არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სიახლეები

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1 ... 22 ... 40, 41, 42
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Mar 07, 2013 12:00 pm



დასწრება უფასოა.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Mar 28, 2013 4:39 pm



გელოდებით!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Apr 15, 2013 10:05 pm



23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა. დარჩენილ ერთ კვირას „საბა“ წიგნების შეძენის კვირეულად აცხადებს და ნახევარ ფასად გთავაზობთ გამომცემლობა „მიმოსის“ წიგნებს - https://saba.com.ge/books/shop#author:101

study


Last edited by Admin on Fri Aug 02, 2013 7:38 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 29
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: გადავარჩინოთ 2წლის ზუკა!   Wed Apr 17, 2013 1:26 pm

27 აპრილს, 16:00 საათზე, საპატრიაქროს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) გაიმართება საქველმოქმედო საღამო 2წლის ზუკა მაკარიძის დასახმარებლად, რომელსაც დაუდგინდა მე-4 სტადიის, თირკმელებზე გადასული ძვლის სარკომა და ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც ჯდება 300 000 ევრო.

საღამოზე დაიდგმება შესაწირის ყუთი.დავუდგეთ გვერდში ზუკას და მის ოჯახს! მცირედი დახმარება ყველას შეგვიძლია, ნუ ჩაუვლით გულგრილად ამ ამბავს.

დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან 0901800809.
ანგარიშის ნომერია GE71BG0000000305776900, საქართველოს ბანკი,მიმღებია- ზურაბ მაკარიძე

საღამოში მონაწილეობენ :
პოეტები:
გელა დაიაური
მარიამ წიკლაური
მაია გონჯილაშვილი
თეა თაბაგარი
თორნიკე ნაროზაული
ლიკა ოხანაშვილი
ჯარჯი შუქიაური
თემო ჭახნაკია
დეკა ნაყეური
სოფო ჯიჯელავა
გიორგი ესიტაშვილი და სხვები.

მომღერლები:
ანსამბლი "დიდგორი"
ბექა ბუჯიაშვილი
მირანდა მაისურაძე
ხატია ბურდული
მარიამ მჭედლიძე და სხვები

ღონისძიება არის ფეისბუქზეც http://www.facebook.com/events/629621417051830/
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue May 28, 2013 1:44 pm



ხვალიდან, 2013 წლის 29 მაისიდან:
გაზეთი „ახალი თაობა“ + „პიკასო“ (ბიოგრაფია) = 8 ლარს...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Jul 14, 2013 2:38 pm

ერთხელაც იქნება, გავიღვიძებ და ეს ხედნამყოფი ქვა ვიქნები...''
შემოვდივარ ხოლმე აქ ხშირად.ჩუმად ვკითხულობ ხოლმე და გავდივარ.მიყვარს აქაურობა.
მონატრებული და გულთბილი მოკითხვა ბატონ მიხოს.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Sep 24, 2013 7:26 pm



პარასკევს, 27 სექტემბერს, 18:00 საათზე გეპატიჟებით ამირან არაბულის წიგნის -- „სულუქცევრად საკითხავნი“ წარდგინებაზე

მისამართი:
თბილისი 0102, დავით აღმაშენებლის გამზირი N68.
https://www.facebook.com/events/521320641288195/?context=create#
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Sep 24, 2013 7:28 pm



2013 წლის 2 ოქტობერს, 18:00 საათზე, გოდერძი ჩოხელის დაბადების თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება მისი წიგნის „ბინდისფერი ხეობიდან ცამდე“ პრეზენტაცია.

წიგნის შედგენაზე იმუშავეს გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა. გამოცემის იდეა ეკუთვნის ომარ ჯაღმაიძეს. წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ ლევან ხარანაულის ოცდაორი ნახატით, ხოლო წინათქმად ერთვის ლევან ვასაძეს ლექსი ,,იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა“. წიგნის ბოლოთქმა, სახელად „სულის პეპელა“ დაწერა რედაქტორმა მიხო მოსულიშვილმა, რომელმაც აგრეთვე შეარჩია გოდერძი ჩოხელის 164 ნოველა. წიგნი გამოიცა ,,გრიგოლ ხანძთელის ფონდის’’ მიერ.

პრეზენტაციასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, აგრეთვე პირადი ნივთების, წერილებისა და ხელნაწერების გამოფენა.

ასევე, გამომცემლობა წარმოადგენს თავად წიგნს, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება საგამომცემლო ფასში, 20 ლარად (მაღზიებში წიგნი უფრო ძვირი ეღირება).

https://www.facebook.com/events/150360471840315/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Sep 26, 2013 11:52 pm

ურაკზე დავდე ლიტმოვლენებში.
ბევრჯერ გაგეხარებინოთ მკითხველი.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Oct 23, 2013 3:59 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
nini
Into Armury
Into Armury


Female
Number of posts : 673
Registration date : 17.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sun Nov 17, 2013 10:38 pm

დღეს დავხედე თარიღს და 5 წლის ვართ თურმე უკვეSmile
რამდენი რამე გამახსენდაSmile
სითბოთი,პატივისცემით და მოკითხვით,ბატონო მიხო.
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Wed Feb 19, 2014 11:36 pm

გახსენით, ნახეთ, მოიწონეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ გვერდზე! -- https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323

ინფორმაცია:
ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის

აღწერა:
„ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის“ - ეს არის გვერდი იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა შეძლოს თავისი აზრი გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის შესახებ: როგორი უნდა იყოს ამ პრემიის მიმნიჭებელი ექსპერტთა ჯგუფის და ჟიურის შემადგენლობა, რა პერიდულობით უნდა გაიცემოდეს და რანაირი წესით...
გვერდი შექმნილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, რათა საზოგადოებამ ღიად იმსჯელოს ამ პრემიის შესახებ და შემუშვდეს ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის ერთიანი კონცეფცია საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

იდეის ავტორი: ლელა რაზიკაშვილი Lela Razikashvili
გვერდის კოორდინატორი: მიხო მოსულიშვილი


ყველას ვთხოვ ამ პოსტის გაზიარებას, რათა საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაარსების შესახებ... --
https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Mon Feb 24, 2014 1:55 am



გახსენით, ნახეთ, მოიწონეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ამ გვერდზე! -- https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323

ინფორმაცია:
ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის

აღწერა:
„ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის“ - ეს არის გვერდი იმისთვის, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა შეძლოს თავისი აზრი გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის შესახებ: როგორი უნდა იყოს ამ პრემიის მიმნიჭებელი ექსპერტთა ჯგუფის და ჟიურის შემადგენლობა, რა პერიდულობით უნდა გაიცემოდეს და რანაირი წესით...
გვერდი შექმნილია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, რათა საზოგადოებამ ღიად იმსჯელოს ამ პრემიის შესახებ და შემუშვდეს ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის ერთიანი კონცეფცია საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

იდეის ავტორი: ლელა რაზიკაშვილი Lela Razikashvili
გვერდის კოორდინატორი: მიხო მოსულიშვილი


ყველას ვთხოვ ამ პოსტის გაზიარებას, რათა საზოგადოებამ შეძლოს საკუთარი აზრის გამოთქმა ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაარსების შესახებ... --
https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Fri Feb 28, 2014 8:09 pm



წიგნის დასახელება – „დიდი ძუ დათვი“ (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით), რომანი
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - დავით ოძელაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - ნიკა ხვედელიძე
გარეკანზე - თენგიზ მირზაშვილის კომპოზიცია
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა - „საუნჯე“
CD დისკი (რომანს კითხულობს ავტორი) - სტუდია „არაგვიანი“
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-451-14-0
გვერდების რაოდენობა – 152
გამოცემის წელი – 2013

ანოტაცია --
კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი დიდ ძუ დათვს ებრძვიან, რომელიც ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.

წიგნის ელექტრონული ვერსია -- https://saba.com.ge/books/details/1409



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Thu Mar 13, 2014 5:51 pm



წიგნის დასახელება – „დიდი ძუ დათვი“ (მთის ამბავი, პროლოგითა და ეპილოგით), რომანი
ავტორი - მიხო მოსულიშვილი
რედაქტორი - დავით ოძელაშვილი
ტექნიკური რედაქტორი - ნიკა ხვედელიძე
გარეკანზე - თენგიზ მირზაშვილის კომპოზიცია
გამომცემელი - ვაჟა წოწკოლაური
გამომცემლობა - „საუნჯე“
CD დისკი (რომანს კითხულობს ავტორი) - სტუდია „არაგვიანი“
ყდა – მაგარი
ISBN 978-9941-451-14-0
გვერდების რაოდენობა – 152
გამოცემის წელი – 2013

ანოტაცია --
კავკასიონზე მდებარე სოფლის მცხოვრებნი დიდ ძუ დათვს ებრძვიან, რომელიც ანადგურებს სიმინდის ყანებს, ამტვრევს თაფლის სკებს, იტაცებს ცხვარ-ძროხას, ხოცავს მონადირეებს და მათ ძაღლებს, გვერდს უვლის ხაფანგებს. სოფლის ადმინისტრატორი, ბიბლიური სახელით აქაბი, იქ მცხოვრებთა დახმარებით, ცდილობს დიდი ძუ დათვის მოკვლას. და ყველა სოფლელი ხვდება, რომ ეს დათვი აქაბის წარსულიდან მოსული აჩრდილია.

წიგნის ელექტრონული ვერსია -- https://saba.com.ge/books/details/1409

https://www.facebook.com/events/1460399304192070/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat May 24, 2014 4:28 pm



პრემიერა
2014 წლის 5-10 ივნისი, 20:00 საათი
მარჯანიშვილის თეატრის სხვენი

მიხო მოსულიშვილი - My Redbreast (ფანტასმაგორიული კომედია)

რეჟისორი - ხათუნა მილორავა
სცენოგრაფია - ლევან წულაძე, შაკო ჩაგუნავა
მუსიკალური გაფორმება - ზურა გაგლოშვილი
ინგლისური ტექსტი თარგმნა - ბაია დევსურაშვილი
რეჟისორის ასისტენტი - ლიკა მამიაშვილი

მონაწილეობენ:
* ნატა ბერეჟიანი (სოფო) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=726
* ანა სანაია (შოკა) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=1682
* ზაზა გოგუაძე (ჩიტო) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=603
* ზაზა იაკაშვილი (ბაქსტერი) - http://marjanishvili.ge/ge/staff/stars?25
* მარიამ სუჯაშვილი (ელისი) - http://youtu.be/DS9764Lmrlo
* კოკო როინიშვილი (თოკო) - http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=959

"მე სულ შენი მეჟოლია ჩიტი ვიქნები, ბაქსტერ!“ - აი, სოფი დორნერის ბოლო სიტყვები...


ბმული -
* http://marjanishvili.ge/ge/repertoire/small-stage?184
* http://www.biletebi.ge/default.aspx?id=22&EventID=246034

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Tue Jan 06, 2015 11:22 am

მსოფლიოში უდიდესი თაღლითობები

ერთ–ერთმა ამერიკულმა გასართობმა ინტერნეტ პორტალმა იმ უდიდეს თაღლითობათა რეიტინგი შეადგინა, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში გამომჟღავნდა და რომლებიც ისტორიის კუთვნილება გახდა:

1. 1925 წელს ერთმა ამერიკელმა თაღლითმა ერთ გულუბრყვილო ტეხასელ ფერმერს თეთრი სახლი იჯარის წესით 99 წლით გადასცა და სანაცვლოდ 100 ათასი დოლარი აიღო.

2. ასევე 1925 წელს, მას შემდეგ, რაც ერთმა საერთაშორისო ავანტურისტმა გაზეთში ამოიკითხა, რომ პარიზის მერია ეიფელის კოშკის დემონტაჟს აპირებდა, სასწრაფოდ დაუკავშირდა ჯართის შემსყიდველ რამდენიმე პუნქტს და მათ მეპატრონეებს სარფიანი გარიგება შესთავაზა. ისინი ავანტურისტის წინადადებას დათანხმდნენ და სოლიდური თანხებიც დაკარგეს.

3. რამდენიმე ინგლისელმა თაღლითმა ერთი ამერიკელი ბიზნესმენი დაარწმუნა, რომ ბრიტანეთის მთავრობას ძალიან უჭირდა და მზად იყო სერიოზული ვალების დასაფარად ყველაფერი გაეყიდა. ასე აღმოჩნდა ამ პიროვნების მფლობელობაში სულ რაღაც 6 ათას გირვანქა სტერლინგად, რა თქმა უნდა, მცირე დროით, ტრაფალგარის მოედანი ადმირალ ნელსონის ძეგლით, შადრევნითა და ლომებით.

4. ასევე ინგლისელმა თაღლითებმა მიყიდეს კიდევ ერთ ამერიკელ ბიზნესმენს 1929 წელს ბუკინგემის სასახლე. მათ ამ ღირშესანიშნაობის ვითომ მომავალ მფლობელს ბეს სახით 2 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაახდევინეს.

5. ნიუ-იორკში ერთხელ თავისუფლების ქანდაკებას დაუპირეს გაყიდვა. ადგილობრივი თაღლითი შეეცადა დაერწმუნებინა ერთი ავსტრალიელი ბიზნესმენი, რომ ამერიკის მთავრობა საზღვრების გაფართოებას აპირებდა, ქანდაკება კი ამაში მხოლოდ ხელს უშლიდა და მზად იყო იგი ნებისმიერ ფასად თავიდან მოეშორებინა. ეს ის იშვიათი შემთხვევა გამოდგა, როცა თაღლითი დაიჭირეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

6. ლონდონელმა თაღლითმა ერთ ამერიკელ მილიონერს სულ რაღაც ათას გირვანქა სტერლინგად ბიგ-ბენის ზედა ნაწილში ფეშენებელური რესტორნის განთავსების ექსკლუზიური უფლება მიყიდა. მილიონერმა მანამდე არ დაიჯერა, რომ მწარედ იყო მოტყუებული, სანამ პოლიციამ იგი ბიგ-ბენზე არ აიყვანა და არ აჩვენეს, რომ იქ რესტორანი საათის უზარმაზარი მექანიზმის გამო ვერ განთავსდებოდა.

ბმული - http://onn.ge/index.php?id=30922&lang=geo

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სიახლეები   Sat Jun 06, 2015 2:24 pm



გულო, არ გასტყდე, გამაგრდი...

ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან ასი წელი 2015 წლის 27 ივლისს სრულდება. ამ დღეს გაიმართება ტრადიციული დღესასწაული „ვაჟაობა“ ჩარგალში. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან სწორედ ამ დღეს ელოდებიან ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლები: მწერლები და ლიტერატორები, ხელოვნების სხვა დარგების მოღვაწეები, მეცნიერები, სტუდენტობა, სკოლების მოსწავლეები, მათი მშობლები, მოკლედ, ყველა მოელის ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაწესების შესახებ სამთავრობო, ოფიციალურ განცხადებას...

ხოლო იმის შესახებ, თუ როგორ მოვედით აქამდე, მხოლოდ სამ თარიღს შეგახსენებთ:

1. 2013 წლის 26 ოქტომბერი -- საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩარგალში გამართულ „ვაჟაობაზე“ განაცხადა: „ვაჟა-ფშაველა არის უდიდესი მოღვაწე და ჩვენ ქვეყანას მისი სახელობის პრემია უნდა ჰქონდეს!.. პრემია ჰუმანიზმისთვის დაწესდება და მას კულტურის და ლიტერატურის სფეროში მოღვაწე ადამიანები მიიღებენ".

2. 2014 წლის 19 თებერვალი -- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიცატივით, სოციალაურ ქსელში Facebook შეიქმნა სპეციალური გვერდი „ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიისათვის“ - https://www.facebook.com/pages/ვაჟა-ფშაველას-სახელმწიფო-ლიტერატურული-პრემიისათვის/772330226130323?sk=timeline, რათა საზოგადოებას ღიად ემსჯელა ამ პრემიის შესახებ. იმართებოდა განხილვები კულტურის სამინისტროში, ინსტიტუტებში, სკოლებში; იყო მიზნობრივი გადაცემები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; სოციალური ქსელის ზემოთ დასახელებულ გვერდზე ქვეყნდებოდა მოსაზრებებიც და მერე მიმდინარეობდა მათზე მსჯელობაც... დღეისათვის ამ გვერდის მხარდამჭრია 4394 წევრი და აქ გამოთქმულია ჩვენი საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლის დადებითი აზრი ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო ლიტერატურული პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით.

3. 2014 წლის 27 ივლისი -- საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში გამართულ მორიგ „ვაჟაობაზე“ განაცხადა:
„2015 წელს სრულდება ასი წელი ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან... ასი წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც დაგეგმავს შესაბამის ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, შარშან, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აქ, ვაჟაობის დღესასწაულზე გააღრერა ინციატივა ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის დაწესებასთან დაკავშირებით, და მე მინდა, დაგიდასტუროთ, რომ სამთარობო კომისია, რომელიც შეიქმნება უახლოეს დღეებში, ამ საკითხზე მიიღებს გადაწყვეტილებას“.

ჰოდა, მოდით, ჯერ ვაჟა-ფშაველას 1904 წელს დაწერილი ერთი კარგი ლექსი გავიხსენოთ, და ისე დაველოდოთ 2015 წლის 27 ივლისს და იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამტყუნდება...


ვაჟა-ფშაველა

გულო, არ გასტყდე!
(სიმღერა)

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იდეგ სალადა!
რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,
მეცა გყევივარ ავადა.
ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,
ნუ დავბერდებით შავადა.

სინათლე ნუმც გაგიქრება
და სხივი - მოძმეთ ნუგეში,
ანდერძსა მამა-პაპისას
ფრთხილად ვინახავ უბეში.
ძალნო ცისანო, გვიშველეთ,
საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში!

გულს ნუ მომიკლავ, უფალო,
იმედს ნუ დამინიავებ,
დაზიანებულს სიცოცხლეს
მეტად ნუ დამიზიანებ;
მიშველე რამა, შენს მადლსა,
წამალს ნუ დამიგვიანებ!

არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე,
უსულოდ გდებულს, ტიალად;
სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი
მათრევდენ, მჭამდენ ზიარად.
ნუ გადამაქცევ, უფალო,
შხამისა სასმელ ფიალად!

კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე
გავტყდე, ეს რაღა შნო არი?!
სიმტკიცე მიჭირს დიადი,
ეხლა ისეთი დრო არი.

გამშორდი, სულით სიდაბლევ,
გზაო, მაშინებ ვეღარა,-
იმ თავად, ჩემო სავალო,
შენზე ეკალი ეყარა.
გაკაწრულ-გაფხაჭულები
დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა.
ვიცოდი ძალიან კარგად,
ეს უნდა გადამეყარა
და დღესაც ისევ ძველებრივ
უნდა ვიხადო ბეგარა.
გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა:
თუ აქამომდე გავძელით,
დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

1904

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სიახლეები   

Back to top Go down
 
სიახლეები
View previous topic View next topic Back to top 
Page 42 of 42Go to page : Previous  1 ... 22 ... 40, 41, 42

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?-
Jump to: