ნაბდის ქუდში.

drunken
მადლობა, მაგრამა მე რო თუშურ ქუდ მიყვარსა?
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 22, 2008 12:46 am

გილოცავ, გილოცავ და გილოცავ!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 22, 2008 12:33 pm

დიდი მადლობა, ნინო!
და ამას დასველება არ უნდოდაო, რო მკითხავ, გეტყვი -
გაზაფხულისთვის გადაიდო ჩემ სოფელში ქეიფი მეთქი. ეხლა ზამთარია იქ და სუ ხო არ გაგყინავთ?

drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 22, 2008 4:31 pm

24 დეკემბერს, 18 საათზე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის II კორპუსში
გაიმართება

ლიტერატურული საღამო

ლიტერატურულ ფორუმ "ებლიტფოს" დახურვა

ლიტერატურულ პროექტ "თითო თითო"-ს დახურვა
ლიტერატურულ ალმანახ "თაობების" მე–2 ნომრის პრეზენტაცია

კრებულის "ლიტერატურული..." პრეზენტაცია

პროექტის –"ჩემი ხუთეული – პოეზია" – დახურვა
კრებულის – "ჩემი ხუთეული – პოეზია" – პრეზენტაცია

პროექტის – "ჩემი მოთხრობა – პროზა" – პრეზენტაცია

მის.: გუდიაშვილის 5
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 22, 2008 4:37 pm



"დაუწერელი ლექსების მესანთლე"

თეკლე ბატონიშვილის ახალი წიგნის
"შენიდან ჩემამდე" წარდგინება.

26 დეკემბერი , 19 საათი;
აღმაშენებლის 99, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.

გთხოვთ, მობრძანდეთ!

cheers drunken flower

რედაქტორის ბოლოთქმა

"თეკლე ბატონიშვილი" – ამ ინტერნეტული მეტსახელით ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს დიდი პოეტური ენერგიის მატარებელი ავტორის, კატო ჯავახიშვილის საინტერესო და თავისებურ ლექსებს.
ახლა კი შეგვიძლია კატოს ახალი პოეტურ კრებული წავიკითხოთ.
ჰოდა, ხელიდან ნუ გავუშვებთ ამ შესაძლებლობას.
და თუ ხანდახან მაინც მოგვინდება, რომ შევუძახოთ:
"ბატონიშვილო, აქ ციცაბოა!"
სჯობია, გავჩუმდეთ და არ ვიდარდოთ ამაზე –
“ლექსთფილოსოფების კათედრის სტაჟიორი” და “დაუწერელი ლექსების მესანთლე” (ბრჭყალებში აყვანილ ფრაზებს თავად ეძახის საკუთარ თავს – იხილეთ “ავტორის წინათქმა”) "თეკლე ბატონიშვილი" თავადაც მიხვდება ხოლმე, რომელ ციცაბოებზე როგორ უნდა გაიაროს...
ის უფრო მართებული იქნება, რომ ახალ-ახალი ციცაბოებისკენ საკუთარი ბილიკებით მიმავალ ახალგაზრდა პოეტს გზად დავადევნოთ:
- კეთილად გევლოს, კატო ჯავახიშვილო!..

მიხო მოსულიშვილი


lol!

და ესეც კატოს წიგნის საიტი - http://www.geowebi.com/kato/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Dec 22, 2008 7:40 pm

კარგი ვინმეა ეს თეკლა.ეჰჰ, რაც მაგის ლექსები მიპიარებია! Razz ვეცდები დავესწრო ღონისძიებას. თუ არა და სულ-ხანისგან გადაეცით დიდი ქება და დიდება farao
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 23, 2008 1:51 pm

პარასკევს, 26 დეკემბერს, 18.30 სთ

ნ. დუმბაძის სახ. სახელმწიფო საბავშვო თეატრის ფოიეში, აღმაშენებლის გამზ. 99/1, მე–2 სართული

შედგება ინტერნეტ ფორუმი www.karavi.ge-ს 2009 წლის კალენდრის
"საქართველოს ტბები"
პრეზენტაცია.


კალენდარი წარმოადგენს კარაველების მოგზაურობების ერთგვარ შეჯამებას. მასში შესულია 36 მოგზაურის თვალით დანახული 40 ტბა, რომლებიც გაოცებენ თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებით.
კალენდარი გეხმარებათ უკეთ გაიცნოთ სამშობლო და ბადებს სურვილს იმოგზაუროთ საქართველოში.

პრეზენტაციაზე კალენდარი გაიყიდება 10 ლარად. პრეზენტაციის შემდეგ კალენდრის ფასი იქნება 15 ლარი.

მომავალ წელს www.karavi.ge გეგმავს გამოსცეს კალენდარი "საქართველოს ციხე–კოშკები".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 23, 2008 3:16 pm

ყველას ,ვისაც პოეზია უყვარს!!!!!

ოთხშაბათს, 24 დეკემბერს, დღის 4 საათზე, საბიბლიოთეკო გაერთიანების დარბაზში "წიგნის მოყვარულთა საზოგადოება" გეპატიჟებათ პოეზიის საღამოზე. თქვენს წინაშე ოთხი ახალგაზრდა ავტორი წარსდგება:

ნინო სადღობელაშვილი (თაისი)
გიო კეკელიძე
დიანა ანფიმიადი
კატო ჯავახიშვილი (თეკლე ბატონიშვილი)

საღამოს გაუძღვება ნინო დარბაისელი.
გთხოვთ , მობრძანდეთ. თქვენ საშუალება მოგეცემათ, მოუსმინოთ ახალგაზრდა პოეტებს და კითხვებითაც მიმართოთ მათ


მისამართი : ტოვსტონოგოვის 3
"კათარზისის" ახლოს, აღმაშენებელზე
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 23, 2008 5:49 pm

ის სკამი დაკავებულია, მესამე რიგში, მეოთხე ადგილი... მოვდივარრრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ...cheers king
Back to top Go down
View user profile
bao
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 391
Age : 57
Registration date : 11.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 23, 2008 5:50 pm

ყველგან მოვდივააააააააააააააააააარ, რატო არ გამაჩინა დედამ სამი მაინც!.. Smile)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Dec 23, 2008 6:09 pm

bao wrote:
ყველგან მოვდივააააააააააააააააააარ, რატო არ გამაჩინა დედამ სამი მაინც!.. Smile)

alien pirat Shocked

ბაო, სანათომ შამოგითვალა, რო - მეო ინტერნეტ გამამირთეს სამსახურშიდაო და სანამ შინ მივალ, აზრზე მოვალ და შემოგიერთდებით, სუ დახვეტე, დაასუფთავე და დააწკრიალე "არმურის საფიხვნო", რო უნდა მოვიდე მერე მეო. და სუფთა უნდა დამახვედრო მანდაურობაო!

Sad Sad Embarassed

და აბა, მითხარი - სად არი აქა დასახვეტი და დასასუფთავებელი - სუ წკრიალებს აქაურობა და რა უნდა, როდის შეგვამჩნია სხვებსა უსუფთაობა?

santa lol! elephant
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 25, 2008 7:25 pm

გეცოდინებათ ვინმეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის (ალბათ)საბავშო თეატრის ზუსტი კორდინატები (სადღაც აღმაშენებელზეო), რუსული მოზარდი ხომ არ არის?
ბავშვი უნდა წავიყვანო ხვალ მაგ თეატრში. santa
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 25, 2008 7:40 pm

არგანი wrote:
გეცოდინებათ ვინმეს, ნოდარ დუმბაძის სახელობის (ალბათ)საბავშო თეატრის ზუსტი კორდინატები (სადღაც აღმაშენებელზეო), რუსული მოზარდი ხომ არ არის?
ბავშვი უნდა წავიყვანო ხვალ მაგ თეატრში. santa

alien

დავით აღმაშენებლის პროსპექტი # 91/1, სადაც შეროზიას ქუჩა უერთდება პლეხანოვს, იქ არის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Dec 25, 2008 11:00 pm



საბავშვო პროზის ლიტერატურული კონკურსი ოქროს ბუმბული დაფუძნებულია 2008 წელს.
კონკურსის მიზანია ქართული ორიგინალური საბავშვო მწერლობის განვითარება.
კონკურსი რეგულარულად ჩატარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

2008 წელს ოქროს ბუმბულის საპრემიო თანხაა 10000 ლარი.

I პრემია: 5000 ლარი.
II პრემია: 3000 ლარი.
III პრემია: 2000 ლარი.


2008 წლის ოქროს ბუმბულის დაჯილდოება გაიმართება საახალწლოდ.

29 დეკემბერს, ორშაბათს, 4 საათზე, არტ-კაფე ”ქარავანში” გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულები. გთხოვთ მობრძანდეთ!

მისამართი: ფურცელაძის ქ. 10
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Dec 26, 2008 9:44 am

ეძღვნება ბაოს

"რატო არ გამაჩინა დედამ სამი მაინც!.."
ბაო (მარიამ წიკლაური)


ასეა:
სინათლესავით
ქვეყანას უნდა მოედო;
ცაში,
ღვთაებრივ ქსეროქსზე
გამრავლებულო პოეტო!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Sponsored content




PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 42Go to page : Previous  1, 2, 3 ... 22 ... 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: