არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)

Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 
 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1 ... 5, 6, 7 ... 24 ... 42  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jan 19, 2009 3:44 pm

nini wrote:
არ ვიცი,რა სჯობს ბობო.
გაჩუმება თუ საუბარი.ძალიან დელიკატური თემაა,რაღაცნაირად

კარგი, მაშინ გავხსნათ!

ამაზე გაიხსნა ცალკე თემა გამოკითხვით აი, აქ - http://armuri.4forum.biz/-f25/----t180.htm

უმორჩილესად გთხოვთ, გამოხატოთ თქვენი პოზიცია...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ჯალალი
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 222
Registration date : 11.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Jan 22, 2009 4:50 pm

წავიდეთ

როცა შენს დალალებს ქარი შლის,
მოჰგევხარ ნესტანს და თამარ-ქალს,
დედაშენს წავართმევ ქალიშვილს,
თუ გინდა ყაჩაღიც დამარქვან.

წაგიყვან, გიამბობ მთებმა ვით გამზარდეს,
შენ აგრე ცელქსა და ლამაზმანს.
საცოლე მომყავსო, ქორწილი ამზადეთ,
გველეთში ვაცნობებ მამასა.

წავიდეთ ძვირფასო,
წავიდეთ ახლავე,
ვეწვიოთ მთებსა და ხეობებს,
სადაც ხევსურები შესაწირს დაკლავენ
ხატისას და ლუდით ღრეობენ.

რამდენჯერ ჩავუვლი შენს ქუჩის მოსახვევს,
იქ ტოტებს მიხრიან წნორები.
დედაშენს უთხარი რამე ჩემს შესახებ,
სასიძოდ თუ მოვეწონები.

მსურს მუდამ გეფერო,
სიცოცხლით ავსილო,
უბრალო ღიმილით მწვავ ვიდრე.
წავიდეთ, არაგვის ჭალები დავსეროთ
წამოხვალ?
წავიდეთ.

1967 წ.

მინდია არაბული

ეს კი,ამ სიმღერის ლინკია...
http://www.link.ge/file/201172/Gela-Daiauri---Roca-Shens-Dalalebs-Qari-Shlis.mp3.html

ურაკზე ძაან მომეწონა,ბობო და აქაც მოვიტანე...

Smile
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Jan 26, 2009 11:25 pm

რა არის ახალი ? Shocked
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jan 27, 2009 6:19 pm

არგანი wrote:
რა არის ახალი ? Shocked

გიო კილაძის პროექტი - ”ჩემი მოთხრობა” - http://wf.myweb.ge/eblitfo/?cat=118

ჯერ აქ აგროვებს და მერე - ერთადერთი წიგნი დაიბეჭდებაო...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jan 27, 2009 6:54 pm

nini wrote:
არ ვიცი,რა სჯობს ბობო.
გაჩუმება თუ საუბარი.ძალიან დელიკატური თემაა,რაღაცნაირად

დიდი ადამიანები,ამ ცოდვილ ქვეყანაზე ღვთიური მისიით მოვლენილი მოაზროვნეები, მარადიული იდეალებისათვის იხარჯებოდნენ(ხშირ შემთხვევაში თავსაც სწირავდნენ) და არა ისეთი წარმავალი რამეებისათვის,როგორიცაა რეიტინგები და ქულები.არსებობს თემები,რომელთა შესახებაც კამათი უხერხულია.არავისთვის არ უნდა იყოს სადაო,რომ ორჯერ ორი ოთხია.
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
მათე
Way at Armury
Way at Armury
avatar

Female
Number of posts : 28
Age : 53
Location : რუსთავი
Job/hobbies : კითხვა და წერა
Humor : გაიღიმე, სერიოზულობა მერეც გეყოფა
Registration date : 01.01.09

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 12:55 am

მეც ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს , ვისი ღვაწლით ვართ, ვინცა ვართ, არ სჭირდებათ ,,რეიტინგები’’ და ,,ქულები’’... შემეცნებითი გადაცემები კი უნდა იყოს და რაც მეტი, მით უკეთესი,თორემ ამ ჩვენი ე.წ.სასკოლო რეფორმის წყალობითა, მალე წერა-კითხვის მცოდნე გაგვიხდება სანთლით საძებნი... მე სკოლაში ვმუშაობ ქათულის
მასწავლებლად და ,,ცოტა’’ ვიცი, რა ხდება ამ სფეროში... Very Happy პირდაპირ გამოგვიცხადეს, რომ თურმე ჩვენა, სახვადასხვა საგნის მასწავლებლებმა მეცნიერების საფუძვლები კი არ უნდა ვასწავლოთ, უნარ-ჩვევები უნდა განვუვითაროთ... და დატრიალდა უკურმა ჩარხი... მე-12 კლასამდე ანვითარე უნარი, რომელიც ბავშვს ლამის ბაღის ასაკში უკვე უნდა ჰქონდეს, თუ არა და უბრალოდ ვერ ისწავლის... მოკლედ, ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, თორემ იმდენად მტკივნეული თემაა, შეიზლება აღარ გავჩერდე... მოკლედ, მეტი შემეცნებითი გადაცემები, და ნაკლები სერიალები და ,,კონკურს-არჩევნები’’ გვჭირდება, ჩემი აზრით.
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 8:38 am

მათე wrote:

ძალიან ხშირია ასეთი შემთხვევა:ქართული სკოლის ქართველი მოსწავლეები(აბიტურიენტები!) ენის ბორძიკით,დამარცვლით კითხულობენ მშობლიურ ენაზე_თითქოს რომელიღაც უცხო ქვეყნიდან ჩამოსულან და ეს-ეს არის,მათთვის უცნობი ანბანის შესწავლას ცდილობენო.
აი,ჩვენი ყბადაღებული რეფორმებისა და სულიერი გაპარტახების ნიშანი.

გვაქვს კი კარგად გაცნობიერებული,საით მიექანება გრიგოლ ხანძთელის,შოთა რუსთველის,ილიას და ვაჟას ქვეყანა?!
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 5:06 pm

მიმდინარეობს www.litelit.ge და http://www.litelit.ge/forum/index.php? საიტისა და ფორუმის თვისობრივი განახლება.

საიტის ახალი კონცეფციის და აქედან გამომდინარე - ფორუმის კონცეფციის ჩამოყალიბება მოხდება რედაქტორთა საბჭოს მსჯელობის შემდეგ.

მანამდე - ყველა პოსტი და ყველა წევრი წაიშლება.

გმადლობთ ყურადღებისთვის.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 5:14 pm

იმედია, საინტერესო საიტი გახდება. Razz
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 5:43 pm

არგანი wrote:
იმედია, საინტერესო საიტი გახდება. Razz

Arrow

გია, ამჟამად ფორუმსაც და პორტალსაც ვაკონტროლებ მხოლოს მე, მაგრამ მარტო ვერაფერს გავაკეთებ.

მე მინდა, რედაქტორები შეიკრიბონ და იქ ვილაპარაკოთ, თუ როგორი უნდა იყოს ლიტელიტ საიტი და ფორუმიც.

Last edited by არჩანდა on Wed Jan 28, 2009 5:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 8:19 pm

ძალიან მიხარია ,რომ ვიპოვე'' ჩემი ''მწერალი მიხო მოსულიშვილი.
ადამიანებს,რომლებსაც აქვთ შენთან ურთიერთობა,ძალიან გაუმართლათ,ბობო.
გამორჩეული ნიჭი და ტვირთიc გაქვს,მაღლიდან ბოძებული.დიდი მისია,ვიცი რომ ყველაფერს კარგად გააკეთებთ.
უბრალოდ ,გულით გისურვებთ წარმატებს ყველა წამოწყებასა და საქმეში.
რამდენიმე დღის მერე ,საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით წავალ აქედან..
სამწუხაროდ ძალიან დაკავებული ვიქნები და ინტერნეტსივრცეში ჩემი ''აქტიურობა'' საკმაოდ დიდი ხნით აღარ იქნება..
ისედაც ძალიან დიდი დრო და ნერვები მიჰქონდა ამას,ჩემი,ჩემი ახლობლების.
რაღაც ნარკოტიკივითაც კი გახდა.Smile
მაცდენდაSmile
სამეცნიერო თემაზე მუშაობის საშუალება,რახანც მეძლევა აქედან ცოტა მოშორებით,მინდა ,მთელი დრო და ენერგია ახლა ამ კუთხით მივმარტო.

ეს რამდენიმე დღე კი იქამდე,ვეცდები კვლავ დავდო პოსტები.

არარერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ,რომ ლიტელიტის დამფუძნებლებში არასდროს მომიაზრებია თავი და ჩემი ''ეგრეთწოდებული'' ხმა ბატონი მიხო მოსულიშვილისთვის გადამიცია, ანუ მისი ნებისმიერი!!!!!!!გადაწყვეტილების უპირობო მომხრედ მომიაზრეთ ლიტელიტზე..
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Jan 28, 2009 10:50 pm

ნინი, მე ნამდვილად მიხარია, რომ სამეცნიერო თემას მიხედავ - ამაზე კარგ საქმეს, მართლა ვერ გააკეთებ. მე კარგად ვიცნობ ფიზიკოსებს, ბიძაჩემი ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორია და კარგად ვიცი, რომ თუ კარგად ჩაუღრმავდები მეცნიერებას, მერე ის პოეზიას ემგვანება - თავისი მოულოდნელი აღმოჩენებით. მე სულ ვკითხულობ ხოლმე ნილს ბორის, ვერნერ ჰაიპენბერგის, ალბერტ აინშტაინის შესახებ საინტერესოდ დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნებს და ვიცი, რომ ეს მთელი სამყაროა. ცოტა რამ გამეგება ასევე ჩემ სპეციალობაში - გეოლოგიაში და იქაც ეგრეა. ასევე იქნება მედიცინაშიც - მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ინგლისელებმა მთელი გენეტიკური კოდი გაშიფრეს... ეს უდიდესი აღმოჩენაა მოლეკულურ ბიოლოგიაში!..

”ინტერნეტ-დამოკიდებულება” - ასეთი გამოთქმა არსებობს ევროპაში და რუსეთშიც - ეს, როცა ვეღარ წყდები ინტერნეტს, - არადა, უამრავ დროს გაკარგვინებს. ამ გაზაფხულზე მეც გადავალ სოფელში საცხოვრებლად და ვეცდები ის ჩემი რამდენიმე წლის ნაფიქრი დიდი რომანი დავიწყო და იქნებ, თუ უფლის ნებაც იქნება, ორმოცდაათი წლის რომ გავხდები, მოვამთავრო.

მანამდე კი - ძალიან მრცხვენია იმ ადამიანების, ვინც ლიტელიტ-პორტალის გასაკეთებლად ფული დადო! იმიტომ მრცხვენია, რომ ვიქადნებოდი და ვერაფერიც ვერ გავაკეთე. იქნებ, ახლა შევძლოთ და ავამუშაოთ. მე დღეს ბაკურ სვანიძეს ველაპარაკე და დახმარებას დამპირდა. ვნახოთ, როგორ აეწყობა - გიო საჯაია რომ ჩვენთან იქნება, ვიცით, ასევე მოვა მინდია გოგოჭურიც და იქნებ სხვებიც ამოგვიდგნენ გვერდში...

ისე არა, როგორც წინათ იყო - კიო, ვიქნებით რედაქტორებადო და არაფერსაც არ წერდნენ - ეგრე არ გვინდა...

დღეს მე ლიტელიტ-პორტალზეც და ფორუმზეც ყველაფერი წავშალე.
მინდა, რომ შევკრიბო ეს ადამიანები და მოვილაპარაკოთ, რა როგორ აჯობებს...

და ნუ მაქებ, ნინი - უხერხულია...
კარგი?
ერთი ალალი და ადვილად მოსატყუებელი ვიღაცა ვარ...

ამ ალალზე გამახსენდა - დღეს ბაკურ სვანიძე მომიყვა ანეგდოტს ალალი ფოკუსების ალალ გამკეთებელზე და ბევრი ვიცინე:

ალალი მეფოკუსის ანეგდოტი

ცირკში ერთი კაცი მივიდა და - მეო ფოკუსების გამკეთებელი ვარ და მიმიღეთო.
კი მიგიღებთ, მაგრამ აბა, ჯერ გვაჩვენე რა იციო?
ახლავეო, - გაუხარდა ალალ მეფოკუსეს და შემმოწმებლებს ხუთი თითი აჩვენა, - ამას ხომ ხედავთო?
კიო, როგორ ვერ ვხედავთ, ხუთი თითიაო.
მერე სწვდა ალალი მეფოკუსე თავის ნაჩვენები თითებიდან ცერას, ვითომ გადაყლაპა - არადა, ის ცერა თითი ისევ გამოიღო პირიდან და - აბა, ახლა რამდენიაო?
როგორ თუ რამდენიაო! - გაბრაზდნენ შემმოწმებლები, - ისევ ხუთიაო! და აბა, ეგ რა ფოკუსი გამოვიდაო?!
აი, სხვები რომ არიან, ისინი აფერისტი მეფოკუსეები არიანო! - თავი იმართლა ალალმა მეფოკუსემ, - და მეო - ალალი მეფოკუსე ვარ, ალალიო!

lol!

აი, ეგ არის, ნინი!
მე - ალალი მეფოკუსე ვარ... Wink
და რა მინდა ამ ცირკში?

drunken
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Jan 29, 2009 9:38 am

[quote="არჩანდა"][size=18]მიმდინარეობს www.litelit.ge და http://www.litelit.ge/forum/index.php? საიტისა და ფორუმის თვისობრივი განახლება.

საიტის ახალი კონცეფციის და აქედან გამომდინარე - ფორუმის კონცეფციის ჩამოყალიბება მოხდება რედაქტორთა საბჭოს მსჯელობის შემდეგ.

[size=14]

"ლიტელიტ.ჯის" მეორედ დაბადება დიდად სასიხარულო იქნება ყველასათვის.

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 9:02 pm

ერთი საჭირბოროტო პროზაული თემა ავარდა "პოეტების ქვეყანა" - ში, იქნებ ჩაერთოთ?
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 9:24 pm

არგანი wrote:
ერთი საჭირბოროტო პროზაული თემა ავარდა "პოეტების ქვეყანა" - ში, იქნებ ჩაერთოთ?

რომელ თემას გულისხმობ?
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 9:39 pm

მგლის თემა, ჩემი აზრით, ეს უფრო მასშტაბური საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მგონია, რომ ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი სრულიად შეიცვალა, რის შემდეგაც ჩვენ დავადექით ჩვენთვის უჩვეულო გზას...ახლა ძველი გზის კონტურები აქა-იქ კიდევ ჩანს და მისი სრული აღდგენა დიდ სიზუსტეს და შრომას მოითხოვს...
მგელი კარგი სასინჯი ქვაა, ჩვენი წარსულისა და დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად...
Back to top Go down
View user profile
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1349
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 10:07 pm

არგანი wrote:
მგლის თემა, ჩემი აზრით, ეს უფრო მასშტაბური საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მგონია, რომ ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი სრულიად შეიცვალა, რის შემდეგაც ჩვენ დავადექით ჩვენთვის უჩვეულო გზას...ახლა ძველი გზის კონტურები აქა-იქ კიდევ ჩანს და მისი სრული აღდგენა დიდ სიზუსტეს და შრომას მოითხოვს...
მგელი კარგი სასინჯი ქვაა, ჩვენი წარსულისა და დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად...

მგელი,როგორც სიმბოლო,მართლაც,მრავალწახნაგოვანია და საინტერესო საუბარი გამოვა.
...
მგელი,როგორც გამძლეობისა და გაუტეხლობის სიმბოლო_მისაღები ყველასთვის.
მგელი,როგორც გაუწვრთნელობის სიმბოლო(თავის ჭკუაზე რომ ვერავინ აცეკვებს)_ესეც მისაღებია.
მგელი,როგორც ფეხმარდობის სიმბოლო_რა თქმა უნდა,მისაღებია.
მგელი,როგორც უშიშრობისა და მეტოქესთან შეურიგებლობის სიმბოლო_გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის მუზარადი("მუზრადმგელლომგამოსახული")...
მგელი,როგორც მტაცებლობის სიმბოლო(ვაჟასგან დაგმობილი).
მგელი,როგორც დაუნდობლობის სიმბოლო_აქაც ვაჟა გავიხსენოთ("ამოდის,ნათდება").აქვე გავიხსენოთ იაკობ ხუცესი:"მოვიდა მგელი იგი ვარსქენი."
...
როგორც უკვე გითხარი,გააჩნია,რომელი კუთხიდან შეხედავ.
...
კარგი საუბარი იქნება და არჩანდასთან ხომ არ გადავსულიყავით ალავერდს?

Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
nini
Into Armury
Into Armury

Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 10:16 pm

Smile

Last edited by nini on Fri Jan 30, 2009 11:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 10:18 pm

ჰო, საინტერესო საკითხს მიადექი, გორგასალის აღმოსავლური ლომი გასაგებია, მაგრამ მგელი როგორ ჩნდება მის მუზარადზე? დასავლეთიდან? მერე რა მოაქვს ამ მგელს?
მგლის ხასიათი ყველაზე უკეთ ტოტიამ გამოცადა საკუთარ თავზე, რადგან ყველას გველის ეს ასაკი, ყველას გველის ტოტიას ბედი? ვერაფერი პერსპექტივაა...
ბობო, გაუხსენი მგელს ცალკე თემა, რა უნდა სიახლეებში...
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Jan 30, 2009 10:19 pm

ვაჟა ხორნაული wrote:
არგანი wrote:
მგლის თემა, ჩემი აზრით, ეს უფრო მასშტაბური საკითხია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
მგონია, რომ ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში ჩვენი ეროვნული მენტალიტეტი სრულიად შეიცვალა, რის შემდეგაც ჩვენ დავადექით ჩვენთვის უჩვეულო გზას...ახლა ძველი გზის კონტურები აქა-იქ კიდევ ჩანს და მისი სრული აღდგენა დიდ სიზუსტეს და შრომას მოითხოვს...
მგელი კარგი სასინჯი ქვაა, ჩვენი წარსულისა და დღევანდელი მდგომარეობის შესაფასებლად...

მგელი,როგორც სიმბოლო,მართლაც,მრავალწახნაგოვანია და საინტერესო საუბარი გამოვა.
...
მგელი,როგორც გამძლეობისა და გაუტეხლობის სიმბოლო_მისაღები ყველასთვის.
მგელი,როგორც გაუწვრთნელობის სიმბოლო(თავის ჭკუაზე რომ ვერავინ აცეკვებს)_ესეც მისაღებია.
მგელი,როგორც ფეხმარდობის სიმბოლო_რა თქმა უნდა,მისაღებია.
მგელი,როგორც უშიშრობისა და მეტოქესთან შეურიგებლობის სიმბოლო_გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის მუზარადი("მუზრადმგელლომგამოსახული")...
მგელი,როგორც მტაცებლობის სიმბოლო(ვაჟასგან დაგმობილი).
მგელი,როგორც დაუნდობლობის სიმბოლო_აქაც ვაჟა გავიხსენოთ("ამოდის,ნათდება").აქვე გავიხსენოთ იაკობ ხუცესი:"მოვიდა მგელი იგი ვარსქენი."
...
როგორც უკვე გითხარი,გააჩნია,რომელი კუთხიდან შეხედავ.
...
კარგი საუბარი იქნება და არჩანდასთან ხომ არ გადავსულიყავით ალავერდს?

Arrow

თქვენ სად რა ჰნახეთ მგელზედა, მე არ ვიცი, მაგრამ ეგ კი არის, რომ რაც არ უნდა მთვრალი ვიყვე, არ მავიწყდება, თუ როგორ შეჭამეს ზამთრის ერთ ყინვიან ღამეს ტოტია მგელი ხროვის წევრებმა...

სულ მეშინოდა ხოლმე, ამას რომ მიკითხავდა დედა...

მაგიტომაც მიყვარს მე ძალიან ვაჟა-ფშაველა... და სამშობლო ჩემთვის სხვა არც არაფერია - ვაჟა არის... და კიდევ სხვებიც, რამდენიმე...

Exclamation

და ნურავის გაგიკვირდებათ, მაგრამ ჰერმან ჰესეც ჩემ სამშობლოში ცხოვრობს - ”სტეპენვოლფი” გახსოვთ? - ქართულადაც ითარგმნა - ”ტრამალის მგელი”...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nino darbaiseli
Into Armury
Into Armury
avatar

Female
Number of posts : 224
Age : 56
Registration date : 14.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jan 31, 2009 12:14 am

მგ..ელეგია

სოფლის ბოლოს ძილ-ბურანი მორევია მონადირეს.
ხარის ლეში გელის სიბნელეში.
მგელო, დღემდე, იცი, როგორ მოგელოდი?
მაგრამ ნეტა ვეღარ იკრა გეში!
რა ახლო ხარ! პირქარს მოაქვს შენი სუნი,
ნარ-ეკალსაც შერჩენია ბეწვი,
თოვლზე მგლური ნაკვალევი დაგიტყვია.
მეშინია არ აგცდება ცხელი ტყვია.
გულზე შენი ნაკბილარი მეწვის.

გახსოვს, როგორ ავიწყვიტე?
ყეფა-ყეფით მოვყვებოდი ბილიკს,
ახლო მაინც ვერ გავბედე შენთან მოსვლა,
გიელავდა ალესილი კბილი,
მაგრამ იგრძენ შორიდანვე შენი სერი,
მოგიშვირე უსუსური კისერი,
დამსუნთქე და მერე ლოკვით დამისველე
ეს კისერი, ჯაჭვით გადანაქუცი,
დამავიწყდა შიშიცა და უშიშობაც,
მოვდუნდი და უცებ მოგელაქუცე.
გვერდით გდიე,
მამჩნევდი და ვერც მამჩნევდი,
წინმხედველმა ვეღარც მომიცილე.
ვინ რა იცის მარტო მგლისა,
მგელზე უფრო უმგლესისა
ბურჯღნაობა, თავმიდებით ძილი.

ბოლოს ქანცი გაგვეცალა,
ზედ ზამთარი და შიმშილი დაგვერთო,
ავირიეთ, უკვე ერთად ვეღარ ვძლებდით,
ვეღარ ვძლებდით ვეღარც უერთმანეთოდ
და წამოველ, გადმოვსერე ტყე და ბექი,
ჩავირბინე მინდორი და ბაგები,
გალეული ისევ პატრონს მივადექი,
შენი ცალი, შენთან ნაბუნაგევი.
კუდქიცინას დამიყარეს უხვად ძვლები
და პატრონიც ჩემით კმაყოფილია.
საძაგელო, იცი, როგორ მოგელოდი,
მე, ძუმგლობის ვერშემძლები ფინია?
გატრუნული ლუკმას პირს არ ვაკარებდი,
სალაფავი ჯამში დავაობე.
დე, ყოველღამ ჩაერაზათ ურდული,
მეგულვოდა მორღვეული ღობე.

კისერს მადევს ჯაჭვი, მტკიცედ მონაწნავი.
რაწამს კარი გაიღება,
მავალია ავი ყეფა,
მერიდება მპარავი.
ყმუილისთვის პატრონისგან
ფერდში კავი არ ამცდება,
გაურჩებულს არ დამინდობს არავინ,
მაგრამ რაღამ გამაყუჩოს,
ფათერაკი ახლო თუა?
დამიძახონ უწვრთნელი და ცრუ...

დაიჭექა!!!

იქნებ თოფი გაუვარდა მონადირეს?
შფოთავ, გულო და საგულეს ანგრევ.
არ იქნება, მგელს ის ტყვია მიეკაროს,
ჩადექ, ჩადექ, ნამგლევო და სამგლევ!

მაგრამ რატომ აიშალა არემარე,
თავქვე რატომ ჩამორბიან გაჩქარებით,
რაღას ნიშნავს უეცარი მაშხალები,
ალებისგან რაღად მესხმის ბრუ?

შავნისლიდან გამოცურდი მთვარის კიდევ,
მგლოვიარეს ნუ დამაგდებ, ნუ!
ვინ გაიგოს შენგან კიდე
ჩემი გულის ღვიარება,
ყველა ყრუა,
ყველა უა-უუ-უუუუუ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz/t34-topic
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Feb 02, 2009 10:17 pm

უზარმაზარრი ტექსტი დავწერე და წამეშალა...
ჰეი, ჰეი!!!
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Feb 02, 2009 10:21 pm

არგანი wrote:
უზარმაზარრი ტექსტი დავწერე და წამეშალა...
ჰეი, ჰეი!!!

გია, შეინახე ხოლმე და ნაწილ-ნაწილ დადე!
მთლიანად, დიდი ტექსტები, არ იდება.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Feb 02, 2009 10:50 pm

ვინ არის, ვინ იარების,
ლაღი, ლაღისა ცხენითა! Razz
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Feb 02, 2009 10:55 pm

არგანი wrote:
ვინ არის, ვინ იარების,
ლაღი, ლაღისა ცხენითა! Razz

Arrow

ეგა, არგანო - ვაჟიკა ნაკვეთაური გაუვლიდა ხოლმე ხვარამზესა და ის კიდენა - შამაჰღობდა ხოლმე ვაჟიკაის ცხენის ნაჩლიქარსა...

ამასა ჰკითხულობ?

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content

PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 6 of 42Go to page : Previous  1 ... 5, 6, 7 ... 24 ... 42  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: